შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გაგიცანი...(2)


15-03-2016, 14:21
ავტორი Shameless
ნანახია 2 544

...სანამ თვითონ არ გამომელაპარაკა:
-უკაცრავად, რომელი საათია?-ამ კითხვაზე წამოვიწიე და ჩემკენ მობრუნებულ გოგოს გაკვირვებულმა შევხედე.
-ტელეფონი დამიჯდა.-დარცხვენით გამიღიმა და თავისი ღია ცისფერი თვალებით ამომხედა.
-12:15 ვუპასუხე დაპროგრამებულივით.
-სერიოზულად?-გაოცდა.-მომკლავს...-ჩუმად ჩაილაპარაკა და სწრაფად წამოდგა.
  ლურჯ ბიკინიზე თეთრი გამჭირვალე კაბა გადაიცვა, თავისი ნივთები აიღო და იქაურობას გაეცალა.
  ვუყურებდი როგორ მიუყვებოდა ქვებიან აღმართს და როგორ უბზინავდა მოყავისფრო-მოოქროსფრო გრძელი თმა. საშუალო სიმაღლის იყო და პატარა ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თვალი გამიშტერდა, თუმცა მალე მოვედი აზრზე, ისევ წამოვწექი შეზლონგზე და ყურსასმენები გავიკეთე.
  პლიაჟზე დიდხანს ვერ გავჩერდი, ძალიან დამცხა. სანამ სახლში ავიდოდი, მაღაზიაში შევედი და ცივი წყალი ვიყიდე გზაში დასალევად. აღმართს ნელა ავუყევი. აქეთ-იქით ვიყურებოდი. "რა ლამაზია"-ვფიქრობდი ჩემთვის, ბუნების სურათით დამტკბარი. ხალხთან ურთიერთობას ხესთან ლაპარაკი მირჩევნია. ასე მგონია უფრო მეტად გამიგებს, ვიდრე საკუთარი დედა. რაღაც ტკივილი ვიგრძენი გულში, თითქოს ათასი ნემსით დამჩხვლიტესო. ფაქტია, უზომოდ მინდოდა ჩემიანების მხარდაჭერა.
  ასეთ სევდისმომგვრელ და გულისდამწველ ფიქრებში ვიყავი, როცა შევამჩნიე რომ უკვე სახლთან ვიყავი. პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი. სანდროს ისევ ეძინა. ლოგინზე მძიმედ დავეშვი და ჭერს მივაშტერდი.
-მიმიღებენ...არ მიმიღებენ...მიმიღებენ...არ მიმ...
-მშობლებზე ამბობ?-ახალგაღვიძებული სანდროს ხმა გავიგე.
-ჰო...
-გასაგებია.
-მეტს ვერაფერს მეტყვი?-გავღიზიანდი.
-მითხარი რა პასუხს ელი და გეტყვი.
-შეკვეთილი პასუხები არ მჭირდება.-ლოგინიდან წამოვდექი, პირსახოცი ავიღე და ოთახიდან გავედი.
  სააბაზანოსთან შევჩერდი. კარი ჩაკეტილი იყო. ფანჯრის რაფას მივეყრდენი და ლოდინი დავიწყე. იმდენად ნერვებათხრილი ვიყავი ჩემს ძმაზე, რომ შეიძლება პირველი შემხვედრი მეცემა. ხის რაფას ხელები მაგრად მოვუჭირე.
-ხიჭვი...აა...ამის...-ამ დროს სააბაზანოს კარები გაიღო და იქიდან ვიღაც გოგო გამოვიდა.
  შევხედე. ძალიან მეცნო. ნამდვილად. ის გოგო პლიაჟიდან.
-კარგად ხარ?-გაოცებული მომაშტერდა.
  ერთი წამით შევხედე, მერე თავი ჩავხარე, ხიჭვს დავუწყე წვალება და მოკლედ ვუპასუხე:
-კი.
  მისი ჩუმი ჩაცინება გავიგე.
-გაანებე თავი, ნემსს მოვიტან და ამოგიღებ.
  გამეცალა და ძალიან მალე ნემსით ხელში დაბრუნდა.
-მანახე.
  ჩემს ქმედებას არ დალოდებია, პირდაპირ აიღო ჩემი ხელი და თავის პატარა ხელისგულში მყუდროდ მოიმწყვდია. გულში ბავშვური სითბო ჩამეღვარა. მის კონცენტრირებულ სახეს შევხედე. საყვარელი, ლამაზი და ბავშვური სახე ჰქონდა.
-ესეც ასე.-ამომხედა და გამიღიმა.
-მადლობა.-ვუთხარი გაქვავებული სახით და სააბაზანოში შევედი.
  ტანზე გადავივლე. ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა, მაგრამ რაღაც არ გამომდიოდა.
  ოთახში დაბრუნების და სანდროსთან რაიმე საუბრის გაბმის სურვილი არ მკლავდა, ამიტომ პირდაპირ გარეთ გავედი და მაგიდის გარშემო დაწყობილი სკამებიდან ერთ-ერთზე დავჯექი. ცაში ავიხედე და ისევ ფიქრი დავიწყე. თავი გავაქნიე. არ მინდოდა გახსენება.
-ცუდ ფიქრებს თავიდან იშორებ?-უკვე ნაცნობი ხმა გავიგე.
  გაუხედავად მივხვდი რომ ისევ ის გოგო იყო.
-ჰო, რაღაც ეგეთი.-ვუპასუხე უემოციოდ.
-მერე? გამოგდის?
-არა.
-ცივი ყავა ნაყინით გინდა?-ახლა უკვე შევხედე გოგოს.
-გაასწორებდა.-ვთქვი და ცალყბად გავუღიმე.
-აიღე.-მანაც გამიღიმა, მხოლოდ ჩემგან განსხვავებით ტუჩის ორივე კუთხე აეწია და ბევრად ნაზი იყო.-თუნდ ასეთი, მაგრამ შენს სახეზე სხვა ემოციაც დავინახე.
-ანუ?-ცოტა არ იყოს დავიბენი.
-დაიკიდე.-მითხრა უდარდელი სახით და ხელმეორედ მიმითითა ჭიქაზე.
  ჩვენი უცნაური, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად შვებისმომგვრელი საუბრის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ მალე გარეთ მისი დაქალი გამოვიდა.
-როგორც იქნა, გაიღვიძე.-სიცილით მიმართა.
-აუ, ტასო, გეხვეწები ცივი ყავა გამიკეთე რა.
-ჰო, ჰო, ახლავე.-მხიარულად უპასუხა.
  წამოდგა და სახლში შევიდა.
-ტასო, ანასტასია...-ვთქვი ჩემთვის და რატომღაც გამეღიმა.
  მისი დაქალი აქვე დაჯდა და შემომხედა.
-ანა.-ხელი გამომიწოდა.
-ლუკა.-საპასუხოდ გავუწოდე და ჩამოვართვი.
-სასიამოვნოა.
-აჰა, ჩემთვისაც. 
  ტასო მალე გამოვიდა ცივი ყავით ხელში.
  გოგოები საუბრობდნენ, მე კი ჩუმად ვიჯექი და აღმოვაჩინე რომ ტასოსკენ ვაპარებდი თვალს. "ძალიან საყვარელია"-ეს აზრი ამეკვიატა.
  სულ მალე სანდროც გამოვიდა და დავაფიქსირე მისი გატაცებული გამოხედვა, რომლითაც ის ანას უყურებდა და ანას პასუხი. მაშინვე მივხვდი, რომ ამ დასაწყისს ცუდი დასასრული ექნებოდა.
 



№1 სტუმარი nini

ar momwons roca dzmebi ertmanetis mimart aseti civebi ariann da gamoasworeee.es bichic daubrune chveul cxovrebasss

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent