შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნდა წავიდე 10-11-12


14-03-2016, 10:09
ავტორი NA NO
ნანახია 2 609

10


საშინელი დღეების მნიშვნელობას ცხოვრების ამ ეტაპზე ჩავწვდი, დაპროგრამებული ვაკეთებდი ყველაფერს და საერთოდ არ მქონდა გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ დედა აღარ იყო... ყველაზე მეტად მტკიოდა ის, რომ მან არ იცოდა თუ როგორ მიყვარდა ყველაფრის მიუხედავად და არც მე ვიცოდი მისი გრძნობების შესახებ ისე დაგვტოვა, თუმცა რა აზრი აქვს ახლა სინანულს? დაკრძალვაზე გაქვავებული ვიდექი და არანაირი ემოციის გამოხატვის უნარი არ მქონია, ვგრძნობდი გოგოების გვერდში დგომას, იმასაც კარგად ვხედავდი რომ გაბრიელი და იოანე ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მე ზედმეტად არ შევწუხებულიყავი, თითქმის მათ მოაგვარეს ცერემონიისთვის საჭირო პროცედურები, რადგან მამაც ისეთი განადგურებული იყო , რომ საერთოდ არ იყო ამ ქვეყნად, ის ადამიანი რომელსაც ვიცნობდი და სითბო აკლდა ახლა საერთოდ შეიცვალა აღარც ლაპარაკობდა და საჭმელსაც ძალით ვაჭმევდით... უბრალოდ კატასტროფა იყო ასე ყოფნა....

//////

-აგნეს როდემდე უნდა იყო ასე? თითქმის სამი თვე გავიდა შენ კი სახლში ხარ გამოკეტილი მამაშენიც არ გეცოდებაა, ხომ იცი როგორია ახლა კიდე როგორ უჭირს გვერდით უნდა დაუდგე და გაამხნევო
-არ შემიძლიაა ლილე, საკმარისად ძლიერი არ ვარ, უბრალოდ დამანებეთ თავი სანამდეც შევძლებ ვიქნები ასე
-არ შეიძლება უბრალოდ ყველაფერი ასე ხელის ერთი მოსმით მიატოვო
-შენ მხოლოდ იმას გაიძახი რა არ შეიძლება, გიფიქრია მაინც როგორ ვგრძნობ თაავს, ? ნამდვილად ვერ ვაკონტროლებდი თავს თუ რას ვამბობდი
-შენ ეგოისტი ხარ, მასე ყოფნით მართალია შენს თავს ანადგურებ მაგრამ დანარჩენები ფეხებზე გკიდივართ არავინ არ გიყვარს შენ, ან გაბრიელს და იოანეს რას ერჩოდი? რატომ ეჩხუბე იმათ, გეკითხები რატომ აუკრძალე მათ შენი ნახვა?
-არ მჭირდება არავინ გესმის არავინ !- არ მინდა მათი სინანული გაიგე ბოლოსდაბოლოს !!! - კარგი როგორც შენ იტყვიი, ვარ ეგოისტი, მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ და საერთოდ არ მაინტერესებთ რა ჯანდაბა მოგივათ, ახლა დაკმაყოფილდი? ხმის ჩახლეჩვამდე გავკიოდი და ატირებულ მეგობარს მივჩერებოდი, გული მეწურებოდა მათ განცდებზე, თუმცა ნამდვილად არ ვიყავი თბილი სიტყვების დაფერთხვისთვის მზად
-მე ახლა წავალ და ჩავთვალოთ ეს სიტყვები არც კი გითქვამს, მე არაფერი გამიგია გაიგე? როცა მიხვდები, რომ ამ ქვეყანას დაუბრუნდი და ცოტათი აზრზე ხარ დამირეკე
-კარგად იყავი ლილიანა
-ჰმ ლილიანა არა? კარგი, მთელი ძალით მოიჯახუნა კარი ჩემმა საუკეთსო მეგობარმა და ისიც წავიდა.....
კარგად ვიცოდი არავინ არაფერ შუაში იყო და მე ვიყავი ყოველთვის პრობლემური, მაგრამ არ მინდოდა კიდევ ენახათ ჩემი დარდი, რომელსაც სათანადოდ ვერ გამოვხატავდი, დრო მჭირდებოდა ყველაფრის გასააზრებლად მაგრამ მამაზეც ფიქრიც ბოლოს მიღებდა, ხომ შეიძლება მან ვერ გადაიტანოს ეს ტკივილი და მანაც დამტოვოს, - მერე? მერე რა იქნება? იმის გააზრებაც კი ბოლოს მიღებს, რომ შეიძლება მარტო დავრჩე, ამას ნამდვილად ვერ გადავიტან... ჩემი უსუსურობა მეთვითონ მაგიჟებს, არ ვიცი როგორ მოვიქცე და რა გავაკეთო....

- ვაჩე აქ რა ჯანდაბას აკეთებ? როგორ ბედავ ჩემთან მოახლოებასაც კი, ღმერთო როგორი არაკაცი ხარ გაეთრიე აქედან
-კარგი რა აგნესა, მე ისეთი არაფერი ჩამიდენია შენი პაიტება, რომ ვერ დავიმსახურო
-როგორ დიდ იმედებს ამყარებ თურმე, ძალიან გთხოვ წადი აქედან, კიდევ ვერ გამოვსულვარ იმ აუტანელი მდგომარეობიდან და ჩემს ნაჭუჭში მყარად გამოკეტვას ვცდილობ, ნუ მეჭრები აქ თავი დამანებე და წადი, იმ წლებს მაინც ეცი პატივი, რომელთაც ჩვენი მეგობრობა ერქვა, ყოველშემთხვევაში ჩემთვის, უკვე ხმა საგრძნობლად მიკანკალებდა დაცრემლებსაც ვერ ვიკავებდი, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ ვაჩემ თუმცა უცებ უკან გაბრუნდა
-მაპატიე ყველაფერი, ერთ დღეს ალბათ სიმართლეს მოგიყვები და იმედია ჩემს პატიებას შეძლებ..
-მე რომც გაპატიო, დამერწმუნე ჩვენს შორის ყველანაირი ურთიერთობა იმდენად გაყინულია, რომ ვერაფერი გაალღობს და ამის ცდაც არ ღირს, აგნესამ და ვაჩემ მეგობრობის დიდი ნიჭი და კარგეს თანაც სამუდამოდ და უგზოუკვლოდ, ასე რომ შენ კარგად იცი რაც დაკარგულია იმას ვერ იპოვი, რაც ერთხელ იყო - ვერ იქნება ისევ ის... წადი და აღარც იკითხო ჩემი სახელი არაფერი მაინტერესებს რა მოხდა და რატო მოხდა, უბრალოდ მარტო ცხოვრების საშუალება მომეცით ყველამ... ვაჩე უხმოდ შეტრიალდა და წავიდა, ვხედავდი ჩემს ბავშვობის ნაწილს რომელსაც ბავშვური ყველაფერი დაეკარგა და ადამიანიც აღარ ერქვა უკვე ჩემთვის....
- მე შენი ნახვაც ამიკრძალე და ვაჩეს თურმე სახლში სტუმრობის პატივიც ერგო, მომესმა გაბრიელის ირონიული ხმა და უღონოდ იატაკზე დავჯექი
-იცი რა არ მესმის? შენ მაინც რა დაგიშავე, ან რა ვალდებული იყავი აქ მჯდარიყავი და გენუგეშებინე, თუ რათქმაუნდა ამას აპირებდი, არ მესმის შენი საყვედურნარევი ხმის ტემბრი
-ყველაფერს აქვს ახსნა
-მართალია.. - მაინც რატომ ხარ აქ გაბრიელ ?
-არ ვიცი... ან შეიძლება ვიცი...
-აკი ყველაფერს ახსნა აქვო გაბრიელ
-ჰმ, სიტყვაზე მიჭერ აგნეს?
- რაც გინდა დააქვი, - იცი თუ მაინც დროის ფლანგვას აპირებ შემიოდი დავლიოთ, იქნებ დამავიწყდეს ეს ოხერი ცხოვრება
- არადა არ ვგეგმავდი შენთან საუბარს და მითუმეტეს დალევას, უბრალოდ დღეს ვაჩე რომ დავინახე არ ვიცი რა დამემართა, ძალიან გავბრაზდი, ჰო ალბათ გავბრაზდი, მწარედ გაეღიმა დანიელს და სავარძელში ჩაჯდა
- შენ რა აქ იყავი ხოლმე?
-ხოლმე კი, დავიბენი მის ყურადღებაზე, თავისებურ უმიზეზო ზრუნვაზე
-არაყი ხომ? ვკითხე თითქოს უემოციოდ, მაგრამ უკვე ყველაფერი მიკანკალებდა ჯერ არ განცდილი ემოციებითმოსილს
- ჰო
* * *
უსიტყვოდ შემოსხდარნი პატარა მაგიდას , უსიტყვოდ ავსებდა ორ მცირეზომის ჭიქას გაბრიელი... ერთმანეთის თვალებში დანახული რაღაც ჩემთვის ჯერ კიდევ უჩვეულო ხმის ამოღების საშუალებას არ მაძლევდა, ისევ უსეიტყვოდ დალეული თითქმის ასაორთქლებლად გამზადებული თითო ჭიქა არაყი, საშინელი სისწრაფით მიწვავდა შიგნეულობას... ისევ უსიტყვოდ ავსებული ჭიქები და თვალებით ნათქვამი უთქმელი სიტყვები ალბათ ყველაფერს ნათელს ჰფენდნენ, თუმცა ჩემს თვალებში გამბრიელის სახეს უკვე ბურუსი ფარავდა მაგრამ იმასაც კარგად ვამჩნევდი, რომ სასიამოვნოდ მიღიმოდა, მისღიმილზე კი მეც მეპარებოდა ტუჩებს შორის ღიმილის მსგავსი....
-ჩემს საცოლეზე რომ მოგიყევი ხომ გახსოვს? მკითხა უეცრად დასერიოზულებულმა
-კი მახსოვს გაბრიელ, გამახსენდა იოანეს სიტყვები თუ ენდომება თავად მოგიყვება ყველაფერსო
- მისი სიკვდილის შემდეგ რა პერიოდიც იყო ჩემს ცხოვრებაში იმის აღწერას არ დავიწყებ , შენც მიხვდები რომ ეს ადვილი გადასატანი არ იქნებოდა ჩემთვის.. გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში მის სახლში მივედი დედამის მის ოთახში შესვლის უფლება ვთხოვე და კომპიუტერი ჩავრთე, ჩვენი ფოტოები მინდოდა მენახა, ვიცოდი ყველა მომენტს პოტოზე რომ ასახავდა, რამდენიმე წუთი ფოტოებს ვათვალიერებდი და უფალზე ვბრაზობდი მისი თავი, რომ წამართვა.. მერე კი მეილზე რაღაც შეტყობინება მოუვიდა, რომელიღაც კომპანიიდან, თუმცა ამას ყურადღება არ მივაქჩიე, თუმცა წინა შეტყობინებებმა ჩემი ყურადღება მიიბყრო, საერთოდ ვერ ვიტან არაკაცურ საქციელს და თავის გაუკონტროლებას, თუმცა გავბედე და შეტყობინებების კითხვა დავიწყე, ყოველ წინა შეტყობინებაზე ჩემი სიყვარული კვდებოდა და ზიზღით ვივსებოდი.... ვიღაც ნაბიჭვართან ერთად დამცინოდა და თურმე საერთოდაც არ ვყვარებივარ, ჩემზე წერდა, რომ ერთი გულუბრყვილო არასერიოზული ტიპი ვიყავი, რომელსაც ძლივს ეღირსა სიყვარული, თუმცა არ იცოდა ეს როგორ გამოეხატა, თურმე ჩემთან დაცულად თავს არ გრძნობდა, ქუჩაში ვინმემ უტაქტოდ რომ მომართოს ალბათ უკანმოუხედავად გაიქცევაო... მისი სინაზე და ასეთი უაზრო გაფრთხილება გულს მირევსო.... არადა ვერც წაროვიდგენდი ჩემთან თავს ცუდად თუ გრძნობდა, თუ ვძულდი ეგ ხომ საერთოდ არ მეგონა, ყოველთვის ვცდილობდი გავფრთხილებოდი და არაფერი დამეძალებინა, არაფერი მეწყენინებინა, მან კი ერთ საღამოს სახლში მომაკითხა, თავს ჩემთან თავშეკავებულად თუ გრძნობ მე წინააღმდეგი არ ვარ ქორწინებამდე ჩვენი ურთიერთობისო, მისი საქჩიელი მის გულუბრყვილობას და დაუფიქრებლობას მივაწერე, ვუთხარი ჩემს ცუდად ყოფნაზე არ ინერვიულო ჩემთვის ეგ მტკივნეული თემა არ არის და უბრალოდ სხვააირად არ შენიძლია ჩემს საყვარელ ქალს მოვექცეთქო... მას კი ეს დამცირებად მიუღია, ის არაკაცი წერდა იქნებ დაორსულდე და უფრო ადრე შეგირთავს ცოლადო და დახმარებისთვის ჩემი იმედი გქონდესო წერდა.... ჩემთვის ზღაპარს გავდა ეს შეტყობინებები.... ბოლო შეტყობინება კი ასეთი შინაარსისი იყო, ჩემი ერთ დროს საყვარელი ქალი სწორედ ვაჩეს წერდა, საბუთებს ქორწილამდე მოვაწესრიგებ და ხელსაც მოვაწერინებო, რამდენიმე დღეში ისე რომ გაზრებასაც ვერ მოასწრებს, მასზე გაყრილც ვიქნები და მისი კომპანიის მესაკუთრეცო ვაჩე კი განაგრძობდა ჩემს დაცინვას, აგულიანებდა და გეგმავდნენ რამდენიმე წლით საქართველოდან წასვლას...
-გაბრიელ რაც შენ მოყევი, არ ვიცი რა გითხრა, მსგავსი არაფერი გამიგია, თანაც ვაჩე? ეს ვაჩე გაბრიელ?
-ხო ეს ვაჩე, მერე იქ ამღაში, შემთხვევით შენ შეგხვდი, ქალად რომ აგღიქვი შემეშინდა, ხო შენი ქალურბის შემეშინდა, სიეშმაკის... ისევ იმ უნდობლობამ გაიღვიძა ჩემში რომლის ჩაკვლასაც დიდი ხანი ვცდილობდი.... მერე უფრო შევიცვალე ადამიანურად მოგიდექი.. თითქოს ყველაფერი შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ მაშინ სასწრაფოდ რომ წამოვედი თბილისსში გავარკვიე ვაჩეზე ყველაფერი, ისიც გავიგე რომ შენი მისი საცოლე ყოფილხარ და..
-არა არა არა, დავიყვირე უცებ , გაბრიელ ეგ ტყუილიაა, არაა მართალი, ღმერთო მისი ტყუილები გამაფრენინებს, მოგონა ეგ ყველაფერი
-რაში დაჭირდა ამის მოგონება/
- არ ვიცი გაბრიელ მაგრამ, მან ჩვენი მეგობრობა გაანადგურა, ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ვენდობოდი და ვაფასებდი, როგორც ძმა ისე მიყვარდა, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ სხვაგვარად ფქრობდა ჩემზე....
11
რამდენიმე წუთი მიყურა, ერთი ჭიქა უგემურობამდე მისული ალკოჰოლი უცებ გადაკრა დაშემდეგ მითხრა
- ესიგი ის არაკაცი არ გიყვარს ხომ?
-სიყვარულის გარდა მგონი ყველაფერს ვგრძნობ მის მიმართ
-აპატიებ?
-ოდესღაც კი, მაგრამ ეგ არაფერს შეცვლის, ყოველთვის ვცდილობ ჩემს ნათქვამ სიტყვას არასდროს გადავუხვიო და ბოლომდე მყარად ვიგდე ჩემს აზრზე, მაგრამ..
-მაგრამ შენც გაქვს პატარ-პატარა სისუსტეები რომელიც უკან გახევინებს არა?
-ხო შეიძლება ასეც დავარქვა, მაგრამ რასაც გავაკეთებ აღარ ვინანებ, მეყო რა პერიოდიც თვითგვემაში და თავის დატანჯვაში განვლე
-მაინც არ მესმის რატომ გესინია შენი თავის?
-ეგ მეც არ ვიცი გაბრიელ, ხშირად მიფიქრია, განსაკუთრებით ღამით მიყვარს ფიქრი, როცა ჩემს თავთან ისევ მარტო ვარ და ამას გარშემო სიცარიელეც თან ერთვის... მიფიქრია, ხომ შემიძლია ისე მოვიქცე, როგორც გულის სიღრმეში მინდა, უბრალოდ არ ვიფიქრო იმ ადამიანებზე, რომელთაც გული შეტკივათ ჩემს ყოველ აზრმოკლებულ საქციელზე.... ალბათ უბედნიერესი ვიქნებოდი ერთი უდარდელი და მართლა ეგოისტი ადამიანი რომ ვიყო, ყურადღბეას არ მივაქცევდი არავის დამოკიდებულებას და ვიქნებოდი ერთი ქარაფშუტა, მიმდობი და სულელი გოგო, მაგრამ არ შემიძლიაა, რამდენიმე დღის წინ ლილეს საშინელი შეურაცხყოფა მივაყენე, რომელსაც თავს ვერ ვაპატიებ, ის ისეთი კეთილი და მზრუნველია ჩემს უხეშობას გაგებით მოეკიდა და რომ დამშვიდდები მერე დამირეკეო მითხრა, თუმცა იმის ძალა არ შემწევს, რომ პატიება ვთხოვო, ზედმეტად ამაყი გავხდი მგონი, ან საერთოდ ვერ გავიცანი ჩემი თავი...
-ჩემი აზრით ცივი გახდი, ჩაიკეტე და არავის უშვებ შენში
-შენ აზრზე არ ხარ რამხელა ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩემი თავი ოდნავ მაინც შემენარჩუნებინა,მაგრამ ვკარგავ ჩემს ნამდვილ მეს
- ადამიანებს გვაშინებს რაღაც ახალის მიღება, ცხოვრება კი მუდამ სიახლით გვასაჩუქრებს, არ აქვს მნისვნელობა ეს სიახლე როგორი სახით გამოხატება, გვაბედნიერებს თუ გვაუბეურებს. ორივე შემთხვევაში მოლოდინი რაღაც ჯერ კიდევ გაუაზრებელისა გვჭამს შინაგანად, მით უმეტეს თუ ადამიანის შინაგანი სამყარო სუსტია, ის კონტროლს კარგავს მის პიროვნებაზე, თავისი ნებით ინადგურებს ცხოვრებას, განა ვერ ხვდება? მაგრამ მას ეზარება, ყველაფრის გამოსწორება რადგან თვლის, რომ ყველაფერი დაგვიანებულია... სწორედ ასე ხარ შენ აგნეს, უბრალოდ ხელის შეშველება გინდა და ისევ ის ადამიანი იქნები ვიცნ ადრე იყავი, ან კიდევ უკეთესი გახდები, უფრო თავდაჯერებული და ძლიერი... ხელს ნუ გვკრავ იმ ადამიანებს, რომელთაც შენ გვერდით ყოფნა მართლა გვინდა
-გაბრიელ გეცოდები?
-შენ შესაცოდებელი არაფერი გჭირს და მორჩი გესმის, მორჩი ამ უაზრო თავის დაკნინებას
-რომ ვერ შევძლო
-ერთად შევძლებთ დამიჯერე
-ნუთუ მართლა გრძნობ რაღაცას გაბრიელ..
- მეც მიკვირს რაღაცას რომ ვგრძნობ, არ ვამბობ რომ სიგიჟემდე მიყვარხარ ამის თავადაც არ მჯერა და შენს მოტყუებასაც არ დავიწყებ, უბრალოდ მინდა ისეთი ურთიერთობა ვცადოთ, რომელიც ნდობაზე იქნება დამყარებული, მე და შენ გულწრფელები უნდა ვიყოთ, ნებისმიერი წვრილმანი, რომელიც ერთ-ერთს მაინც ტკვივილს მოგვაყენებს ორივემ უნდა გამოვასწოროთ... მე არაფერს გაძალებ, უბრალოდ სხვა რა გითხრა არ ვიცი, იმ ქალის შემდექ საერთოდ ვინმეზე ფიქრს თუ შევძლებდი არ მეგონა, მაგრამ არ შემიძლია შენ გხედავდე და მე სადმე მივდიოდე, ის ფაქტი, რო შენ და ვაჩეს მეგობრობის მეტი არაფერი გაკავშირებდათ, ჩემთვის შვებისმომგვრელია,ძალიან მინდა ვიყო იქ სადაც შენ ხარ, თუ ვიგრძნობ რომ არაფერი გამოდის გეფიცები გაგიგებ და წავალ საერთოდ შენი ცხოვრებიდან, მაგრამ თუ ვნახავ, რომ შენც ისევე გინდა იყო ჩემთან, როგორც მე და თავს ამის უფლებას არ აძლევ, მაშინ წასვლას და არაკაცივით მიტოვებას ვერ დაგპირდები, უბრალოდ არ გვინდა ერთმანეთთან თავის დაფასება, მე ვიცი ვინ ხარ და როგორია შენი შინაგანი სამყარო..
-მეც ვიცი ვინ ხარ და როგორია შენი შინაგანი სამყარო გაბრიელ.... ცრემლები უკვე დაუკითხავად მდიოდა, მაგრამ მაინც ვგრძნობდი მთვრალ ღიმილს ჩემს სახეზე
-ანუ? მკითხა მანაც მომღიმარი სახით და ჩემს ხელებს ჩაებღაუჭა
-ანუ ვცადოთ, ვერც მე გეტყვი რომ მიყვარხარ, მაგრამ კარგად ვგრძნობ თავს როცა ერთად ვართ, როცა ვსვავთ ხომ მით უმეტეს, ამიტომ უნდა დამპირდე ყოველ დღე არ დავლევთ თორემ არამგონია ლოთი შეყვარებული გაწყობდეს
-რა სულელი გოგო ხარ, გაეცინა მას და ჩამეხუტა
-მართლა არ ვიცი გაბრიელ რა იქნება, გაგიცრუებ თუ არა იმედებს, მაგრამ ამას იმიტომ არ დავთანხმებულვარ, რომ სხვა გზა არ მაქ, უბრალოდ მინდა გესმის? მინდა რაღაც ნაბიჯი გადავდგა და დარჭმუნებული ვიყო, რომ არ შევცდები, მე კი მჯერა რომ შენ იმედებს არ გამიცრუებ და იმისიც მჯერა, რომ ადრე თუ გვიან შეგვიყვარდება ერთმანეთი.. თუმცა არ ვიცი სიყვარული როგორია, გამეცინა ისევ მასზე მიხუტებულს
- სიყვარული სხვადასხვანაირია, ჩვენი სიყვარული კი ჩვენი იქნება , ალბათ ჩვენსავით გაურკვეველი, თუმცა მტკიცე... ნურაფრის შეგეშინდება ხო? ახლა იცი რა ვქნათ?
-რა? თავი შეძლებისდაგვარად გავასწორე და შევხედე
-ახლა შენ მოწესრიგდი, მე ელენეს დავურეკევ ლილე მასთან მიიყვანოს და ჩვენც მივიდეთ, იმათაც გაუხარდებათ ჩვენი ნახვა და თანაც ხომ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ოფიციალური შეყვარებულები ვართ?
-კარგი რა გაბრიელ, მთვრალებმა სად წავიდეთ, თანაც გოგოები ჩემზე ნაწყენები არიან
-მერე რა მათ ისე უყვარხარ, გაპატიებენ აი ნახავ რომ მივალთ, შენს თავს წამართმევენ
-კარგი დამელოდე და ხუთ წუთში მზად ვიქნები...


12
გოგოებთან შეხვედრა გულს მიწურავდა და უფრო ვაცნობიერებდი ჩემითავის უსუსურობას და უტაქტო მხარეს… ლილემ და ელენემ რომ დამინახეს თავიდან დაიბნენ, ძალიან მრცხვენოდა მათი
ჩემზე გაბრაზებულები რომ იყოთ, რომ იყოთ კიარა დარწმუნებული ვარ ხართ, მაინც მინდა ბოდიში მოვიხადო ჩემს სულელურ საქციელზე, ხომ იცით როგორი დაუფიქრებელი ვარ, აფექტურ მდგომარეობაში თუ ჩავვარდი ენას ვეღარ აჩერებ და სისულელეს სისულელეს ვუმატებ, ხან რა სიტყვა წამომცდება ხან რა მაგრამ ამ წაცდენებზე ფროიდს ნუ დაუჯერებთ, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და ზუსტად ვიცი ეს გრძნობა თვენთვის ნათელი რომ არის და სწორედ მაგიტომაც გამიგეთ და დაფიქრების საშუალება მომეცით, დღეს კი გაბრიელმა შემაგულიანა და გამაბედინა ამ სიტყვების თქმა, იმასაც ვერ დავმალავ, რომ არაყიც კარგად თრგუნავს ჩემს თავშეკავებულობას...
-არა რა ხომ ვამბობთ მე და ელენე სულელი გოგოათქო არაა? მართალიაა იმ დღეს დაძახებულ ლილიანაზე გადაგაყოლებ, მაგრამ არაუშავს, ჩემო ჩერჩეტო, რამ გაფიქრებინა რომ ჩვენ გაგიბრაზდებოდით, ნუ ცოტათი კი გვეწყინა თავიდან რომ მოგვიშორე მაგრამ დრო მოგეცით შენს თავში გარკვეულიყავი და მიხარია ამაში გაბრიელიც თუ დაგეხმარა, სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდათქვენი ამბავი
-რა ამბავი ჩვენ თქვენთვის ჯერ არაფერი მოგვიყოლია
- კარგი რა გაბრიელ რისი თქმა საჭირო ორივეს გეტყობათ რომ ბედნიერები ხართ
- ჯერ ბედნიერების რა გითხრათ გოგოებო მაგრამ ერთად ვართ, ბედნიერებას კი ცდას არ დავაკლებთ
გოგოები უცებ მოგვცვივდნენ და ჩაგვეხუტნენ, აშკარად ჩემზე მეტადაც კი უხაროდათ რომ გვერდით გაბრიელი მყავდა...
-ვაა ვაა გვრიტებო და ბარტყებოოო, საიდანღაც გალეშილი იოანე შემოვიდა და ლილეს მხარზე დაეკიდა
- დაიცა შენ მარტო როგორ დალიე ბიჭო? გაეცინა გაბრიელს
- აბა შენ ამ ანგელოზთან წახვედი და რა მექნა, თანაც გამბედაობის მოკრება მინდოდა, თორემ ფხიზელი ლილეს როგორ ვეტყოდი რომ გადამრია ამხელა კაცი, ასე შემშალა და სულ არ ვეცოდები, აი სწორად იქცევა აგნეს ახლა ეს? მკითხა უდარდელი კილოთი და მერე გახედა ლილეს, - შენ არაფერი არ გაგიგია ხო რაც ვთქვი ლილე? უცებ ეცვალა სახე მის დანახვაზე
-ღმერთო თქვენც კარგად გაკლიათ რა, გამეცინა ამდენი ხნის შემდეგ და პირღია ლილეს თავში ვუთაქე, - არ გაუშვა ახლა ლილე შენებურები, მოკიდე ამ ბიჭს ხელი და გადით გარეთ მშვენიერი ღამეა, უმთვარო, უვარსკვლავო და სუსხიანი, ზედგამოჭრილია თქვენთვის, ფხუკუნს არ ვწყვეტდი და უკვე ინსტიქტურად ვეხვეოდი გაბრიელს, უხერხულობა კი ჯანდაბაში მომესროლა
- მერე და ვინ გითხრა რომ ამ არსებასთან ჩემებურებს ვუშვებ აგნეეს, გადაიკისკისა ლილემ, - იო აბა გარეთ გამოდი, მითხარი ერთი აბა რა გინდა რას ლუღლუღებდიი, თითქმის ძალით გააათრია გაოცებული იოანე გარეთ
ჩვენც წავალთ ელე და ხვალ ჩემთან წამოდით, იმ წყვილსაც გადაეცი ეგ....

* **
- გოგო ვაჩეზე გაიგე? რამდენიმე დღეში სახლში შემომეჭრა ელენე გაოცებული სახით
-არა ელენე და მაგის სახელს ნუღარ მიხსენებ
-მოიცა აგნეს, იმ გოგოს გაეყარა თურმე
-თავში ქვა უხლიათ
-ხო მაგრამ ვიღაცასთან ერთად საქართველოდან წასულა, ნელიკო შემხვდა და მომიყვა
- ავადმყოფია ყველაფერს ვფიცავარ
- გამაგიჟა მისმა საქციელებმა,
-ღმერთმა უშველოს, დაიცა ვინ არის ვნახავ, კარებისკენ წავედი და საქართველოს ფოსტის თანამშრომელი შემრჩა ხელში
-უკაცრავად აგნეს ავალიანი ხართ?
-დიახ
-აი აქ ხელი მოაწერეთ.. ხელში კონვერტი მომაჩეჩა და წავიდა
-ეგ რა არის?
-წერილი, ვაჩესგან

,, აგნეს შენ თუ ამას კითხულობ ესეიგი ისევ ვერ მოვთოკე თავი და არ გავჩერებულვარ, მინდა გითხრა რომ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც მართლა მიყვარდა, თუმცა ამას არასდროს ჰქონია არსებითი მნიშვნელობა და არც არასდროს ექნება, არ ვიცი მაპატიე, ან მაპატიებ თუ არა მაგრამ მე მაინც მინდა იცოდე სიმართლე, მინდა ახსნა მოვუძებნო ჩემს საქციელს, ვიცი შენც გაიგებ, მოკლედ გეტყვი მე ავად ვარ ... ავად ვარ იქედან მოყოლებული როცა გავაცნობიერე, რომ შემიყვარდი, ჩემი ერთადერთი საყდენი, რომელიც ნებისმიერ დროს მზად იყო ჩემთვის თავი საჭირო შემთხვევაში გაეწირა კიდეც... ვერ ვაპატიე ეს ჩემს თავს, ამას ისიც დაემატა რომ სხვა გოგოებიც მომწონდნენ, ეს კიდევ უფრო დაუშვებელი იყო ჩემთვის, თუ გავაცნობიერე, რომ შენ მიყვარდი სხვა არ უნდა მომწონებოდა... ამეკვიატე, დღეები გადიოდნენ და ჩვენც ვიზრდებოდით, გავეგოისტდდი როცა ყრადღებას გაქცევდნენ ბიჭები, მაგიტომაც ქრებოდნენ შენი ცხოვრებიდან ახალგამოჩენილი სატრფოები... გავგიჟდი გესმის, სიყვარულმა, მაპატიე , -ზედმეტმა სიყვარულმა ჭკუიდან შეშლა იცისო და მართლაც ეგრე ყოფილა მე შევიშალე, შენს ყოველ გაღიმებას სხვანაირად აღვიქვამდი, შენს სიტყვებს ფლირტის ელემენტებად აღვიქვამდი და დავიჯერე რომ გიყვარდი, ამიტომაც მოვედი მაშინ შენთან და ჩვენი ვითომ დქორწინება გამოვაცხადე... ვავრცელებდი აზრმოკლებულ ჭორებს, რისიც ამ წამს მრცხვენია, შეილება ცოტახანში ამის გამო ვიამაყო კიდეც, რადგან ავად ვარ, ხასიათი, მისწრაფებები და გემოვნება ყოველ წუთს მეცვლება, არ მაკმაყოფილებს ერთი რაღაც, ერთფეროვნებას ჭკუიდან გადავყავარ ... ახლა არ შემიძლია ერთ ქალს ვუყურო სულ, მბეზდრდებიან, ზოგჯერ შენს გარდა სხვა ქალის დანახვა ზიზღს მგვრის... მაიკო კარგი გოგოა, სჯერა რომ მიყვარს, ცოტა სასაცილოც არის, მაგრამ ის არ იცის ხვალ, აქ გაცნობილ ლამაზმანთან რომ ვაპირებ გადასვლას... მე არ დავბრუნდები საქართველოში და პრობლემას არ შეგიქმნი... ჩემმა ფსიქოლოგმა სწორედ შენგან ცოტახანი შორს ყოფნა მირჩია, მძიმე პაციენტი ვიყავი მისთვის, თუმცა როცა გააცნობიერა რომ რაღაც ეტაპზე მისით მოვიხიბლე მაშინვე სხვასთან გამწერა, აშკარად არ იყო ძლიერი ჩემზე რომ ეჯობნა.... უბრალოდ დედაჩემს ნუ დაადანაშაულებ ჩემს სისულელეებში... ახლახანს გავიგე შენი გაბრიელის საცოლე ჩემი ერთ-ერთი გასართობი რომ იყო, გაბრიელს გადაეცი მის გამო ნუ იდარდებს, ნამდვილად არ იყო ისეთი გოგო როგორიც ეგონა, მე კი ნამდვილად მართობდა მისი სიხარბე და თავშეუკავებლობა.... იმედია ცხოვრებას ავაწყობთ აგნეს, მე და შენ ცალ-ცალკე... მადლობა იმ წლებისთვის რასაც შენ მეგობრობას არქმევდი და ბედნიერი იყავი, მაგრამ მე უბედური...“
-არა ხომ ვაბობდი ეს ვერ არისთქო აგნეს
-არ მჯერა, ასეთი რამე არსებობს? ანუ მე ვაჩეს არც ვიცნობდი, გაიგე რეებს მწერს?
- ავადაა აგნეს ავად... მთავარი ისაა რომ არ შეგაწუხებთ შენ და გაბრიელს



№1  offline წევრი natia-natia

მომწონს კარგია

 


№2  offline წევრი NA NO

მადლობ, რამდენიმე თავში დავასრულებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent