შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, ჩემი ხარ! (სიცოცხლის ბოლომდე) #2


9-03-2016, 22:45
ავტორი Alpena
ნანახია 2 222

- დედაა, გთხოვ თვალები გაახილე, გთხოვ, გემუდარები... დედაა! _ ბოლო ხმაზე ვიკივლე და გამომეღვიძა. ოჰ, ისევ ღამის კოშმარი. სულმთლად ოფლში ვცურავდი, ჩემი გული კი საგულედან ამოხტომას ლამობდა. პულსის დალეგულირება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. რახან ვეღარ დავიძინებდი, ქვედა აართულზე ჩავედი და ტელევიზორთან მოვკალათდი. საინტერესო ფილმი გადიოდა და მალე ისე ჩამითრია, რომ ხმამაღლა ვაცხადებდი ჩემს კმაყოფილებასა თუ უკმაყოფილებას. ერთ-ერთ ასეთ გამოხტომას ხელი სიცილმა შეუშალა. გაკვირვებული ვუცქეროდი სიცილისგან ჩაკეცილ სხეულს; თანდათან ბრაზი მემატებოდა, მაგრამ მაინც მოთმინებით ველოდი მის დაწყნარებას.
- ბოლოს და ბოლოს მორჩები თუ არა სიცილს? _ თვალები მობეზრებულად ამოვატრიალე და ისევ დივანზე ჩამოვჯექი. ისიც გვერდზე მომიჯდა. მე მიყურებდა, მე კი ჯიუტად შევცქეროდი ტელევიზორს.
- თუ შეიძლება ასე ნუ მიყურებ _ მოთმინება დაკარგულმა სიჩუმე დავარღვიე.
- ასე როგორ? _ თან ჩემსკენ მოჩოჩდა.
- დაჟინებით.
- დაჟინებით?
- ჰო დაჟინებით, რამე გაუგებარია?
- არა არაფერი _ უკვე ისე ახლოს იჯდა სუნთქვა შემეკრა.
- ძალიან კარგი, მე ვიძინებ _ სწრაფად წამოვდექი და "ჩემს ოთახში" შევიკეტე.
ისევ ამიჩქარდა გული. "ღმერთო რა მემართება?" ხელი მფეთქავ ორგანოს ძლიერად დავაჭირე, თითქოს ამით შევაჩერებდი. ფანჯრის რაფაზე დავჯექი და ფიქრებმა გამიტაცეს შორს... ჩემს ბავშვობაში. იქ სადაც ყველანი ერთად ვიყავით. მე, თუთის ქვეშ გრძელ სკამზე ვიჯექი მშობლებს შორის და გაუჩერებლად ვტიკტიკებდი. ბებოს ახალი გამომცხვარი შოთის პურები მოჰქონდა და მაგიდაზე, ყველსა და ბაბუას მოტანილ ღვინოს შორის დგამდა. მერე ყველა ერთად, შევხაროდით ზაფხულს, ვსაუბრობდით ყველაფერზე და შევხაროდით ერთმანეთს.
ტკბილმა მოგონებებმა ღიმილი მომგვარა და რამდენიმე ცრემლიც გადმომცვივდა.
- რატომ ტირი? _ მოულოდნელობისაგან შევკივლე და ფეხზე წამოვხტი, ხელში კი ისევ იდიოტი შემრჩა.
- აქ რას აკეთებ? _ მის სიცილზე ნერვები მომეშალა _ რა გაცინებს იდიოტო, იცი როგორ შემეშინდა?
- ვიცი და ბოდიში შეშინებისთვის _ შეძლებისდაგვარად დასერიოზულდა.
- იდიოტი _ ხელი აჩქარებულ გულზე მედო და უშედეგოდ ვცდილობდი მის დაწყნარებას. "ჯანდაბა, რაღაც ამ ბოლო დროს ხშირად მიჩქარდება გული."
- კითხვაზე არ მიპასუხებ?
- ჰა, რომელ კითხვაზე?
- რატომ ტიროდი?
- სიხარულის ცრემლები იყო.
- მაშინ რა გაგიხარდა ასე ძალიან? _ არ ცხრებოდა. "უკვე ყელში ამოხვედი შენც და შენი კითხვებიც."
- შენზე ვფიქრობდი და ჩვენი ბედნიერი მომენტები წარმოვიდგინე _ მაიმუნობის ხასიათზე მოვედი და როგორც იტყვიან შანსი ხელიდან არ გავუშვი.
- მართლა?
- რათქმაუნდა არა იდიოტო _ კმაყოფილმა გადავხედე და მისი დაჭიმული სახისა და გააფთრებული თვალების შემხედვარე, ჩემი კმაყოფილება სადღაც გაქრა. წამში აღმოვჩნდი კედელს აკრული, შიშჩამდგარი თვალებით შევყურებდი და სიცოცხლის ბოლო წუთებს ვითვლიდი.
- აღარასდროს გაბედო ჩემთან ასეთი ტონით ლაპარაკი, არც კი იცი ვინ ვარ და რა შემიძლია და სიტყვებს დაუკვირდი, სანამ შენი ლამაზი ხმით გაჟღერდება და ხასიათს მომიშხამავს... მშვიდი ძილი პატარავ _ გააფთრებული თვალები სითბომ ჩაანაცვლა, ლოყაზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი და სასიამოვნოდ გამცრა.
გახევებული ვიდექი ცარიელ ოთახში, ისევ კედელზე აკრული და მომხდარის გაანალიზებას ვცდილობდი. ვიხსენებდი ყოველ დეტალს და ჟრუანტელი მივლიდა. ბოლოს აღარაფრის თავი მქონდა, ემოციებისგან დაღლილს მალევე ჩამეძინა.

* * *

ამჯერად კოშმარმა კი არა მზის სხივებმა გამაღვიძეს. ფანჯრიდან მზის ცელქი სხივები აღწევდნენ და ოთახს ანათებდნენ. ამ სურათით გახარებულმა დილა ბედნიერმა დავიწყე. ყოველთვის ასე ვარ, ჩემი ხასითი ძირითადად ამინდზეა დამოკიდებული. უკვე მოწესრიგებული კიბეებს ჩავუყევი.
- ოჰ, დაგვდეთ პატივი? _ ისევ ირონია.
- კარგ ხასიათს ნუ მიფუჭებთ.
- მე ბოდიში.
- შენთან საჩხუბრად კი არა სალაპარაკოდ ჩამოვედი. მაინტერესებს, რატომ ვარ სრულიად უცხო ადამიანთან ამ მიყრუებულ ადგილას?
- პირველ რიგში ჩამოჯექი და რასაც გეტყვი ყურადღებით მომისმინე. დავიწყოთ იქიდან, რომმე თითქმის 1თვეა გითვალთვალებ, შენი ყველა ნაბიჯი გავარკვიე, გავიგე სად, ვისთან, რა დროს დადიხარ და ასე შემდეგ. ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა, თავიდან მეგობარმა მთხოვა შენთვის მიმეხედა, რადგან ჩემნაირად არავის ენდობა და მერე უკვე ჩემი სურვილით დაგდევდი.
- რა... რა მეგობარი... შენი მეგობარი ვინ არის? _ ძლივს მოვუყარე სათქმელს თავი და მოუთმენლად მივაცქერდი.
- ჰო, აი უკვე იმ ადგილთან მივედით, რომელსაც არ ვიცი როგორ მიიღებ _ დამაკვირდა და რომ მიხვდა ჩემს მზადყოფნას განაგრძო _ მოკლედ შენ ტყუპისცალი ძმა გყავს.
ვერ აღგიღწერთ რა დამემართა. ყველაფერს მოველოდი, მაგრამ ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ძმა მყოლოდა და თურმე მყოლია და არა უბრალოდ ძმა, არამედ ტყუპი. სიხარულისგან ვხტუნავდი, ვკიოდი, ვტიროდი... ის კი ჯერ გაკვირვებული, შემდეგ კი თვითონაც გახარებული მიყურებდა.
- ახლა სად არის? _ როგორც იქნა მოვრჩი პირველ განცდებს და ჩემთვის უკვე ყველაზე სანატრელი კითხვა დავსვი.
- წუთი-წუთზე მოვა...

----------------------------------------

პირველ რიგში დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და ჩემი ნაჯღაპნი მოგწონთ. ვერც წარმოიდგენთ როგორ მახარებს თქვენი კომენტარები და ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო.
მიყვარხართ ყველა



№1  offline წევრი natia-natia

მომწონს კარგია და თავები გაზარდე რა

 


№2  offline წევრი სპენსერი

თავიდან ძაან მომეწონა მარა მერე რაღაც ბრაზილიურ-ვენესუელურ სერიალში მეგონა თავი :დდ ხო ხვდები რატაომაც )) იმედია ჩემ რჩევას გაითვალისწინებ <3 წარმათებები

 


№3 სტუმარი Barbi......

Male dade ra shemdegi. Exla wavikitxe orive tavi ertad da dzalian momewona.

 


№4 სტუმარი tako

Magaria zannn

Gtxov arcerti dge ar gamotovoo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent