13 თვე (5)
*** რა არის არა? ორი ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებული ადამიანი. ორი ადამიანი, რომელიც არც თავს უტყდება ბოლომდე მეორეს სიყვარულს, არც გარშემომყოფებს, არც იმ კონრეტულ ადამიანს. მეორე ადამიანის სუნთქვა პირველისთვის სიცოცხლისთვის აუცილებელი რომაა, და მეორესთვის ერთი გამოხედვა, ერთი გაღიმებაც კი რომ საკმარისია. ორი ერთმანეთზე გაგიჟებული ადამიანის ფიქრები მიდის სადღაც შორს, მაგრამ არა ერთმანეთის გარეშე. ეს რაღაცა მაღალ გორას გავს სადაც ადიხარ, ადიხარ და უკან გამოიხედები და აჩრდილივით მოგყვება შენი მეორე ნახევარი. მასზე ფიქრები სულ თან დაგდევს და ზოგჯერ ესეც საკმარისია, რომ შენს სიყვარულს ფიქრებში მაინც შეეხო.. ალბათ, აი ეს არის გულწრფელი სიყვარულის ერთ-ერთი სახე, რომელიც პირდაპირ სიგიჟეების დასაწყისია.. *** ოთახში გასულ სესილიას დათა ისე დახვდა, ვითომ არაფერი მომხდარა. არა, შეიძლება დათასთვის არაფერი მომხდარა,მაგრამ სესილიასთვის გადატრიალება მოხდა. ანკა უკვე კარგად ნასვამი იყო და დედ-მამას მისტიროდა, გაგიფრინდათ ჩიტიო, უჩემოდ რა გეშველებათ ვინ მოგიშლით ნერვებსო. -ყავას ან ჩაის ხომ არ მიირთმევთ?-იკითხა სესილიამ. როცა მიიღო პასუხი სამზარეულოსკენ გავიდა. ჩაიდანი გაზქურაზე შემოდო და თვითონ ნამცხვრის დაჭრა დაიწყო. -მოგეხმარები..-უცებ დანა ხელიდან გაუვარდა, როცა დათას ხმა გაიგო. -აარა.. იყოს.. შენც გინდა ხომ ყავა? -კი მინდა, მაგრამ ამდენ ყავას როგორ გაიტან? რამდენ წრეზე აპირებდი წასვლას,-გაეცინა დათას და კარადასთან მივიდა. ხელით ანიშნა ფინჯნები საით დევსო და სათითაოდ ჩამოაწყო ფინჯნები კარადის ბოლო თაროდან. -ამ ფინჯნების ჩამოღებას როგორ აპირებდი?-იკითხა დათამ. -ბატონო?-ვერ გაიგო შეკითხვა სესილიამ. -ამ ფინჯნების ჩამოღებას როგორ აპირებდი, ძალიან მაღლაა თარო..! -შენ რა მე დაბალი გგონივარ?-გაბრაზდა სესილია. -მგონიხარ არა. -კაი, რა! მე თუ დაბალი ვარ მაშინ შენ უმაღლესი ყოფილხარ, რა იყო წყალს გისხავდნენ?-გაიცინა სესილიამ. გაეცინა დათასაც და აღარაფერი უპასუხა. -ვუაიმე, ჩემო გოლუბაჩკები!-რვიანების ხაზვით შემოვიდა ანკა ირაკლიზე აკიდებული. სესილიამ არ შეიმჩნია ანკას ნათქვამი, გულში კი დაემუქრა რომ თმებს დააწიწკნიდა. -მოკლედ, ძმაო და რძლის დაო და ჩემო შვილიკოვ გადავწყვიტეთ უკვე ქორწილის თარიღი!-ხმამაღლა თქვა ირაკლიმ. -როდის?-ერთდროულად ჰკითხეს დათამ და სესილიმ. -დათა, ნუ ნერვიულობ იქამდე ასჯერ წახვალ და ასჯერ წამოხვალ! აი, ჩემი შვილი რო გახდება სრულწლოვანი მაშინ რა. აბა, ამას არავის მისცემს უფლებას არასრულწლოვანმა ხელი მოაწეროს ან მონაწილეობა მიიღოს ჯვრისწერაში!-უთხრა ირაკლიმ და ლოყაზე უჩქმიტა სესილიას. დათას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. არა კი იცოდა, რომ სესილია ანკას უახლოესი დაქალი იყო, მაგრამ მეჯვარე? ეს ხომ ნათესაობა იყო დათასთან! -როდის გაქვს დაბადების დღე?-ხმა გაბზარულმა იკითხა დათამ. -სექტემბერში,-მოჩვენებითი სიმშვიდით უპასუხა სესილიამ. დათამ ამოისუნთქა..სექტემბრამდე დიდი დრო იყო.. რაღაც აუცილებლად მოხდებოდა.. ან ისე იქნებოდა ან ასე.. დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველაფერს ზუსტად განახებს. დრო მოგიტანს ბედნიერებას ან პირიქით.. დამშვიდდა, ადამიანური ფერი დაუბრუნდა სახეზე. -იქნებ რომელიმემ გადგმოდგათ ჩაიდანი და ყავას მიხედოთ? ტვინი წაიღო უკვე!-დაიწუწუნა ანკამ. დათა მაშინვე გაემართა გაზქურისკენ და არიების მომღერალი ჩაიდანი გვერდზე გადმოდო. სესილიამ ლამაზად დააწყო ნამცხვრები თეფშებზე და ირაკლის და ანკას გაატანინა სტუმრებთან, თვითონ კი მაცივრიდან გამოიღო მამამისისთვის შეკვეთილი ტორტი სანთლებიც ჩაარჭო და დათას გახედა. -შეგიძლია დამეხმარო? აი, მისაღებში რომ ჩამრთველია ისინი გამორთე და მეც გამოვალ. უბრალოდ, ანკა და დედაჩემი გააფრთხილე რომ სიმღერა დაიწყონ!-სთხოვა სესილიმ. დათა მაშინვე გავიდა ოთახიდან, უკან დაბრუნებულმა კი სანთლები აანთო და სესილიას წინ გაუძღვა. ოთახში შესულმა სესილიამ მაშინვე სიმღერა დაიწყო, რომელსაც ანკას საოცარი ხმა შეეგება, რომელიც ვირის ყროყინს უფრო წააგავდა. გივი გახარებული წამოდგა მაგიდიდან და შვილს შეეგება, რომელიც სიყვარულით აღსავსე თვალებით უყურებდა მამას. -მა, ჩაიფიქრე სურვილი რა..!-გივიმაც არ დააყოვნა რამდენიმე წამი უყურა ანთებულ სანთლებს და ისინიც ჩააქრო. ანკა სანთლების ჩაქრობას, მაშინვე ოვაციებითა და ტაშებით შეხვდა, კიდევ ერთხელ გაიქცა გივისკენ მიულოცა დაბადების დღე და სესილიას გაჰყვა სამზარეულოში. -მიკადრე ლოთო?-გაეცინა სესილიას. -გიკადრე გოგო, მაგრამ შენ და დათა ისე ჟღურტულებდით მე და ირაკლი ვფიქრობდით შემოვსულიყავით თუ არა!-თქვა ანკამ და გაუცინა მეგობარს. -აუ, რას ბოდავ? რატომ გაწუხებს ხოლმე ასეთი აზრები..!-გაუბრაზდა სესილია. -კარგი, შენ კიდევ რას მაჩვენებ თავს ვითომ არაფერი?-იწყინა ანკამ,-ალიო! ანკა ვარ მე ანკა! შენი სიყრმის დაქალი, როგორც შენ იტყოდი. სულ გადაგვარდი იცი? ამ აბიტურიენტობამ იმედია დროებითი დაღი დაასვა შენს მეტყველებას! -ანკა, არც გათხოვება გიშველის შენ და არც არაფერი რა..!-გაიცინა სესილიამ და ტორტის დაჭღა დაიწყო. ანკამ და სესილიამ ტორტი და ყავები გაიტანეს მისაღებში და იქვე დასკუპდნენ. გივის და კაცებს გამოეჭირათ ირაკლი და დათა და სადღეგრძელოებს ამბობდნენ. -აუ, დაიწყო ეხლა გივიკომ თავისებურები რა,-გაეცინა სესილიას. -არც მამაჩემი ჩამოუვარდება. ბოლოს და ბოლოს ნახე რა თავაწეული დგას სიძის გვერდით. ჩემზე მეტად უყვარს მგონი და ეამაყება ირაკლი,-ფხუკუნი დაიწყო ანკამ. -ახლა კი მინდა ჩემო გივი, გიდღეგრძელო შენი უფრო ქალიშვილი,ალავერდი დათასთან ვარ, ჩემს უფროს ვაჟთან.-დაიწყო ნუგზარდა, ირაკლის და დათას მამამ სადღეგრძელოს თქმას,გოგოებმა კი ყურები ცქვიტეს - სასწაული გოგონა გყავს გივი! ლამაზი, კარგად აღზრდილი, ალბათ ბევრი მამა და დედა რომ ინატრებს ასეთ შვილსა და რძალს ისეთი. დაგილოცავ, სულ გამარჯვების გზაზე გევლოს სესილია.!და რაც მთავარია კარგი ბედ-იღბალი,-უთხრა ნუგზარმა ღიმილით სესილიას და ღვინო გადაკრა, შემდეგ კი დათას გახედა, რომელიც ერთ წერტილს მიშტერებოდა. -ბატონო გივი, დაგილოცავთ სესილიას. სულ ცოტახანია რაც ვიცნობ, მაგრამ თქვენი შვილი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. უბრალოდ, ვისურვებდი ის ბავშვური სილაღე და ის თავისუფლება ბოლომდე შემორჩენოდეს. ცოტაა სესილიასნაირი გოგო.. მართლაც, რომ განსაკუთრებული შვილი გყავთ, ნამდვილად საამაყო.. ღმერთმა ისე ქნას, რომ შენს გვერდზე ღირსეული მეორე ნახევარი ვნახოთ. ადამიანი, რომელიც დაგაფასებს ისეთს როგორიც ხარ და ეყვარები იმაზე მეტად ვიდრე გამოგონილ პერსონაჟეს უყვარდათ..ყველა დასახული მიზანი განგეხორციელებინოს..-დათამ სესილიას გახედა ზედმეტად სერიოზული სახით. აი, იმ სახით სესილიას, რომ ეშინოდა თავიდან და ერთი ამოსუნთქვით დალია. რაღაცნაირად იგრძნო სესილიამ თავი, რას ნიშნავდა დათას სიტყვები მისთვის. დაბნეული იყო.. ძალიან დაბნეული და არ იცოდა ეს ღიმილიც კი, რომელიც აკრული ჰქონდა მოეშორებინა თუ არა. ანკამ მაშინვე ხელი დაავლო სესილიას და ოთახში გაიყვანა. -აუ, გაიგე? ძაან შოკში ვარ! ჩემი მაზლი ნახე რა..!-დაიწყო ცეკვა ანკამ. -რა გავიგე ანკა? რა თქვა ახლა განსაკუთრებული. შენი ქმარი ალაპარაკე იგივეს იტყვის..!-გაუბრაზდა დაქალს. -რა იყო სიყვარულისთვის არ გცხელა დაო ჩემო?-უთხრა სესილიას ანკამ და თვალები აათამაშა. -რა სიყვარული?შენ ჯანმრთელად ხარ?-კინაღამ დაიკივლა სესილიამ. -ხო, თუმცა გამახსენდა შენ ხომ აბარებ წელს, აბიტურიენტს მძიმე ცხოვრება აქვს, თან არც შეყავრებული გყოლია, გამოცდილება არ გაქვს ბიჭებთან ურთიერთობის და საოცარი კომპლექსები გაგიჩინა! -და აი ვაფშე დათასთან რატო აკავშირებ სიყვარულს?! -ხო, დათაზე რო ვილაპარაკოთ შენზე ბევრად უფროსია და რა იყო ბარიერია ეგ შენთვის? -ანკა, გაჩუმდი იცოდე! ძალიან სისულელეებს ლაპარაკობ..! შენ იცი რომ არც ასაკი და არც მსგავსი რაღაცა არ მაწუხებს! და ყველაზე კარგად შენ იცი ჩემი პირადი ცხოვრება. ნუ მეუბნები ასეთ რაღაცებს.! შეიძლება მე დათასადმი მაქვს სიმპათია, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და თუ რამე იქნება არ გამოგაპარებ პირობას გაძლევ!-უთხრა გაბრაზებულმა ანკას და კარები გამოგლიჯა და აივანზე გავარდა. როგორ შველოდა ცივი ჰაერი, როგორ ამშვიდებდა გაცხარებულ გულს. იქნებ ანკა მართალი იყო? არა, დათას გამოჩენამდე ნამდვილად მართალი იყო. სესილია მთელი ცხოვრება განათლებაზე და კარიერაზე ფიქრობდა და ზუსტად ამიტომ, იშორებდა ყველა თაყვანისმცემელს. მაგრამ დათას გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. უკვე არც ზედმეტად კარიერაზე ფიქრობდა. არა, როგორ არ უნდოდა მშობლები გაეხარებინა და კარგად ჩაებარებინა უნივერსიტეტში, მაგრამ დათას გამოჩენამ იმდენად აურია ყველაფერი, რომ მასთან ერთად რომ ყოფილიყო ამ ყველაფერს დააბალასებდა. ასაკიც კი არ იყო მისთვის რაიმე ბაიერი. ანდა საერთოდ რატომ დაიწყო ანკამ ამაზე ლაპარაკი? რა გრძელი ენა აქვს ამ გოგოს რა! -სესო, რა გჭირს?- ირაკლი გავიდა მასთან,-ანკამ გაგაბრაზა ხო? -შენ რა იცი? -მითხრა, ბევრი ვეტლიკინეო,-გაეცინა ირაკლის და ხელი გადახვია სესილიას. -არაუშავს იკო, ანკაა რა.. არ მწყენია არაფერი და არც გავბრაზებულვარ უბრალოდ ძალიან დატვირთული დღე იყო და ცოტა დავიღალე.. -სესო, ხომ იცი რა მაგარი გოგო ხარ? აი, ძალიან მაგარი! არ ინერვიულო რა არაფერზე.. ჩააბარებ ტო..! თან როგორ იცი? ყველას რო გაგვაგიჟებ, აი, ეგრე! იცი დათა რას მეუბნებოდა? როგორი სუფთა და კარგიაო.. ამიტომაც მიყვარხარ ასე ძალიან და დარწმუნებული ვარ დათასაც უყვარხარ.. ჩვენი პატარა დაიკო ხარ, სესოოოოოოო..-გაწელა ბოლო ასოები ირაკლიმ და უფრო მეტად ჩაეხუტა სესილიას. ცოტახანს კიდევ იდგნენ გარეთ, მერე კი მისაღებში შევიდნენ სტუმრებთან. დიდხანს გაგრძელდა გივის დაბადების დღე, სტუმრები გვიან დაიშალენენ. ანკა კი სესილიასთან დარჩა მივეხმარები ნინოს და სესილიასო. დილამდე ალაგებდნენ სახლს, დარეცხეს ჭურჭელი და ყველაფერი თავის ადგილას დააბინავეს. გამთენიისას კი, გათიშულებს დაეძინათ. *** გვიან გამოვიდა გაკვეთილიდან და რადგანაც გაზაფხულის მშვიდი საღამო იყო სახლამდე გასეირნება გადაწყვიტა. უკვე თბილოდა, აი, ისეთი ამინდი იყო სასეირნო. რადგანაც შუა ღამე იყო არც ხმაური იყო და არც რია-რია თბილისის ქუჩებს რომ შეეფერება. სახლამდე მაღაზიაში შეიარა ბევრი შოკოლადები იყიდა თავისთვის და ნუციკოსთვის და სახლისკენ გაუხვის. სადარბაზოში შევიდა თუ არა ადგილზე შეხტა: -არ ეშვები ხო ღამის სეირნობებს?-ცივად უთხრა დათამ და სიბნელიდან გამოვიდა. -როგორ შემაშინე!-გულზე ხელი დაიდო სესილიამ,- აქ რა გინდა? -რავიცი, სანახავად გამოგიარე სანახავად,-მშვიდად უპასუხა დათამ. -ვერ დამირეკე? იცი, როგორ შემეშინდა..-შედარებით დამშვიდებულმა უპასუხა სესილიამ. -არც მიფიქრია დარეკვა. რატომ დაგტოვა იმ ქალმა ასე გვიანობამდე?-ჰკითხა დათამ და სადარბაზოს კედელს მიეყრდნო. -ქალმა? რა იცი, რომ ქალია,-დაფიქრა სესილია. ერთადერთი ქალი მასწავლებელი ჰყავდა და რა იცოდა დათამ ვისთან, რომელ გაკვეთილზე იყო. -მე ყველაფერი ვიცი,-გაიღიმა დათამ,-მანანა მერკვილაძე-ქართული, ოთარ ჯანგებაშვილი-მათემატიკა,უნარები; ნუ იმ ტიპის სახელი არ მახოსვს ინგლისური ენდრიუ თუ რაღაცა ეგეთი,-მშიდად ჩამოუთვალა მასწავლებლები. სესილიამ პირი დააღო, აღარ იცოდა რა ექნა. ეს ბიჭი ისეთ გაურკვევლობაში აგდებდა. -ისა.. დათა, ამოდი სახლში. ყავა ან ჩაი რავიცი რაც გაგიხარდება..-ძლივს ამოილუღლუღა. -ეგ არ გამიხარდება მე, სხვა რაღაცა გამიხარდება,-უთხრა და მისკენ გაიწინა. ხელები ფართოდ გაშალა და პატარა გოგო ჩაიხუტა. თავი მის კისერში ჩარგო დათამ და ღრმად შეისუნთქა სესილიას კანის სურნელი. -ბავშვის სუნი გაქვს,-უჩურჩულა ყურში. როგორც კი ყურებთან ცხელი ტუჩები იგრძნო სესილიამ მაშინვე აკანკალდა და მომენტალურად გაიყინა. დათამ კისერში აკოცა და გაიწია. -ახლა კი ადი სახლში,-მშვიდად უთხრა და სიგარეტი ამოიღო. -დათა, მთვრალი ხარ?-ძლივს ამოიღო ხმა სესილიამ. -მთვრალი არა, ნა-სვა-მი!-დაუმარცვლა დათამ და გამოიწია კიბეებსგან, რომ გაეტარებინა სესილია,-ადი რა სახლში.. -ფრთხილად მიდი სახლამდე,- უთხრა აღელვებულმა გოგომ და კიბეებზე ავიდა. -ჭკვიანად,პატარავ. როგორ ავიდა სახლამდე, როგორ მიესალმა ოჯახის წევრებს და როგორ შევიდა ოთახში და საწოლზე დაჯდა არ ახსოვს. ეს რა იყო? ნუ, ზოოპარკს ხო გრძნობს ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ტორნადო და ქარიშხალი რომ უვლის თავიდან კოჭებამდე ეს რაღაც ახალია.! აგიჟებს ეს ბიჭი ამ პატარა გოგოს. აცადოს ჩაბარება მაინც, თორემ ვეღარ მეცადინეობს.. გათიშული შევიდა აბაზანაში გადაივლო და უხმოდ შეწვა ლოგინში. ცოტა იფიქრა რაზე უნდა ეფიქრა კი მაგრამ? ყველაფერზე ერთად ფიქრობდა. თითოეულ მოქმედებაზე, რაც მის თავს ხდებოდა და ამ ფიქრებში დაეძინა. ტელეფონის ბღუილმა გააღვიძა. არ ჩერდებოდა ტელეფონი, ბღუოდა და ბღუოდა. ტელეფონს დახედა და 4 საათი იყო დაწყებული. ვინ დაურეკავდა ამ დროს თუ არა ანკა?!(ეგეც საკითხავია მარტო ანკა დაურეკავდა თუ არა). -რა გინდა ანკა?-ნამძინარევი ხმით უპასუხა მეგობარს. -აუ, სესოოო,-ტიროდა ანკა,-ადექი რააა.. გამოგივლით მე და ირაკლი.. -რა მოხდა ანკა? რა გატირებს?-გამოფხიზლდა ეგრევე სესილია. -დათას მანქანა დაეჯახა..-ამის თქმა იყო და სესილიას კივილი ერთი. სასწრაფოდ ჩაიცვა ტანსაცმელი და მშობლებს წერილი დაუტოვა, სადაც მიდიოდა. არ უნდოდა გაეღვიძებინა. მაშინვე ქვემოთ ჩავიდა. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა ჰკითხა ირაკლის და ანკას: -რა მოხდა? -ნასვამი იყო და მანქანამ დაარტყა.-უპასუხა ირაკლიმ. „ნასვამი?! ჩემგან რომ წავიდა, ნეტა, მაშინ? ვაიმე..“ საავადმყოფოში მისულებს ირაკლის მშობლები და კოტოშა დახვდნენ, რომლებიც ექიმს ელოდებოდნენ. დათას ოპერაცია უტარდებოდა. ისე გავიდა 1 საათი, თითქოს საუკუნე გასულიყოს. ყველაზე საშინელი ერთი საათი იყო, რაც კი ოდესმე გასულა! -დავით ჯანხოთელის ახლობლები რომლები ხართ?-იკითხა საოპერაციოდან გამოსულმა ექიმმა. -ჩვენ,-მაშინვე წამოხტა ნუგზარი ფეხზე,-რა ხდება? როგორ არის? -მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ტვინის შერყევა აქვს. რამდენიმე დღე სტაციონარში დატოვება მოგვიწევს,-უთხრა ექიმმა,-ხო, რაც შეეხება ნახვას. პაციენტი ნარკოზის ქვეშ არის და, როცა გამოფხილზდება მაშინ შეძლებთ მის ნახვას.-დაასრულა ექიმმა და ნუგზართან ერთად თავის კაბინეტში წავიდა. ღმერთს მადლობას ეუბნებოდნენ დათას გადარჩენისთვის. ექიმის კაბინეტიდან გამოსულმა ნუგზარმა უფრო მეტად დაამშიდა ანერვიულებული ოჯახის წევრები და მეგობრები. -ჰო, მართლა. ექიმმა თქვა ბოდავდა „პატარა, პატარაო“ და ეკუშ, შვილი გყავს ვინმე მესამე თუ რა ხდება ჩვენს თავს?-გაიცინა ნუგზარმა და მეუღლეს სიყვარულით ანთებული თვალებით შეხედა. *** ველოდები შეფასებებს :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.