შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შორს (სრულად)


14-03-2016, 14:09
ავტორი Fangirl
ნანახია 3 911

იმ დღეს ჩემი მორიგეობა იყო. შუადღსი სამი საათი, ბარში ერთი გოგო შემოვიდა. ბართან დაჯდა და ტირილი დაიწყო. მივედი და ვკითხე რამეს ხომ არ მიირთმევდა, შემომხედა და მითხრა:
-ბედნიერებას. ერთი ბედნიერება თუ შეიძლება.
გამეღიმა მივხვდი რა ირონიითაც ამბობდა.
-კარგად ხარ? (მე)
-საქმროს დავშორდი
-ესეიგი ყველაფერი კარგად არის.(მე)
-არა არაფერი არარის კარგად. მტკივა აი აქ მტკივა (მითხრა და გულზე ხელი დაიდო)
შენ არ იცი რა გრძნობაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა.
-დამიჯერე ძალიან კარგად ვიცი.(მე) ძალიან ცუდი რამ გადამხდა მეც მაგრამ დღეს ვიღიმი, იმიტომ რომ ცხოვრება თამაშია, სადაც პაიკებს ვკარგავთ, მაგრამ თამაშს მაინც ვაგრძელებთ რომ მეფე დავიცვათ.
-მომიყევი
-რა? (მე)
-შენი ისტორია
-გრძელი ამბავია (მე)
-მიდი მომიყევი მე არსად არ მეჩქარება
-ჰმმ, კარგი არრ ვიცი როგორ დავიწყო. არ მინდა როგორც ჩვეულებრივი ისტორიები იწყება ხოლმე მეც ისევე დავიწყო, რადგან ჩემი ისტორია არც ისე ჩვეულებრივია.
მოკლედ. მე ანამარია მქვია. წარმოშობით ქართველი ვარ, მაგრამ ახლა ლონდონში ვცხოვრობ გარკვეული მიზეზების გამო, რასაც შემდეგში გაიგებთ. 25 წლის ვარ, არც მშობლები მყავს და არც სხვა ოჯახის წევრი, გარდა ჩემი პატარა დისა,რომლიც 8 წლის არის. ჩემი მშობლები ადრე ერთად ცხოვრობდნენ, რომ ვთქვა ბედნიერი ოჯახი ვიყავით თქო ოგატყუებთ, მაგრამ ოჯახი მაინც მყავდა. როცა 14 წლის ვიყავი ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ, მამაჩემი საერთოდ გაქრა, მისი კვალი ვერავინ იპოვა. დედაჩემმა კი სმა დაიწყო. არაფერს ვეუბნებოდი რადგან მამაჩემის წასვლით იტანჯებოდა და მას მხოლოდ სასმელი ეხმარებოდა. ერთი წელი ასე გაატარა, შემდეგ კი იპოვა ვიღაც კაცი რომელისაც ცოლად გაყვა, მეც იძულებული ვიყავი მათთან მეცხოვრა, რადგან წასასვლელი არსად მქონდა, დედაჩემს და მის ქმარს თითქმის არ ველაპარაკებოდი, სახლშიც მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი. 16 წლისამ უკვე მუშაობა დავიწყე, მაღაზიაში კონსულტანტი ვიყავი, სწავლისთვის ფული მჭირდებოდა დედაჩემი და მისი ქმარი კი არ მომცემდნენ. ჩვეულებრივი წყნარი ცხოვრება მქონდა,სკოლაში შეყვარებულიც მყავდა,გიორგი, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, დავიფიცეთ რომ როცა სკოლას დავამთავრებდით დავქორწინდებოდით.
სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა ხოლმე. დედაჩემი დაფეხმძიმდა და პატარა დაიკო მაჩუქა, გაბრიელა. უნდა გენახათ როგორი საყვარელი იყო პატარა, ქერა ცისფერი თვალები, და ბუთხუზა. მის გარდა მე აღარავინ დამრჩა.
ეს არაფერი იყო, ყველაზე საინტერესო კი აქ იწყება. ჩემი და ორი წლის იყო,მამამისი კი მივლინებაში იყო წასული, მე სამსახურიდან ვბრუნდებოდი. სახლის ფანჯრები ჩაბნელებული იყო, აარადა ვიცოდი გაბი და დედა იქ იყვნენ. კარები ფრთხილად გავაღე, სულ სიბნელე იყო, გაბი გამწარებული ტიროდა, მას არავინ აწყნარებდა, გაბისთან შევედი, ცოტა ვეთამაშე, მოვეფერე. ხელში ავიყვანე თუარა ეგრევე ჩაეძინა, პატარა ანგელოზი იყო. ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი. ლოგინში ფრთხილად ჩავაწვინე და ჩემი ოთახისკენ გავემართე. კიბეებზე რომ ავედი კისკისის ხმა შემომესმა, დედას ოთახთან ფრთხილად მივედი, კარები ნელა გავაღე და გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა. გიორგი და დედაჩემი. ვუყურებ როგორ ეხება დედაჩემს მკერდზე, როგრო კოცნის და როგორ ეფერება. დედაჩემი კისკისებს და რაღაცეებს ეჩურჩულება.
ყელში რაღაც მახრჩობდა, თვალებიდან ცრემლები წამსკდა, უკან დავიხიე და იატაკის ხმაზე გიორგიმ გამოიხედა. რომ დამინახა მთლიანად გათეთრდა. წამოხტა და ტანსაცმელს იცვამდა თან ჩემკენ მოდიოდა, მე ჩემ ოთახში შევედი. ჩემოდანი გამოვიღე და ტანსაცმელი ჩავალაგე. ჩემი ლოგინის ქვევიდან პატარა ყუთი გამოვიღე სადაც მთელ ჩემ ფულს ვინახავდი, რომ გადავთვალე 500 დოლარი იყო, რაც მეყოფოდა რო აქედან გავქცეულიყაავი. გიორგი კარებზე აბრახუნებდა და მევედრებოდა შემომეშვა. ოთახიდან უნდა გავსულიყავი, გაბიც თან უნდა წამეყვანა, ამ საღორეში ვერ დავტოვებდი, გიორგი კი ასე უბრალოდ არ გამიშვებდა. აქეთ იქით მიმოვიხედე და ჩემს მაგიდაზე ვაშლი და დანა დავინახე. დანა ავიღე და კარები გავაღე.
-რა გინდა? (მე) გიორგი დანის დანახვაზე შეშინდა და უკან დაიხია.
-მმე მეე უბრალოდ ლაპარაკი მინდა შენთან.
-მეტყობა რომ მე მინდა შენთან ლაპარაკი? გზიდან ჩამომეცალე ნაბიჭ...
-ანა გთხოვ, მომისმინე. (გიორგიმ ხელი მხარზე მომკიდა)
-ხელები მომაშორე თორე მოგკლვ. დასაკარგი არაფერი მაქვს. გამეცალე გზიდან. ლაჩარი და კრეტინი ხარ. ნაბიჭ*** ბოზ***.
გიორგი ისე მოიქცა როგროც ვუთხარი, გაბის ოთახში შევედი მისი ნივთები ჩავალაგე და ბავშვეი ხელში ავიყვანე. რომ გამოვდიოდი დედაჩემი კარებში შემეფეთა.
-სად მიდიხარ? (დედა)
- შენგან რაც შეიძლება შორს.
-ბავშვს ვერ წამართმევ
-ვაიმე მართლა? ბავშვზე ფიქრობდი როცა ჩემს საქმროსთან, ბოდიში ყოფილს საქმროსთან ერთდ გორაობდი ლოგინში? ბავშვი დაიხრჩო იმდენს ტიროდა, მაგრამ შენ ხო ნეტარებში იყავი.
მადლობა თქვი რო შენმა ქმარმა არაფერი იცის. სხვათაშორის წუთი წუთზე მოვა.
ჩათვალე რპ პროვე შვილი დაკარგე. შენნაირი დედის ყოლას მირჩევნია საერთოდ არ მყავდეს.
ჩანთები ავიღე და კარი გამოვიხურე.
ამ ყველაფრის მერე აქ ვარ. ლონდონში, ახლა გაბი 8 წლისაა და სწავლობს. მე კი ერთ-ერთ კაფეში მიმტანად ვმუშაობ. როგორც გავიგე დედაჩემის ქმარმა ორივე მოკლა და ახლა ისიც ციხეში ზის. ეს ძალიან მტკივნეულია. არ ვიცი თავს როგორ ვართმევ, მაგრამ გაბის გამო ყველაფერს გავაკეთებ. მას საუკეთესო განათლებას მივცემ, საუკეთესო ცხოვრება ექნება, ეყოლება ისეთი ადამიანი გვერდით რომელსაც მთელი არსებით ეყვარება.
თუ არ გაქვთ მიზეზი რომ იცოცხლოთ, მაშინ იპოვეთ ის მიზეზი რის (ვის) გამოც არ უნდა მოკვდეთ. ჩემი მიზეზი ჩემი დაა. არ ვიცი კიდე თუ შემიყვარდება ოდესმე, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერს სხვა თვალით შევხედავ,


-ძალიან ამგარი გოოგ ხარ (მითხრა მან) როგრო ცხვორობ ამ ყველაფრის მერე.
- არ ვცხოვრობ, ვცოცხლობ.
-შეგიყვარდება, აუცილებლად, დამიჯერე, ასეთ გოგოს მართოს ღავინ დაგტოვებს.
- საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება (მე) ახლა კი მითხარი რას მიირთმევ თორემ გამაგდებენ.
-ყავა და ბლინები. (მითხრა)

კარები გაიღო და ერთი სიმპატიური ბიჭი შემოვიდა. ბართან მოვიდა და დამიძახა.
-უაკცრავად
-დიახ გისმენთ(მივბრუნდი და საბა დავინახე)-შენ
-შენ (საბა)
-შენ(მე)
-მე (საბა)
-აქ რგორ აღმოჩნდი (მე)
-შეყვარებულს დავშორდი და მოგზაურობა გადავწყვიტე. შენ? (საბა)
-დიდი ხანია უკვე აქ ვცხოვრობ.(მე) რამდენი ხანია არ მინახიხარ.
-მეც. ახლა მეჩქარება, შენი ნომერი მითხარი და შევხვდეთ, (საბა) მომენატრე ანაამარია
ამ სიტყვებმა ჩემი გულის კარგი გააღო და ასმაგად დაიწყო ფეთქვა.
-აი ჩემი ნომერი. (მე)
ფურცელი მივაწოდე საბამ კი გამიღიმა მისი ყავა აიღო და გავიდა.

-ვინ იყო ეს ბიჭი(გოგონა)
-ჩემი პირველი სიყვარული (მე) ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ მერე სხვა სკოლაში გადავიდა, ერთMანეთ ვეღარ ვნახულობდით, თან გიორგი გამოჩნდა.ერთმანეთი სასწაულად გვიყვარდა. ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთს კარგად შევეწვყეთ.
-როგორც ჩანს არ გამქრალა ეგ სიყვარული
-ჰოო (მე)
-ამ საღამოს გაიგებ
-ჰოო გავიგებ.
გაოცებული ვიდექი და გავყურებდი კარებს საიდანაც საბა გავიდა. მეღიმებოდა და თვალწინ მიდგებოდა ჩვენი ბავშვობა. არა, არ გამქრალა ის სიყვარული.

-----------------------------------------------------------------------------

იმედი მაქვს მოგეწონათ, ჩცემო შოკოლადებო.

გკოცნით.

მუდამ თქვენი - FanGirl



№1 სტუმარი happy

ძალიან კარგია მაგარიაა

 


№2 სტუმარი mariami

isee am istoriiis gagrdzelebaa kargi iqneboda^^da didi siamovnebitac wavikitxavdi*-*

 


№3 სტუმარი anita

au ra kaiaa. vetanxmebi 'mariami's meore nawili kargi iqnebaa dzaliaan. imedia gaagrdzeleb

 


№4  offline წევრი Fangirl

anita
au ra kaiaa. vetanxmebi 'mariami's meore nawili kargi iqnebaa dzaliaan. imedia gaagrdzeleb


namdvilad ar megomeboda ese tu mogewonebodat. magram vfiqrob melre nawili dzalian banaluri iqneba. ase ki saintereso da idumalia ❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ბანალურობას ათას გზის მოცილებული. ბოლო მიფუჩეჩებულია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent