შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნდა წავიდე 2


8-03-2016, 00:06
ავტორი NA NO
ნანახია 2 632

-წადი ახლა და არავის უთხრა სად ვარ
-ფრთხილად იყავი იცოდე და თავს გაუფრთხილდი, თუ რამე თამთინას ტელეფონიდან დამირეკე
-კარგი მადლობა ლილე

-ჩემმა ქალაუმ, რომ მითრა სტუმარს გიგზავნი სახლშიო, გავიკვირვე არავინ მსტუმრობს წელიწადის ამა დროს, ხანდახან ბერდიას ძმის შვილისშვილი თუ მომიკითხავს, ღმერთმ მოწყალება მოქცენ ქალაუ
-ბერდია თქვენი ქმარი ხომ? თქვენ წიკლაურები ხართ გვარად თამთინა ბებო? ხო შეიძლება ასე მოგმართოთ?
-კი ბებო, როგორ არ შეიძლება, წიკლაურები ვართ ჩვენ, მეც ჩემი ქმრის გვარზე ვარ ახლა
-თქვენც ხევსური ხართ ბებო?
-არა მე იმერელი ვარ ბებო, დედა მყავდა ხევსური, ნენე ლიქოკელი, ისე მოხდა , რომ ბერდია ბებიაჩემთან სტუმრობის დროს გავიცანი...ახლანდელი თაობისთვის მიუღებელია მოტაცება, მაშინ მეც წინააღმდეგ ვიყავ, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე, რომ გითხა არ მიყვარდა ჩემი ქმარითქო მოგატყუებ თანდათან ისე შემიყვარდა მის გარეშე სუნთქვას თუ შევძლებდი არ მეგონა, მაგრამ ხევსურეთმა გამაძლიერა ბებო ეს იმერელი ქალი კლდის ქალად მაქცია... წიკლაურთა შორეული წინაპარები ახმეტელი თავადები ყოფილან, გვარად შანაშვილები, შემდეგ მომრავლდნენ წიკლაურები და სხვა ტერიტორიაზეც დასახლდნენ დიდი ისტორია ბებო მათი წარსული
-ბერდიას რა დაემართა ბებო?
-ოთხი წელი ვცხოვრობდით ბებო ერთად, ჯიხვზე სანადიროდ წავიდა ერთ დღეს, დიდი თოვლი იყო იმ ალბედით წელს... არ დამბრუნებია მისი სხეული იმ საშინელი დღის მერე ბებო, ტალავრის ნაფხრეწები იპოვეს სოფლის კაცებმა, ნადირმა დამიგლიჯა მისი თავი... მიჭირდა მთაში ფეღზე დგომა, მარტოდ მარტო დარჩენილს სამი წლის შვილით, მაგრამ გავძელი და გავზარდე საამაყოდ, თუმცა ოთხი წლის წინ მის სიკვდილსაც მომასწრო ღმერთმა...
-რა საშინელებაა, ამდენი რამე როგორ გადაიტანეთ
-მეც მიკვირს ბებო, მეც მიკვირს მაგრამ რას ვიზავდი? დამეტოვებინა ბერდიას სახლი? არ შეიძლებოდა და ვერც შევძლებდი აქაურობას გავცლოდი, თავი შევწირე აქაურობას
-საოცარი ქალი ხართ, ნამდვილი ხევსური ძლიერი ქალი
-იმერელი ხევსური ქალი
-ძალიან მეუხერხულება თქვენ, რომ გაწუხებთ ჩემი პრობლემების გამო
-ნუ წუხარ, შვებაა ასეთ დროს შენი გამოჩენა ჩემთვინ, არა გკითავ რა გიჭირს, როცა გული გაგითბება და გენდომების მითხარ თვითონ, რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დარჩი ბებო, ზედა სართულზე ოთახი გაგიმზადე და იქ მოეწყვე, ღამით ნუ შეგეშინდება მგლის ხმა რომ გაიგო, აქ არაფერი გემუქრება მშვიდად იყავი....
-კარგით უღრმესი მადლობა
საოცრება დილით ჩიტების ჭიკჭიკი, რომ გაღვიძებს.. ფარდას სიო არხევს და ფანჯრიდან საოცარი პეიზაჟი იშლება გადაყვითლებული მთები. შემოდგომა, დრო რომელიც რაღაცნაირად მათბობს.... ყვითელი, წითელი და ყავისფერი ფერები თითქოს გარს მეკვრის და ჩემში იღვრება...გამხმარ ფოთლებზე სიარული პატარა ბავშვივით მიხარია, თითქოს მათ ტკაცუნში ემოციებს გამოვხატავ და ვიცლები...
-დილა ადრიან ამდგარხარ ქალაუ
-მინდა მოგეხმაროთ ყველაფერში სანამ აქ ვიქნები
-როგორ დაგასაქმო ბებო
-ძალიან გთხოვთ, თავს უხეხულად ვიგრძნობ თუ არ მოგეხმარებით, მე უკვე თქვენს შვილიშვილად ვთვლი თავს
-მასეც უნდა იყოს ბებო, მოდი მაშინ სამზარეულოში მომეხმარე, საჭმლის გაკეთება იცი ბებო?
-კი მგონი რაღაცეები გამომდის
-ჰოდა შენს განკარგულებაში ვტოვებ ყველაფერს, აბა ჩემმა შვილიშვილმა შარშან ზაფხულს, რომ მესტუმრა კვერცხს შევწვავო და გადაბუგა ყველაფერი
-ჰოო მანიკა საოცარი კულინარია, ისე ძალიან თანამედროვედ ხართ მოწყობილი, თანაც ძველებურ სტილთან საოცრად შერწყმულია ეს ყველაფერი
-ჩემმა შვილმა სიკვდილამდე ყველაფერი მომიწყო, კომფორტი უნდა გქონდეს სახლშიო, თუმცა ხევსურული იერსახე არ დაუკარგავს სახლს, ბერდიას ძმის შვილისშვილიც გვერდში ედგა ჩემს ვაჩეს, პატარა იყო იოანე, მაგრამ გვერდში გვედგა სულ, ახლაც არ ვავიწყდები ჩემს ბიჭს.
სამზარეულოში ფუსფუსის დროს სულ გადამავიწყდა ყველაფერი, მთელი გულით ვამზადებდი სალათებს და ტკბილ პეჩენიებს, ბავშვობის შემდეგ, რომ არ გამომიცხვია. ნეტა როგორ ვიცხოვრებდი აქ რომ დავბადებულიყავი რამდეიმე ათეული წლის წინ, გავიზრდებოდი აქაური ტრადიციებით, ჩავიცვამდი ტალავარს ვიქნებოდი მართლაც კლდესავით ძლიერი ქალი, დიდი ნებისყოფით და გამჭრიახობით გამორჩეული, სხვანაირად არც იქნებოდა ამ მთების წყალობით, ეს ბუნება მაქცევდა უდრეკად და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ ადამიანად.


სისულელეა ვიცი, თუმცა ვერაფერს გავაწყობ თავში შემოჭრილ გამგმირავ აზრთა წინაშე, რომ არა ეს ყველაფერი, ხალხი, მათი აზრი, ჩემი პრინციპები და ბევრი სხვა რამ, არაფერი იქნებოდა ისე, როგორც ახლა არის....
ორი თვე გავიდა რაც ამღაში ვარ, თამთინა ბებოს უფრო დავუახლოვდი, გმერთს ვევედრები მის ასაკში მეც ზუსტად ისეთი მამყოფოს, როგორიც ის არის. ძალიან შევეჩვიე ამღას, საღამოობით მინდვრებში სეირნობა ტრადიციად მექცა, მიუხედავად იმისა რომ უკვე თოვლი დევს მთის კალთებზე და სულაც არ არის პატარა, მაინც არ ვუშინდები გზის აბნევას და ჯიუტად ვაგრძელებ თოვლში ხეტიალს. ერთად ერთხელ დავურეკე ლილეს და მანიკას. ჩემს მშობლებს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დიდად აღშფოთება არ გამოუხატავთ ჩემი გადახვეწის შესახებ, რომ გაუგიათ. ლილეს თქმით დედაჩემი მხოლოდ იმაზე ჯავრობს, რომ ვაჩეს გული ვატკნე. ამ არაკაცის გახსენებაზეც კი თავს ცუდად ვგრძნობ, ერთ-ერთი მიზეზია იმ მიზეზთაგან, რომელთა გამოც ჩემს თავში ჩავიკეტე. ვაჩეს მშობლები და ჩემები ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ჩვენც დაბადებიდან ერთად გვზრდიდნენ, არაფერი არსებობდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი რაც ვაჩემ და ლილემ არ იცოდნენ, ერთად გვიჭირდა და ერთად გვილხინდა, როდესაც სკოლა დავამთავრეთ რატომღაც ორივემ ავიტეხეთ ჟურნალისტიკაზე ვაბარებთ თქო და მართლაც დაუღალავი შრომით ჯგუფელებიც გავხდით, ვაჩეს დამსახურებით არავინ იყო ჩემს პირად ცხოვრებაში, ჩემს გვერდით ბიჭს დაინახავდა თუ არა, რაღაცას ეტყოდა დაისინიც ლაჩრებივით ორთქლდებოდნენ ადგილიდან, ისიც კი ვიფიქრე ხომარ შევუყვარდითქო მაგრამ ამ სისულელის გაფიქრებაც კი მზარავდა, ასე დავკარგავდი, დავიღჩვებოდი მასთან დანაკუწებული ურთიერთობით, თანდათან ისეთი შეხედულება შემექმა, რომ ვფიქრობდი პირადი ცხოვრება დროის ფუჭი კარგვა იყო, მაღიზიანებდა წყვილები და გაუფასურებული, გაცვეთილი სასიყვარულო სიტყვები... ყველაზე მეტად შევიყვარე ჩემი თავი და ვერც ვიფიქრებდი თუ კიდევ სხვისი შეყვარება შემეძლო, გავეგოისტდი.... ერთ დღეს ლექტორმა პროექტის მომზადება დაგვავალა მე რამდენიმე ჩემს ჯგუფელს ერთად უნდა ჩაგვეტარებინა კვლევა და სტატისტიკური ანალიზი გაგვეკეთებინა, ვაჩეს კი სხვა ჯგუფელებთან ერთად და ამ ორი პროექტიდან გამარჯვებული ჯგუფი გაივლიდა სტაჟირებას ერთ-ერთ პრესტიჟულ ტელეკომპანიაში... მთელი ერთი კვირა დღე და ღამე გასწორებული გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობდით საუკეთესოები ვყოფილიყავით. პრეზენტაციის წინა საღამოს ვაჩე გვესტუმრა სახლში მშობლებთან ერთა და მაშინ ფეხქვეშ მიწა თუ არ გამომეცლებოდა და ჩამიტანდა არ მეგონა... ჩემი ბავშვობის მეგობარი ამაზრზენი სიტყვებით ისეთ შეურაცხყოფას აყენებდა სიყვარულს, რომ მინდოდა მომეკლა, ჩემი ხელით გამეგუდა, არც კი შემეძლო იმის დაშვება, რომ ვაჩე ამდენ რამეს იგონებდა, დღემდე ვერ გამირკვევია რატომ მოიგონა, რომ ათი წლის მერე ერთმანეთი გვიყვარს და დაქორწინებას ვაპირებთ, აღფრთოვანებული დედაჩემი ემოციებს ვერ მალავდა, მე კი საერთოდ გავითიშე, ხმასაც ვერ ვიღებდი არადა იმდენი რამის თქმა მინდოდა, მინდოდა მეყვირა და გამელანძღა ასეთი უტიფრობისთვის
- ,, ერთი მეგობარი მყავდა. მგავდა. ისიც სხვებისთვის სიცილიანი იყო. ჩემთანა იყო უღიმილო. მე - მასთან. სიცილით დაღლილებს ვგავდით. ერთად შეგვეძლო მოგვეწყინა. მერე შევიცოდეთ ერთმანეთი და ზურგით დავდექით. მის ზურგს ვგრძნობ როცა ვიღლები. ბედნიერებაა ისეთი ადამიანი ვისთანაც მოწყენა შეგიძლია. აი ასე.. მიხვალ დაუდგები ზურგით და მოიწყენ. შენ მის ზურგს გრძნობ - ის შენსას. იცი, რომ არ მოგცემს დაცემის უფლებას. იცის, რომ ხელს შეაშველებ და არა დაეცემა.“ ეს სიტყვები გახსოვს ვაჩე? ჩვენ ერთმანეთის საყრდენი ვიყავით... მხოლოდ ვიყავით... გეკითხები გახსოვს? მე ეგ მეგობარი მომიკვდა, აღარ მყავს დაიმახსოვრე... შენ არაკაცი ხარ ასეთ რამეს, როგორ იგონებ, რას გავს შენი საქციელი? ესაა შენი ძმობა? და ამის მერე თვლი თავს ვაჟკაცად? რა საჭირო იყო ეს ყველაფერი?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent