დუჩე (სრულად)
თსუ-ს პირველი კორპუსიდან გამოვრბივარ,კოკისპირული წვიმისგან თავდასაცავად მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავრბივარ,მაგრამ აქ დიდხანს დგომას არ ვაპირებ,ისედაც 9საათია და მარშუტკები კვარტალში ერთხელ მიჩერებენ.წვიმა ხომ არ დამადნობს,ვფიქრობ და კვლავ ვუბრუნდები წვიმიან ქუჩებს!მაისის ბოლოა,ამიტომ გარციცისფერი კლასიკური სტილის შარვალი მაცვია და შავი უბრალო მაიკა,მუდამ დაულაგებელი თმა მაღლა მაქვს აწეული და ცალი ხელით ჩანთას ისე ვარ ჩაფრენილი,თითქოს ვინმე მართმევდეს.წვიმა თითქმის არ ჩერდება,მე კი გაჩერებასთან ვდაგავარ აგერ უკვე ოცი წუთია მარშუტკას ველოდები. სამწუხაროდ არ მყავს ისეთი შეძლებული ოჯახი,რომ 20 წლის ასაკში მანქანა ეჩუქებინათ და სიმართლე გითხრათ ეს ფაქტი,საერთოდ არ მაღელვებს.ძალიან მიყვარს საზოგადო ტრანსპორტი,რამდენი სიახლის აღმოჩენა შეიძლება,თქვენ არც იცით.წარმოიდგინეთ,შეგიძლია იჯდე შენთვის და შეისწავლო ყველა ადამიანის ქცევა,მანერები,თუ გამიმართლა და ტელეფონზე საუბრობენ ხოლმე,ბევრად უკეთესი.მათ პირად ცხოვრებასაც გავეცნობი,ვიცი რომ სხვისი საუბარი არ უნდა მოისმინო,მაგრამ ეს ძალიან საინტერესოა.და აი უკვე მესამედ მოდის ჩემი მარშუტკა და ვიმდეოვნებ ეს მაინც გამიჩერებს,არც ვცდები.წვიმის წვეთებისგან დაწინწკლულ მკლავებს მჭიდროდ ვკიდებ კარებს და ბოლოში მივდივარ,რა თქმა უნდა ისევ ფეხზე დგომა მიწევს და არ ვიმჩნევთ ჩემს სველ ტანსაცმელს.გრძელ თითებს სკამის საზურგეს ვკიდებ,რომ არ წავიქცე და თან მარშუტკაში გაჟღერებულ ჰანგებს ვაყოლებ თითებს.სიმართლე გითხრათ ერთადერთი რამაც შეიძლება ჩემში აღგაფრთოვანოთ ეს გრძელი და მოვლილი თითებია,დანარჩენი ყველაფერი ზედმეტად უბრალო და ჩვეულებრივი მაქვს.არც მკერდი,არც მკვრივი საჯდომი,არც ულამაზესი პირ-სახე,უბრალოდ ეკა ვარ ბარბაქაძე.ამ ფიქრებში ვარ გართული მოულოდნელად რომ ამუხრუჭებს მძღოლი და რომ არა წინ მჯდარი ქალის მოხერხებულობა აუცილებლად გავიტანდი საქარე მინას."ცხვირბანჯგვლა"-ჩავიჩურჩულე მძღოლზე გამწარებულმა და ისევ ჩემ ადგილს დავუბრუნდი,ამ დროს კი ამოდის ვიღაც ბრგე და მხარბეჭიანი ვაჟკაცი,უადგილობის გამო გვერდით მიდგება და ზედაც არ მიყურებს.მისი უინტერესო მზერა არც მიკვირს,მთელი ოცი წელია არცერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი არ დაინტერესბულა ჩემით და ვერც ეს გამაკვირვებს,მაგრამ რატომღაც მასზე ვბრაზდები.მზერას ვაპყრობ,რომ კარგად შევისწავლო,ჩემზე ბევრად მაღალია,თუმცა რა გასაკვირია,მეათე კლასელი ბავშვიც კი ჩემზე მაღალი იქნება.პროფილით დგას და ამიტომ პირველი თვალში მისი ოდნავ კეხიანი ცხვირი მხვდება,შემდეგ სქელი ტუჩები და დაბალი წვერი,შემდეგ შავი წარბები,თვალებს ვერ ვხედავ თუმცა ვხვდები,რომ აუცილებლად შავი და მუქი ექნება,აი ისეთი მე რომ მიყვარს.თვალი მისი კისრისკენ გამირბის,პერანგის საყელოდან მაინც უჩანს ტატუს ნაწილი,მაგრამ ვერ ვხედავ კარგად და ვერც ვხვდები რა შეიძლება იყოს.მხოლოდ ახლა ვამჩნევ,რომ სმოკინგშია გამოწყობილი და თავზარი მეცემა.რატომღაც,ვერ ვიტან ასე სოლიდურად გამოწყობილი მამაკაცები საზოგადო ტრანსპორტით რომ სარგებლობენ,ზედმეტად არისტოკრატიულები არიან ამ გარემოსთვის.ახლა მართლა ვღიზიანდები მისი ჩაცმულობით,კაბით რომ მდგარიყო უფრო მესიამოვნებოდა.მზერა მის თითებზე გადამაქვს,მასაც ლამაზი თითები აქვს,ჩემზე ლამაზი!ახლა ესეც მაბრაზებს,რომ ამითაც მაჯობა.ალბათ,ჩემ მზერას გრძნობს და ტუჩის კუთხეს ტეხავს ისე,რომ ზედაც არ მიყურებს.ცეცხლი მეკიდება,ამიტომ თავს ვანებებ და ახლა ფანჯარას მივშტერებივარ.სიმწრით მაგრად ვაჭერ საზურგეს თითებს და უცებ რაღაცნაირ ხმას გამოსცემს,გვერდით მდგარ აყლაყს კი მზერა ჩემი ხელებისკენ გაურბის და ახლა მე ვხვდები,როგორ აშტერდება ჩემს მკლავებს და თითებს.ნერვიულობისგან კვლავ ვათამაშებ თითებს და ისიც არ აშორებს მზერას,ისე უყურებს თითქოს გემრიელი ნუგბარი იყოს და ერთი სული აქვს,როდის შეჭამოს.დაახლოებით ათი წუთი ასეა მიშტერებული და მეც ნაგლად არ ვიღებ ხელს,რადგან მსიამოვნებს რომ ვიღაცას ჩემში რაღაც მოეწონა.მოულოდნელად ტელეფონის ხმა ისმის და ვხვდები,რომ მას ურეკავენ.დაბნეულია,მზერას აშორებს ჩემს მტევნებს და ტელეფონს პასუხობს.ხმაც იდუმალი და ამოუცნობი აქვს: -ხო ემილი! -..... -ახლა ვერ დაგელაპარაკები!-ხმაში სიმკაცრე მატულობს. -.....-ახლოს ვდგავარ და რატომღაც იმ ემილის წრიპინა ხმა მჭრის სმენას. -ემილი!დავიღალე! -.... -დიდი ხანია ორივემ ჩვენი გზა ვიპოვეთ,ასე რომ დროა შემეშვა-მობეზრებული ატრიალებს თვალებს. -.... -ღმერთმა დამიფაროს შენ ადგილას ოდესმე აღმოვჩნდე. -..... -ნიანგის ცრემლები შენ საყვარლებს აფრქვიე,ნახვამდის!-ტონს უწევს და რომ არა ეს ხალხი,ალბათ ტელეფონსაც მიაფშვნიდა.რატომღაც იმის წარმოდგენა,რომ მასაც მოუშალეს ნერვები სიამოვნებას მგვრის და მეღიმება.როგორც აღმოჩნდა ხვდება,რომ მასზე ვიცინი და ჩემკენ ტრიალდება.დიახ,არ შევმცდარვარ,სიკვდილივით შავი თვალები აქვს და მე ის მაჯადოვებს.ღიმილი სახეზე მეყინება და მზერა კვლავ ფანჯრისკენ გადამაქვს.თუმცა ვხვდები ღიმილი როგორ ეპარება და კვლავ ჩემს მტევნებს ათვალიერებს.ერთი გაჩერებაა დარჩენილი ჩემ სახლამდე,უცნობი კი აჩერებს მარშუტკას და ჩადის.ძალიან მინდა რომ გავყვე,გავიგო სად მიდის,მაგრამ ამისთვის ზედმეტად გაუბედავი ვარ.გულში მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებს-"წასვლამდე მხოლოდ ერთხელ შემომხედე","გთხოვ!","მხოლოდ ერთი მზერა".თითქოს ჩემი ესმისო,ჩემკენ ტრიალდება სრულიად უემოციო სახით,ცივი თვალებით მიყურებს და კვლავ იდუმალი ხმით ამბობს -"თქვენი გადახდილია!".უცებ ტრიალდება და ჩადის.მეე? მე უბრალოდ მეღიმება და შემდეგ გაჩერებაზე მარშუტკას ვტოვებ. ამ ამბიდან სულ რამდენიმე დღეა გასული,მე კი მაინც მასთან ვარ ფიქრებით.რაღაცნაირი იყო და ეს მიზიდავს,ჯერ იქიდან დავიწყოთ ბოლო ბრენდის სმოკინგით რომ მარშუტკაში გამეჩითა,მერე მისი უემოციო და სიკვდილივით შავი თვალები გავიხსენოთ და ბოლოს,მისი ჩაცმულობისგან სრულიად განსხვავებული ტატუც.ჩემთვის ასეთი არსებები ზედმეტად კარგები არიან,მე ზედმეტად უბრალო და უარაფროვარ.და მიუხედავად ასეთი კრიტიკისა,მაინც ვიცი ჩემი თავის პატივისცემაც და ფასიც.და აი,გადის ერთი კვირა,შემდეგ მეორე.ის ყმაწვილი კი არ ჩანს,მე კი ყოველ დღე ველოდები,მჯერა რომ მოვა.მჯერა,რომ ჩემი მტევნებისა და თითების ხათრით მაინც მოვა.მაგრამ ვაი,ვაი რომ არ ჩანს!ისედაც წყნარი მე,კიდევ უფრო ვიძირები უემოციო სამყაროში,არა და მინდა მყავდეს ირგვლივ ისეთი ადამიანები,რომლებთანაც ვიქნები ის,ვინც ვარ.ვიცი,რომ მხიარული ვარ,ემოციებიც ბევრი მაქვს და შემიძლია სიგიჟეებიც ვაკეთო,მაგრამ ამისთვის მჭირდება მეგობარი,რომელთანაც ამ ნაბიჯებს გადავდგავ.ამ ფიქრებში გართული,უცებ დედამიწაზე ვეშვები.იმ წამს მგონია,რომ ამერიკა აღმოვაჩინე,ყურებამდე გაღიმებული მარშუტკაში ავდივარ.თან ჩემ თავს ვუბრაზდები,როგორ აქამდე არ გამახსენდათქო,მე ხომ ვიცოდი სადაც ჩამოვიდა,მე რა რომ მისი სახელი არც კი ვიცოდი,მთავარია არსებობდა გაჩერება,სადაც ჩამოვიდა.რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ მეც იქ ჩამოვდივარ და ვხვდები,რომ ვგიჟდები,ადრენალინი მიპყრობს,მგონია რაიმე სასწაული გავაკეთე ამით. ბედნიერი და ამაყი ვარ,მაგრამ რითი მეც არ ვიცი.უბრალოდ დავდივარ და მთელ უბანს ვუვლი კრუგებს,ყველა მამაკაცში მას ვეძებ,ყველა ფანჯარას ვუყურებ და მგონია,რომ რომელიმე მათგანში დავინახავ.თითქმის ორი საათი უგზო უკვლოდ ვიბოდიალე,სანამ არ ჩამობნელდა და მეც დიდ ხესთან მიმაგრებულ სკამზე არ გავწექი,ხელები გულზე დავიკრიფე,თითები კვლავ ავათამაშე და ცას ავხედე,თუმცა მწვანე,ხასხასა ფოთლების გარდა არაფერი ჩანდა.დაღლილი ვიყავი და სუნთქვაც გამხშირებოდა,ძველი ენთუზიაზმიც სადღაც გამქრალიყო და ახლა უკვე ვბრაზობდი,რომ ავცანცარდი და ვიღაც იდიოტის გამო მთელი უბანი ფეხით შემოვიარე.თვალები დავხუჭე,რომ არ ამტირებოდა და თითები კვლავ ავათამაშე,ცოტაც და სიზმრების სამყაროში გადავეშვებოდი,მოულოდნელად ვიღაცამ ცერა თითი ძალიან ნაზად რომ დამისვა მთლიან მკლავზე,მერე კი ხელი ჩამჭიდა და უცებ წამომახტუნდა ფეხზე.შეცბუნებული ვუყურებდი სპორტულებში გამოწყობილ უცნობს და ვხვდებოდი რომ,ვინც ეძებს ის აუცილებლად პოულობს.ემოციებით დატვირთულმა ძლივს გავუსწორე მზერა და იმ წამს მე დავიკარგე,მასში დავიკარგე.აღარ ვიყავი ეკა ბარბაქაძე,ახლა მის სხეულში ჩასახლებულ სულს უფრო ვგავდი და მე ეს მაბედნიერებდა!ჩემი ხელი კიდევ უფრო კარგად მოიქცია თავის ნატიფ თითებში და გამაქცუნა.მირბოდა და მეც მივყვებოდი,არ ვიცი ვინ იყო და რა უნდოდა,მაგრამ მე მას ვენდობოდი.უცებ სადარბაზოში შევედით და ამავე ტემპით ვირბინეთ მეხუთე სართულამდე, შემდეგ ერთ-ერთი კარისკენ მიბიძგა და მასში გავუჩინარდით.ჩემი მოდუნებული კუნთები საშინლად დაღლილიყო ამდენი მოძრაობით,ფეხზე ძლივსღა ვიდექი,მაგრამ მისი ჩაკიდებული ხელები კვლავ მამცნობდნენ,თუ რისთვის ღირდა სიცოცხლე.და მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე,რომ ეს სახლი კი არა უბრალოდ თეთრი კედლები იყო,გაშიშლი სივრცე ერთი პატარა მაგიდით,მასზე დადგმული ლეპტოპით და ერთი ხის საწოლით. გულში გამეღიმა,გამეღიმა რომ ისიც ისეთივე უბრალო იყო როგორიც მე და ამით მაინც ვგავდით ერთმანეთს.სანამ მე სახლს ვათვალიერებდი,უცნობი იდგა და თვალს არ მაშორებდა,ცდილობდა ჩემი ემოციები გამოეცნო.მე კი ვდუმდი,თუმცა ახლ გამახსენდა,რომ არც არასდროს გამოვლაპარაკებივარ.მოულოდნელად წინ ამესვეტა და თვალებში ჩამხედა: -რა იყო არ მოგეწონა? უფრო მეტს ელოდი? -არა,მე ის მომწონს! -ღადაობ?-ირონიულად შემომხედა -არა,ის... ის შენ გგავს!-გაოცებულმა შემომხედა და დავინახე როგორ გაეღიმა,თავისთვის მაგრამ მაინც შესამჩნევად. -ანუ სახლი მოგეწონა? -კი,თან ძალიან!-მართლა გულწრფელი პასუხი გავეცი და მზერა გავუსწორე. -ანუ გამოდის მეც მოგწონვარ-გამარჯვებულის იერით შემომხედა და მზერა ჩემს გაცრეცილ ტიჩებზე გადაიტანა.მოულოდნელად წამოვხურდი და პირველად ვიგრძენი თუ რას ნიშნავს,როცა ჰორმონები მოქმედებას იწყებენ. -არაა,მე ეს არ მითქვამს!-შევეცადე მკაცრი ვყოფილიყავი. -როგორ არა,შენ თქვი რომ სახლი,რომელიც მე მგავს,მოგწონს.დასკვნა: შენ მე მოგწონვარ! -მაშ,ასე გამოდის!-და მე საკუთარ თავს არ ვგავდი,ძველი ეკა ამას ვერ იზამდა,ძველი ეკა ძალიან მორცხვი და თავმოყვარე იყო.მე ამას არასდროს ვიზამდი!მოულოდნელად ჩემკენ დაიხარა და ის იყო პირველი მამაკაცი რომელიც შემეხო.და მე სულ აღარ მაინტერესებდა ჩემი თავმოყვარეობა,არც ის რომ სრულიად უცხო მამაკაცს ამდენს ვაბედინებდი,არც ის რომ ეს კაცი ჩემთვის ზედმეტად კარგი იყო,საერთოდ ამ წამს ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი და ასეც მოხდა.მე ის მიზიდავდა,მე ის უკვე მიყვარდა,მისით ვიყავი შეპყრობილი.მოულოდნელად ფანჯრის რაფაზე შემომსვა და მაიკა გამაძრო,შემდეგ ბიუსჰალტერიც შემიხსნა და რამდენიმე წამი ჩემს უხორცო მკერდს დააშტერდა,უყურებდა ისე როგორც რაიმე ნახატს ან შედევრს.სირცვხილი ვიგრძენი,არა იმიტომ რომ შიშველი ვიდექი,არამედ იმიტომ,რომ ალბათ იმედი გავუცროე. მე არ მქონდა ის სიმდიდრეები,რაც კაცებს ასე ხიბლავდათ.ხელები მკერდზე ავიფერი და წასვლა გადავწყვიტე,უკან რომ დამაბრუნა და ხელები ჩამომაწევინა.ნაზად შემეხო მკერდზე,მეფერებოდა და რაღაც ფიგურებს ხატავდა მასზე. -არ უნდა გრცხვენოდეს იმის რაც გაქვს,რადგან შენ ყველაზე წმინდა ხარ,ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი!-მოულოდნელად ტუჩით შეეხო მკერდის დვრილებს და მე გავითიშე,გავედი ამ განზომილებიდან.ეს იყო პიკი სიამოვნების,ნეტარების.ეს ენით აუღწერელი გრძნობა იყო.ის მეხებოდა ხელებით,ტუჩებით მთელ სხეულზე და ხატავდა რაღაც ამოუცნობ ფიგურებს,რომლებიც სიამოვნებას მიორმაგებდნენ.გავთამამდი და მაიკა გადავაძრე,მისი სხეული ნამდვილი იდეალი იყო,ჩემისგან განსხვავებით,მაგრამ მას მოწონდა ის რაც მქონდა და მე ეს მაკმაყოფილებდა.მთელი სხეულზე სვირინგები ჰქონდა,ყველა სხვადასხვა ფორმის და მივხვდი, რომ მსურდა მისი გავმხდარიყავი,მხოლოდ მისი და სხვისი აღარავის.ამ ფიქრებში ვიყავი,მოულოდნელად რომ მომშორდა,ჩემ ტიტველ სხეულს თვალი შეავლო და შემდეგ თავისი ხელით ჩამაცვა ყველაფერი.თან მიღიმოდა და ყელში მკოცნიდა,მე კი ვბრაზობდი,რომ მზად ვიყავი თავი მიმეძღვნა იმ კაცისთვის,რომელსაც ჩემთან ს.ქსი არ უნდოდა.ალბათ მიხვდა,რომ ვბრაზობდი,საერთოდ ის ჩემსას ყველაფერს ხვდებოდა და იგებდა. -ნუ ბრაზობ,ამის დროც მოვა,პატარა ქალბატონო!-გულწრფელად გამიღიმა და კიდევ ერთხელ მაკოცა.ხმა რომ არ ამოვიღე ისევ მან განაგრძო: -მგონი დროა,ერთმანეთის სახელები გავიგოთ. -მე ეკა,ეკა ბარბაქაძე!-აი ისე ვთქვი,პირველ კლასელი ბავშვები გაჯგიმული ლექს რომ ყვებიან ხოლმე.ამაზე გაეღიმა უცნობს და ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა. -გიორგი გოგიტიშვილი,შენთვის უბრალოდ დუჩე!-დუჩეს ხსენებაზე ისტერიული სიცილი ამივარდა,ამაზე კი ცოტა გაბრაზდა ჩვენი უცნობი.დაახლოებით ათი წუთი ვიხარხარე,ბოლოს ისე ვქენი ისიც გავაცინე,მაგრამ მაინც დამისერიოზულა,იქნებ შეწყვიტო სიცილიო.მეც თავს ძალა დავატანე და სერიოზულად ვკითხე: -დუჩე ვინ შეგარქვა,ბავშვებს გაფიცებ? -გრძელი ისტორიაა,დრო მოვა და გაიგებ.შენ ამდენ რომ იცინი,ის თუ მაინც იცი რას ნიშნავს?-მკითხა გამომცდელად,თითქოს ჩემ ცოდნას ამოწმებდა. -როგორ არ ვიცი,დუჩე ბელადს,მმართველს ნიშნავს.ბენიტო მუსოლინს ეძახდნენ ასე,იტალიის პრემიერ-მინისტრი იყო.მასზე კიდევ ბევრი რამის თქმა შემიძლია,ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მმართველია. -ვა ვაა,მართლა?მეც მაგრად მიყვარს-პატარა ბავშვივით გაუხარდა ამ ამბის აღმოჩენა-ყველაფერთან ერთად განათლებული ცოლი მყოლია.-ამის თქმა იყო და გაკვირვებულმა შევხედე,ზედმეტად მეტკბილა მისი ნათქვამი ჩემი ცოლი,მაგრამ მოულოდნელად დავეშვი დედამიწაზე და შევუბღვირე. -რა ცოლი?ხომ არ გავიწყდება ერთმანეთის სახელები დღეს რომ გავიგეთ? -და შენ თვლი,რომ სიყვარულისთვის სახელების ცოდნაა აუცილებელი?-მკითხრა გაბრაზებულმა. -სახელების არა,მაგრამ ერთმანეთის ცნობა კი!-მკვეთრად შემოტრიალდა ჩემკენ,თვალებში ჩამაშტერდა და მთელი ემოციით მკითხა: -ეკა,ღმერთის გწამს? -დაუფიქრებლად ვუპასუხე-რა თქმა უნდა მწამს,დუჩე! -ღმერთი გიყვარს ეკა? -რა თქმა უნდა მიყვარს,დუჩე. -ღმერთი ნანახი გყავს,ეკა? -არა,დუჩე! -ხო და თუ კი გვიყვარს ღმერთი,რომელიც არასდროს გვინახავს,რატომ არ შეიძლება,რომ ადამინებს,რომლებიც ღვთის ხატებები ვართ,შეგვიყვარდეს ერთმანეთი ერთი ნახვით?-და ამ სიტყვებში იმდენი ემოციო იყო,მივხვდი რომ ხშირად სიყვარულისთვის ერთმანეთის ცნობა და ცოდნა არაა საჭირო.უბრალოდ მივედი და ჩავეხუტე,ეს კი ორივეს გვყოფნიდა ბედნიერებისთვის. -ეკა გადმოდი ჩემთან,ახლავე!-ისევ ისეთი უხეში იყო,ცივი სახით,მაგრამ სიყვარულით სავსე თვალებით და მე მიყვარდა ჩემი ბელადი. -კარგი დუჩე!-ამის თქმა იყო და სასწრაფოდ გამაქანა ეზოში,თავისი ბოლო კლასის მანქანაში ჩამსვა და კიდევ ერთხელ გამაოცა.ბიჭი,რომელიც იცმევდა ბოლო ბრენდის ტანსაცმელს,ჰყავდა ბოლო მოდელის მანქანა,ცხოვრობდა ასეთ სახლშ,სრულიად უარაფროდ და ეს მე მაოცებდა.(შემდეგ გავიგე,რომ ძალიანაც ბევრი ჰქონდა ქონება და სიმდიდრე,მაგრამ მას ქალშიც და ქონებაშიც,ყველაფერი უბრალო უყვარდა.როცა ვკითხე, იმ ზმანით მარშუტკაში რა გინდოდათქო,მან მითხრა,რომ ეს მანქანა მხოლოდ განსაკუთრებული შეხვედრებისთვის ჰქონდა,ისე კი ყოველდღიურად მარშუტკით დადიოდა,უყვარდა ჩემსავით ხალხზე დაკვირვება,ცხოვრება უბრალო მოკვდავივით). -ეკა,მეც ამოვალ და დაველაპარაკები შენ მშობლებს! -არა დუჩე,ჯერ მე უნდა ავუხსნა და მერე გავაცნობ შენ თავს,გთხოვ დუჩე!-ისიც დამთანხმდა და მანქანაზე მიყუდებული მაკვირდებოდა,სანამ არ გავუჩინარდი. -დედა,მამა,შეყვარებული მყავს და მასთან მინდა გადასვლა,ის ძალიან კარგი ადამიანია,ვუყვარვარ და მეც მიყვარს.გთხოვთ,დამრთეთ ნება რომ ვიყო მასთან!-ვთქვი გაბედულად და დღემდე არ ვიცი,ამ პატარა და გამოუცდელმა ეკა ბარბაქაძემ ამდენი როგორ გავბედე.ჩემი ოჯახი ტრადიციული იყო და ვიცოდი,ქორწინების გარეშე ამას არ დათანხმდებოდნენ.ამიტომ,მამისგან სილა მივიღე სახეში,რა თქმა უნდა უართან ერთად.პატარა ბავშვივით სასჯელიც მომცეს,მთელი კვირით ოთახში ჩამკეტეს.დაბლა მყოფ დუჩეს ესემესი გავუგზავნე და ცოტა ხანში კარებზე ბრახუნიც ატყდა.შემდეგ ჩემი კარებიც შემოგლიჯეს და მახსოვს დუჩეს სიტყვიერი გამოსვლა,ხელი ჩამკიდა და ჩემ მშობლებს წინ დაუდგა,ქამრიდან იარაღი ამოიღო და დამიმიზნა: -იცოდეთ,ამ იარაღში ორი ტყვიაა,და თუ თქვენ შვილს არ გამატანთ,ერთს მას დავახლი,მეორეთი კი მე მოვიკლავ თავს.-იმდენად დამაჯერებელი და მკაცრი იყო,რომ მამაჩემს ხმა არ გაუცია,უბრალოდ ზურგი გვაქცია და თავის ოთახში მიიმალა.მხოლოდ ახლა მივხვდი,რატომ შეიძლება მიემსგავსებინათ ისტორიული დუჩესთვის ეს ადამიანი.(გაგახსენებთ: ბენიტო მუსოლინს,იგივე დუჩეს თავისი მოსწავლე,20 წლის გოგონა შეყვარებია და უთხოვია ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო,ქორწინების გარეშე.ამაზე გოგონას მშობლებს უარი უთქვამთ და ისიც ზუსტად ასე დადგომია იარაღით ხელში და იგივე სიტყვებით მიუმართავს მათთვის,მხოლო იმ განსხვავებით,რომ მის იარაღში ექვსი ტყვია იდო,ჩემი დუჩესგან განსხვავებით).ამის გახსენებამ ღიმი მომგვარა და უკვე დუჩეს მანქანაში მყოფი მას ვუყურებდი და ბედნიერი ვიყავი. -დუჩე,ჩემოო დუჩე-ვიმეორებდი მის სახელს და სხვა არაფერი მჭირდებოდა მის გარდა.-დუჩე,მართლა გედო ტყვიები? -არა,რა თქმა უნდა-მითხრა ყურებამდე გაღიმებულმა და თითებზე მაკოცა. -ღმერთო,რა მატყუარა ხარ-მეც გამეღიმა. -შენ გამო ეკა,მკვლელიც ვიქნები,მატყუარაც და აფერისტიც-ჩემკენ გადმოიწია და მაგრად მაკოცა. ერთი წლის შემდეგ,ვწევართ იმავე სახლის ხის საწოლში.ამჯერად ქორწინებაში ვიმყოფებით და ერთამენთს შიშველი სხეულებით ვეხუტებით. -დუჩე,რა შეგიყვარდა ჩემში? -შენი ხელის მტევნები და თითები!-ამაზე ცოტა არ იყოს ვბრაზდები,მაგრამ უცებ ამატებს-მე შენ მთლიანად მიყვარხარ,შენ ყველაფერი ხარ ეკა! მინდა გითხრათ,რომ სიყვარულისთვის არაა საჭირო იცნობდე ადამიანს მთელი ცხოვრება,ამისთვის უბრალოდ გრძნობაა საჭირო და მეტი არაფერი.იბრძოლეთ იმისთვის,რის გამოც თუნდაც ერთხელ შეგიფართხალდებათ გული,რადგან მალე ის რაღაც,მთელი ცხოვრება,თქვენი გულის ფრიალის მიზეზი გახდება.და კიდევ,სიყვარულისთვი არც ფულია და არც ტოპ მოდელის აღნაგობა საჭირო,მე მეჯრა ამის!მე თქვენ მიყვარხართ![left][/left] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.