სურვილის გემო (სრულად)
ქორწილია..... ქეიფია.... გრიალი ამჯერად ალექსანდრე არეშიძის და ნინა მაჩაიძის ბედნიერებას ზეიმობს ყველა. ისევ ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაშია ნეფე-პატარძალი. ახლაც ისეთი ლამაზია დედოფალი, თვალს ვერავინ წყვეტს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამჯერადაც არც მეჯვარე ჩამუვრდება პატარძალს სილამაზით და ისევ ყველა მამრობითი სქესის სტუმარის ყურადღების ქვეშ მოექცა. ისევ ისე უბღვერს მის მომღიმარ ულამაზეს სახეს სიძის ერთ-ერთი მეგობარი და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ეს მუდამ მხიარული ალექსნდრე ერისთავია. ნინას ლექსომ ხელი რომ სთხოვა, იმ დღესვე ჰკითხა სესილიმ ,მეჯვარე ვინ იქნებაო. -ჩემი მარიკო, მარიამ ბახტაძე ხომ გახსოვს სესო?- არც კი დაფიქრებულა მაჩაიძე, ისე დაასახელა თავისი ბავშვობის უსაყვარლესი მეგობრის სახელი და გვარი. ამის მოსმენისას სანდროს წამიერად შეეცვალა სახე , გულის უცნაურად შეუტოკდა, წლების წინანდელი ემოციები ხელახვა მოაწვა მთელი სიმძაფრით. არადა როგორ ეგონა,რომ მარიამი მისთვის უკვე სულერთი იყო , მისი სახელი გონებას სულ აღარ ახსოვდა, სამაგიეროდ გულში ყოფილა თურმე ღრმად ჩაბეჭდილი. შემდეგ სულ ორჯერ ნახა ქორწილის წინა დღეებში, მხოლოდ ფორმალურად მოიკითხა და სულ ერთხელ გამოელაპარაკა ,ისიც რესტორნის საკითხზე . სხვაგვარად მასთან ყოველნაირ კონტაქტს ერიდებოდა და არც დეიდის ან არეშიძის სახლში არ მიდიოდა ხშირად, სადაც ქორწილის სამზადისი და ათასი საკითხის მოგვარება ხდებოდა. რათქმაუნდა ამის მიზეზად სხვასთანაც და საკუთარ თავთანაც კი საშინელ მოუცლელობას აცხადებდა,მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ხვდებოდა, რომ იმ გოგოს ნახვას ერიდებოდა. სულ პირველად ბახტაძე ნინას ბანკეტის დღეს ნახა. დეიდაშვილი მას უნდა წაეყვანა მანქანით და ნინამ გამოუცხადა,მარიკოს ძმა არაა თბილისში და ისიც ჩვენთან ერთად უნდა წამოვიდესო. ისიც უსიტყვოდ გაემართა მითითებული მისამართისკენ. სულ რაღაც 5 წუთი მოუწია ლოდინი და სადარბაზოდან ნაზი,თან საოცრად გრაციოზული ნაბიჯებით გამომავალი, მოკლე ზურმუხტისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონა გამოვიდა. მანქანის ფანჯრიდან მომღიმარი მეგობარი რომ დაინახა, მასაც ღიმილმა გაუნათა სახე და შავი აუდისკენ დაიძრა. ალექსანდრემ ნელი მოძრაობით მიაბრუნა თავი და თვალი ბოლომდე გამოაყოლა მათკენ მომავალს. სულ რამოდენიმე წუთში კი მანქანის სალონიც მარიამის სასიამოვნო ხმის ტემბრმა მოიცვა. -გამარჯობა- ღიმილით გადმოხედა სანდროს,როცა უკვე უკანა სავარძელზე მეგობრის გვერდით მოკალათდა- თქვენ ალექსანდრე არა? -შენ ალბათ მარიამი. -დიახ. ძალიან სასიამოვნოა. -ჩემთვისაც მარიამ- უპასუხა და მანქანა დაძრა. ბახტაძე ახლაღა მიუბრუნდა ნინას და აღფრთოვანება ვერ დამალა ,იმდენად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა მისი მეგობარი- ნინა სიტყვები არ მყოფნის, იცი მაინც რა ლამაზი ხარ? -აი შენ კი პირდაპირ საოცრება ხარ- სრულიად გულწრფელად უპასუხა ნინამ. -ყვავი ყვავს ეუბნებოდა რა შავი ხარო- სიცილით გამოხედა სანდრომ გოგონებს სარკიდან. -ბიჭო ყვავები ვართ ჩვენ?- სიცილით უსაყვედურა დეიდაშვილს ნინამ. -გამოთქმაა ნინაჩკა უბრალოდ ასეთი. - მერე რაღა ყვავებს გვეძახი, უბრალოდ თქვი, გოგონებო საოცრად ლამაზები ხართო და ეგაა, კომპლიმენტადაც ჩაგეთვლება- დაარიგა ნინამ. -კომპლიმენტი ედო ქვეტექსტად ჩემ ნათქვამსაც. -ყვავებოო და კომპლიმენტია ეგ? -ღმერთო შენ მომეცი გამძლეობა- გაეცინა სანდროს და სკოლასთან გააჩერა მანქანა- ნინა დაგელოდოთ მე ხომ? -არა სან, აქედან მეწყვილეების მანქანებით ვიქნებით. -იცოდე არავისზე წამოყოლა არ გჭირდებათ, ბანკეტის დასასრულისკენ დამირეკე და მოვალ რესტორანში , გაიგე?- გააფრთხილა მკაცრად- აბა ჰე, კარგად გაერთეთე გოგონებო, ისევ სარკიდან გაუღიმა ორივეს და სკოლისკენ გაისტუმრა. ამის მერე კიდევ ნინას დაბადების დღეზე ნახა, ერთხელ შემთხვევით ნინასთან ერთად გადააწყდა კაფეში და ცოტა ხანს იქ ისაუბრეს, ერთხელაც მაჩაიძე რომ ამერიკაში გაისტუმრეს სასწავლებლად, მის გამოსამშვიდობებელ საღამოზე. ყოველ ჯერზე ისე გულღიად და კარგად ხვდებოდა მარიამი,რომ უფრო და უფრო უღრმავდებოდა მის მიმართ სიმპატია. საოცრად ხიბლავდა ეს გოგო, იყო მასში რაღაც ქალური და მიზმიდველი, რაც ბავშვურ სიალალეს და უბრალოებას ერწყმოდა. იმ საღამოს რესტორანში ჩუმად ამოიწერა ნინას ტელეფონიდან მარიამის ნომერი. მერე ბახტაძეც რამოდენიმეჯერ გაიწვია საცეკვაოდ და არც უნანია, გოგონას ცეკვაც ისევე კარგად გამოსდიოდა,როგორც ხალხის გულის მოგება. ორ კვირა ფიქრობდა დაერეკა თუ არა, რომ დაერეკა რა ეთქვა, რისტვის გირეკავო?! ბოლოს მაინც მოიმარჯვა ხელში მობილური და სასურველ ნომერზე გაუშვა ზარი. უცებ გადავარდა გულს ყველა ის სიტყვა ,რაც უნდა ეთქვა ,როცა ვიღაც ბიჭმა უპასუხა მარიამის მაგივრად. -გისმენთ. -........- ცოტა ხანს გაჩუმდა, ვერ გაეგო რა ეპასუხა. -გისმენთ. -უკაცრავად მარიამს თხოვეთ- როგორც იქნა ენა ამოიდგა. -იცით... მარიამი აბაზანაშია, რომ გამოვა,გადავცემ დაგირეკოთ. -კარგით.. და თქვენ ვინ ხართ?-მაინც წასძლია ცნობისმოყვარეობამ და უეცრად შემოტეულმა ეჭვიანობამ და ჰკითხა. -მე... მე მარიამის საქმრო ვარ-ამის გაგონებაზე, ეგონა რაღაც ძლიერად ჩაარტყეს თავშიო, ედგილზე შეტოკდა. -ვინ?- ამოილუღლუღა დაბნეულმა. -მარიამის საქმრო. რა გადავცე ვინ რეკავდათქო? -ჩაეკითხა ბიჭი. -არ არის საჭირო, ნურაფერს ეტყვით- მიახალა გამწარებულმა და გაუთიშა. ტელეფონი იქვე მიაგდო და დივნის კიდეს ისეთი ძალით მიარტყა ფეხი, ლამის ძვლები ჩაილეწა-ჯანდაბა- დაიყვირა ტკივილისგან და სიბრაზისგან შეღონებულმა და იქვე მდგარი ჭიქიდან სულმოუთქმელად გამოცალა წყალი. ცოტა რომ დამშვიდდა ყველანაირად შეეცადა მარიამის გამართლებას, არ უნდოდა მისდამი ამხელა სიმპატია და პატივისცემა ასე ერთი ხელის მოსმით გამქრალიყო სადღაც, თუმცა თავისმა ფიქრებმა უარესად გაამწარა. -რა უდნა უნდოდეს ღამის 12 საათზე გოგოსთან სახლში მის საქმროს?- გაიფიქრა ხმამაღლა- ნეტა რა?-შეუბღვირა თავადვე თავის თავს და დივანზე გაიშოტა. იმ ერთმა ზარმა ერთი ხელის მოსმით გააქრო ალექსანდრე ერისთავის წარმოდგენა მარიამზე, მის ბავშვურობაზე , სისუფთავეზე. იმ დღის მერე ნელ-ნელა გაქრა მარიამი და მასზე ფიქრებიც სანდროს ფიქრებიდან და გონებიდან. საშინლად მოეშალა ნერვები საკუთარ თავზე, ასეთი მძაფრი რეაქცია რომ ჰქონდა მაშინ მისი სახელის გაგონებისას. -რავიცი ხალხური ტრადიციის მიხედვით, მეჯვარე გაუთხოვარი უნდა იყოს- უთხრა ცოტა ხანში დეიდაშვილს. -მერე მარიამი არაა გათხოვილი- ,,რა საინტერესოა, რას უცდიან ამდენი წელი? ალბათ ისეც მშვენივრად ტკბებიან ერთმანეთით’’ გაიფიქრა დაბოღმილმა,თუმცა თვითონაც ვერ ხვდებოდა რა აბრაზებდა. ახლა კი დგას სალონის წინ თავის მეგობარ ცოტნესთან ერთად და ელოდება თავისი საყვარელი დეიდაშვილი როდის გამოვა სალონიდან. -ტიპიური პატარძალია რა, ნეტა წელს თუ გამოვა სალონიდან?- იკითხა უკმაყოფილოდ და ცოტნეს გადახედა. -პირველზე დეიდაშენის სახლში უნდა ვყოფილიყავით და უკვე 2 სრულდება , მართლა სად არიან ამდეხანს? -ბევრს იპრანჭება, იმიტომ რომ დედოფალაა და ყველაზე ლამაზი უნდა იყოს- ატიტყინდა ცოტნეს შვილი ანაბელი და მანქანიდან გადმოყო თავი. სანდრომ პატარას გაუცინა და ორ თითს შუა მოიქცია მისი პაწაწინა ცხვირი. -მეტკინა სანდრო- გაბრაზებულმა გააქნია თავი გოგონამ. როგორც იქნა ამ დრო სალონის კარიც გაიღო , მომლოდინე თვალებით მიაჩერდნენ ბიჭები, ელოდნენ საქორწინო კაბაში გამოწყობილი ნინა როდის გამოჩნდებოდა, თუმცა მის მაგივრად სულ სხვა სილუეტი აისვეტა მათ წინ ტროტუარზე. -მარიამ რა ლამაზი ხარ- წამოიძახა აღფრთოვანებულმა ცოტნემ , აბა მოდი კარგად დამენახე, ნელა დაატრიალა გრძელ მოცისფრო-მომწვანო კაბაში გამოწყობილი მეჯვარე - მგონი შენი დის ქორწილის ამბავი მეორდება ძმაო-სიცილით გადახედა სანდროს, რომელსაც მისთვის სულ არ ცხელოდა.სუნთქვაშეკრული ათვარიელებდა შავმინიანი სათვალის უკნიდან ცოტნეს წინ მდგარ ულამაზეს მარიამს-რა გჭირს ბიჭო? -ღიმილით ჰკითხა მეგობარმა და მხარი მიჰკრა. -არაფერია, კარს ვუყურებდი და არ გისმენდით, დავიწვი აქ, როდის გამოვა ნინა?- უცებ მოაშორა თვალი გოგონას ერისთავმა-რაო რას ამბობდი? -რას და ნახე რა ლამაზია მარიამი, მგონი შენი დის ქორწილის ამბავი მეორდება, ნინა ლამის ყველა სტუმარს რომ ყურებამდე შეუყვარდა. -ჰო- უღიმღამოდ უპასუხა სანდრომ და წამით გადახედა ბახტაძეს. რამოდენიმე წამს უცდიდა მარიამი,რომ ალექსანდრეც ეტყოდა რამეს, უბრალოდ იმას მაინც -ლამაზად გამოიყურებიო, თუმცა ბიჭს თავი არც კი შეუწუხებია. უკმაყოფილო მიბრუნდა სალონის კარისკენ და თვითონაც დაუწყო ლოდინი მეგობარს. მერე ერთი წამით გამოხედა მოსაუბრე მეგობრებს, რომლებიც რაღაცაზე იცინოდნენ და თავისდაუნებურად სანდროზე გაუშეშდა თვალი. ,,რატომ უნდა იყო ეს მოუფიქრებელი და თავხედი ასეთი სიმპატიური?’’ გაიფიქრა გაგულისებულმა თავისთვის და იმწამს სალონიდან გამოსულ ნინას თვალებაკიაფებულმა შეხედა. მთელი დღე ,სანამ ფოტოებს იღებდნენ ალექსანდრეს თვალი არ მოუშორებია მარიამისთვის, მის ბუნებრივ, საოცრად მომხიბვლელ ღიმილს და გულიან კისკისს უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა. -ერთი უთავმოყვარეო კაცი ხარ,რომელიც ხამივით უყურებს მთელი დღეა სხვის საცოლეს- გაუჯავრდა საკუთარ თავს გულში. სწრაფად მოარიდა თვალი ბუნების სიმწვანეში პეპელასავით მოფარფათე ბახტაძეს და ცოტნეს მანქანისკენ წავიდა და მძღოლის ადგილას მოკალათდა. ათი წუთი არ იყო გასული სიმყუდროვე კარის ხმამ რომ დაურღვია. სწრაფად მიაბრუნა თავი უკან და უკვე მანქანაში ჩამჯდარ მარიამს გადახედა. ,,რით ვერ მოვიცილე ეს გოგო?’’ უკმაყოფილომ გაიფიქრა. -უი ალექსანდრე შენც აქ ხარ?-მხოლოდ ზრდილობის გამო ჰკითხა მარიამმა, თორემ დღევანდელი უტაქტობის გამო სულ არ უნდოდა ახლა მისთვის ხმის გაცემა. -მე კარგი,მაგრამ ეს მეჯვარე გოგო რომ შემოიყუჟე ამ მანქანაში რა წესია? - თითქოს ირონიული ღიმილით გახედა გოგონას. -ვაიმე მომკლა ამ ფეხსაცმელმა, დარბაზშიც როგორ ვიცეკვებ არ ვიცი რა, უკვე ფეხზე ძლივს ვდგავარ, თან რა სიცხეა- შესჩივლა ბიჭს. -გინდა წყალი?-მზრუნველი ტონით ჰკითხა სანდრომ. -როგორ არ მინდა,მაგრამ სულ ადუღებული იქნება ბოთლში. -არა , ანაბელს აქვს პატარა ჩანთა-მაცივარი და იქედან მოვპაროთ სულ ცოტა- მეგობრულად გაუღიმა და ცოტა ხანში გრილი წყლით სავსე ერთჯერადი ჭიქა მიაწოდა. -ამ სიკეთეს ცხოვრებაში არ დაგივიწყებ-ამოილაპარაკა კმაყოფილმა,როცა წყალი ბოლო წვეთამდე გამოცალა. - ვიმახსოვრებ იცოდე- თვალი ჩაუკრა სანდრომ და ისევ შავი სათვალე დაისკუპა ცხვირზე. -სად გაქრი ქალბატონო შენ? -მძღოლის გვერდით კარი გააღო უცებ არეშიძის მეჯვარე თომამ და მარიამს სიცილით დაუბრიალა თვალები. -არსად, დავისვენე ცოტა, თორე ფეხზე ვეღარ ვიდექი ამ ქუსლების გადამკიდე. -წამო , წამო მეჯვარეებთან იღებენ ფოტოს-სწრაფად გამოუღო კარი და გადმოსვლაში მოეხმარა. -შენ არ მოდიხარ?- უცებ ჰკითხა წეღანდელი ,,სიკეთით’’ შეგულიანებულმა მარიამმა ერისთავს. -არა, არ მიყვარს მე გოგოებივით პოზიორობა- არც გამოუხედავს, ისე უპასუხა. ბახტაძემ უბრალოდ მხრები აიჩეჩა და კარი მიხურა. ძლივს იჯერეს გული ფოტოების გადაღებით და ძლივს წავიდნენ რესტორნისკენ. -მშია, მწყურია, დაღლილი ვარ- გაუჩერებლად წუწუნებდა მანქანაში მარიამი. უცებ ხელზე შეხება იგრძნო და გაოცებულმა დახედა იმ მხარეს, მის გვერდით მჯდომ პატარა ანდრეას. ბავშვმა სიცილით ჩაუკრა თვალი და ხელში პატარა შოკოლადი ჩაუჩურთა. მარიამმა სიცილი ძლივს შეიკავა, ღიმილითვე გადაუხადა მადლობა თავისი საქციელით კმაყოფილ პატარას , მერე ვითომ ბუნებას უყურებდა, ფანჯრისკენ მიაბრუნა თავი და მადიანად ჩაკბიჩა შოკოლადი. -ეი რას ჭამ შენ მანდ?-სარკიდან შეამჩნია საჭესთან მჯოდმმა თომამ. -ოოო, შენ კაცი ვერაფერს გამოგაპარებს- უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები ბახტაძემ და შოკოლადის მეორე ლუკმა უკვე ყველას დასანახად გემრიელად გადაყლაპა. -შოკოლადს ჭამს, მეც მინდა- აწუწუნდა ნინა. - გავათავე-ენა გამოუყო მარიამმა. -მე მინდა. -მეც მინდოდა. -აუ მინდა მე შოკოლადი- ამოიკრუსუნა მაჩაიძემ და აწ უკვე ქმარს გახედა. -კარგი ჰო კარგი აჰა-გულით შეეცოდა პატარა ანდრეას ნინა და ჯიბიდან კიდევ 2 შოკოლადი ამოიღო. -ერთი მე ხომ?-სიცილით ჰკითხა მარიამმა და უცებ ააცალა ერთი ცალი. -ვაიმე ესენი ვინ არიან?! -გულწრფელად შეიცხადა ლექსომ და შოკოლადით პირგამოტენილ გოგონებს გახედა- ამ თითისტოლა ბავშვს ართმევთ შოკოლადებს?-გადაიხარხარა გულიანად. -ჩვენ შენ ამაზე დიდები გგონივართ სიძე?- გაეკრიჭა მარიამი და ისევ ანდრეას მიუბრუნდა. -აუ ერთი მაინც არ გაქვს კიდევ? -აუ-თავზე სიცილით შემოირტყა ხელი ლექსომ. -ერთი ბაუნტი მაქვს და მე მინდა- უკვე გაბრაზდა ანდრეა. -აი თუ ახლა ამწუთას არ ჭამ მოგვეცი რა და დედას გეფიცები ანდრიუშა ,რომ ერთ დიდ შოკოლადებით სავსე კალათს მოგიტან მერე. -მართლა?-ეჭვისთვალით გადმოხედა ბავშმა. -დედას ტყუილზე დავიფიცებ?- საწყალი თვალებით დახედა ბახტაძემ. -არა- დაიმედებულმა გაუღიმა და იმწამსვე გაუწოდა ბაუნტი. -აი ბავშვი, აი ჯენტლმენი ბიჭი, შენ შემოგევლე მე-მაგრად აკოცა ლოყაზე, მერე შოკოლადი გახსნა, ერთი ნინას უწილადა, მეორე კი უცებ გაიქანა პირში. როგორც იქნა რესტორნამდე მიაღწიეს, უამრავი მილოცვის და ცეკვის შემდეგ ნეფე-დედოფლის მაგიდასთანაც მოკალათდნენ. -აქაც შოკოლადები-თვალები გაუბრწყინდათ გოგონებს. -ღმერთო შე უშველე ამათ და ჩვენც ამათ ხელში- თქვა თომამ და ფოტოს გადასაღებად მომარჯვებულ ფოტოგრაფს მომხიბვლელად გაუღიმა. ქორწილი საოცარი მხიარულების, უამარავი სიუპრიზის და ბედნიერი ღიმილის ფონზე მიდიოდა. სულ რაღაც 10 წუთით იჯდა ოთხეული მაგიდასთან, მერე კი მუსიკა არ გამოუტოვებიათ ,რომ არ ეცეკვათ. შუაღამეს რომ გადასცდა, ხალხმა დაშლა დაიწყო და სულ მთლად ახლობლები დარჩნენ. -ყურადრებას ვითხოვ- ჩანგალი ააწკარუნა სასმლით სავსე ჭიქაზე თომამ და კანტი-კუნტად დარჩენილი ახალგაზრდების ყურადღებამიიპყრო- მე არ შემიძლია დღეს ერთი სადღეგრძელო არ დავლიო-ამაყად გაიჯგიმა სიძის მეჯვარე, ყველა მომლოდინე სახით შესცქეროდა, ელოდნენ რას იტყოდა- მე მინდა შოკოლადის სადღეგრძელო დავლიო, უფრო სწორად შოკოლადების, რომლებსაც დღეს მთელი დღის მანძილზე ჩვენმა უმშვენიერესმა პატარძალმა და მისმა არანაკლებ მშვენიერმა მეჯვარემ მუსრი გაავლეს. სახელებს არ ჩამოვთვლი , არ მინდა რომელიმე გამომრჩეს, ამიტომ მეგობრებო, შოკოლადებს გაუმარჯოს- სრულაიდ სერიოზული სახით და ტონით ჩაამთავრა და ჭიქა გამოცალა. -ესეც გამიგიჟეს- თანაგრძნობის გამოსახატად მხარზე ხელი დაჰკრა ლექსომ მეგობარს-შენ მეტი აღარ დალიო ძმაო, კარგად ხარ უკვე. -აუ შოკოლადი აღარ დარჩა?- გადაიხარხარა მარიამმა და დედოფლის მაგიდისკენ გაეშურა. -ცანცარა ბავშვი- ჩაილაპარაკა სანდრომ. ცოტა ხანში მარიამმა თავის მამიდაშვილ ლადოს დაურეკა. -აუ ლადუშა თუ არ გძინავს ჯერ, მომაკითხე რა. -აი რატომ გინდა შემომაკვდე ა? რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო ნუ მეძახი მასეთქო? -ო კარგი რა, მომაკითხავ? -დამთავრდა ქორწილი უკვე? -თითქმის. ,,-ოჰ დაურეკა სატრფოს’’- დაიგესლა გულში ერისთავი, რომელიც შემთხვევით შეესწრო მის საუბარს, არადა სულ არ უფიქრია იმაზე,რომ იქნებ სულაც არ ურეკავდა ,,სატრფოს’’. თითქოს გულზე მოეშვა რესტორანში მოსული ლადო , როგორც ნინას და ბიჭის საუბრიდან დაასკვნა, მარიამის მამიდაშვილი რომ აღმოჩნდა,მაგრამ ეს ფაქტი სულაც არ ამსუბუქებდა იმით გამოწვეულ ბრაზს ,რომ საქალბატონე მარიამი უკვე დაკავებული იყო. ქორწილის მეორე დღემაც არანაკლებ მხიარულებაში გაიარა, დღის ბოლოს კი წყვილი საფრანგეთში გაისტუმრეს ორი კვირით. მართალია მთელი ორი კვირა არ უნახავს ბახტაძე,მაგრამ ამჯერად მისმა უნახაობამ, მასზე ფიქრები ვერ მოაშორა თავიდან, პირიქით. გრძნობდა საჭიროზე მეტად რომ იზიდავდა ეს გოგო და იმასაც ხვდებოდა,რომ არ ჰქონდა მასზე ამდენი ფიქრის უფლება, ბოლოს და ბოლოს მარიამი სხვისი საცოლე იყო, სულ სხვა მამაკაცს ეკუთვნოდა და მასზე ეს დაუსრულებელი ფიქრის მხოლოდ და მხოლოდ თავად სანდრო დააზარალებდ. ისიც არანაკლებ კარგად იცოდა, რომ მისი ბრაზი უსაფუძვლო იყო, არავინ ეკითხებოდა ალექსანდრე ერისთავს, ბახტაძეს საქმრო რა დროს და ვისთან ერთად ააკითხავდა სახლში, და არც იმას, თუ რა სახის ურთიერთობა ექნებოდა გოგონას მასთან, მაგრამ ამ გულის გამაწვრილებელ , დაუკითხავად გულში შემოჭრილ ეჭვიანობის გრძნობას , მაინც ვერ იშორებდა თავიდან. ნინა და ალექსანდრე რომ დაბრუნდენ მთელი სამეგობრო მათთან შეიკრიბა, მაგრამ სანდრო ვერაფრით დაითანხმეს მოსვლაზე. კიდევ რამოდენიმეჯერ განმეორდა ასე, ვერავინ ცნობდა იმ ხალისიან , ხუმრობების მოყვარულ ალექსანდრე ერისთავს, თითქოს ეს რამოდენიმე თვეა სხვისი ტვინი გადაუნერგესო. სულ ერთხელ იყო დეიდაშვილის ოჯახში ასული და ისიც მარტო. ნინამ და ლექსომ ერთხანს ითმინეს მისი ასეთი ქცევა და ბოლოს სახლში დაიბარეს სალაპარაკოდ. -სან ხომ იცი,რომ შენ ჩემთვის ის ძმა ხარ,რომელიც არასდროს მყოლია და სულ ყველაფერში შეგიძლია,რომ ჩემი იმედი გქონდეს?- წინ დაუდგა ყავა ნინამ და გვერდით მიუსკუპდა. -ვიცი ნინაჩკა ,ვიცი- სიცილით აუჩეჩა თმა გოგონას და თბილად მიიხუტა. -მერე რატომ არ გვეუბნები რამე თუ გიჭირს და გაწუხებს?-სევდიანი თვალებით ახედა დეიდაშვილს. -ეგ საიდან მოიტანე ახლა ნინა?- ნაძალადევი სიცილით ჰკითხა სანდრომ და ცხელი ყავა მოსვა. -ნუ უარყოფ სანდრო, ვერავინ ვერ გცნობს ეს თვეებია, სულ გაღიზიანებული დადიხარ და იღრინები. -ნინა უბრალოდ სამსახურში მაქვს რაღაც პრობლემები, ზედიზედ ორი პროცესი წავაგე და ამიტომაც ვარ გაღიზიანებული- ,,და სხვათაშორის ერთადერთ ადამიანს ,,ვუღრენ’’ მე მხოლოდ’’ გულში დააყოლა თავისთვის. -დარწმუნებული ხარ სანდრო,რომ სხვა არაფერია შენი ხასიათის ასეთი ცვლილების მიზეზი? -კი ნინა კი. -ჰოდა რას გეტყვი იცი? დროზე მოაგვარე ეგ შენი სამსახურის პრობლემები და ჩემი დეიდაშვილი დამიბრუნე გაიგე? არ მიყვარხარ მე შენ ასეთი ღრუნჩი და აუტანელი-გაიბუტა გოგონა და ქმრის მხარეს გადაჯდა. -გპირდები ნინაჩკა,რომ მალე მოვაგვარებ- მის საქციელზე გაეცინა სანდროს. ამ დროს კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა და ნინაც იქეთ წავიდა გასაღებად. ნაცნობი ხმის გაგონებაზე ერისთავს ტანში ,,უსიამოვნოდ’’ გასცრა და სახე უკმაყოფილოდ დამანჭა,რაც ლექსოს თვალთახედვიდან ნამდვილად არ გამოჰპარვია. მარიამი ღიმილით შემოვიდა მისაღებ ოთახში და სანდროს დანახვა ნამდვილად გაუკვირდა. -ოჰ , ბატომ ალექსანდრეს ვახლავართ, როგორ ხარ დაკარგულო?- მოიკითხა მხიარულად და ლექსოს სიცილით ჩაუკრა თვალი,რომელიც უკვე მოჭუტული თვალებით ათვარიელებდა გაღიზიანებულ ერისთავს. -შენ როდის აქეთ გამიშინაურდი ასე?- მოულოდნელად შეუღრინა სანრომ ბახტაძეს. გოგონამ გაოცებული მზერით გადმოხედა და მხრები აიჩეჩა. -ბოდიში ბატონო, კიდევ თუ დაგელაპარაკო უარესი მითხარი-მიახალა გაბრაზებულმა და ნინასთან გავიდა სამზარეულოში. ლექსომ კი კმაყოფილმა გადააქნია თავი და ღიმილით მიაჩერდა სანდროს, თითქმის დარწმუნებული იყო,რომ მიხვდა ერისთავის ასეთი ცვლილების მიზეზს. -ნინა რას მერჩის შენი დეიდაშვილი ?-ჰკითხა სამზარეულოში შესულმა მარიამმა მეგობარს. -მე რავიცი მარიკო? რაო რა მინდაო? -რავიცი,რომ მოვედი მოვიკითხე და იმან კიდე ლამის მცემა, როდის აქეთ გამიშნაურდიო. გავუშნაურდი რა ,ქუჩიდან მოჩვეული კატა ვარ?-ამოიფრუტუნა უკმაყოფილოდ და იქვე დადებულ ვაშლს დაავლო ხელი, ერთი შეათამაშა ხელში და გაბრაზებულმა უკანვე დააბრუნა. -კარგი მარი, ნუ ბრაზდები, ხომ იცი ზოგადად არაა მასეთი, უბრალოდ ახლა სამსახურში ჰქონია პრობლემები და ამის გამოა გაღიზიანებული. -მერე თავისი ბრაზი ჩემზე უნდა ანთხიოს მაინცდამაინც? -კარგი , კარგი დაწყნარდი, მიდი ის რულეტიანი თეფში წამოიღე და გავიდეთ. ისე გავიდა მთელი საათი ,გაბრაზებულ მარიამს სანდროსკენ არც კი გაუხედავს, გემრიელად მიირთმევდა ყავას და შოკოლადის რულეტს და თან ნინას და ლექსოს ელაპარაკებოდა რაღაცაზე. ალექსანდრემ ცოტა კიდევ ითმინა მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა და ბოლოს წასვლა გადაწყვიტა. -აბა წავედი მე ახლა და გინახულებთ მერე კიდევ-გადახედა ცოლ-ქმარს და დივნიდან წამოდგა. ტელეფონი აიღო და ისე გავიდა ოთახიდან ,მარიამისთვის ზედაც არ შეუხედავს. -ნორმალურია ახლა ეს?- ჩაილაპარაკა გოგონამ და თავი უკმაყოფილოდ გააქნია. ორ კვირაში ლექსოს დაბადების დღეს აღნიშნავდნენ რესტორანში, ყველა ცეკვავდა, ერთობოდა, ერისთავიც თითქოს არ იყო ისეთი ღრუნჩი და უენო. მარიამი ცოტა რომ დაიღალა მაგიდასთან დაბრუნდა და ლექსოს მამიდაშვილ ანას მიუსკუპდა გვერდით. რამოდენიმე წუთს გაისაუბრეს გოგონებმა, მერე კი შეამჩნია,როგორ მოდიოდა სანდრო მათკენ. გულის სიღრმეში გაუხარდა, როგორც იქნა მოიფიქრა,რომ მეც უნდა დამპატიჟოს საცეკვაოდო, მაგრამ სიბრაზისგან ლამის კვამლი აუვიდა,როცა ერისთავმა საცეკვაოდ ანა გაიწვია, არადა გოგონას სულ არ იცნობდა, ერთხელაც არ იყო გამონალაპარაკები. ანამ თავაზიანად უთხრა უარი, უკვე საშინლად დავიღალე ცეკვისგან და ცოტა ხანში ვიცეკვოთო, მანაც თავაზიანად გაუღიმა და მაგიდას მოშორდა. გამწარებულმა მარიამმა ისე გახედა მიმავალს ,მზერით მისი მოკვლა რომ შესძლებოდა, ერისთავი იმწამსვე რესტორანში დალევდა სულს. რესტორნიდან წამოსვლისას ნინამ სანდროს სთხოვა ბახტაძის წაყვანა, მაინც იქეთ მიდიხარ და მარტო ნუ ატარებ ამ შუაღამისასო,მაგრამ მარიამმა სასტიკად იუარა. -არაფერი მიჭირს ნინა, წავალ მარტო, ტაქსს გავაჩერებ და.. -წამოდი , ოღონდ დროზე, მეჩქარება- უკმეხად შეაწყვეტინა ბიჭმა. -არ მინდამეთქი, ვერ გაიგე? მიბრძანდი!- არც მარიამმა დააკლო ტონს უხეშობა. -მარი ძალიან გთხოვ, თუ არ გინდა ვინერვიულო, გაყევი სანდროს- შეეხვეწა ნინა. -კარგი, მხოლოდ შენი ხათრით- უთხრა გოგონამ და კარისკენ წასულ ერისთავს აედევნა. ნახევარი გზა ხმა არცერთს არ ამოუღია, მთელი ათი წუთი ითმინა მარიამმა, ითმინა და ბოლოს თავისით ალაპარაკდა ენა. -დავიჯერო ასე ძალიან არ მოგწონვარ,რომ ჩემდამი ანტიპათიის დამალვას არც კი ცდილობ? -ძალიან გაინტერესებს მაგ კითხვის პასუხი?- ისე შეუბრუნა კითხვა სანდრომ, მისკენ არც გაუხედავს. -რომ არ მაინტერესებდეს არც გკითხავდი. -ჰო. -რა ჰო? -იმდენად არ მომწონხარ,რომ შენდამი ანტიპათიას არც კი ვმალავ- ამის გაგონებაზე ბახტაძემ თვალებგაფართოებულმა გახედა სანდროს, რომელიც უცვლელი მიმიკით ისევ გზას გაჰყურებდა და მანქანას მართავდა. მოსმენილმა პირდპაირ შოკში ჩააგდო, რაღაც ამდაგვარ პასუხს ალბათ ელოდა,მაგრამ მთლად ასეთ უტეხ და მოურიდებელს არა. -რატომ კი მაგრამ?-აღმოხდა გულით გაოცებულს. -აი ეგ უკვე შენ აღარ გეკითხება ჭორიკანა ქალბატონო-უპასუხა ალექსანდრემ და მის სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა. გოგონასაც მეტი აღარაფერი უთქვამს, სწარაფად გადახტა მანქანიდან და გამწარებულმა მთელი ძალით მოუჯახუნა კარი. მთელი ღამე არ დაეძინა , სანდროზე და მის ნათქვამზე ფიქრობდა. არადა ერისთავი ჯერ კიდევ პირველი ნახვის შემდეგ მოსწონდა, მაგრამ მაშინ ერთი პატარა გოგო იყო, ალექსნადრე კი 23 წლის ბიჭი. ეგონა სერიოზული თვალით არ შეხედავდა და მის თვალში მხოლოდ მისი დეიდაშვილი კლასელი პატარა გოგო იყო. ახლა კი , ამდენი წლის შემდეგ ,ისევ ისე რომ იგრძნო გულის უჩვეულო ჩქროლვა მისი დანახვისას, მიხვდა რომ დროის გამო ის სიმპატიები უბრალოდ გულის რომელიღაც კუნჭულში იყო მიჩქმალული და არსადაც არ გამქრალა. უკვე ზრდასრული ლამაზი გოგო იყო, რომელსაც მართალია თავზე საყრელად არა,მაგრამ თაყვანისმცემლები მაინც ჰყავდა. საკუთარ თავშიც მეტად დაჯერებული იყო და მართლა ეგონა,რომ ერისთავის მოხიბვლას შეძლებდა,თუმცა რა? სულ ცოტა ხნის წინ პირში მიახალა-გულზე არ მეხატები საერთოდო. დილით ადრე ნინას ზარმა გააღვიძა მარიამი. თვალების ფშვნეტით აიღო ტელეფონი და უპასუხა. -ჰო ნინა. -დილამშვიდობის მარო. -ძილი რომ გეცლია, უფრო მშვიდობიანი იქნებოდა. -ვიღაც ხასიათზე ვერ არისო-გადაიკისკისა ნინამ-აუ გთხოვ რა ჩემთან ამო, 4 ბოთლი ლუდი და ცოტა მჟავე კიტკი ამოაყოლე ხელს. -მოიცა რა მჟავე კიტრი?-წამში ჭყიტა მილული თვალები- ნინა შენ რა? -არა შე ჩერჩეტო, უბრალოდ შენმა სიძემ პახმელიაზე მაგარიაო და.. -ვაი თქვე ლოთებო- უთხრა სიცილით-კარგი ჰო ,ძილი არ მაცადეთ და თქვენთან მაინც ამოვალ. -რამდენ ხანში მოხვალ? -ერთ საათში სადღაც. -კარგი ჰო, გელოდებით. ზუსტად ერთ საათში ნინას კართან იდგა და ზარს რეკავდა. -ნუ რა პუნქტუალური გოგო მყავს-კარის გაღებისთანავე წამოიძახა ნინამ და მეგობარს პარკები გამოართვა. -მარიკო არდადეგები როდის გეწყება უნივერსიტეტში?- ჰკითხა ლექსომ და გრილი ლუდი გადაუშვა ყელში. -ზუსტად ერთ თვეში ლექსო, რატომ მეკითხები? -მე და ნინამ ვიფიქრეთ ,რაჭაში წავალთ ყველა ერთადთქო. -რატომ მაინცდამაინც რაჭა? ზღვაზე წავიდეთ, ან სადმე სხვაგან-ამის გაგონებაზე ორივე ცოლ-ქმმარმა ისე მრავალმნიშნელოვნად გადმოხედა,რომ იმწამსვე მიხვდა რაშიც იყო საქმე- ვაიმე მე მაპატიეთ, თქვენი სიყვარულის ისტორიას ხომ რაჭაში ჩაეყარა ფესვები, ღმერთო ჩემო რა რომანტიულია- განაზული ხმით თქვა და გულიანად გადაიკისკისა. -ნი დაგვცინი ქალბატონო შენ ჩვენ-შეუბღვირა მეგობარმა, ან საერთოდ შე რა გესმის სიყვარულის? ბიჭი ვერ მოგაწონე მთელი 22 წელია. -ვერ ვიპოვე ისეთი ,რომ მომეწონოს. ყველას შენსავით კი არ უმართლებს, ასეთი ანგელოზი ბიჭი რომ ჩაიგდე ხელში. -აი ჭკვიანი ადამიანი-ამაყად გაიჯგიმა ლექსო. -ძალიანაც ნუ აგივარდება თავში სიძევ-გაუცინა ბახტაძემ. -ისე მარო შენ იცი სანდროს გათხოვილი რომ ეგონე?-სიცილით ჰკითხა ნინამ. -აი რა გასახსენებელი იყო ახლა შენი დეიდაშვილი?-უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები -და საერთოდ მაგ შენი სანდრო ვერაა მთლად დალაგებული, არადა რა კარგ ბიჭი მახსოვდა-ჩაიფრუტუნა თავისთვის. -ისე შენ მართლა რას გერჩის ვერ გავიგე-მხრები აიჩეჩა ნინამ. -იმას, რასაც მე გერჩოდი შენ-გადაიხარხარა არეშიძემ. -ვერ გავიგე?- წარბები სასაცილოდ აწკიპა მარიამმა. -როცა საჭირო იქნება გაიგებ მარიკო- ეშაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი და სალაპარაკო თემა შეცვალა. მეორე დღეს უნივერსიტეტში წასვლა საშინალდ ესიკვდილებოდა,მაგრამ დღეიდან პრაქტიკები ეწყებოდა და ვერაფრით გააცდენდა. ძლივს წამოიზლაზნა საწოლიდან, თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა ხმამაღლა ძახილით. -აბა გაიღვიძეთ ხალხნო , მზე ამოვედი. იქ რომ არავინ დახვდა, მისაღებში გავიდა, იქაც არავინ იყო. გაოცებული გაბრუნდა სამზარეულოში და მაგიდაზე დადგმულ ყავას დახედა, რომელსაც ჯერ კიდევ ოხშივარი ადიოდა. -ყავა სულ ახალი დასხმულია და სად გაქრა ასე უცებ ეს ხალხი?- ჩაილაპარაკა თავისთვის და სასაუზმოდ მოკალათდა. უცებ მიირთვა საყვარელი შოკოლადიანი კრუასანი და მწარე ყავა. ოთახში შებრუნდა გასაღების და ტელეფონის ასაღებად. უცებ მობილური გვერდით ვერცხლისფრად მოელვარე ნივთს მოჰკრა თვალი. -ეს რისი გასაღებია? ჩემი აშარად არაა. რა ხდება დღეს ჩემ სახლში?- თავის თავს ჰკითხა სიცილით და ის იყო საძინებლიდან უნდა გასულიყო,რომ იმწუთას შემოსულ მშობლებს შეეფეთა. -დილამშვიდობის ხალხნო, სად გაქრით რომ ვერავინ გნახეთ სახლში?- ჰკითხა სიცილით. -დილამშვიდობის დედას მზეო- სიცილით აკოცა ლოყაზე ქალმა. -დე ეს რა გასაღებია? ჩემი არაა და აქ რა უნდა? - ვინ გითხრა რომ შენი არაა?- თვალი ჩაუკრა მამამ. -ეს მანქანის გასაღებია და მე.....-უცებ სიტყვა შუაზე გაუწყდა და გაოგნებულმა გახედა მომღიმარ მშობლებს- მოიცა.... ვაიმე არ არსებობს -იკივლა უცებ. -არსებობს მარიკუნა , არსებობს- გაეცინა მამამისს. -ვაიმე, მატყუებთ ხომ? მეხუმრებით ხომ? პირველი მაისი ერთი კვირის წინ იყო... მოიცა მართლა მეუბნებით აბა?- ატიკტიკდა ისევ. -ჩადი ავტოფარეხში და შენ თვითონ ნახე- ამის გაგონებაზე ისეთი სისწრაფით გავარდა სახლიდან, მშობლებმა სიტყვის თქმაც ვერ მოასწრეს. რამოდენიმე წუთში კი ყურებჩამოყრილი დაბრუნდა უკან. -აუ რა ცუდები ხართ- სადაც იყო იტირებდა- შეიძლება ასე ბოროტად ეხუმროთ შვილს? -მიდი, მიდი ჩადი, კორპუსის ეზოსთან დგას. -მჯერა კი, როგორ არა. -აივნიდან მაინც გადაიხედე. სულ ფრუტუნით და ბუზღუნით გავიდა აივანზე და ადგილზე გაშრა -ეს....ეს ხომ აუდია..A4 ..თან თეთრი -თვალმოუშორებლად უყურებდა მანქანას და სიხარულისგან ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა.. -ჰო შენი სანატრელი აუდია. -ვაიმე როგორ მიყვარხართ, მთელ გალაქტიკაში ყველაზე მაგარი მშობლები მყავს მე-ტირილით ჩაეხუტა ორივეს- სიტყვები არ მყოფნის მადლიერების და ბედნიერების გამოსახატად... სულ , სულ ყველაზე კარგები მყავხართ..მადლობა, მადლობა, მადლობა.. -მარიამ თავი აგავატკიე უკვე, თან უნივერსიტეტშიც დააგვიანე. მართვის მოწმობა აიღე და წადი. ფრთხილად იარე ოღონდ. -კარგი- სიცილით-ტირილით უთხრა და სულ ფრენა-ფრენით გავიდა სახლიდან. ათი წუთი ირგვლივ უარა მანქანას, მერა იფიქრა ვინმეს გიჟი ვეგონებიო, სწრაფად გამოაღო კარი და შიგნით ყურებამდე გაბადრული ჩასკუპდა. -რა მაგარია, ვაიმე რა მაგარია, გაიძახოდა უზომოდ გახარებული და თან სალონს ათვარიელებდა- ვაიმე ლექციაზე დავაგვიანე- შუბლზე შემოირტყა ხელი და სწრაფად დაქოქა მანქანა. აუდიტორიის კარს იმ დროს მიადგა, როცა პირველი ლექცია უნდა გამოსულიყო, დამორცხვილი აიტუზა კართან და ლექტორს დაელოდა, თუმცა არავინ გამოსულა. რამოდენიმე წუთში კი კურსელების ლაპარაკის ხმა გაიგონა და ფრთხილად შეაღო ოთახის კარი. -მარი მოხვედი?- გაუღიმა თავისმა კურსელმა სოფომ, რომელთანაც დიდი ხანია მეგობრობდა- შემო, შემო . ცხრილი შეგვეცვალა და ერთი საათია ტყუილად ვიცდით ჩვენ აქ- აუხსნა სიტუაცია, როცა მის დაბნეულ სახეს შეხედა. -გამარჯობათ ბავშებო, რატომ შეგვეცვალა ცხრილი. -ახალი ლექტორი გვყავს და 11ზე არ სცალია მას, ამიტომ 12ზე გადაგვიწიეს დღეს ლექცია. -გასაგებია, ანუ მოვა მალე ახალი ლექტორიც- გაიღიმა და სკამზე მოკალათდა. აღტაცებული უყვებოდა სოფოს დილანდელ , ახალი საჩუქრის ამბავს,როცა აუდიტორიის კარი გაიღო, თვითონ არც შეუმჩნევია, ისე განაგრძო მეგობართან საუბარი, თუმცა სათქმელი სიტყვა ტუჩებზე მიეყინა, როცა ნაცნობი ბარიტონი მისწვდა მის სმენას. -გამარჯობა ბავშებო, სამართლის მეოთხე კურსი თქვენ ხართ ალბათ- ამ ხმის გაგონებაზე მთელი სხეული დაეჭიმა, როგორ უნდოდა შემცდარიყო, ახლა აეხედა და ლექტორის მაგიდასთან ალექსანდრე ერისთავი არ დახვედროდა, მაგრამ მისი ოცნებები ბუშტივით ჩაიფუშა,როცა თავი ასწია და ნაცნობ სახეს გადააწყდა. კბილები ისე გააღრჭიალა , ეგონა ხმა მთელმა აუდიტორიამ გაიგო. სახედაჭიმული და თვალებგაფართოებული მიაჩერდა ერსითავს და წამში გახდა მისი მზერის ობიქეტიც. ალექსანდრეს ჭაობისფერ თვალებშიც არანაკლები გაოცება იკითხებოდა. რამოდენიმე წამს უყურა ბახტაძეს, მერე მთელ აუდიტორიას მოავლო მზერა და ბავშებს გაეცნო. -მოკლედ მე ალექსანდრე ერისთავი ვარ და დროებით წაგიკითხავთ ლექციებს საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალში - მოკლედ გააცნო სტუდენტებს სიტუაცია , სიაც ამოიკითხა სტუდენტების გასაცნობად და ლექციის კითხვას შეუდგა. მთელი საათის მანძილზე მარიამს სიტყვაც არ გაუგია მისი ნალაპარაკებიდან. -ბახტაძე ბოლო კითხვაზე პასუხს ხომ ვერ გამცემდი?- მოულოდნელად გამოარკვია ფიქრებში გართული მარიამი მისმა მკაცრმა ტონმა. -რა კითხვა?... ჰო ის.. -როგორ მიპასუხებ ,როცა ერთი სიტყვაც არ მოგისმენია და არც კი იცი რა კითხვა დავსვი?!- უთხრა გამყინავი ხმით- ასეთი ყურადრებით ისმენ ალბათ სხვა ლექციებსაც არა? -არა, მე უბრალოდ... -რა უბრალოდ? მეტი ყურადღებით იყავი ლექციაზე და ოცნებებში ფრენას მოეშვი-უთხრა მკაცრად და თვალი თვალში გაუყარა. -არსად არ დავფრინავ მე- ყბები დაეჭიმა გოგონას. ახლა ყველაზე მეტად ის უნდოდა კალამი, რომელსაც ხელში ათამაშებდა, დაუფიქრებლად გაექანებინა იმ ირონიულად მოელვარე მწვანე თვალებისკენ. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მერხს დააშტერდა გამწარებული. ალექსანდრემ კი ლექცია განაგრძო, თუმცა ბახტაძეს ისევ არ მოუსმენია არცერთი სიტყვა. ,,ამხელა სიხარულიც არ შემერგო ამ უტაქტო ვირის გამო, ყველაფერი ხომ ამან უნდა ჩამაშხამოს, როგორ ვერ გიტან ნეტა იცოდე. თავხედო, საძაგელო, უზრდელო ...’’ გულს მისი ლანძღვით იოხებდა და კალამს ისე უჭერდა ხელს, ცოტაც და შემოატყდებოდა. ფიქრებიდან ზარის ხმამ გამოიყვანა, ნელა წამოდგა ფეხზე და ნივთების ჩალაგებას შეუდგა. -მარიამ სადმე მიდიხარ?- ისევ გაიგონა უკვე საშინლად ამაზრზენი და აუტანელი ხმა,მაგრად მომუშტა ხელები და ერისთავს ,,მკვლელი’’ მზერით გახედა. -დიახ ბატონო ალექსანდრე, მეჩქარება. -იქნებ იკითხო მაინც. -ლექციაა და დასწრებაც შესაბამისად თავისუფალია, ასე რომ შემიძლია წავიდე. -არა, ახლა სემინარი გაქვთ-ნიშნისმოგებით უპასუხა სანდრომ. -აქამდე არ გქვონდა ასე. -დღეიდან ერთი თვის მანძილზე ასე იქნება. -უნდა წავიდე მეჩქარება- უკვე ცოტაც და სიბრაზისგან ბოლი აუვიდოდა, სასწრაფოდ უნდა გასცლოდა ამ ადამიანს და აუდიტორიას. -მიბრძანდი,მაგრამ გაითვალისწინე,რომ შეფასებაზეც იმოქმედებს ახლა შენი წასვლა. მათ საუბარში ისე დაიცლაა აუდიტორიას, მარიამმა ვერც კი შეამჩნია. ალექსანდრეს აღარაფერი უთქვამს, მაგიდასთან დაჯდა და რაღაცას ყურადრებით დაუწყო კითხვა. გამწარებულმა ბახტაძემ ჩანთა მერხზე მიაგდო , ახალი ლექტორისკენ წავიდა და მაგიდის გვერდით გულზე ხელებდაკრეფილი აეტუზა. თავიდან არც კი შეიმჩნია სანდრომ, მერე კი რომ არადა არ მოშორდა, ქვემოდა ამოხედა და ცალი წარბი მაღლა აზიდა. -რამე მოხდა?- ჰკითხა სერიოზული სახით და სკამზე გასწორდა. -უკვე ისე კარგად ფლობთ საოჯახო სამართალს, რომ ლექციების ჩატარებაც განდეს?- ჰკითხა ცალყბა, ირონიული ღიმილით და თავის უკან მდგარ მერხს მიეყრდნო. - ლექციაზე ერთი სიტყვა მაინც რომ მოგესმინათ გოგონა, გაიგებდით რა დონეზე ვფლობ ზემოთ აღნიშნულ საგანს- მარავალმნიშვნელოვნად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა. -გასაგებია, შემდეგში ვეცდები უფრო ყურადღებით ვიყო- ტუჩის კუთზე ოდნავ აპრიხა და თავი კარსიკენ მიაბრუნა მარიამმა. -არ იქნები და შენს ცოდნასვე დააკლდება. -ეტყობა თქვენ უფრო ყურადრებით იყავით ხოლმე ლექციებზე და ამიტომაცაა,რომ ამდენს მიაღწიეთ. -დიახ. -რა საოცრად თავმდაბალი ბრძანდებით ბატონო ალექსანდრე. -მოჩვენებითი თავმდაბლობა არაფერში მჭირდება, შესანიშნავად ვაფასებ საკუთარი კვალიფიკაციის დონეს და ცოდნას,რის მისაღწევადაც თავდაუზოგავი შრომის გაწევა მომიხდა და ზოგიერთი უპასუხიმსგებლო სტუდენტივით ლექციაზე ღრუბლებში არ მიფრენია. -საინტერესოა- გაწელილად ჩაილაპარაკა მარიამმა, როცა სხვა პასუხი აღარ მოუვიდა თავში. -რა გინდა მარიამ?-უცებ მიუახლოვდა სანდრო და სულ ახლოს დაუდგა. -მე?.. მე არაფერი, რა უნდა მინდოდეს? - მისი სიახლოვით გამოწვეული დაბნეულობა ვერაფრით დაფარა ბახტაძემ ,რითაც აწ უკვე თავისი ლექტორის ღიმილის მიზეზი გახდა. -მე კიდევ მგონია რომ რაღაცის თქმა გინდა- კიდევ უფრო ახლოს მიიწია სანდრო და მერხზე ხელებით ისე დაეყრდნო,რომ მათ შორის მოიაქცია გოგონა. მარიამმა წასასვლელი გზა რომ ვეღარ ნახა, სწრაფად გადაიხარა უკან და სახე გვერდზე მიაბრუნა. -არაფრის, მე უბრალოდ...... -შენ უბრალოდ რა? - ტუჩის ცალი კუთხე აპრიხა ერისთავმა და სახე უფრო ახლოს მიუტანა. მარიამია ვეღარც უკან იხრეოდა, არადა უკვე ლამის წელში გადატყდა, ვეღარც გასწორდა,რადგან წინ ბარიერად ბატონი ალექსანდრე აღმართულიყო და ცინიკურ მზერას არაფრით აშორებდა. გამოუვალი მდგომარებით გამწარებულმა უცებ მიაბრუნა თავი სანდროსკენ და ზედმეტი სიახლოვის გამო ცხვირი პირდაპირ მის ცხვირს გაჰკრა, სახე საშინლად აუპილპილდა,მაგრამ ცოცხალი თავით არ შეიმჩნია არც ეს და არც ერისთავის ცხელი სუნთქვით მთელ სხეულში დავლილი ლავის სიმხურვალე. თვალი თვალში გაუყარა და პირდპაირ მიახალა. -ჰო მინდოდა რაღაც მეთქვა. ძალიან მაინტერესებს შენისთანა... -თქვენისთანა, ლექტორს თქვენობით ელაპარაკებიან მარიამ! - გაწელილად და მკვეთრად წარმოთქვა მისი სახელი. -შენისთანა- მისი შენიშვნა არც გაუთვალისწინებია ისე განაგრძნო- უტაქტო, უზრდელი და უხეში ადამიანი ვინ მოიწვია ლექტორად, სტუდენტებს რა უნდა ასწავლო შენ, როცა თავად ამხელა კაცს ელემენტარული ზრდილობა ვერ გისწავლია და ისიც არ იცი ,რომ როცა ადამიანი სრულაიდ უმიზეზოდ არ მოგწონს, როცა მას შენთვის სულ არაფერი დაუშავებია და სულ ტყულად ხარ მის მიმართ უარყოფითად განწყობილი, უბრალოდ თავი უნდა აარიდო და უტეხად არ უნდა მიახალო პირში გულზე არ მეხატებიო, ელემენტარული ზრდილობაა ეს, რომლისაც შენ არაფერი გაგეგება!-ერთი ამოსუნთქვით მიაყარა სიტყვები ერთმანეთს , მთელი მოკრებილი ძალით ჰკრა ხელი და კარისკენ წავიდა. -აი თურმე რა ჩაგრჩენია გულში- ნიშნისმოგებით , ირონიულად მიაძახა სანდრომ. მარიამი აღარ მიბრუნებულა, კარის სახელურს ეცა და მთელი ძალით გამოგლიჯა, თუმცა გარეთ ვეღარ გავიდა, რადგან უკვე შესვენება დამთავრებულიყო და მისი კურსელები მორიგეობით შემოლაგდნენ აუდიტორიაში. თავადაც უხმოდ წავიდა და თავისი ადგილი დიაკავა. მართალია არც ამჯერად უსმენდა ლექციას,მაგრა ლექტორისთვის უტეხი მზერა წამითაც არ მოუშორებია. ერისთავი კი ამას ცოცხალი თავი არ იმჩნევდა, მისკენ ერთხელაც არ გაუხედავს და მშვიდი ტონით აგრძელებდა სტუდენტებთან პოლემიკას იმ დღევანდელი ლექციის თემაზე. ლექციის ბოლოს აუდიტორიიდან გასულ მარიამს თვალი გააყოლა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია. ის რამოდენიმე წუთი , ისე ახლოს რომ ჰყავდა ხარბად ისრუტავდა თავისთვის ნაცნობ და საყვარელ სურნელს, ვერა და ვერ ეგუებოდა იმ აზრს,რომ ბახტაძე სხვისი იყო, სხვასთან იყო ბედნიერი და მასთან შეხების, მოფერების, ამ კაფანდარა გოგოს ხელის გულზე ტარების და დაცვის უფლება მას კი არა ვიღაც სხვას ჰქონდა. მხოლოდ თვითონ იცის რა ნებისყოფის ფასად დაუჯდა ჯიქურ თვალებში მოშტერებული, ენის გაუჩერებლად რომ ლაქლაქებდა, კოცნით რომ არ გაეჩუმებინა. წამით ოდნავ დაიხარა კიდევაც საკოცნელად, გოგონაც უტეხად იდგა, არ ჩერდებოდა და ცოცხალი თავით აღარ დაიხია უკან, ან ვეღარ,მაგრამ წამში ის ტელეფონის ზარი ამოუტივტივდა ალექსანდრეს გონებაში, თითქოს ახლა თავიდან გაიგონა სიტყვები ,, მე მისი საქმრო ვარ, რა გდავცე, ვინ ურეკავდა?’’ და იმწამსვე უკუაგდო კოცნაზე ფიქრიც და სურვილიც. მერე გოგონას ნათქვამიც გაახსენდა და ჩაეცინა, თურმე როგორ ჩარჩენია ქალბატონს გულში მისი სიტყვები მთელი შესვენება ბახტაძეზე ფიქრებში იყო გართული,სანამ სტუდენტები ისევ არ შემოვიდნენ აუდიტორიაში,მაგრამ ამჯერად ქალბატონი მარიამი მათ შორის აღარ იყო და ერისთავსაც საშუალება მიეცემოდა, გულდამშვიდებულს აესხნა ლექცია. უნივერსიტეტიდან ნინასთან და ლექსოსთან გადაწყვიტა გავლა. იქ ასულს კარი ბახტაძემ გაუღო, მის დანახვაზე გოგონას სახე აელეწა და მძიმედ გადაყლაპარა ნერწყვი. უხმოდ დატოვა ღია კართან და ელდანაკრავივით გავარდა ნინასთან სამზარეულოში. ,,ეს ბიჭი მგონი ლატარიაში მოვიგე და არ ვიცი’’ - ჩაილაპარაკა თვალების ტრიალით და მეგობარს დასახმარებლად ამოუდგა გვერდით. ,,ეს გოგო მე ლატარიაში მყავს მოგებული’’- ღიმილით გაიფიქრა ერისთავმა და მისაღებ ოთახში მოკალათებულ, ფეხბურთის ყურებით გართულ სიძეებს თავისი მისვლა ამცნო. -ოჰ, ლექსოს და ვაკოს ვახლავართ, როგორ ხართ სიძეებო. -კარგად ცოლისძმა შენ?-ეკრანიდან თვალმოუშრებლად ,ერთ ხმაში უპასუხეს. თავადაც მათ გვერდით მოკალათდა და ინტერესით მიაჩერდა ტელევიზორს. მარიამმა ცოტა ხანს უყურა ფიქრებში გართულ დაძაბულ ნინას და ბოლოს მოთმინების ფიალა რომ აევსო, ჰკითხა: -ნინა რა გჭირს შენ დღეს? -არაფერი , რა უნდა მჭირდეს?-ვითომდა უდარდელად აიჩეჩა მხრები. -ნინა ნუ მატყუებ, რაც მოვედი ფიქრებში ხარ გაფანტული, სანდროს მოსვლაც კი ვერ გაიგე. -უი სანდრო მოვიდა? როდის? -აი ხომ ხედავ? ნახევარი საათია აქაა, შენ კი არც მისი მოსვლა გაგიგია და არც მისი ხმა გაგიგონია მისაღებიდან ამდენიხანია რომ ისმის. -ძალიან ვნერვიულობ მარო- საწყლად ამოიკნავლა ნინამ და ცრემლები ღაპა-ღუპით წამოუვიდა. -რაზე ნინა? ხომ მშვიდობაა?-წამოიძახა შეშინებულმა. -გაჩუმდი ადამიანო , რა გაყვირებს?- დუაბრიალა თვალები. -ნუ მიხეთქავ გულს, ამოღერღე რა ხდება! -ორსულობის ტესტი მაქვს ნაყიდი, არა ტესტები და... -ეჭვობ რომ ორსულად ხარ?- თვალები გაუნათდა სიხარულით მარიამს. -ჰო,მაგრამ უკვე სამჯერ გამიცრუვდა იმედი და ახლა ტესტის გაკეთება მეშინია-ამოიხრა ნინამ. -რა ბოთე ხარ ნინ-გაეცინა მარიამს- სულ ორი თვის გათხოვილი ხარ და რამ დაგაპანიკა, ახლაც თუ არ იქნა დადებითი პასუხი შემდეგში იქნება, მაგაზე ნერვიულობ? მიდი აბა ჩქარა საპირფარეშოში შედი , გელოდები!-სულ ძალით შეიყვანა ოთახში და აბაზანაში შეაგდო, ხელში ტესტები მიაჩეჩა და კარი გამოიხურა. ათი წუთი მაინც გაუჩერებლად დადიოდა ოთახში, უკვე თავბრუ დაეხვა, ნინა კი არა და არ გამოდიოდა. ბოლოს ნებისყოფის ბოლო ძაფიც გაუწყდა და კარზე მიუკაკუნა. -ნი გამოდი დროზე,თორე ნერვიულობისგან სადაცაა გული წამივა-შესძახა მოუთმენლად და კარებთან აიტუზა, ორ წუთში ხუთი ტესტით ხელში გამოვიდა აცრემლებული ნინა, სახე სულ სველი ჰქონდა და ყურებამდე გაბადრულიყო. მეგობარს ხელში შეაჩეჩა ტესტი,რომელიც ორსულობას ადასტურებდა და ბედნიერებით გაცისკროვნებული თვალები მიანათა. -არ მჯერა-იკივლა მარიამმა და მაგრად ჩაეხუტა, ნინა კი უკვე ბედნიერების ცრემლებად იღვრებოდა და მთელი ხმით მოთქვამდა, ვერა და ვერ დაწყნარდა. -ვაიმე სულელო რა გატირებს? ვაიმე რა მაგარია, რა მაგარია- ოთახში ხტუნვა დაიწყო მარიამმა. -რა ხდება?-ხმაურზე შეშინებული შემოვარდა საძინებელში ლექსო და ვაკო და სანდროც შემოყვნენ. გიჟივით მივარდა ატირებულ ნინასთან და შეშინებულმა ჰკითხა. -ნინა, ნინა საყვარელო რა ხდება? ნინა რა გჭირს?-ხელებ აკანკალებული ეფერებოდა სახეზე და თვალები ცრემლებისგან სულ კოცნით ამოუშრო, ნინა კი ისევ ტიროდა-ვაიმე ნინა გულს ნუ მიხეთქავ , რა მოგივიდა? მარიამ შენ მაინც მითხარი- შეღონებულმა გადახედა ცოლის მეჯვარეს,რომელიც ნინას გვერდით მიუჯდა. -ნი უთხარი,თორემ მოკვდა კაცი ნერვიულობით-თმაზე მიეფერა მეგობარს. -აღარ იტყვით რა ხდება?-წამოიყვირა ხმააკანნკალებულმა ლექსომ. -მე....მე.. ლექსო ორსულად ვარ- ამოისლუკუნა ნინამ და ძლივს მორჩა ტირილს. -ნორმალურები ხართ? ლამის გული გამიხეთქეთ- გამწარებული ლექსო ფეხზე წამოვარდა და კარისკენ წავიდა, უცებ ადგილზე გაშეშდა და ნელი მოძრაობით მობრუნდა მათკენ, გოგონები გაოგნებული სახეებით უყურებდნენ. არეშიძემ კი ახლაღა გაიაზრა ცოლის სიტყვები და ათრთოლებული ხმით ჰკითხა. -რა თქვი წეღან?- მომლოდინე თვალებით მიაჩერდა თვალებაკიაფებულ ნინას და ადგილზე აცმუკებულ მის მეჯვარეს. -ორსულად ვარ. ლექსოს გაყინულ გამომეტყველებას ნელ-ნელა დაეტყო ცვლილება, ჯერ ტუჩის ცალი კუთხე ასწია მაღლა, მერე მთლიანად ბაგეზე მოედო ღიმილი,რომელმაც მთელი სახე გაუნათა და ბოლოს მის უფსკრულივით შავ თვალებში გაკრთა ბედნიერების სხივი, ზუსტად ისე, ნინამ პირველად ლექსით რომ აუხსნა სიყვარული. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მომღიმარ ცოლს და თავის მკლავებში ჩაკარგა. -ბედნიერება შენით იწყება ნინა, ჩემი ბედნიერება ხარ- ჩასსჩურჩულა ყურში და გახარებულ ახლობლებს გადახედა. -ვსიო გადაწყდა, ახლა მითუმეტეს მივდივართ ყველა ერთად რაჭაში, ჩემს ცოლ-შვილს სუფთა ჰაერი სჭირდება და თან ჩვენ ორისთვის რაჭა დიდი ისტორიის მატარებელიცაა- წამოიძახა გონზე მოსულმა ლექსომ სიცილით და ნინას შუბლზე მიაკრო ტუჩები. -ჯერ იმ ახალი ლექტორის საგანი მომაშორებინეთ და დამამთავრებინეთ და მერე სადაც გინდა იქ წამოვალ- ჯერ შუბლშეკრულმა გადახედა სანდროს ბახტაძემ და მერე გაიცინა. -შენ ბევრ ლაპარაკს, ჯობია მოიფიქრო და მიულოცო ახალი ამბავი ამათ- შეუბღვირა ალექსანდრემ და დეიდაშვილს მაგრად მოხვია ხელები- გილოცავ ჩემო ლამაზო გოგო, კიდევ ერთი პატარა გვეყოლება ოჯახში. -გილოცავთ ცოლისდავ და ქვისლო -ჩაეხუტა ნინას ვაკოც და ლექსოს თვალი ჩაუკრა. მომდევნო კვირაში ალექსანდრე ლექციაზე რომ შევიდა, მარიამის გარდა ყველა აუდიტორიაში იყო, უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, სტუდენტებს მიესალმა და ლექცია დაიწყო. ხუთი წუთი არ იყო გასული,აუდიტორიის კარი რომ გაიღო და ბახტაძე შემოვიდა. -უკაცრავად დამაგვიანდა-მოიბოდიშა და კართან დადგა. -სწორია დაგაგვიანდა და ამიტომ გარეთ მიბრძანდი-უთხრა მკაცრად ერისთავმა. -რა? -რაც გაიგე! ლექციაზე დაგვიანებულ სტუდენტებს არ ვუშვებ, ასე რომ მომდევნო ლექციის დაწყებამდე აუდიტორია დატოვე!- მარიამმა ცალი წარბი დემოსნტრაციულად აზიდა მაღლა და ცალყბა ღიმილით გადახედა ,,მკაცრ ლექტორს’’, მერე ღიმილით წავიდა თავისი ადგილისკენ და დაჯდა. ალექსანდრემ განრისხებული მზერა გააყოლა . -მგონი ვერ გაიგე რა ვთქვი! -სწორია, ვერ გავიგე- ,,საყვარლად’’ გაუღიმა მარიამმა. -დატოვე აუდიტორია, ახლავე! -იქნებ ლექცია განაგრძოთ, დრო გადის. -ლექცია მანამ არ გაგრძელდება,სანამ გარეთ არ გახვალ, ზოგადად ყველა ლექტორთან ასე უზრდელად იქცევი? -არა მხოლოდ იმათთან ,ვისაც გულზე არ ვეხატები-მხრები აიჩეჩა ბახტაძემ. სტუდენტები კი გაოცებულები უსმენდნენ მათ კამათს, ასეთი მარიამი არასდროს ახსოვდათ, ყველა ლექტორთან სულ მორიდებული და თავაზიანი იყო. -ხალხს ავალდებულებ ,რომ შენს მიმართ სიმპატიით განეწყონ? -არა, უბრალოდ პატივისცემას მოვითხოვ და საერთოდ სანამ ჩვენ აქ ვკამათობთ ლექციის დრო გადის, ასე სტუდენტები ვერაფერს ისწავლიან. -სწორია, მაგრამ არ გეგონოს ეს საქციელი ასე შეგრჩეს-მკაცრი ხმით დაემუქრა და ლექცია განაგრძო, კურსელები კი კიდევ კარგა ხანს გაოცებულები უყურებდნენ ბახტაძეს. -მარიამ არ გახვიდე საქმე მაქვს- უთხრა ლექციის ბოლოს გოგონას და ორი წუთით მომდევნო ლექციის მასალას ჩახედა. თავი რომ ასწია ,აუდიტორია სულ ცარიელი იყო და არც მარიამი ჩანდა არსად. გაბრაზებულმა დაარტყა მუშტი მაგიდას. -მე შენ გიჩვენებ სეირს ,შე გატუტუცებულო ბავშვო!-დაიღრინა თავისთვის და მთელი სახე სიბრაზისგან დაეჭიმა. მარიამი კი მომდევნო ლექციაზე აღარ შესულა. ,,ეს გოგო მე შემომაკვდება’’ გაიფიქრა თავისთვის. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ ჩაუტარა ლექციები მის კურსს სანდრომ,მაგრამ ბახტაძე არცერთხელ არ დასწრებია, ბედად არც ნინასთან ასულს შეხვედრია მთელი სამი კვირის განმავლობაში, არადა ამჯერად მართლა უნდოდა რომ ენახა ეს ენაჭარტალა გოგო და მაშინდელი ენის ტლიკინისთვის საკადრისი პასუხი გაეცა, თუმცა არ გაუმართლა და ის გაბრაზებაც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა ამ სამი კვირის მანძილზე. რაჭაში წასვლამდე ორი დღით ადრე სანდრო დეიდაშვილის ოჯახს ესტუმრა, კარი მარიამმა რომ გაუღო კმაყოფილს ჩაეცინა. უხმოდ აურა უკმაყოფილოდ სახემომანჭულ გოგოს გვერდი და მისაღებში შევიდა,სადაც არავინ დახვდა. -სად არიან ესენი? -მოუბრუნდა ბახტაძეს. -ლექსოს მანქანა პროფილაკტიკაშია, ამიტომ ჩემი მანქანით წაიყვანა ნინა ექიმთან კონსულტაციაზე. -აჰა, გასაგებია, ანუ მარტო ვართ- წარბები აწკიპა ერისთავმა. მარიამი შეკრთა. -არა მარტო ხარ. მივდივარ მე უკვე. სწრაფად გადადგა ორი ნაბიჯი უკან,მაგრამ უცებ დაიჭირა ალექსანდრემ და კედელს ააკრა,თან ორივე მხარეს ხელებით გადაუღობა გზა. -აპ აპ აპ, ვერსადაც ვერ წახვალ, მე და შენ საქმე გვაქვს და კარგია მარტო რომ მოგიხელთე როგორც იქნა. -რა...რა საქმე?- დამფრთახალი თვალებით ახედა ჭინკებათამაშებულ თვალებში ბახტაძემ და მძიმედ გადააგორა ნერწყვი ყელში. -რა იყო ,მარტო რომ მყავხარ აქ მომწყვდეული, ისეთი მამაცი გოგო ვეღარ ხარ?-გაეცინა სანდროს. -ალექსანდრე რა გინდა?-ჰკითხა დაძაბულმა. -მე ბევრი რამე მინდა ჩემო მარიამ. -მაინც რა? -მაინც რა და.....-ნელ-ნელა დახარა თავი მისკენ,თან ბახტაძის გაფართოებულ თვალებს აკვირდებოდა და თვალს არ აშორებდა. გოგონას დაჭიმული ყბები , მომუშტული ხელები და ერთიანად აცახცახებული სხეული რომ შეამჩნია გულით გაეღიმა. კიდევ ოდნავ დაიხარა მისკენ და მარიამმა თანდათან თვალები მილულა. სანდრო მიხვდა რასაც ელოდა ბახტაძე და მთელი ნებისყოფის ფასად დაუჯდა რომ მისი მოლოდინი არ გაემართლებინა და ამდენი ხნის თავისი სურვილიც არ აესრულებინა. ერთი მძიმედ ამოისუნთქა და ორი ნაბიჯით დაიხია უკან. მარიამმა იმწამსვე ჭყიდა მილული თვალები და მომღიმარ ალექსანდრეს მიაჩერდა. -ახლა აღიარე რას ელოდი- ირონიული ღიმილით დახედა არეულ ბახტაძეს. -არაფერსაც არ ველოდი- წამოიძახა უცებ , იქვე დადებულ ჩანთას ხელი დააავლო და სახლიდან გავარდა. -რა უნამუსოა, საქმრო ყავს გოგოს და ლამის ხელებში ჩამადნა, რომ მეკოცნა სულ არ იყო არც ამის წიმააღმდეგი- უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ღია კარი გაბრაზებულმა მიაჯახუნა. რაჭაში წასვლის დღეს, დილით ადრე ნინას ბინის კორპუსთან იდგნენ და სანდროს ელოდებოდნენ, მთელი ამ დროის განმავლობაში მარიამი ვერ გააჩუმეს, მთელი საათი ლანძღავდა ერისთავს. -ლექციაზე სულ აგვიანებს, დღეს ამდენიხანია გვალოდინებს, ერთი საათის წინ უნდა მოსულიყო და ალბათ სახლიდანაც არ გამოსულა ჯერ , როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი უპასუხისმგებლო იყო?- ქაქანებდა გაუჩერებლად. -ლექციებზე შენ არ დადიოდი და საიდან იცი ,რომ ვაგვიანებდი?-ზურგს უკან გაიგონა ერისთავის მკაცრი ხმა. -რომელსაც დავსესწარი, იმათზე სულ აგვიანებდი-მიბრუდნა და ნიშნისმოგებით გაუღიმა. -მე ვაგვიანებდი,მაგრამ ვატარებდი მაინც იმ ლექციებს და შენ სწავლაც არ გაინტერესებს, სულ არ ესწრებოდი. -ჩემი ინტერესები არ გეხება შენ! -არც ჩემი პასუხისმგებლობა-უპასუხისმგებლობის საკითხი არ გეხება და ენა დაიმოკლე! -შენი უპასუხისმგებლობა მე მაწუხებს და არამარტო მე, ლექციებზე არდასწრებით კი მარტო მე ვზარალდებოდი, ისიც საკითხავია შენი ლექციის გაცდენით ვზარალდებოდი თუ არა. -ახლავე მორჩით- ორივეს დაუყვირა ლექსომ-ჯერ ერთი საათია ვიცდით, ახლა თქვენ გისმინოთ? დროზე გადავნაწილდეთ მანქანებში და წავიდეთ. -ვინ ვის მანქანაში ჯდება აბა?-იკითხა დაშოშმინებულმა ბახტაძემ და არეშიძის ბრაზმორეულ თვალებს მზერა აარიდა. -ჩემს მანქანაში ნინა, მია და ბავშები ჩაჯდებიან. -ცოტნესთან ვაკო ,სესილი, თომა და ლადო ჩაჯდებიან. - და მე? -შეიცხადა ბახტაძემ. -შენ სანდროსთან. -გამორიცხულია-ერთხმად შესძახა ორივემ. -აბა ჩვენს მანქანებში ადგილი არაა და. -აი ვაკო გამიცვლის ადგილს. -საიდან მოიტანე? არ ვაპირებ. -აბა ჩემი ლადუშა- აფერისტულად გაუღიმა მამიდაშვილს. -აი მაგ ლადუშას გამო არ გაგიცვლი ადგილს- შეუბღვირა მან და უკანა სავარძელზე მოკალათდა ცოტნეს მანქანაში. -მაშინ შენთან ჩამატიეთ სიძე. -ბავშებს სად მიგყავს მერე? -სულ რომ დარჩე არა?- თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა სანდრომ. -მაგ სიამოვნებას არ მოგანიჭებ- მიახალა გაბრაზებულმა და წამში ჩახტა მის მანქანაში. -ამდენხანს სად იყავი ?- გაეცინა ნინას და მეუღლის გვერდით მოკალათდა. ყველა გადანაწილდა კუთვნილ ადგილებზე და რაჭის გზას დაადგნენ. ნახევარი გზა ისე გაიარეს არც მარიამს და არც სანდროს ხმა არ ამოუღია. ერისთავი ხანდახან გააპარებდა თვალს მისკენ და მისი მოჟამული სახის შემხედვარეს ეღიმებოდა. -ხომ ხედავ, შენი გრძელი და მწარე ენის გამო მოგიწია ჩემთან ერთად მგზავრობა-უთხრა ბოლოს. -შენ მშვიდ გარემოს ვერ ირგებ?-შეუღრინა მარიამმა და გარეთ გაიხედა. -უბრალოდ მოწყენილობაა მანქანაში. -თუ არ მოგწონს გადადი და მარტო წავალ. -მოიცა ახლავე ჩავალ-უპასუხა სიცილით. -შენ მე გულზე რომ არ გეხატები დაგავიწყდა? -რა შუაშია ახლა ეგ? -შუაში კი არა თავშია, ნუ მელაპარაკები და უყურე გზას. -გულზე რომ არ მეხატები ზუსტად მაგიტომ გელაპარაკები და ვცდილობ ნერვები მოგიშალო. -უზრდელი და უტაქტო ვირი ხარ- დაუყვირა გაბრაზებულმა მარიამმა. -რა ვარ?-გაბრაზებულმა თვალების ბრიალით გადმოხედა არანაკლებ გაწიწმატებულ ბახტაძეს. -ვირი, უტაქტო და უზრდელი ვირი. -შენ კიდევ გაუზრდელი ლაწირაკი ხარ-დაუყვირა გაბრაზებულმა , წამში გადაიყვანა მანქანა გზიდან და გააჩერა. -რას აკეთებ?-თვალები გაუფართოვდა მარიამს. -აბა კიდევ გაიმეორე რა ვარ! -ნუ სულელობ და დროზე წავიდეთ. -გეკითხები რა ვართქო. -ასე ძალიან გინდა მოსმენა? კარგი გეტყვი, უზრდელი და უტაქტო ვირი , აი რა ხარ!- ალექსანდრემ მაგრად ჩაავლო მკლავში ხელი და თავისთან ახლოს მისწია. -აღარ გაბედო ჩემთან მსგავსი ტონით ლაპარაკი, არც მსგავსი რამის დაძახება შე ენატლიკინა ლაწირაკო, გასაგებია?- ისეთი ხმით დაუყვირა მარიამი შიშსგან შეხტა-გასაგებიათქო? -მტკივა გამიშვი-უთხრა ტირილნარევი ხმით. -გეკითხები გაიგეთქო? -აღარც შენ გაბედო, რომ ლაწირაკი მიწოდო! -კიდევ რომ სცემს ბრძანებებს ნახეთ. -აბა შენ მლანძღო და მე არა? -ერთი უტვინო, უთავმოყვარეო გოგო ხარ და მეტი არავინ- უხეშად შეუშვა ხელი და მანქანა დაძრა. -ვინ მოგცა უფლება, რომ მასე მელაპარაკო? ვინ ხარ მასე რომ მლანძღო?-შეუყვირა გმაწარებულმა მარიამმა. -ენა გააჩერე და სანამ არ ჩავალთ შენი ხმა არ გავიგო-დაიგრგვინა არეშიძის ხმამ მაგრამ მარიამი მაინც არ ჩუმდებოდა. -ხომ ვიყავი გაჩუმებული, რატომ გამომიწვიე? თან უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავ და კიდევ მაჩუმებ? -უარესის თქმის ღირსიც ხარ, უბრალოდ საკუთარ თავს არ ვაკადრებ მაგას. -მორჩა! ამის მოთმენას მე აღარ ვაპირებ. ამწუთიდან არ გიცნობ, არ მიცნობ, არც ერთმანეთის გაცნობის პერპექტივა გვაქვს. საერთოდ არ შევიმჩნევთ ერთმანეთს, გასაგებია? - სრულიად დამშვიდებულმა უთხრა ბახტაძემ. -ძალიან კარგი, შენ თუ არ შემიმჩნევ მაგით არაფერი დამაკლდება. -მე ხომ რას ამბობ რა- ჩაიფრუტუნა და სივრცეს გახედა. ამჯერად ახალგაზრდლი ბანაკის მაგივრად ერისთავების სახლში რჩებოდნენ. ადგილზე ჩასულებმა ცოტა დაისვენეს , სახლი მიაწესრიგეს და ზოგი მაშნვე გავიდა სასეირნოდ. მარიამმა გამოაცხადა და ძილი დამაკლდა ორი ღამეაო და თავისთვის განკუთვნილ ოთახს მიაშურა დასაძინებლად. დაახლოებით ორი საათი იყო გასული ქვემოთ რომ ჩავიდა, სახლში ჯერ კიდევ არცერთი არ იყო დარუნებული, უკვე ცარიელმა კუჭმაც შეახსენა თავი და გადაწყვიტა სადილი მოემზადებინა. სწრაფად დათალა კარტოფილი , მერე სანამ ის იწვებოდა მსუბუქი სალათიც გააკეთა, მჭადეის დაცხობაც კი მოასწრო და ამასობაში სახლში მორიგეობით შემოლაგდნენ მეგობრებიც. -იფ იფ რა სურნელი ტრიალებს- კმაყოფილი სახით შემოჰკრა ტაში ვაკომ. -მიდით ხელები დაიბანეთ და საჭმელად დავსხდეთ,მანამდე სუფრასაც გავაწყობ-უთხრა მარიამმა ყველას. -კარგი ,,დედიკო’’- გაუცინა ლექსომ და ცოლს სააბაზანოსკენ გაუძღვა. სუფრის გაწყობაში მიაც მიეხმარა და სულ მალე ყველა ერთად შემოუსხდა მაგიდას. ნინამ იმდენი შემწვარი კარტოფილი ჭამა, სხვისთვის თითქმის აღარც დარჩა, ბოლოს მხრები საწყლად აიჩეჩა, რა ჩემი ბრალია ბავშვს უნდოდაო და ამჯერად ბოსტნეულის სალათზე გადაიტანა მზერა. -მარიამ- უცებ გადახედა ბახტაძეს პატარა ანდრეამ. -გისმენ ანდირიუშ-გაუღიმა ბავშვს. -შენ მე რას შემპირდი აღარ გახსოვს? -უი ეგ ვისღა გაახსენდა-გაეცინა მარიამს , უცებ წამოხტა ფეხზე და მეორე სართულზე აირბინა, უკან კი ორი დიდი პარკით დაბრუნდა და ერთი ანდრეას გაუწიოდა, მეორე კი ანაბელს. -ესეც შეპირებული შოკოლადები-მორიგეობით აკოცა ტყუპებს ლოყაზე და თავის ადგილს დაუბრუნდა. -ვაიმე რამდენია-ერთხმად შესძახა ორივემ და თვალებგაბრწყინებულებმა გადახედეს ბახტაძეს,რომელიც ნინასგან ძლივს გადარჩენილ კარტოფილს გემრიელად შეექცეოდა. -დიდი მადლობა მარიკო-უთხრა ანდრეამ. -პირიქით მადლობა შენ, იმ დღეს რომ არ დაგვხოცე მშიერი-თვალი ჩაუკრა მარიამმა და შოკოლადებზე მიშტერებულ მეგობარს თვალებმოჭუტულმა გადახედა, ბოლოს კი სიცილით უთხრა- ნინა ბავშების შოკოლადებს თავი დაანებე, შენთვის უფრო დიდი პარკით მაქვს წამოღებული. -ნუ რა გოგო მყავხარ რა- ტუჩები გააწკლაპუნა მაჩაიძემ და გვერდით მჯდომს მაგრად აკოცა ლოყაზე- პრინციპში ახლა მაინც ვეღარ შევჭამ და მერე მომეცი. -რაღას შეჭამ ნინა, ჩვენ კი დაგვტოვე ყველა მშიერი და-გაეცინა სესილის. -ცოლს ნუ მიბრაზებთ -ხელი გადახვია გაბუსხულ ნინას ლექსომ და შუბლზე აკოცა. მეორე დღეს ნიკორწმინდაში წასვლა გადაწყვიტეს. ცოტნემ სულ ოცი წუთის სავალია და როგორმე მოვთავსდეთ ორ მანქანაშიო,ამიტომ სანდრო ლექსოს მანქანაში ჩაჯდა, მარიამი ცოტნესთან და ნიკორწმინდისკენ აიღეს გეზი. ძალიან უნდოდა ალექსანდრეს,მაგრამ თვალი ვერაფრით მოწყვიტა თვალებაბრჭყვიალებულ ბახტაძეს, რომელიც საოცარი აღფრთოვანებით ათვარიელებდა ტაძრის ყველა კუთხეს. -მართლა რომ ,,ქვის ჰარნომიაა’’- კმაყოფილებით გაჟღენთილი ხმით გადაულაპარაკა გოგონამ გვერდით მდგომ ვაკოს და ლადოს - ,, აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება, ისე ნაგებია, სიზმრის გეგონება’’-ამოილაპარაკა გაბადრულმა და სანდრომ იგრძნო მის შემხედვარეს როგორ გაუთბა მთელი გული. სულ დაავიწყდა მათი პირობა, ის რომ ერთმანეთი სულ არ უნდა შეემჩნიათ. აღფრთოვანებული ერისთავი მარიამს ათვარიელებდა გულმოდგინედ, მარიამი კი ნიკორწმინდის კედლებს. -,,ნეტა ვინ ააგო,რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო სვეტი - ნიკორწმინდა! ‘’ გალაკტიონის პოეზიას ეტრფი ქალბატონო?-გაუღიმა ვაკომ. -ვგიჟდები ისე მიყვარს- გადმოხედა მანაც ღიმილით. -ჰო ცოცხალი გალაკტიონის ლექსების კრებულია- გადაულაპარაკა ლადომ ვაკოს და ორივეს გაეცინა. ტაძრიდან გამოსულმა ირგვლივ მიმოიხედა და ნაცნობ სახეებს რომ ვერსად შეხედა ჭიშკრისკენ წავიდა. თვალები შუბლზე აუვიდა,როცა მანქანებსაც ვერსად მოკრა თვალი. სასწრაფოდ ჯიბეში ჩაიყო ხელი,მაგრამ მერეღა გაახსენდა ,რომ ტელეფონი მანქანაში დატოვა. სასოწარკვეთილმა მოავლო გარემოს თვალი და ტირილამდე მისული შებრუნდა ტაძრის ეზოში, იქნებ ვინმეს ტელეფონი ვთხოვო და დავრეკოო. ორი ნაბიჯი გადადგა და ჭიშკრისკენ მომავალი ერისთავიც შეამჩნია, ასე არასდროს გახარებია მისი დანახვა, იგრძნო რომ მარტო არ იყო, სწრაფად წავიდა მისკენ, მაგრამ მერე უცებ შეთანხმება გაახსენდა, შუშის თვალებით გადახედა და ისე აუარა გვერდი,თითქოს მასთან შესახვედრად არ აეჩქარებინოს ნაბიჯისთვის. იქვე საწყლად ატუზული იდგა და ელოდა ერისთავი როდის მიხვდებოდა, თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდნენ და როდის ეტყოდა რამეს, დიდხანს ლოდინიც არ მოუწია. სანდრო გაოცებული სახით ამოუდგა გვერდით და ჰკითხა. -სად არიან ისინი? -არ ვიცი- უპასუხა გაბზარული ხმით და სულ სხვა მხარეს გაიხედა. -კი,მაგრამ აქ დაგვტოვეს?- შეიცხადა ბიჭმა. -ვერ ხედავ? არავინ არაა, წავიდა ყველა და აქ დაგვტოვეს- ნიკაპი აუთამაშდა მარიამს და ცრემლები ძლივს შეაკავა. -სად წავიდნენ? ნორმალურები არიან ეგენი საერთოდ? - სწრაფად მოიქექა ჯიბეები და ტელეფონი ვერსად იპოვა-ჯანდაბა ,ახლა რაღა ვქნათ? შენი ტელეფონი მათხოვე. -ცოტნეს მანქანაშია-ახედა საწყალი თვალებით. -ახლა რა ვქნათ აბა? -არ ვიცი. -მანქანით სულ ნახევარი საათი მოვუნდით მოსვლას და ფეხით რომ წავიდეთ შუადღემდე მაინც მივალთ არა? -ამ დაჭირებულ მზეში სად უნდა ვიაროთ? წიწილებივით შევიწვებით. -უკეთესი აზრი გაქვს აბა? სადმე დავიცადოთ და მზე ოდნავ რომ გადავა ,მერე წავიდეთ. -ჰო მასე ჯობია- ისე გამონახეს საერთო ენა, თავადაც ვერ მიხვდნენ. ცოტა ხანს იქვე წყაროსთან ისხდნენ, კაციშვილის ჭაჭანება აღარ იყო, მხოლოდ გვერდით მაღაზიიდან ისმოდა ორი ქალის საუბარი. დილიდან მშიერმა ბახტაძემ ითმინა ,ითმინა და ბოლოს საწყალი თვალებით ახედა გვერდით მჯდარ სანდროს. -შეგიძლია 5 ლარი მასესხო? -რად გინდა? -მშია. სანდრომ ღიმილით გადააქნია თავი და ფეხზე წამოდგა. -აქვე თონე შევნიშნე და ლავაშს და ორ ცალ ლობიანს ვიყიდი. -მოიცა სად აქვე? მარტო მტოვებ? წამოვალ მეც. -იჯექი აქ, აი იქ გზას რომ გადაჭრი ხომ ხედავ? აწერია ,,თონე’’-დაანახა სასურველი ობიექტი- იყავი და ორ წუთში მოვალ. -კარგი. ხუთი წუთიც არ დასჭირვებია, უცებ მივიდა , იყიდა ორი ცალი თონის პური, ორიც ლობიანი და მარიამთან დაბრუნდა. კმაყოფილმა ჩაკბიჩა ოდნავ თბილი საჭმელი და სიამოვნებისგან გაეღიმა. -ისე რომელი ნორმალური შეჭამს ამ სიცხეში კიდევ თბილ ლობიანს?- ჩაიალაპარაკა ბოლოს,როცა უკვე შიმშილი აღარ აწუხებდა და გაეცინა. -მერე შენ თავი ნორმალური გგონია?-იმწამსვე ,,წაკბინა ‘’ სანდრომ. -არა რა გინდოდა ახლა რას მერჩოდი? -არაფერს, ისე ვთქვი. -ჰოდა თუ არაფერს, მაშინ შემეშვი! და საერთოდ დაგავიწყდა რომ მე შენ არ გიცნობ? -ჰოდა ასე სრულიად უცნობ ადამიანს მთხოვე წეღან 5 ლარი ხომ?-გადაიხარხარა ერისთავმა. -ნუ გადამატან ახლა თან, მივალთ და დაგიბრუნებ- სწრაფად წამოხტა ფეხზე, კეპი დაიხურა და გზისკენ გაბრაზებულმა გაალაჯა. -სად მიდიხარ? -აღარ აცხუნებს ისე ძალიან მზე და სახლში მივდივარ-მოაძახა უკანმოუხედავად და გზა გააგრძელა. სანდროც ადგა და უკან აედევნა. თითქმის მთელი გზა სიბრაზისგან გაბერილი მიდიოდა წინ ბახტაძე, ალექსანდრე კი ღიმილით მიჰყვებოდა უკან. იმაზე ნალები დრო დასჭირდათ, ვიდრე ეგონათ. დაახლოებით საათ-ნახევარი იყო გასული მარიამმა სახლის მიმდებარე ტერიტორია რომ იცნო. სულ ათი წუთის სავალიღა იყო დარჩენილი, უცებ სანდრო რომ წამოეწია. -იმდენი ვალი დაგიგროვდა ჩემი და როდის უნდა დამიბრუნო?- ჰკითხა ცინიკური ღიმილით.მარიამმა წამით ამოხედა ბრაზით ამღვრეული თვალებით და გზა განაგრძო. -ჰეი შენ გელაპარაკები წუნკალა. -არ გიცნობ მე შენ. -სამაგიეროდ მე გიცნობ-არაფრით ეშვებოდა ბიჭი. -ორი დღის წინ შენ თვითონ არ გამიფორმე გზაში ,,უცნობობის ხელშეკრულება’’? ჰოდა ახლა შემეშვი! -მერე ორი დღეა ერთ სახლში ვცხოვობთ და გაგიცანი.-მარიამი ადგილზე შედგა და მოჭუტული თვალებით ახედა ერთი თავით მაღალ ბიჭს. -რა გინდა? რატომ არ მეშვები ? -გითხარი რაც მინდა, ჩემი ვალები დამიბრუნე და შეგეშვები! -ჯერ ერთი, ვალები კი არა ვალი და მერე მეორე ,ხუთი წუთიც თუ მოითმენ დაგიბრუნებ. -ჯერ ერთი სწორად ვთქვი მე ვალებითქო, ნინას ქორწილში მაგ სიკეთეს არ დაგივიწყებო, ეს ერთი ვალი, იმ დღეს ლექციაზე რომ ენა მიტლიკინე-ეს მეორე და დღევანდელი საჭმლის ფულიც მესამე. -არ ხარ შენ ჯანმრთელი!-უცებ გამოუტანა განაჩენი. -შეიძლება, ჰოდა მერე მეორე, ვერ მოვითმენ ხუთი წუთიც კი, ახლავე უნდა დამიბრუნო ვალი- უკვე სხვანაირად ჭიკჭიკებდა ერისთავი და სულაც არ ცდილობდა თავის შეკავებას. -მოგიწევს- ნაგლურად გაუღიმა მარიამმა და გზის გაგრძელება დააპირა, თუმცა იმწამსვე ერისთავის მკლავებში აღმოჩნდა მოქცეული. -არ მომიწევს- ნიშნისმოგებით გაუღიმა ალექსანდრემ, ,,რაც იქნება, იქნება’’ გაიფიქრა და სიტყვის თქმაც არ აცადა ისე დააკვდა ტუჩებზე. ბახტაძე გახევებული და თვალებდაჭყეტილი იდგა და ვერც იაზრება რა გააკეთა ამწუთას სანდრომ. გოგონასგან ვერც საპასუხო კოცნა რომ ვერ მიიღო და ვერც წინააღმდეგობა იგრძნო, ორიოდე წუთში თავად მოშორდა ღიმილიანი სახით და საოცრად კმაყოფილმა ჩაიალაპარაკა ,,სურვილის გემო’’ -რა გააკეთე?-ახლაღა წამოიკივლა ბახტაძემ და ორი ნაბიჯით გასწრებულს წამში წამოეწია. -ვალები დაგაბრუნებინე-თვალი ჩაუკრა წინ ატუზულ გაცეცხლებულ გოგონას და მისთვის გვერდის ავლა დააპირა. -ამას არ გაპატიებ- უყვირა ცრემლებამდე მისულმა მარიამმა. -ახლა არ დამწამო პირველი კოცნა მომპარეო- გაეცინა ალექსანდრეს და შეამჩნია როგორ აუელვარდა სიბრაზისგან თვალები ბახტაძეს. -დამპალი და საზიზღარი ბიჭი ხარ, მეზიზღები, დასანახად ვერ გიტან- დაუკივლა გამწარებულმა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა სახლისკენ. -ოჰ ვერ მიტანს თურმე- ღიმილით გადააქნია თავი და ნელი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს. მარიამს უნდოდა სახლშ მისულს ყველა გულიანად გამოელანძღა,მაგრამ ახლა არავის და არაფრის თავი არ ჰქონდა, გიჟივით შეგლიჯა სახლის კარი და იმწამსვე თავისი ოთახისკენ გაიქცა, საიდანაც დაღამებამდე ფეხი არ გამოუდგამს. -თქვენ ხალხო ნორმალურები თუ ხართ საერთოდ?- დაიყვირა სახლში შესვლისთანავე ალექსანდრემ. -აუ ბოდიში რა სანდრო, სულ არ გვახსოვდა შენც რომ ჩვენ მანქანაში იჯექი და შენი სახლში იყო ,ამიტომ აღარ დაგელოდეთ, ერთად წამოვლენთქო ვიფიქრეთ- უაზრო თავის მართლებას მოჰყვა ნინა. -მაგ სულელური ზღაპრები იმ შენ წიკებიან დაქალს მოუყევი და მეორედ მსგავსი რამის გაკეთება არც კი გაიფიქროთ გასაგებია?- დაუბრიალა თვალები იქ მყოფებს და აბაზანისკენ აიღო გეზი. მთელი დღე მარიამი ქვემოთ რომ აღარ ჩამოვიდა, ჯერ ლადომ ააკითხა,მაგრამ კარი არაფრით გაუღო, მერე ნინა ავიდა და სულ ეხვეწა შემომიშვიო,მანაც აღარ გაანერვიულა ორსული მეგობარი და კარი გაუღო,მაგრამ ხმა არ გაუცია, ისე დაწვა საწოლზე და ზურგი აქცია. -აუ მართლა ბოდიში რა მარო, ლექსოს გეფიცები მეტჯერ ასე აღარ მოვიქცევით. -არავის არ გელაპარაკებით, შემეშვით ყველა. -მარიკო კარგი რა. -რა კარგი რა ნინა? რა კარგი რა? -წამოჯდა უცებ ლოგინზე -იმ შენ დეგენერატ დეიდაშვილთან დამტოვე და დარწმუნებული ვარ,რომ შეგნებულად გააკეთეთ ეგ და ახლა ბოდიშით ცდილობ მომთაფლო? არაფერი გამოვა. -მარო... -ხმა! -ყოჩაღ შენ, სულ არ გაინტერესებს ჩემი მდგომარეობა, არც ის ,რომ ნერვიულობა არ შეიძლება, თქვი არ მიიღება ბოდიშიო და ვსიო ხომ? კარგი ბატონო-ახლა უკვე ნინა გაბრაზდა და კარისკენ წავიდა. -ნი , ნი მოიცა -უცებ მოლბა მარიამი, ნინამაც გამარჯვებულის ღიმილი აიკრა წამით სახეზე , მეგობრისკენ კი უკვე სერიოზული გამომეტყველებით მიბრუნდა. -რა მოხდა? კიდევ უნდა მისაყვედურო? -არა. მიღებულია ბოდიში- გაუღიმა გულღიად. -მაშინ ქვემოთ ჩამოდი. -არ მინდა-მოიღუშა ბახტაძე. -მაშინ არ ყოფილა ბოდიში მიღებული. -ვაიმე ნინა რა ინტრიგანი ხარ, კარგი ჰო ჩამოვალ-სულ ბუზღუნით გაუყარა შლოპანცებში ფეხები და ღიმილით მიმავალ ნინას გაჰყვა უკან. ალექსანდრესკენ არც მიუხედავს, ისე დაჯდა გაბუსული დივანზე . ბიჭმა ღიმილით გადმოხედა და ისევ ლექსოსთან განაგრძო საუბარი. -რა გავაკეთოთ ახლა?- იკითხა დივანზე გემრიელად გაშოტილმა ცოტნემ და მუცელზე გაწოლილ შვილს თმა აუჩეჩა. -ვითამაშოთ -თავი წამოყო ანაბელმა. -მამიკო მიდი შენ აგერ შენს ძამიკოს, ნინას და მარიამს ეთამაშე, დიდები დიდურად გავერთობით-სიცილით უთხრა შვილს ცოტნემ. -ვა ჰა ჰა ჰა-საყვარლად დაიმანჭა ნინა- რა იყო ახლა ეგ? -მწარე სიმართლე ნინაჩკა. -მწარე იქნება ახლა ჩემი მუშტიც. -აუ შენ გათხოვებამაც ვერ გიშელა და ვერ გაგანაზა ? -შეეშვი შენ ჩემს სინაზეს-შეუბღვირა გოგონამ. -გეყოთ ახლა და მართლა ვითამაშოთ რამე- თქმა მარიამმა. -აჰა რა ვთქვი წეღან მე?-გაეცინა ცოტნეს. - ჰო ვარ პატარა, მერე რა?-გაუცინა მარიამმაც და სავარძელში გემრიელად მოკალათდა,თან ლადოს კალთაში დადებული თასიდან მუჭით ამოღებული ბატიბუტი პირში ჩაიყარა. - კი ვართ სულ ,,ვზროსლი სასტავი’’ მაგრამ მართლა ვითამაშოთ რამე, ასე საჯდომად ხომ არ წამოვსულვართ აქ?- თქვა სიცილით თომამ. -შენ გენაცვალე გიტარა დაგვიტოვე სახლში და მე მაგის იმედზე მოვდიოდი აქ- უთხრა სესილიმ. - ჰე მომკლალით ახლა მაგის გამო, ვითამაშოთ და ასე გავერთოთ. -კარგი, რა ვითამაშოთ? ბევრი ბჭობის მერე გადაწყვიტეს ,,სიმართლე თუ მოქმედება ‘’ ეთამაშათ. ჯერ ცოტნეს წაასმევინეს ფრჩხილებზე წითელი ლაქი, მერე სანდროს აცეკვეს ციგნური, მერე თომა აიძულეს მათთან ერთად ქალის ტანსაცმელში გამოწყობილს გადაეღო ფოტო და ინტერნეტში დაედო. უკვე სიცილით იყვნენ ცუდად და გადაწყვიტეს მოქმედებებიდან სიმართლის თქმაზე გადასულიყვნენ. ჯერი რომ ლადოზე მიდგა, ვერავინ ვერაფერი მოიფიქრა რა უნდა ეკითხათ. ბოლოს რადგანაც ნინა და მარიამი იცნობდნენ ბიჭს ყველაზე უკეთ, ამიტომ მაჩაიძემ აიღო კითხვის დასმის ინიციატივა თავის თავზე. -ლადო აბა ახლა გულახდილად აღიარე, ყველაზე მავნე და ბოროტული რა ჩაგიდენია ცხოვრებაში?-ჰკითხა კისკისით ბავშვობის მეგობარს. -კარგი რა ნინა, რას კადრებ ჩემ ალალ და კეთილ ბიჭს? სად გინახავს ამის მავნეობა და ბოროტება?-სიცილით გამოექომაგა მამიდაშვილს მარიამი. -მაცადე შენ! იქნებ და რაღაც კი აქვს ნამაიმუნები და არ ვიცით. -რაღა დაგიმალოთ და შორეულ წარსულში ვიბოროტე ცოტა- სიცილით აღიარა ბიჭმა. -რაო?-ერთხმად შეიცხადეს ნინამ და მარიამმა. -აბა დროზე თქვი!-დაუბრიალა თვალები ბახტაძემ მამიდაშვილს. -მოკლედ რამოდენიმე წლის წინ, აი მაშინ ნინაჩკა , შენ რომ ამერიკაში წაბრძანდი, ეს ჩემი ბიძაშვილი მთელი დღეები ყურებჩამოყრილი იყო , ჰოდა მერე ჩემთან დადიოდა ყოველ დღე, ერთხელაც ტელეფონი დარჩა. ერთხელ რა თითქმის სულ რჩებოდა,მაგრამ იმ ღამით ვიღაცამ დაურეკა და რაღათქმაუნდა მე ვუპასუხე. ვიღაც ბიჭი იყო და მარიკო იკითხა, ვუთხარი აბანოშია და ვეტყვი გადმოგირეკოთთქო- თავიდან დიდად არც მიუქცევია ლადოს ნალაპარაკებისთვის ერისთავს ყურადღება მაგრამ, ბოლო ორ წინადადებაზე ყურები ცქვიტა, უკვე ხვდებოდა, როგორიც იყო ბიჭის ნაამბობის დასასრული,მაგრამ თავის მაინც ვერ აჯერებდა-მოკლედ გათიშვა რომ დავაპირე , უცებ ჩემი ვინაობა მკითხა და რატომღაც მოვატყუე საქმრო ვართქო, იმანაც უცებ მიაყარა არ გადაცეთ რომ დავრეკეო და გათიშა, დღემდე არ ვიცი ვინ იყო,მაგრამ თუ გავიგე ჩემი ცანცარა საქცილელისთვის მართლა უნდა მოვუხადო ბოდიში- ჩაამთავრა ლადომ სიცილით,მაგრამ ალექსანდრეს უკვე სულ აღარ ეცინებოდა, მისგან მზერა მარიამზე გადაიტანა და თან თავის თავს ლანძღავდა გულში. ,,ასეთი იდიოტი ,როგორ უნდა ვყოფილიყავი ამხელა კაცი? ის როგორ ვერ გავთვალე,რომ შეიძლებოდა ვინმეს მსგავსი ხუმრობა ყოფილიყო და მეტი არაფერი?’’ მთელი ძალით დააჭირა გამწარებულმზე ყბები ერთმანეთს და კბილები გააღრჭიალა. თვითონაც კი ვერ გააანალიზა , თუ რა უკიდეგანოდ გააბედნიერა ახლახანს მოსმენილმა, ბოლოს ყურებამდე გაიბადრა და უცნაური მზერით გადახედა დაბნეულ ბახტაძეს, მერე გოგონამ გულიანად გადაიკისკისა და ბალიში გაუქანა მამიდაშვილს. -არ ხარ შენ ჯანმრთელი. -შენ ხელში ასეთიც რომ ვარ , არ გიკვირს?-უკანვე დაუბრუნა ბალიში ლადომ და სიმართლის თქმაზე სვლა სხვასთან გადავიდა. სულ აღარ უსმენდა ერისთავი, ვინ რას ამბობდა, კმაყოფილი მზერით ბურღავდა მარიამს და ცოტაღა აკლდა რომ არ მისულიყო და ისევ არ შეეგრძნო უკვე ნაცნობი და მისაკუთრებული ,,სურვილის გემო’’. იმ ღამით ვერაფრით მოხუჭა მარიამმა. უკვე მერამდენედ იცვალა გვერდი,მაგრამ ძილი არა და არ გაეკარა, თვალებდაქაჩული იწვა საწოლში და მთვარით განათებულ ჭერს აჰყურებდა, ბოლოს გადაწყვიტა ეზოში გასულიყო. საოცრად ესიამოვნა ღამის გრილი ნიავი. თვალები მაგრად დახუჭა და ფილტვები რაჭის სუფთა ჰაერით აივსო, მერე ღიმილით გაემართა სახლის უკან დაკიდებული ჰამაკისკენ,თუმცა ხასიათი მაშინვე წაუხდა ,როცა იქ მოკალათებულ სანდროს შეხედა. უჩუმრად დააპირა უკან გამობრუნება,მაგრამ ერისთავი სწრაფად წამოხტა ფეხზე და უკან აედევნა. -მარიამ მოიცადე- გოგონას ყურიც არ შეუბერტყავს, ისე გააგრძელა გზა-მარიამ! მარიამ ვის ველაპარაკები? -ოდნავ აუწია ხმას, უცებ მკლავში წაავლო ხელი და შეაჩერა- მემგონი რამოდენიმეჯერ დაგიძახე ხომ?- ჰითხა მკაცრად. ბახტაძე სრულიად მშვიდი სახით იდგა და სულ სხვაგან იყურებოდა, ერთხელაც არ შეუხედავს ალექსანდრესთვის. -მარიამ შენ გელაპარაკები, მომაქციე ყურადღება- ოდნავ შეანჯღრია წყობიდან გამოსულმა სანდრომ ,თუმცა გოგონას რეაგირება მაინც არ მოუხდენია- კარგი გასაგებია, გამებუტე ანუ- გაეღიმა და ბადრ მთვარეს ახედა. -როგორ უნდა გავებუტო ადამიანს,რომელსაც არც კი ვიცნობ?- ცივი ხმით ჰკითხა ბახტაძემ და ხელი სწრაფად გაითავისუფლა. - აჰ არ მიცნობ ესეიგი. -თავი დამანებე რა-ხელი აიქნია მარიამმა და თითქმის სირბილით გაიქცა სახლისკენ. -ვნახოთ ერთი როდემდე ირბენ ასე- სიცილით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ისევ ჰამაკში მოკალათდა. დილით უძლობისგან დასიებული და ჩაწითლებული თვალებით ჩამოადგა მეგობრებს მარიამი ქვემოთ. -რა გჭირს შენ?- მზრუნელი ხმით შეეკითხა ლადო და თვალებზე ცერა თითები ფრთხილად გადაუსვა. -არ ვიცი , ვერ დავიძინე წუხელ. -ვიზე ფიქრმა არ დაგაძინათ ქალბატონო მარიამ?-ღიმილით გადმოხედა ერისთავმა. გოგონამ კულტურულად დააიგნორა და სამზარეულოში გავიდა. -მარო ყავას თუ აკეთებ ბარემ ჩვენთვისაც გააკეთე რა-შეეხვეწა ნინა. -კარგი ნი. რამოდენიმე წუთში ყავის ფინჯნებით სავსე ლანგრით დაბრუნდა უკან. ნინას, სესილის, მიას, ლადოს, ვაკოს , ცოტნეს და ლექსოს ნელ-ნელა ჩამოურიგა კუთვნილი ჭიქები. -შენ არ გინდა ყავა?-ჰკითხა ლადომ. ბახტაძემ საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა, ლანგარი იქვე მაგიდაზე დადო, დარჩენილ ერთ ფინჯანს ხელი დაავლო და მამიდაშვილის გვერდით მოკალათდა. ალექსანდრემ წარბები აწკიპა და ისე გადახედა ყავის სმაში გართულ გოგონას. -სხვათაშორის მეც ვარ აქ და მეც მინდოდა ყავა- თქვა გაბრაზებულმა. მარიამს ვითომ არც არაფერი გაუგონია. სწრაფად აიღო შავი შოკოლადის პატარა ნატეხი და პირი ჩაიგემრიელა-ყავა მეც მინდა!-გაიმეორა სანდრომ,მაგრამ რეაგირება ისევ ნული იყო გოგონას მხრიდან. სესილიმ თავისი ძმის გაბრაზებულ სახეს რომ შეხედა ,სიტუაციის განსამუხტად სწრაფად წამოიყვირა. -ალბათ შემთხვევით ერთი ადამიანით ნაკლებზე იანგარიშა მარიამმა ყავა, ახლავე გაგიკეთებ სანდრო. -არა, კარგად დავთვალე, რამდენიც უნდა გამეკეთებინა- ღიმილით შეხედა სესილის ბახტაძემ. -აღარ მინდა სესო , უკვე ხასიათი წამიხდა-გაბრაზებული წამოხტა დივნიდან და ეზოში გავიდა. ბახტაძემ კი კმაყოფილებით სავსე მზერა გააყოლა და ცხელი ყავა მოსვა. იმ დღეს ნინა ცოტა სუსტად იყო,ამიტომ ყველა სახლში იყო დათავს ევლებოდნენ ორსულ ქალბატონს, საღამოსკენ ცოტა რომ მოკეთდა, თვითონვე გამოთქვა ტბაზე გასვლის სურვილი და არც არავინ შეწინააღმდეგებია. სწრაფად მოიწესრიგეს თავი და სახლიდან გავიდნენ. ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ ,როცა სანდრომ შეამჩნია,რომ მარიამი მათთან ერთად არ მოდიოდა და დას შეეკითხა. -სესილი ის ქალბატონი სადაა? -ვინ ქალბატონი? -მარიამი. -მეზარება წამოსვლაო და სახლში დარჩა. -კარგი- სწრაფად მიბრუნდა სახლისკენ სანდრო. -სად მიდიხარ? -სახლში ტელეფონი დამრჩა, წამოვიღებ და დაგეწევით-მიაძახა უცებ და ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ. სესილი ჯერ გაოცებული უყურებდა მიმავალ ძმას. ბოლოს თვალებმოჭუტულმა ჩაილაპარაკა. -ესე რაღაც ძალიან არიან გადაკიდებული ერთმანეთზე-და სულ სიცილ-კისკისით დაეწია სხვებს. ერისთავი ჩუმად შეიპარა სახლში და მარიამის ძებნა დაიწყო,ბოლოს სამზარეულოდან გაიგონა ხმაური და ნელი ნაბიჯით წავიდა იქეთ. ბახტაძე სამზარეულოს მაგიდსთან იდგა რაღაცას ჭრიდა. ალექსანდრე ჩუმად მიეპარა უკნიდან და მუცელზე შეუცურა ხელები. შეშინებულმა გოგონამ მთელი ხმით წამოიკივლა და გამწარებული აფართხალდა. -დამშვიდდი მე ვარ-უთხრა ისე,რომ ხელები არ მოუშორებია. ის გაიგო ბახტაძემ,რომ ახლა ალექსანდრესთან ერთად მარტო იყო სახლში და მითუმეტეს რაღა დაამშვიდებდა?! უარესად მოჰყვა ხელ-ფეხის ქნევას, მაგრამ თავი ვერაფრით გაითავისუფლა ერისთავის მარწუხებიდან. -გამიშვი ხელი!-გაუყვირა ბოლოს გამწარებულმა და იქვე დადებულ წყლით სავსე ჭიქას წაუწია ხელი,თუმა ალექსანდრე ჩანაფიქრს მიუხვდა, სწრაფად დაიხია უკან, გოგონაც თან გაიყოლა და მაგიდას მოაშორა. მერე თავისკენ მიაბრუნა და უკვე წელზე მოუჭირა მოხვეული ხელები. -ხელი გამიშვი ახლავე!-მაგრამ მოკუმა ტუჩები და განრისხებული თვალებით ახედა მომღიმარ მამაკაცს. -რატომ მიწვევ? -მე გიწვევ? -ჰო შენ. -არც კი მიცდია. და საერთოდ შენ ხომ მე გულზე არ გეხატები და რატომ არ მეშვები?-გაახსენა მისივე სიტყვები. -შენ რაღაც ზედმეტად ნერვიულობ მაგაზე,მე რომ გულზე არ მეხატები- ისევ გაეღიმა ერისთავს. -კი არ ვნერვიულობ, უბრალოდ შენს უტაქტობას გახსენებ და ცნობისთვის დიდად არც მე ვაფრენ შენზე. -ძალიან ცუდი, არადა მე როგორ მომწონხარ- ცხვირის წვერით წაეთამაშა ლოყაზე და არც თავისი საქციელის გამო ბახტაძის ახორკლილი კანი გამორჩენია მხედველობიდან. -შენ ჯერ ჩამოყალიბდი რას ფიქრობ ჩემზე და მერე ილაპარაკე- შეუბღვირა მარიამმა და ძლივს გათავისუფლებული ცალი ხელით ფრჩხილები ღრმად ჩაასო წელზე მოხვეულ მაჯაში. ალექსანდრემ ტკივილისგან ხმამაღლა წამოიყვირა სწრაფად მოაშორა ხელები. -გაგიჟდი? მეტკინა!- დაუყვირა ტკივილისგან შეწუხებულმა და მაჯა ოდნავ დაიზილა. -ამხელა კაცმა ახლა ოდნავ გაკაწვრაც ვერ აიტანო. რა ნაზი ყოფილხარ- ნიშნისმოგებით გაუღიმა მარიამმა-წყნარად გითხარი გამიშვითქო და ვერ გაიგე აბა-უდარდელად აიჩეჩა მხრები და სამზარეულოდან უკან მოუხედავად მოკურცხლა, ვაი დ აისევ არ დამიჭიროსო. სწრაფად აიღო იქვე დივანზე დადებული თხელი მოსანცმელი, კარი გაიხურა და ტბისკენ გაუყვა გზას. რამოდენიმე წუთში სანდროც წამოეწია. -როგორ მაინტერესებს რამდენხანს უნდა ირბინო ასე? -მივრბივარ ახლა მე?-სრულიად მშვიდი ტონით ჰკითხა,ისე რომ ზედაც არ შეუხედავს. -მარიამ მე და შენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს. -იმაზე თუ უნდა მელაპარაკო, თუ როგორ არ გეხატები გულზე, არ არის საჭირო, ვიცი უკვე-გაუღიმა ნაგლურად და წინ გაუსწრო. -არა, პირიქით. -რა პირიქით?-უკვე ინტერესჩამდგარი თვალებით ახედა და გაჩერდა. -იმაზე უნდა გელაპარაკო, თუ როგორ მომწონხარ. -წადი რა, რამე სხვა გასართობი იპოვე და მე შემეშვი-უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები ბახტაძემ და ჩქარი ნაბიჯით წავიდა წინ. მთელი კვირა სულ ღიმილით ადევნებდა თვალს ბახტაძეს, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა მისთვის თავის არიდებას. ერთ საღამოს ლექსომ შეწუხებულმა გამოუხცადა ყველას,რომ ნინას ორსულობა საკმაოდ რთული ტოქსიკოზის ფონზე მიდიოდა და ურჩევნოდა თბილისში ჰყოლოდა, ექიმსაც ხშირად ანახებდა. ყველას ძალიან დაწყდა გული,მაგრამ საბოლოოდ შეთანხმდნენ ,რომ მეორე დღესვე დაბრუნდებოდნენ შინ და არდადეგები სულ ცოტა ხნით გადაიწევდა. ალექსანდრე მთელი საღამო მოთმინებით ელოდა ,როდის წავიდოდა მარიამი დასაძინებლად და როგორც კი გოგონა საძინებლისკენ წასული დაიგულა,მაშინვე ალაპარაკდა იმაზე, თუ როგორ გადანაწილდებოდნენ მანქანებში. დიდხანს ლოდინიც არ მოუწია, სიძემ უმალვე გასცა მისთვის ყველაზე სასურველი პასუხი. -როგორც წამოსვლისას ვიყავით ისე ალბათ ხომ? -ჰო ვაკო მართალია, შესანიშნავად ვიმგზავრეთ ,ახლა ისევ ჩვენს ადგილებზე ვსხდებით ყველა- მზარი აუბა ლექსომ ვაკოს. დილით უკვე რომ ჩაბარგდნენ ,სახლიც მიაწესრიგეს და მანქანებისკენ დაიძრნენ, მარიამს არაფერი უკითხავს, ისე ჩასკუპდა ლექსოს მანქანაში და მალე სულ ბუზღუნ-ბუზღუნით მოუწია უკანვე გადმოსვლა. -არ მინდა რა ამ ადამიანთან ერთად მთელი 5 საათი მგზავრობა, არ მინ-და!- დაიძახა გაბრაზებულმა-ვინმემ მაინც გამიცვალეთ ადგილი რა იქნება-საწყლად გადახედა ყველას. -მარიამ რატომ ბავშვობ? გადანაწილებულები ვართ უკვე, რას გიზამს სანდრო შეგჭამს?- უკვე გული შეუღონდა მისი წუწუნით მიას. -დიახაც მიაკო, შემჭამს!-გულზე ხელებდაჭდობილმა შეუბღვირა მეგობარს. -ახლა ისეთი საყვარელი ხარ, სულაც არაა გამორიცხული, რომ ხელში შემომეჭამო- ყველასგან შეუმჩნევლად უჩურჩულა ყურში ერისთავმა,რომელიც ვერც კი გაიგო მის გვერდით როდის გაჩნდა. ხელები ისე მაგრად მომუშტა ,გრძელი ფრჩხილები პირდაპირ ხელის გულებში ჩაესო და ტკივილისგან შეწუხებული შეიშმუშნა. ალექსანდრესკენ არც კი გაუხედავს, ისე შეყარა უკანა სავარძელზე თავისი ბარგი და თვითონაც იქ დაჯდა,თან უკვე ეზოდან გასულ ორ მანქნაას გახედა და გაბრაზებულმა მიაჯახუნა კარი. -ჩანთებს მანდ რა უნდა მარიამ? მომეცი და საბარგულში ჩავდებ- ბახტაძეს ყურიც არ შეუბერტყავს-მარიამ მომაწოდე ჩანთები და საბარგულში ჩავდებ-ამჯერად მინაზე მიუკაკუნა ,მაგრამ პასუხად არანაირი რეაგირება რომ არ მოუხდენია გოგონას, ღიმილით გადააქნია თავი,თვითონ გააღო მარიამის მხრიდან მანქანის კარი და ჩანთების ასაღებად გადაიწია. ბახტაძე მისმა ზედმეტად სიახლოვემ შეაკრთო,მაგრამ არაფერი შეიმჩნია, მთელი ზურგით აეკრა სავარძელს, რომ დისტანცია ოდნავ მაინც გაეზარდა,მაგრამ სულ ტყუილად,ამჯერად ალექსანდრე გადაიხარა მისკენ ,თან სულ არ ჩქარობდა ჩანთების აღებას. ერთი ღიმილით გადმოხედა სახე აპილპილებულ მარიამს , ხმით ჩაეცინა, ხელი დაავლო მის ბარგს და წელში გასწორდა. -ნეტა განახა ახლა რა სახე გაქვს- მოურიდებლად დასცინა და ისედაც გაგულისებული გოგონა, უფორ გამოიყვანა წყობიდან. -შენ ჩემი სახის ყურებას მოეშვი და დროზე წავიდეთ! -არსად არ მივდივართ- ,,საყვარლად’’ გაუღიმა ალექსნადრემ და ბახტაძის ბარგიანად სახლისკენ აიღო გეზი. -რა თქვი?-თვალბდაქაჩული მარიამი მაქანიდან გადმოხტა და უკან აედევნა. -მე და შენ კიდევ ცოტა ხნით ვრჩებით! -შენთან ერთად აქ? გამორიცხულია! -მოგიწევს! ყველა წავიდა და აქედან მე უნდა წაგიყვანო! მე კი კიდევ ორი დღე ვაპირებ აქ დარჩენას. -მე არა!-სწრაფად მოუარა მანქანას და მძღოლის ადგილას ჩახტა,მაგრამ მაშინვე იმედგაცრუებულმა ამოიფრუტუნა, როცა გასაღები თავის ადგილას არ დახვდა. სულ ბუზღუნ-ბუზღუნით გადმოვიდა უკან და სახლისკენ მიმავალ ერისთავს აედევნა. -რა უნდა ვაკეთო აქ შენთან ერთად მთელი ორი დღე? -მე ფრიად საინტერესო იდეები მაქვს, მაგრამ......- ირონიული ხმით უპასუხა,ისე რომ მისკენ არც მოუხედავს. -რა იდეები?- სანდროს ეგონა მიმიხვდა, რაც ვიგულისხმე და თავისი ჭკუით თავს ისულელებსო ,მაგრამ მის გულუბრყვილო მზერას რომ გადააწყდა, ღიმილით გააქნია თავი და სახლში შევიდა. -რა იდეებითქო?-ფეხდაფეხ მიჰყვა მარიამი. -ნუ ჩამაჯინდები, თორემ არ მოგეწონება ჩემი იდეები- თვალი ჩაუკრა და მისი ბარგი იქვე კიბესთან დააწყო-ან ძალიანაც მოგეწონება- ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა კართან ატუზულ ბახტაძეს და ნელა შეუცურა წელზე ხელები. ის იყო თავისებურად უნდა აყვირებულიყო მარიამი, რომ სწრაფად წაეტანა ტუჩებზე და ყველა სიტყვა უთქმელად მიაცივა ბაგეზე. გოგონა იმწამსვე აფართხალდა,თუმცა სულ ტყუილად, ისე ძლიერად ჰქონდა წელზე და ზურგზე ხელები მოხვეული სანდროს, რომ ვერაფერს გახდა, სანამ ერისთავი თვითონ არ მოშორდა და უსაზღვროდ კმაყოფილი ხმით უთხრა. -იმედია ახლა დაახლოებით მაინც ჩაწვდი ჩემი იდეების შინაარსს. -თავხედი ხარ- თავი საშინლად შერაცხყოფილად იგრძნო ბახტაძემ, საკუთარი უსუსურობის შეგრძნებამ კი სულ გამოიყვანა წყობიდან-საშინლად თავხედი, მე შენთვის ამდენის უფლება არ მომიცია!- უთხრა გაბზარული ხმით და ცოტაღა დააკლდა მის თვალწინ რომ არ დაეყენებინა ცრემლების ზღვა. სწრაფად დაავლო თავის ჩანთებს ხელი და კიბეზე აირბინა, გამწარებულმა შეგლიჯა თავისთვის განკუთვნილი საძინებლის კარი და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. -ამ საქციელს ასე იოლად არ შეგარჩენ ალექსნადრე, აი ნახავ , არ შეგარჩენ- აცრემლებული დაეჩემა ბიჭს და ბალიშში ასლუკუნებულმა ჩარგო თავი. უკვე შუადღე იყო, მარიამი კი არა და არ გამოდიოდა ოთახიდან. ალექსანდრემ ომლეტი გააკეთა ორივეთვის და გადაწყვიტა თავად აეკითხა. ჯერ ფრთხილად მიუკაკუნა კარზე,მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო ,ამჯერად უფრო ხმამაღლა სცადა, მერე დაუძახა კიდევაც, მაგრამ ბახტაძე მაინც არ გამოეპასუხა. სანდროს გაეღიმა. -კარგი რა მარიამ, რა ბავშვობაა? ჩამოდი გელოდები, საჭმელიც კი გავაკეთე- დაუძახა ღიმილით, ოთახიდან კი ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ბოლოს იფიქრა ჩაეძინაო და ძალიან ფრთხილად შეაღო ოთახის კარი,მაგრამ ელდა ეცა, როცა იქ არავინ დახვდა. გიჟივით შევარდა შიგნით და მიმოიხედა,ბახტაძე არსად ჩანდა. იმწამსვე საპირფარეშოსკენ გაიქცა,თუმცა იქაც არ დახვდა მარიამი. მერე ყველა ოთახი ჩამოირბინა, თუმცა სულ ტყუილად, გოგონას ვერსად ვერ მიაგნო. -პატარა ბავშვებივით დამალობანას მეთამაშები არა?-დაიყვირა გაბრაზებულმა- დამაცადე გიპოვნო, აი ნახავ მერე რაც მოგივა! ხელახლა დაიარა ყველა ოთახი, ყველა კარადაში ეძება, ბოლოს სხვენზეც კი ავიდა, მაგრამ მარიამის კვალიც კი არსად არ იყო. სასოწარკვეთილი დაეშვა დივანზე და თავი ხელებში ჩარგო. -სად ჯანდაბაში წავიდა ეს უტვინო გოგო? კაციშვილის ჭაჭანება არაა ირგვლივ და რამე შარს არ გადაეყაროს-უკვე სერიოზულად შეშინდა ალექსანდრე. გიჟივით წამოფრინდა ფეხზე და უკვე სახლის გარეთ დაუწყო ძებნა. მთელი ამ დროის მანძილზე ქალბატონი ,არც ისე კომფორტულად, მაგრამ სამაგიეროდ უაღერესად კმაყოფილი ჩაყუჟულიყო სესილის ძველი საძინებლის ტახტის დიდ სათავსოში, რომელიც უკვე ლექსოს და ნინას დაუთმეს აქ ჩამოსვლის დღეს. ოთახს რომ ალაგებდნენ მეგობარმა სიცილით გაანდო ბავშვობის საიდუმლო, მე და სესილი პატარაობაში სულ აქ ვიმალებოდით, იმხელა ადგილია სპილოსაც კი ჩაატევო. მაშინ სულ არ გაუმახვილებია ყურადღება,მაგრამ დღეს ,როცა ოთახში გაწიწმატებული დააბოტებდა და ალექსანდრეზე შურისძიების გეგმებს აწყობდა, სწორედ მაშინ გაახსენდა მაჩაიძის მონაყოლი. საათს დახედა, უკვე შუადღეს იყო მოტანებული, ფეხაკრებით გაიპარა ოთახიდან და იმ საძინებელში შევიდა, მერე სწრაფად ამოალაგა იქ ჩალაგებული ტანსაცმელები, ძლივს შეკუჭა კარადაში და მათ ადგილას თვითონ ჩასკუპდა. ფრთხილად ჩამოსწია საწოლი და დაელოდა ერისთავი როდის დაუწყებდა ძებნას. დიდხანს არც მოუწია ცდა. სულ რაღაც ნახევარ საათში სანდრო გადარეული და ფერდაკარგული დარბოდა ოთახიდან ოთახში და მის სახელს გაიძახოდა. მარიამი კი კმაყოფილი ფხუკუნებდა და ამჯერად ახალ ხრიკებს გეგმავდა. აშკარად გაიგონა ჭიშკრის ხმა, ძალიან ფრთხილად ამოძვრა სამალავიდან და გამჭირვალე ფარდის უკნიდან გაიჭყიტა გარეთ. იმწამსვე დაინახა ერისთავი,რომელიც ტბის მიმართულებით გარბოდა. კმაყოფილმა შემოჰკრა ხელის გულები ერთმანეთს და სამზარეულოსკენ დაიძრა სწრაფი ნაბიჯით, რომ მის დაბრუნებამდე აწრიალებული კუჭი ჩაეწყნარებინა. იქ ჩასულს სასიამოვნო სიუპრიზიც დახვდა. ერისთავს ორი ადამიანისთვის გაემზადებინა ომლეტი. ერთი თეფშიდან სწრაფად გააქრო მოშიებულმა საჭმელი, მერე მეორე ულუფასაც მოაკლო ცოტა და როცა საკმარისად იგრძო დანაყრება, სამზარეულოს დატოვება დააპირა, თუმცა უცებ რაღაც გაახსენდა. ღიმილით აავსო პატარა ბოთლი წყლით და კმაყოფილი დაბრუნდა ოთახში. უკვე კარგად იყო შებინდებული ჭიშკარი ისევ რომ ახმაურდა, მიხვდა,რომ ერისთავი დაბრუნდა და სწრაფად ჩასკუპდა ისევ სამალავში. ალექსანდრე აქოშინებული შევიდა სახლში, უკვე გიჟს ჰგავდა, ვეღარ გაეგო ეს გოგო სად უნდა ეძებნა. პირგამომშრალი სამზარეულოში შევიდა და ზედიზედ სამი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად გამოცალა. ის იყო უნდა გასულიყო,რომ მაგიდაზე დაცარიელებული თეფში შეამჩნია. ჯერ დაბნეული დააჩერდა ,მერე მიხვდა ვისი ნამოქმედარიც იქნებოდა და სიბრაზისგან კინაღამ ცეცხლი წაეკიდა. ელდანაკრავივით გავარდა სამზარეულოდან და თავიდან დაირბინა ყველა ოთახი. -მარიამ არ გაცოცხლებ, საკუთარი ხელით ისე მიგახრჩობ, წამითაც არ შემეცოდები!- ყვიროდა წყობიდან გამოსული და კარებებს ისე აჯახუნებდა, ლამის ყველა სათითაოდ ჩამოყარა ანჯამებიდან. მთელი ორი საათი უშედეგოდ ეძება,მაგრამ შედეგად მხოლოდ ის მიიღო,რომ სასტიკად დაიღალა. ძალაგამოცლილი დაესვენა დივანზე და ბალიში დაიმხო თავზე. -ბახტაძე შემომაკვდები, ყველაფერს გეფიცები შემომაკვდები!-დუდღუნებდა თავისთვის და ვერც კი გაიგო გასავათებულს როდის ჩაეძინა. კარგა ხანს აწუხებდა ძილში რაღაც საშინლად უსიამოვნო შეგრძნება,მაგრამ ვერაფრით მიხვდა, რა იყო. ბოლოს სახეზე სისველე იგრძნო და სწრაფად დაჭყიტა თვალები. პირველი რასაც შეხედა, მარიამის საოცრად კმაყოფილი სახე და ჭინკებათამაშებული თვალები იყო. გოგონა თავზე წამოდგომოდა და წვეთ-წვეთობით ასხამდა გრილ წყალს. -მე შენ გიჩნვენებ ,როგორ უნდა ჩემი მასხრად აგდება -დაიგრგვინა გაგულისებულმა და ფეხზე წამოხტომა დააპირდა,თუმცა ხელ-ფეხი ვერაფრით გაამოძრავა. გაოცებულმა დაიხედა სხეულზე და საგულდაგულოდ შეკრული ფეხები და დაბორკილი ხელები დაინახა. -ახლავე მომხსენი ესენი! -და მერე მე შენ გადაგირჩები?-გადაიკისკისა ბახტაძემ. -ვერა, გადარჩენით ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადამირჩები! -ჰოდა მაშინ პაკა სანდრინიო- იქვე გამზადებული ჩანთები აიღო, ცალ ხელში მანქანის გასაღები შეათამაშა და გასასვლელისკენ დაიძრა. -მარიამ!-დაიღრიალა ერისთავმა. -რაო სანდრუკა? -მე შენ გიჩვენებ სანდრუკას! ახლავე გამიხსენი ხელები! -მაპატიე ,მაგრამ არ გამოვა. მეჩქარება- ,,საყვარლად’’ გაუღიმა გოგონამ. -არ გაბედო ჩემი აქ დატოვება! -ლექსოს დავურეკე და ვაკო უკვე მოდის შენს წასაყვანად. არ ინერვიულო-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. -სად დამემალები? ჩემთან შეხვედრა ხომ მოგიწევს როდესმე არა?! მერე როგორ აპირებ,რომ გადამირჩე? -მაგას მერე მოვიფიქრებ, ახლა კი კარგად- ღიმილით გაიხურა კარი და ერისთავის ყვირილისთვის ყურადრება აღარ მიუქცევია. -ესეც ასე, ანგარიში გასწორებულია. თუ არ შემეშვები, უარესსაც მოვიფიქრებ რამეს- თქვა საკუთარი თავით უაღრესად კმაყოფილმა და მანქანა დაქოქა -მოვკლავ, ჩემი ხელით მოვკლავ! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა ალექსანდრე და ციბრუტივით დატრიალებდა ოთახში. ვაკო კი დივანზე გაწოლილიყო და უკვე გულის წასვლამდე იცინოდა. -აუ ისე რა გაგიჩალიჩა ძმაო - უთხრა ცოლის ძმას, როცა ოდნავ მოსულიერდა და ისევ სიცილი ატეხა. -შენ მაინც ნუღარ მიმატებ- დაუყვირა გააფთრებულმა ერისთავმა, რომელსაც ცოტაც და სახეზე ცეცხლი წაეკიდებოდა-ნუ იცინი, არაა ეს ყველაფერი სასაცილო! -ვისთვის როგორ - ისევ გადაიხარხარა ამაღლობელმა და სწრაფად აიფარა სახეზე ბალიში, სანდროს ნასროლი ტელევიზორის პულტი რომ არ მოხვედროდა. ცოტა ხანში ძლივს დაამშვიდა ვაკომ , თვითონვე ჩააწყო მანქანაში მისი ბარგი და თბილისში წამოიყვანა. ალექსანდრეს კი მთელი გზა გაჩუმება არც უფიქრია, ხმამაღლა გეგმავდა ,თუ როგორ გადაუხდიდა სამაგიეროს იმ გატუტუცებულ ქალაბტონს, როგორ მიახრჩობდა საკუთარი ხელით, როგორ დატოვებმა სადმე ბნელს სარდაფში დაბმულს რამოდენიმე დღით, როგორ ატირებდა მწარედ იმ ყველაფრისთვის, რაც დღეს გააკეთა. ბოლოს ვაკოს ყელში ამოუვიდა ამ ყველაფრის მოსმენა და შეუბღვირა. -რა გინდა მაგ გოგოსთან? რაც დაიმსახურე ის მიიღე , შეეშვი,თორემ აქეთ გაგამწარებს და დღევანდელი სანატრელიც არ გაგიხადოს. -ვინ ვაკო მაგან? მაგან როგორ უნდა გამამწაროს? დღევანდელ საქციელს ასმაგად ვაზღვევინებ, ეს როგორ გაბედა? -როგორ და აი ასე, ადგა , დაგემალა, მერე დაძინებული დაგაბა და ასე საყვარლად დაგტოვა რაჭის სუფთა ჰაერზე- ისევ გაეცინა ბიჭს. მთელი ორი თვე ,,ოფიციალურ ძებნაში’’ იყო საქალბატონე ბახტაძე, მის ბედად აქამდე ახერხებდა და როგორღაც არიდებდა თავს სანდროსთან შეხვედრას. მიუხედავად საკმაო დროის გასვლისა, ერისთავს ერთი ბეწოთიც არ განელებია ის გაბრაზება, პირიქით რომ ახსენდებოდა, სიბრაზისგან ცოტაც და ალი აუვიდოდა. მერე მარიამს საოცრად გაუმართლა, სანდროს რაღაც საქმეზე ქუთაისის სასამართლოში მოუწია წასვლა და ისე მოხდა,რომ მთელი თვით იქ დარჩა. ამ პერიოდში კი ბახტაძე უდარდელად დადიოდა მეგობრის ოჯახში და ტკბებოდა იმის ყურებით ,თუ როგორ იბერებოდა დღითი-დღე მისი საყვარელი ნინაჩკა. ერთხელაც მეგობართან ასულს ერისთავმა გაუღო კარი, მარიამი შეცბა, იცოდა კარგი არაფერი ელოდა ალექსანდრესთან შეხვედრისას. -უკაცრავად სახლი შემეშალა- იყვირა უცებ დაფეთებულმა და ისე მოწყეტით დაეშვა კიბეზე,რომ სანდრომ დადევნება,მხოლოდ მაშინ მოიფიქრა,როცა უკვე ის მაქნანას ქოქავდა. -ირბინე ,ირბინე. ერთ დღესაც გამოგიჭერ და მერე გიჩვენებ სეირს- ჩაილაპარაკა სიცილით და სახლში შებრუნდა. -ვინ იყო სანდრო?-გამოსძახა სამზარეულოდან ნინამ. -არავინ , სახლი შეეშალათ-სიცილით უპასუხა დეიდაშვილს და მისაღებ ოთახში დივანზე მოკალათდა. -გოგო ნორმალური თუ ხარ? არ უნდა მითხრა ეგ თუ ჩამოვიდა?- დაურეკა გაწიწმატებულმა ბახტაძემ მეგობარს. -ვაიმე შენ იყავი წეღან?- გულაიანდ გადაიკისკისა ნინამ- სანდრომ კიდევ ასე თქვა, სახლი შეეშალათო. -ჰო სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და გამოქცევამდე ეგ მივაძახე-ამოიფრუტუნა მარიამმა- აღარ მიდის ეგ ქუთაისში? -არა მარო, დავასრულე ის საქმეო და აღარ მიწევს წასვლაო. -ჯანდაბა, ბედი ხომ არაფერში მაქვს რა- გაბრაზებულმა შეჭმუხნა წარბები და სახლის კიბეებს აუყვა. მეორე დღეს ნინამ ახარა, ალექსნადრე ბათუმში თანამშრომლებთან ერთად ერთი კვირით დასასვენებლად წავიდაო. მანაც სასწრაფოდ მოიწესრიგა თავი და სულ რაღაც ნახევარ საათში ბედნიერი სახით მიადგა სახლში მეგობარს. -როდემდე უნდა სდიოთ ერთმანეთს ასე ტომი-ჯერივით ა?-ჰკითხა მაჩაიძემ. -თვითონ დამსდევს თურმე, ჩემთან რა გინდა? -ნეტა რატომ დაგსდევს? -მე რავიცი? რას გადამეკიდა საერთოდ? რა უნდა? -ოხ მარიკო , მარიკო. ნეტა იცოდე ახლაც რა გაბრაზებულია. -უიმე, როგორი ბოღმიანი ყოფილა, რა უბედურებაა? თითქმის სამი თვე გავიდა და რით ვერ გადაუარა გაბრაზებამ?-ამოიფრუტუნა გაგილისებულმა. -გოგო რაები მოუწყვე და აქეთ ხარ გაბრაზებული?-გაეცინა ნინას. -დიახაც ვარ! მაგის გამო შენთან ვერ მოვსულვარ წესიერად, უნდა ვუყარაულო, როდის გავა ქალაქიდან,რომ აქ მოსულ უცებ თავზე არ წამომადგეს. ამის თქმა და კარზე ზარის დარეკვა ერთი იყო, მოულოდნელობისგან ორივე ადგილზე შეხტა. -მოკლედ დავიზაფრე რა, უკვე შიშები დამეწყო მაგის გადამკიდე-უთხრა კარისკენ წასულ ნინას სიცილით და უკან აედევნა-რა მოხდა?-ჰკითხა უცებ,როცა მისი შეცბუნებული სახე დაინახა. -მარო სანდროა. -ვაიმე,აბა წავიდაო? -ასე თქვა და... -მოგატყუა, დამპალი!-აღშფოთდა ბახტაძე. -მიდი ჩემს ოთახში შედი და გაგაპარებ როგორმე. -ხომ არ შემოვა იქ? -არა , რა უნდა საძინებელში? -კარგი ჰო-ფეხაკრებით აიპარა მეორე სართულზე და საძინებელში შეიყუჟა. -სად ხარ ამდენხანს ნინაჩკა?-ღიმილით ჰკითხა სანდრომ და დეიდაშვილი გადაკოცნა. -ჭურჭელს ვრეცხავდი და წყლსი ხმაში ვერარ გავიგონე ხმა. -ოჰ ჩემი საქმიანი გოგო- გაუცინა ალექსანდრემ. -შენ ბათუმში არ უნდა იყო?-ჰკითხა დაბნეულმა. -გადავდეთ, ხვალ მივდივართ-უპასუხა ღიმილით. -ეს რა არის?-პარკისკენ გაექცა თვალი ნინას. -გაცუნცულდი შენ ყავა მომიდუღე და მერე განახებ რაცაა. -ახლავე- სულ კუსკუსით გავიდა სამზარეულოში. ალექსანდრემ კი იმწამსვე კიბეებისკენ აიღო გეზი. მარიამი ნინას პარფიუმერიის ჩანთაში იქექებოდა,როცა კარის ხმა გაიგონა, უკან არც კი მიუხედავს ისე ჰკითხა ,,ნინას’’ -წაბრძანდა უკვე? -სხვის ნივთებში უკითხავად ქექვა უზრდელობაა- გაიგონა ამწუთას ყველაზე არასასურველი ხმა და მთელ ტანში უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. მძიმედ გადაყლაა ნერწყვი და თვალებგაფართოებული მიბრუნდა კარში ატუზული ალექსანდრესკენ. -შენ აქ....აქ ..რა გინდა?- ძლივს ამოულუღლუღა და დაბნეული მიაჩერდა ირონიულად მომღიმარ ერისთავს. -დეიდაშვილთან მოვედი. -რა იცოდი აქ რომ ვიყავი?- შეუბღვირა უცებ,როცა გაახსენდა,რომ სახლში მარტონი არ იყვნენ და ამან ცოტა შეაგულიანა. -ნაცნობ მანქანას მოვკარი თვალი ეზოსთან და...-მხრები უდარდელად აიჩეჩა და ნელი ნაბიჯით წავიდა მისკენ. მარიამი შეცბა. -მანდ გაჩერდი! ნაბიჯი აღარ გადმოდგა- დაუყვირა შეშინებულმა. -აბა რა ქენი, მოიფიქრე ,როგორ გადამირჩე?-ჰკითხა ირონიული ტონით და წინ აესვეტა. ბახტაძეს ცოტაც და გული წაუვიდოდა, ფერი სულ დაკარგა სახეზე. დაბნეული უყურებდა მის წინ კარსა და მას შორის ბარიერად მდგარ ალექსანდრეს და ფიქრობდა, ახლა როგორ დაეღწია თავი ამ სიტუაციიდან- მაშინ ხომ მითხარი ,ახლა მეჩქარება და მერე მოვიფიქრებო? დადგა ეს მერეც. -მე.... -ჰო რა შენ? რაო ვერაფერი მოიფიქრა ჩვენმა ჭკვიანმა ტვინმაო?- საგრძნობლად დაიხარა მისკენ და ცხვირის წვერი ოდნავ გაუხახუნა ლოყაზე,თან უკვე საოცრად მონატრებული სურნელით აივსო ფილტვები. შეამჩნია როგორ აეხორკლა მოშიშვლებულ მკლავებზე გოგონას კანი და გულით გაეღიმა. ერთი, სულ პატარა ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა და უკვე სასოწარკვეთილი ბახტაძის ტვინმაც ექსტრემალურ მდგომარეობაში დაიწყო მუშაობა. -სანდრო.....- ამოილუღლუღა ოდნავ ჩახშული ხმით და ბიჭს ახედა. -რაო მარიამ?-ჩაეკითხა ღიმილით და ადგილზე გაშრა,როცა გოგონამ ნერვიულობისგან დაჭიმული მკლავები ნელ-ნელა წამოსწია ზემოთ და რამოდენიმე წამში მის კისერზე მოათავსა,მერე ერთიანად აეკრო სულ მთლად დაბნეულ ერისთავს და მის ყელში ჩარგო თავი, თან მთელი ნებისყოფით ცდილობდა იმ მომაკვდინებლად სასიამოვნო იმპულსების დაიგნორებას,რომელმაც თანდათან ერთიანად მოიცვა მთელი მისი ორგანიზმი. -მომენატრე- თავისდაუნებურად აამოძრავა ტუჩები და თვითონაც ვერ მიხვდა ეს იტყვა თავისივე გულის გულწრფელი ამოძახილი იყო, თუ უბრალოდ ,,როგორ დავიხსნათ მარიამი სანდროსგან’’- გეგმის ნაწილი. უცებ მოშორდა საოცრად დაბნეულ მამაკაცს და რამოდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან. -რა თქვი?- წარბები მაღლა აწკიპა ერისთავმა. -მე...არა არაფერი.....-წამოიძახა უცებ და ადგილიდან აორთქლდა. გაიგონა როგორ მოსდევდა უკან ძახილით ალექსნადრე,უფრო აუჩქარა ნაბიჯს და როცა ერისთავი სახლიდან გამოვიდა, უკვე მაქანაში ჩახტომა და დაქოქვაც მოსწრებული ჰქონდა. იმ დღის მერე მიხვდა,რომ ეს უაზრო ბავშვური კატა-თაგვობანა მართლა უნდა დაემთავრებინა და სერიოზულად უნდა დალაპარაკებოდა ბახტაძეს. არ იცოდა როგორ მოახერხებდა ამას, როცა გოგონა სულ ემალებოდა და იმ ადგილას ფეხსაც არ ადგამდა, სადაც თვითონ იყო,მაგრამ კატეგორიულად გადაწყვეტილი ჰქონდა,რომ როგორც კი ნახავდა, ყოველგვარი ხუმრობის და სამაგიეროს გადახდის მცდელობის გარეშე ეტყოდა ყველაფერს,რაც გულში ჰქონდა. მთელმა ხუთმა თვემ თვალის დახამხამებაში ისე გაირბინა, მარიამს თვალიც კი ვერ მოჰკრა ერისთავმა. ერთ საღამოს ნინასთან და ლექსოსთან იყო შეკრებილი ყველა, სანდროს ჩათვლით და ბახტაძის გამოკლებით. რამდენჯერ არ დაურეკეს ქალბატონს,მაგრამ ვერაფრით მოიტყუეს, ლომის ხახაში თავს საკუთარი ნებით არ გავყოფო. ეს პასუხი რომ გაიგონა სანდრომ, გულიანად გაეცინა , მიხვდა,რომ მოსალოდნელი სამაგიეროს გამო ჯერ კიდევ კარგა გვარიანად იყო დაპანიკებული მისი ძვირფასი მარიამი,ამიტომ მანქანაის გასაღებს ხელი დაავლო და მასთან წასვლა დააპირა. ის იყო დეიდაშვილის სახლი უნდა დაეტოვებინა, რომ ნინამ საშინელი ხმით დაიკივლა და ყველა მასთან მივარდა შეშინებული სახით. იმწამსვე გამოუძახეს სასწრაფოს და სულ ცოტა ხანში მთელმა სამეგობრომ საავადმყოფოს მოსაცდელში ამოყო თავი. ლექსო ანერვიულებული დააბოტებდა დერეფანში და ნერვიულობისგან ლამის თითები სულ დაიმტვრია. ცალი თვალით კარს უყურებდა და სულმოუთქმელად ელოდა ექიმის ან რომელიმე ექთნის გამოჩენას. -ლექსო დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება- გამამხნევებლად გაუღიმა სესილიმ. -შეეშვი სესო, მე ამაზე უარეს დღეში ვიყავი ბარბი სანამ გაჩნდებოდა, ღიმილით გადახედა ვაკომ ცოლს-სანამ არ ნახავს ორივეს, მანამ ოდნავადაც ვერ დამშვიდდება. ასე გულს მაინც აყოლებს. გულის გამაწვრილებელი ლოდინის შემდეგ ,როგორც იქნა ნაცნობი ექთანი დაინახეს და ყველა მასთან მიცვივდა. -ექიმო როგორ არიან? ხომ ყველაფერი კარგადაა?- გაბზარული ხმით ჰკითხა ლექსომ. -ყველაფერი რიგზეა, დედაც კარგადაა და ულამაზესი გოგონას მამა გახდით- გაუღიმა სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალმა. -მოიცათ, აბა ბიჭიაო რომ გვითხრეს?! -ზოგჯერ ხდება ხოლმე ასეთი ცდომილებებიც ბატონო. -ანუ რისი თქმა გინდათ,რომ ჩემი ბიჭი გოგოა?- წამოიძახა უცებ არეშიძემ და ყველას სიცილი აუტყდა. -მასე გამოდის-გულიანად გაეცინა ექთანსაც- ახლა დაგტოვებთ და ცოტა ხანში დედა-შვილსაც განახებენ. -,,ჩემი ბიჭი გოგოა?’’ - გამოაჯავრა ცოტნემ მეგობარი და გულიანად გადაიხარხარა-ისევ მთელ სამეგობროში ერთადერთი ბიჭის მამად ვრჩები-ამაყად გაიჯგიმა ბოლოს. ლექსო სულ აღარ აქცევდა არავის ყურადღებას, ყურებამდე გაბადრულიყო და ერთი სული ჰქონდა თავის ლამაზ გოგონებს როდის ნახავდა. -მარიამ გააგებინა ვინმემ, აქ რომ მოვედით?-იკითხა უცებ შეცბუნებულმა სესილიმ და ყველას მხოლოდ ახლა გაახსენდა ბახტაძე. -დაგვხოცავს!-თავზე შემოიტყა ხელი თომამ და თავი გააქნია. -მართლა გაგიჟდება, ხმასაც აღარ გაგვცემს- მოიღუშა მია. -კარგით ახლა, ასეთი ბუტიაა დავიჯერო? -გაეცინა სანდროს-წავალ და მოვიყვან, ერთი ხმა ამოუღია. -შენი მისვლა სულ გადარევს, დაეტიე აქ- მიაძახა უკვე ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ძმას სესილიმ. -გამარჯობა ქალბატონო ეკა, მე ალექსნადრე ვარ, ნინას დეიდაშვილი.მიესალმა ღიმილით ქალს. -გაგიმარჯოს სანდრო, ჰო მახსოვხარ ქორწილიდან. შემოდი ,შემოდი, ალბათ მარიამთან მოხვედი ხომ? -დიახ, იქნებ დაუძახოთ, ძალიან მეჩქარება. -რა ხდება? ხომ მშვიდობაა? -დიახ, ნინას მშობიარობა დაეწყო და საავადმყოფოში წავიყვანეთ. ნერვიულობისგან მარიამისთვის დარეკვა არც კი გაგვახსენდა და ახლა მის წასაყვანად მოვედი. -ვაიმე მართლა? ხომ ყველაფერი კარგადაა? -კი ,კი მადლობა. გოგონა შეეძინა. -ღმერთის წყალობა არ მოაკლდეს არცერთს, კარგი წავალ დავუძახებ მარიამს-მისაღებამდე მიაცილა და თვითონ კიბეებისკენ წავიდა. -ახლა უნდა ვგებულობდე მე ამას?-ქარიშხალივით შემოვარდა ოთახში გაწიწმატებული მარიამი. -იქნებ ჯერ მომესალმო მაინც, ამდენი ხანია არ გინახივარ. -ჰო და დასვენებულიც ვიყავი. -ჰოდა თუ დასვენებული იყავი, არ წაგიყვან ახლა საავადმყოფოში!-წარბები მაღლა აქაჩა და ისე დახედა მის წინ ატუზულ, ერთი თავით დაბალ გოგონას. -ნეტა ვის რა ში სჭირდება შენი წაყვანა? არ მყავს ჩემი მანქანა თუ? -დედი ახლა კამათის დროა?- ამ დროს შემოვიდა ოთახში ეკაც- შენი მანქანა თან ლადოს ჰყავს და როგორ წახვალ შენით? -აუ კარგი რა- დამარცხებულმა ჩამოყარა ხელები ძირს, საკიდიდან ჩანთა ჩამოხსნა და კარი გამოაღო. -დედი ნინას ჩემს მაგივრადაც მიულოცე. -კარგი დე- მაგრად აკოცა ლოყაზე და გარეთ ისე გავიდა, ალექსანდრეს არც კი დალოდებია. -კარგად ბრძანდებოდეთ-თავაზიანად დაემშვიდობა ქალს ერისთავი და ეზოში გასულ ბახტაძეს წამოეწია. -ისე როგორ არიან?- მანქანაში ჩაჯდომის მერე ჰკითხა მარიამმა. -კარგ დროს კი გაგახსენდ ამაგის კითხვა! -რამე ისე რომ არ ყოფილიყო, ეგრევე მეტყოდი და არც ასე მშვიდად იქნებოდი-შეუბღვირა თავისებურად. -თქვენ საერთოდ ხმა არ გამცეთ!- გაგულისებულმა მიახალა მისკენ წამოსულ მეგობრებს და იქვე მოწყვეტით დაეშვა სკამზე. -ისე ვინერვიულეთ არც კი გაგვახსენდა დარეკვა-თავი იმართლა თომამ. -ჰოდა საქმეც მაგაშია, არცერთს რომ არ გაგახსენდით! ასეთ დროს მეც თქვენთან ერთად უნდა ვყოფილიყავი და ის ნერვიულობაც თქვენთან ერთად უნდა გადამეტანა. მე კი სახლში ვიჯექი მშვიდად და ჩემი პირველი ნათლული რომ დაიბადა, ყველაზე ბოლომ გავიგე. -ბოდიში რა მარიამ- უთხრა სესილიმ. -რა თავს იმართლებთ ერთი? ან შენ რა ამბავს აწევ? გითხრეს ვნერვიულობდით და არ გაგვახსენდაო-უთხრა მკაცრად სანდრომ. -შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ! და მორჩა არცერთს არ გელაპარაკებით დღეიდან! -ჰოდა ნუ გველაპარაკები! -შენ არც აქამდე გელაპარაკებოდი! -ღმერთო შენ მომეცი გამძლეობა- ჭერისკენ აღაპრყრო თვალები ალექსანდრემ და პალატიდან გამოსული ლექსოსკენ წავიდა. -მარტო ლექსოს ვპატიობ რომ არ გავახსენდი, დანარჩენებს აღარ გელაპარაკებით მორჩა!-საბოლოოდ გააჟღერა განაჩენი ბახტაძემ და სულ ნარნარით გაემართა სიძისკენ. -მამიკო როგორ ხარ? განერვიულა შვილიკომ? გილოცავ ჩემო კარგო ვაჟკაცის დაბადებას-თბილად მოეხვია და ლოყაზე მაგრად აკოცა. -ვაჟკაცის კი არა თოჯინასავით გოგოა-გაეცინა ლექსოს. -რაო?-თვალები დაპრაწა ბახტაძემ-ჩვენი ბიჭი გოგოა?-გაოცებულმა დააღო პირი,ამის თქმა და იქ მყოფების ახარხარება ერთი იყო. -ვაიმე ცუდად ვარ, რამე დამინიავეთ ხალხო-ცრემლებამდე იცინოდა თომა და ხელებს იბერავდა სახეზე. -თქვენ რა ხალხი ხართ? აქამდე როგორ არ მითხარით?-აწიკვინდა მარიამი და ისევ სამეგობროს მიუბრუნდა-თქვენისთანა უნამუსო ხალხი მე არ მინახავს-წარმოთქვა აღშფოთებულმა და ლექსოს ლეკვივით აედევნა უკან,რომ ნინასთან შესულიყო. დედიკო და პატარა რომ გამოწერეს, ყველა მათ გვერდით იყო. ბახტაძე ტრადიციულად იბღვირებოდა და ლექსოს და ნინამ გარდა ყველა ოფიციალურად აიგნორებდა. ბავშვის ნათლობამდე ასე გაგრძელდა. პატარა მარიტა რომ მონათლეს, მთელი დრე გაჯგიმული დადიოდა მარიამი, პირველი ნათლული მეღირსაო, იმ დღეს მარტო თომას დადო პატივი და ორი სიტყვით გამოელაპარაკა. მთელი საღამო მომცინარი სახით დანარნარებდა დარბაზში ,ნათლულით ხელში. როგორც კი რომელიმე მეგობარს დაინახავდა,მაშინვე მოღუშავდა და მოჭყანავდა სახეს, უკვე მის საქციელზე ეცინებოდათ კიდეც. ბოლოს როგორ იქნა დაღლილი რომ ჩამოჯდა სკამზე, ყველა ერთად მიადგა და იმავე მაგიდასთან დაიკავეს თავისუფალი სკამები. ერთი კი გადახედა წარბაწეულმა სათითაოდ ყველას ,მაგრამ მერე აღარც მიუქცევია ყურადღება და ისევ მარიტას გართობა განაგრძო. -მარიტას რომ უყურებ ,მაგაზე მეტი ჭკუა კი არ გაქვს შენ!-ნიშნისმოგებით გაუღიმა მოულოდნელად თავზე წამომდგარმა ალექსანდრემ,მერე ჩაიმუხლა და დეიდაშვილის შვილს მოეფერა. ბახტაძეს რეაქცია არ ჰქონია. უფრო სწორად, მხოლოდ უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები და არაფერი უპასუხია. -სანდრო ძმურად მშვიდობიანად ჩაგვატარებინე ეს საღამო, მარიტა მაინც შეიცოდე, ხვალ დაწყვიტეთ ერთმანეთი-გაეცინა ცოტნეს. -ნათლი კარგად დააკვირდი ამათ, ამ მზაკვარმა ადამიანებმა ისიც კი არ მითხრეს,რომ იბადებოდი, ის ხომ საერთოდ არცერთს წამოცდენია,რომ ასე ლამაზი გოგო იყავი. ბიჭი რომ მეგონე მთელი საათი ,მარტო ამათი ბრალია,ჩემი არა.-დაუწყო ლაპარაკი ჩვილს და აჭუჭყუნებული გულზე მიიხუტა,თან ,,მკვლელი’’ მზერით გადახედა ახარხარებულ სამეგობროს. -მიდი ახლა მოეშვი ჩვენს ლამაზ გოგოსთან ჭორაობას ნათლია და წამოდი ვიცეკვოთ-სიცილით გაუწოდა ხელი ერისთავმა. კიდევ ერთხელ აზიდა დემონსტრაციულად წარბები და ისე ახედა მამაკაცს-მიდი გელოდები. -არ მინდა ცეკვა!-აიბზუა ცხვირი. -მიდი ,მიდი უცებ-ფრთხილად ააცალა პატარა მკლავებიდან და თავის დას მიუყვანა,მერე კი გაძალიანების მიუხედავად ,მაინც წაიყვანა სხვა მოცეკვავე წყვილებისკენ. მაგრად შემოაჭდო გალეულ წელზე მკლავები და მჭიდროდ აიკრა სხეულზე. -გავისრისე !-შეუბღვირა ბახტაძემ და მცირე დისტანციის დაცვას მაინც შეეცადა,მაგრამ სულ ტყუილად. -მოეშვი ფართხალს და იცეკვე- დატუქსა მისი გაურკვეველი მოძრაობებით მობეზრებულმა ალექსანდრემ და თმა ცალი ხელით გადაუყარა ზურგს უკან. -შენ რა მოკვლას აღარ მიპირებ?- ახედა გაოცებულმა მომღიმარ მამაკაცს და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა. უარყოფითი პასუხის ნიშნად მხოლოდ თავი გააქნია ერისთავმა- რამ დაგამშვიდა ასე უცებ?-თვალები ოდნავ მოჭუტა. -რაღა უცებ? გავიდა იმ ამბების მერე შვიდი თვე. -ანუ აღარ მერჩი-შეგულიანდა ქალბატონი მარიამი. -აღართქო-გაეღიმა სანდროს. -მშვიდობის აფრები ავუშვით ანუ. -დიახ. -და მე უპრობლემოდ ვივლი ყველგან ,სადაც შენ იქნები და ჩემ შეხედვაზე ის ამბები არ გაგახსენდება და ნერვებმოშლილი აღარ დამიწყებ დევნას? -მე იმაზე უფრო მეშლებოდა ნერვები, სახლში რომ გამოიკეტე და ახლოს აღარ გვეკარებოდი. -ოჰ, რატომ სამაგიეროს გადახდა რომ ვერ მოახერხე, იმიტომ?-ჰკითხა სიცილით. -არა, რომ მომენატრე იმიტომ!-ღიმილით ჩაუკრა თვალი და მისი გაოცებული მზერა დააიგნორა. -აბა , ლამის მოკვდი ჩემი მონატრებით- რამოდენიმე წუთის მერე ვითომ ცინიკურად ამოილაპარაკა ბახტაძემ. -ძალიან მიყვარხარ- ერისთავის საოცარი სიმშვიდით ნათქვამი სიტყვები მეხის გავარდნასავით იყო მარიამისთვის, მთელი სხეულით შეკანკალა , ცეკვა შეწყვიტა და ერთ ადგილს მიეყინა. -რა უნამუსო ხარ!-აღმოხდა რამოდენიმე წუთის შემდეგ აღშფოთებულს-სხვა ხერხმა რომ არ გაჭრა, ახლა ასე გინდა ,რომ სამაგიერო გადამიხადო? -რა შუაშია მარიამ ეგ?- გაბრაზება დაეტყო ხმაში ერისთავს. -შუაში კი არაა თავშია! - ნუ ამბობ რაღაც სისულელეს-წამში გაუცივდა ხმა ალექსნადრეს, ხელი წაავლო მაჯაში და კარისკენ წაიყვანა. -გამიშვი ხელი! არსად არ მოგყვები მე- ხელის გათავისუფლებას შეეცადა გოგონა. -გაჩუმდი და წამოდი!-შეუღრინა გაბრაზებულმა ალექსნადრემ და თან კარიდან გაიყვანა. -გილოცავთ ბატონო ალექსანდრე, კარგად დაგიგემიათ სამაგიეროს გადახდის გზა,მაგრამ ერთი რამე ვერ გაითვალისწინეთ, მე სულელი არ ვარ,რომ ეგ ბოდვა დავიჯერო. -რა ბოდვა?- ბრაზისგან აალებული თვალებით შეხედა მარიამს. -,,ძალიან მიყვარხარ!’’-თავისივე სიტყვებით გამოაჯავრა. -ანუ ეგ ბოდვაა არა? -დიახ! და უნდა გრცხვენოდეს წესით! -მოეშვი ახლავე წიკვინს-დაუყვირა არანაკლებ განრისხებულმა და სულ ძალით ჩასვა იქვე მდგარ თავის მანქანაში-გადმოსვლა არ გაბედო! არსად არ მივდივართ, უბრალოდ დაგელაპარაკები და მერე გადახვალ-უთხრა მკაცრად და კარი მიუხურა. -კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი?-ჰკითხა გაბუსულმა,როცა ალექსანდრემ მძღოლის ადგილი დაიკავა. -დამრჩა! და იცოდე ლაპარაკს დამაცდი, გასაგებია? -დროზე თქვი თუ რამე გინდა! -პირველ რიგში კი არ გთხოვ, მოვითხოვ, რომ რაც რამოდენიმე წუთის წინ გითხარი, უპირობოდ დაიჯერო. ეს არც არავითარი შურისძიების გამო მითქვამს და არც ბოდვაა, როგორც შენ უწოდე. -აჰ მოითხოვ ?-ცინიკურად ჩაიცინა გოგონამ. -მოეშვი მანჭვას!-შეუღრინა გაღიზიანებულმა -წესიერად მელაპარაკე შენ მე!-დაუყვირა შეურაწყოფილმა ბახტაძემ. -პირველად მაშინ გნახე, ბანკეტზე წასაყვანად რომ მოგაკითხეთ მე და ნინამ, მაშინვე ძალიან მომეწონე, ისეთი ლაღი, სუფთა და ბავშური იყავი-დაიწყო ისევ მშვიდი ხმით და მარიამს გაფართოებულ მწვანე თვალებში ჩახედა-მერე კიდევ რამოდენიმეჯერ მოგვიწია შეხვედრა, ბოლოს ნინას გაცილების საღამოს მართლა პატარა ბიჭუკელასავით მომივიდა და მისი ტელეფონიდან ჩუმად ამოვიწერე შენი ნომერი. კარგა ხანს ვფიქრობიდ დამერეკა, თუ არა, ან რომ დამერეკა პირველი რა უდნა მეთქვა. საბოლოოდ ერთ საღამო გადავწყვიტე და შენი ნომერი ავკრიფე ტელეფონზე, თუმცა ...... -მოიცა , მოიცა. ახლა არ თქვა ,რომ ლადომ რომ მოყვა მაშინ, ის ბიჭი შენ იყავი- წამოიძახა უცებ გაოცებულმა გოგონამ- ვაიმე ... და მართლა დაიჯერე ,რომ ის ჩერჩეტი ჩემი საქმრო იყო და შუაღამისას ჩემთან იყო სახლში?-თავი ვერაფრით შეიკავა და ისტერიული სიცილი ატეხა. -სულაც არაა სასაცილო!- დაუბღვირა გაბრაზებულმა ერისთავმა,მაგრამ მარიამი ვერაფრით წყვეტდა სიცილს. -სასაცილოა ,აბა რაა ახლა ეგ?- მუცელზე მიიჭირა ხელები და ისე იცინოდა. -მარიამ!-დაუყვირა სანდრომ. -დამაცადე ,მოვსულიერდე ცოტა- თვალებიდან წამოსული ცრემლები მოიწმინდა და აფხუკუნებულმა გახედა. -აღარ მორჩები ?- დაიღრინა გაგულისებულმა. -არ შემიძლია-ძლივს შეკავებული სიცილით აიჩეჩა მხრები. სანდრომ ერთი უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და მოულოდნელად ტუჩებზე დააკვდა. -იმედია ახლა მაინც დასეროზულდები- უთხრა კმაყოფილმა და ცხვირის წვერი გაუხახუნა აწითლებულ ლოყაზე. ბახტაძემ ნერწყვი მძიმედ გადუაშვა ყელში და დაბნეული თვალებით ახედა,ახლა რამე მწარე რომ არ ეთქვა ,ვერაფრით მოისვენებდა. -ნუ მკოცნი, საქმრო მყავს მე!- უყვირა ნიშნისმოგებით და უცებ ისევ სიცილი წასკდა,რითაც საბოლოოდ გამოიყვანა წყობიდან ერისთავი. -ახლავე გადადი მანქანიდან-დაიღრიალა გამწარებულმა და მარიამი შიშისგან შეხტა. -რა თქვი?-შეხედა გაოცებულმა და ანერვიულებული მოჰყვა ხელების სრესას. -მანქანიდან გადადი და თვალით აღარ დამენახო!-საშინლად ცივი ხმით უთხრა და საჭეს გაუშტერა მზერა. -ალექსანდრე მე უბრალოდ...-ალუღლუღდა დაბნეული. -შენი ხმა ნუღარ მესმის! ჩემი სიტყვები სამასხარაოდ აიგდე არა?ჰოდა ახლავე გადადი მანქანიდან, შენთან ლაპარაკი საბოლოოდ დავასრულე მე-ხმამაღლა , გამყინავი ტონით მიახალა მეორე მხარეს მიაბრუნა სახე. ბახტაძე ერთიანად აცახცახებული გადმოვიდა მანქანიდან, თან ცრემლებს ძლივს იკავებდა. საოცრად დადარდიანეული მზერით გახედა უკვე მიმავალ სანდროს მანქანას და ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. ოდნავ რომ დამშვიდდა, მერე შებრუნდა დარბაზში,მაგრამ სანდროს სიტყვებს თავიდან ვერაფრით იგდებდა, თან უზომოდ გახარებული იყო მოსმენილით,თან გულს უღღრინდა ის,რომ თავადვე გააფუჭა ყველაფერი და ახლა სანდრო ზედაც არარასდროს შეხედავდა. -მარიკო სად ხარ ამდენხანს?- უცებ მიეჭრა ლადო. -შენ არ დამენახო, შენი ბრალია ყველაფერი, დაუყვირა მუსიკის ხმის ფონზე გაბრაზებულმა და ვერ შეკავებული ცრემლები გადმოუშა თვალებიდან. -რაა ჩემი ბრალი ? არ გადამრიო ახლა, რა გატირებს?-საშინლად შეწუხდა ლადო. -ყველაფერი-ამოისლუკუნა საცოდავად- წამიყვანე რა სახლში. -რაათქო ჩემი ბრალი? -ნუ მეკითხები, სახლში წამიყვანე უბრალოდ-შეევედრა გაბზარული ხმით და გარეთ გავიდა. ნინას გზიდან მიწერა, ძალიან დავიღალე და ლადომ წამიყვანაო. შინ მისულმა მაშნვე ოთახისკენ აიღო გეზი და მამიდაშვილის კითხვებისთვის ყურადრებაც აღარ მიუქცევია. -სულ ყველაფერი გააფუჭე მარიამ! არადა როგორ ელოდი ამ სიტყვებს სანდროსგან, ახლა კი შენი ცანცარით ყველაფერი გააფუჭე-სლუკუნებდა ბალიშთან ჩახუტებული და საკუთარ თავს უწყრებოდა. ემოციებით დაღლილმა ვერც კი გაიგო,როდის ჩაეძინა, დილით ნაცნობმა ხმამ გააღვიძა, თვალები რომ გაახილა, თავის საწოლზე ჩამომსხდარ გოგონებს შეხედა,რომლებიც უღიმოდნენ. -დილამშვიდობის ძილისგუდა-გაუცინა ნინამ. -ამასაც თუ მშვიდობა ჰქვია...-ჩაიფრუტუნა წინა საღამოს ამბების გახსენებაზე და ლოგინში წამოჯდა. -ესეიგი რძლობას გვიპირებ არა?- სიცილით ჩაეკითხა სესილი. -რა?- ჰკითხა გაოცებულმა. -არ გვინდა ახლა თავის გასულელებები მარიკო, სანდროს ყველაფერი მოვაყოლეთ წუხელ. -მაინც რა მოაყოლეთ? -ის,რომ უყვარხარ და ისიც,რომ გუშინ თავისი გრძნობების შესახებ გაგიმხილა, შენ კი კულტურულად დასცინე. -არავისთვის დამიცინია მე- მაშინვე აუბრჭყვიალდა ცრემლები თვალებში. -არა ისე რა სულელია, როგორ ეგონა ლადო შენი საქმრო?-გადაიკისკისა მიამ -ააა, ეგეც მოგიყვათ?-მხრები აიჩეჩა ბახტაძემ. -მიდი ახლა ცხვირ-პირი რომ ჩამოგტირის, გაიღიმე, წამოხტი ფეხზე, თავი მოიწესრიგე და სადმე გავიდეთ- მხარზე მიჰკრა ხელი სესილიმ. -არ მინდა. დაღლილი ვარ!-სხვა მომზეზი ვეღარ მოიფიქრა უცებ. -მარო შენც გიყვარს ხომ?-ჰკთხა მოულოდნელად მიამ. -რა? მე მიყვარს სანდრო? რა სისულელეა?! -არა , სულ არა გეკადრება?-გაეცინათ გოგონებს-მიდი ,მიდი ადექი და მოწესრიგდი, იქეთ დაგელოდებით ჩვენ. ერთმანეთის მიყოლებით გალაგდნენ ოთახიდან. ის დღე მათთან ერთად გაატარა, ცოტა ხასიათზეც მოვიდა, მერე ნათლულიც ნახა და მისი ფერებით იჯერა გული,იქედან წამოსული კი ისევ მარტო რომ დარჩა, ისევ წინა საღამოს ამბებზე დაფიქრდა და ისევ ერთიანად მოაწვა ყველანაირი ემოცია. -ხომ მითხრა, მე შენთან ლაპარაკი დავამთავრეო? ჰოდა სულ კარგად იყოს რა- გადაწყვიტა ბოლოს გაბრაზებულმა და ლოგინში შეწვა. მეორე დღიდან მიას დაჰყვებოდა ცოტნეს დაბადების დღის საქმეების მოსაგვარებლად. ორჯერ ნახა მთელი კვირის მანძილზე ალექსანდრე,მაგრამ ის მხოლოდ ცივი მისალმებით შემოიფარგლა, ვითომ უბრალოდ ნაცნობი ყოფილიყოს მარიამი და სულ რამოდენიმე დღის წინ თავად არ ეთქვა, მომენატრე და ძალიან მიყვარხარო. ცოტნეს დაბადების დღისთვის საგულდაგულოდ გამოეწყო,რომ იმ უჟმურ ერისთავს ყბა ჩამოვარდნოდა მისი დანახვისას. თავდაუზოგავმა მცდელობამ შედეგიც საოცარი გამოიღო და სარკეში ჩახედვისას თავადე დარჩა საკუთარი თავით აღფრთოვანებული. -გოგონა თქვენი გაცნობა შეიძლება? თქვენს ნომერს ხომ ვერ მომცემდით?- სიცილით ჰკითხა სარკეში თავის ანარეკლს და ამღერებულ ტელეფონს დასწვდა. -სად ხარ მარო? ჩვენ მივედით უკვე- ჰკითხა ნინამ. -უი რესტორაში ხართ უკვე ნინ? აი გამოვალ ახლა და თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნები. -კარგი მიდი, გელოდებით. იქ მისულმა ყველაას გულწრფელი აღფრთოვანება დაიმსახურა, მხოლოდ ერისთავი იჯდა ხესავით მაგიდასთან და სასმელს წრუპავდა ,თან ღიმილით ესაუბრებოდა თავის გვერდით მჯდომ მომხიბლავ გოგონას,რომელშიც მარიამმა თავისი ყოფილი კურსელი თათა ამოიცნო. -შენ თათა არ ხარ?- ღიმილით მიუახლოვდა გოგონას. -ვა მარიამ, შენც აქ ხარ?-ფეხზე წამოხტა ისიც და ძველ კურსელს ტბილად გადაეხვია-როგორ ხარ შე დაკარგულო? -კარგად ვარ, თავად? -მეც კარგად. რამდენიხანია არ მინახიხართ. -ჰო ,ძალიან დიდი ხანია. ნინას ნახავდი ალბათ უკვე. - კი ვნახე და აი თავისი დეიდაშვილიც გამაცნო-ღიმილით გადახედა თათამ ალექსანდრეს,რომელიც მარიამს ზედაც არ უყურებდა. მთელი საღამო გამწარებული აკვირდებოდა ერისთავს, რომელიც თათას მიმართ საოცარ თავაზიანობას იჩენდა, ამას გარდა, სიმღერა არ გამოუტოვებია, გოგონა რომ არ გამოეცეკვა,ისიც კისკისით მიჰყვებოდა და ორივე არაჩვეულებრივად ერთობოდა მთელი საღამოს მანძილზე,რასაც ბახტაძეზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. სადაც იყო ბოღმისგან გასკდებოდა. -როგორ მომნატრებია თათა- გადაულაპარაკა მოულოდნელად გვერდით მჯდომმა ნინამ. -ჰო მეც რაღაც მაგდაგვარი-ცხვირ აიუბზუა მარიამმა და უკმაყოფილო მზერით გადახედა ისევ სანდროსთან მოცეკვავე გოგონას. -ცოტნეს ბიძაშვილი რომ აღმოჩნდა იცი? -უი მართლა?-წამოიძახა ვითომ ახალი ამბით აღფრთოვანებულმა და სახე სასაცილოდ მომანჭა. -სანდროს აშკარად ძალიან მოეწონა, მთელი საღამოა გვერდიდან არ შორდება- ეშმაკური ღიმილით გადაულაარაკა ისევ. -ჰო, მეც შევამჩნიე,არადა ადრე როგორ მომწონდა ეს გოგო- სიმწრით გაუღიმა მეგობარს და სასმლით სავსე ჭიქას დაწვდა. -მარო შენ რა ეჭვიანობ?-გადაიკისკისა მაჩაიძემ. -რა სისულელეებს ამბობ ნინა?-შეუბღვირა მეგობარს. -ჰო სახეზე გეტყობა, რომ სისულელეს ვამბობ. -რა გინდა? რატომ მიშლი ნერვებს? -მე არაფერიც არ მინდა-მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგონამ და მათკენ მომავალ ქმარს თბილად გაუღიმა. -ცოტა ხნით ჩემს მეუღლეს მოგტაცებ მარიკო-უთხრა ლექსომ. ნინას წელზე ხელი მოხვია და საცეკვაოდ გაიყვანა. სუფრასთან მარტო დარჩენილი ბახტაძე კი უარესად გაიბღინძა. უკვე მთელ მსოფლიოზე ბრაზობდა, მთელ ქვეყნიერებაზე და ცოტა აკლდა ერისთავი და თათა სათითაოდ რომ არ დაეხოცა. კიდევ ცოტახანს იჯდა მარტო, მერე ყურადღება რომ აღარავინ მიაქცია, ტირილამდე მისული წამოხტა სკამიდან, ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა. სწორედ ამ დროს შეეჩეხა კარში შემომავალ პატარა ანდრეას. -მარიამ სად მიდიხარ?-ჰკითხა გაოცებულმა ბავშვმა. -მივდივარ ანდრიუშ- ლოყაზე მოეფერა და გვერდის ავლა დააპირა. -ჯერ მეცეკვე- დიდი კაცივით გაიჯგიმა და საყვარლად გაუღიმა. -კარგი ,წამო ვიცეკვოთ-უარი ვერ უთხრა პატარას , ჩანთა სკამზე დააბრუნა და ანდრეას გაჰყვა. ცოტა აკლდა,რომ მის სასაცილოზე ილეთებზე გემრიელად არ ეცინა, მთელი მონდომებით ცდილობდა ,რომ დიდივით ეცეკვა და მარიამთან თავი გამოეჩინა. ბახტაძეც ნაზად არხევდა ტანს და პატარას ცეკვაში ჰყვებოდა. მუსიკა როგორც კი დამთავდა, თბილად აკოცა ანდრეას ლოყაზე და მაგიდისკენ წასვლა დააპირა,მაგრამ წელზე უეცრად შემოხვეულმა ხელებმა მოძრაობის უნარი შეუზღუდა და წამში ვიღაცაზე მთელი სხეულით აღმოჩნდა აკრული. ნაცნობი სურნელი რომ იგრძნო ნესტორებში, გაბრაზებულმა ახედა ერისთავს,რომელიც ახალი მუსიკის ჰანგებს აჰყოლოდა და მარიამს აიძულებდა ,მასთან ერთად ეცეკვა. -ნეტა შენი თავი დაგანახა,რაც მოხვედი რა სახით დადიხარ- უთხრა დამცინავი ხმით. -შენ ჩემი სახის ყურებას შეეშვი და შენს თათას მიხედე!-დაუფიქრებლად წამოაყრანტალა და მაშინვე იკბინა ენაზე. -რაც მოხვედი, არც კი გაგიღიმია- ისევ თავისას აგრძელებდა სანდრო. -შეეშვითქო ჩემს ყურებას! -იეჭვიანე!-დაასკვნა უცებ ერისთავმა და მაშინვე ბროწეულისფერი დაედო სახეზე მარიამს. -რა სისულელეს ამბობ? -რას და იმას,რომ თათაზე იეჭვიანე და მაგიტომ დადიხარ მთელი დღე მასე შუბლშეკრული და ყურებჩამოყირილი-უთხრა ნიშნისმოგებით. -არ ვიცი გეოგრაფიას რამდენად კარგად ფლობ,მაგრამ მე მაინც , ისე ცნობისთვის გეტყვი , დედამიწა შენი კი არა მზის გარშემო ბრუნავს ჩემო კარგო და ისეთს არაფერს წარმოადგენ , რომ შენზე ვიეჭვიანო, ან კიდევ შენს გამო ყურებჩამოყრილმა ვიარო- უთხრა ნაგლური ღიმილით. -ესეიგი არაფერს წარმოვადგენ არა?- ცინიკურად ჩაიცინა ერისთავმა. -სრულებით არაფერს!-პოზიციის დათმობა არც კი უფიქრია მარიამს. -კარგი!-ცივად შეუშვა ხელი ალექსანდრემ და მძიმე ნაბიჯებით წავიდა მაგიდისკენ. მარიამი კი უარესად მოშხამული ხასიათით დატოვა მოცეკვავე წყვილებს შორის. ცრემლებით დაბინდული მზერით უყურებდა მიმავალ ერისთავს და რომ შეძლებოდა თავის თავს კარგა გემოზე სცემდა, მწარე და გრძელი ენის გამო,თუმცა ახლა სინანულიც უაზრო და უშედეგო იყო, ამას კარგად ხვდებოდა და უკვე მეორედ თავისი გაფუჭებული საქმის გამო საშინლად ბრაზობდა. დარბაზის კარისკენ წასული სანდრო რომ დაინახა, არც კი დაფიქრებულა ,ისე აედევნა უკან. -ალექსანდრე დამელოდე-ძლივს წამოეწია მანქანასთან მისულს. -რა მოხდა? -ჰკითხა უხეშად. -არაფერი, მე... უბრალოდ მე... -რა იყო , აღმოაჩინე რომ რამეს წარმოვადგენ? -რაღაც მაგდაგვარი-ჩაილაპარაკა დაძაბულმა. -ანუ? -არა, არაფერი-წამოიძახა უცებ და რესტორანში დააპირა შებრუნება. -ასე რთულია იმის აღიარება,რომ იეჭვიანე თათაზე?- მიაძახა გაბრაზებულმა. -მე ხომ საქმრო მყავს და შენზე რატომ უნდა მეეჭვიანა?- დაძაბულობის დასაფარად ძალით გაეკრიჭა ბახტაძე. -მაგრად მივქარე დღესაც რომ გამოგელაპარაკე- ჩაისისინა ალექსანდრემ, სწრაფად ჩახტა მანქანაში და ადგილს მოსწყდა. -ღმერთო ჩემო, რა იდიოტი ვარ-თავში წაიშინა ხელები მარიამმა და მთელი გულით ამოიოხრა. -დავინახე სანდროს რომ მიჰყვებოდი, დაილაპარაკეთ?-დაიმედებული ხმით ჩაეკითხა სესილი მარიამს. -არა, რაღაც სისულელე ვუთხარი და გაბრაზებული გავარდა-დამორცხვილმა ჩაილაპარაკა. -მოსაკლავი ხარ მარიამ! წავა ორ დღეში სანდრო და სდიე მერე- საიდანღაც გონებაში მოვლილი ტყუილი წამოროშა მიამ. -რა? სად წავა?-წამოიძახა უცებ. -სად და რუსეთში მიდის ისევ-სწრაფად მიუხვდა მეგობარს ეშმაკობას ნინა და თვითონაც აჰყვა. -კი მაგრამ, აქამდე რატომ არ მითხარით?- ცრემლები მოაწვა ბახტაძეს. -ახლა რომ გითხარით შეიცვლება რამე?-მხრები აიჩეჩა მაჩაიძემ. -ვეცდები,მართლა ვეცდები,რომ შეიცვალოს- ჩაილაპარაკა დაბეჯიდებით და რესტორნიდან უკან მოუხედავად გავარდა. გოგონებმა კმაყოფილი ღიმილით გადახედეს ერთმანეთს და საცეკვაო მოედანს დაუბრუნდნენ. გამწარებული რეკდა კარზე ზარს, ერთი წამითაც არ აუშვია ხელი,სანამ კარი არ გაიღო და ბრაზისგან თვალებანთებული ალექსანდრე არ გამოჩნდა. -სულ გააფრინე? რას ამაწიოკე?-დაუყვირა გაბრაზებულმა- რა გინდა აქ? -მე ვიეჭვიანე, მართლა ვიეჭვიანე- წამოიძახა უცებ და ამღვრეული თვალებით ახედა აშკარად კმაყოფილ ერისთავს. -ვერ გავიგე, როდის იეჭვიანე , ან ვისზე?-მისი გაჯავრება გადაწყვიტა მამაკაცმა. -შენზე და თათაზე დღეს!- გულუბრყვილოდ განუმარტა, ვითომ ვერ გაგებული სიტყვები. -აბა არაფერს წარმოადგენ და შენზე რატომ უნდა ვიეჭვიანოო? -წარმოადგენ!-უღონოდ ჩამოყარა ხელები ძირს. -ვითომ? -ჰო,მართლა ვიეჭვიანე -გაუმეორა ისევ. -გავიგე ეგ-ოდნავ შეეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეში ალექსნდრეს. -ჰოდა თუ გაიგე, იკმარე ეგ. აბა ნინასვით ლექსებით ვერ მოგაფრქვევ ჩემს გრძნობებს!- ისევ გაიღვიძა წუნკალმა მარიამმა. -რა გრძნობებს?- თვალებაციმციმებულმა შეხედა სულ მთლად სახეაწითლებულ გოგონას. -სანდრო კარგი რა...... -თუ უკვე მითხარი რაც გინდოდა, ახლა თავისუფალი ხარ, მიბრძანდი-,,თავაზიანად’’ გაუღიმა ერისთავმა. -მაგდებ?- წარბები მაღლა აქაჩა მარიამმა და კარი ცალი ხელით შეაკავა. -არა,უბრალოდ არ მინდა ტყუილად მოგაცდინო. -ვატყობ აქაც ტყუილად მოვედი- ჩაილაპარაკა გაბზარული ხმით და კიბისკენ გაიხედა. უცებ იგრძნო,როგორ მოქაჩა მაჯაში მამაკაცმა, მერე ორივე ხელი მჭიდროდ მოჰხვია წელზე და მოწყურებულივით დააკვდა ტუჩებზე. ამჯერად ყოველგვარი წინაღმდეგობის და ფართხალის გარეშე აჰყვა და ბედნიერად მოათავსა ხელები მის კისერზე. -,,სურვილის გემო’’- ჩაილაპარაკა უკვე ერთხელ ნათქვამი ფრაზა კმაყოფილმა ალექსანდრემ და კიდევ ერთხელ მიაკრო ტუჩები. -რა?-ამოილუღლუღა დაბნეულმა და ერთიანად აწითლებულმა. -სურვილის გემო აქვს შენს ტუჩებს-განუმარტა სანდრომ. -ეგ როგორია? -როგორი გემოც შენ გაქვს, ისეთი-გაუცინა ერისთავმა და ისევ სანატრელი ,,სურვილის გემო’’ შეიგრძნო. -რამდენს ბედავ შენ? დაგავიწყდა მე საქმრო რომ მყავს?-მაინც ვერ შეირგო ბოლომდე ძლივს დამთბარი ურთიერთობა და უცებ წამოიძახა ბახტაძემ. -ოხ მარიამ-სიმწრის სიცილით გამსოცრა კბილებში ალექსანდრემ და სულ ძალით შეიყვანა სახლში. -მაგდებდი წეღან შენ!-მაინც არ აჩერებდა ენას. -გაგდებით არა და ახლა მეექსვე საერთულიდან კი გადაგაგდებ,თუ არ გაჩუმდები!- უკვე სიბრაზე ერეოდა ერისთავს. -სანდრო...-ახედა უცებ ღიმილით მასზე აკრულ ბიჭს, რომელსაც მისაღები ოთახისკენ მიჰყავდა. -რა ? -მაინც როგორია სურვილის გემო? პირველადაც რომ მაკოცე ეგ ჩაილაპარაკე. -ოჰ, როგორ დაუმახსოვრებია- გაეცინა ალექსანდრეს და დივანზე დასვა მომღიმარი ბახტაძე. -აი რაიმეს რომ ძალიან ნატრობ და ბოლოს რომ აიხდენ, მასეთი გემოა ეგეც. -ანუ ნინას რომ უნდოდა ხოლმე რამე-რუმეები და ჩვენ მიგვქონდა, იმათაც სურვილის გემო ჰქონდა? -აი ჰო ,ზუსტად მასეთი-გადაიხარხარა ალექსანდრემ-რაას მეკითხები ამდენს? კორონა მაინც არ გიჭამია არასდროს?-ორი თითი მიუჭირა ცხვირზე და უცებ შეამჩნია,როგორ შეეცვალა სახე მარიამს-ახლა რაღა მოხდა?-ჰკითხა გაოცებული და შეწუხეული ხმით. -მემგონი იმის ღირსი მაინც ვიყავი, გეთქვა ,რომ მიდიოდი! -სად მივდიოდი? -სად და მოსკოვში ბრუნდებაო , ასე მითხრეს გოგოებმა. -რაო?- ცოტა აკლდა ერისთავს ,გულიანად რომ არ გადაეხარხარებინა,მხოლოდ ოდნავ ჩაეღიმა,მაგრამ ამანაც საშინლად გააბრაზა მარიამი. -სასაცილოა არა? ეგ როგორი სიყვარულია? დაადე თავი და წასვლას აპირებ. -აბა რა ვქნა მარიამ? შენ საქმრო გყავს და- ვითომ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა . -ვაჰაჰა, რა სასაცილოა, მოვკვდი სიცილით პირდაპირ- ფეხზე წამოხტა გაგულისებული. -მოიცა ,სად მიდიხარ?-გაეცინა სანდროს. -არ ვარ მე შენი სამასხარაო და სასაცილო !-განუცხადა მკაცრად. -სასაცილო ხარ, აბა რა ხარ მარიამ?! იმათ თავი როგორ მოატყუებინე ჰა?-გულიანად გადაიხარხარა და გოგონა კედლის კუთხეში მოულოდნელად მოიმწყვდია. -მომატყუეს?-თვალები გაუფართოვდა ბახტაძეს. -კი. -ანუ არსად არ მიდიხარ?- ვერაფრით დაფარა სიხარული. -არა. -ახლა რა იქნება?-ჩაეკითხა ღიმილით, თან მისი ასე ახლოს ყოფნა უკვე არავითარ დისკომფორტს აღარ უქმნიდა, გრძნობდა რომ ერისთავი სულ სხვანაირად მისიანი იყო, მისი მეორე მე, სულის და გულის მეორე ნახევარი. გაფაციცებით უყურებდა თვალებში და თავის კითხვაზე სასურველ პასუხს ელოდა. -ახლა შენც და შენი სურვილის გემოც სულ სულ ჩემი ხართ-ღიმილით ჩაუკრა თვალი. -მერე? -რაღა მერე ? მერე თუ ჭკვიანად იქნები ხელს გთხოვ. -თუ არ ვიქნები ჭკვიანად? -აი სულ მავნებლობაზე რატომ ფიქრობ ეს გამაგებინე მარიამ-გაეცინა სანდროს. -არ ვფიქრობ- გაიბუსა ბახტაძე. -ჰოდა მერე ხელს რომ გთხოვ , იქნება ქორწილი , მერე ბავშვები, ჩემი და შენი შვილები , კიდევ ბევრი , ბევრი , ბევრი ბედნიერება-უცებ დაუგეგმა მომავალი. -შენ როგორ წამოგყვები ,როცა... -ხმა! არ დაამთავრო იცოდე და საერთოდ გეკრძალება ამ წუთიდან მაგ ამბის გახსენება- გაუბრაზდა სანდრო,როგორც კი სათქმელს მიუხვდა. -კარგი ჰო ,კარგი. ცოტა წვალებაც ვეღარ აიტანო ახლა-აიბზუა ცხვირი. -ცოტა? ცოტა იყო ის ,რაც რაჭაში მოაწყვე, მერე კიდევ აქ, ნინას სახლში? ის იყო მარიამს რაღაც უნდა ეთქვა,რომ სანდროს ტელეფონი აწკრიალდა. -ჰო სესილი- უპასუხა დას. -აბა რას შვებით? დაილაპარაკეთ? მორიგდით?-ჰკითხა სიცილით. -ვერა სესო,, ახლა ბარგს ვალაგებ, თვითმფრინავზე მაგვიანდება- უთხრა სერიოზული ტონით და მარიამს ღიმილით ჩაუკრა თვალი. -მიდი, მიდი არ მოგაცდენთ- გულიანად გადაიკისკისა გოგონამ და ტელეფონი გათიშა. -ვაიმე, მაგათ რას ვუზამ ნეტა იცნოდნენ რა- თვალები სასაცილოდ მოჭუტა ბახტაძემ და ახლაღა მიხვდა ,რომ უნდა გაბრაზებულიყო გოგონების ტყუილის გამო. -ვაიმე მეცოდებიან უკვე. ამის მერე იყო ბევრი ბედნიერი და ლამაზი დღე, სიყვარული ანთებული თვალები, ზოგჯერ გაფრთხილების მიუხედავად წამონაძახები მარიამის ,,საქმრო’’, ცოტა კინკლავი ბევრი სიხარული. ძალიან კი იმუქრა იმ საღამოს,მაგრამ გოგონებისთვის იმ ტყულის გამო საყვედურიც არ უთქვამს,რადგან შესანიშნავად ხვდებოდა,რომ , მათი ეს საქციელი რომ არა კიდევ დიდხანს გააგრძელებდა პატარა ბავშვივით გაჯიუტებას და ბოლოს შეიძლებოდა საბოლოოდ დაეკარგა ალექსანდრე. ეგ კი არადა, მეორე დღეს რომ ნახა ყველა, მიას გადაკოცნისას ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში ,მადლობაო. ისიც იმწამსვე მიუხვდა და მაგრად მოხვია ხელები ყურებამდე გაბადრულ მეგობარს. ერთ საღამოს ნინასთან უნდა შეკრებილიყვნენ, სანდრომ რომ დაურეკა და უთხრა ვერ წამოვალ, საშინლად გაციებული ვარ და სიცხე მაქვსო. სულ არარ გახსენებია მეგობრები, სასწრაფოდ ჩაიცვა , მოწესრიგდა და ნახევარი საათიც არ იყო გასული , მის კარზე გამწარებული რომ აკაკუნებდა. -რა მოხდა , ომი დაიწყო? -ჰკითხა კარის გაღების მერე სულ მთლად მისუსტებულმა შეყვარებულმა. -აი ხომ გითხარი წუხელ, თბილად ჩაიცვითქო? ახლა რა უნდა გიყო? ნახე რა დღეში ხარ-პატარა ბავშვივით დატუქსა ანერვიულებულმა ბახტაძემ და შუბლზე ხელი მიადო -კიდევ კარგი ცხელი არ ხარ, დამწევი დალიე? -ჰო. წამო რა იქეთ წამოვწვები. სუსტად ვარ- უცებ მიხურა კარი და მისაღებისკენ გაუძღვა. -მიდი წამოწექი შენ და მე ჩაის გაგიკეთებ. -არ მინდა ჩაი. -გინდა! -აუ მაჟრიალებს- გააკანკალა უცებ ბიჭს. -სიცხე გიწევს ალბათ- ნერვიულად შეჭმუხნა წარბები მარიამმა. -კარგი რ აგანერვიულებს? პირველად კი არ გავციებულვარ მარო-მიეფერა ლოყაზე. -მიდი რა სიცხე გაიზომე და მე მანამდე ჩაის მოგიტან-უცებ მიაწოდა იქვე დადებული თერმომეტრი და სამზარეულოში გავარდა. ერისტავმა ღიმილით გააყოლა თვალი, თერმომეტრი ბუდიდან ამოიღო, ორი წამით მიუახლოვდა იქვე დადებულ სანათს და როგორც კი 40 აჩვენა, მაშინვე უკან გამოსსწია. ამასობაში მარიამი მოვიდა და ფინჯანი წინ დაუდგა. -გაქვს სიცხე? -კი ,თან მაღალი- უთხრა ვითომ შეწუხებული ხმით და თერმომეტრი გაუწოდა. -ვაიმე, ძალიან მაღალია. დამწევი არ გაქვს? -კი მანდ იდება, წამლების ყუთში. მარიამმა მითითებული კარადის კარი გამოაღო, სწრაფად გამოიღო პატარა ჩანთა და გახსნა. წამლებამდე თვალი იასამნისფერმა პატარა ყუთმა წაიღო. გაოცებულმა გახედა ჯერ სანდროს, მერე ისევ ყუთს დააჩერდა. -ეს რა არის?-იკითხა ინტერესით და კოლოფი აიღო - წამალი აშკარად არაა-ამოილუღლუღა დაბნეულმა და თავი ახადა. თვალები საცრისოდენა გაუხდა იქედან ბრჭყვიალა მოყვითალო ნივთმა რომ ამოიჭყიტა, რომელიც ლამაზ თეთრ თვლებში იყო გაფორმებული. ენა გადაყლაპა, ისიც ვერ მოიფიქრა მომღიმარი სანდროსთვის რამე ეკითხა,სამაგიეროდ ბიჭს ჰქონდა მასთან საკმაოდ სერიოზული კითხვა. -სანდრო ეს.....ეს... ბიჭმა ღიმილით მოიშორა შალის გადასაფარებელი, რომელშიც ცოტაც და მოიხარშებოდა, ისე ცხელი იყო, ნელა მიჩოჩდა აცრემლებული ბახტაძისკენ და აკანკალებული ხელებიდან კოლოფი ბეჭდიანად ააცალა. -მარიამ .... -არა ! არ გამომგყვები- წამოიყვირა უცებ ასლუკუნებულმა- ცუდი ბიჭი ხარ შენ, როგორ მანერვიულე- სწრაფად მოიწმინდა ობოლი ცრემლი ლოყიდან და გაბრაზებულმა გახედა-მე სულელი კი გიჟივით მოვვარდი, არიქა წამლები დავალევინო და მალე კარგად გახდესთქო. -ერთადერთი წამალი შენ ხარ ჩემთვის- თბილად გაუღიმა ბიჭმა და მაგრად ჩაიკრა გულში-ზუსტად მაგიტომ იდო ეს ყუთიც წამლებთან და ახლა შენი პასუხიც წამალი იქნება ჩემთვის-დაამატა ბოლოს სიცილით-, ისე რომ აცახცახებულ გოგოს არ მოშორებია. -ფრთხილად იყავი, საწამლავად არ გექცეს შენ ეგ წამალი-ჩაისისინა გაგულისებულმა. -ახლა მაბრაზებ! -მე უკვე გაბრაზებული ვარ , მაგრამ მაინც თანახმა ვარ-გადაიკისკისა გოგონამ. -რაზე ხარ თანახმა?-ახლა ერისთავმა გადაწყვიტა მისი გაბრაზება. -შენს ცოლობაზე. -მე ცოლობა გთხოვე და არ მახსოვს?-შეხედა გაოცებულმა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. -მასხარა ხარ რა ერისთავო, შენ საერთოდ ვინ გეკითხება აზრს? მე ცოლად მოგყვები და დამთავრა მაგაზე ლაპარაკი!-გამოიტანა განაჩენი და დივანზე ფეხმორთხმული მოკალათდა. მთელი სამეგობრო ისეთი მონდომებით ჩაერთო ქორწილის სამზადისში, რომ თავად ნეფე-პატარძალს გასაკეთებლად აღარაფერ რჩებოდათ,რაზეც მარიამი სულ წუწუნებდა, რა წესია ჩემი ქორიწლია და ყველაფერი უჩემოდ რომ კეთდებაო. კაბის არჩევა ერთი თვით ადრე დაიწყეს , ქორწილამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი და ბახტაძის მოსაწონი კაბა მაინც ვერ იპოვეს. ბოლოს ისევ ნინამ ითავა ეს საქმე, თავის ძალიან კარგ მეგობარს დიზაინერს დაუკავშირდა ამერიკაში, მარიამის სასურველი აღწერილობის კაბის მოდელი შეუკვეთა , გოგონას ზომების ჩააწერინა და მოუთმენლად დაელოდა ,როდის დაურეკავდა ვანესა და აცნობებდა,,რომ კაბა მზადაა. გაოცებისგან პირი დააღო ,როცა სულ რაღაც 4 დღეში ნაცნობი ნომერი დაფიქსირდა ტელეფონზე, აფორიაქებულმა უპასუხა და საოცრად სასურველი და გასახარი პასუხიც მოისმინა. -ნინა კაბა წუხელ გვიან დავასრულეთ ,როდის და როგორ გამოგიგზავნო. -ყველაზე სწრაფად,როგორ უნდა მოხვდეს კაბა ჩემთან ვანესა?- ჰკითხა აჟიტირებულმა. -იცი რა ვიფიქრე? გიგა თუ გახსოვს, ჩემი დის ასისტენტი ფირმაში? ეგ მოდის დღეს საღამოს და მას ხომ არ გამოვატანო? -ვაიმე ვანე კი, გამაგიჟებ შენ მე, რა საოცრება მყავხარ. ჯერ კაბა რა დროში მოამთავრე და ახლა .... -კარგი, კარგი არ გინდა ახლა- გადაიკისკისა გოგონამ- ხომ იცი როგორ მიყვარხარ და გაფასებ, რა არის აქ სამადლობლი? -რას ქვია არაა ვანე? შენ არც იცი რა საქმე გააკეთე.. მარიამთან და გოგონებთან რათქმაუნდა სიტყვაც არ დაუძრავს. სინდისი კი აწუხებდა ყოველდღე ასლულუნებულ მეგობარს რომ ხედავდა,მაგრამ ის აზრი აჩუმებდა,რომ სულ ცოტა ხანში საოცრად კმაყოფილს ნახავდა. ქორწილამდე 3 დღე იყო დარჩენილი. მარიამმა გადაწყვიტა ბოლოჯერ დაევლო ყველა სამკერვალო ატელიე და მაღაზია და რაც ოდნავ მაინც მოეწონებოდა ,ეყიდა. მია და სესილი უკვე მასთან იყვნენ და ნინას ელოდნენ , უკვე მთელი საათი გავიდა და მაჩაიძე არ ჩანდა. მეხუთედ რომ დაურეკეს გახარებულმა ჩაკივლა ტელეფონში , კარი გამიღეთო. სამივე ერთად წავიდა და კარი კი არ გააღეს , გამოგლიჯეს. ზღურბლზე კი თვალებგაბრწყინებული ნინა იდგა და ძლივს ეჭირა ხელში ვეებერთელა რაღაც. -თქვი რომ, ეს ზუსტად ისაა, რაც მე მგონია- გაეცინა სესილის. -არ ვიცი სესო შენ რა გგონია,მაგრამ ეს მაროს საქორწინო კაბაა- გაიკრიჭა მაჩაიძე და მომავალ პატარძალს კაბა მიაჩეჩა ხელში-ხმა არ გავიგო, უბრალოდ ამწამს გადი საძინებელში და ჩაიცვი. ხელის კვრით მიაბრუნა ოთახისკენ მარიამი და თვითონ გოგონებთან ერთად მისაღებში შევიდა. თვალები შუბლზე აუვიდა,როცა კაბა ამოიღო და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა,როგორც ფოტოზე,რომელსაც უკვე მთელი თვეა თან დაატარებს. წელზე კარგად მომდგარი, ოდნავ ვერცხლისფერ სირმებით და მარგალიტის თვლებით გაფორმებული ,ღრმა დეკოლტეთი. ყველა ის დეტალი და ნიუანსი იყო შეკრევისას გათვალისწინებული,რაც ბახტაძეს მოსწონდა. ბედნირებისგან და კმაყოფილებისგან ცრემლები გადმოსცვივდა მარიამს. ასლუკუნებულმა ძლივს მოირგო ტანზე ამხელა კაბა. მერე აცრემლებული უყურებდა საკუთარ ანარეკლს სარკეში, ყურაბამდე გაბადრულიყო, თან ნინათთი საოცრად ამაყობდა. წარმოიდგინა სანდრო რომ დაინახავდა პირველად ამ კაბაში, რა რეაქცია ექნებოდა და უფრო კმაყოფილმა ჩაიღიმა,მერე კაბის ყურებით გული რომ იჯერა,მისაღებ ოთახში კი არ გავიდა, ლამის გაფრინდა და მომლიდინე გოგონების წინ დატრიალდა. -ვაუ, აი ეს მესმის- წამოიძახეს აღფრთოვანებულმა მიამ და სესილიმ ერთხმად და უაღრესად კმაყოფილ ნინას გადახედეს. -მაღიარეთ რა-გაიჭიმა მაჩაიძე. -სასწაული მყავხარ ნი- ხმააკანკალებულმა უთხრა მეგობარს-არც კი ვიცი მადლიერება როგორ გამოვხატო, სასწაული ხარ მართლა. -მარიკო, ჩვენ ორს შორის მადლობები და მსგავსი რაღაცეები რომ არაა არ იცი?-დატუქსა მეგობარი. მთელი დღე აჟიტირებული დადიოდა ბახტაძე, სულ თავისი კაბა ედგა თვალწინ. საღამოს რესტორანშიც წავიდნენ, გაფორმებისთვის პირადად რომ ედევნებინა თვალ-ყური. დარბაზი თეთრ და ვერცხლისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ამავე ფერებში იყო გაფორმებული ნეფე-დედოფლის მაგიდაც და სხვა სუფრებიც. კმაყოფილმა შეუქო პერსონალს ნამუშევარი და რამოდენიმე შტრიხში მცირე ცვლილებებიც შეიტანა, საბოლოოდ დარბაზითაც კმაყოფილი დაბრუნდა დღის ბოლოს სახლში და ამ ყველაფერზე ფიქრმა ისე გაიტაცა, უკვე შუაღამეს გვარიანად იყო გადამცდარი ,რომ ჩაეძინა. ბევრი ფიქრის და კამათის შემდეგ გადაწყვიტეს,რომ ჯვრისწერა წინა დღეს უნდა ჰქონოდათ.სანდრომ სიუპრიზი მიუწყო საცოლეს და ერთი კვირით ადრე განუცხადა,რომ ჯვარს ,ცხრაჯვარზე დაიწერდნენ , ზუსტა როგორც მარიამი სულ ოცნებობდა. ჯვრისწერის დღეს მუხლზე ოდნავ ჩაცდენილი თეთრი კაბა და იმავე ფერის ბალეტკები ჩაიცვა. ძალიან მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და საქმროს მოუთმენლად დაელოდა.......მთელი გზა ბედნიერი ათვარიელებდა გარემოს, ხან მის ყურებაში გართულ ერისთავს გადახედავდა ყურებამდე გაღიმებული და გულაჩუყებული. თავადაც არ სჯეროდა,რომ როგორც იქნა ეს დღე დადგა და დღეს საღამოს უკვე უფლის წინაზე იქნება ერისთავის ცოლი, ხვალ კი ერის წინაშეც. თავის ფიქრებზე კმაყოფილს გაეღიმა და ისევ ამწვანებულ მთებს გახედა ფანჯრიდან. ცრაჯვარისკენ მიმავალი გზა ცოტა არ იყოს დამღლელიც კი აღმოჩნდა ყველასთვის, გარდა წყვილისა, თვალებაკიაფებულები მიიწევდნენ მაღლა და უკვე წუთებს ითვლიდნენ, როდის დადგებოდა მათთვის ასე სანატრელი მომენტი. პირველად იყო მარიამი ცხრაჯვარზე, მხოლოდ ფოტოებით იცოდა აქაური სილამაზის შესახებ და ახლა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. საოცრად უხაროდა ,ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღეს და ამ საოცარ ადგილას უდნა გამხდარიყო საყვარელი ადამიანის მეორე ნახევარი. -რაჭაში რომ ვიყავით, აქ რატომ არ ვიყავით?-დაიწუწუნა უცებ. -იმიტომ,რომ ნინა იყო ორსულად და ვერ ივლიდა ამ გზებზე-გაახსენა ლექსომ. -და კიდევ, იმიტომ,რომ ახლა ასეთი გაცისკროვნებული სახით გევლო მთელი გზა-გაუცინა საქმრომ და მიიხუტა. -ნახე რა სილამაზეა- დაუჩურჩულა გულაჩუყებულმა-აუ სან გვირილებისგან გვირგვინი გამიკეთე რა- ბავშვივით გამოიწელა ყელი ორი თითით მარიამმა. სულ რამოდენიმე წუთში კი მისი სურვილი შესრულებული იყო და საქმრო უკვე თავზე ადგამდა ოქროსგულა ყვავილების თაიგულს. ყურებამდე გაბადრულმა, გაცისკროვნებული თვალებით ახედა ალექსადნრეს , მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და გზა გააგრძელა. ცხრაჯვარზე ასული აღფრთოვანებული ათვარიელებდა არე-მარეს. ყველაზე მაღალ ადგილას დადგა, ხელები გაშალა და თვალებმინაბულმა შეუშვირა სახე გრილ ,სასიამოვნო ჰაერს. მერე კიდევ ოდნავ კიდისკენ მიიწია და ქვემოთ ჩაიხედა. -მარიკო გამოდი აქეთ, წინასწარ ნუ დააქვრივებ ჩემ დეიდაშვილს- ასძახა ქვემოდან ნინამ. -მაცადე და ცხოვრებით ტკბობა - უპასუხა სიცილით ბახტაძემ. -დატკბი გენაცვალე, შენია ეს დღე და შენს გამო ვართ აქ. ჯვრისწერისას სულგანაბული უსმენდა მოძღვარს და თან სანდროს ცოცხალი თავით არ უშვებდა აცახცახებულ ხელს. მის ნერვიულობაზე და ემოციებზე რამოდენიმეჯერ გაეღიმა ერისთავს. ეჭირა საყვარელი ქალი ხელი და იქ ბუნების მშვენიერებით და უახლოეის ადამიანებით გარემოცული ,თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა. ჯვრისწერის დასრულებისთანავე ნაზად ჩაიკრა გულში გულაჩუყებული მარიამი და ავარვარებული ტუჩები მიაკრა საფეთქელთან. -ჩემი ცოლი- ჩაიჩურჩულა საოცრად დამტკბარი ხმით და ისე მაგრად მოუჭირა გოგონას ზურგზე მოხვეული ხელები. შინ ძალიან გვიან დაბრუნდნენ, თუმცა იმდენად საოცარი და დადებითი ემოციებით იყვნენ დატვირთული,რომ დაღლილობას ვერც კი გრძნობდნენ. მიუხედავად იმისა,რომ უკვე ღვთის წინაშე ცოლ-ქმარი ერქვათ, მაინც მშობლების სახლში მიაბრძანეს უკვე ქალბატონი მარიამი. როგორც კი საძინებლის კარი შეაღო,მაშინვე გაიშოტა და იმ დღის ყველა დეტალის სათითაოდ გახსენება დაიწყო. უცებ ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა და უკვე გული უგრძნობდა, ვინც იქნებოდა მისი ავტორი. -მადლობა ამ ბედნიერებისთვის- წერდა ალექსანდრე. -მადლობა,რომ შენ თვითონ ხარ ჩემი ბედნიერება- მიწერა იმწამსვე პასუხი, მერე ერთმანეთშ ტკბილი ძილი უსურვეს და ბახტაძე ისევ თავით გადაეშვა ფიქრებში, ბოლოს კი ბედნიერებისგან გაბერილს ჩაეძინა,თან ისე ღრმად,რომ ერთი სიზმარიც კი არ უნახავს. მისი ტკბილი ძილი სულ 4 საათს გაგრძელდა, დილის 7 საათზე დაჭყიტა. როგორც წესი დილით გაღვიძებულ მინიმუმ 10 წუთი მაინც სჭირდებოდა ამქვეყნიერების აღსაქმელად,მაგრა ამჯერად ტრადიცია დაარღვია და იმწამსვე წამოხტა ფეხზე. ნაზად გადაუსვა ხელი კარადასთან დიდ სავარძელზე გადაფენილ კაბას და ბედნიერმა გაიღიმა. რცა საათზე უკვე სალონში იყო სესილისთან ,ნინასთან და თავის მეჯვარე თამთასთან ერთად. პირველად პატარძალი და მეჯვარე მოაწესრიგეს და სახლში გაისტუმრეს კაბების ჩასაცმელად. -ჩემი ლამაზი კაბუნია- სიცილით ააფრიალა ხელშ უზარმაზარი კაბა და ტანზე მიიფარა. -მიდი , მიდი ჩაიცვი-უთხრა მეგობარმა და სხვა ტანსაცმელი ხელიდან გამოართვა. თვალებგაბრწყინებულმა გაუსწორა მზერა სარკეში თავის ანარეკლს და ცოტაღა დააკლდა,რომ არ ეტირა. -ვაიმე დღეს ვთხოვდები- გაეკრიჭა მეჯვარეს. -სხვათაშორის შენ გუშინ გათხოვდი-შეახსენა გოგონამ. -დღესაც ვთხოვდები და ორის მაგივრად სამდღიანი ქორწილი გამოდის, რა მაგარია-გახარებულმა შემოკრა ტაში-მულტფილმებში რომ დედოფალები არიან ,ისეთი ვარ ამ კაბაში-აღნიშნა კმაყოფილმა. -რა მულტფილმის დედოფალა , აკრგი რა მარიამ-გადაიკისკისა იმწამს კარებში შემოსულმა ნინამ. -ჩემ ძმას პატარა ბავშვი მოჰყავს ცოლად- გაეცინა სესილისაც. -ამდენხანს რას აკეთებთ გოგონებო? მოვიდნენ უკვე-კარი შემოაღო მარიამის დედამ. -ვაიმე სანდროც მოსულია?-წამოიძახა ბახტაძემ და იგრძნო, ისევ როგორ დარია ხელი ნერვიულობამ. -კი დე მოსულია.. ღმერთო ჩემო რა ლამაზი ყავხარ დედას- უთხრა აცრემლებულმა ქალმა. -მადლობა დე-თბილად ჩაეხუტა და მაგრად მოხვია ხელები. -წამოდით, გელოდება უკვე ის ბიჭი- თითი დაჰკრა ცხვირზე და ოთახიდან გავიდა. ანერვიულებული მიაბიჯებდა იმ ოთახისკენ, საიდანაც სტუმრების ხმები ისმოდა, რამოდენიმე წუთში მილიონჯერ მოასწრო იმის წაროდგენა, თუ რა რეაქციას ექნებოდა მის დანახვაზე მის ქმარს,მაგრამ ერისთავის ნამდვილი რეაქციის წარმოდგენა მაინც ვე შეძლო. კარში შესვლისთანავე გადააწყდა მის მზერას,რომელშიც უზომო კმაყოფილება, აღფრთოვანება, ბედნიერება და უსაზღვრო სიყვარული იკითხებოდა. ნაზი ღიმილით გადადგა რამოდენიმე ნაბიჯიც და საყვარელ ადამიანს გვერდით ამოუდგა. ვერაფრით მოთოკა თავი ალექსანდრემ და მოულოდნელად დასწვდა ტუჩსაცხით შეღებილ ტუჩებზე, კოცნა წამიერი იყო,მაგრამ ერისთავმა მასში ჩაატია ისე ყველა ემოცია და გრძნობა, რაც რამოდენიმე წამმის წინ მარიამმა ამოკითხა მის თვალებში. -აი ეს იყო ყველაზე ნამდვილის ,,სურვილის გემო’’- ჩასჩურჩულა ოდნავ დახშული ხმით და წელზე მჭიდროდ მოჰხვია ხელი სასურველს. მარიამს მთელ სხეულში სიამოვნებისგან გააკანკალა და წელზე მოხვეულ მკლავზე მაგრად ჩასჭიდა სუსტი თითები. ხელმოწერას ტრადიციულად რამოდენიმე საათიანი ფოტოსესია მოჰყვა. ულამაზეს კაბაში ბამოწყობილი ბახტაძე ისე ეხამებოდა ბუნების ლამაზ პეიზაჟებს,რომ ფოტოგრაფი ტავადაც გაკვირვებული იყო, იმდენად კარგი და უნაკლო ფოტოები გამოდიოდათ. კიდევ დიდხანს ვერ მორჩებოდნენ ამ დიდად სასიამოვნო საქმიანობას, უკვე მშობლებს რომ არ დაეწყოთ რეკვა, ყველა სტუმარი მოსულია რესტორანში და თქვენ გელოდებითო. დარბაზში შესულებმა იქ მყოფების გულწრფელად აღფროვანებული ტაში და შეძახილები დაიმსახურეს. ბახტაძემ უკმაყფილესი მზერა მოავლო იდეალურად მოწყობილ დარბაზს, ყველაფერი ზუსტად ისე იყო ,როგორც უნდოდა, როგორიც თავად წარმოედგინა. ბედნიერმა გადახედა მომღიმარ ქმარს და საცეკვაო მოედნისკენ აიღეს გეზი . წყვილმა და მეჯვარეებმა ვალსი შეასრულეს და შემდეგ კუთვილი ადგილებბი დაიკავეს. ის იყო მარიამმა მაგიდაზე შოკოლადი დალანდა და მისი არება გადაწყვიტა,რომ მათ მაგიდისკენ მომავალი პატარა ანდრეა დაინახა, რომელსაც დიდი ლამაზი ყუთი მოჰქონდა. -ეს შენ მარიამ- ძალიან კმაყოფილმა გაუწოდა დედოფალს კუთვნილი საჩუქარი და მომლოდინე თვალებით დაუწყო ყურება,როდის გახსნიდა ბახტაძე ყუთს. მარიამმს ფრთხიალდ მოაძრო იასამნისფერ ყუთს იმავე ფერის ლენტი და თავი ახადა. საოცრად გახარებულმა გადაიკისკისა,როცა აღმოაჩინა ,რომ კოლოფი სულ ბაუნტებით იყო სავსე. -ვაიმე შენ რა მაგარი ბიჭი ხარ ხომ არ იცი რა- მაგრად აკოცა ბავშვს ლოყაზე და გულში ჩაიხუტა. -ვიცი-შეიფერა ანდრეამ და გაუცინა- მახსოვდა ნინას ქორწილში როგორ გაგიხარდა შოკოლადები რომ მოგეცი და,ვიფიქრე ახლაც გავახარებო. -გამახარე ,თან როგორ . დიდი, დიდი და უფრო დიდი მადლობა ჩემო საყვარელო- ისეც დაუკოცნა ლოყები ბავშვს და ერთი შოკოლად ამოიღო ყუთიდან. მთელი ქორწილსი განმავლობაში დარბაზში მხიარულება არ განელებულა. საოცარი სიუპრიზებით და ემოციებით დატვირთული დღე იყო. ჯერ სანდრომ და მისმა მეგობრებმა უცეკვეს მარიამს ძლივს უჩუმრად დადგმული ფლეშ-მობი. მერე თავად წყვილმა შეასრულა რამოდენიმე ქართული ცეკვა. ბოლოს სანდრო მუსიკის გამორთვა მოითხოვა და მიკროფონთან თვითონ მივიდა. -მარიამ ერთხელ მითხარი ნინასავით ლექსით ვერ მოგაფრქვევ ჩემს გრძნობებსო,თუმცა ახლა მე მინდა მოგიძღვნა ერთი ძალიან ლამაზი ლექსი- დაიწყო მოულოდნელად და მულთან ლაპარაკში გართული ბახტაძის და ყველა სტუმრის ყურადღება მიიპყრო. -,,ქალი რა ქალია თუ არ დაიფასა, ქალი რა ქალია თუ არ დააფასე, ქალი რა ქალია თუ არ გაინაბა, ქალი რა ქალია თუ არ გააბრაზე. ქალის სილამაზე მისი თვალებია, მისი თმებია და მისი დალალები, ამას ვერ გაიგებ თუ არ გყვარებია შესაყვარებლადაც ზოგჯერ სანანები, ქალი ქმნილებაა რაღაც უჩვეულო, ქალი ნიმუშია ფრთხილად დასახატი, ქალი სიწმინდეა ზოგჯერ უსხეულო, ზოგჯერ სხეულია რაღაც ჩასახატი. ქალი სათუთია ვარდის ფურცელივით ზოგჯერ გულუბრყვილო, ზოგჯერ თავნებაა... ქალი საამოა ვარდის სურნელივით, ერთი ამოცანა მისი გაგებაა... ქალი ფრთხილია და უნდა მოუფრთხილდე, თუკი მოუნდება ზოგჯერ იმეტიჩროს, თუნდაც სულ სიგიჟე აზრად მოუვიდეს, უნდა შეუსრულო ცატა ინებივროს... უნდა უერთგულო, უნდა მოუარო, არასოდეს იყო მასთან მოსაწყენი, თუნდაც მანქანითაც ვერ გამოუარო ოღონდ სიტყვა უთხრა გულზე მოსაბჯენი. ბევრი სითბო უნდა, ცოტა სითამამე, ზოგჯერ უნდა იყო ცოტა კადნიერი, უნდა დაუფასო ძვირად სილამაზე, ხშირად შეაპარო მზერა წამიერი. უნდა მოეფერო უნდა მოუფრთხილდე, წყენას ვერ ივიწყებს და არ აწყენინო! და თუ გინდა მისთვის მართლა რამედ ღირდე, რაც სურს ის სიტყვები უნდა ასმენინო...’’ (კოკი ხარშილაძე) მარიამ ჩემი უჩვეულო ქმნილება და ბედნიერება შენ ხარ, გპირდები ყოველთვის გაგიფრთხილდებით, შენ, ჩვენს სიყვარულს და იმ ბავშვებს, რომლებიც მომავალში გვეყოლება, ძალისხმევას არ დავიშურებ,რომ შენი ლამაზი თვალებიდან თუკი ცრემლი წამოვა, მხოლოდ ბედნიერების რომ იყო. იმასაც გპირდები,რომ შენს ცოტა მეტიჩრობებსა და თავნებობასაც დიდი სიყვარულით დამოთმინებით ავიტან- ამ სიტყვებმა იქ მყოფების გულიანი სიცილი გამოიწვია - მადლობა ,რომ ჩემი ხარ, ჩემი გქვია და ცხოვრებას მილამაზებ-ჩაამთავრა ბოლოს მშვიდი ,თბილი ხმით . ღიმილით მიაწოდა გვერდით მდგარ მომღერალს მიკროფონი, თავად კი ნელი ნაბიჯით ჩავიდა სცენიდან და აცრემლებული ბახტაძე გულში ჩაიკრა. -მაკიაჟს გაიფუჭებ ბარტყო- ღიმილით მოწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი და შუბლზე აკოცა. -ნუ რა სიძე გვყავს რა- ამაყად ჩაილაპარაკა ლადომ,რომლის სიტყვებიც ერისთავის სმენასაც კარგად მისწვდა. -შენი ეშმაკობები რომ არა, დიდი ხნის წინაც გავხდებოდი მე თქვენი სიძე- უპასუხა სიცილით, ისე რომ ცოლს არ მოშორებია. -ვერ მივხვდი- გადახედა დაბნეულმა ლადომ. -კარგად დაფიქრდი და მიხვდები.მერე შეპირებულ ბოდიშსაც ველი -ღიმილით ჩაუკრა თვალი და მარიამი საცეკვაოდ წაიყვანა.ლადო კი რამოდენიმე წუთი ჩაფიქრებული იდგა და ვერ მიმხვდარიყო, თუ რა ეშმაკოდა იგულისხმა ერისთავმა. ბოლოს ერთი ამბავი ამოივტივდა გონებაში და გულიანად გადიახარხარა. ქორწილის მეორე დღემაც არანაკლებ მხიარულად ჩაიარა. მიყოლებით სამმა ძალიან დატვირთულმა დღემ , მაინც არ დაღალა ვერც ნეფე-პატარძალი და ვერც მათი სამეგობრო. თაფლობის თვე ქორწილზე არანაკლებ საოცარი და შთაბეჭდილებებით სავსე ჰქონდათ. ნინას და ლადოს ეგონათ,რომ ბახტაძე საოცნებო ვენეციაში მოისურვებმა ამ ბედნიერი დღეების გატარებას,მაგრამ ქალბატონმა მარიამმა გამოაცხადა, ვენეცია კი ნამდვილად კარგია, თუმცა მე მინდა ჩემი სამშობლოს ყველა კუთხე-კუნჭული კარგად გავიცნოო, სანდროც დაითანხმა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაწყვიტეს მოგზაურობა. ყველგან 10-10 დღით რჩებოდნენ. ყველგან ძნელად ელეოდნენ მასპინძები ამ ათი დღის შემდეგ ძალიან თბილ და საყვარელ, ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულ წყვილს. სულ ბოლოს განტვირთვისთვის ბათუმი მოიტოვეს და ორი კვირა იქ გაატარეს თაფლობის თვის კიდევ რამოდენიმე უბედნიერესი დღე. უაკნ დაბრუნებულებმა ისე განაგრძეს ცხოვრება, როგორც ახალმა შეყვარებულმა წყვილმა, გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ უფრო და უფრო გაზრდილ და გაღრმავებულ სიყვარულს. ყოველ დღეს ახალი პატარ-პატარა სასიამოვნო სიუპრიზით და რათქმაუდნა ერთმანეთით იწყებდნენ. -სან დრო რომ გავა ,,სურვილის გემო’’ ხომ არ განელდება?- ჰკითხა ერთ დილას მარიამმა ღიმილით და ეშმაკუნებით სავსე თვალებით ახედა. -განელდება კი არა, საქმე ისე მიდის, შეიძლება მალე შემომეჭამო- გაუცინა ქმარმა და გვერდზებზე მოუღიტინა. -ბოლომდე მაინც ვერ გავიგე მე, რას ეძახი სურვილის გემოს- უთხრა კისკისით. -ეგ იმიტომ,რომ შენ ხუთი წელი ერთ ადამიანზე არ გიოცნებია ქალბატონო- გულზე მიიკრა ცოლი ერისთავმა. -ოცნებით არა მაგრამ , ხუთი წელი მეც ვფიქრობდი ერთ ძალიან სიმპატიურ ბიჭზე-გულახდილად გაანდო საიდუმლო მარიამმა და თვითონაც მაგრად მოხვია სუსტი მკლავები. ესეც შეპირებული ისტორია, სანდროზე და ნინას მეჯვარე მარიამზე.ბოდიში ,რომ ამდენხანს გალოდინეთ. უკვე რამდენი ხანია მეჩხუბება ერთ-ერთი საიტის წევრი მარრიამი, რომელსაც ეს ისტორია ეძღვნება, დროზე დამიმთავრე ჩემი ისტორიაო და აჰა მარიამ გაღირსე და დავამთავრე ...იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენს შეფასებას და კრიტიკას ჩემო ტკბილებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.