დედაჩემი წინააღმდეგია! 1
დედაჩემი წინააღმდეგია! 1 საინტერესოა არა ცხოვრება?! არავინ იცის ვის რა მოელის მომავალში.. არც ანასტასია დოლიძემ იცოდა.. დილით, როგორც ყოველთვის მაღვიძარამ გააღვიძა.. მოემზადა და ოთახიდან გავიდა.. -ნინი, - მაღალი ხმით დაუძახა გოგონას.. -დიახ, გისმენთ ქალბატონო ანასტასია.. -დედაჩემი სადაა? -ადრე გავიდა ქალბატონი მილენა.. -კარგი, საუზმე მზადაა? -დიახ! - უთხრა და სამზარეულოშ შევიდა.. ისაუზმა, კლაჩი აიღო და მძღოლს დაელოდა.. მძღოლიც მალე მივიდა, კარი გაუღო, ანასტასიაც მოთავსდა და 15 წუთში უზარმაზარი შუშის შენობასთან გაჩერდნენ.. -გამარჯობათ ქალბატონო ანასტასია! - ესალმებოდნენ თანამშრომლები.. ის, კი თავი ს დაკვრით ესალმებოდა... არასოდეს ენახათ მისი ღიმილი.. ამიტომ თანამშრომლები მას’გაუცინარ უფროსს’ ეძახდნენ.. -მობრძანდა გაუცინარი უფროსი , - ცხვირი აიბზუა ნატამ.. ‘არ მევასება ეგ ქალი.. სწერვაა.. თავი ვინმზე დიდი ჰგონია’ - იძახდა ის, მაგრამ სულაც არ იყო ასე.. -უკაცრავად? - შებრუნდა ანასტასია და ნატას მიაჩერდა.. სათვალე მოიხსნა და გაბრაზებულმა შეხედა.. - ნატალია, ჩემს კაბინეტში! - თქვა და გზა განაგრძო.. ნატაც წამოდგა და მედიდურად გაუყვა გზას.. ‘თუ არ ვჯობდე ტასოს’ - გაიძახოდა ყოველთვის.. კაბინეტში შევიდნენ, ანასტასია თავის სავარძელში მოთავსდა, ნატაც ‘დაბრძანდა’. -არ მითქვამს დაბრძანდი-მეთქი! - მკაცრი ხმით უთხრა.. -თავი ვინმეზე რამით მეტი, თუ გგონია ძალიან ცდები! - თავისი წრიპინა ხმით უთხრა და აწითლებული ტუჩები მოპრუწა.. -ესე იგი, ახლა შენ გაბრძანდები, შეგიძლია აიღო შენი ნივთები და მიბრძანდე აქედან! განთავისუფლებული ხარ! - უთრა მკაცრად.. -ქალლბატონო ანასტასია მე.. - უცებ კრავის მზერით შეხედა.. -და ჰო.. გაუცინარი უფროსი ერთხელ გაიღიმებს შენთვის - ირონიულად გაუღიმა - ახლა შეგიძლია მიბრძანდე.. - კარისკენ მიუთითა.. მობუზული გამოვიდა და ნივთბი ჩაალაგა.. თანამშრომლებს არც დაემშვიდობა ისე წავიდა.. ანასტასიამ ახალი მდივნის აყვანა გადაწყვიტა.. განცხადება დაწერა და გამოაქვეყნა.. როგორც კი მორჩა სამსახურს, ნივთები აიღო, კლაჩი მოიცვა და მეორე სართულზე ჩავიდა.. -ტასი, როგორ ხარ დედი? - შეეგება კაბინეტში დედამისი. -კაი, რა დე.. რა ტასი.. სამსახურში ვართ! -ოო, სულ გადაჰყევი ამ სამსახურს.. - დაიწყო ბუზღუნი დედამისმა.. -დე, შენ როგორ იყავი სამსახურში გახსოვს? ახლა მე მიწევს იგივე! - უთხრა - არ წავიდეთ? მომენატრა შენი გაკეთებული ნამცხვარი.. - ზურგიდან აეკრო დედას.. -ახლავე, ჩავწერ რაღაცას და.. - ფურცლებში რაღაცის წერა დაიწყო - უი, ნატალია რატომ გაანთავისუფლე? - გაკვირვებულმა გახედა.. - ძალიან კარგი გოგო იყო.. -კარგი ნიღაბი ჰქონდა! - მკაცრად განუცხადა - წამო, წამო.. მაგას მერე მე გავაკეთებ - უთხრა და ერთად გავიდნენ შენობიდან.. -ძალიან დავიღალე.. - დივანზე მიესვენა.. ტელეფონი აწკრიალდა მოულოდნელად.. - გისმენთ! - უცხო ნომერი იყო.. -გამარჯობათ, ანასტასია დოლიძე ბრძანდებით?- გაისმა გოგონას ხმა.. -დიახ! -მე სამსახურის თაობაზე ვრეკავ.. -დიახ გისმენთ.. - უცებ წამოჯდა.. -მე ძალიან მჭირდება სამსახური და.. -უკაცრავად თქვენი სახელი? -ალექსანდრა.. სანდრა.. -კარგი, ალექსანდრა! ხვალ ოთხზე მობრძანდი ოფისში და იქ ვისაუბროთ! -კარგით, ნახვამდის! -კარგად ბრძანდებოდე - უთხრა და გათიშა.. - ნნინი - გასძახა დიასახლის.. -დიახ ! - უცებ მივიდა გოგონა.. -დღეს თავისუფალი ხარ! შეგიძლია წახვიდე! -ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ანასტასია.. - გაუღიმა ნინიმ.. -1 კვირა გეყოფა? -რისთვის? - გაკვირვებულმა გახედა.. -ანდრეასთან ერთად, რომ დაისვენო.. თორემ ძალიან გადაგტვირთე.. -კი, მაგრამ.. ამდენი ხანი.. - დაიბნა გოგონა.. -კარგი, მაშინ მომავალ ორშაბათს გელოდები - გაუღიმა.. ამ გოგომ ძალიან შეაყვარა თავი.. -ძალიან დიდ მადლობა.. ქალბატონო ანასტასია.. -გისმენ! -შეიძლება ჩაგეხუტოთ? - მორიდებით ჰკითხა.. -მოდი.. - უცებ ჩაეხუტა ნინა და გახარებული დაემშვიდობა ანასტასიას და მილენას.. -ტასო, მოდი , დე.. - დაუძახა დედამ.. -მოვდივარ, - ადგა და სამზარეულოში გავიდა.. -დე, დაჯექი რაღაც უნდა გითხრა.. -რა? რა მოხდა? ჯანმრთლობის მხრივ ხომ კარგად ხარ? - უცებ აფორიაქდა.. -კი, კი. მე კარგად ვარ.. სულ სხვა.. -რა? დედა ნუ მაშინებ! რა მოხდა? -აკაკი მიდის სამსახურიდან.. - ჩუმი ხმით უთხრა.. -რატომ? - თვალები აუწყლიანდა.. -დე, მოხუცდა უკვე.. აღარ შეუძლია და.. ნუ გეშინია სხვა მოვა.. -აუ, აკაკი ბიძია.. - მძღოლი, რომელიც პატარაობიდან ატარებდა..ძალიან უყვარდა ეს ადამიანი.. თვალები აუწყლიანდა.. - ახლა? ახლა ვინ მატარებს? -დაწყნარდი! როდის იყო ასეთ წვრილმანებზე ტიროდი? -კარგი, ხო არ ვტირი! - ამოიბუზღუნა.. -ახალი მძღოლი ხვალ დილით მოვა.. -კარგი! - ივახშმეს და დასაძინებლად დაწვნენ.. დილით იგივე განმეორდა.. მაღვიძარამ დარეკა, ისიც ნელა წამოიზლაზნა და გაემზადა.. ისადილა, მოსაცმელი მოიხურა და გარეთ გავიდა.. მძძღოლი არ იყო.. გაბრაზებული იდგა და ელოდა.. -3 წუთით დაგაგვიანდა! -ტელეფონში იყურებოდა და ისე უთხრა - დროზე დმაგვიანდება! - თქვა და ინება თავის აწევა.. აწია და მისი გულ-მკერდი დაინახა მარტო.. თავი ზემოთ ასწია და შეათვალიერა მაღალი სილუეტი.. - უიმე, რამ სიმაღლე ხარ! მომწყდა კისერი - თქვა და მანქანაში ადგილი დაიკავა.. -არცაა საჭირომ ჩემი თვალიერება- მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა... კანი დაეხორკლა და გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.. -10 წუთი გვაქვს დრო, როდესაც 15 წუთი გვჭირდება გზაში! დაგაგვიანდება! - ყერადღება არ მიაქცია მის ნათქვამს.. -10 წუც არ დამჭირდება! - თქვა და მანქანა ადგილს მოსწყიტა.. -ნელა იარე! - წამოიკივლა - ვაიმე, ნელა-მეთქი! - გაკიოდა... -მოვედით! 10 წუთიც არ დამჭირდა.. - გაუღიმა მამაკაცმა.. -უკაცრავად თქვენი სახელი? -სამსახურში ვის იყვანთ არ ინტერესდებით? იქნებ კრიმინალი ვარ - ირონიულად ჩაიღიმა.. -თავხედო! წესიერად მესაუბრე და შემდეგში ნელა ატარე მანქანა! - უთხრა და შენობაში შევიდა.. მამაკაციც შეყვა.. - უკაცრავად! შენ სად მომყვები? - კაბინეტში - მხრები აიჩეჩა.. -ბატონო? - თვალები შუბლზე აუვიდა.. -წესით მძღოლებს ცალკე კაბინეტი უნდა ჰქონდეთ.. აბა მანქანაში ხომ არ ვიჯდები? - ვითომ გაკვირვებულმა უთხრა.. როგორ მოსწონდა ამ ქალის ნერვებზე თამაში.. მეტად სექსუალური ეჩვენა.. -ვაიმე, რათავხედია - ამოილაპარაკა.. - პირველ სართულზე, მეცხრე კაბინეტში მიბრძანდი, - უთხრა და გასაღები გაუწოდა.. -რომ არ ვიცი სადაა? იქნებ მიმაცილოთ?! - ანასტასია მეტად გაბრაზდა... -კიდევ ერთი მსგავსი გამოხტომა და.. - თითი დაუქნია.. -უი, გაუცინარო უფროსო.. რომ ბრაზდები მეტად სექსუალური ხარ! - უთხრა და გაუჩნარდა.. -თავხედი, უზრდელი ! - ლანძღავდა და გაბრაზებული წავიდა თავისი კაბინეტისკენ.. ესეც ახალი ისტორია.. შეაფასეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.