შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი ხიზანი (29-30-31) დასასრული


8-03-2016, 00:26
ავტორი lipsspil
ნანახია 12 560

_​მზე ამოსულა.. – შესცინა ახალგაღვიძებულმა თორნიკემ და თმაზე ხელი გადაუსვა
_​ამინდზე საუბარი უნივერსალური გამოსავალია – გაიღიმა თამთამ
_​გინდა თქვა, რომ უხერხულ სიტუაციაში ხარ?
_​რა თქმა უნდა.. ყოფილ ქმართან გავატარე მთეელი ღამე
_​უნდა გეთქვა განათხოვარი რომ იყავი.. ასე არ შეიძლება – უჩვეულოდ თბილად და გულწრფელად მომღიმარმა დოლიძემ გოგონა თავის მხარეს გადმოიგორა და ასევე თბილად აკოცა
_​მალე სამსახურში უნდა წავიდეთ
_​არა, დღეს უქმე დღეა! შენი სურვილების ასრულების და ჩემი დანაშაულების გამოსყიდვის დასაწყისი..
_​თორნიკე.. კომპანიაში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა ხომ იცი..
_​კომპანიაში არაფერია დაძაბული.. ყველაფერს დამძაბავთან გავარკვევ უკეთესი იქნება! დაივიწყე ეს ამბავი და შენს ჯერ კიდევ აუხდენელ სურვილებზე მესაუბრე..
_​ყველაფერი რომ დამთავრდება სამოგზაუროდ წავიდეთ.. მერე კიდევ რომ მოვა ზამთარი სოფელში
_​სად?
_​სოფელში, აი შენ სადაც ჩამომაკითხე
_​რამე ხდება იმ სოფელში?
_​აჰა!
_​რა?
_​მართალია გვიან გავაცნობიერე, მაგრამ იმდენად არ მეყო შენი კოცნა იქ, თოვლში..
_​შე პატარა გაიძვერა! – უცებ წამოყო თავი თორნიკემ და ღიმილით მოიყოლა თამთა ქვეშ. გოგონას გაეცინა – მერე რა გიშლიდა ხელს, რომ გეთქვა?
_​შენთვის როგორ უნდა მეთქვა.. რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავს ძლივს გამოვუტყდი ამაში..
_​ხანდახან მამაკაცების ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა გაწუხებთ, ვერ იტანთ რაიმეს რომ გიშლიან, გბოჭავენ და სინამდვილეში საკუთარ თავს ისე ბოჭავთ და “გრუზავთ” ის ყველაფერი მონაგონია!
_​უნებურად მოხდა, თვითგვემა აზრად არ მომსვლია.. ალბათ განვითარებულმა მოვლენებმა შემიწყო ხელი ქვეცნობიერში მიმეჩქმალე..
_​კარგია, რომ იქიდანაც არ გამაგდე. დღეს რა გინდა? – თამთამ მამაკაცის სახე ნაზ ხელებში მოიქცია ჩურჩულით უპასუხა
_ მეტი არაფერი! – დოლიძემ გულწრფელობა იგრძნო, ერთხანს დააკვირდა მის მკლავებში განაბულ გოგონას.. დიდხანს ვერ მოითმინა რომ მხოლოდ ეყურებინა და მისი ნაკვეთი სილამაზით დამტკბარიყო, ვარდისფერი ტუჩები კოცნით გაუწითლა და ვნებების ზვირთებში ჩაითრია.
რამდენიმე საათში სამსახურში იყვნენ, თორნიკეს კაბინეტში და ირაკლის გამოაშკარავებულ, მითვისებული მასალების საქმეს განიხილავდნენ. მოგვიანებით კობა შეუერთდათ.
_​მუშები და ზედამხედველები დავკითხეთ რასაც ჰქვია.. თავს იკლავენ მსგავსი არაფერი მომხდარაო..
_​ფოტოები აჩვენე? მაგათი მანქანა და უნიფორმებია..
_​კიი ვაჩვენე, მაგრამ არაფერი საეჭვო..
_​ეგ უფრო ცუდია.. – საუბარი მარიკომ შეაწყვეტინათ, ირაკლი ფუტკარაძეა მოსული და გელოდებათო.
ირაკლიმ შესვლისთანავე მოათვალიერა ოთახი, თამთას იქ ყოფნა არც შეუმჩნევია ისე მიმართა დოლიძეს
_​ცალკე მინდოდა დალაპარაკება..
_​კი ბატონო – ხელით ანიშნა სავარძელზე და კარისკენ მიმავალ კობას და თამთას თვალი გააყოლა
_​მაპატიეთ მოულოდნელად რომ გესტუმრეთ, მაგრამ საუბრის მიზეზს რომ გეტყვით მიხვდებით ასე უფრო საიმედო იყო ჩემთვის..
_​ყურადღებით გისმენ
_ სხვა ჩემს ადგილზე იჩივლებდა, მაგრამ მე ვარჩიე აქ მოვსულიყავი და პირადად გამერკვია ყველაფერი.. სახელმწიფო არავის აპატიებს ქურდობას, ალბათ ხვდები! ამიტომ გარკვეულ დათმობებს ველოდები ჩემი დათმობის ფასად.. პირდაპირ გეტყვი! დღესვე შემიძლია ფინანსური შემოვუშვა, შემოსავლები, აუდიტი დაგისვათ, ხელშეკრულება ამის უფლებას მაძლევს, თვითონაც კარგად იცი თუნდაც ერთი ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში, როცა ამ სფეროს ეხება საქმე ერთი მაინც აუცილებლად იქნება! უმნიშვნელოც საკმარისია ჩემთვის.. არც იმას ვაპირებ ლოიალური ვიყო ამ მხრივ, მაგრამ პრინციპში გააჩნია როგორ შემობრუნდება საქმე. – ირაკლი შეჩერდა და თორნიკეს რეაქციას დაელოდა
_​გააგრძელე, გისმენ! – მშვიდად უთხრა დოლიძემ, ირაკლიმ განაგრძო
_ ვიცი შენი იურისტი შენი ყოფილი ცოლია, ამიტომ პირდაპირ გეტყვი იმასაც, რომ არ მინდა ხელი შემიშალო მასთან ურთიერთობაში! როგორც გინდა მოახერხე და დაბრკოლებად ნუ გადაიქცევი! დანარჩენს მე მივხედავ. წინასწარ გაფრთხილებ ერთხელაც რომ გამოიწიო და შემეხო მაშინვე გისოსებს მიღმა აღმოჩნდები! ამიტომ სისულელეებისგან თავი შეიკავე!
_ მორჩი ახლა ბოდვას და მომისმინე შე ს.ირო! მადლობა თქვი, რომ საკმარისი დიპლომატია გამაჩნია საკუთარი კომპანიიდან ცხვირ-პირ დამტვრეული არ გაგიშვა! რა წინადადებებით მოდიხარ აქ სუტინიორი გგონივარ? — დოლიძემ საკმარისად აუწია ხმას – ახლა მე მომისმინე! აუდიტი კი არა, სულ რომ მკვლელობა შემტენო ფეხებს ვერ მომჭამ! დაიმახსოვრე ეგ და ისიც დაამატე, რომ შენი სამეფო კავშირები სულ ..ზე ! უკაცრავად უხამსობისთვის, შეგიძლია დატოვო აქაურობა და მეორედ შენი იურისტი ან აუდიტი გამოგზავნო.. – ზიზღით მიაყოლა თორნიკემ და კარისკენ მიუთითა
_ არ გირჩევდი ასე ლაპარაკს.. კარგად იცი ამით განაჩენი მარტო თამთას კი არა შენ თავსაც გამოუტანე, პაცანა ხარ და აზრზე არ ხარ როგორ უნდა ილაპარაკო ადამიანთან, რომელსაც შენი გაცამტვერება შეუძლია. ჩემსას მაინც მივაღწევ, შენი არჩევანია ამ ყველაფერს ციხეში შეხვდები, თუ გარეთ! ცოცხალი, თუ მკვდარი! მე პირველი უფრო მაწყობს, მაგრამ როგორც გითხარი დათმობა შემიძლია რაღაც ვარიანტში..
_ მოდი იცი რას გეტყვი? შენი მონათმფლობელური რეჩები უკან გაიკეთე და დაახვიე აქედან! შენი მუქარის არავის ეშინია! იფიქრე, რომ პაცანა ვარ და საბოლოოდ ვინ ვის გაუდებს მაგასაც ვნახავ! გიმეორებ ძვლები რომ მთელი გაქვს იმის დამსახურებაა, რომ საბაბს არ გაძლევ აქედან გახვიდე, იტირო მცემაო და მუქარა ასე აასრულო.. დაფიქრდი სანამ რაღაცას გააკეთებ, რაღაც ძალიან გეპატარავები თვალში.. დარწმუნებული იყავი მეც შემიძლია რაღაც!
_​ინანებ ყველაფერს, შეეგუე ამას! – გამოსცრა ირაკლიმ და კარი გაიჯახუნა
_​ტფუ.. შენი დედას შ.….ი!!! – გაცოფებულმა გამოაძვრინა კბილებიდან გინება და სიგარეტს მოუკიდა. კობა მაშინვე შევიდა მასთან
_​რა გაყვირებდა ტო.. იცი რა სახე ჰქონდა რო გამოვიდა?
_​მაგის.. – შეიგინა თორნიკემ და წინა დიალოგი გააცნო
_ რამე არ იჩალიჩოს მაგ ნაბი.ჭვარმა! – ჩაფიქრდა კობა – მართლა შეუძლია რამე შეთითხნოს.. იკაიფე ტიპი მოულოდნელად მოვიდა, რომ ბაზარი არ ჩაგეწერა და საერთოდ მოვიდა იმიტომ, რომ იმედი ჰქონდა დაარტყამდი ალბათ!
_​დანარჩენი ხრიკებიც ეგეთი იაფფასიანი ექნება, თამთასაც რაებს უჩალიჩებდა ხომ ხედავდი.. ს.ირია სუფთა!
_ მაგ იმედზე ვერ ვიქნებით, ჯობია ჩვენი პორიორიტეტები ავწონოთ, შეიძლება ის მუშებიც მაგის მოგზავნილები იყვნენ და ვიღაც გაძვალტყავებული მოისყიდეს იმ ფოტოების სანაცვლოდ, ეს კაი დავუშვათ ადვილი დასამტკიცებელია, მაგრამ ამხელა თანამდებობა აქვს, უეჭველი გამოიყენებს ბინძურ კავშირებს! დაცვა გჭირდება.. შენც და თამთასაც.. არა თამთას ეგ ხელს არ ახლებს, მაგრამ მომენტს თუ გაჭედა შეიძლება ავი ძაღლის პონტი გააკეთოს..
_​არა არა თამთა მართლა უნდა გავაშოროთ ამ სიტუაციას! მაგასთან კანონი არ ჭრის, ამიტომ თამთა ამ ეტაპზე საიმედო ადგილზე უფრო მაწყობს ვიდრე ჩემს გვერდით და ხელმისაწვდომი..
_​გადაირევა
_​ესეა საჭირო, უნდა გაიგოს.. – დოლიძემ თამთას ნომერი აკრიფდა და კაბინეტში დაიბარა, გოგონა მალევე ავიდა
_​რა ხდება?
_​თამთა, რა ხდება მოგვიანებით აგიხსნი, ახლა მთავარია მენდო და დამიჯერო!
_​თორნიკე რა ხდება..
_​სადმე უნდა წახვიდე, მაგალითად მამიდაშენთან..
_​საბერძნეთში? რა მინდა ახლა იქ?
_​ასეა საჭირო, იმედიანად ვიქნები თუ შენ უსაფრთხოდ დაგიგულებ
_​მოიცა რა საფრთხეზეა ლაპარაკი.. მე მემუქრება საფრთხე?
_​არ ვიცი დაზუსტებით, გააჩნია ფუტკარაძეს რა მოუვა თავში
_​რა გითხრა?
_​რას იტყოდა, რაც შენ გითხრა, ოღონდ სხვა ფორმებში
_​მაგის არ მეშინია! რას ჰქვია რა მოუვა თავში, რატომ უნდა გადავიმალო? კომპანიას ამხელა პრობლემა აქვს, საბუთები, ასქმე, ყველაფერი უნდა მივატოვო? რატომ?
_​იმიტომ, რომ შეიძლება იმ ნაბ.იჭვარმა ლევ კავშირებს მიმართოს.. უსაფუძვლოდ არ დაგაფეთებ კარგად იცი! თვითონ მიმანიშნა.. შენ რაც გიკავშირდება არაფერს გავრისკავ! დამიჯერე უბრალოდ..
_​თორნიკე.. სულ რამდენიმე თვის წინ მამაჩემმაც ასე დაიწყო.. არ მინდოდა შედარება, მაგრამ ძალიან მაგონებ მას! გთხოვ, ასე ნუ მოიქცევი..
_​ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.. მე მამაშენისთვის ასე მოქცევის მიზეზი არ მიმიცია! ფუტკარაძემ კიდევ პირდაპირ მანიშნა თუ ჩემსას ვერ მივაღწევ საფრთხე გელოდებათო!
_​თქმას და ქცევას რომელი მეტრი ზომავს? მიზეზი არა, მაგრამ საბაბი ხომ მიეცი? თვითონ არ მითხარი მამაშენი ჭკვიანი კაცია და ყველაფერი იგრძნოო?
_​თამთა.. რკინის არგუმენტებიც კი უმნიშვნელოა ამ ეტაპზე! მაპატიე, მაგრამ უნდა წახვიდე..
_​რა თქმა უნდა! მამაჩემმაც იგივე მითხრა რომ შევეკამათე! წახვალ და მორჩაო..
_​კიდევ ერთხელ გთხოვ ასე ნუ მიუდგები ყველაფერს, დამიჯერე უბრალოდ..
– სახლში ვილაპარაკოთ.. — თამთა წამოდგა და გაბრაზებულმა დაიწყო ოთახში მიმოსვლა.
ნუთუ იგივე მეორდება? რა ჯანდაბა ხდება მის თავს? მუდმივად დევნაშია, რა დააშავა? ნუთუ მას არ აქვს უფლება მშვიდად განაგრძოს ისედაც ძლივს დალაგებული ცხოვრება? “დავუჯერო თუ არა? მამის სახით საშინელი მაგალითი მიდევს წინ.. ამ დაჯერებამ მე და მამას ურთიერთობა გაგვიფუჭა.. ახლაც რომ იგივე მოხდეს? მაგრამ იგივე როგორ მოხდება.. მე თორნიკე მიყვარს და მის გვერდით ვარ, ეს შედეგია, საუკეთესო შედეგი! იგივე ხომ არ ხდება? მართალია ირაკლი ცდილობდა რაღაცეებს და გაბრაზებულ გულზე იმუქრება, მაგრამ მას ვერაფერი გაუვა! თორნიკეს რომ გაუვიდა? მამა იმდენზე დაითანხმა, რომ მე მეცხოვრა მასთან! თორნიკეც რომ რაიმე მსგავსზე დაითანხმოს?
_​თორნიკე.. მე მესმის შენი
_​მე კიდევ მამაშენის მესმის! ახლა უფრო..
_ იცი? ამაზე რაღაცის თქმა მინდა დასწორად გამიგე.. შენ მუქარით მამაჩემი დაითანხმე შენთან წამოვსულიყავი, შენ გაიმარჯვე, მაგრამ ამით ჩემს თვალში მამა დააკნინე! იმიტომ კი არა, რომ მოუგე, იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვერ მოერია და დაიბნა.. იმდენად, რომ დღემდე რაღაცეებს ხლართავს.. ირაკლიმაც რომ გაიმარჯვოს .. შენც რომ იგივე დაგემართოს რაც თემურს..
_ მანდ გაჩერდი! არ ვამტყუნებ, არ განვიკითხავ, მაგრამ მე მაშინ მასთან ასი პროცენტით მართალი ვიყავი! ახლაც მართალი ვარ! მამაშენი იერიქონივით პატრა შემთხვევაზე რომ იფურჩქნება და უღიმღამო ბრძოლებს მიმართავს ეს მისი პრობლემაა! ძლიერი საწინააღმდეგო მითხარი, მაგრამ მაინც მინდა წახვიდე, საკუთარ რეპუტაციაზე მეტად შენ მადარდებ და იმიტომ! საღამოს თემურთან წავიდეთ და ერთად მოვილაპარაკოთ.. ნუ გამიბრაზდები – მამაკაცმა მხარზე ხელი დაადო გოგონას და თავისკენ ფრთხილად მიატრიალა – დამიჯერე!
********************************
_​მაპატიე, მაგრამ არ მინდა წამოსვლა..
_​ასე ძნელია?
_​თორნიკე.. ძლივს გადავიტანე მამაჩემის პარანოიკული შიშები.. ორივეს ერთად ერთ ამპლუაში ვერ მოგისმენთ.. გთხოვ..
_​არ დაგაძალებ, მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ ეს არც მე მსიამოვნებს.. შეიძლება სულაც არ აღმოვჩნდეთ ერთ ბანაკში და ირაკლისთან თანამშრომლობა არჩიოს ძველი წყენების გამო.
_​მართლა გგონია, რომ რასაც მოუყვები იმ ყველაფრის მერე ასე მოხდება?
_ თემური მამაშენია, შენ უკეთ იცნობ.. – თამთა დაფიქრდა.. “რა იცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.. იქნებ მართლა საერთოდ არც დაუჯეროს თორნიკეს.. ჩემი ისევ გახიზნვს გადაწყვეტილება საშინელება იქნება, მაგრამ რომ არ დაუჯეროს და ირაკლისთან ითანამშრომლოს ეგ უარესი!”
ნახევარ საათში სახლთან იყვნენ.. ნინო გულითადი ღიმილით შეეგება მათ. თემური შედარებით გამოკეთებულიყო, თამთას დანახვამ გაახარა, თუმცა გარეგნულად ბევრი არაფერი შეუმჩნევია.
_​ბატონო თემურ, უკაცრავად, რომ გაწუხებთ, მაგრამ აუცილებელი საქმე გვაქვს..
_​მობრძანდით.. – ხელით ოთახისკენ ანიშნა თემურმა და ნინოს ყავის მიტანა სთხოვა
_​მინდა დედაც დაესწროს საუბარს!
_​როგორც გინდა შვილო.. რა ხდება? – მამამ საქმიანი იერი მიიღო და ფეხი ფეხზე გადაიდო
_ ამას წინათაც ვისაუბრეთ ირაკლი ფუტკარაძეზე, მართალია საუბარი უსიამოვნოდ დასრულდა, მაგრამ თემა გავრცობას მოითხოვს.. მაშინ გაგაფრთხილეთ მისი მოსალოდნელი უზნეობების შესახებ, მაგრამ არ დამიჯერეთ, ახლა საფუძველი აღარ გექნებათ ეჭვი შეიტანოთ რაიმეში..
_​აქ თამთასთან ერთად მაგიტომ მოხვედი?
_​თუ თვლით, რომ თამთა აქ ფარია განვმარტოვდეთ! არც სხვანაირი საუბარია ჩემთვის უცხო – თორნიკეს ხმა გაუმკაცრდა, თამთას შეხედა, გოგონა ადგა და კაბინეტი დატოვა.
_​კარგი.. განაგრძე, დასკვნები ბოლოს – თემური კრიალოსანს ატრიალებდა ხელში
_​მადლობა!.. გუშინ თქვენი პოტენციური თანამოაზრე იყო ჩემთან უხამსი წინადადებით!– კაცმა თამაში შეწყვიტა.. დოლიძემ ყველაფერი მოყვა..
_ შეგიძლიათ უხმოთ თქვენს ქალიშვილს და მისგანაც მოისმინოთ მსგავსი ხასიათის დიალოგი, რომელიც მასსა და ფუტკარაძეს შორის შედგა, თამთა მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის წამოვიდა დღეს აქ.. თქვენ ხომ ყველას ენდობით თორნიკე დოლიძის გარდა
_​საყვედურნარევი ტონი არ არის საჭირო.. განაგრძე!
_ მარტო იმის დამატება შემიძლია, რომ ცოცხალი და მთელი მარტო იმიტომ გადამირჩა, ვიცოდი ამას როგორ ელოდებოდა, რომ იმ ყველა ბრალდებისთვის ფიზიკური ანგარიშსწორება დაერთო თან სიმყარისთვის, რაც ჩემი ხანგრძლივი დაპატიმრების გარანტია იქნებოდა! მას თქვენი იმედი აქვს! ვიცი დიდად არ გეფონებიტ გულზე, ამიტომ გადაწყვიტეთ რა გიჯობთ..
_​ჩემი გადაწყვეტილება არსებით მნიშვნელობას ღებულობს?
_ მართალი გითხრათ არა.. ეგ უფრო გააიოლებდა ჩემს საქმეს, მაგრამ თუ უარს იტყვით უფრო რთული, მაგრამ აუცილებლად მომგებიანი გზით წავალ და ჩემსას მაინც მივაღწევ! თამთა წავა სანამ ეს ყველაფერი დაწყნარდება და თვითონ მივხედავ მის ახ.ვრულ ზრახვებს!
_​რას ნიშნავს თამთა წავა?
_​იმას, რომ წავა.. ასე ვთქვათ გავხიზნავ სანამ კისერს არ მოვუგრეხ იმ გაზულუქებულ ნაბი.ჭვარს და ამას აუცილებლად გავაკეთებ!
_ ნაცნობი სიტუაციაა.. – თვალი გაუსწორა თემურმა – მაინტერესებს რა გეგმა გაქვს, მინდა გარანტია მქონდეს, რომ ჩემი თანხმობა მხოლოდ შენი კომპანიის კეთილდღეობას არ მოხმარდება და ჩემი შვილის უსაფრთხოებისკენ იქნება მიმართული
_​სხვა გეგმა გაქვთ ბატონო თემურ? — თორნიკე წამოიმართა სკამიდან
_​ეგ ჩემი საქმეა!
_ საკადრის პასუხს გავცემდი მაგ ფრაზას, მაგრამ შეგნებული მაქვს, რომ აქ სწორი ქცევის მოსაპოვებლად ვარ მოსული და ამჯერად თავს შევიკავებ! როგორ გგონიათ, ცალ-ცალკე ფრონტზე ბრძოლა უფრო ადვილი იქნება ფუტკარაძესთან?
_​მე ახსნას მოვითხოვ! მე მამა ვარ და ბუნებრივია ჩემს ქალიშვილზე ვზრუნავ.. რაც ერთხელ დავაშავე მეორედ აღარ შემეშლება!
_​ახსნას ვერ მიიღებთ! ჩემს ბრძოლაში ჩაბმას არ ვითხოვ თქვენგან! ყველაზე დიდი რაც თქვენგან გვინდა ის არის, რომ არ ითანამშრომლოთ მასთან და კონკრეტულ პასუხს ვითხოვ!
_​სულელი არ ვარ, რომ ისეთ რისკზე წავიდე, რამაც შეიძლება ჩემი შევილი ისევ დააზარალოს.. შეიძლება არც შენი მჯერა, მაგრამ არც იმდენად, რომ ასე მოვიქცე..
_​მადლობა.. მეტს არაფერს ველი თქვენგან!
_​ჯერ ნუ წახვალ.. საუბარი არ დაგვისრულებია..
_​გისმენთ
_ შეიძლება ძალიან დიდ სისულელედ მოგეჩვენოთ ჩემი სიტყვები, მაგრამ ამ წუთას დიდ მსგავსებას ვხედავ ჩვენს შორის და შექმნილი სიტუაციის მიუხედავად ეს სულაც არ არის ცუდი!.. თავის დროზე მეც იგივე ხერხს მივმართე თამთა რომ შენგან დამეცვა, იმედია ახლა გესმის ჩემი! თუმცა მაშინ წავაგე.. რომ გიყურებ ჩემი გამოცდილება შიშის საფუძველს მაძლევს! ვიცი რა შემართებაც გაქვს..
_​თქვენგან განსხვავებით ახლა მე მართალი ვარ!..
_​შენ თამთაზე შეყვარებული ყმაწვილკაცი ხარ და აქედან გამომდინარე მიკერძოებულიც, გონება გაცხელებული.. ამიტომ ნებას არ მოგცემ ჩემი შეცდომა გაიმეორო და მარტო ებრძოლო ფუტკარაძეს..
_ ერთი წუთით.. თქვენი გონების გახსნა ბოლოს და ბოლოს სასიამოვნოა, მაგრამ რამდენიმე დეტალი დავაზუსტოთ! მე იმის გაკეთებას, უფრო სწორად გაფუჭებას არ ვაპირებ რაც თქვენ ერთ დროს მართებულად მიიჩნიეთ და არც დახმარებას ვითხოვ, გარანტია უნდა მქონდეს, რომ ისეთ სისულელეებს აღ ჩაიდენთ ფუტკარაძესთან მიმართებაში, რამაც ერთ დროს ასე გამიკვალა გზა თამთასკენ! – თემურს გაეღიმა, თორნიკეს მისი ღიმილი არაადეკვატურად ეჩვენა და გაოცდა..
_ როგორც გინდა გაიგე, მაგრამ დღეიდან ყველაფრის მიუხედავად მშვიდად ვარ! მჯერა შენი და შენს გვერდით მიგულე შვილო! — თემურმა მამაშვილურად დაადო მხარზე ხელი, თორნიკე ამ ჟესტმა ცოტა დააბნია, ერთხანს ჩუმად, უმოძრაოდ იდგა, მერე ხელი გაუწოდა კაცს და ძლივს ამოსცდა..
_​ძალიან კარგი..
ოთახში დაბრუნებულ ნინოს და თამთას რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია დახვდათ, სახედამშვიდებულ, დაძაბულობამოხსნი, თუმცა მაინც ამაყად მომზირალ თემურს და თორნიკეს არ ელოდნენ..
_​დაბრუნდები სახლში? – მოუთმენლად შეაპარა თემურმა, თამთა თორნიკეს მიეტუზა და ახედა..
_​მე და თამთა ერთად ვცხოვრობთ ბატონო თემურ.. – თემურს რაღაცის ტქმა უნდოდა, მაგრამ ნინო მაშინვე მასთან გაჩნდა, გულზე ხელი დაადო და ღიმილით მიუბრუნდა წყვილს
_​არაჩვეულებრივი ამბავია, არა თემო?
_​თუ ეს მომენტი უხერხულობას გიქმნით წინასწარვე გეტყვით.. ასე არ დარჩება!
_ მაგრამ ჩვენ გადავწყვეტთ როდის.. – საუბარში მშვიდად ჩაერთო თამთა. მამას აღარაფერი უთქვამს, ალბათ არც ესიამოვნა ეს ყველაფერი, მაგრამ დათმობის ღიმილი აიკრა სახეზე. ოჯახი უზარმაზარ მაგიდასთან მოკალათდა სადილად, თამთას წასვლის თემა განავრცეს
_​თამთას შეუძლია საბერძნეთში წავიდეს, მამიდასთან – ნინომ ტემურს გადახედა, მეთანხმება თუ არაო
_​მაინტერესებს რამდენად აქვს კავშირები ირაკლის იქით.. არ მინდა თამტას ჩააკითხოს..
_​მამა, თავიდან იწყებ!
_​თამთა იქ მარტო არ იქნება.. აუცილებლად გაყვება ვინმე..
_​თორნიკე! – თამთა ახლა დოლიძეს მიუბრუნდა.
_​ასეა შვილო საჭირო.. ახლა მაინც დასიჯერე, რომ არ არის ეს სახუმარო ამბავი
_​კარგით რა ბოლოს და ბოლოს! შემიძლია ვუჩივლო და ეგ იქნება! რა საჭიროა ეს დამალობანა?
_​კარგად იცი, რომ ფუტკარაძე არც ისეთი სულელია ამის საბაბი მოგცეს.. შეიძლება უფრო დაამძიმო სიტუაცია, აქ შენი კანონები აღარ ჭრის, სხვა ხერხია საჭირო..
_​შევხვდები და საუბარს ჩავიწერ ბოლოს და ბოლოს, ფარული კამერით..
_​ოპაა.. ვიღაცას ნამდვილად მაგონებ! – შესძახა თორნიკემ და თემურს გახედა. დაძაბულობის მიუხედავად ყველას გულიანი სიცილი აუტყდა
_​არც იფიქრო თამთა.. – დაასრულა ტორნიკემ გული რომ იჯერეს – ამ ყველაფერს ისე მოვაგვარებ არც ჩემს რეპუტაციას მიადგება ჩრდილი, არც მამაშენისას, არც კომპანიისას..
_​ამას როგორ მოახერხებ?
_​მე დავეხმარები! – მტკიცედ თქვა თემურმა
_ დამამშვიდეთ! – ირონიულად შენიშნა თამთამ.. ნინომ თვალით ანიშნა გოგონას და თავი გააქნია. ბევრი მსჯელობის მერე გადაწყვიტეს თამთა საბერძნეთში წასულიყო.. გულდამძიმებული გოგონა ჩუმად ჩაჯდა მანქანაში და უხმოდ დაელოდა თორნიკეს. უკან მიმავალი გზა ჩუმად გაილია, თამთა ხმას არ იღებდა. სახლში მისვლის შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა
_​თოკო.. ვიცი ყველაფერი ერთად გადავწყვიტეთ.. მაგრამ.. – ცრემლები მოერია
_ გული გეთანაღრება? – გოგონას ღაპა-ღუპით ჩამოუგორდა მლაშე წვეთები ლოყებზე – ვიცი ჩემო სიცოცხლე, მაგრამ ეგ საუკეთესო გამოსავალია. ჩათვალე, რომ სამოგზაუროდ ხარ, დასასვენებლად, შვებულება გამოგიწერე და დატკბი იქ ყოფნით! ადი მეტეორაზე, გადადი კრეტაზე, კიპრშიც წადი.. ვერც შეამჩნევ დრო როგორ გავა და გვეღირსება ერთად ყოფნა, კარგი?
_ არ მინდა აქ დაგტოვო.. დავიღალე.. ყელში ამომივიდა ამდენი მალვა და ჩქმალვა.. გახსოვს ის ფრანგული ფილმი? ანჟელიკა, ანგელოზების მარკიზა.. ასე მგონია იგივე ხდება ჩემსა თავს, აღარ მინდა! ვიცი ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის, მაგრამ შენც წამოდი, იქ გადავიდეთ საცხოვრებლად, საერთოდ დავტოვოთ აქაურობა და მერე ჩამოვიდეთ..
_ ნუ ტირი ჩემო მარკიზა, ოღონდ შენ ნუ ტირი! ვის შევეპუო, რა დავუთმო? უსამართლობას ასე დავუხარო თავი? ასე ვერ დაგიცავ! სულელო.. მთავარია ვიცოდე, რომ შენ ხარ კარგად, შენ მელოდები, მიერთგულებ, შენ გეყვარები.. ეგ მომცემს ძალას და გადამაწყვეტინებს ყველაზე რთულ დაბრკოლებებსაც კი! გჯეროდეს ამის და ნახავ მალე ყველაფერი კარგად იქნება!
_ მიყვარხარ თორნიკე.. სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდი, რომც არ გიყვარდე მაინც მეყვარები, რომც წახვიდე ჩემგან ეს რამდენიმე ტკბილი დღე და ახლა უკვე კარგად გასახსენებელი ის ცუდი პერიოდიც კრედოდ დამრჩება! ამის ერთგული ვიქნები სულ.. თუ ეს ძალას მოგცემს იცოდე, რომ შენთვის ვსუნთქავ! შენთვის მიცემს გული.. შენ გხედავ ყველგან! დავრჩები მეც შენთან და ერთად დავუდგეთ ამ ყველაფერს! ხომ გჯერა, რომ არაფერს გავაბედინებ! რომ მეხივით ვიბრძოლებ შენთან ერთად?
_ მჯერა და მაბედნიერებს შენი თითოეული სიტყვა, მაგრამ საქმე შენში არ არის! დრო გავა და თვითონ დარწმუნდები, რომ ასეა! მთავარია ახლა გამოიჩინო სიძლიერე და ნაკლები ემოციებით გადააგორო ეს ყველაფერი. ვიცი ძნელია, ბევრი გადაიტანე, მაგრამ ეს აუცილებელია! რომ ჩამთავრდება ყველაფერი ყველაფერს აგისრულებ რაც კი ოდესმე გინატრია! რაც ერთად გვინატრია! — კოცნით ამოუშრო ცრემლიანი თვალები, დიდხანს ყავდა ჩახუტებული.. ღამე ფერებაში გაათენეს..
წასასვლელად ერთი კვირა ემზადებოდა, ახალ წლამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი და ეს პერიოდი საუკეთესო იყო, რომ ირაკლის მათთვის ვერ მოეცალა ან ეფიქრა, რომ საახალწლო არდადეგებზე წავიდა.. მშობლებს სახლში დაემშვიდობა, აეროპორტში თორნიკემ წაიყვანა
_ მალე დაბრუნდები! – ჩასჩურჩულა მამაკაცმა დამშვიდობებისას და ძლიერად ჩაიკრა გულში. ფრენა აქამდე უყვარდა, ახლა კი ტანჯვად ექცა. ფიქრებით სულ უკან რჩებოდა, თორნიკესთან, მშობლებთან, კომპანიაში, კობასთვის შეტოვებულ პრობლემებთან და ხვდებოდა მისი ადგილი იქ იყო.. უკან.
მამიდასთან შეხვედრამ გაახალისა, ყველაფერი მოუყვა რაც მის თავს ხდებოდა. მამიდასთან ყოველთვის ახლოს იყო, მართალია ის თამთაზე გაცილებით უფროსი იყო, მამაზე დიდიც, მაგრამ მასთან ყოველთვის თავისუფლად გრძნობდა თავს. თანამედროვე, მხიარული ქალი იყო ლაღი იუმორით და თბილი, ჰაეროვანი ხასიათით. კომპლექსები ნაკლებად აწუხებდა, ყოველთვის ყველაფერს ემოციურად და დადებითი მხრიდან ხვდებოდა. თამთასაც მოყოლილი დრამა ისე უქცია კომედიად, რომ ორივე გულიანად იცინოდნენ ბოლოს. გოგონამიხვდა,მ რომ სწორედ ეს აკლდა.. იუმორით შეეხედა ყველაფრისთვის და ამას სწორედ ყველაფრისგან შორს, თავის ფუმფულა და კეთილ მამიდასთან მოახერხებდა! ორი-სამი დღე არ გასჭირვებია იქ ყოფნა.. თორნიკესაც ეკონტაქტებოდა ინტერნეტით, მაგრამ დანარჩენ დღეებში დოლიძე აღარ გამოჩენილა, ორი დღე შეფიქრიანებულმა იარა და ბოლოს დარეკა, არავინ უპასუხა.. მერე კობას დაუკავშირდა..
_ თქვენგან არაფერი ისმის, თორნიკე სადაა კობა? კომპანიაში რა ხდება, თუ რამე იქნება ონლაინ რეჟიმით გავაკეთებ ყველაფერს, აქ საქმე არაფერი მაქვს, აი თორნიკეს სთხოვე, რომ აიტის სთხოვოს აქედან შევძლო შემოსვლა და მუშ..
_​თამთა.. რაღაც უნდა გითხრა. არ ინერვიულო წინასწარ გთხოვ..
_​რა ხდება?
_​თორნიკე დაიჭირეს..
*********************************
_​რა..
_​თამთა.. თორნიკემ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა, მზად იყო ამისთვის, არ ინერვიულო
_​რა იცოდა, მე რატომ არაფერი მითხრა? ესე საუბარი საშიში არ არის?
_​ნუ გეშინია, ვაიბერი არ ისმინება. იმიტომ, რომ არ დარჩენილიყავი და კანონებში ქექვა არ დაგეწყო
_​ახლა რა უნდა ვქნათ.. ვინ დაიწყებს აბა ქექვას?
_​ხომ იცი შენი ჩართულობა ამ საქმეში ყველაფერს რომ ტავი დავანებოთ არაეთიკურია
_​კობა მე და თორნიკე ოფიციალურად განქორწინებულები ვართ!
_​ვიცი ვიცი, მაგრამ დამიჯერე მართლა ასე ჯობია. თორნიკეს ადვოკატი უკვე ავუყვანეთ.. ძლიერი ვინმეა..
_​ვინ არის მითხარი
_ იოსებ გამრეკელი – თამთამ ამოისუნთქა.. მის სემინარებს დასწრებია კდიეც, არ ეგონა ადვოკატად თუ მუშაობდა. წამყვანი სპეციალისტი და საქმის უზადოდ მცოდნე იყო, გერმანიის კანონმდებლობის უზადო მცოდნე და საკანონმდებლო საბჭოს წევრი.
_​ასე, რომ შენი ჩარევა აღარ არის საჭირო, მართლა ჯობია შორს იყო..
_​აქ ვერ მოვისვენებ..
_ მესმის, მაგრამ დაგამშვიდებ იმით, რომ ბატონმა თემურმა არათუ უარი განუცხადა ირაკლის თანამშრომლობაზე, საბჭოში ლევ გარიგებაზეც ჩამოაგდო საუბარი და მართალია ბეჭდის დასმის გარეშე, მაგრამ მაინც მიანიშნა წევრები ვისთან ჰქონდა ძირეულ კომპანიას საქმე. ამან ასე თუ ისე ხელი შეუწყო ჰოლდინგს კონტრაქტორები და სხვა პროექტები არ დაგვეკარგა.. ახლა თორნიკეს რომც დაუმტკიცონ ეს აბსურდი, გაკოტრება მაინც არ გველოდება.. შენი შექმნილი ხელშეკრულებები კონტრაქტორებს ვადის დასრულებამე განსაკუთრებული მიზეზის არქონის შემთხვევაში ურთიერთობის გაწყვეტას ფინანსურად აზარალებს მათ, ამიტომ არ უღირთ.. სოსო შენც იცი ისეთია ქვას გახეთქავს, თორნიკეს დაპატიმრება არ ემუქრება! სულ ცოტა ხანს მოითმინე..
_​ვერ ვიჯერებ, რომ ეს ხდება.. ფუტკარაძემ გაიგო მამამ რაც გააკეთა?
_​ფუტკარაძემ ეგეც გაიგო, შენი წასვლის ამბავიც და ბატონ თემურს ლევად შეუთვალა მუქარა.. დაემშვიდობე ბიზნესსო..
_​რა მიზეზით?
_​გადამაგდეო..
_​მამამ რამე სისულელე არ გააკეთოს, როცა ბრაზდება ამ ბოლო დროს..
_ თამთა.. თუ მამაშენს რაიმე დაემუქრება კომპანიასთან დაკავშირებით გამრეკელი ავტომატურად გადავა მის დაცვაზეც, იმიტომ, რომ თქვენი კომპანია ჩვენი ჰოლდინგის ნაწილია ამ ეტაპზე და არც ერთი გაფუჭებული საქმე არ გვაწყობს!
_​თორნიკეს არ უშვებენ?
_​ირაკლიმ იჩალიჩა, რომ ვერ გამოსულიყო, მაგრამ დღეს სოსო მაგ საქმეზე იყო, ზეგ უწევს კიდევ მისვლა, დაიმედებული დაბრუნდა, მაგრამ ხომ იცი სისტემასთან ბრძოლა ძალიან ძნელია..
_​ყველაზე ძლიერი არგუმენტი მის წინააღმდეგ ახლა მისივე ნაბიჯებით სვლა იქნებოდა, მაგრამ ბუნებრივია სინდისი არ მოგვცემს ამის უფლება..
_​მოიცა რა სინდისი! რამე იყოს და ვინ დაეძებს სინდისს? მაგის გამო თორნიკეს გაწირვა გადაწყვიტა.. შენი!
_​რაც არ უნდა იყოს მერე ცუდად ბრუნდება, მაგასაც ასე უბრუნდება ნელ-​ნელა და ვერ ხვდება
_​მაგაში მართალი ხარ! ცოტა ხანში შეიძლება საერთოდაც დაიჭირონ..
_​არ მგონია.. მის თანამდებობაზე თუ რაიმე სერიოზული არ დაუდეს წინ უბრალო კომპანიის გამო თავს არავინ შეიწუხებს..
_ ნუ დაგავიწყდება ვინ არის ჩვენი ადვოკატი. – კობას დაემშვიდობა და ფიქრმა ახადა თავი.. რა იქნება რომ მოერიოს? რა იქნება, რომ.. მაშინვე უკუაგდო და დამშვიდებას შეეცადა. როგორც არასდროს ისე მიეჩქარებოდა შინ, კომპანიაში, რომ საკუთარი თვალით ეყურებინა ყველაფრისთვის, თვითონ გამხდარიყო მონაწილე და ასე გვერდიდან არ ეყურებინა მოვლენებისთვის. ფოსტა გახსნა, უცნობი მეილი იყო მოსული
“ძვირფასო მამაცო,
უპირველესად მინდა იცოდე.. უცხო აიპიდან იმიტომ გწერ, რომ სისულელის გაკეთების შანსი მოგისპო.
ვიცი გაგხიზნა ყოფილმა მეუღლემ. ვერაფერს იტყვი, “მუჟიკია”, ოღონდ კრიმინალი და დამწყვდეული “მუჟიკი”. დარწმუნებული იყავი გამრეკელი კი არა გამრეკელის აკადემიური მოძღვარი და გურუც რომ მოიყვანონ ვერაფერს გახდებიან.. შეცდომა მაღალანაზღაურებადი ადვოკატით არ წყდება.. ამის სხვა, ნაკლებად მტკივნეული გზებიც არსებობს და უარყოფა და იგნორი მხოლოდ და მხოლოდ უგუნურებაა თქვენი მხრიდან. იმედია დარწმუნებული ხარ, რომ სახელმწიფოს ქურდს, რომლის წინააღმდეგაც “პრავად” თუ “ლევად” განაწყენებული საჯარო პირის “პრავი” თუ “ლევი” მთელი სანაცნობოა უკვე განწყობილი, უახლოესი წლები და ციხეში დამატებული “კონტროლკა” ჩაკეტილს მოუწევს ყოფნა. თუ არ ხარ დარწმუნებული უახლოეს ხანებში იხილავ, მაგრამ გვიან არ იყოს.. სანამ კიდევ შეიძლება შემსუბუქება დაფიქრდი.. შანსი ხელიდან გაუშვი იდეალური ურთიერთობა გქონოდა.. სურვილი ჯიბრშიც გადაიზარდა.. ეს ძალიან ცუდია შენთვის და თქვენთვის. დრო გაქვს ცოტა ხანი, დღესასწაულზე ევროპული ზღვისპირეთი კარგი მოსანახულებელია.. მანამდე იფიქრე! – თამთას უცებ ძალიან გაუცხელდა თავი, კობას მიცემული, გამრეკელის ნომერი აკრიფა და წერილის შესახებ უთხრა, იოსებმა ასლის გადაგზავნა სთხოვა.. ნახევარ საათში სკაიპში მოწყობილ კონფერენციაზე განიხილავდნენ წერილის რაობას. ჩათში თემური და კობაც იყვნენ. დიდხანს იმსჯელეს, დასკვნა ერთი იყო.. თორნიკეს გამართლების საქმე ძალიან წარმატებით მიიწევდა წინ, მაგრამ ეს წერილი არგუმენტად ვერ გამოდგებოდა, ირაკლის საბერძნეთში ჩასვლა ერთი მხრივ აწყობდათ, მაგრამ მეორე მხრივ საშიშროებას ქმნიდა.. თემურის მოთხოვნა იყო გოგონას არანაირი საკონტაქტო საშუალება არ გამოეყენებინა და ხმაურიანი ადგილებისგან თავი შეეკავებიდა, სოსომ მისამართის შეცვლა და დაცვის გაძლიერება წამოაყენა წინა პლანზე, კობას კი ირაკლის მეგობრების იმედი უფრო ჰქონდა..თამთამ ყველა ს მოუსმინა, მაგრამ გულში მიღებული გადაწყვეტილება უფრო წინ დააყენა. მაშინვე დარეკა ავიაკომპანიაში და ბილეთი დაჯავშნა. საშინლად გაუჭირდა შოვნა, ადვილი არ იყო ახალ წლამდე ორი-სამი დღით ადრე ბილეთის ყიდვა, მაგრამ რომელიღაც კომპანიის ერთ-ერთ პირველ კლასში ძლივს ნახა ერთი ადგილი უკვე არსებული ჯავშანის მოულოდნელად და ბედად გაუქმების გამო, ტელეფონი აიღო და ირაკლის პირდაპირ დაურეკა..
_​ბატონო ირაკლი, თამთა ვარ, ჩხეიძე..
_​გამარჯობა, გისმენთ თამთა
_​იცით გაგიკვირდებათ და მოულოიდნელად მოფრენილმა საღმა აზრმა, რომელიც კეთილისმსურველმა გამომიგზავნა დამაჯერა, რომ თქვენი ნახვა მინდა..
_​ჩემი ნახვა? რა მიზეზით? – გოგონას თვალებში დაუბნელდა ისე ეზარებოდა ეს ფლიდი, ბოროტულად ფრთხილი სვლები, მაგრამ ცივი გონება უფლებას არ აძლევდა რაიმე შეტყობოდამის ხმას
_​იცით ზეგ, ახალი წლის წინა დღეს მითავისუფლდება დრო, აღარ ვირბენ საქმეებზე და იქნებ ბარემ თქვენც მენახეთ, თუ არ მოგაცდენთ რა თქმა უნდა, თუ მოგაცდენთ არაფერია..
_​დროს გამოვნახავ როგორმე ულამაზესი ქალბატონისთვის
_​მაგრამ მე ხომ საქართველოში არ ვარ
_​არაფერია, ტრანსპორტს კარგად ვიტან როცა დანიშნულების ადგილით და შედეგით უნდა დავტკბე..
სასწრაფოდ ჩაალაგა ბარგი, მამიდას ყველაფერი მოუყვა, რაღაც დავალებაც მისცა და მომდევნო ორი დღე ჩვეულ რეჟიმში გაატარა. გაფრენის დილას მარტო წავიდა აეროპორტში და შვებით ამოისუნთქა, როცა კავკასიონის საჰაერო რყევები იგრძნო. სასწრაფოდ დაიჭირა ტაქსი, გზაში კობას და გამრეკელს დაურეკა და ერთ საათში მამამისთან შეიკრიბნენ. თემურს შვილის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა
_​აქ რა გინდა თამთა.. ხომ გითხარი..
_ მამა, მომისმინეთ.. ვიცი გადავუხვიე ყველაფერს, მაგრამ ნება მომეცით ამ ერთხელ თვითნებურად მოვიქცე.. ამით საქმეს არ ვაფიჭებ.. ეს მე და იმ ფუტკარაძეს გვეხება მარტო. თვითონ მოვუგრეხ მაგას კისერს და ამისთვის არც დიდი ძალისხმევა დამჭირდება..
_​თამთა ეს საჭირო აღარ იყო, თორნიკე შეიძლება ერთ კვირაშიც გამოუშვან..
_​ვიცი ვიცი და სწორედ ამიტომ გავბედე ეს გამეკეთებინა..
_​ის მაინც თქვი რა დაგეგმე
_ ფუტკარაძეს დავურეკე, ვუთხარი ადგილსამყოფელი და ისიც მივანიშნე, რომ ნახვა მინდოდა. მითხრა პრობლემა არ არისო. აეროპორტში დახვდებიან და ეტყვიან, რომ რომელიღაც რესტორანში ველოდები. ადგილზე მისული გაიგებს, რომ მოულოდნელად მომიწია გაფრენა რომელიღაც ქვეყანაში მეგობრის მშობიარობის გამო და მისამართი ან მიმართულება არ დამიტოვებია.
_​ეს გასაგებია, მაგრამ შენ? აქ იქნები? ხვალვე გაიგებს..
_ აქ არა.. სოფელში წავალ, ფროსასთან გავიხიზნები და არავისთან ვიკონტაქტებ.. მეგონი მეც პარანოიკი გავხდი, მაგრამ ნაყოფი ვაშლის ხიდან შორს არ ვარდება და თუ ვარდება ხანდახან მაინც იძენს მშობლიური ხის არომატს – მამას გადახედა, თემური იღიმებოდა – თუ რამეა თქვენც იტყვით, რომ არ დაგკავშირებივართ , ნუ ვერსია რომ იგივე უნდა იყოს ამას საუბარი აღარ უნდა. მე კარგად ვიქნები, შევეცდები ამ დროის განმავლობაში ელემენტარული და სასიცოცხლოდ აუცილებელი სიმშვიდე აღვიდგინო.
_​კარგად მოგიფიქრებია.. ის პარაზიტი ალბათ ყველგან დაგიწყებს ძებნას სოფლის გარდა..
_ არა კობა, ირაკლი ძებნას არ დამიწყებს! ის გაბრაზდება და თქვენზე გადმოიტანს შეტევას, ეცდება კომპანიას უფრო მწარედ დაარტყას.. ამ შემთხვევაში ბატონი სოსოს იმედი მაქვს, ეჭვიც არ მეპარება, რომ კანონებთან მარტო დარჩენილი უსუსურად იქცევა. ჩემი ყველა ქეისი სამსახურშია ჩემს უჯრასა და სეიფში, მათზე კობაა პასუხისმგებელი..
_..ახლა უკვე ბატონი სოსო
_​მე წავედი – მხიარულად დაემშვიდობა თამთა მათ მომავალი გამარჯვების იმედით გაჟღენთილი და დათოს ფროსას სამფლობელოსკენ ააღებინა გეზი.
ჩასულმა საოცრად მშვიდად იგრძნო თავი.. არც შიშები აწუხებდა, არც უიღბლო ურთიერთობაზე ფიქრი ტანჯავდა. უკვე სიამოვნებით ეხმარებოდა ფროსას მჭადების გამოცხობაშიც და ზაფხულში დარჩეული ატმის კომპოტის დაგემოვნებაშიც. არც ადრე დაწყებული ნახატის დასრულება დავიწყებია.. ახალმა წელმა მისთვის უჩვეულო, თუმცა საოცრად მშვიდ გარემოში ჩაიარა.. ფროსა, ბერდია, ბაგრატა და თამთა პატარა, ფერადი, უპულტო ტელევიზორის წინ ისხდნენ, ჯანსაღი პროდუქტით დახუნძლულ სუფრასთან და საახალწლო კონცერტებს უყურებდნენ. შედარებაც ენანებოდა იმდენად სჯობდა მოხუცის ძველი აბაჟური სვაროვსკის კრისტალებით გაწყობილ ჭაღს თბილისის ყველაზე მოდურ ლაუნჯში, სადაც მისი მეგობრები ვიაიპი სტუმრების სტატუსით სარგებლობდნენ და ახალი წლის დადგომას აღნიშნავდნენ, ისე ერჩივნა ძველი შეშის ღუმელი ზამთრის კურორტებზე მოწყობილი, ნაირნაირად მდიდარი ბუხრების შოურუმს, ისე ერჩივნა მსოფლიოს ყველაზე ფეშენებელურ კლუბებში მომზადებულ საოცარ კოქტეილებს ატმის კომპოტი და გაჩახჩახებულ, ათასფერ გირლიანდებს მისი ფანჯრიდან დანახული, მბჟუტავი გარე განათება, რომელიც ოდესღაც მოჭრილ და გუდრონით გაშავებულ ბოძზე იწონებდა თავს. ღამით ტკბილად ეძინა, არავის ეკონტაქტებოდა, მაგრამ იმედიანად და მშვიდად იყო, საათობით შეეძლო ბაღში ბოდიალი და დიდხანს იდგა იქ, სადაც თორნიკე ეხებოდსა მის ტუჩებს. ყოველ დილით მიუყვებოდა წითელი, მჟავე ჯახველის ხეივანს და თითო ტოტს ტეხავდა.. მორიგ დილას, ბაღში ჩვეულებრივად გასულმა თოვლის ხრაშუნი იყურადა, მობრუნდა და გაშეშდა.. მისკენ გრძელ ლაბადაში შემოსული თორნიკე მიილტვოდა მომღიმარი სახით. გოგონა შეეგება და მთელ სხეულზე შემოეჭდო..
_​დანარჩენი უკვე უმნიშვნელოა.. – ეჩურჩულებოდა კოცნას მოწყურებული დოლიძე და უფრო და უფრო იკრავდა თამთას გულში..
მას ისევ გამოევლო ვაშლის ხის ძირში, ხეს ისევ დაეჯილდოებინა მისი მხრები და თმა უხვი, შერჩენილი თოვლით, თმიდან წვეთები სახეზე ეცემოდა,სახიდან კი გოგონას ტუჩებზე ინაცვლებდა, კიდევ ყელზე. სხეულზე, რომელიც მასზე იყო მთელი არსებით მიკრული, აღარასოდეს აპირებდა მისგან შორს ყოფნას და ატმის პირველი ყვავილის გაშლისთანავე საოცარ სიახლეს უმზადებდა.



№1  offline წევრი Pepper

ულამაზესი ისტორიის უკარგესი დასასრული <3
ძალიან ძალიან კარგი ისტორია იყო <3

 


№2 სტუმარი ემი

მ ა დ ლ ო ბ ა...

სხვას ვერაფერს ვფიქრობ ამ წუთას....

ველოდები შენს სხვა ისტორიებს, ძველსაც და ახალსაც love

 


№3  offline წევრი მოიისფრო

იმდენად მომწონს შენი წერის სტილი, რომ უკვე ველოდები ახალ ისტორიას.
კარგი იყო, მაგარმ დასასრული არ მეყო.
უფრო მეტი ემოცია და გრანდიოზულობა მინდოდა, მაგრამ ამისთვისაც გმადლობ!
დილა მშვენივრად დავიწყე ამ ისტორიის კითხვით.

 


№4 სტუმარი Teo...

Suli,guli,sxeuli, yvelaferi gamitbo asetma dasasrulma madloba yvela emociistvis.dzalian kargad wer.imedi maqvs male dabrundebi axali istoriit.warmatebebi.

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

ვგიჟდები მე ამ ისტორიაზე wink თორნიკეზე შეყვარებული ვარ love love ველი მომდევნო ისტორიას wink love

 


№6  offline წევრი NA NO

ძალიან მაგარი იყო დახვეწილი სტილი და საოცრად ემოციური წერის სტილი გაქ:*

 


№7  offline წევრი batkuna1

ძალიან ვისიამოვნე საოცარი ისტორია იყო ნამდვილად <3

 


უმაგრესი იყო გული დამწყდა რომ დამთავრდა მაგრამ საოცრად კარგი ისტორია იყო...❤❤
--------------------
romantikosi mwerali

 


№9  offline წევრი nucikela

მომეწონა ძალიან კარგი ისტორია იყო love

 


№10  offline წევრი natia-natia

Dzaan nagari iyo

 


№11 სტუმარი kati

ძალიან კარგი იყო,მაგრამ მალე დამთავრდა.შესანიშნავად წერ და იმედი მაქვს გაგვანებივრებ ახალი ისტორიებით.ყოჩაღ!

 


№12  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომეწონა უნიჭიერესი ხარ, დახვეწილი და გამართული ისტორია, მაგრამ ირაკლის ამბავი როგორ დამთავრდა ვერ გავიგე .
ველოდები ახალ ისტორიას და არ დაიგვიანო.

 


№13 სტუმარი ემი

ველოდებით შენს ისტორიებს, სულ ერთია, ძველი იქნება თუ ახალი... დადე რააა პლიიიზ love

 


№14 სტუმარი ემი

როგორ ველოდები შენს ისტორიებს, არ იცი... recourse

 


№15  offline წევრი nini31323

რაკარგი იყოოო.მაგრამ ეს ძაან ბიზნესის ენა ვერგავიგე.შემთხვევით შენც ადვოკატი ხომ არ ხარ?

 


№16 სტუმარი ემი

დადე რა სხვა ისტორიებიც love

 


№17 სტუმარი Nacka

Uf rogor visiamovne shen verc ki carmogidgenia .ki martalia es istiria karga xnis dadebulia magram me exla cavikitxe da dzaluan momecina

 


№18  offline წევრი amore

ბრავო <3

 


№19  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

ძალიან დახვეწილი და ლამაზი წერის მანერა გაქვს, საოცრად თბილი და ემოციურად მსუყე, გაჯერებული საოცარი და მძაფრი შეგრძნებებით! Respect!

 


№20  offline წევრი temoelene

ბევრი უნდა წერო შენ ბევრიი????????

 


№21  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

ძალიან მომიდა კომენტარის დაწერა.
დილის 6-ზე დავამთავრე და კითხვისას ყოველწამს სხვადასხვა ემოციები მეუფლებოდა. ხან ვბრაზდებოდი, ხან ვცოფდებოდი, ხანაც თავ-პირის გაერთიანება მინდოდა თორნიკესთვის.
შენი წერის მანერა კარგია.. იმდენად კარგი, რომ ხანდახან ვჩერდებოდი გამეაზრებინა, რას ამბობდი. დიალოგებზე არაფერს ვამბობ, ხელი ამიწევია. ზოგჯერ ნერვებს მიშლიდა მათი ზედმეტი დიპლომატია და ეს გადახლართული წინადადებები. გრამატიკიაზე არ ვიცცი რა გითხრა ;დდ თვალში მხვდებოდა შეცდომები, მაგრამ ვსწავლობთ, მეც ვსწავლობ. რამდენიმე წუთის წინ გადავიკითხე ჩემი ნაწერი და მეთქი, ეს რა შეცდომებია ;დდდდ მოგვარებადია, თან 2016 წლის ნაწერია და ზუსტად ვიცი, ახლა გაზრდილი იქნები. ნაწერშივე გეტყობდა, როგორი განსწავლული ხარ იმაში, რასაც ამბობ.

რუსული ტერმინები... მდაჰ... ზოგჯერ ძალიან მოუხდა კიდეც, მაგრამ ეს "ვერნი" ცოლი იქნები..."ნაშა".. რატომ?! მე არ მესიამოვნა. ზოგჯერ, თამთასა და თორნიკეს საუბარს გადავახტი, რადგან იმდენად გულისამრევი იყო მათი საუბარი... ცუდად ვხდებოდი.

მიყვარს თამთას მეორე მე. მისი ფიქრები, საკუთარ თავთან ჭიდილი და დასკვდები, რომლებიც გამოჰქონდა. ის ძლიერია. თორნიკეზე ძლიერი, რადგან თორნიკე ავადმყოფია. მისი ფსიქიკა ჯანსაღი არ არის და ეს ჩვენ ვიცით. მისი ეს ავადმყოფური ეჭვიანობაც კი არ არის სიყვარულის დამსახურება. მე არ მჯერა, რომ უყვარს თამთა. მართალია, კი აღიარა, კი დაეყო და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც.. ბევრჯერ შეეშალა.
კიდევ ბევრი რამსი თქმა მინდა. ჩემს საყვარელ მომეტებს გეტყვი ;დდდდ იმედია შემოხვალ და ამ კომენტარებს წაიკითხავ! და დაწერ! ბევრჯერ!
ის მომენტი ძალიან მიყვარს, თორნიკე რომ ეუბნება, იცოდე უპასუხოდ არ დარჩენილაო... მანდ მისი ადამიანობა, რომელსაც მალავს,მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ არ გააჩნია, ან გააჩნია და ძალიან მცირე დოზით, გამოჩნდა. "შენ პირადი ცხოვრებაც გაქვს?!" ეს რომ უთხრა.... მოვკვდიი ;დდდდ ველური! და კიდევ ძღვენების აღმოფხვრას ვაპირებო ;დდდდ ტიპი ვერააა ;დდდდდდ
აუ, მაინც მაქვს მის მიმართ სიმპათიები. მომეწონა საოცრად....საოცრად მისი ტიპაჟი. მადლობა, რომ დაწერე. სხვებსაც ჩავუჯდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent