შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ჩვენს ქუჩაზე გაზაფხული მოვა(7)


14-03-2016, 22:21
ავტორი chvenia tbilisi
ნანახია 1 999

ტელეფონის ხმა გაისმა.ირაკლიმ შემოხვეული ხელები ფრთხილად მოაცილა ნანუკას.
-ალო
-ირაკლიი ჩემო სიხარულო როგორ ხარ?
ირაკლი დაიბნა...
-რომელი ხარ?
-აა უკვე დაგავიწყდი?
-უი თაკო როგორ ხარ?
ნანუკა ისმენდა.
-კარგად შენ?
-რავი მეც
-რას შვრები ჩემო სიცოცხლე?
ამის გაგონებაზე ირაკლიმ ტელეფონი გათიშა...ნანუკაც დაიბნა,თან გაბრაზდა,თვალებში ცრემლები მოაწვა
-ვინ არის?
ჩუმად,ნაზი ხმით იკითხა.ამ ხმაზე ირაკლი გიჟდებოდა.
-იცი ნანუკაა...იციი...
დაიბნა
-გეკითხები
-ადრე ზაფხულში გავიცანიი და მე...მე...
ამის გაგონებაზე ნანუკა შეკრთა
-გასაგებია
გაბრუნდა და წავიდა.უკან არ დადევნებია,თაკო ნახა,გვიანობამდე კაფეში იჯდნენ.ნანუკა სახლში იყო,მთელი დღე ბალიშიდან თავი არ აუწევია,ნამდვილი ეჭვიანობის გრძნობა,როგორი ძლიერი ყოფილა,თითქოს სულამდე შესძრა.მაგრამ სულ სხვა ვითარება იყო ირაკლისთან,იმ ღამით ერთად იყვნენ,მთვრალები.დილით ნანუკა მიხვდა რომ უაზროდ იყო გაბრაზებული ირაკლიზე,წავალ ბოდიშს მოვუხდიო,სანამ სკოლაში მივიდოდა სახლში გაუარა,მაგრამ იქ ყველაფერი სხვაგვარად იყო,დიდ მწვანე თვალებზე ცრემლებით სავსე დაბრუნდა სახლში ატირებული,კარებში რომ შევიდა,მწოლიარე ირაკლი შენიშნა,რომელსაც ვიღაც გოგო ეწვა გვერდით,სულ გაშრა,ფერი დაკარგა,თვალებს ვერ უჯერებდა,ნუთუ ეს ის ირაკლია სიყვარულს რო მეფიცებოდაო.ირაკლის მის დანახვაზე წამოხტა ხელით გარეთ გამოყვანა და კარები გამოიხურა.
-ნანუკაა
ნანუკა ჩუმად იდგა.
-ცრემლები მოიწმინდე ჩემო ფერია ყველაფერი სხვაგვარადაა მომისმინე გთხოვ
-არაფრის ახსნა არაა საჭირო
-გთხოვ დამელოდეე ჩავიცმევ ვილაპარაკოთ
ოთახში დაბრუნდა,ნანუკა უკან მოუხედავად ატირებული წამოვიდა,გზაში დაეწია,თან ყვიროდა
-ნანუკა დამელოდეო
ხელით მოატრიალა,გულში მიიხუტა,მაგრამ ნანუკა გამოიწია,აცრემლებული თვალებით უყურებდა
-გთხოვ მომისმინე ნუ ტირიხარ გთხოვ
-შემეშვი
უყურებდა,თვალებში უყურებდა,თითქოს ბოლო იყო ის მზერაც.
-ნანუკა გთხოვ რა,მთვრალი ვიყავი
-არაკაცი ხარ ირაკლი არაკაცი
ბოლო ხმაზე ტიროდა.
-მიყვარხარ არ მინდოდა მაპატიე
-შემეშვი
ცრემლები მოიწმინდა.ირაკლიც ტიროდა,
-ნანუკა არ წახვიდე გთხოვ მოვკვდები უშენოდ
ნანუკამ.ამჯერად ცრემლები მოიწმინდა,ამაყად გასწორდა და აკანკალებული ხმით ჩუმად ჩაილაპარაკა
-მე წავედი...
იმ დღის შემდეგ არც უნახავთ ერთმანეთი,ნანუკა დეპრესიაში იყო,მონატრება აგიჟებდა.არსებობს ისეთი შეცდომებიც რომელიც უპატიებელია,მაგრამ ირაკლიც ცუდად იყო თავს ვერ პატიობდა საკუთარ შეცდომებს...შემდეგ ისე მოხდა რომ,ნანუკა საზღვარგარეთ წავიდა.ირაკლიმ რომ გაიგო სულ შეიცვალა,დალევა დაიწყო,ის ირაკლი დაიკარგა,მას რომ უყვარდა.საკუთარ თავს აღარ გავდა,რამოდენიმე დღის შემდეგ ნიკამ წერილი მიუტანა ნანუკასგან
არ ქონდა დავიწყებული ძველი სიყვარული...მისი სახელის წაკითხვისას თვალებში ისევ ცრემლები მოადგა,ძველებურად ატირდა,იგივე განცდა ქონდა რაც მაშინ,კონვერტი ფრთხილად გახსნა და წერილის კითხვა დაიწყო
-გამარჯობა, როგორ ხარ?ვიცი ამ წერილს მაშინ წაიკითხავ როცა მე აქ აღარ ვიქნები...იცი ყველას მოსდის რაღაც შეცდომა,ჩვენც მოგვივიდა,ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი.ამ წერილს უემოციოდ არ ვწერ,იმ ამბის მერე რაც ვეღარ გნახე,ღმერთს გეფიცები ყოველ ღამე ვტირი...სრულიად გამანადგურე,ცხოვრებაში პირველად შემიყვარდი,კი არ შემიყვარდი ღმერთივით მწამდი,ვიფიქრე დავურეკავ მოვიკითხავ თქო,მაგრამ ყოველ შენს ნომრის აკრეფისას სუნთქვა მიჭირს,სადღაც ერთი წელი 3 თვე გავიდა არ მინახიხარ,ალბათ ბედნიერი ხარ უჩემოდაც...იმ დღეებს ვეფერები შენთან რომ გავატარე,ეს წერილიც ბოდვაა,მაგრამ დღესაც ტირილით ვწერ,მართლა პირველად შემიყვარდა ესე ძლიერად...ამისთვის მინდა მადლობა გადაგიხადო კარგად იყავი)))თავს მიხედე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent