შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული 11


9-03-2016, 20:03
ავტორი gijka13
ნანახია 1 856

გაზაფხულის სიო სახეზე ნაზად მელამუნება და წითურ თმას მიწეწავს... გავყურებ მთებს, რომლებიც გოლიათებივით ჩამწკრივებულან, თითქოს მტრების ჯინზე კიდევ უფრო ამაყად უჭირავთ თავიო. სასწაულია რაჭის მიდამოები გაზაფხულზე, მაშინ როცა აყვავებას იწყებს ნუში და ტყემალი. საოცარი სურნელი იფრქვევა ირგვლივ. სოფელში დასასვენებლად ჩამოვედი რამდენიმე დღით, დაფიქრება მჭირდება.
- ლინდა, შენ თავისუფალი ხარ, არც კი იცი რა ბედნიერებას ფლობ.
მახსენდება მისტერ უცნაურობას სიტყვები.
მშვენივრად ვიცი რამხელა ბედნიერებასაც ვფლობ. ამდენი ხნის დაკარგულმა, შემახსენა თავი, უეცრად ახმაურდა Facebook-ის ჩათი, თითქოს გრძნობდა რომ არეული ვიყავი... მაშინვე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
- სატანისტი გახდი..? არ მჯერა.
პირველი გზავნილი ეს იყო.
- საიდან მოიტანე?
- შენი ფოტოები...
- აჰ.. გასაგებია, არა უბრალოდ მეტალს ვუსმენ და ეს ყველაფერი ხუმრობაა.
- რა არის ხუმრობა? შავი ტუჩსაცხი და ჩაშავებული თვალები?
- შენთვის ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს?
- ლინდა, მე დღეს ყველაფერს გეტყვი რაც რეალურია, შენ უბრალოდ მისმინე.
- გისმენ.
- იცი შენში ყველაზე საოცარი რა არის? თვალები, თვალები რომლებსაც დასამალი არაფერი აქვთ. ყოველთვის გამარჯვებული ადამიანის მზერა გაქვს, გამარჯვებული საკუთარ თავზე, შენ ისწავლე როგორ დადგე საკუთარ თავზე მაღლა...
ბეჭდვა დავიწყე , თუმცა შემაწყვეტინა.
- იქნებ მაცადო? ზრდილობისთვის მაინც...
აღარ გამიგრძელებია, თუმცა თავად გააგრძელა.
- ლინდა, პოკერი ძალიან ჰგავს ცხოვრებას, თუ ხელში ცუდი კარტი გყავს, მოწინააღმდეგემ ეს ვერ უნდა შეგამჩნიოს, პირიქით, მაღალი ფსონი უნდა შესთავაზო, შეშინებული მოწინააღმდეგე კი, რომელსაც ხელში კაკოების პარტია უჭირავს, შეიძლება დაწვეს, იმის შიშით რომ ხელში ტუზების პოკერი გყავს... თუმცა ყოველთვის არ გაგიმართლებს. წაგებაც უნდა შეგეძლოს, მაგრამ გამარჯვებული წაგება. სწორედ ეს ჩანს შენს თვალებში.
- ეს ვიცი... შენი წასვლის შემდეგ რადიკალურად შევიცვალე.
- ვხედავ... ათეისტიც გამხდარხარ. დარვინის თეორემა აღიარებს რომ ადამიანი მაიმუნისგან შეიქმნა, მაგრამ მაიმუნი ვინ შექმნა? ფაფუ დარვინის თეორია.
- დარვინს სულაც არ ვეთანხმები, მე ღმერთის მწამს, მაგრამ ოქროს ტახტებში ჩამჯდარი ადამიანების არა, მოოქროვილი ეკლესიის გუმბათების არა... მაშინ როცა ხალხი მშიერია.
- ამაში გეთანხმები.
- ვიცი.
- მშვიდად იმას კი არ სძინავს ვისაც სინდისი სუფთა აქვს... არამედ მას ვისაც ის საერთოდ არ გააჩნია, ყოველთვის სუფთა სინდისით გეძინოს.
- ასევე...
- მიხარია რომ კარგად აზროვნებ.
- შენც ხომ ეს გინდოდა? თქვენობით ლაპარაკს აღარ ვაპირებ.
- არც ვითხოვ.
- რატომ გაგახსენდი ასე უეცრად?
- იმისთვის რომ გამხსენებოდი, ჯერ უნდა დამვიწყებოდი... ასე რომ...
- გასაგებია.
- ოცნებები თავისით არ სრულდება, მე ყოველთვის უკვდავი ვიქნები, საფლავის ქვაზე.
- ოცნებები თავისით არ სრულდება, განსაკუთრებით მაშინ როცა ჭკვიანი ხარ და ამას სხვაც ხედავს, მაგრამ საკმარისია მიზან მიმართულად გასულელდე, რომ შენს ირგვლივ იმპერია თავისით იწყებს შენებას, რა თქმა უნდა, მე კი არასდროს დავბერდები, იმიტომ რომ ჩემი გული უბერებელია, შენ კი შენი გული დიდი ხნის წინ დააბერე, მიზანმიმართულად. იმედია სწორად გამიგებ.
- რაც არ გკლავს გაძლიერებსო, მე კი ისევ მჯერა რომ გაზაფხულდება.
- რაც არ გკლავს გაძლიერებს, მაგრამ ბოლოს ყველანი მოვკვდებით და რაც არ გკლავს სწორედ ის გაწამებს სიკვდილამდე.
- მიხარია საღად მოაზროვნეს გხედავ. თუმცა ვწუხვარ, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ, გატეხილ თეფშს ვერაფერი გაამთელებს. მითუმეტეს ნდობა ქაღალდივითაა, ერთხელ თუ დაიკუჭა... მაგრამ ის რაც გავაკეთე შენს სასიკეთოდ, ამიტომ არაფერს ვნანობ.
- სწორედ ეს კითხვა მაწუხებს... ამდენი ტყუილის შემდეგ... მაინც არ დამიკარგავს ნდობა.
- ყველაფრისდა მიუხედავად იცი რომ შენთვის კარგი მინდოდა.. სწორედ ესაა პასუხი შენს კითხვაზე.
-თუნდაც პირიქით ყოფილიყო, შენი მადლობელი ვარ, ის ვინც ახლა ვარ შენი დამსახურებაა...
- მიხარია რომ ასე ფიქრობ, ახლა როცა ჩემნაირი შეგხვდება გზას ადვილად იპოვნი და თავიდან მოიშორებ...
- ჰო... ვახერხებ, ყველაფერი მასწავლე, მხოლოდ ერთი რამის გარდა, ისევ შარიდან შარში დავხტივარ, თუმცა უწინდელისგან განსხვავებით ახლა ეს მსიამოვნებს.
- მაინც?
- ახლაც ერთი სატანისტი მოკვლით მემუქრება, ეტყობა რომ არ იცის ვინ ვარ...
- შენ სატანას იქეთ გააქცევ, პატარა ონავარო. კარგი... ალბათ აქ ვეღარ გიპოვნი, ხან რა გიწერია ხან რა.
- არაუშავს.
- არ მიყვარს ინტერნეტი, არც აქაურობა. ცუდად ნუ მომიგონებ ოლიმპოს ქალღმერთო.
- არც ვაპირებდი მისტერ უცნაურობავ.
- გაბრიელი მქვია.
- ჩემთვის მისტერ უცნაურობა ხარ... ადიოს.
და ასე დამთავრდა დიალოგი. დავლაგდი, თავში ყველაფერი მოწესრიგდა. ჩათს დავაკვირდი და ხმამაღლა ვთქვი. " ისევ მოხვალ " და გამეღიმა.



ძველი დრო.
თავის ტკივილმა გამაღვიძა, მეგონა საუკუნე მეძინა. საოცრება... სავარძელში ტელევიზორის წინ მეძინა. ტელეფონიც ხელში მეჭირა, დავხედე და ბოლო შეტყობინება ამოვიკითხე.
" კარგი გელოდები ". გამომგზავნი ნიკით "Shavi Magia". ლამის გავგიჟდი, ეს ყველაფერი სიზმარი იყო? არა შეუძლებელია.
სალის ნომერი სწრაფად ავკრიბე და ზარი გავუშვი.
- ალო
საშინელი ბოხი ხმით მიპასუხა სალიმ.
- სალო გამოფხიზლდი დროზე.
- მოხდა რამე?
- დღეს რა რიცხვია?
- 5 სექტემბერი.
- მოიცა ახლა გავგიჟდები, მე შენთან არ მოვსულვარ?
- რას პრუტუნებ ქალო როდის?
- მოიცა შენი დეიდაშვილის დამიანის წინ შიშველი არ ვმდგარვარ ორჯერ?
- ლინდა ხომ კარგად ხარ რას ამბობ? ან დამიანის შესახებ საიდან იცი? არასდროს მიხსენებია.
- შენთან მოვდივარ.
- ახლა?
- ხო.
- კარგი გელოდები.
გაოგნებულმა სწრაფად ჩავიცვი, ის ტანსაცმელი რაც "სიზმარში" მეცვა. მშობლების ოთახთან მივირბინე და მამას დავუბარე რომ უნივერსიტეტის თაობაზე გავდიოდი და სწრაფად დავეშვი კიბეებზე, სახლიდან გასვლისთანავე რა თქმა უნდა დეჟავუმ შემაწუხა, ( დეჟავუ - ვისაც გეუცხოვათ გეტყვით, რომ ამ დროს შეგრძნება გაქვს თითქოს ის რაც ამ წუთს ხდება, უკვე მომხდარი იყო და ეს გახსოვს )
ფიქრებში გართული სალის კორპუსს მივუახლოვდი. ლიფტის კარი გავაღე და კიდევ საოცრება... ლიფტში გაბრიელმა შემასწრო.
- ფეხით ავალ...
ვთქვი და შებრუნება გადავწყვიტე.
- ლინდა.
ადგილზე გავიყინე მისი ხმის გაგონებაზე.
- გაბრიელ.
სუსტად გავიღიმე.
- ვიცი ახლა დაბნეული ხარ.
- იქნებ ლიფტიდან გამოხვიდე.
გაბრიელი გამოვიდა და საუბარი გააგრძელა .
- ვიცი რომ დაბნეული ხარ ის რაც დაგესიზმრა და ნახე ნორმალური არ არის.
- შენ ჩემი მოკვლა გინდოდა.
ვთქვი დაბალი ტონით, გაუგებარი გამომეტყველებით და ხელების ჰაერში უმისამართოდ ვიქნევით.
- ასე არ არის.
- აბა როგორ არის.
- შენ ეს დაგესიზმრა.
- თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ყველაფერი ზედმიწევნით მეორდება ესეიგი დანარჩენიც ასევე ასრულდება.
- ნატალიასთან არ წახვალ და არც მე გამიცნობ.
- მაგრამ მე უკვე გიცნობ.
- გიმეორებ... შენ ეს დაგესიზმრა, არ მინდა მსხვერპლი შენ იყო, სწორედ ამიტომ დაგესიზმრა ის საფრთხე რაც წინ გელოდა.
- თუმცა მაინც გადავრჩებოდი.
- არამგონია... ნატალია უკან არ დაიხევდა, ამიტომაც არ მინდა მასთან წახვიდე.
- მაგრამ...
- შენ საკმარისზე მეტი იცი, სიზმრისგან... არ მინდა შენი ცოდნის შესახებ ნატალიამ გაიგოს, თუ მასთან წახვალ ეს გარდაუალია, მაშინ კი თავს ნამდვილად ვეღარ დააღწევ.
- გასაგებია.
- შეხვედრა გააუქმე.
- რაღაში მჭირდება.
- ყოჩაღ, მე კი წავედი, საფრანგეთში გადავდივართ საცხოვრებლად... ცუდად ნუ მომიგონებ.
მითხრა და წავიდა. მე კი დავრჩი გაოგნებული, გაყინული, გაშტერებული. ასე ადვილად ადგა და წავიდა, ლინდა სხვას რას ელოდი, შენ ეს გესიზმრებოდა ის კი არაფერს გრძნობდა, მხოლოდ შენ გრძნობდი, მისთვის უცხო ადამიანი ხარ, მორიგი სულელი ადამიანი. ისე დამთრგუნა ამაზე ფიქრმა, რომ ცხოვრებაში პირველად ყვირილი მომინდა, სადმე შორს, მაღალ სივრცეში მთელი ხმით ყვირილი. სალომესთან ავირბინე და კარზე მთელი ძალით დავაბრახუნე, არ ვაპირებდი ამ ყველაფრის მისთვის ახსნას, მაინც ვერ გაიგებდა.
გული ამიჩქარდა, საშინლად, ავტომატურად ხელი მკერდისკენ წავიღე, თითქოს გულს ხელით დავაკავებდი და აი კიდევ... მედალიონი, ეკატერინეს ნაჩუქარი მედალიონი გულზე მეკეთა. კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაში ამოვყავი თავი, მან კი ასე დამტოვა...
სალომემ კარი გააღო.
- რა სახე გაქ გოგო?
- გაიწი შემომიშვი.
ხელით გავწიე მეგობარი.
- რა გჭირს?
- სალომე, არ ვაპირებდი შენთვის ამ ყვლაფრის ახსნას, მაგრამ რომ არ მოგიყვე გავგიჟდები, ძალიან გთხოვ მთელი გულით მომისმინე, თუ სადმე, გულის სიღრმეში ოდნავ მაინც გჯერა მაგიის ან მსგავსი რამის არ გამაწყვეტინო...
- გისმენ.
გაუგებარი სახით მითხრა სალომემ და სავარძელში ჩაეშვა.
ყველაფერი ვუამბე და მედალიონიც ვაჩვენე.
- და ასე უბრალოდ წავიდა?
- ჰო... წავიდა.
- ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავს.
- ვიცი.
- სულ შენ რატომ გემართება მსგავსი ამოუხსნელი რამეები?
- არ ვიცი.
- იქნებ იმას მივაბრალო რომ სავსე მთვარეს დაიბადე.
გაეცინა სალის, თუმცა მალევე მიხვდა რომ ხუმრობისთვის უდროო დრო იყო და ბოდიში მოიხადა.
- მაპატიე.
- არაუშავს.
- ანუ ლიცენზირებული ბაბაიაგა ხარ და ეს ყველაფერი სიზმრისგან ისწავლე.
- გეყოს.
- სერიოზულად გეკითხები.
- ბაბაიაგა სულაც არ ვარ...
- აბა მაგი?
- არც ერთი და არც მეორე.
- ამბობენ ჯადოქრები მოსწავლეებს სახელებს არქმევენო... შენ?
- არ დაურქმევია.
ვთქვი და ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა. გავხსენი, ნომერი ჩაწერილი აღარ იყო, მაგრამ ვიცანი. წავიკითხე.
- მაგნიკა.
- ?
კითხვის ნიშანი გავუგზავნე.
- მაგნიკა გქვია.
პასუხი აღარ დამიბრუნებია, ვიცოდი არც იყო საჭირო.
- მაგნიკა დაურქმევია.
ცინიკურად გამეცინა.
- დიადი თეთრი ჯადოქარი მაგნიკა. Majestic magician magnica.
ორ ენაზე მომიხსენია ჯადოქრად და სიცილს ვერ იკავებდა.
- ინიციაცია არ ჩამიტარებია, ასე რომ ჯადოქარი არ ვარ.
- ეგ რაღაა?
- ინიციაცია?
- ჰო...
- ნათლობა, როცა ჯადოქრები საკუთარი სახელით ჯადოქრად გნათლავენ.
- და ეს საიდან იცი?
დავფიქრდი... საიდან ვიცოდი? დამესიზმრა თუ...
- არ ვიცი...
- აუ აღმოჩენა ხარ. ყავა გინდა?
- ნალექიანი არ გაქვს და ჯანდაბას იყოს უნალექო.
- სახლში ვანგა მყავს. ეგ საიდანღა იცი?
- სიზმრისგან მახსოვს.
- კიდევ რა გახსოვს?
- ის რომ სიცხის გამო გახდა არ უნდა დავიწყო კარებიდანვე, დღეს შენი დეიდაშვილი გესტუმრება.
- აუ ვანგა ხარ თუ ლელა კაკულია არვი მარა მაგრად მაბნევ დაო.
- ვიცი... ვიცი...
ვთქვი და საკუთარ თავზე გამეცინა.
მისტერ უცნაურობაც მაშინ გაქრა.

* * *
ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა, თუმცა ასე მალე აღარც ველოდი.
- მარტოობის..?
ამოვიკითხე გზავნილი.
- ვერ მიგიხვდი.
- საკუთარ თავზე გამარჯვება ხშირად მარტოობით მთავრდება, რა საჭიროა ისეთი გამარჯვება თუ ბოლოს ყველასგან მიტოვებული უნდა დარჩე?
- მე მომწონს მარტოობა.
- გააჩნია მარტოობას რა მხრივ გულისხმობ.
- ყველანაირად, მომწონს როცა მარტო ვარ, ყველასგან შორს, ოჯახის წევრებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ხანდახან მირჩევნია მათგანაც შორს ვიყო.
- ვცდებოდი... ლამაზი თვალების გარდა არაფერი გაგაჩნია.
ეს რომ ადრე ეთქვა გავბრაზდებოდი. ადრე ხო აი იმ სიზმარში.
- ჰო? მე კიდევ სულ სხვანაირად მგონია. ადრე შენს კრიტიკაზე ვბრაზდებოდი, მაგრამ ახლა მეცინება... არა იმიტო რომ დაგცინი, უბრალოდ მე უკეთ ვიცი რა გამაჩნია... ერთი კითხვა მაქვს ყოვლის შემძლე დრუიდო... რისი გეშინია ყველაზე მეტად..?
- შიშს უცოდინრობა იწვევს, გეშინია იმის რაც არ იცი... შესაბამისად... სიკვდილის არ შეგეშინდეს, ის თავად არის შიში, მოვა დრო და ყველას გაუღიმებს და რა თქმა უნდა ჩვენც...
- გეთანხმები მაგრამ პატარა დეტალს ჩავასწორებ... შიშს მომავლის არ ცოდნა იწვევს... და მაინც არ მიპასუხე გულწრფელად.
- რავიცი, თუ ამისგან დამიცავ, გეტყვი რომ კოღოების მეშინია...
- მე კი მგონია სულ სხვა რამის გეშინია...
- რისი მეშინია?
- რა საჭიროა იმის თქმა რაც მშვენივრად იცი... პასუხი შენშია...
- სისულელეა, არაფისაც არ მეშინია.
- მშვენიერი ხერხია შიშის შესამსუბუქებლად თავს შეუძახო, რომ არ გეშინია, თუმცა ამით მას ვერ გააქრობ. შიშს მხოლოდ ფიქრის შეწყვეტა ამარცხებს, რაც შეუძლებელია. თუ რა თქმა უნდა მედიტაციას არ ჩავთვლით.
- ჩერნობილის ვირთხა...
- მისი გშინია თუ მე მიწოდებ?
- შენ გიწოდებ.
- შეურაწყოფა შეურაწყოფს შეურაწმყოფელს... არ გესწავლება...
- ხომ იცი რომ გეხუმრე და ისიც იცი რას ვფიქრობ შენზე.
- სერიოზულად არც მიმიღია... შენ იცი რას ვფიქრობ შენზე?
- არა, მითხარი.
ვიცოდი ჩემი ეს გზავნილი გააღიზიანდებდა და ისიც ვიცოდი რას მიპასუხებდა.
- ადამიანებზე წარმოდგენას აღარ ვიქმნი, ამით შეცდომათა ალბათობა მცირეა, თუმცა ხარისხდებიან პლიუსად და მინუსად... შენ მშვენივრად იცი რას ვფიქრობდი შენზე და რომელ მათგანში ხარ.
- არცერთში არ ვარ, მათემატიკური ელემენტი არ გავხდები, ამას სილის გაწნა სჯობდა...
- როგორ მომწონს როცა წინასწარ ვიცი რა ნაბიჯს გადადგამ.
- ახლა თუ ხვდები რომ ზედ დაგადგამ? მორჩა, ლამაზი თვალებიც დაგექვითა...
- ჰო? არ მგონია და მოეშვი ჩემს თვალებს, მჭირდება.
- არ გისმენ ბლა ბლა ბლა
- და კიდევ ბლაა
- რა საყვარელი ხარ, შენი მსგავსი მშვენიერება არ მინახავს, თუ რა თქმა უნდა ჩემს თავს არ ჩავთვლით.
- მადლობთ, რა თქმა უნდა ყველა საკუთარ თავს აყენებს პირველ ადგილზე შენი მომდევნო ნაბიჯი ის იქნება რომ იტყვი " ჯანდაბა მე ყველა არ ვარ ".
- მაგრამ მაინც სხვა სახელი შეგეფერება... მაგალითად ჯილდა.
ძაღლის სახელი მომიგდო... ეგონა ამით გამაბრაზებდა.
- ჰო? შეიძლება მაგრამ მშობლებმა ლინდა დამარქვეს, როგორ ფიქრობ ცუდი გემოვნება აქვთ?
- თუ შენ შემოგხედავ... არამგონია.
- მადლობთ.
- დროს რატომ ფლანგავ?
- მალე გაზაფხულდება...
- ისევ გაზაფხულდება ჩვენს ქუჩებში, მაშინ როცა ზამთარია.


ბოდიშიით, სოფელში ვარ და თან მოვლენებიც ნელა ვითარდება, მაპატიეთ. მიყვარხართ, გკოცნიით ბაბაიაგა მაგნიკა.
P.S ძალიან მინდა messenger-ის screen-ები გაჩვენოთ, მაგრამ ტელეთინ ვტვირთავ და სამწუხაროდ ვერ ვართავ თან ფოტოს, არ ვიცი რატომ.



№1  offline წევრი θεοδώρα

Dzalian momwons...sheetsade me dadora

 


№2 სტუმარი A

Male dade ra shemdegi dzalian momwons da dzalian veli. Magaria

 


№3 სტუმარი A

მალე გააგრძელე გთხოვ რა. ძალიან მომწონს ეს ისტორია და ველი მოუთმენლად შემდეგ თავს.

 


№4 სტუმარი Ucnobi

Dzalian magaria gavgozdi gagrdzele gtxov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent