შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიდრე ყვავიან შროშანები [11]


11-03-2016, 19:50
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 503

გადავწყვიტე, რომ დედასთან და ბიძასთან წავსულიყავი, ბავშვიც იქ გამეჩინა და როგორც კი დაიბადებოდა, სანდროსთვის მეთქვა მისი არსებობის შესახებ. ასე უკეთესი იყო სამივესთვის. რა აზრი ქონდა მაშინ მეთქვა, სანამ წავიდოდი? ერთად ვეცდებოდით გავმკლავებოდით ტკივილს? ეს ადვილი არ იქნებოდა, ადრე მეგონა რომ შევძლებდი, მაგრამ ახლა... იმაზე ფიქრმა შემიპყრო, რომ სანდრო გააგრძელებდა ნარკოტიკების მიღებას, რაც შეიძლებოდა ცუდად დასრულებულიყო და მას ვერასდროს გაეგო შვილის შესახებ. ყელში უზარმაზარი ბურთი მომაწვა და კედელს მუშტი რამდენჯერმე დავარტყი. რა გამეკეთებინა? წასვლა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, მითუმეტეს მაშინ როცა ბერლინში ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ისინი რომ არა, ალბათ არც წავიდოდი. თუმცა მათთან გაჩერებას არ ვაპირებდი, არ მინდოდა ენახათ როგორი ვიქნებოდი ლომკაში... ეს კი გარდაუვალი იყო. ღმერთო, ასე რატომ მსჯი? თუმცა ყველაფერი ხომ ჩემი ბრალია, მე მივეძალე ამ დაწყვევლილ ნარკოტიკებს და მე ავირიე ცხოვრება. აქედან გამომდინარე, ერთს გირჩევთ, რომელიც დარწმუნებული იყავით, რომ სრული ჭეშმარიტებაა-ნარკოტიკი კლავს. გადატანითი და გადმოტანითი მნიშვნელობით, ნარკოტიკი კლავს და შენ არ შეგწევს ძალა ბრძოლისთვის. აუცილებლად დაიღუპები, აუცილებლად დამარცხდები და მე სწორედ ბრძოლა გადავწყვიტე. ჩემთვის არა, დიდი ხანია საკუთარი თავი არაფრად მიმაჩნია. ჩემი შვილისთვის. რომელსაც ნარკომანი დედ-მამა ეყოლებოდა.



იმ ცხრა თვის გახსენებაც კი მზარავს. ლომკა- მტკივნელი, მტანჯველი, მკვლელი და ტკივილიანი. ვერავინ ვერასდროს წარმოიდგენს, რა იყო ეს.
როცა გამწარებული აწყდები კედლებს, ხელით კაწრავ მათ და სულიც გეკაწრება ავტომატურად. მერე ეჩვევი, რადგან ხვდები რომ ეს ჩვეულებრივია და შენ ხარ ამის ღირსი. რომ ვერაფერს შეცვლი, საერთოდ ვერაფერს. რომ თვითმკვლელობაც კი სასაცილოა და უბრალოა უკვე, რომ გარდაუვალია ყოველი წამი, წუთი და საათი. რომ აქ, ამ სიბინძურეში, ამ ნაგავში, ამ ნეხვით სავსე დედამიწაზე შენც ისეთივე ბინძური დაიბადე, როგორიც სხვები და შენ არ გაქვს უფლება, რამე შეცვალო. არც უფლება და არც შესაძლებლობა. და უცებ, როცა შენს ცხოვრებაში რაღაც ნათელი, წმინდა გამოჩნდება, ახალი სიცოცხლე, ახალი სუნთქვა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სუფთა იყოს და შენ უნდა შეუწყო ამაში ხელი.
ღმერთო, რა რთულია ზოგჯერ უბრალოდ ამოსუნთქვაც კი. ამ ჟანგიანი ცხოვრების გისოსებს თუ ვერ გააღწევ, ეცადე მაინც.

მეოთხე თვეში ვიყავი, ტოქსიკოზი არ მქონდა, მაგრამ არც ჭამის სურვილი. სულ ძალი ვიტენიდი საჭმელს. ხილი, ჯანსაღი კვება და ექიმის მითითებების ზუსტი შესრულება. საცხოვრებლად ორ ოთახიანი ბინა ვიყიდე, უფრო სწორედ, ბიძაჩემმა მიყიდა. კარგად მოვეწყვე, ერთი ის იყო, მონატრება შემომიტევდა ხოლმე. სრულიად მარტო ვიყავი, არც კლუბები, არც ბარები, არც მეგობრები და გართობა. რომელ გართობაზეა საუბარი, როცა რეალურად საკუთარი თავის გარდა არავინ მყავდა. სკაიპიც არ მქონდა, რომ ნინის ან რედის დავლაპარაკებოდი. კომპიუტერი როგორ არ მქონდა, ინტერნეტიც, მაგრამ ვუფრთხოდი მათთან მესიჯობასაც კი. მჭამდა სურვილი, ერთხელ მაინც დამენახა სანდროს სახე, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლება არ მივეცი. რამდენჯერაც ავიღე ნოუთბუქი და საძიებოში მისი სახელი ჩავწერე, იმ წუთასვე ვხურავდი მას.
ზაფხული იყო, უკვე კარგი ამინდები, მითუმეტეს ბერლინში. აქაურობა სამოთხე იყო, თუმცა მე ამ სამოთხის ნაწილი არ ვიყავი და არც ვცდილობდი ამას. გავისეირნე თუ არა, სახლის კარი ღიმილით გავაღე და სამზარეულოში შევედი.

_გშია დეე?_ვკითხე მუცელს, გამეცინა და წვენი მოვსვი. მერე კი დასვენების მიზნით დავიძინე. შუაღამეს გამეღვიძა... ოფლი ღვარად მდიოდა, ორგანიზმი კი ნარკოტიკს ითხოვდა. მთელი სხეული მექავებოდა, სუნთქვაც კი გამიჭირდა და ხელში აღებული წყლით სავსე ჭიქა ხმაურით მივახეთქე კედელს. წამოვდექი, კარადას ვეცი და ტანსაცმლის ყრა დავიწყე. ნარკოტიკს ვეძებდი, რომელიც ვიცოდი რომ იქ არ იყო. მაინც ვეძებდი, იმედი მქონდა რომ ვიპოვიდი და ლომკისგან გაბრუებული სხვა არაფერზე ვფიქრობდი. როგორც კი კარადა ამოვაყირავე, უჯრებს ვეცი, სადაც რაღაც ნივთებს ვინახავდი და უჯრებიდან ორი სურათი ამოვარდა... ერთი ჩემი და სანდროსი, მეორე კი მამაჩემის და ჩემი ძმის ერთად. ხელიდან გამივარდა სურათები, კედელთან ჩავიმუხლე და მაგრად მივარტყი თავი. მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითის ფრჩხილებით მარცხენას მაჯას დავუწყე კაწრვა, შემდეგ ზემოთ ავუყევი და სისხლს დავხედე. მთელი სხეული მიხურდა, გონება დაბინდული მქონდა. მერე თვალები მაგრად გავახილე და ვეცადე არ ჩამძინებოდა. დოქით ავიღე წყალი და ხელი გაჭირვებით, კანკალით ავწიე მაღლა. ცივმა წყალმა ოდნავ გამომაფხიზლა, მაგრამ ძილს მაინც ვერ ვებრძოდი. ტკივილი ? ტკივილით დავამარცხებდი... სამზარეულოსკენ წავედი, თან ხმამაღლა ვსუნთქავდი და ვკიოდი. ვაზას ხელი ვკარი, ისიც ხმაურით დაეცა ძირს და ყვავილებიანად გატყდა. დანით ხელისგული გავიჭერი, ამან იმოქმედა. საავადმყოფოში ვერ დავრეკავდი, რადგან ერთელ უკვე მირჩიეს სარეაბილიტაციო ცენტრი. ვერც დედაჩემთან, ამიტომ საკუთარ თავს შევუხვიე ხელი, დივანზე წამოვჯექი და გავიღიმე.
_კარგად ვიქნებით დე... სხვანაირად არ შეიძლება.



ოთხი წელი.
ალბათ ბევრია არა?
მთელი ოთხი წელი...
ოთხი წლის მერე ვბრუნდები საქართველოში.
ზუსტად ოთხი წლის შემდეგ. არც კი მჯერა, სანამ ჩემი თვითმფრინავი არ დაეშვება და ბარგთან და ბავშვთან ერთად არ დავდგები მონატრებული საქართველოს მიწაზე. ღრმად ვსუნთქავ სამშობლოს ჰაერს, შემდეგ ნინაკა ამყავს ხელში და ვუღიმი.
_დეე, მოგწონს აქაურობა?_ვეკითხები, შემდეგ კი ფრთხილად ვიხრები და ლოყაზე ოდნავ ვკოცნი. ნინაკა ის ბავშვია, რომელიც დეტალებსაც კი აქცევს ყურადღებას, რომელიც სამი წლის ასაკიდანაც კი იდეალისტია.
შემომხედა, ოდნავ შესამჩნევად დააშორა ბაგეები ერთმანეთს და შემდეგ ჩემს ზურგს უკან გაიხედა. ბავშვი ისევ ძირს დავსვი და ხელი ჩავჭიდე. როგორ მომნატრებია აქაურობა. ადრე მეგონა, რომ გაბუქებული იყო უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ხალხის ყველა სიტყვა, ახლა კი ვხვდები, რომ ეს ასე არაა.
ჩემოდანს ხელს ვკიდებ და მივაგორებ, მეორე ხელი კი ნინაკაზე მაქვს ჩაჭიდებული, რომელიც დინჯი და მოზომილი ნაბიჯებით მოდის ჩემს გვერდით და სერიოზული გამომეტყველებით ათვალიერებს ყველაფერს.
ღია წაბლისფერი თმის კულული ჩამოუვარდა შუბლზე და თავის ქნევით ეცადა მის მოშორებას. არაფერი რომ არ გამოუვიდა, მეორე ხელით გადაიწია და გაეღიმა. ალბათ საკუთარ სისულელეზე. როგორ გავს დედას.
ბავშვის თვალიერებით გართული ვერ ვამჩნევ, როგორ ვეჯახები ვიღაცას და სანამ ზემოთ ავიხედავდე და მას დავინახავდე, ნინაკა უცნობის დანახვაზე ორჯერ აფახუნებს თვალებს.
_რედი..._აღმომხდა მე გაოცებული რედის დანახვისას, რომელიც ბავშვს გაშტერებული და ნიკაპაკანკალებული უყურებს.
_ვაიმე_ამოიბურტყუნა, მუხლებზე დადგა და ნინაკას ორივე ხელი მოხვია. მინდა ვუთხრა რომ ბავშვს მოშორდეს, რადგან ჩახუტება ისაა, რასაც ჩემი გოგო ვერ იტანს. თუმცა ვერაფერს ვამბობ და მიკვირს, რომ ბავშვიც ჩუმადაა.
როგორც კი მას შორდება, მე მეხვევა რედი და მეც ზურგზე ორივე ხელს მაგრად ვხვევ. დაბნეულობისგან არ ვიცი, სად წავიდე.
_ღმერთო, შოკში ვარ_პირზე ხელს იფარებს და ტირის.
_მომენატრე_ვეუბნები მე, თვალებში წყალი მიდგება და მეორედ ვეხვევი.
_მეც ელეე, მეც ძალიან ძალიან ძალიან_ყვირის და მშორდება, შემდეგ კი ორივე ვიწმენდთ ცრემლებს და ვმშვიდდებით. წამსვე გადამაქვს მზერა ნინაკაზე, რომელიც ჩუმად გვადევნებდა თვალს და ჩემი მოსასხამის ჯიბიდან ჩუპა-ჩუპსის ამოღება მოესწრო, კარგადაც გაეხსნა და პირში უდევს უკვე. არ გეგონოთ, რომ ტკბილეულის და შოკოლადის მოყვარულია. მეტიც, ვერ იტანს ტკბილეულს. მითუმეტეს შოკოლადებს. მხოლოდ ჩუპა-ჩუპსი და კოკა-კოლაა მისი ნუგბარი. მეტს არაფერს ჭამს სასუსნავს. ამ მხრივ მგონი ბედნიერი უნდა ვიყო, არაჩვეულებრივი კბილები და ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს. თუმცა ბავშვზე მერეც ვილაპარაკებთ.
_უნდა გეთქვა_მსაყვედურობს რედი
_მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?_ვეუბნები ირონიულად და მის ნათქვამს ვუყრუებ. ნინაკას ხელს კვლავ ვჭიდებ და გზას ვაგრძელებთ, ოღონდ ჩემოდანი უკვე რედის მოაქვს.
_რა ქვია?_ხმა წამსვე დაუთბა და ბავშვს დახედა გაბრწყინებული თვალებით.
_ნინაკა_ჩემს მაგივრად გასცა პასუხი ნინაკამ. ხავერდოვანი, თუმცა ზომიერი ხმა სასიამოვნოდ ჩამესმა ყურებში. რედის გაეღიმა და ღრმად ჩაისუნთქა.
_მე რედი მქვია, შენი დეიდაც ვარ და მამიდაც. თუ გინდა, დაქალიც_თვალი ჩაუკრა და მერე ისევ მე შემომხედა. ნინაკას აღარაფერი უთქვამს. ბევრს არ ლაპარაკობს...
_რედი, მოდი სახლში წავიდეთ. ხომ წამოხვალ?_ვკითხე მე და ტაქსის ხელი დავუქნიე. სანამ ახალ მანქანას და სამსახურს მოვძებნი, ალბათ ტაქსით ვიმგზავრებ. როგორც ვიმედოვნებდი, არქიტექტორობა რაღაცაში გამომადგა და მუშაობა დავიწყე. ხელფასიც მაღალი მქონდა და მთლად ბიძაჩემის და დედაჩემის კისერზე აღარ ვიყავი. ვიმედოვნებ, აქაც ვიშოვი სამსახურს. თუმცა ბავშვს ვერც ერთი წამით სხვას ვერ ჩავაბარებ, ამიტომ ნინაკა სულ ჩემთან იყო, და კვირაში ორჯერ ბებიასთან. არამგონია სამსახურის მოძებნა გამიჭირდეს, რადგან ბერლინშიც კი ასე თუ ისე, მოთხოვნადი არქიტექტორი ვიყავი და კმაყოფილი იყვნენ ჩემთვის. ესეც რომ არ ყოფილიყო, მაინც ვირჩენდი თავს ალბათ.
_რათქმაუნდა, იმედია ნინაკა მიმიღებს_გამიღიმა რედიმ, მე კი თავი დავუქნიე.
_ნინაკა მალე შეგეჩვევა, ნახავ. უბრალოდ ის... მერე მოგიყვები გთხოვ_ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე.
_კარგი_დასერიოზულებულმა შემომხედა_და... შენს ძველ ბინაში აპირებ გადასვლას?
_არა_ვიუარე სწრაფად, იქ არ დავბრუნდებოდი_ბიძაჩემი იყო აქ ორი თვის წინ და ვაკეში ერთი ბინა მიყიდა, სამოთახიანი. ავეჯიც კი იქიდან შევარჩიე, მოკლედ ყველაფერი მოგვარებულია, ამიტომ ახალ ბინაში გადავალთ მე და ნინაკა_გამეღიმა, რადგან ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა, ჩემი ცხოვრება გაფერადდა და ეს ჩემი შვილის დამსახურება იყო.

ვიდრე ყვავიან შროშანები [11]


ტაქსიში ხმა არცერთს ამოგვიღია. რედი უყურებდა ბავშვს და თვალები ცრემლით ევსებოდა, შემდეგ კი ხელით იშორებდა მათ. ნინაკა კი როგოც ყოველთვის, დინჯად იჯდა. რათქმაუნდა, ლაპარაკობდა, თუმცა ეს მხოლოდ მათთან, ვისაც შეეჩვეოდა. სახლში მე და ნინაკა როცა მარტო ვართ ხოლმე, მუდმივად ვსაუბრობთ. თუმცა უცხო გარემოცვაში სულ ჩუმადაა და მხოლოდ საჭირო დროს ამოიღებს ხმას. მისი ფსიქოლოგი ამბობს, რომ მადლობა უნდა ვთქვა, ჯანმრთელი რომაა და რაც შეეხება ამას, (რაღაც უცნაური სახელი აქვს დიაგნოზს, ამიტომ ვერ დავიმახსოვრე), დროსთან ერთად გადავა, თუმცა ის მაინც განსხვავებული ბავშვია და არამგონია ცელქი და ტიკტიკა იყოსო. ცოტა მეწყინა, რადგან ნინაკას სიცილი ყოველთვის მინდოდა, მისი ყვირილიც და სირბილიც... თუმცა მივეჩვიე და მართლა ვუხდი მადლობას ღმერთს, რომ სერიოზული არაფერი ჭირს ჯანმრთელობის მხრივ.


ბოჟე მოი.
მეც არ წარმომედგინა ის, რასაც ახლა ვაკეთებ.
თქვენ ხომ აზრზე არ ხართ, რა ბოროტი ვიღაც იმალება ამ ერთი შეხედვით დაჭკვიანებული ელენეს მიღმა.
ნინაკას რაც შეეხება, თანდათან თქვენც შეგიყვარდებათ ალბათ.
მადლობაყურადღებისთვის.



№1 სტუმარი chupachupsi

auu rogor momwonss♥♥ Ai dzalian magariaa male ra

 


№2  offline წევრი gvancacuna

Male dade magariaa dzaan

 


№3  offline მოდერი sopiko

ერთხელ ახსენე, სოფიკო დამაკლდაო, უმალ ვინანე ჩემი სიზარმაზე და დიდზე დიდი კომენტარი დავწერე. წაიშალა! ისე ნერვები მომეშალა, იგივე ვეღარ დავწერე... ახლა კი...
მე ვიცი თუ რა სიბოროტე დევს ელენეს გულში! ალბათ ვერასდროს მოიგებს ჩემს გულს მაგრამ მისი ბრძოლა შვილის გამო... აი, არ ვიცი! ალბათ ეს ყველა ქალის სუსტი წერტილია... შენ კი მის ემოციებს ისე გადმოსცემ, რომ თითოეული სიტყვა გრძნობითაა სველი...
ძალიან მაინტერესებს როგორ შეხვდება ამ ყველაფერს სანდრო...
და რედი რა საყვარელია ♥
ნინაკა ხომ საერთოდ...
შენზე რა ვთქვა! უნიჭიერესი ხარ! შენ ისეთ თემას შეეჭიდე, ბევრი ბოლომდე დაწერას ვერ შეძლებდა, მაგრამ სულით რომ წერ და თითოეული სიტყვა წრფელუ რომაა, ყოველ აბზაცში ჩანს.
ყოჩაღ, ჩემო ელენე ♥

 


№4  offline მოდერი bibo

სხვაგან ვერ დავდე კომი ვერ ვახერხებ სკამზე დაჯდომაზე რიგი გვაქ და ვერ ვასწრებ წერას და კითხვას ერთნაირად მთლად ასეთიც ვერ ვარ ორ ჩიტს ვიჭერდე სასწაული ხარ საოცრება აი უძალიანესად მომწონსსსს სასწაულიად მარწყვო.იმედია სანდროც გამოკეთდ და გულის პიცრს არ ჩამიმტვრევ ჩიტო წარმაებები და მალ მალე დადე რ აბევრებს გელოდები მე შენ რო იცოე და მიგაჩაქუჩებ ერთხელაც იქნება ალუაალოო

 


№5  offline მოდერი Eleniko13

sopiko
ერთხელ ახსენე, სოფიკო დამაკლდაო, უმალ ვინანე ჩემი სიზარმაზე და დიდზე დიდი კომენტარი დავწერე. წაიშალა! ისე ნერვები მომეშალა, იგივე ვეღარ დავწერე... ახლა კი...
მე ვიცი თუ რა სიბოროტე დევს ელენეს გულში! ალბათ ვერასდროს მოიგებს ჩემს გულს მაგრამ მისი ბრძოლა შვილის გამო... აი, არ ვიცი! ალბათ ეს ყველა ქალის სუსტი წერტილია... შენ კი მის ემოციებს ისე გადმოსცემ, რომ თითოეული სიტყვა გრძნობითაა სველი...
ძალიან მაინტერესებს როგორ შეხვდება ამ ყველაფერს სანდრო...
და რედი რა საყვარელია ♥
ნინაკა ხომ საერთოდ...
შენზე რა ვთქვა! უნიჭიერესი ხარ! შენ ისეთ თემას შეეჭიდე, ბევრი ბოლომდე დაწერას ვერ შეძლებდა, მაგრამ სულით რომ წერ და თითოეული სიტყვა წრფელუ რომაა, ყოველ აბზაცში ჩანს.
ყოჩაღ, ჩემო ელენე ♥


არ ვიცი, რა ვთქვა...
მართლა ოღონდ, ძალიან, ძალიან გამიხარდი.
დავიკივლე, როგორც კი შენი კომენტარის კითხვა დავასრულე და ხტუნვა დავიწყე.
არ ვაბუქებ.
დიიდიი, დიიდიიი მადლობა ^___^
მაბედნიერებ.
მაგრძნობინებ რომ რაღაცას ვწერ, და ვიღაცას მართლა მოწონს.


bibo
სხვაგან ვერ დავდე კომი ვერ ვახერხებ სკამზე დაჯდომაზე რიგი გვაქ და ვერ ვასწრებ წერას და კითხვას ერთნაირად მთლად ასეთიც ვერ ვარ ორ ჩიტს ვიჭერდე სასწაული ხარ საოცრება აი უძალიანესად მომწონსსსს სასწაულიად მარწყვო.იმედია სანდროც გამოკეთდ და გულის პიცრს არ ჩამიმტვრევ ჩიტო წარმაებები და მალ მალე დადე რ აბევრებს გელოდები მე შენ რო იცოე და მიგაჩაქუჩებ ერთხელაც იქნება ალუაალოო


ჩემი ბიბოოო, როგორ მომენატრე თავი ^_^
მეგონა აღარ კითხულობდი.
ვგიჟდები შენზე, თბილო <33
მადლობა და არ დამივიწყო :((
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline მოდერი sopiko

Eleniko13
sopiko
ერთხელ ახსენე, სოფიკო დამაკლდაო, უმალ ვინანე ჩემი სიზარმაზე და დიდზე დიდი კომენტარი დავწერე. წაიშალა! ისე ნერვები მომეშალა, იგივე ვეღარ დავწერე... ახლა კი...
მე ვიცი თუ რა სიბოროტე დევს ელენეს გულში! ალბათ ვერასდროს მოიგებს ჩემს გულს მაგრამ მისი ბრძოლა შვილის გამო... აი, არ ვიცი! ალბათ ეს ყველა ქალის სუსტი წერტილია... შენ კი მის ემოციებს ისე გადმოსცემ, რომ თითოეული სიტყვა გრძნობითაა სველი...
ძალიან მაინტერესებს როგორ შეხვდება ამ ყველაფერს სანდრო...
და რედი რა საყვარელია ♥
ნინაკა ხომ საერთოდ...
შენზე რა ვთქვა! უნიჭიერესი ხარ! შენ ისეთ თემას შეეჭიდე, ბევრი ბოლომდე დაწერას ვერ შეძლებდა, მაგრამ სულით რომ წერ და თითოეული სიტყვა წრფელუ რომაა, ყოველ აბზაცში ჩანს.
ყოჩაღ, ჩემო ელენე ♥


არ ვიცი, რა ვთქვა...
მართლა ოღონდ, ძალიან, ძალიან გამიხარდი.
დავიკივლე, როგორც კი შენი კომენტარის კითხვა დავასრულე და ხტუნვა დავიწყე.
არ ვაბუქებ.
დიიდიი, დიიდიიი მადლობა ^___^
მაბედნიერებ.
მაგრძნობინებ რომ რაღაცას ვწერ, და ვიღაცას მართლა მოწონს.


bibo
სხვაგან ვერ დავდე კომი ვერ ვახერხებ სკამზე დაჯდომაზე რიგი გვაქ და ვერ ვასწრებ წერას და კითხვას ერთნაირად მთლად ასეთიც ვერ ვარ ორ ჩიტს ვიჭერდე სასწაული ხარ საოცრება აი უძალიანესად მომწონსსსს სასწაულიად მარწყვო.იმედია სანდროც გამოკეთდ და გულის პიცრს არ ჩამიმტვრევ ჩიტო წარმაებები და მალ მალე დადე რ აბევრებს გელოდები მე შენ რო იცოე და მიგაჩაქუჩებ ერთხელაც იქნება ალუაალოო


ჩემი ბიბოოო, როგორ მომენატრე თავი ^_^
მეგონა აღარ კითხულობდი.
ვგიჟდები შენზე, თბილო <33
მადლობა და არ დამივიწყო :((

ახლა შენი კომენტარი ვნახე ჩემს ისტორიაზე და... ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, მას რომ დაუკუმენტარა, თვითონაც გაახსენდაო, მაგრამ ვიცი, რომ შენ ჩემს გულწრფელობას ჩაწვდები... სიყვარულით სოფო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent