შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი ცხოვრება თუ კარიერა? (თავი 7)


7-03-2016, 23:08
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 823

თითქოს ჩვეულებრივი დღე გათენდა,მაგრამ მაინც არაჩვეულებრივად უჩვეულო..ხალხი ფუსფუსებდა,ქუჩებში მანქანების წივილ-კივილი ისმოდა,ხახლს ეღვიძა,დილაუთენია ფეხზე იდგა ყველა...ყველა რაღაცისთვის ემზადებოდა,თუმცა სოსო გაბრუებული იწვა და დედამისის ხმაც კი არ ესმოდა.ლანა აღელვებული იყო,განარგულებებს გასცემდა და ყველანაირად ცდილობდა,საუკეთესო წვეულება გამოსულიყო.
-გამოდი რა.შენ არ ხარ ამ ოჯახის წევრი?-შვილის ოთახში გაბრაზებულმა შემოჰყო თავი .
-კარგი რა,ლანა..გადი!-გაბრაზებულმა წამოსწია თავი და ბალიშში თავი ჩარგო.არ უყვარდა ეს დღესასწაულები,რადგან ეს წვეულებები აბეზრებდა თავს.ამდენი ოფიიალობა და ცივი ღიმილი,ამერიკული ღიმილი,შლიდა ჭკუიდან.
-საღოლ რა!
-აუ,შემეშვი..მაგრად ..არ ვარ ამის ხასიათზე,ლანა!
-დედა მაინც დამიძახე,შვილო-დოიჯშემორტყმული გავიდა.
-რომელი საათია? უნდა წავიდე..-ფეხზე წამოხტა მაშინვე,გარდერობი გამოაღო და პირსახოცითხელში სააბაზანოსკენ წავიდა,იქ მაინც ვერ შემოუვარდებოდა ლანა.

ადრე გაეღვიძა ეკას.ადგა თუ არა შხაპი მიიღო და შემდეგ სოციალურ ქსელში შევიდა.უკვებ 500-მდე მილოცვა მიეღო.მიხვდა,რომ ყველას ვერ უპასუხებდა,გამოვიდა,მერე დავწერ საერთო მადლობასო.
თავს თავისუფლად გრძნობდა,არ ეძინებოდა და რაღაც ამაღლებყულ ხასიათზე იყო.რატომღაც მოუნდა ყავის დალევა და სამზარეულოში გავიდა,სახლში არავინ იყო და შეეძლო ჩაუცმელს ევლო,ტრუსის მეტი არაფერი ეცვა,თუმცა არ ციოდა,გათბობა ისეთი ჰქონდა, ინკუპატორი გეგონებოდათ.უჯრა გამოაღო და ხილის განყოფილებეაში შეიხედა.ამდენი ხნის განმავლობაში მაღაზიიაში არ ჩასულიყო და დედამისის ნაყიდი ვაშლის ნარჩებები ჰქონდა.ცუდად კი გამოიყურებოდა,მაგრამ მაინც გადმოალაგა ერთი ექვსი პატარა ვაშლი და გასარეცხად წაიღო,ხილის გარეშე დილის დაწყება არ შეეძლო,ყველანაირ ვაშლს მიირთმევდა.
-18-ის ვარ უკვე.რა მალე გადის დრო..უცნაურია ყველაფერი..უკვე...უკვე შეყვარებული ვარ,ყურებამდე მიყვარს..-სიტყვებს ვერ ამბობდა..ემოციები კრავდნენ...ოცი წუთი მოუნდა საუზმეს,ფიქრობდა,თორემ უფრო მალე მორჩებოდა...საათს რომ დახედა ათი იყო,გადაწყვიტა,ოჯახისთვის მიელოცა ეს დღე,მერე არ მეცლებაო..
-ნაძვის ხე ხომ არ დაშალე?-კისკისით ჰკითხა ქეთიმ.
-არა,ყველაფერი რიგზეა..არ ვწვავს სახლს!-ჩაიეღიმა...ვერც კი ხვდებოდა,რა ახარებდა ასე..ადრე ხომ არასდროს აღელვებდა დღესასწაულები..ახლა კი მთელი დილა ღიმილიანი სახით დადიოდა.
კარზე ზარი მოესმა,მაგრამ არ ეცვა და გაღებას არ ჩქარობდა.ეზარებოდა ჩაცმა,საშინლად...
-ვინაა?-მაღალ ხმაზე დაიძახა.
-სიუპრიზია...-გაისმა ნაცნობი ხმა კარებს მიღმა.
-ვერ გაგიღებ ჯერო...დამელოდები?-ჩაეღიმა და ჟრუანტელი გამძაფრებულად იგრძნო...ეს ბიჭი ხომ თავბრუს ხვევდა.
-აბა რატომ?-სოსოც კარგ ხასიათზე იყო.
-არ მაცვია,ჩავიცმევ და გაგიღებ-სასწრაფოდ გავიდა თავის ოთახში,“კალგოტკა“ ამოიცვა და სხვა ტანსაცმელსაც დაუწყო ძებნა.შავი მოტკეცილი და მოკლე იუბკა ძლივს იპოვა,გადაიცვა და ზედის ძებნას შეუდგა.
-არ მორჩი?-სოსო ვეღარ ითმენდა.
-კი,ახლა კი..-ფეხსაცმელში ფეხი შეყო და კარებიკენ წავიდა.
-სიუპრიზი...გილოცავ,პატარა..-ტუჩებში ეცა ისე,რომ კარებიც არ დააკეტვინა.
-სირცხვილია! მოისვვენე-უკან წაიწია გოგონა.
-რა ლამაზი ხარ..
-გმადლობ,ჩემო გიჟო..
-არა,გიჟი შენ ხარ-შეეწინააღმდეგა ბიჭი.
-აბა რა გაქვს?
-ნახე აბა.,,-დიდი ყუთით შემოიტანა რაღაც..გოგონამ მალევე გახსნა და თვალები დაუბნელდა..მის წინ საოცარი რამ იყო...სურათი იყო,რომელზეც ადამიანის გულის გარშემო იყო ორი ადამიანი-ის და სოსო.
-ვინ დახატა?-აღფრთოვაენას ვერ მალავდა,ყველაფერი სახეზე ეწერა.
-მე არა,მაგრამ ჩემი იდეა იყო..
-დიდი მადლობა...ძალიან გამიხარდა....-გადაეხვია ბიჭს.
-მართლა?
-ჰო.ძალიან-ხელი წელზე მჭიდროდ მოხვია სოსომ.
-სული მეგუდება-მოიშორა ეკამ და დივანზე ჩამოჯდა...-ჩემს ოთახში უნდა ჩამოავკიდო,დამეხმარები?
-აბა რას ვიზამ.
-დედაშენს ხომ არ ეწყინა?
-არა,რას ამბობ,თუმცა შები ნახვა უნდოდა.
-კარგი რა..იქნებ წასულიყავი.
-არა,სხვა დრო მივიდეთ ერთად,კარგი?-გაუღიმა ეკას და ოთახისკენ გაჰყვა.

-ორმაგი დღეა დღეს...-სალომე შეხტა ოთახში..
-არ მეგონა,თუ მოხვიდოდი-გადაეხვია ეკა...ოთხივენი ერთად შეიკრიბნენ და ოთხივენი ერთად ემზადებოდნენ...
-მეც აქ ვარ-მიესალმა გოგონებს სოსო,რომელსაც ორი საათი ჩაეთვლიმა.
-გამოუძინია ბიჭს-ნონამ ლოყაზე უჩქმიტა.
-შენ ვინ ხარ რა-თმაზე მოწიწკნა ბიძაშვილს.
-ეკუნა რამეს აკეთებს?
-რომელი მზარეული მე მნახე რა.
-არც ჩემთვის გააკეთებ ხოლმე რამეს?-გაეცინა სოსოს.
-არა,ვიყიდი-გადაჭრით თქვა-თითქმის არაფერი არ ვიცი-დააზუსტა და ფეხები დივანზე შემოალაგა.
-აგერ მე ვიცი და მაგიტომაა,რომ ..-გაეცინა ნონას.
-ნონა მკაცრ რეჟიმზე მყავს...ზედმეტს ვერ შეჭამს!-თვალი ჩაუკრა დაქალს,რომელსაც სიცილი ატეხვოდა.
-რა ხდება აბა იმ სასოფლეთში?-იუმორი გამოაღვიძა ეკამ და სალომეს გახედა.
-არაფერი,მაგრამ მაგარია!

ლანა აქოშინებული დასდევნა მოსამსახურეებს,ხან რას აკეთებინებდა და ხან რას,ამ ქალს რომ მსგავსი დღეები ძალიან უყვარდა.ზურაც ეხმარებოდა ორგანიზებაში,მთელი დღე ხან სად მიდიოდა და ხან რას...მათ ეზოში ჟრიამული არა,მაგრამ აურზაური კი იყო.
-სოსო შეყვარებულთანაა-ბუზღუნით ახედა ქმარს.
-იყოს,იცხოვროს თავისი ცხოვრებით.
-მიგავტოვა,რას ამბობ,კაცო?-გააჩხლებული სახით შეხედა ქმარს.

ეკასთავის ეს ორმაგად ბედნიერი დაბადების დღე იყო..მის გარშემო ბევრი ადამიანი იყო,ვისაც უყვარდა გოგონა,თუმცა ის მხოლოდ სოსოს ხედავდა იმ დღეს...ცეკვავდნე ერთობოდნენ და ბედნიერები იყვნენ..ორივეს სახე განათებოდა და არ იცოდა,ამაზე დიდი ბედნიერება თუ არსებობდა...
ეკამ სანთლები ჩააქრო,ჯანსაღი ტორტი ბქონდა,მხოლოდ ხილითა და ჩირით დამზადებული...მუსიკა მუსიკის საზღვრებს სცდებოდა და დრო შესანიშნავად გადიოდა...ახალი წლის მოსვლასთან ეკას დაბადების დღეც გავიდა...კოცნის ცერემონია დაიწყო..ისევ ტკბილი და თბილი შეხება..ბაგეების ჩაწებება..და ამ დროს უცნაური რამ მოხდა..ვახტანგი გამოჩნდა,უკნიდან მიეპარა ნონა და მთელი ძგრძნობებით აკოცა...უნდა გენახათ აკანკალებული ნონა,რომელიც მთელი სხეულით თრთოდა და ლამის იყო გული წასვლოდა...ეკას სიცილი აუტყდა,მიახედა სოსო წყვილისკენ და შემდეგ თვალებზე ხელი ააფარა...
-გიჟია-მხოლოდ ეს თქვა და შეყვარებულს მიუბრუნდა....-შენ ყველაზე ლამაზი ხარ.
-კომპლიმენტები მაბნევს!-ჩაეღიმა გოგონას.
ხალხი დაიშალა,მხოლოდ სოსო და ეკას დარცნენ.ისინი ბოლოს გამოვიდნენ კლუბიდან და მანქანისკენ წავიდნენ..ორივეს მოჰკიდებოდა სასმელი,მაგრამ მთვრალები არ იყვნენ.
-რამხდენი ხანია,რაც წვეთი არ დამილევია-გაეცინა სოსოს.
-არც მე..მგონი,შენი ტელეფონია-ანიშნა ბიჭს ჯიბეზე.
-ალბათ ლანაა..წაიღებს ტვინს ახლა-უკმაყოფილოდ ამოიღო ტელეფონი და უპასუხა..მართლაც ლანას ხმა იყო,მაგრამ არ ჰგავდა მას...
-რა მოხდა,იცი? ის აღარაა...მამაჩემი..ის აღარაა..ინფარქტი დაემართა..-ტიროდა ქალი..არა,ეს ტირილი არ იყო,ეს ჩხავილს უფრო ჰგავდა.
-ღმერთო,ჩემო...სად ხართ? მოვალ ახლავე-სახე შეეცვალა ბიჭს და ეკაც მიხვდა,რომ რაღაც კარგად ვერ იყო.
-სოსო,რა მოხდა?
-ბაბუაჩემი გარდაიცვალა ინფარქტით..
-მე წავალ და შენ წადი..
-არა,მარტო ვერ გაგიშვებ,თან დალიე დღეს..უნდა გამომყვე..
-ჰო,მაგრამ...
-ეკა,ამის დრო არაა ახლა,გესმის? უბრალოდ წამოდი-გოგონა უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში და თავი ჩაღუნა..ვერ იტანდა,როცა ასეთს ხედავდა სოსოს.
-დღეს,ახალ წელს..ცხორვება ბედის ირონიაა-სიჩქარეს მოუმატა და ჰორიზონტს გახედა.გაბრაზებული იყო და ლანას მდგომარეობა კიდევ უფრო აგიჟებდა.
საავადმყოფოში იყვნენ უკვე.ათი წუთიც კი არ დასჭირვებიათ მისასვლელად.ორივენი გადმოვიდნენ ჩუმად მანქანიდან და შესასვლელისკენ წავიდნენ..დაბლა ბევრი ადამიანი იყო.ალბათ წვეულებიდან წამოვდნენო-იფიქრა სოსომ.ასეც იყო.
-ამდენი ადამიანი?
-ჰო,ის ცნობილი იყო..საკუთარი კომპანია ჰქონდა და მაგარი ფულს შოულობდა.
-ვწუხვარ,სოსო...-მხარზე ხელი დაადო,შემდეგ კი უკან გაჰუვა.
-ლიფტით ავიდეთ-ბიჭმა ღილაკს თითი დააჭირა და გოგონას ადგილი დაუთმო.
-გინდა,რომ აქ ვიყო?-ეჭვნეულად ჰკითხა ეკამ.
-აბა არ მინდა..-ხელი მხრებზე მოხვია და მალე ლიფტის კარიც გაიღო..პირველად,ვინც დაინახა სოსომ,ლანა იყო..ქალს ხელებში ჩაერგო თავი და ქვითინებდა,მის გვერდით ზურა იჯდა და ცდილობდა,დაემშვიდებინა.
-დედა!-ბიჭი ინერციით წავიდა ლანასკენ.
-მადლობა ღმერთს!-ზემოთ აიხედა ქალმა და შემდეგ შვილს გადაეხვია.ეკა გაშეშებული უყურებდა სოსოსა და მათ მშობლებს,ადგილიდან არ იძვროდა,არ უნდოდა,რომ მათ შეემჩნიათ.ორი ნაბიჯი უკან გადადგა და ტელეფონს დახედა.გაპარვა არ შეეძლო,ამიტომ ერთ ადგილას გაიყინა და ცრემლები მოიწმინდა...უკვირდა,ასე იოლად რამ აატირა,თუმცა არაფერი იყო გასაკვირი..ის ხომ შეყვარებული იყო...
-ეკა,მოდი,აქ-მოესმა სოსოს ხმა და აკანკალდა..არ იცოდა,როგორ უნდა გაეცნო მისი მშობლები და განსაკუთრებით ასეთ მდგომარეობაში.
-ჰო,მაგრამ..-თავი გააქნია,თუმცა სოსოს მზერამ აიძულა,მისულიყო..
-ვწუხვარ...-ბიჭის გვერდით დაჯდა და საშინელმა უხერხულობამ მოიცვა მისი მთელი სხეული,მისი მთელი არსება...
-გამიხარდა,რომ მოხვედი.
-მეც-ზურა დაეთანხმა ცოლს და ეკას გაუღიმა.
მთელი ღამე არ უძინია ეკას..სოსოს გვერდით იყო და ცდილობდა,მისი მდგომარეობა შეემსუბუქებინა..საბოლოოდ,ყველაზე მეტს ლანა დარდობდა,თვალიც კი არ მოუხუჭავს და სუნთქვაც კი არ შეუსვენებია მღელვარებოსგან...
სახლში გადაასვენეს ლანას მამა,ეკა ისევ არ შორდებოდა სოსოს,მის გვერდით იყო და სულ არ იმჩევა,რომ საუკუნის უძინარი იყო..
-ყავა მაინც დალიე რა.არ გიძნია-ბიჭმა ფეხზე წამოაყენა და ძალით გაიყვანა სამზარეულოში.
-არ მინდა.
-დალიე..ჩემი ხათრით-ტუჩებთან მიუტანა ჭიქა.
-კარგი,მე თვითონ-გამოართვა და მოსვა..ცხელი სითხე ესიამოვნა და ძალები დაუბრუნა..
-შეჭამ კიდეც..რამეს ვნახავ.
-სირცხვილია.
-არაა,ეკა..ჩემი სახლია ეს და,როგორც მინდა,ის მოვიქცევი...გესმის?-მკაცრად უთხრა და სოსისების მოხარშვა დაიწყო.
-მაგის გაკეთება ვიცი.დაგეხმარები-ფეხზე წამოდგა ეკა.
-ჩემი გოგო-ცელოფანი ურნაში ჩააგდო და ქვაბი გამოიტანა.
-მეც შევჭამ-ლანა შემოვიდა ოთახში და ეკას გვერდით მიუჯდა..ორივეს გაუკვირდა ლანას მოსვლა,მაგრამ არ შეიმჩნიეს და თეფშზე სოსისები დაულაგეს.
-კარგი გოგოა..ძალიან კარგი..გვერდში გედგა რამდენ ხანს..-ღიმილით ამბობდა ქალი და შვილს თვალს ვერ აშორებდა...-შესანიშნავი,ლამაზი,ჭკვიანი,მიზანდასახული,მხიარული,მზრუნველი...არ დაკარგო,შვილო!-მხარზე ხელი დაადო სოსოს და შემდეგ ეკას გაუღიმა..-საოცარი ხარ,
-გმადლობთ,ლანა დეიდა-მორცხვად უთხრა და დაბნეულმა მოსვა წყალი.

-ღმერთო..არ მჯერა..-ლანას ნონა გადაეხვია და ძლიერად მიეკრა.
-ნონა...-ხელები ღრმად გაშალა სოსომ და ბიძაშვილისაკენ წავიდა..
-ნონაჩკი..-ეკაც მისკენ გაემართა.
-მოდი,დაჯექი...დაღლილი იქნები-შესთავაზა სოსომ ნონას.
-მშია...მაჭამე რა რამე-აბუზღუნდა გოგონა.
-კარგი,წამოდი.სოსისები გადაგვრჩა-სამზარეულოსკენ ანიშნა ეკამ.
-ვწუხვარ,სოსო...-ლოყაზე აკოცა ბიძაშვილს და ეკას გაჰყვა.
-ბოდიში,რომ არ ვიყავი...წვეულებაზე-ლანას მიუახლოვდა სოსო და შეეცადა,რომ პატიება ეთხოვა.
-არაფერია..სწორად მოიქეცი...საოცარი გოგოა და არ გაუშვა ხელიდან.
-გმადლობ,დე-ხელები თბილად მოხვია კისერზე ლანას და თვაელბი ბავშვივით ადახუჭა.
-მიყვარხარ,სოსო.
-მეც,დე...-ასეთი დედობრივი სითბო დიდი ხანი იყო,რაც არ ეგრძნო ბიჭს.

დაკრძალვამ ჩაიარა...ამ უკანასკნელს ვახტანგიც ესწრებოდა,ნონას გევრდით იყო და ყევლანაირად თანაუგრძნობდა მას...
-დასრულდა!-ხელი ჩაკიდა სოსომ ეკას.
-დასრუდლა!-გაიმეორა გოგონა.
-არ მიყვარს ქელეხები..წავიდეთ რა-შესთავაზა გოგონას.
-არა,ეს შენი მოვალეობაა..
-მამაჩემი აქაა..უბრალოდ წავიდეთ,ამით არაფერი დაემატევინა მას...-სევდიანად თქვა და გოგონა მანქანისკენ წაიყვანა.წასვლამდე ყველას დაემშვიდობა და,განსაკუთრებით ლანას.
-არ ეწყინება?-ჰკითხა ეკამ,როცა სოსომ მანქანა დაქოქ.ა
-არა,ეკუნ..არა...-გოგონას თბილ ხელს ხელი დაადო და შემდეგ ისევ საჭეს მიუბრუნდა.

სასწავლებელი დაეწყო ორივეს და უფრო დაძაბული დღეები დაადგათ კარს...ეკა ყველანაირად ცდილობდა,რომ კარგი ექიმი გამხდარიყო,სოსოც მიზნისთვის არაფერს იშურებდა...რაღაც ოლიმპიადაზეც გაიმარჯვა და უცხოეთში გააგზავნეს ერთი თვით..ეს მორიგი განშორება იყო,რომელმაც ეკას აპრილი მახინჯად დაანახვა..გრძნობდა,რომ სოსოს გარეშე ცხოვრება უფერული იყო..ბიჭიც იმავეს გრძნობდა და ყოველ საღამოს ურეკავდა ხოლმე.“სკაიპში“ ღამეებს ათენებდნე,სასაუბრო თემა არასდროს ელეოდათ..ალბათ.ასე ხდება,როცა გიყვარს შენ შენ არ ხარ.
ამდენხნიანი განშორების შემდეგ შეხვედრის სიტკბოებამ მოიცვა ორივე...აეროპორტში მთელი საათი გადახვეულები იყვნენ,სანამ პოლიციელმა არ განაცალკევა.
-ჩემი სიცოცხლე..ძალიან მენატრებოდი-გასასვლელისკენ წავიდა წყვილი.
-მეც,ძალიან...ძალიან-აციმციმებული თვალებით უყურებდა სოსოს.შეყვარებული ადამიანის თვალები ხომ განსხვავებულად ციმციმებს,განსხვავებულად გრძნობს გულის რიტმს,სიყვარულის ტალღებს..
დრო მალე გადის,როცა ბედნიერი ხარ...დრო წამს ჰგავს,როცა შეყვარებული ხარ...ვერ ხედავ სხვა ვერაფრს,როცა გიყვარს ორი რამ-პროფესია და ბიჭი...როცა გვერდში გყვას საყვარელი ადამიანები,უბრალოდ გიხარია და ცხოვრებას უფრო ლამაზად აღიქვამ,შენთვის ყველაფერი ფერადი ხდება...
დრო მალე გადის..მალე გამოცდების გადის და არდადეგები იწყება,თითქოს საოცნებო დღეები,წამები...ერთად ყოფნის წამები.
-რას აპირებ აბა?-ნონამ ინტერესით ჰკითხა ეკას.
-არ ვიცი.
-სოსო მიდის..იცი,ჰო? არ გილაპარაკიათ.
-ვიცი,სექტემბერში მიდის..მაგისტრატურა..ვიცი...-სევდიანად თქვა ეკამ,მწუხარებამ მოიცვა მისი გული..ამაზე ფიქრიც კი აშინებდა..არ უნდოდა,რომ მონატრების ცეცხლში ისევ დამწვარიყო.
-ჰო,ვიცი,რომ მოგენატრება..
-ვიცი,ძალიან..-საათს ახედა და ისევ დაეშვა რეალობაში,სადაც ნონა ესაუბრებოდა.
-გოგო,სადმე წავიდეთ ყველანი..დღეს მოვრჩით სწავლას და..რას იტყვი?
-ვინ ყველანი? ვახტანგიც?
-ჰო..რა არ მოგწონს?
-კარგი,სოსოსაც ვკითხოთ...ანისა და სალომეს სხვა გეგმები აქვთ ჯერ და ჩვენ წავიდეთ.

-რომ წახვალ რას იზამ?
-არ ვიცი..ამაზე ფიქრიც კი მაშინებს-ლანას ესაუბრებოდა ჩაფიქრებული სოსო.
-დღეს დაპატიჟე,ოჯახური ვახშამი გვაქვს და...მიდი რა...-მუდარით აღსავსე თვაელბი შეანათა შვილს.
-კარგი,ვეტყვი.დე-მაშინვე დაეთანხმა სოსო.
-იქნებ არ წახვიდე..
-ვერ იქნება ასე...რამდენი ხანია,რაც ვგეგმავ..ვისაუბრებთ ხოლმე და დრო მალე გავა..-თავი დაიმშვიდა.
-არ ვიცი,შენი საქემა.
-უკვე ოგვარებულია ყველაფერი..ეს ჩემი ოცნებაა.დე..
-შენ იცი-თავზე აკოცა და მარტო დატოვა...სოსო სულ მარტო დარჩა თავის ფიქრებთან და საშინლად აღელდა..
-ამაზე არ უნდა ვიფიქრო...მინდა,არ ვიფიქრო,ნაგრამ მაინც მეფიქრება...რა ვქნა?-საკუთარ თავთან დაიწყო საუბარი....
ეკა თავს უხერხულად გრძნობდა.როგორ უნდა ეთქვა ნონასთვის,რომ უცხოეთში ვერ წავიდოდა? ისინი მდიდრები იყვნენ და საქართველოს კურორტებს თითქმის არც სტუმრობდნენ,მობეზრებული ჰქონდათ აქაურობა,ეკას მშობლებს კი არ ჰქონდათ ევროები,რომ მის შვილს „მაგარ“ სასტუმროსა და „მაგარ“ ადგილას გაეარებინა დრო.რამე უნდა მოეფიქრებინა.იცოდა,ნონას გეგმები და ამდენ ხანს არ იმჩნევდა,ისიც იცოდა,რომ ნონა და სოსო ერთად მიდიოდნენ,დიდი ხნის დაგეგმილი ჰქონდათ...მამამისისგან გაეგო,შენი შესაფერისი უნდა ნახო,შენი სოციალური მდგომარეობისო,აქამდე ამაში პრობლემას ვერ ხედავდა,ახლა კი ერთ ადგილად გაიჭერდა...
-ადგილი შენ უნდა შეარჩიო...-ესღა აკლდა! სოსო დაადგა თავზე.
-სოსო,ვერ წამოვალ!-მშვიდად თქვა ისე,რომ ბიჭისთვის თვალიც არ მოუშორებია.
-რას ქვია ვერ? სხვა გეგმები გაქვს?-შეცდუბებულმა გახედა გოგონას და სცადა,მის თვალებში ეპოვნა პასუხი,თუმცა არაფერი ჩანდა.
-სოსო,ვერ წამოვალ...კარგია ეგ ეგვიპტის კურორტი,მაგრამ არ შემიძლია..არ დაფიქრებულხარ,რომ ჩემს მშობლებს არ აქვთ მსხვილი კომპანიები და საერთოდ...-არ ეგონა,ასე იოლად,თუ იტყოდა ყველაფერს,მაგრამ გამოუვიდა და გაუკვირდა,მან ამით საკუთარ თავს აჯობა.
-ეკა,რას ამბობ?
-არ მინდა..გესმის? არ მინდა,რომ ჩაგიშალოთ დასვენება..თქვენ დიდ ხანს გეგმავდით,ვიცი,ვიცი,ნონას,როგორ უნდოდა..არ მინდა,რომ ჩემს გამო სვხაგან წახვიდეთ და არც ის მინდა,რომ..
-დაწყნარდი,გთხოვ!
-უბრალოდ შემეშვი,კარგი? არ მოვდივარ...მე აქ დავრჩები...
-ბილეთები აღებული გვაქვს...ხვალაა ფრენა,საღამოს.
-ძალიან კარგი..-მოიშორა ბიჭის ხელი ხელიდან და განზე დადგა.
-შენთვისაც..
-როგორ გაბედე? ისე,რომ არაფერი გიკითხავს? ჰა?-ცოფებს ჰრიდა ეკა.ასეთ მდგომარეობაში ის სოსოს ჯერ არ ენახა..ის ისეთი გაავებული იყო,რომ საკუთარი თავი დაკარგული ჰქონდა.
-დაწყნარდი..ეს არაფერია...არ მინდა,რომ ჩემი დასვენება უზრუნველყპ,გესმის? ახლა გაიგე? და ახლა წადი..მომასვენე რა! გუშინ მქონდა ბოლო გამოცდა,ახლა დასვენება მინდა..საღამოს სალომე ჩამოდის და..წადი აქედან!-ლამის იყო ხელით გაეგდო ბიჭი სახლიდან.სოსოს არაფერი უთქვამს,უბრალოდ წავიდა...უკანაც არ გამოუხედავს..ააქ კი ინაა,მიხვა,რა ჩაიდინა,მაგრამ არ გამოდევნებია,თავმოყვარეობას არ გადააბიჯა...
საწოლზე დაემხო,მაგრამ არ ატირდა,არ ტიროდა ეკა..ის ძლიერი იყო,არ სჩვეოდა ტირილი..ღმერთს მადლობა უთხრა,რომ სახლში მარტო იყო,რომ არავინ გაიგო,რა ხდებოდა მის თავს..საშოპინგოდ წავიდა,შემდეგსალომეს შეხვდა და ისე იქცეოდა,თითქოს ყველაფერი ბედნიერი იყო..არადა საღამოს მიფრინავდა სოსო,მომევნო დღის საღამოს.
სალომესთან კარგი დრო გაატარეს ეკამ და ანიმ..ძალიან ბევრი ჰქონდათ მოსაყოლი,ზაფხულზეც ისაუბრეს...
-სად მიდიხართ?
-მე სოფლელი ბათუმში წავალ და მერე აგარაკზე,სვანეთში ბებია მყავს და...ჰო,იცი,ბებიაჩემი სვანია-აკისკისდა სალომე.
-ჰო,ჰო....და შენ ანი?
-ჩვენ ერთად მივდივართ და გვინდოდა,რომ თქვენთვის გვეთქვა..მაგრამ გავიგეთ,რომ თქვენ ეგვიპტეში აპირებთ ხვალ...ჰო? ნონამ მითხრა..
-მე არა..მე არ მაქვს მაგის სახსრები...
-ანუ? გოგო...-გაიკვირვა ანიმ.
-ასეა,მეც თქვენთან ერთად წამოვალ..-თავი ჩამოადო სალომეს მხარზე.
-არ გინდა?
-გოგო,არ შემიძლია..
-არ მოგენატრება?
-ის ისედაც მიდის..-სევდიანად ჩაიალაპრაკა ეკამ..-ის მიდის,მანძილი კი..ჰო,იცი? რთულია,რთული....-ფეხზე წამოდგა და გოგონებს ძალიათ გაუღიმა...-ჩვენც კარგად ვიქნებით..სვანეთში არასდროს ვყოფილვარ-ხასიათის ცვალებადობა კი ჩვეოდა ეკას,მაგრამ ასეთი არა..სიყვარულმა ქნა,ალბათ..ჰო,თავისი ქნა...

-რა იყო,სოსო? რატომ ხარ უხალისოდ?-გაიკვირვა ნონამ.
-ვახტანგი მოდის,ჰო?
-არა,არ მოდის...
-წამოიყვანე...მე არ მინდა..
-რას ამბობ? ნონა?
-ნონა არ მოდის...და არც მე მინდა..ვერ გვეუბნებოდა,რომ არ შეეძლო ამდენი ხარჯის დაფარვა...და ეს შენი ბრალიცაა,შენი დაქალია და..
-შენი შეყვარებული,მატრაკვეცო!
-გოგო,გაგიჟდა ბილეთებზე რომ ვუთხარი...გამომაგდო სახლიდან..
-კარგი,დაველეპარაკები..იქნებ გადავაფიქრებინო.
-არ აქვს აზრი..უფრო გააცოფებ..უბრალოდ დაემშვიდობე...
-შენ რას აპირებ?
-არ ვიცი...არ ვიცი,ნონა.
-კარგი,წავედი..

ნონა ესტუმრა გოგონებს,გადაკოცნა ,კარგად შეხვდა..მაგრამ მაინც წამოიწყო მტკივნეული საუბარი,რაზეც ეკას რეაქცია არ ჰქონია,მშვიდად აუხსნა ყველაფერი და გააჩერა დაქალი.
-როგორც გინდა-იცოდა,რომ შეკამათებას აზრი არ ჰქონდა.
-კარგი,აი,ასე...
-ჰო...მაშინ მოვემზადები..-არ უთქვამს სოსოზე,ალბათ არ აპირებდა ბიძაშვილის საქმეში ჩარევას,მაგრამ ძალიან ბედნიერი იყო ვახტანგის გამო,თუმცა მალევე გადაიფიქრა,რა იცოდა,რას იფიქრებდა ხალხი ან მისი ოჯახი..ბიჭთან მარტო ვერ წავიდოდა..უკვე აღრა იცოდა,რა ექნა..მეგობარი ხომ არ დავპატიჟო ვინმეო,ესეც იფიქრა,მაგრამ ეკას გარდა არავისთან არ უნდოდა,არავინ ჰყავდა მასზე ახლობელი...
-აუ,გოგო..-შებრუნდა დაქალებისკენ..-არ მინდა,ეკა,შენს გარეშე წასვლა..რა ვაკეთო მარტომ> მოდი,არც მე წავალ..ბილეთს ჩავაბარებ და შემოგიერთდებით...
-შესანიშნავია!-აღტაცება ვერ დამალა სალომემ.
-შესანიშავი ოთხეული!-ფეხზე წამოხტა ანი..
-არ გინდა ..შენ..
-შენი დამსახურებით ვარ ასეთი ლამაზი დღეს..შენი დამსახურებით,ეკუნ...გესმის? შენ მე მეგობრობის კარი გამიღე,ასეთი კარგი ადამიანები დამიახლოვე და ჩემი ცხოვრებალა ლამაზი გახადე,მასში სხივები შემოუსვი,ნათელი სხივები..-მგობი,ასეთი გრძნობით და ემოციით არასდროს ესაუბრა ეკას.
-ვახტანგი?
-გოგონების დასვენებაა და არა მისი...ის სხვაგან მიდის,შვებულება აქვს...-გადაეხვია გოგონებს.
ნონამ ბიძაშვილსაც უთხრა,რომ არ მიდიოდა...მივიდა და უთხრა,სამივე ბილეთი ცააბარა და მომდევნო დღეს დილაუთენია დაადგა გოგონებს..სოსოსთვის არ უთქამს მათი გეგმების შესახებ,ჩასხდნენ და ბათუმისკენ აიღეს გეზი..
-მომბეზრდა უცხოეთი...-ნონა შეეცადა,რომ ეკას თავი უხერხულად არ ეგრძნო..
-არადა როგორ გინდოდა...
-შენთან ერთად მინდოდა დასვენება,ეს იყო და ეს!-თავდაჯერებით წარმოთქვა გოგონამ.

-ნონა არ იღებს..-ლანას დილაუთენია თავზე დაადგა სოსო.
-არ ვიცი..რა ვიცი მე?!-გაიკვირვა ქალმა....
ბიჭი მთელი საათები ურეკავდა ეკას,მაგრამ ვერ უკავშირდებოდა,ვერ მის დაქალებს.ყველას ხომ ტელეფონი ჰქონდა გამორთული..გადაწყვიტა,ეკასთან მისულიყო,იქ ქეთი დახვდა,მარტო იყო სახლში,ბიჭი შემოიპატიჟა,რამეს გამოგიტანო,თუმცა სოსო ჩქარობდა და მხოლოდ ამბის გაგებას ესწრაფფვოდა.
-ეკა სახლში არაა?
-არ იცი,ბათუმში წავიდა დაქალებთან ერთად?-გაეცინა ქალს.
-არ ვიცოდი..კარგით,მადლობა..-გამოემშვიდოდა და უგზოუკვლოდ დაადგა გზას.არ იცოადა,სად აპირებდა წასვლას,მიდიოდა უმისამართოდ,მაგრამ მაიცნ მიდიოდა..ალბათ,გულის გზას მიჰყვებოდა,გზას,რომელიც სიყვარულისკენ მიდის..მიდის და არ ჩერდება...გულს მიჰყვება..

ორი საათის გამოსული იყო სოსო,როცა გოგონები უკვე ირუჯებოდნენ...ბათუმის მცხუნვარე მზეს უყურებდა ეკა,მხიარული არ ჩანდა..ალბათ,სოსო ახსენდებოდა..ახლა ემზადებოდეს გასაფრენადო,ფიქრობდა...
გვიანობამდე კლუბში იყვნენ,თუმცა ეკას არ დაულევია,უხალისოდ იყო და მხოლოდ ერთ რმას ცდილობდა-გოგონებისთვის განწყობა არ გაეფუჭებინა..ბულვარის გაფორმებაც კი ნერვებს უშლიდა..
სახლში რომ დაბრუნდა,ლამის იყო წაქცეულიყო..ფეხები არ ემორჩილებოდა და თავიც უსკდებოდა,პირდაპირ დასაძინებლად დაწვა და ბალიში გულში ჩაიკრა..
სოსო ამ დროს უკვე დიდი ხნის ჩამოსული იყო...არ იცოდა,რა გაეკეთებინა,ნერვიულობდა მოსალოდნელი შეხვედრის გამო..ბარში შეიარა,მაგრამ არ დაულევია,შემდეგ უგზოუკვლოდ იხეტიალა ბულვარზე,ბოლოს კი გადაწყვიტა,რომ ნონასთავის დაერეკა.ამ დროს მისი ბიძაშვილი აივანზე იჯდა და ცას უყურებდა.ეტყობოდა,რომ არ ეძინებოდა...სოსო ნომრის დანახვაზე გაუხარდა.
-ჰო,სოს...რა მოხდა?
-სად ხართ? მისამართი მომწერეთ-ანერვიულებული ეუბნებოდა ბიჭი.
-შენ რა ჩამოხვედი?-სიცილი ძლივს შეიკავა ნონამ.
-ჰო,ქეთიმ მითხრა..რატომ არ მითხარი? შენ მაინც რატომ არ მითხარი?
-იცი,რა,ძამიკო? ეგოისტურად ხარ შეყვარებული..ერთი დღეა არ გინახავს და ლამისაა შეიშალო..მარტო დასასვენებლადაც კი ვერ უშვებ...რას იზამ მერე? არ დაფიქრებულხარ? ორ თვეში მიფრინავ და ერთ წელს ვერ ჩამოხვალ? გესმის?
-არ მინდა ამაზე საუბარი..-ამ სიტყვებზე ისევ ამოუბრუნდა მძაფრი ფიქრები და გულში რაღაც ჩასწყდა სოსოს.
-კარგი,მოგწერ..მაგრამ ამაზე დაფიქრდი..-ნონა გულში ფიქრობდა,ნეტავ ვახტანგსაც ასე ვუყვარდეო..გულის სიღრმეში შურდა ეკასი...ნომერი გაუგზავნა და სთხოვა,რომ დილამდე არ მოსულიყო,სასტუმროში გაჩერდი.არაფერი გიჭირსო...
შერატონში შეიარა,კარგი ნომერიც აიღო,მაგრამ არ დაეძინა ან რა დააძინებდა?! მთელი ღამე ეკას სახე ედგა თვალწინ,სულ ის ახსენდებოდა დაის დღე,როცა გარეთ გამოაგდო..ერთი სული ჰქონდა,როდის გათენდებოდა..და,აი,გათენდა...

-აუ,რა მაგარია!-ნონა კარგ ხასიათზე ჩანდა.
-რაო? შენმა პრინცმა დაგირეკა?-სიცილით ჰკითხა ეკამ.
-არა....უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ..
-ვისაუზმოთ და წავიდეთ რა-სურვილი გამოთქვა ანიმ.
სოსო მაშინვე მითითებული ადგილისკენ წამოვიდა..ერთი სული ჰქონდა,როდის დანახვა ეკას და გულში ჩაიკრავდა,მაგრამ არ იცოდა,მიიღებდა,თუ არა ის...სუსტი იყო იმ მომენტში ბიჭი,ძალიან სუსტი,მსგავსი სისუსტე არასდროს ეგრძნო...მიდიოდა და ღელავდა..მანქანა გააჩერა,ახედა კორპუსს და ჩაეღიმა..ბედნიერების სხივი იგრძნო,სხივი,რომელიც იმ შენობიდან მოდიოდა..გრძნობდა,რომ ეკას ნახავდა და ეს აღმაფრენის მსგავს გრძნობას ანიჭებდა...განა მხოლოდ სასიყვარულო რომანებში უყვართ უგონოდ?!
___
ესეც მომდევნო.ველი შეფასებებს.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

ვაიმე რა ტკბილი იყო ❤❤ ძილისწინ რომ ესეთ ტკბილ თავს წაიკითხავ რაღამ უნდა დაგირღვიოს ტკბილი ძილი ❤❤❤

 


№2 სტუმარი ananajmdhshska

Aiiaiaiai shenifantazia mashterebsunamusoviko ranagavi gogo gamogkavs es eka raubedurebaaa sawaklibivhi fuuu ra regvenobaaa

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian magariii iyooo <3 <3
--------------------
G.ke

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ananajmdhshska
Aiiaiaiai shenifantazia mashterebsunamusoviko ranagavi gogo gamogkavs es eka raubedurebaaa sawaklibivhi fuuu ra regvenobaaa

როგორი მოუთმენელი ხარ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent