შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნდა წავიდე 1


7-03-2016, 11:31
ავტორი NA NO
ნანახია 2 897

არასოდეს მიფიქრია ასეთ მომავალზე, თუმცა ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე, არასოდეს იცი რა, როგორ და როდის მოხდება... არასდროს მქონია ისეთი სურვილები, რომელთა განხორციელების შანსი არ მექნებოდა, თუმცა არც არასდროს მიფიქრია ისეთ სიტუაციაში ჩავარდნაზე, როგორშიც ახლა ვარ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი უცნაური ხასიათით ყველაფერი გავაფუჭე, ცხოვრება ჩემი ხელით დავინგრიე. სრულიად ჩვეულებრივ დღეს ამეკვიატა იმაზე ფიქრი, რომ უსუსური არსება ვარ, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია, მართალია სისულელეა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ვაცნობიერებ ამ აზრების აბსურდულობას მაინც ჯოუტად ვაგრძელებ საკუთარი თავის დაკომპლექსებას. თავს ისე ვგრძნობ თითქოს უხილავი ვიყო და შორიდან ვადევნებდე თვალს ამ აქოთქოთებულ სამყაროს, სადაც ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე... ძალიან მინდა ყველაფერი გარკვეული და მარტივად იყოს, არ მჭირდებოდეს ღრმად დაფიქრება რაღაც თემებზე, თუმცა ეს სიმარტივეც არ მხიბლავს, უკე აღარ ვიცი რა გავაკეთო.
-აღარ ვიცი რა მოგიხერხო, რითი დაგეხმარო მითხარ? ხომ იცი ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს
-არ ვიცი არაფერი მინდა
-არ შეიძლება ადამიანი ცოცხალი იყოს და არაფერი უნდოდეს
-მე მატერიალური არაფერი მინდა, სიმშვიდე მინდა, გადავწყვიტე აქედან უნდა წავიდე
-გაქცევით გინდა თავს უშველო?
-თუ სიმშვიდეს ვიპოვი არ მაინტერესებს ამას რა ერქმევა, სირცხვილია რასაც მე ვაკეთებ, ჩემივე აზრებით გავინადგურე ფსიქიკა
-რა მიკვირს იცი ? იცი აცნობიერებ, არ მოგწონს და მაინც იგივე აზრებით იჭედავ თავს, რატო გამაგებინე, რა გინდა, რატო ისპობ მომავალს? იმის მაგივრად, რომ შენსი თავის კონტროლი ისწავლო პირიქით აკეთებ, შენს თავს არწმუნებ რომ უმაქნისი ნივთი ხარ, შენ რა გგონია სხვებს არ აქვთ უსიამოვნება და რთული პერიოდი ცხოვრებაში? ნუთუ გგონია ყველა გამოსდის ის რაც გულით უნდა, გაიგე ბოლოდაბოლოს იმედგაცუება არ ნიშნავს ბოლოს. მაგრად უნდა დადგე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ჯერ საკუთარ თავს და მერე სცვებს უნდა დაუმტკიცო, რომ ძლიერი ხარ
-არ ვარ აზრი არ აქვს არაფრის გაკეთებას, შენ გგონია აწი რამეს შევცვლი? რამდენი თვე გავიდა, ვეღარ მოვასწრებ... აზრი არ აქვს... ტყუილად მელაპარაკები ამდენს
-გვერდში დაგიდექი, გავითავსე შენი მდგომარეობა, გეჩხუბე, რჩევები მოგეცი, მაგრამ აქვს შედეგი?
-მეც მაგას ვამბობ
-სად აპირებ წასვლას?
-არ ვიცი, სადმე, გადაკარგულ ადგილას, ემოციურად გადავიღალე, აღარ შემიძლია მხუთავს ეს ყველაფერი
-მეც?
-მალე უნდა წავიდე
-სანამ წახვალ იქნებ ფსიქოლოგთან წამყვე
-რა უნდა ვუთხრა ფსიქოლოგს? რას მიშველის, კარგი რა, რა მინდა ან რა უნდა ველაპარაკო
-შენ არა მე მინდა მისვლა და მიმყევი, მარტო გამიშვებ?
-კარგი რა ,,ტეხავს“
-,,ტეხავს“ ? კარგი, როგორც გინდა, იმედია ჩემს მეგობარს დამიბრუნებ მომავალში
-იმედია მომავალს შევცვლი.....

ყოველთვის მეგონა, რომ მექნებოდა იმის შესაძლებლობა ყოველი ზაფხული საზღვარგარეთ გამეტარებინა, ახალ-ახალი თავგადასავლებით. ვფიქრობდი, რომ ცხოვრება სულაც არ იყო ისეთი დაუნდობელი, როგრც უფროსები ამბობდნენ, თუმცა ვფიქრობდი.... ყველაზე რთული ჩემთვის ის აღმოჩნდა, რომ როცა ნამდვილად დავინტერესდი რაღაცის სწავლით და ჩემს წინ აღმართულმა წინაღობამ წინსვლის საშუალება არ მომცა დავნებდი, სხვებისგან კი გვერდში დგომის ნაცვლად კრიტიკა და ჩემი თავის დამცირება მივიღე. შეიძლება ეს მდგომარეობა ბევრისთვის ჩვეულებრივია და ადვილად გადასატანი, თუმცა მე სუსტი აღმოვჩნდი და ჩემი თავის რწმენა დავკარგე.
-იმედია ჩემებს არ ეტყვი ჩემს მისამართს, სიმართლე გითხრა არც შენთვის მინდოდა მეთქვა ამღაში წასვლა რომ გადავწყვიტე, მაგრამ შენ გესმის ჩემი და ვერ მოგატყუებდი
-საზღვარგარეთ არ გინდოდა წასვლა? მაგ სოფელში რა უნდა გააკეთო სულ მარტომ, შენ ხომ იქ არავინ გყავს ასე უცებ უცხო ადამიანებთან, როგორ წახვალ, ან არ გეშინია? სად დაიძინებ ? სად უნდა იყო, არა ვერ გაგიშვებ ასე, საჭმელი სასმელი არ გინდა? თუ გადაკარგვას აპირებ მთაში, იქნებ მოგიტაცონ>
-ვაიმე უარესად ნუ მთრგინავ დაწყნარდი, უპატრონოდ არ მივდივარ, ჩემი ჯგუფელის ბებია ცხოვრობს მანდ. მაინც მარტო ცხოვრობს ბებიაჩემიო ცოტას გაერთობა, რომ ჩახვალო . თან მაწყობს მოხუც ბებოსთან არც არაფერი შემაწუხებს და ვიქნები მშვიდათ, იცი თურმე როგორი ლამაზი ბუნებააა, იმ იმედით მივდივარ, რომ სიმწვანეში ჩაძირვა მიშველის
-რომ მომენატრები ხომ შეიძლება ჩამოგაკითხო? ან დაგირეკო?
-არა, არც ჩამოხვიდე და არც დაირეკო, ტელეფონს საერთოდ აქ ვტოვებ, არ მინდა ვინმემ მიპოვოს, შენც თუ რამეს გკითხავენ უთხარი რომ წერილი დაგიტოვე, მაგრამ მისამართი არა და თავი არ მომიკლავს, ხომ იცი ასეთ სიმდაბლესაც იფიქრებენ ჩემზე,
-შენი მშობლები მაინც მეცოდებიან, ასე რომ ტოვებ
-დამიჯერე რომ დავრჩე ვარესია, არ ესმით და რა გავაკეთო? მინდა ახლა მამაჩემის რედაქციაში მუშაობა? არ შემიძლია ჯერ იმიტომ რომ თვითონ დამასაქმებს, მერე კიდე ისეთი ქაოსია ვერ გავუძლებ.. არა, მივდივარ
-წაგიყვან მაინც, ვნახავ სად ვტოვებ ჩემს უახლოეს დას
-კარგი, კარგი დღესვე წავიდეთ, მე მზად ვარ მაინც, ბევრი არაფერი მიმაქვს ხომ იცი რამდენიმე ხელი ტასაცმელი მთელი წელი მეყოფა
-მთელი წლით მიდიხარ?
-ვინ იცის? თუ რათქმაუნდა ქალბატონი თამთინა გამიძლებს და ნებას დამრთავს დავრჩე
-კარგი, წავიდეთ, ისე სულ გვინდოდა ხევსურეთში დასვენება გახსოვს? ოცნებადაც კი გვქონდა ქცეული, ახლა კი შენ ისრულებ ამ ოცნებას
-შენც დარჩი თქო გეტყოდი მაგრამ მერე შენც დაგიწყებენ ძებნას და მეც მიპოვიან, თანაც მარტოობა მინდა
-ხო მეც ისე გღლი, რომ ჩემგან თუ არ დაისენე გადაიწვები
-კარგი რა ნუ გწყინს, შენ მაინც ხო ხვდები რას ვგულისხმობ?
-მეც მიკვირს ხოლმე რატო მესმის შენი, იცი იმედი მაქვს, რომ ამღიდან ძველებურად ხალისიანი და გაწონასწორებული ქალი დაბრუნდები, რომელიც სწავლას გააგრძელებს და კარიერას მოიწობს, რათქმაუნდა პირად ცხოვრებასაც უნდა შეავლო ხელი
-პირადი ცხოვრება? ჰმ კარგი რა, თუ კარიერა მოვიწყვე, რაში მჭირდება პასუხისმგებლობით აღსავსე ურთიერთობები?
-კარგი რა ასე ახლა ამბობ
-წინ იყურე შენ და ვინმეს არ შევასკდეთ
-თემა ნუ გადაგაქ, აი ნახავ შეგიყვარდება ვიღაც
-ხო მერე ცოლად გავყვები და სახლში გამოვჯდები, რათა ბავშვები ვზარდო და სადილენბი ვაკეთო?
-კარგი რა ნუ ართულებ ყველაფერს, არაა აუცილებელი სახლში გამოჯდე, ან თუ ეგრე მოხდა მაგასაც აქვს თავისი ხიბლი, რა ჯობია შენს საყვარელ ადამიანებს მიხედო და იზრუნო მათზე?
-ისე ნუ ლაპარაკომ თითქოს შენც იმათი მომხრე იყო ,,ქალი ვიცი მე კუხნაში“ რომ გაიძახის
-უბრალოდ, შენს დაყოლიებას ვცდილობ პირად ურთიერთობებზე, ან იმ ბიჭს რას უწუნებდი დედაშენი რომ გირიგებდა?
-აი ახლა გაჩერდი, ეგ თემა დაიხურა..
-მგონიჩამოვედით ხო?
-დიახ აი ეს არის ამღა, იცოდი ამღა–მონაპირე სოფელია არხოტის თემისა.სოფლის შესასვლელში, ხელმარჯვნივ, "საბეკურია" – ხატის წმინდა შენობა, სადაც, ხალხური გადმოცემით, ქველსა და გულთმისან ხოგაის მინდის ( პროტოტიპი ვაჟა–ფშაველას "არსთა მხედი" გველის მჭამელისა) უცხოვრია. შეუმჩნეველ შეფერდებაზე, ციდან "სინათლის სვეტად ჩამობრძანებული"' ჯიხვ–ირმის ხავსიანი რქებით შემკული იახსრის ხატია. ზევით, ხევის პირზე, ფიჭვნარის ჩრდილში რკენაა (პეტრე ნაღარისპირისა") – ქარჩათ მამიშვილობის სალოცავი. ნახე რა სილამაზეა ირგვლივ
-მართლაც რა საოცარი ადგილია, აქ გადაკარგვა მოგინდება
-ახლა ვიპოვოთ თამთინას სახლი, როგორც ვიცი გველოდება



№1  offline წევრი შოკი მოკი

საინტერესოა ^.^ <3 გააგრძელე, თავიც გაზარდე ტკბილო. <3

 


№2  offline წევრი NA NO

აუცილებლად მაგრამ მგონი პატარა თავი სულაც არ იყო :D მადლობა რომ კითხულობ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent