ბედისწერა ვერ შევცვალეთ!.. (2)
-არ დამელოდები? - გავიგე "ვაჩეს" ხმა და ნაბიჯებს უფრო ვუმატე ხელზე შეხება ვიგრძენი და შემდეგ უხეშად მიმაბრუნეს -ოეეე ხელი - ვუყვირე და ხელი უხეშად გავაშვებინე -ჯერ ერთი შენი ოეე არა და მეორეც არ მიყვარს რომ არ მისმენენ -რა გინდა? -რავი შენი გაცნობა გავიგე ახალი მცხოვრები ხარ -მოდი გაიარე რა შენი ნერვები ეხლა ნამდვილად არ მაქვს -კაი რატოომ? - მოწყენილი სახე მიიღო -მოკლედ ვაჩე თავი დამანებე რა - შევბრუნდი და ჩემი გზა გავაგრძელე -სახელიც გაგიგია , შენსას არ გამიმხელ? -ქართულს კარგად სწავლობდი? თუ არ გესმის და დაგეხმარო? ვაჩეს გაეცინა -კარგი კარგი გავალ - მითხრა სიცილით და უკან წავიდა ხელები ჯიბეში ჩავიწყვე და გზა განვაგრძე იოანეს ნომერი ვიპოვე და დავურეკე ************* -სად ხარ? -შუა ღამე ანამარია სად უნდა ვიყო -ჩემს თავს გაფიცებ მნახე რა -რა გჭირს? -მნახე და მოგიყვები რა -კარგი გამოვალ ეხლავე -პარკში ვიქნები - ვუთხატი და ტელეფონი გავუთიშე ******** ყველაზე ცუდია როდესაც შენს ცხოვრებაში ორი შეუცვლელი ადამიანი ერთმანეთს შორდება და გიწევს მათგქნ ერთერთი ამოირჩიო მხოლოდ ერთი! და მაინც გიწევს ისეთის დათმობა რომელიც სიცოცხლისთვის გჭირდება მამა ან დედა? უბრალოდ სასაცილოა და საერთოდ როდესაც არჩევანი გიწევს ისაა სისულელე! უბრალოდ უნდა შეეძლოთ მათ შენთვის მაინც იყვნენ ერთმანეთტან კარგად! თუნდაც ეს ტყუილი იყოს -- პარკში რომ მივედი იოანე იქ არ დამხვედრია ამიტომ ლოდინი მომიწია , სკამზე ჩამოვჯექი და თავი უკან გადავწიე ცას ავხედე რა ლამაზია მთვარე და ვარსკვლავები ყველაზე მაგარი გარემოა ფიქრისთვის თვალები დავხუჭე და შეხება ვიგრძენი ვიცოდი რომ იოანე იყო ამიტომ არ შემშინებია -ცუდად ვარ - ვუთხარი და ხელი მოვკიდე -რატომ რა გჭირს? - გავიგე უცხო მაგრამ თან ნაცნობი ხმა და სკამიდან წამოვვარდი ავხედე -შენ დებილი ხარ? რას დამსდევ? - ვუყვირე ვაჩეს და უკან გავიწიე -არ დაგსდევ უბრალოდ ერთი გზა გვქონდა -სკამთან ? -არა მაღაზიაში მივდივარ და რავი ისე იჯექი შევაშინებთქო -არ გამოგივიდა -არა? -არა -გინდა მაგრად შეგაშინო? -ვერ შემაშინებ -რატომ ხარ ესეთი დარწყმუნებული? -დამანებე თავი რა -გპირდები ერთხელ მაგრად შეგაშინებ უბრალოდ ეხლა შენთვის არ მცალია - ვაჩემ ხელი ამიწია და წინ წავიდა არაფერი მითქვია უბრალოდ ვუყურებდი და მგონი ისიც ვნახე რა იყიდა შეხებამ გამომაფხიზლა და შიშისგან შევხტი -რას უყურებ? - გავიგე იოანეს ხმა და მაგრად ჩავეხუტე -ესე მოგენატრე? - მითხრა სიცილით ტირილი დავიწყე და იოანე სახეზე ღიმილი შეაშრა -ეხლა ყველაზე მეტად მჭირდები - ვუთხარი და მაგრად მოვხვიე ხელები -ანამარია რა ხდება? იოანეს ყველაფერი მოვუყევი და ოდნავ დავმშვიდდი თითქოს რაღაც მომეშვა იოანე მაგრად ჩამეხუტა და ტუჩები საფეთქელთან გააჩერა -ყველაფერი კარგად იქნება! ისე იქნება როგორც შენ გინდა - ლაპარაკობდა იოანე და თავზე მკოცნიდა -მე მინდა მხოლოდ ერთად იყვნენ -შენ ხომ არ იცი მათ შორის რა ხდება? -რა? რაც არ უნდა ხდებოდეს მარიამი მისი შვილის ტოლა ბავშვზე როგორ გაცვალა? მეც დამიკიდა ხვდები? -არვიცი რა გითხრა მართლა ვერ გავამართლებ მამაშენს ცუდად მოიქცა -რა გავაკეთო? მირჩიე რა ვქნა -ცოლად გამომყევი - მითხრა იოანემ და თვალებში ჩამაშტრედა სახის გამომეტყველება შემეცვალა გამიხარდა? კი მაგრამ ჯერ მზად არ ვყოფილვარ -იოანე ხვდები რას მეუბნები? -შენ ხო ბედნიერება გინდა? ხოდა მე გაგაბედნიერებ -იოანე ჯერ მზად არვარ და საერთოდ ეხლა რა დროს ქორწილია? ჩემი მშობლები დაშორდნენ -აუ არვიცი რა უბრალოდ არ მსიამოვნებს ესე რომხარ მინდა ბედნიერი იყო -ეხლა ვერანაირად ვერ ვიქნები ბედნიერი - თავი მხარზე მივადე ხელი მომხვია და მიმიხუტა -მიყვარხარ ანამარია - ყურთან მიჩურჩულა და მაკოცა არაფერი მითქვამს უფრო კომფორტულად მოვეწყვე მის მხარზე ******* სახლში ორისკენ მივედი მეგონა დედაჩემს ეძინა მაგრამ ოთახიდან სინათლე გამოდიოდა შევიხედე და მარიამი ტიროდა -დედიკო - გვერდით მივუწექი და ხელები მოვხვიე -ვერ გავუძლებ ანამარია - ტირილის უმატა -ყველაფერს გაუხლებ! ყველაფერს! - მაგრად ვაკოცე და ჩავეხუტე არ გავსულვარ მასზე ჩახუტებულს ჩამეძინა ******** დილით რაღაცის მსხვრევის ხმამ გამაღვიძა საწოლისან გიჟივით წამოვვარდი და მისაღებში გავვარდი... დედაჩემი იატაკზე იწვა და ირგვლივ სისხლის გუბე იყო მარიამი ცოცხალი იყო და ნაღვლიანი თვალებით მიყურებდა -დედა სულ გაგიჟდი? სულ გაგიჟდი? - მასთან დავიხარე და ჭრილობაზე ნაჭერი მივუჭურე მაგრამ არ ყოფილა ეს ადვილად გადასატანი "ჭრილობა" ყოველ წამს მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის და ჩემთვისაც სადარბაზოში გავარდი და მოპირდაპურე კარებზე ბრახუნი დავიწყე -აუუ შენი რა ჯანდაბა გინდა? - გამოაღო გაღიზიანებულმა ვაჩემ კარები და გაკვირვებულმა ამათვალიერა - კაცი მოკალი? -მანქანა გყავს? -კი რა იყო რო? - გაიცინა -გემუდარები მიშველე დედაჩემი... - ვუთხარი და ტირილით სახლისკენ ვანიშნე -რა ხდება ანამარია? გამიკვირდა საიდან იცოდა ჩემი სახელი მაგრამ ეხლა ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მქონდა -მიშველე რა - ვუთხარი და სახლში შევვარდი ხუთ წუთში ვაჩეც შემოვიდა და ნანახისგან სახე შეეცვალა ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა შემდეგ კი ჩემთან მოვიდა და დედაჩემი ხელში აიყვანა -ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება - მითხრა და ოთახიდან გავიდა მეც უკან ავედევნე გარეთ გასულებს მანქანა შესასვლელთან დაგვხვდა საჭესთან კი ვიღაც ბიჭი იჯდა დედაჩემი უკან დასვა ვაჩემ დ. მეც მის გვერდით დავჯექი მისი თავი კალთაში მედო და ისეთი გრძნობა მქონდა რომ დედას ვკარგავდი ხელზე ხელი მაგრად მოვუჭირე და ტირილი დავიწყე ვაჩემ გამომხედა მაგრამ შემდეგ ისევ იმ ბიჭს მიუბრუნდა -გთხოვ არ მიმატოვო! - ვუჩურჩულე და ხელი ტუჩებთან მოიტანე - მჭირდები! გთხოვ! ათ წუთში საავადმყოფოში ვიყავით და დედაჩემს ოპერაციას უკეთებდნენ დერეფანში ვიჯექი თავდახრილი და ვტიროდი ტელეფონი ამოვიღე და ლიკას დავურეკე ********** -ლიკა მიშველე -რა ხდება გოგო? -მისამართს მოგწერ და გამოდი გევედრები , თუ შეძლებ იოანეს და სანდროსაც უთხარი რა -კარგი და რა ხდება? -მჭირდებით! - ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე ********* -კარგად ხარ? - გავიგე ვაჩეს ხმა და თავი ზემოთ ავწიე -როგორ ფიქრობ? -ყველაფერი კარგად იქნება - შეეცადა გაეღიმა -იმედი მაქვს - ვუთხარი და თავი დავხარე ვაჩესაც აღარაფერი უთქვამს მომშირდა და ჩემსგან შორს დაიკავა ადგილი დაახლოებით 20 წუთში ბავშვები აქ იყვნენ სამივე ჩემთან იყო ლიკამ როგორც კი დამინახა ჩემსკენ გამოიქცა და წინ ჩაიმუხლა -რა ხდება ? - სცადა - ვუთხარი ტირილით ლიკამ თვალები დახუჭა და იატაკზე დაჯდა ხელი მოვკიდე თორემ თავს დაარტყამდა ბიჭებმა ჩემი სიტყვები გაიგეს და უემოციოდ მიყურებდნენ წამვდექი და იოანესკენ წავედი -ყველაფერი კარგად იქნება არა? - ვუთხარი ტირილით და ხელები მაგრად მოვხვიე -იქნება ყველაფერი კარგად იქნება! -კარგად აღარაფერი არ იქნება -ანამარია ნუ სულელობ და ცუდ რაღაცეებზე ნუ ფიქრობ -ყველაფერი ცუდადაა და უარესი რა უნდა ვიფიქრო იოანე? -გადარჩება! -საიდან იცი? - ვიყვირე -არ დაგტოვებს ანამარია იცის რომ ეხლ ყველაზე მეტად გჭირდება -იმედი მაქვს... იმედი მაქვს იოანემ სკამზე ჩამომსვა და ისიც გვერდით მომიჯდა -როგორ ტო? - ამოიღო ხმა სანდრომ და გამომხედა ისეთი ცარიელი იყო მისი სახე გათეთრებული და შეშინებული -დაანებეთ თავი ცუდადაა ვერ ხედავთ? - თქვა ლიკამ და ხელზე ხელი მომკიდა ნახევარი საათი ვიჯექი ასე... უემოციოდ... ყველაზე დიდი საშინელებაა ეს! როდესაც ვიღაცას კარგავ! თან კარგავ ცხოვრებია აზრს!.. იმ ადამიანს რომელმაც ცხრა თვე მუცლით გატარა , შენს გამო ყველაფერი გაიღო და ეხლა მიდის! მიდის მაშინ როდესაც ჯერ კიდევ გჭირდება... ექიმი გამოვიდა და სკამიდან გიჟივით წამოვვარდი -ყველაფერი კარგადაა პაციენტს პალატაში გადაიყვანენ გავიგე ეს სიტყვები და წამებში ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიქეცი ღმერთ მადლობა გადავუხადე და ვაჩეს გავეკიდე რომელიც უკვე დერეფნიდან გადიოდა -ვაჩე არაფერი უთქვამს ჩემსკენ შემოტრიალდა -დიდი მადლობა! არვიცი ეს როგორ უნდა გადაგიხადო -არაფერია მთავარია დედაშენი კარგადაა -ერთ რქღაცას გთხოვ კიდევ რა -გისმენ აბა -ერთ ადგილას გამიყვან? -კი წამოდი - მითხრა და გავიდა საჭესთან ის დაჯდა მე კი მის გვერდით მოვთავსდი -აბა საით? -ვაკეში გადი და მერე გეტყვი სადაც -კარგი -ვაჩე -გისმენ -ჩემი სახელი საიდან იცი? -გაგება რთული არ ყოფილა -და მაინც? - ინტერესით გავხედე -დეიდაშენისგან -მოიცა დეიდაჩემთან რა გინდოდა? -ღადაობ ვგიჟდები მაგ ქალზე -ვაუ და რა კითხე? -შენი საქმე არაა ეგ და დამშვიდდი ეხლა -კარგი მადლობა კიდევ ერთხელ -მისმინე და სად მივდივართ? ან ვისთან? -მამაჩემთან!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.