შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავისეირნოთ?! გარე განათება ჩაქრა... (4)


15-03-2016, 00:01
ავტორი ირინა
ნანახია 5 441

მაღვიძარამ დილის 6 საათზე გამაღვიძა. სწრაფად ჩავალაგე ბარგი და ფეხაკრეფით გავედი გარეთ, რომ არავინ გამეღვიძებინა. ერთხელ კიდევ მოვავლე თვალი დიდ მისაღებს და წასვლა დავაპირე, თუმცა მოულოდნელად რაღაც გამახსენდა. ზურგჩანთიდან ბლოკნოტი და კალამი ამოვიღე და ყველას ცალ-ცალკე დავუწერე წერილი. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ამას და ამასობაში მეორე სართულზე რაღაც ფხაკუნი გავიგე... წერილები დავკეცე და ერთმანეთის გვერდით დავდე მაგიდაზე.. მე კი გარეთ გავიპარე... აღარც წყენას ვგრძნობდი, აღარც სევდას... უბრალოდ მინდოდა, რაც შეიძლებოდა მალე წავსულიყავი იმ ადგილიდან.. ფეხებს თავისით მივყავდი სწორ, შარა გზაზე, გონება კი სადღაც დაფრინავდა, თუმცა რამე კონკრეტულზე არ ფიქრობდა... საუკეთესო ჰაერია დილით რაჭაში, ღრმად და ხარბად ვსუნთქავდი... რადგან ვაცნობიერებდი, რომ ძალიან დიდხანს ვეღარ შევძლებდი საქართველოს ნახვას... მომანატრებოდა?! ამ ეტაპზე ეჭვი მეპარება.... ბავშვები მომენატრებოდნენ მხოლოდ... და უტა?! ის ალბათ ყველაზე მეტად... გუშინდელმა საღამომ ცხადი გახადა, რომ მე უტა მიქელაძე მომწონდა და პირველად გამოვუტყდი ამ ხნის მანძილზე თავს ამაში, მაგრამ მას? რა იყო მისი გუშინდელი ქცევა? მე ხომ ცხადად მესმოდა როგორ გაუხშირდა გულისცემა... რატომ მთხოვა მეკოცნა? ან ჩახუტება რაში დასჭირდა? ზოგადად ასეთი ჩვევები არ ჰქონდა, პირიქით, თუ ხანდანხან რამეს თბილად ვეტყოდი ხოლმე, მეობნებოდა მთვრალი ხომ არ ხარო.... ვგრძნობდი, რომ რაღაც ჰქონდა ჩემს მიმართ, მაგრამ ისიც ისევე ეწინააღმდეგებოდა თავს, როგორც მე, ამიტომ მინდოდა ორივესთვის დრო მიმეცა... მინდოდა გამეგო, რას ვიგრძნობდი, ამდენი ხნის განავლობაში მის გარეშე და მინდოდა გამეგო, რას იგრძნობდა უტა, ამდენი ხანი უჩემოდ.... მინდოდა, რომ ეს დრო საკუთარი თავისთვის დამეხარჯა, რომ ისეთი ქალი გავმხდარიყავი, გამვლელების მზერა არ მომკლებოდა, ისეთი ქალი, რომლსაც უბრალოდ ვერ დაუძახებდა ძმას... მინდოდა, დიახ მინდოდა, რომ უტა მიქელაძის თვალში ულამაზესი ქალი ვყოფილიყავი... და აუცილებლად მივაღწევდი ამას.... ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ მანქანის ხმა შემოომესმა, სწრაფად მივტრიალდი უკან და მარშუტკა აღმოჩნდა, სიხარულით დავუქნიე ხელი, როგორც მერე გავარკვიე, სოფლის მარშუტკა იყო და თბილისამდე მიდიოდა, ძლივს გამონახეს ჩემთვის ერთი ადგილი. მეც მოვკალათდი და ძილს მივეცი თავი. 12 საათისთვის უკვე სახლში ვიყავი. მთელი გზა მეძინა , ამიტომ დაღლილობას ვერ ვგრძნობდი, სწრაფად მოვწესრიგდი და ლევანს დავურეკე. რომელმაც ერთ საათში დამითქვა შეხვედრა. ადგილზე მისულს, თბილად ჩამეხუტა და მომილოცა წარმატება... შემდეგ კი მთავარზე გადავიდა, რაც მალე წავიდოდი, ჩემთვის უკეთესი იყო, ბატონმა ლევანმაც, ღამის რეისით შემომთავაზა წასვლა, უპრობლემოდ დავთანხმდი და ისევ სახლში დავბრუნდი... ბარგი ჩავალაგე... ტელეფონი გამოვრთე, რადგან უკვე უამრავი ზარი იყო უტასგან და დანარჩენი ბავშვებისგან შემოსული და ისევ დავიძინე... ღამის 11 საათზე კი თვალცრემლიანი გამოვემშვიდობე ბატონ ლევანს და თვითმფრინავში ავედი. -ყველაფერი კარგად იქნება მართა... სწორად იქცევი... უნდა შეცვალო შენი ცხოვრება... უნდა გაერკვე შენს გრძნობებში და დრო უნდა მისცე უტას რომ ისიც გაერკვეს... უნდა მიხედო შენს გარეგნობას, რომ შენმა დაბრუნებამ ფურორი მოახდინოს... ჩემს თავს ვესაუბრებოდი და სულ არ ვფიქრობდი იმ წამს მუსიკაზე... თვითმფრინავი რამდენიმე წუთში მიწას მოწყდა და ჰაერში გაუჩინარდა... -ესეც ასე.... ერთ წელში შეგხვდები უტა... ჩავილაპარაკე უკანასკნელი სიტყვები საქართველოში და ისევ სიზმრების სამყაროში გადავეშვი.
დილით ადრე გამეღვიძა. მათესთან კამათის შემდეგ საშინლად ვგრძნობდი თავს.. არა, მაინც რა მათქმევინა ისეთი სისულელეები.. მშვენივრად ვხვდებოდი, რომ მართა მომწონდა, ან უფრო მეტიც.... უბრალოდ ჩემს ფიქრებში არ ვიყავი გარკვეული და სანამ ბოლომდე არ ჩამოვყალიბდებოდი საკუთარ გრძნობებში, არ მინდოდა , ვინმესთვის რამე მეთქვა... წინა საღამო გამახსენდა, როგორ მკოცნიდა მართა და მთელ სხეულში თბილმა ტალღებმა დამიარეს... სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა და გამეღიმა... დიდი ხანია მას ისე აღარ ვუყურებ, როგორც მეგობარს, მაგრამ თავს ვებრძოდი, რადგან მისი რეაქციის მეშინოდა.. თუმცა იმ საშინელი ღამის შემდეგ, როცა მართა მარტო დავტოვე და მე მორიგ გოგოსთან წავედი, ყველაფერი შეიცვალა, გავაცნობიერე, რამდენს ნიშნავდა ჩემთვის.. როგორ მინდოდა მის გვერდით ყოფნა, როგორ მინდოდა, მის ლამაზ თვალებში სულ ჩემი სახე დამენახა და მისი გაბუშტული ტუჩები ჩემად დამეგულებინა... ნაბიჯ-ნაბიჯ გადავწყვიტე , მისთვის თავი შემეყვარებინა... რომ ჩამეხუტა, მისი გულისცემაც ვიგრძენი და მივხვდი, რომ არც ის იყო გულ გრილი, თუმცა დაჩქარება არ მინდოდა, არც ის მინდოდა, რამე დამესერიოზულებინა და უხერხულ მდგომარეობაში ჩამეგდო, ამიტომ მათემ რომ მითხა, დაგინახეთ როგორ ეხუტებოდით ერთმანეს, ახლა ნუღარ დამიმტკიცებ, რომ არ მოგწონსო, პირველივე რაც თავში მომივიდა ის ვუთხარი და მივხვდი, რომ ამით სისულელე გავაკეთე, პირველ რიგში ძმაკაცს მოვატყუე , მერე კიდევ საყვარელი ქალი დავამცირე ჩემდაუნებურად... ბრაზი მახრჩობდა, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩემს სიტყვებს, საქციელით გამოვისყიდიდი და ერთ დღესაც, როცა მართას თავს შევაყვარებდი და გრძნობებზე დავითანხმებდი, ყველას ამაყად წარვუდგენდი, როგორც ჩემს შეყვარებულს.. ისევ გამეღიმა, როცა წარმოვიდგინე, მართა ჩემს შეყვარებულად... -არა, ისე რა არანორმალური წყვილი ვიქნებით. ის სკვინჩა, მე გიჟი... ისევ ღიმილი და ყოველჯერზე ღიმილი, როცა სკვინჩა მახსენდება. ისე მომინდა უცებ მისი გაწვალება, რომ მერე მისი გაბუშტული ტუჩებისთვის მეყურებინა და მომესმინა , როგორ ბუზღუნებს... ისე მომინდა კიდევ ძმა დამეძახებინა მისთვის, რომ მისი გაბრაზებული სახისთვის მომეკრა თვალი... და აი ისევ, ღიმილი ჩემს სახეზე სახელად-მართა.... -ოოჰ... რა მიქნა ამ სკვინჩამ.. რას ვიფიქრებდი, თუ ოდესმე სერიოზულად შევხედავდი გოგოს... ოოხ ამირეჯიბოო..... მოგარჯულებ მალე... ღიმილით ჩავიარე კიბეები და მისაღებში გავედი, რომ ტელევიზორი ჩამერთო. თუმცა მაგიდაზე 5 დაკეცილ ფურცელს მოვკარი თვალი... მაშინვე ვიცანი მართას გამოყვანილი ასოები... თითოეულ ფურცელს სახელი ეწერა : ბარბარეს, გაბრიელს, კატოს, მათეს, უტას..... გული უსიამოვნოდ მომეწურა, კანკალით აავიღე ის ფურცელი, რომელზეც ჩემი სახელი ეწერა და გავშალე.
„უტაა.... წავედი მე, მარტო რაჭიდან კი არა, საქართველოდან წავედი. გაბრაზებული ვარ შენზე. ესეიგი, უტა მიქელაძეს მხოლოდ ისეთი გოგოები მოსწონს, რომელსაც მთელი თბილისი თვალს აყოლებს და არა ჩემნაირი ხო? იდიოტი ხარ, დებილო, კრეტინო, ახლა მინდა რომ აქ იყო და მაგრად ამოგარტყა ფეხში წიხლი, მაგრამ არ ვარ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, მოგეკითხება შენი ცოდვები, ფეხი აგისრიალდება და დაეხეთქები ძირს. თარსი კატა, შავი კატა, თარსი კატა, შავი კატა.... ვსო შელოცვაც გაგიკეთე, უეჭველი დაეცემი, დებილო... ვერ გიტან. ხოდა ეგდე მაგ შენ ტურფებთან და ჩემი სახელი აღარ ახსენო, არ მჭირდები.... გუშინ ბატონმა ლევანმა რომ დამირეკა გახსოვს?! ინგლისში გადაუგზავნია ჩემი მონაცემები და მათაც ერთწლიანი უფასო სწავლა შემომთავაზეს ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ აკადემიაში... რა გახარებული ვიყავი და როგორი ამაყი,მაშინვე შენთან გამოვქანდი , რომ მეთქვა... მაგრამ გადავიფიქრე, დებილო, იმიტომ რომ მათესთან შენი ლაპარაკი მოვისმინე და მეწყინა, როგორ ვერ გიტან.!!! თავიდან უარის თქმას ვაპირებდი კონტრაქტზე , მაგრამ მერე გადავიფიქრე..
წავალ უტა რა... არ გადაირიო, არც გაგიჟდე... იმაზე კარგად გიცნობ , ვიდრე წარმოგიდგენია და ვიცი, რომ ძალიან არეული ხარ, ისევე, როგორც მე და ორივეს დრო გვჭირდება... მიდი ახლა გაიღიმე და თქვი რომ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძმა გყავს.. ხომ იღიმი.... მიყვარს მე შენი ღიმილი... ერთი თხოვნა მაქვს, მომეცი ეს ერთი წელი რა... არც მომძებნო, არც დამირეკო... უბრალოდ 1 წელი იცხოვრე მართას გარეშე... ზუსტად ვიცი, რომ ვერ გაძლებ, მე ხო ერთადერთი და განუმეორებელი ვარ, რომელიც შენნარ ვირს იტანს... მაგრამ ვიფიქროთ ორივემ რა და გადავწყვიტოთ რა გვინდა............. არ გემშვიდობები, არც არავის ვემშვიდობები. ვიცი ხისთავიანი ხარ და ჩემი თხოვნის მიუხედავად, მაინც დამირეკავ , მაგრამ არ გიპასუხებ და ამ წამიდანვე დაიწყე, მაგ აზრთან შეგუება... ჭკუით... ნუ გადაბუგავ მთელ თბილისს, თორემ ჩამოვალ და მერე მოგთხოვ პასუხს... გაიღიმე რაა......... ვსო, წავედი ახლა............შეხვედრამდე შოკოლადის ბიჭო............“ გაყინული ვიდექი ერთ ადგილზე, არ ვიცოდი, რა უნდა მექნა.. რამდენჯერმე ახლიდან გადავიკითხე წერილი. 1 წელი, ერთი წელი ვეღარ ვნახავდი.. თავბრუ დამეხვა და სავარძელზე გადავწყვიტე დაჯდომა, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ფეხები ერთმანეთში ამებლანდა და ძირს გავიშოტე... ორიოდე წამი დამჭირდა გონზე მოსასვლელად, -ოხ მართაა.... თარსი კატა ხო??? ჯადო ხარ ჯადო!!! ოდნავ გამეღიმა, ღიმილი კი არანორმალურმა ხარხარმა შეცვალა, ძირს ვიწექი და სიცილისგან ვიკლაკნებოდი, ცალი ხელით კი ცრემლებს ვიწმენდდი, უცხოს რომ დავენახე, იფიქრებდა, სიცილისგან მოსდის ცრემლებიო.... მაგრამ ასე არ იყო... მართლა ვტიროდი... მეორეჯერ ცხოვრებაში და ისევ მართას გამო.... უბრალოდ ,ღრიალს, ისტერიული სიცილი ვამჯობინე... იმდენახ ხმამაღლა ვხარხარებდი, რომ შეშინებული მათე კისრისტეხით გაჩნდა ჩემთან ..
-რა დაგემართა, ბიჭო.. სულ გარეკე? გული გამისკდა... ჩაიბურდღუნა, როცა მოცინარი დამინახა.
-რა დამემართა და ყველაზე დებილი ძმაკაცი რომ გყავს მთელს მსოფლიოში ეგ დამემართა.. დავკარგე მათე... ჩვენი ლაპარაკი მოუსმენია და დაიჯერა ამ დებილმა.... მაგრამ როგორ არ დაიჯერებდა, მე ხო ჩემს თავსაც არ ვუტყდებოდი..ფუუუ ამის დე...ა შე....ი, რა ს..ი ვარ!!!! ერთი წლით წავიდა... არც კი დამაცადა რომ რამე ამეხსნა, უბრალოდ ადგა და წავიდა, დებილი, სულელი, არანორმალური გოგო!!! რა ვქნა, რააა........... ვერ გავძლებ მაგ გამოტვინებულის გარეშე. ფეხებზე , ჩავაკითხავ იმ ინგლისში და ჯერ კარგად ვაწვალებ, მერე კი ისე ჩავეხუტები, რომ მისმა ძვლებმა ტკაცა-ტკუცი დაიწყონ...... აუუუ....... ვერაფრით ვერ ვწყნარდებოდი, მათე კი იდგა და უბრალოდ მისმენდა როდის დავწყნარდებოდი და დავიცლებოდი.
-წავიდა და ახლა გააცნობიერე, ხო რომ გიჟდები? რამდენჯერ გაგაფრთხილეთ, როცა შენს გრძნობებში გაერკვევი, უკვე გვიანი იქნებაო... ხოდა იჯექი აქ და იღრიალე რამდენიც გინდა. მეც კი არ გამომიტდი, მე კი არა , შენს თავსაც არ უტყდებოდი, რომ გიყვარს, რა თქმა უნდა, რომ ვერ გაიგო მართამ შენი სიტყვები...
-ბიჭო მთლად ეგრეც არაა ეე.. მგონი რაღაც პონტში გაიგო კიდეც, დრო გვჭირდებაო, არ დამირეკოვო... სიტყვა გავაწყვეტინე მათეს და როცა დავინახე,რ ომ ჩემი ბოდიალიდან ვერაფერი გაიგო, წერილი გავუწოდე, დავინახე , როგორ გაეღიმა...
-არა, მაინც რითი დაიმსახურე ეგეთი გოგოს სიყვარული? ისიც იმაავეს გრძნობს და მშვენივრად ხვდება, გუშინდელი სიტყვები , რომ უბრალოდ თავის დასაძვრენად თქვი, მაგრამ დრო სჭირდება და შენც გჭირდება, ამიტომ დაეგდე ახლა სადაც ხარ და აზრადაც არ გაივლო მართასთან ჩასვლა კი არა, დარეკვაც კი.... ერთი თხოვნა მაინც შეუსრულე... არა, მაინც რა ს...ი ხარ ტოო... აი რომელი კაცი დაუძახებს კიდევ იმ გოგოს „ძმას“ , რომელიც უყვარს?!
-ბიჭო, თავიდან მართლა ვძმაკაცობდიითთ... ჩავიდუდღუნე მე.
-ჰოო ჰოო... აბა რა.. და როცა მიხვდი რომ აღარ ეძმაკაცებოდი, რატომღა ეძახდი მერე ძმას?!
-აუუ ბრაზდებოდა და ცდილობდა რომ არ შეემჩნია და იცი რა საყვარელი იყო მაგ დროს?!
-ფუუუ............. მართლა რა ს..ი. ხარ. გაკლია მაგრად. არც ისაა მთლად დალაგებული , რომ ჯიუტად განაგრძობდა შენთან „ძმაკაცობას“ და არ განიშნებდა არაფერს... ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, თქვენზეა რა.... სიიცლით ლაპარაკობდა მათე და ბოლოს თავში ხელი წამომარტყა.
-შანსი არაა მათე, არ დავურეკავ, რომ ჩამოვა თუ ფიქრობს, რომ ფეხქვეშ გავეგები ძალიან ცდება. კბილებსი გამოვცარი მე და პირველად იმ დროის განმავლობაში გავაცნობიერე რაც გააკეთა, როგორ დაუმშვიდობებლადაც წავიდა და გავმწარდი.
-ვახ ჩემი......... მართლა არ აქვს შენთან ლაპარაკს თავი... ხისთავიანი ხარ. ხელი ჩაიქნია მათემ და მაგიდიდან მისთვის განკუთვნილი წერილი აიღო.
-მათე მომაწევინე რაა.. საცოდავად ამოვიხავლე და თავი ხელებში ჩავრგე.
-შენ ბიჭო შ..გ ხო არ გაქვს? ცხოვრებაში არ მოგიწევია და გამომივიდა რა საპნის ოპერების გმირი, მიდი ახლა სმაც დაიწყე და ბოლოს წამალზეც შეჯექი. გაბრაზდა მათე.
-ოო... შენ რა გინდა ვა, შენ ხო ეწევი? რატო არ შეიძლება მეც მოვწიო?
-და მე რომ ვეწევი ეგ კარგია მერე? ეგაც რომ არა, ბავშვებისთვის არ შეიძლება სიგარეტი. ჩაიხითხითა მათემ.
-რა ბავშვი ტო, 5 თვით შენზე დიდი ვარ შე გამოტვინებულო.
-ჰო უტა .... ასაკით ხარ, გონებრივადაც რომ დამეწევი და საბოლოოდ მიხვდები, რა გინდა ცხოვრებაში, მერე შენ თვითონ გადაწყვეტ გინდა თუ არა მოწევა. ახლა კი დაწყნარდი და ეს ერთი წელი ფიქრისთვის და დაჭკვიანებისთვის გამოიყენე... მიტხრა მათემ და თავის წერილთან ერთად ზევით ავიდა.
-დაჭკვიანებისთვის ხო??? მე ისედაც ჭკვიანი ვარ და მშვენივრად ვიცი, რაც მინდა, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვაწვალო მართა ამირეჯიბი და ბოლომდე უნდა გავახსენო ის, რომ ესე მიმაგდო აქ და სიტყვის თქმის საშუალება არ მომცა... უფრო და უფრო მეტად მიპყრობდა ბრაზი და გეგმების დაწყობა დავიწყყე,როგორ მეძია შური მართაზე...



მათე
მეცინებოდა უტაზე და მართაზე... თვითონაც არ იცოდნენ რა უნდოდათ, მაგრამ კარგია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ნახავენ ერთმანეთს... ჩვენ რა გვეშველება თორე... რა გაუძლებს ახლა ამ გონებაჩლუნგს? მართამ ცოტა მოარჯულა და ისევ გაქრა და დაგვიტოვა ეს ნაგიჟარი, ღმერთმა იცის რას იზამს.. ისევ გამეცინა.. ბავშვობიდან იმპულსური იყო უტა, როცა ბრაზობდა არ მალავდა და მაშინვე ჩხუბზე გადადიოდა, როცა უხაროდა, ვერც ამას ფარავდა, თვალებში ნაპერწკლები უხტოდნენ.. მაგრამ გადაწყვეტილების მიღება კი ცოტა უჭირდა, დიდ დროს ანდომებდა ფიქრს, ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა მისი ცხოვრების დევიზად იქცა, სანამ კარგად არ აწონ-დაწონიდა მოსალოდნელ შედეგებს იქამდე არაფერს აკეთებდა.8 წელი არ ცხოვრობდა საქართველოში, მაგრამ ისევ ისეთი დაბრუნდა, როგორიც იყო... უბრალო ადამიანებს ეძახიან ხოლმე მისნაირ პიროვნებებს, უხარია გულით, სწყინს გულით, უყვარს გულით.... შეყვარებული არასდროს ყოლია, გოგოები კი თავზე საყრელად, მაგრამ ნამდვილი გრძნობა არა.. ზოგადად რთულად უყვარდებოდა, მაგრამ თუ იქამდე მივიდოდა საქმე, რომ უტას შეყვარებოდა, თავსაც გასწირაავდა მისთვის. ასე მოხდა გაბრიელზეც, მეხუთე კლასში გადმოვიდა ჩვენთან და მთელი ორი წლის განმავლობაში სისხლს უშრობდა,უტა, სანამ საბოლოოს არ აღიარა, რომ მისი ძმაკაცი იყო... გოგოსთან ალბათ უფრო რთულად იქნებოდა საქმე... და ასეც იყო, ღიმილით ვადევნებდით მე გაბრიელი და ბარბარე თვალს, უტას და მართას.. ორივე თავს იგიჟებდნენ ძმაკაცები ვართო.. მაგრამ როგორც კი მართას ბიჭის გვერდით ხედავდა, იმ წამს კარგავდა საღად აზროვნების უნარს და არც კითხულობდა, ბიჭის ვინაობას, ისე მიათრევდა ხოლმე საწყალ გოგონას... 24 საათს ერთად ატარებდნენ, ადამიანი არ დადიოდა, ვისაც უტა დაუჯერებდა, მაგრამ მართა იმას აკეთებინებდა, რაც უნდოდა, მხოლოდ მას შეეძლო , ამ არანორმალურის გაჩერება, მაშინ, როცა მე და გაბრიელი უკვე ფარხმალს ვყრიდით.... ვერც კი აცნობიერებდნენ, რამდენად ღრმად წავიდა მათი გრძნობა... მაგრამ ამას მხოლოდ თვითონ ვერ ხვდებოდნენ რადგან გარშემომყოფებს შეყვარებულები ეგონათ, ისინიც თავს არ იწუხებდნენ რამის ახსნით, საღამოს კი ჩვენთან ერთად ხუმრობდნენ. -როგორ შეიძლება ეს ქააჯი შემიყვარდეს, გოგოს მაინც გავდესო. არც მართა რჩებოდა ვალში-როგორ ვერ ვიტან ტლიკინა ბიჭებს, მაგრამ აბა ბიჭი? უტა კაცი??? და სიცილს ტეხდა... ამაზე უტა მწარდებოდა, არც მართა ჩამორჩებოდა და იქამდე ურტყამდნენ ერთმანეთს მუჯლუგუნებს, სანამ ძალა არ გამოეცლებოდათ ხოლმე....... ჩვენ კი ღიმილით ვადევნებდით თვალს ამ ორ ჯიუტ პიროვნებას და ველოდით, როდის მიხვდებოდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდდათ...
ღიმილით გავშალე ფურცელი და მისი გამოყვანილი ასოების კითხვა დავიწყე.
მათეს...
ეეე... ვაჟბატონო გამოგიჭირეე.......... გგონია არ ვიცოდი ხო ბაბი რომ მოგწონს?! ნურას უკაცრავად, თქვენ მე რას მომაპარებთ, იმასააც კარგად ვხედავ , როგორ გიყურებს ხოლმე ის პატარა ქალბატონი... მათე, ოღონდ არ აღელდე.. უტამ იცის თქვენს შესახებ და ძალიან ბედნიერია თქვენი ამბით, არაა ეგ ბანალური ბიჭი ხო იცი არა? და მითხრა, რომ არ დიდი ხანია გადააბიჯა ძველმოდურ ტრადიციას, ძმაკაცის დის შეყვარება არ შეიძლებაო. ხო, კიდევ, იქამდე ვგრძნობდი,რომ ერთად იქნებოდნენ სანამ გერმანიაში წავიდოდიო და ახლა ველოდები გამბედაობას როდის მოიკრებს და მეტყვის, რომ ჩემი და უყვარსო... ჰოდა აწიე რა ეგ ტ...ი და უთხარი შენს გრძნობებზე, თვითონ არ შეიმჩნევს არაფერს. ხო იცი რა ჯიუტია... ნურაფერზე ნუ ღელავ, დაელაპარაკე და რომ ჩამოვალ, შეიძლება ცოლ-ქმარიც დამხვდეთ უკვე, მაგრამ ჩემს გარეშე ქორწილის გადახდას არ გაპატიებთ.
ჰო, ჩემს წასვლას რაც შეეხება, 1 წლით მივდივარ მათე, გუშინ დამირეკა ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა და ინგლისში შემთავაზა წასვლა მეც დავთანხმდი. მათე, იმ შტერს ვთხოვე, რომ არ დამირეკოს ამ დროის მანძილზე, მინდა ცოტა გონზე მოვიდე და მასაც დრო მივცე ფიქრისთვის და გთხოვ, ყურადღება მიაქციე რა , იდიოტი კია, მაგრამ ძალიან იდიოტობების გაკეთების უფლება არ მისცე.. სკაიპით დაგირეკავთ ხოლმე.. გკოცნი და მიყვარხარ. ერთ წელში გნახავ....“ წერილი დავკეცე და წარბი შევჭმუხმენე... -ანუ იცის უტამ? მართაამაც? ასე გვეტყობოდა, რომ ერთმანეთი გვიყვარს? -ჯანდაბა... ძალა უნდა მოვიკრიბო და ვუთხრა როგორმე.... კიდევ ერთხელ გადავავლე წერილს თვალი და ვიგრძენი, როგორ შემაყვარა ამ არანორმალურმა გოგომ თავი... -დროებით მართა... ჩავილაპარაკე ჩემთვის და გაბრიელთან შევედი.

-ეე... ადექი ნადირო... ჩავყვირე ყურში და მოთმინებით დაველოდე, სანამ გონს მოვიდოდა.
-რა... რა რა ხდება?? ძლივს მოაბა თავი წინადადებას.
-მართა წავიდა. ჩავილაპარაკე და დივანზე დავჯექი.
-სად წავიდა ტო?
-ინგლისში ერთი წლით სასწავლებლად. თან დაგვიბარა ,რომ იმ გამოტვინებულს მივხედოთ, ახლა დრო გვჭირდება ორივეს და არ მინდა, ამ ერთი წლის განმავლობაში შემეხიანოსო...
-ვაახ... გამაგიჟებენ ეგენი ეე... მდინარის საწინააღმდეგოდ როდის შეწყვეტენ ცურვას? ჩაილაპარაკა თავისთვის.
-და შენ როდის შეწყვეტ? ვუთხარი და გამომცდელად მივაშტერდი.
-რას გულისხმობ?
-რას არა, ვის... კატოს... სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, ბალიში გადამარტყა , თვითონ კი სწრაფად წამოდგა და სანამ ბალიშს ვესროდი , ოთახიდან გაიპარა... მეც ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე და ქვევით ჩავედი... გოგოები გაბრიელთან ერთად წერილებს კითხულობდნენ. კატო თან ვიშვიშებდა, თან ცრემლებს იწმენდდა, ბარბარე კი ხმისამოუღებლად, აცრემლიანებული თვალებით კითხულობდა....

ყველა ავფორიაქდით.. გვეგონა, უტა ჭკუიდან გადავიდოდა, მაგრამ არა... დღეებბი დღეებს მიყვებოდა, კვირები კვირებს, უტა კი ჯიუტად არ ამბობდა არაფერს მართას შესახებ. მაგრამ ცვლილება მაინც აშკარა იყო, თავის თავში ჩაიკეტა, თითქმის აღარ იღიმოდა, ჩვენთანაც ზრდილობის გამო ატარებდა დროს.... სახლი-სამსახური... სახლი-სამსახური.. ნაბიჯითაც კი არ უვლიდა გვერდს ამ რუტინულ ცხოვრებას, რამდენჯერმე ვცადეთ და მართაზე ჩამოვაგდეთ სიტყვა, მაგრამ ყური მოიყრუა და თემა შეცვალა. .. ვეღარც მე ვერ დაველაპარაკე, ისე იყო თავის ფიქრებით გართული, რომ პრობლემის დამატება აღარ მინდოდა... გადავწყვიტე, მართას დაბრუნების შემდეგ დავლაპარაკებოდი უტას.... მანამდე კი უბრალოდ ვუყურებდი, როგორ გადაიქცა ჩემი ოდესღაც ჭკუამხიარული ძმაკაცი, საქმიან ბიზნესმენად, რომელსაც საქმის გარდა არაფერი და არავინ არ ადარდებს... სკაიპით ხშირად ველაპარაკებოდით ხოლმე მართას, მაგრამ 2-3 წუთი. რეპეტიციიდან-რეპეტიციაზე გარბოდა, ან ეძინა, ამიტომ დრო თითქმის არ რჩებოდა... გაბრიელი და კატო სულ რაღაცაზე ჩხუბობდნენ, სულ რაღაცას ვერ იყოფდნენ და მათი ურთიერთობაც არ გამოდიოდა, მართას წასვლამ ყველაფერი შეცვალა... თითქოს ძველ დროს დავუბრუბდით, როცა უტა გერმანიაში იყო, მართას კი არ ვიცნობდით. გამუდმებული კონფლიქტის გგამო გაბრიელთან , კატოც თავს არიდებდა საერთო შეხვედრებს, ამიტომ დავრჩით ისევ მე და გაბრიელი და ხანდახან ბარბარე... რომელთან შეხვედრასაც მე ვარიდებდი თავს...... ასე მიყვებოდა დღეები ერთმანეთს და ვერც კი ვიგრძენით, როგორ დაბრუნდა, ოქროსფერი შემოდგომის, ვერცხლისფერი ზამთრის და აყვავებული გაზაფხულის შემდეგ მცხუნვარე ზააფხული..... აუტანელი იყო უკვე თბილისში ყოფნა... საქმე ყველას მოგვაკლდა, მაგრამ ერთად მაინც არ ვიკრიბებოდით... ყელში ამომივიდა ასეთი გაუცხოვება, ერთ საღამოს დიდი ძალისხმევის შემდეგ, ყველა ერთად შევკრიბე და განვუცხადე, რომ ნებით, ან ძალის გამოყენებით, ყველა ერთად მივდიოდით ბათუმში 2 კვირით... თითქმის ყველამ იუარა, მაგრამ იმდენი ხანი ვეჩიჩინე, რომ საბოლოოდ ყველა დავითანხმე და სამ დღეში დავთქვით წასვლა.... -იქნებ ყველაფერი შეიცვალოს......... გავიფიქრე ჩემთვის და ღიმილით დავრეკე სასტუმროში, ნომრების დასაჯავშნად...............






ზაფხულის მიუხედავად ინგლისი მაინც ნაცრისფერი და ნესტიანი ამინდით დამხვდა.. ღრმად ჩავისუნთქე ქალაქის ჰაერი და იმ გოგონასკენ გავეშურე, რომელიც ჩემს დასახვედრათ ყავდათ გამოგზავნილი. კოლეჯის საერთო საცხოვრებელში დამაბინავეს... საცხოვრებელი საკმაოდ დიდი იყო და ოთახებში თითო-თითოდ ვიყავით განაწილებულები.. იმ წამს ნამდვილად მჭირდებოდა მარტო ყოფნა, არც ახალი მეგობრების გაჩენის პერსპექტივა მხიბლავდა... სწრაფად მოვეწყვე და სასეირნოდ გავედი გარეთ... ამინდი ზუსტად ჩემი ხასიათის ფერი იყო... ოდნავ ჟინჟლავდა, ირგვლივ კი ყველაფერი ნაცრისფერი იყო.. წამით თავი შავ-თეთრ ფილმში მეგონა... მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქი იყო, მაინც სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ. უგზო-უკვლოდ დავიარებოდი, სანამ ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიას არ ჩავუარე. ვიტრინას გავუშტერე მზერა, საიდანაც სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი მანეკენი მიმზერდა. დაუფიქრებლად შევედი მაღაზიაში და მალევე ავირჩიე ტანსაცმელი, თან ვიკითხე ახლო-მახლო ტრენაჟორების დარბაზი თუ იყო და კონსულტანტმაც ჩემს კოლეჯთან ყველაზე ახლოს მყოფი სატრენაჟორო დარბაზი მიმასწავლა, გეზი მაშინვე იქითკენ ავიღე და ხუთდღიან კურსზე ჩავეწერე საღამოობით. კურსში დიეტოლოგის და ტრენერის მომსახურებაც შედიოდა და მეც დიდი იმედებით სავსემ ვიყიდე აბონიმენტი... ისევ ოთახში დავბრუნდი, თავიდან კატოსთან დარეკვა გადავწყვიტე, მაგრამ მერე გადავიფიქრე, ისევ რაჭაში იქნებიანთქო ვიფიქრე... წერილში დავუბარე, რომ როგორც კი თბილისში ჩავიდოდა , მაშინვე დაერრეკა, ასე რომ მოთმინებით დაველოდე იმ დღეს , მე კი ჩემს ახალ ცხოვრებას შევუდექი... დილას რეპეტიციით ვიწყებდით, დაახლოებით შუადღის 4 საათამდე ვმეცადინეობდით. 6 -ზე ვარჯიში მქონდა და 2 საათი დასვენებას ვანდომებდი, 8 საათამდე ვვარჯიშობდი და სახლში დაქანცული ვბრუნდებოდი. დაახლოებით საათნახევარი ვისვენებდი და შემდეგ ისევ სარეპეტიციოში მივდიოდი, რომ მომდევნო დღისთვის მემეცანიდა, ძლივს დავუბრუნდი საყვარელ საქმეს და ვერც კი ვამჩნევდი დრო როგორ გადიოდა ხოლმე... მალევე ჩემმა ახალმა , ჩემით აღფრთოვანნებულმა მასწავლებელმა, თავის ორკესტრში შემომთავაზა დაკვრა, მაღალი ანაზღაურებაც შემომთავაზა და მეც სიხარულით დავთანხმდი, სამაგიეროდ ის რამდენიმე საათიც მომაკლდა, რომლსაც დასასვენებლად ვიყენებდი. 24 საათის განმავლობაში მხოლოდ მუსიკა და ვარჯიში..
მალე კატომაც დამირეკა, დიდხანს ვისაუბრეთ... უ ტაზე არაფერს ვეკითხებოდი, მაგრამ ისევ თვითონ დაიწყო..
-გოგოო... რაღაცას გეტყვი, ოღონდ არ გაბრაზდე რაა..
-რა მოხდა კატო?
-მგონი უტას მოსწონხაარ.... მაგის და მათეს ლაპარაკს მოვკარი ყური , რომ წახვედი.. ამბობდა, რომ მათი საუბარი მოგისმენია, თუმცა ეგ ყველაფერი იმიტომ უთქვამს, რომ თავის დაძვრენა უნდოდა მათესგან და რაც პირველი მოაფიქრდა ეგ თქვა .. და გამწარებული ღრიალებდა, მათე კი საყვედურობდა, ახლა მაინც ხომ მიხვდი რომ გიყვარსო.... კიდევ ბევრს ტიტინებდა კატო, მაგრამ მე აღარ მესმოდა, ოდნავ გამეღიმა და სიამოვნების თბილმა ტალღამ დამიარა სხეულში.
-მახსენებს ხოლმე? ვკითხე მე რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, რადგან მაინც ვფიქრობდი, რომ ამ დროის განმავლობაში მაინც დამირეკავდა, თუმცა შევცდი...
-არა, ასე თქვა არც დავურეკავ, არც მივწერო, არ უნდა მივეგდე აქ ასეო... ძალიან გაბრაზებულია მართა და მართალიცაა, რას დაადე თავი და გაიქეცი, არ შეგეძლო ვინმესთვის მაინც გეთქვა? აბუზღუნდა კატო.
-ოო კაი კატ რა, ისე მოულოდნელად აეწყო ყველაფერი, რომ არც კი ვიცოდი რას ვაკეთებდი, მაგრამ კარგია, თუ ჩემმა წამოსვლამ ეგ ვაჟბატონი გრძნობები გაარკვია. აუ წავედი ახლა რა, რეპეტიციაზე მაგვიანდება.. კატოს დავემშვიდობე და ლეპტოპი დავკეცე. სწრაფად გამოვიცვალე ტანსაცმელი და სპორტულები ჩავიცვი, კატოსთვისაც კი არ მითქვამს, ვარჯიში რომ დავიწყე, სპეციალურად ისეთი რაკურსით ვესაუბრებოდი ხოლმე სკაიპში, რომ მხოლოდ სახე მიჩანდა, ისიც ვერ ამჩნევდა ჩემს დაკლებულ კილოგრამებს...
კვირები გადიოდა, მუსიკაში უფროდაუფრო დიდ წარმატებას ვაღწევდი, ანაზღაურებაც უფრო მომემატა, აი წონას რაც შეეხება, რომც მდომოდა კარგად ჭამა, უბრალოდ დრო აღარ მრჩებოდა საამისოდ. რაციონიდან შაქარი, ცომეული და სწრაფი კვება ამომაღებინა დიეტოლოგმა.. შედეგიც არ აყოვნებდა, დაახლოებით 3 თვეში 10 კგ დავიკელი და ვარჯიშით კარგი ტანი დავიყენე, სარკეში ვათვალიერებდი საკუთარ თავს ღიმილით, მაგრამ გაჩერებას არც კი ვფიქრობდი, ზუსტად ისეთი სხეულის დაყენება მინდოდა, სურათებში რომ მინახავს გოგონებზე. გამოკვეთილი მკერდი და უკანალი, ძალიან წვრილი წელი... - ამას მაინც მივაღწევ.. ვფიქრობდი ჩემთვის და უფრო მეტი მოტივაციით განვაგრძობდი ვარჯიშს.
ბავშვებთან იშვიათად ვახერხებდი საუბარს, ისიც რამდენიმე წუთი, უტაზე არავინ არაფერს მეუბნებოდა, არც მე ვკითხულობდი... თუმცა ინტერესი მკლავდა როგორ იყო, მხოლოდ მაშინ ვაძლევდი თავს მასზე მეკითხა , როცა მხოლოდ კატოს ვესაუბრებოდი, ისიც მიყვებოდა, რომ ჩემზე სიტყვას არ ძრავდა და თავიდან ბოლომდე სამსახურში იყო ჩაფლული.
გადატვირთული გრაფიკის გამო, ვერც კი ვამჩნევდი , რამდენად სწრაფად გადიოდა დრო, როგორ მიყვებოდა დღეები ერთმანეთს და როგორ უცებ შემომეცალა ხელში ერთი წელი... რა შედეგი გამოიღო ამ წელმა? პროფესორის დიპლომი, უამრავი მიწვევა ინგლისის პრესტიჟულ სამუსიკო დასებში, კოლეჯებში... დაკლებული 20 კგ... საბოლოოდ ისეთი ტანი, როგორზეც ვოცნებობდი და უტას აუტანელი მონატრება, რომელსაც უკვე ვეღარ ვუმკლავდებოდი…
ჩემი თბილისში დაბრუნების დროც დადგა.. რეისი ღამით იყო, ამიტომ დრო ვიხელთე და მას შემდეგ, რაც ბარგი ჩავალაგე, კატოს დავურეკე სკაიპში, მანაც არ დააყოვნა და მიპასუხა, აღმოჩნდა , რომ სამ დღეში ბათუმში მიდიოდნენ ყველა ერთად, ბევრი აღარ მილაპარაკია, სასხვათაშორისოდ ვკითხე, რომელ სასტუმროში ჩერდებითთქო და როცა მიპასუხა, მხოლოდ ისღა ვუთხარი, რომ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დავბრუნდებოდი საქართველოში და კომპიუტერი გამოვრთე....

-აჰაა.. ესეიგი ბათუმი ხო??? ოდნავ ჩავიღიმე და ჯგუფელებთან წავედი დასამშვიდობებლად... დილის საათზე უკვე თბილისის აეროპორტში ვიყავი და ღრმად ვსუნთქავდი მონატრებული ქალაქის ჰაერს... წინასწარ მოფიქრებული გეგმით დავიწყე მოქმედება, პირველ რიგში ტაქსი გავაჩერე და საკმაოდი დიდი თანხა გადავუხადე, რომ ბათუმამდე ჩავეყვანე.... დაახლოებით 3 საათისთვის უკვე სასტუმროს წინ ვიყავი და გულის ფანცქალით მივდიოდი, რომ თავისუფალი ადგილი ყოფილიყო. უკვე აგვისტო იყო და ბათუმი ხალხით იყო გადატენილი, ამ დროს კი თავისუფალი ნომრის პოვნა საკმაოდ ჭირს. საბედნიეროდ გამიმართლა და ნომერი ავიღე, თან ზღვის ხედით.... რამდენიმე მეტრში იყო სანაპიროდან სასტუმრო და არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა... გული გამალებით მიცემდა და ვერაფრით ვერ ვახერხებდი დაწყნარებას. დასასვენებლად წამოვწექი, თუმცა სიმშვიდემ უარესად ამაფორიაქა, სწრაფად ჩავიცვი კუპალნიკები , გრძელი მაისური გადავიცვი და სანაპიროსკენ გავეშურე... ვგრძნობდი გარშემომყოფთა მზერას და მეღიმებოდა... ეს გინდოდა ხო უტა მიქელაძევ... ჰოდა დატკბი, ყველა მე მიყურებს... ტანის კეკლუცი მოძრაობით მივედი სანაპირომდე, მაისური და პირსახოცი იქვე მივაგდე და თბილ , მაგრამ კამკამა ზღვაში შევცურე... იქამდე ვიცურე, სანამ თითები არ გამიბუჟდა... უკან გამოსვლა გამიჭირდა, ძალიან მომთენთა წყალმა... ნაპირზე ამოვედი და დაქანცული დავესვენე შეზლონგზე, თითქმის ორდღიანმა მგზავრობამ და მერე წყალმა, თავისი კვალი დამატყო და ჩამეძინა.... კიდევ კარგი, მზე ნელ-ნელა ჩადიოდა, თორემ დამწვრობას ვერ გადავურჩებოდი... დიდხანს არ მძინებია, სწრაფად წამოვდექი ფეხზე და სასტუმროში წავედი. მაშინვე კატოს დავურეკე სკაიპში. აღმოჩნდა, რომ გეგმები შეეცვალა და დღეს ღამით წამოვიდოდნენ, რომ დილით უკვე ბათუმში ყოფილიყვნენ... ღმერთო, ისე ავცახცახდი, მეგონა სიცხე მიწევდა... თითები გამეყინა და გამიბუჯდა, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, გული კი ისე მიცემდა, მეგონა გამისკდებოდა.... გარეთ სასეირნოდ გასვლა გადავიფიქრე, წყალი გადავივლე და მაშინვე დავწექი, ამდენი ხნის ნამგზავრს და ემოციებისგანდაღლილს, მაშინვე წამართვა ძილმა თავი...

დილით რომ გამეღვიძა, უკვე 11 საათი ხდებოდა.. -ნეტა ჩამოვიდნენ?! ვკითხე ჩემს თავს. -არა, არ მგონია , ალბათ უფრო შუადღისკენ ჩამოვლენ... ვუპასუხე მე თვითონვე, აივანზე გავედი. მშვენიერი ამინდი იყო... გულისცემაც შედარებით დამირეგულირდა.. ვარდისფერი საცურაო კოსტუმი მოვირგე, თმა ზევით ავიკოსე და სარკეში ჩემი თავი კმაყოფილმა შევათვალიერე. 5 წუთში უკვე სანაპიროზე ვიყავი. ნივთები შეზლონგზე მივყარე და მაშინვე წყალში შევვარდი, დიდხანს გამოძინებამ შედეგი გამოიღო და ორჯერ უფრო მეტ ხანს ვიცურე... ბოლოს კი ვინებე და წყლიდან ამოვედი... წინწკლებად მეყარა ზღვის წვეთები ტანზე.. უკვე შეზლონგზე დაწოლას ვაპირებდი, რომ ვიღაც ახმახი ამესვეტა წინ... ბოლო დროს, საკმაოდ ხშირად მიწევდა მსგავსი უცნობებისგან თავის დაღწევა და არც ამ ჯერზე გამჭირვებია.. ჩხუბამდე არასდროს მიმყავდა საქმე, ცოტას ნერვებზე მოვშლიდი ხოლმე და თვითონვე მანებებდნენ თავს.
-გამარჯობა. მითხრა ბოხმა ხმამ და უტიფრად გამიღიმა.
-გაგიმარჯოს. მივუგდე მე და პირსახოცით ზღვის წინწკლები შევიმშრალე.
-იცი, გუშინ შეგამჩნიე აქ.. ძალიან ლამაზი ხარ.. მითხრა ისე, რომ თვითკმაყოფილი ღიმილი არ მოუშორებია.
-უი მართლა? მეც შეგამჩნიე, შენ ჩემზე გაცილებით უფრო ლამაზი ხარ.. ანალოგიურად შევცინე მეც და როცა მისი გაოგნებისგან გაშეშებული სახე დავინახე, მართლა გამეცინა.
-ისა.. მადლობა...
-გეკადრება? ახლა წამოვწვები რა, თორე დავიღალე უკვე, დიდხანს ვცურავდი. ვუპასუხე მე და წამოწოლა დავაპირე, თუმცა ისევ გამაჩერა.
-ერთ წამს, შეიძლება გავიცნოთ ერთმანეთი?? -აუუუ.... აი ეს ბანალური კითხვები ბოლოს მიღებს და წყობიდან გამოვყავარ.
-არა.
-აუ რატო??? მკითხა ირონიულად.
-აუ იმიტო რო ესე მინდაა... ვუპასუხე იმავე ტონით.
-მეჯიბრები?
-არა გპასუხობ უბრალოდ.
-შენ იცი ვაფშე ვინ ვარ? მკითხა ამაყად.
-შვარცენეგერი?? ვკითხე მხრების აჩეჩვით და მის პოპკორნივით დაყრილ კუნთებს დავაკვირდი.
-ვინ?? აუ მეღადავები?
-ცოტას... გავუკრიჭე მე.
-აუ გოგო, ვაფშე ვინ ვარ იცი?
-ვააახ.. ვინ ხარ ამისთანა..
-ალექსანდრე ვარ ნაკაშიძე... უარესად გაიჯგიმა.
-დედა .... არ არსებობს.. არ გადამრიო, მართლა შენ ხარ??!!!! ვკითხე გაბრწყინებულმა.
-მიცანი ხო? მკითხა თვითკმაყოფილი სახით.
-ვერა. ვუპასუხე და მთელი ძალით დავაჭირე კბილები ტუჩს, რომ არ გამცინებოდა.
-აუუუ... გიჟია ეს გოგო.. გაღიზიანებისგან სახე დაემანჭა.. მე კაი ბიჭი ვარ... ვსო აღარ შემეძლო , არაადამიანურ სახეებს ვიღებდი, რომ არ გამცინებოდა...
-კაი ? თუ კარქი? დედა რო პურზე გაგზავნის, ეგზავნები ხოლმე??? ვეღარ ვიკავებდი თავს.
-რაააა???? აღმოხდა გამწარებულს.
-სოროკდვა.... (ბავშვობაში მიყვარდა ხოლმე ასე პასუხი).
-რა თქვი? მკითხა გაგიჟებულმა.
-რა?
-რა რა? საერთოდ დაიბნა ის.
-რააა?? ისევ გავუმეორე კითხვა.. და ავტომატურად მანაც დააკოპირა ჩემი სიტყვა.
-რა?? მკითხა უკვე დაღლილმა.
-სოროკდვაააააა............ ვუპასუხე უკვე ხარხარით.
-გიჟი ხარ? მკითხა საცოდავი სახით.
-არა, შენ?
-რააა???? ისევ გაოცება ეხატა სახეზე....
-სოროკდვაააააა........... ისევ გავუმეორე და უკვე ცრემლებს ვიწმენდდი.
-ვაახ... მე კიდევ მომეწონე, ჩაილაპარაკა დანანებით.
-მერე შენ არ გასწავლეს ბიჭო, რომ კაი ბიჭის და არ უნდა შეაწუხო?? ვუპასუხე სიცილით.
-მოიცა, ვინ კაი ბიჭის ტო?
-ვისი და უტასი.. გავიკრიჭე მე...
-უტა ვინღაა ეე..??? ვსო, ადამიანს აღარ გავდა...
-მე ვარ უტა... გავიგე ასე მონატრებული ბუბუნა ხმა და სიცილი სახეზე შემეყინა.. თითქოს ერთ წამში ამომიტრიალდა ყველა ემოცია, რასაც ერთი წლის განმვალობაში ვიკავებდი.... გული მართლა გასკდომას მქონდა, თავბრუ დამეხვა და წავიქცეოდი, უტას რომ არ დავეჭირე. შევათვალიერე, ისევ ისეთი შოკოლადის იყო, წვერი მოეშვა ოდნავ და თმა მოკლედ შეეჭრა... ტანზე გადავიტანე მზერა.. საოცარი ტანი ჰქონდა... განიერი მხრები, დაკუნთული პრესი და მკლავები... ყველაზე მეტად კი მისი ხელები მომწონდა იდაყვებიდან მაჯამდე , ნავარჯიშები დაკუნთული და დაძარღვული რომ ჰქონდა.. კიდევ გრძელი თითები...კიდევ მისი შავი , ღამესავით შავი თვალები... კიდევ მისი თმა, კიდევ მისი წამწამები, ცხვირი , ტუჩები, ყბები...ჯანდაბა, როგორ მომნატრებიაა.... თვალს ვერვაშორებდი... ცისფერი , მუხლამდე შორტი ეცვა, რაც მის შოკოლადისფერ კანს უფრო მეტად უსვამდა ხაზს...
-ფეხზე ისევ ვერ ისწავლე მყარად დგომა? მკითხა ირონიულად და ხელი გამიშვა, როგორც კი გავსწორდი, მაგრამ თვალებს არ მაშორებდა... ჯერ თვალებში მიყურა... შემდეგ მთლიანად ამათვალიერა და ისეთი სახე მიიღო, რომელიც მანამდე არასდროს არ მენახა. -და ამისთვის წახვედი ერთი წლით დაუმშვიდობებლად საქართველოდან?? მკითხა და კიდევ ერთხელ ამათვალიერა გაბრაზებულმა.
-რა გინდა უტა? შენ ხომ მხოლოდ ისეთი გოგოები მოგწონს, რომელსაც ყველა გამვლელი თვალს აყოლებს, საოცარი ტანი აქვს და ყველა ბიჭი მასთან შეხვედრაზე ოცნებობს? აჰა... მეც მაყოლებს უკვე ყველა გამვლელი თვალს და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიჭი ოცნებობს ჩემთან ურთიერთობაზე.. რას იტყვი?ახლა შეიძლება, რომ მოგეწონო? თუ ახლაც ვერ აღმიქვამ გოგოდ? ვუთხარი თითქმის ერთი წლის განმავლობაში გონებაში დაზეპირებული სიტყვები და ამაყად შევხედე. მას კი არაფერი არ უთქვამს.. ცინიკურად მიყურებდა. მოულოდნელად კი მხარზე მომიგდო და წყალში შემიყვანა, არაფრად აგდებდა ჩემს კივილს... საკმაოდ ღრმად შევიდა და მხოლოდ მაშინ ჩამომსვა, როცა გარშემო ვერავინ ვეღარ დაინახა...მას მკერდამდე სწვდებოდა წყალი, მე კი ნიკაპს მიფარავდა...
-ესეიგი მოგწონვარ ხო? მკითხა ცინიკურად და თვალი თვალში გამიყარა.
-რაა?? საიდან მოიტანე... სულ გაგიჟდი ხო ამ ერთი წლის მანძილზე?
-არა რატო? შენ თვითონ ართქვი შენ ხომ მხოლოდ ისეთი გოგოები მოგწონს, რომელსაც ყველა გამვლელი თვალს აყოლებსო, საოცარი ტანი აქვსო ახლა უკკვე მეც მაყოლებს ყველა გამვლელი თვალსო და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიჭი ოცნებობს ჩემთან ურთიერთობაზეო..ახლა შეიძლება, რომ მეც მოგეწონოვო? ანუ ასეთ ფორმაში ჩემს გამო ჩადექი? გინდა , რომ მომეწონა... ისევ ცინიკურად იღიმოდა.
-რა იდიოტი ხარ.. არა, არ მომწონხარ, არც არასდროს არ მომწონდი და არც მომეწონები.. ასეთ ფორმაში კი მხოლოდ ჩემითავისგამო ჩავდექი....
-დარწმუნებული ხარ, რომ არ მოგწონვარ? მკითხა გამომცდელად.
-სრულებით.
-და არც არასდროს მოგწონდი? ახლოს მოვიდა ჩემთან.
-არასდროს. ჩავილაპარაკე ხმააკანკალებულმა.
-და არც არასდროს მოგეწონები ხო?? უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან... მისი სუნთქვა უკვე სახეს მწვავდა, მისი სხეული კი ჩემსას ეხებოდა...
-არასდროს... ამოვიჩურჩულე მე.
-მაგასაც ვნახავთ... მითხრა და სანამ მისი ნათქვამს გავიაზრებდი ისევ ხელში ამიყვანა და მუცელზე შემომისვა.. ინსტიქტურად ხელები კისერზე მოვხვიე, რომ არ გადავვარდნილიყავი.. გაეღიმა.. -ანუ არასდროს არ მოგეწონები ხო?
-არასდროს. ვუპასუხე საბოლოოდ ხმაჩახლეჩილმა და საბოლოოდ შემეკრა სუნთქვა, როცა უტა ტუჩებზე დამწვდა, გაშმაგებით მკოცნიდა, თითქოს ერთი წლის მონატრება, ბრაზი, ტკივილი და სიხარული ამ ერთ კოცნაში გადმოიტანა.... ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა... თითოეული უჯრედი გამეყინა, გამიბუჯდა, თვალებს ვერ ვახელდი, მინდოდა , რომ მისთვის ხელი მეკრა, მომეშორებინა, მაგრამ უფრო მეტად ვეკვროდი სხეულზე და ისიც უფრო გახელებული მკოცნიდა... მოულოდნელად კი მომიშორა და ისევ წყალში ჩამსვა...
-ამის მერე ეცადე, არ მოგეწონო............ მითხრა ღიმილით, ზურგზე დაწვა და ძლიერად მოუსვა მკლავები.. რამდენიმე წამი სიცილით მიყურებდა, მერე კი მოხერხებულად ამობრუნდა მუცელზე და ჰორიზონტამდე გაცურა...............



№1  offline წევრი natia-natia

აუ მაგარია რა საოცარი წყვილია

 


№2 სტუმარი ghjk

momeshala nervebi ra. es Gogo tyuilad gaushvi inglisshi? ise gaakete ro uta awvalo tore gavbrazdebii :D male dzalian momwons

 


№3 სტუმარი lile

she maimunis tavo shen gacherdi gogo ikit :-D:-D:-D:-D♥♥♥♥

 


№4  offline წევრი kora

ირინაააა რა მაგარი გოგო ხარ შენ love ზუსტად ასეთი ემოციური და გემრიელი თავის წაკითხვა მჭირდებოდა ახლა love ჯერაც ვერ გამოვსულვარ ემოციებიდან, საოცრება ხარ love
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი Teo..

Vaime ra magari gogo xar Irina .ragazlebs 12 saatamde . vgijdebi am wyvilze.

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

უჰ ჰუ ჰუუუ რა მაგარი თავი იყო , მოემზადეთ ახლა იწყება არ დავიწყება ვოტ ტაკ არ დააგვიანო იცოდე გელოდები.

 


№7  offline წევრი milangirl

ახლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა. მაგარი წყვილია რა უტა და მართა. ალბათ ახლა დაიწყება მართას წვალება და ნერვების მოშლა და მეც ძალიან გავერთობი. ველოდები შემდეგ თავს.

 


№8  offline წევრი ირინა

ტომა
უხხხხ რა თავი იყოოოოო
ირინა რა მაგარი ხარ love

tomaa madloba❤️❤️

natia-natia
აუ მაგარია რა საოცარი წყვილია


mixaria tu moogwons❤️❤️

ghjk
momeshala nervebi ra. es Gogo tyuilad gaushvi inglisshi? ise gaakete ro uta awvalo tore gavbrazdebii :D male dzalian momwons



:d egac iqneba❤️

 


№9  offline წევრი gvanciii kereselidze

Vauuu dzan magarii iyooo
--------------------
G.ke

 


№10  offline მოდერი bibo

არსად არ დამიწერია მე შენთვის კომენტარი არადა წინაც სუ სიცილ ხითქით კუჩის გახევამდე სიცილით ჩავკითხე...კარგი ხარ ტორტო საუკეთესო მომეწონა ძალიან მარწყვოოოო მე ეხა დვიწყე ამის კითხვა და მაგიტო აწი დავიწყე კომის წერაც აწი არ მოგაწყენ ვარდო კოკოროოოოო love love კარგია ძალიან ძალიან მომწონს ტორტის დიდზე დიდზე დიდიზე დიდო ნაჭერო

 


№11  offline წევრი ირინა

bibo
არსად არ დამიწერია მე შენთვის კომენტარი არადა წინაც სუ სიცილ ხითქით კუჩის გახევამდე სიცილით ჩავკითხე...კარგი ხარ ტორტო საუკეთესო მომეწონა ძალიან მარწყვოოოო მე ეხა დვიწყე ამის კითხვა და მაგიტო აწი დავიწყე კომის წერაც აწი არ მოგაწყენ ვარდო კოკოროოოოო love love კარგია ძალიან ძალიან მომწონს ტორტის დიდზე დიდზე დიდიზე დიდო ნაჭერო



auuu vaimee dzalian didi madloba❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი Black

Iro<3kargi iyo dzalian sagol jigruli tavia;)

 


№13  offline წევრი ირინა

Black
Iro<3kargi iyo dzalian sagol jigruli tavia;)


❤️❤️❤️ mixaria tu mogewona)))

 


№14  offline წევრი შამხათი

აუ რა მაგარი იყო, ველოდები შემდეეეეგს love

 


№15 სტუმარი Anne

Ra keni irina es?! *turashxias kiloti* Au dzalian dzalian kargi xar, magram... Utac araa mtlad nartali. Aseti "Advili" ar datovo marta ra, cota gaagijon ertmaneti tanaxna var jandabas ^____^ au ra moicdis ase arapers davlodebivar.. :'(

 


№16  offline წევრი ირინა

Anne
Ra keni irina es?! *turashxias kiloti* Au dzalian dzalian kargi xar, magram... Utac araa mtlad nartali. Aseti "Advili" ar datovo marta ra, cota gaagijon ertmaneti tanaxna var jandabas ^____^ au ra moicdis ase arapers davlodebivar.. :'(

hahaaa didi madlobaaa am tavshi ukve daiwyeba dachma dareva)))))

 


№17  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ირინა,კარგი გოგო ხარ შენ,საოცრად პოზიტიური.შეცდომებსაც თუ მიხედავ უფრო კარგი გოგო იქნები.წარმატებები

 


№18  offline წევრი aNuGi

erti suli makvs rodis daickeba utas "gamcareba" :D dzalian magaria, male dade ra <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent