შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი დაქალის გვერდით... (სრულიად) (თ.ჯ)

10-03-2016, 00:32
ავტორი თამუნა
ნანახია 3 873

გიჟი დაქალის გვერდით... (სრულიად) (თ.ჯ)
__შენ გგონია ვერ გნახავ, რას მაშინებ?! მართალია დღეს პირველად გხვდები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მეც შენნაირი გიჟი ვარ, მე ჩემნაირი გიჟი ვარ, შენ შენნაირი, გესმის?!
__არა, არ გისმენ..._არასასიამოვნოდ ჩამესმოდა ზოგჯერ მისი ხუმრობები, მისი რა ჩემი საუკეთესო მეგობრის, რომელსაც დიდი ხანია მეგობრად ვთვლიდი, თან საუკეთესო მეგობრად, თუმცა დღეს პირველად ვაპირებდი მის ნახვას, უფრო სწორედ კიდევ ერთხელ ვგეგმავდით შეხვედრას, რომელიც უნდა შემდგარიყო...
__კარგი, რა, რამე მოხდა?! გეწყინა რამე?
__არა არ მეწყინა სალ, ვიცი რომ უნდა გნახო, უბრალოდ გიჟი არ დამიძახო, თორემ დავიახსოვრებ და დავიჯერებ..._ღიმილით დავასრულე ბოლო სიტყვა და ვაგრძნობინე, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, ან არც იყო ხუმრობა, ეს უკვე მისი გადასაწყვეტი იყო და არა ჩემი...
__სასაცილო ხარ, ზოგჯერ, ზოგჯერ კი ბუზღუნა, ნამდვილი ბუზღუნა...
__როგორც ჩანს გაგაბრაზე ქალბატონო, იცოდე დღეის შემდეგ ჩვენი პირველი შეხვედრა აღარ შედგება, ან ახლა ან არასდროს...
__გაგლახავ...
__გასაგებია, უნდა გავთიშო, გზაში ვარ უკვე, ლექციაზე მაგვიანდება, იცოდე არ დამირეკო 12 _მდე, 12 ზე ლექცია დასრულდება და გნახავ სადმე სალიტა, ან ვეცდები, რომ რამე მოვიფიქრო და მალე გამოვიპარო...
__კარგი, მეც მაგ დროს მოვალ, უნივერსიტეტთან შეგხვდები...
__ვსო ვთიშავ...
__გიჟო!
.................................................................................................................................................................
არ ვიცი მე რატომ ვღელავდი მისი ნახვისას ან ის რატომ არ ღელავდა ან რატომ არ ელოდა ჩემს ნახვას, ერთი რაღაც მაეჭვებდა, ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა ეთქვა ჩემთვის, რაღაც მნიშვნელოვანი, თუმცა რა, რატომ, ამას ვერ ვხვდებოდი, მართლა ვერ ვხვდებოდი, ან რატომ არ მეუბნებოდა მობილურში, არ ვიცი, მთავარია არ დამაგვიანდეს ირაკლის ლექციაზე, თორემ... ვიცი რომ მერე ვეღარ ვნახავ სალოს, დროა ჯერ ლექციას დავესწრო იმედია მალე გამოგვიშვებს.
ერთი საათიც არ იყო გასული ლექციის დაწყებიდან, როცა სალომ დამირეკა, რადგან მისი სახელი დაეწერა ჩემს მობილურზე ვერ გავთიშე, პირველად ჩემს ცხოვრებაში ვუპასუხე ზარს ლექციაზე, რომელიც საშინლად მკაცრი ლექტორის ლექცია იყო, და თან მე პირველ მერხზე ვიჯექი...
__სალ ლექციაზე ვარ... 12 ზე დაგირეკავ...
__მეც მანდ ვიქნები 12_ისთვის..._მითხრა და გავთიშე.
ლექცია მალე ვერ დასრულდა, თუმცა ლექციებს შორის შესვენებაზე წიგნები წამოვირე ქსეროქსზე, რომ დაგვიანების მიზეზი მქონოდა...
სალომეს ნახვა ძალიან მინდოდა, მაინტერესებდა როგორი იყო ფიზიკურად, როგორი სიარულის მანერა ჰქონდა, სახის როგორი მიმიკები, და ზოგადად ყველაფერი მაინტერესებდა მასზე, ეს ის შემთხვევა იყო, როცა თავად მასთან საუბარის კი არა მხოლოდ მისი დანახვის მოლოდინი მქონდა... საშინელი, ამაღლვებელი მოლოდინი...
__სალ სად ხარ?_დავურეკე და პასუხს მოუთმენლად ველოდი.
__მოსული ვარ უკვე, მალე მოვალ, 5 წუთში...
__აუ, მე კიდევ დამიმატეს და ერთი ლექცია უნდა დავრჩე შევალ, კარგი?
__ოღონდ ეს არა გთხოვ მეჩქარება... უკვე მოვედი უნივერსიტეტთან... გამო რა.
__კარგი გამოვდივარ, საითკენ ხარ?! რომელი მხრიდან?!
__ეკლესიის მხრიდან, შენ სად ხარ? რა გაცვია?
__გამოვედი...
__წითელი ქამარი გიკეთია?!
__ხო, დამინახე?! სად ხარ, მე ვერ გხედავ...
__მობრუნდი და დამინახავ...
__დაგინახე სალ.
.................................................................................................................................................................
ჩემი პირველი რეაქცია არც კი ვიცი რა იყო, ვიცოდი რომ ეს ჩემი სალო იყო თუმცა, ჩემთვის ნაცნობი მხოლოდ მისი ხმა იყო, მისი ყველა ფიქრი და აზრი, მაგრამ ფიზიკურად მისი ნახვა სხვაგვარი განცდა ყოფილა...
ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, მართალია მის შეფასებაში არ შევმცდარვარ და ისიც გიჟი იყო, ჩემსავით გიჟი, ან მასსავით გიჟი, მთავარი იყო რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და აზრი არ ჰქონდა, რა თემაზე დავიწყებდით საუბარს... თუმცა ჯერ ლექციიდან თავი უნდა დამეძვინა, მართლაც ჯერ მისი ბუზღუნა წითელი ტუჩებით დათხუპნული ლოყით შევრცხვი ლექციაზე, როცა მივბრუნდი, შემდეგ ამ უხერხულობის განსატვირთად ლექციიდან დავეთხოვე ლექტორს, და გამოვედი სალოს გასაწიწკნად...
თუმცა ვერ შევძელი...
ჩემი ბუზღუნა გიჟი გოგო, ძალიან მიყვარდა...
მოზღვავებული იუმორით გავუყევით ქუჩას, რომელიც მალე დასრულდა და ჩვენ მალე კაფე „მოწამეთაში“ შევედით...
ყავა შევუკვეთეთ, სალომ ზემოთ დავსხდეთო, თან სალაპარაკო ჰქონდა და ზემოთ დავსხედით...
__როგორც იქნა დაჯექი, რა მაღალი ხარ, ძალიან მაღალი...
__უფრო სწორედ შენ ხარ დაბალი, ბუზღუნია...
__ვიყო გიჟო...
__ნუ იცინი, ძაან ხმამაღლა ხარ...
__მერე რა რა მოხდა სალ?!
__გაგვაგდებენ...
__საიდან?!
__კაფიდან...
__არარსებობს სულელო, ეგ როგორ შეიძლება...
__შეიძლება...
ვიცი, რომ ხმამაღლა ვსაუბრობდით, და ვიცინოდით, უფრო სწორედ ეს სიცილიც არ იყო, ეს იყო სიცილის ყველაზე მაღალი ხარისხი, რაც კი მე მახსოვს ან გამიგია... მაგრამ მართლა არ ველოდი თუ ამის გამო რამე სულელური შეგვემთხვეოდა, თუმცა მხოლოდ მე არ ვიყავი დამნაშავე, ისიც ჩემზე უფრო გიჟი იყო, ან მე ვიყავი მასზე უფრო გიჟი... თუმცა იმის აღიარება, რომ ორივე გიჟები ვიყავით, არც ერთს არ გვინდოდა...
__გოგონებო, რამხელას იცინიხართ...__შემოგვესმა ქვემოდან შუახნის ქალის ხმა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ სიხარულით გვიმასპინძლა... აი სწორედ აქ მივხვდი, რომ მართლა სულელურ მდგომარეობაში ვიყავი, და თან ჩემი მეგობრის პირველივე ნახვისას, არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო, ან რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის, სხვა დროს, სხვა სიტუაციაში, სხვა ადგილას სხვაგვარად მოვიქცეოდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მოვახერხე კაფედან ისე გამოსვლა რომ არავინ გამელახა... არც არავინ გამელანძღა, თუმცა ჩვენთან ახლოს მჯდომ არამკითხე მოამბეს კი შევხედე გესლიანი თვალებით, ესეც მხოლოდ საკუთარი გულის ჭიის გასახარებლად...
..............................................................................................
ეს დღეც შედგა, შედგა და დასრულდა კიდეც, მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა არც ვიცი რა იყო ეს ჩემი ცხოვრების პირველი კრახი, თუ პატარა გოგოს გულის მოსვლა საკუთარ თავზე, უფრო მეორე, რადგან ძალიან ბანალური და სულელური მიზეზია იმისთვის რომ რამდენიმე დრე ამის გამო კოშმარები დაგესიზმროს... მაგრამ მე ხომ სხვა არ ვარ და მე ხომ ყოველთვის სულელური მიზეზები მაქვს, როგორც ბედნიერებისთვის ასევე გაბრაზებისთვის...
მის შემდეგ სალო აღარ მინახავს, არც კი ვიცი ჩემზე რამდენად სულელური შთაბეწდილება დარჩა, თუმცა ერთი ცხადია, ვაღიარებ რომ სულელი ვარ, ჭკვიანი, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად სულელი, თუმცა ფაქტია რომ ცოტაოდენი სიგიჟე კარგია, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ ცხოვრებას არც ისე რეალური სათვალიდან დავუწყოთ ყურება, რადგან რეალობა ყოველთვის უფრო ტკივილიანია, ვიდრე თუნდაც ეს უბრალო გაბრაზების სულელური მიზეზი...
....................................................................................................
მიყვარხარ სალ...
თამარ ჯიშკარიანი

№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dz magariaaa gaagrdzele da tavebi gazarde
--------------------
G.ke

№2  offline აქტიური მკითხველი terooo

რა საინტერესოო ისტორიიააა... როგორ მომეწონაა.... არ გინდა თავებად დაწერო? უფრო ვრცელი და უფრო გიჟური... ვინ არიან? ნამდვილი ისტორიიააა...?

№3  offline წევრი elene tiko payne 1DFAN (165616)

au dzalianmagaria. gaagrdzele da tavebad dawere martla da didi tavebi dade. ise mec damebada es kitxva namdvili ambavia???

№4  offline წევრი თამუნა

gvanciii kereselidze
Dz magariaaa gaagrdzele da tavebi gazarde

მადლობა გვანცი, ვეცდები მალე დავდო ახალი თავები...
რადგან მოგეწონათ გავაგრძელებ.

terooo
რა საინტერესოო ისტორიიააა... როგორ მომეწონაა.... არ გინდა თავებად დაწერო? უფრო ვრცელი და უფრო გიჟური... ვინ არიან? ნამდვილი ისტორიიააა...?

მადლობა ჩემო სიხარულო, ეს ისტორია ძალიან ლამაზ და ღიმილიან დღეს მაგონებს, ისტორია თითქმის სრულიად შეესაბამება სინამდვილეს, მერე გეტყვი ვის ეხება. მიყვარხარ.

elene tiko payne 1DFAN (165616)
au dzalianmagaria. gaagrdzele da tavebad dawere martla da didi tavebi dade. ise mec damebada es kitxva namdvili ambavia???

ამბავი ნამდვილია... მადლობა სითბოსთვის...
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

№5  offline აქტიური მკითხველი terooo

მართლა ძალიან მომეწონა... ძალიან თბილი ისტორიაა... გაგრძელებას ვისურვებდი... სასიამოვნო იქნება კიდევ გაგრძელო ისტორია... დიდი სიამოვნებით მივადევნებ თავს...

№6  offline წევრი შოკი მოკი

აუ მაგარი იყო მაგრამ თავებად უფრო მაგარი იქნება ^_^

№7  offline წევრი თამუნა

terooo
მართლა ძალიან მომეწონა... ძალიან თბილი ისტორიაა... გაგრძელებას ვისურვებდი... სასიამოვნო იქნება კიდევ გაგრძელო ისტორია... დიდი სიამოვნებით მივადევნებ თავს...

კარგი, რადგან მოგწონს ჩემო ლამაზო აუცილებლად გავაგრძელებ... იმედია ახალი თავიც მოგეწონება, ანუ ეს პირველ თავად ჩავთვალოთ...

შოკი მოკი
აუ მაგარი იყო მაგრამ თავებად უფრო მაგარი იქნება ^_^

მადლობა შოკი მოკი, დავდებ შემდეგ თავს...
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

№8  offline აქტიური მკითხველი terooo

თამუნა

სხვა რა გზა გაქვს? უნდა განაგრძო წერააა... ის დაქალიც აიყოლიო იქნებ და გაგვაცანიიი

№9  offline წევრი თამუნა

დავდე უკვე აქ შემდეგი თავი, მალე დაამატებენ ალბათ... მე ხვალ ლექციები მაქვს გავრბივარ... ანუ ტკბილი ძილი ჩემო ბედნიერო ... გაკოცე.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მომწონს მე ეს ახალია შენი ნაბიჯი... იქნებ რომანიც კი დაწერო რას იტყვი?

№11  offline წევრი თამუნა

terooo
ძალიან მომწონს მე ეს ახალია შენი ნაბიჯი... იქნებ რომანიც კი დაწერო რას იტყვი?

რომანი?! არ ვიცი, მაგაზე სერიოზულად არ დავფიქრებულვარ არასდროს, თუმცა სამომავლოდ შეიძლება ეგეც, რატომაც არა, მთავარია ბლომად თეთრი ქათქათა ფურცლები და საწერი კალმები, სულ ესააა...
სიყვარულის ისტორიებს კი რა გამოლევს სიყვარულით შექმნილ ჩვენს ლამაზ სამყაროში...
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

№12  offline წევრი elene tiko payne 1DFAN (165616)

arafris. inedi maqvs male dadeben
თამუნა
gvanciii kereselidze
Dz magariaaa gaagrdzele da tavebi gazarde

terooo
რა საინტერესოო ისტორიიააა... როგორ მომეწონაა.... არ გინდა თავებად დაწერო? უფრო ვრცელი და უფრო გიჟური... ვინ არიან? ნამდვილი ისტორიიააა...?

მადლობა ჩემო სიხარულო, ეს ისტორია ძალიან ლამაზ და ღიმილიან დღეს მაგონებს, ისტორია თითქმის სრულიად შეესაბამება სინამდვილეს, მერე გეტყვი ვის ეხება. მიყვარხარ.

elene tiko payne 1DFAN (165616)
au dzalianmagaria. gaagrdzele da tavebad dawere martla da didi tavebi dade. ise mec damebada es kitxva namdvili ambavia???

ამბავი ნამდვილია... მადლობა სითბოსთვის...

თამუნა
gvanciii kereselidze
Dz magariaaa gaagrdzele da tavebi gazarde

მადლობა გვანცი, ვეცდები მალე დავდო ახალი თავები...
რადგან მოგეწონათ გავაგრძელებ.

terooo
რა საინტერესოო ისტორიიააა... როგორ მომეწონაა.... არ გინდა თავებად დაწერო? უფრო ვრცელი და უფრო გიჟური... ვინ არიან? ნამდვილი ისტორიიააა...?

მადლობა ჩემო სიხარულო, ეს ისტორია ძალიან ლამაზ და ღიმილიან დღეს მაგონებს, ისტორია თითქმის სრულიად შეესაბამება სინამდვილეს, მერე გეტყვი ვის ეხება. მიყვარხარ.

elene tiko payne 1DFAN (165616)
au dzalianmagaria. gaagrdzele da tavebad dawere martla da didi tavebi dade. ise mec damebada es kitxva namdvili ambavia???

ამბავი ნამდვილია... მადლობა სითბოსთვის...

№13  offline აქტიური მკითხველი terooo

უფრო ხშირად მგონია რომ ჩემს შეფასებაში შეცდი, ასეთი ლამაზი არ ვარ, ეს შენი გულია ლამაზი და სიფთა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent