დედაჩემი წინააღმდეგია! 3
დედაჩემი წინააღმდეგია! 3 -ვაიმე! იდიოტი როგორ ჩამიკეტა კარები! - მანქანის კარის სახელურს ეჯაჯგურებოდა და ცდილობდა გაეღო, მაგრამ ამაოდ.. თვალი მოჰკრა ორ სილუეტს, შემდეგ ერთ-ერთში გაბრიელი, რომ ამოიცნო ყვირილი დაიწყო.. -გაბრიელ- ფანჯარაზე აბრახუნებდა და თან ყვიროდა.. - გაჩერდი ! რიელ! - ყვიროდა, მაგრამ ხმა მაინც არ ისმოდა.. - თუ გაპატიო - თქვა და ტყავის ქურთუკი ხელზე დაიხვია - ძველი ანასტასია დაბრუნდა.. - გაიცინა, მაგრამ უცებ მოეგო გონს, ‘შეფუთლი’ ხელი ფანჯარას დაარტყა და ჩატეხა.. მაღალქუსლიანები გაიხადა, და ფანჯრიდან გადასვლას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა... ბოლოს თავით გადახტა და გაიშხლართა მიწაზე... ფეხი ეტკინა, სისხლი წამოუვიდა, მაგრამ უცებ წამოდგა და ბიჭებისკენ გაემართა.. -ხისთავიანი, ჯიუტი - თან ლანძღავდა, თან მირბოდა მათკენ, - გაბრიელ.. - უცებ დაუყვირა - მანაც გამოიხედა, ამ დროს ტატომ მოუქნია მუშტი და სახეში გაარტყა.. - ვაი - უცებ წამოიკივლა ანასტასიამ და უფრო სწრაფად გაიქცა.. -გაბრიელ, ტატო! - გაისმა მისი მკაცრი ხმა.. გაბრიელი გამეტებით ურტყამდა ტატოს, - გეყოთ! ნუ მაიძულებთ გავბრაზდე! - უყვიროდა და ხან აქედან მოუვლიდა , ხან იქიდან.. -ანასტასია.. ფუ ამის.. - შეიკურთხა გაბრიელმა... დროზე მანქანაში-მეთქი! ხომ გითხარი არ გაადმოხვიდე-მეთქი? - შეუბღვირა.. მოულოდნელად საიდანღაც კიდევ გამოჩნდნენ ბიჭები.. -ხუთი ერთზე? - გაიცინა გაბრიელმა.. - გეტყობა როგორი ჩმორიც ხარ! - თვალებში უყურებდა ტატოს.. - ანასტასია! მანქანაში დროზე! უსიტყვოდ.. -კი, მაგრამ.. -დროზე.. -კარგი, კარგი... - ნელა გაემართა უკან.. - არა, არა... ვერ გაიქცევი ტასიკო! ახლა უნდა გაიმარჯვო! - თქვა და შებრუნდა.. გაბრიელი ორს ეჩხუბებოდა, ორი მიწაზე ეგდო, ერთი კი წამოდგა და უკნიდან ცდილობდა მიპარვას.. - არა! - ჩუმი ყვრილი აღმოხდა და სწრაფად გაიქცა.. - ვნახოთ რა გახსოვს ტასიკო - ჩუმად სთქვა და გაბრიელის უკან მდგომ ბიჭს ჩუმად მიეპარა.. ყელზე შემოჰხვია ხელები და წაუჭირა, ფეხი კი მუცელში ამოარტყა, ბიჭი ტკივილისაგან მოიკუნტა, შემდეგ ერთიც ჩაარტყა და გათიშა... გაბრიელს გახედა.. ორი უგონოდ ეგდო, ერთს გაბრიელი დაეჭირა, მეორემ კი მუშტი გააქნია, მაგრამ გაბრიელი გაიწია და უკან მდგომს მოხვდა მუშტი, ტასო უკან მდგომთან მივიდა და ისიც გათიშა, მარტოდ დარჩა ერთი ბიჭი, დანა ამოიღო და გაბრიელისკენ უნდა გაწეულიყო, გაბრიელმა ერთი გემრიელად შეიკურთხა და მისკენ წავიდა, ბიჭ კი უკან მოუხედავად გაიქცა.. ანასტასიას სიცილი აუტყდა.. -რა გაცინებს?! - მკაცრად გახედა გაბრიელმა, მაგრამ ტუჩის კუთხე მაინც ჩატეხა.. -სიცილს მიში? - უცებ დასერიოზულდა.. -თხაჯანა.. -მადლობის მაგიერია ხომ? -მადლობა რისთვის? - წარბაწეულმა გახედა.. -გადარჩენისთვის.. -ისე რა მოუქნელი ხარ! - თქვა აბრიელმა გულში კი იცინოდა ანასტასიას გამომეტყველებაზე.. -მოუქნელი? მე ვარ? - შეიცხადა ქალბატონმა. -აბა მე? -მე არ ვარ! წავედი მე! - თქვა და მანქანისკენ წავიდა თან თავისთვის ბურტყუნებდა.. - არა, ახლა მე მოუქნელი ვარ? - ერთი წელი კარატეზე ვიარე, მერე ბოქსზე, მერე ძიუდოზე, - ხელები გაშალა და ითვლიდა.. - და მე ვარ მოუქნელი? - წამოიკივლა და გაბრიელს გახედა.. გაბრიელი უკან მოჰყვებოდა და ფხუკუნებდა. ანასტასია, როგორც კი შემოტრიალდა დასერიოზულდა.. -ქალბატონი ანასტასია, გიჟი, პატარა ბავშვიც ყოფილა - თქვა და მანქანაში ჩაჯდა.. -კარი არ უნდა გამიღო? - ჰკითხა, - აუ, ახლა წარბი უნდა ავწიო.. მოიცა - შეეცადა ერის აწევას, მაგრამ ვერ შეძლო, ორივე ასწია ერთი ზემოთ თითით გაიჩერა მეორე კი ჩამოუშვა - აი, ასე.. - გაბრიელი უყურებდა და იცინოდა.. - რას დამცინი? - გაბუსხულმა ხელები გადაიჯვარედინა და მანქანაში ჩაჯდა.. - ახალი ტასაცმელიც გავაფუჭე.. - ამოიფრუტუნა და საქარე მინას მიადო.. ფიქრებში ჩაეძინა.. გაბრიელმა ცოტა ხანს მანქანა გააჩერა და უყურებდა მძინარე ტასოს, თმა გადაუწია და მის სახეს დააკვირდა.. ლამაზი სახის ნაკვეთები, პატარა საყვარელი ცხვირი, დიდი ვარდისფერი ტუჩები.. ამას კიდევ გრძელ იწამწამები, რომელსაც არც ტუში სჭირდებოდა და არც არაფერი.. დილით ტასომ გაიღვიძა და ოთახს თვალი მოავლო.. ეუცნაურა.. ლოგინიც სხვანაირი იყო.. არ ტრიალებდა ის სურნელი, როგორიც მის ოთახში... წამოდგა და სარკეში ჩაიხედა, სიცილი აუტყდა... თმა აბურძგნული, ტუჩსაცხი ცხვირზე მოსმული... როგორ მოახერხა საკითხავია... -გაიღვიძე? - ოთახში გაბრიელი შევიდა.. არ ელოდა.. უცებ წამოიკივლა და ლოგინში შეხტა, მისი შიშველი სხეული, რომ დაეფარა საბნით, მამაკაცის მაისური ეცვა, რომელიც საჯდომს ზვლივს უფარავდა... -სად ვართ? - ჰკითხა თვალების ფახულით. -სახლში.. -ეგ მეც ვიცი.. ვისთან? -ჩემთან... -შენთან? -ჰო, - უთხრა და გაუღიმა, როგორ უხდებოდა ღიმილი.. ლოყაც რომ ეჩხვლიტებოდა.. -სადაა ჩემი ტანსაცმელი? -ნაგავში.. აი, ეს ახლია - უთხრა და სკამზე დაულაგა, - გარეთ დაგელოდები - ოთახი დატოვა, ტასოც წამოდგა, უცებ მოემზადა და გავიდა.. -გაბრიელ - გასძახა ბიჭს.. -აქეთ ვარ! - მოემა მისი ხმა... -ჩემი ტელეფონი სადაა? -ნუ ღელავ დედაშენს მივწერე, რომ მეგობართან დარჩი.. -ამმ, გმადლობ... ჩემი წასვლის დროა.. -ჯერ საუზმე! - ერთად ისაუზმეს შედეგ კი სახლი დატოვეს.. ჯერ სახლში მიიყვანა.. შედარებით თავისუფლად გამოეწყო და გარეთ გავიდა.. დღეს ძალიან კარგ ხასიათზე იყო.. -წავედით - უთხრა გაბრიელს და მანქანაში ჩაჯდა.. მხიარულად შეაბიჯა შენობაში და დედის კაბინეტისკენ წავიდა... -დე, როგორ ხარ? - მოეხვია ქალს. -გუშინ სად იყავი? - მკაცრად გახედა ქალმა. -მეგობართან - მხრები აიჩეჩა.. - ხომ მოგწერე? -და შენ რომ არ მოგიწერია? გგონია ვერ მივხვდი? გაბრიელი შენი მძღოლია! რომ გავიგო რამე სხვაც გაკავშირებს მასთან... - წინადადება აღარ დაუსრულებია მკვლელი მზერით გახედა.. -ოოო, დედა! კაი, რა.. ორი დღეც არა რაც ვიცნო ბ უიმე.. - ხხელი აიქნია.. წავედი საქმეები მაქვს.. - უთხრა და კაბინეტი დატოვა.. მაინც მხიარულად მოაგვარა ყველაფერი და ადრე წამოვიდა სამსახურიდან.. ორი კვირა ასე გაავიდა.. სამსახური - სახლი, სახლი - სამსახური.. ძალიან გადატვირთული იყო.. -ცოტა დასვენება არ გაწყენდა.. - კარში გაბრიელი იყო.. ორი ყავის ჭიქა ეჭირა.. კაბინეტში შევიდა ერთი თავისვის დაიტოვა, მეორე ანასტასიას მისცა.. -გმადლობ, - ჩუმი ხმით უთხრა, საბუთებიდან თავი არ აუწევია ისე მოსვა ყავა.. საბუთები აიღ და კარისკენ გაემართა, მაგრამ გაბრიელი გადაეღობა, წელზე ხელი მოჰხვია და ზემოდან დააჩერდა.. -გაბრიელ - თვალები უბრიალა - ხელი გამიშვი! ნელა დაიხარა და მის ნაზ ბაგეებს შეეხო, ანასტასია დაბნეული აცეცებდა თვალებს, ლოყები აეფაკლა, უცებ გავარდა კაბინეტიდან. _________ იმედია კარგი გამოვიდა.. შეაფასეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.