შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატიოსანი აფერისტი [სრულად]


16-03-2016, 21:10
ავტორი მარრიამი
ნანახია 27 084

რვა მარტი იყო. მარტის კვალობაზე ზედმეტად კარგი ამინდით და სასიამოვნო სითბოთი. კაფეში, ფანჯარასთან იჯდა და გარეთ იყურებოდა. მოსწონდა ხალხის თვალიერება, შეთხელებული ტანსაცმლით რომ მოძრაობდნენ და უფრო მეტად გაფერადებულიყვნენ. ადრე მოუწია მისვლა, ამიტომაც იჯდა ახლა მარტო და სხვებს უყურებდა, ნაცვლად იმისა, რომ იმ ერთისთვის ეყურებინა. კაფეში უამრავი ადამიანი იყო, ძირითადად ახალგაზრდები, წყვილები, ან მხოლოდ გოგონები და მხოლოდ ბიჭები, ცალ-ცალკე. გოგონების უმრავლესობას პატარა იების თაიგულები ეკავათ, ზოგს ვარდები, ზოგს ნარცისები, ზოგსაც მინდვრის ყვავილები. ყველას თვალები უბრწყინავდა, თითქოს გაზაფხულის მოსვლა დაეტყო განწყობასაც. მშვიდად საუბრობდნენ ერთმანეთში, იცინოდნენ, ღიმილით იხედებოდნენ აქეთ-იქით და გემრიელად მიირთმევდნენ ნაყინს, ნამცხვარს თუ სხვა რამეს. თვითონაც ღიმილით ათვალიერებდა ხალხს, მათ სახეებს და ელოდებოდა მას.
მისი მაგიდის წინ, კუთხეში კიდევ ერთი მაგიდა იყო, თვითონ უნდოდა ამ ადგილის დაკავება, თუმცა დაასწრეს. წყვილი ერთ მხარეს იჯდა, ღიმილით საუბრობდნენ, დროდადრო ბიჭი ნაზად ეფერებოდა გოგონას, ხან ხელებზე, ხან მხრებზე, ხანაც სახეზე. გოგონაც ბედნიერი ჩანდა, თავი ბიჭის მხრებზე მოეთავსებინა, რამდენიმე წუთში ერთხელ ყელზე ტუჩებს ახებდა ოდნავ და კმაყოფილი მზერით შესცქეროდა. რატომ აკვირდებოდა ასე დაჟინებით? არ აკვირდებოდა, უბრალოდ მის წინ მათ გარდა არავინ იყო, ისინი კი პირდაპირ იქცევდნენ ყურადღებას. ის იყო, თვალი მოაშორა და ფანჯრისკენ მიბრუნდა, რომ უეცრად სიმშვიდე სადღაც დაიკარგა, რაღაცამ შთანთქა, უფრო კონკრეტულად ქაოსმა, ხმაურმა. კარები ხმაურით შემოაღო ვიღაცამ, მაგრამ შედარებით მშვიდი ნაბიჯით გაემართა მაგიდისკენ. ზუსტად იმ მაგიდასთან გაჩერდა, სადაც კრავაი იჯდა. გაკვირვებით ახედა ბიჭს, რეზო ნამდვილად არ იყო. ბიჭი კი წინ მჯდომებს მისჩერებოდა, რომლებიც რატომღაც ყურადღებას არ აქცევდნენ. ის კი არა, თითქოს ვერც ამჩნევდნენ.
- ასე არა? შენ დამაცადე _ ბურტყუნებდა ბიჭი და უფრო და უფრო უახლოვდებოდა კრავაის მაგიდას.
- აკაკი _ აი, როგორც იქნა შეამჩნიეს და გოგონა შეშინებულ-დაბნეული წამოხტა ფეხზე.
- არ შეწუხდე, ბრძანდებოდე _ ირონიით ჩაილაპარაკა _ უკვე დავრწმუნდი შენს ვინაობაში, უკვე მივხვდი რომ უკეთესები არსებობენ.
- ჰოო? _ თვალები დაიწვრილა გოგომ _ მაინც ვინ, რატომ ვერ ვხედავ მას შენ გვერდით?
- იქნებ დანახვა არ გინდა?
- მაშინ იქნებ მაჩვენო.
- ახლავე _ კმაყოფილი მზერით მიუბრუნდა გაკვირვებულ კრავაის და სრულიად უცერემონიოდ, სრულიად მოულოდნელად დაეტაკა ტუჩებზე. _ დაინახე? _ ისევ იმ გოგონას მიუბრუნდა, როგორც კი მოშორდა კრავაის ტუჩებს. თვითონ კრავაი კი, გაოგნებული შესცქეროდა, ვერაფერი მოიმოქმედა, პასუხიც კი ვერ გასცა. ის გოგო გველნაკბენივით გაიქცა, მაშინვე მიჰყვა ის თავისი ტურფა და სულ ბოლოს კაფე ჩქარი ნაბიჯით დატოვა მეორე, გადარეულმა ბიჭმა. მაგრამ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, კარები ისევ გაიღო და გამწარებული სახით შევარდა რეზო.
- მოხვედი? _ გამოერკვა და დაბნეულმა გაუღიმა.
- მოვედი _ ჩაიცინა _ იქნებ ჯობდა არ მოვსულიყავი? მგონი ხელი შეგიშალე.
- რა.. რას გულისხმობ?
- რას ვგულისხმობ? კიდევ მე მეკითხები რას ვგულისხმობ? რა გააკეთე წეღან გოგო? _ ტონს აუწია.
- ჩუმად, ხალხია _ შეშინებულმა ჩაიბურტყუნა.
- ხალხი? ხალხი მაშინ არ იყო იმას რომ კოცნიდი? არ იყო? _ კიდევ ერთხელ დაიყვირა.
- მომისმინე, ყველაფერი ასე არ არის.
- არა? _ მიუახლოვდა _ აბა როგორ? მიდი, ამიხსენი რაღას უცდი.
- მე მას არც კი ვიცნობ.
- არ იცნობს თურმე, უცნობებს თუ ასე კოცნი, ყოჩაღ შენ.
- რეზო მომისმინე _ ხმა გაუტყდა.
- ხმა! შენი ხმა ნუ მესმის! აღარც შენი დანახვა მინდა, აღარც ხმის გაგონება, ვერ გიტან.
- რეზო გთხოვ..
- ხმას ნუ იღებ, ასე რატომ მომექეცი, რატომ? ხომ შეგეძლო დამშორებოდი და მერე ვისთვისაც გინდოდა, იმისთვის გეკოცნა. მაგრამ არა, მაგარი გოგოობა მოინდომე? არ გამოგივიდა, არ გაპატიებ! ჩემი ღირსების შელახვას არ გაპატიებ, ჩემს თავმოყვარეობას არ გაგათელინებ! მორჩა _ ზიზღით შეხედა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ.
- რეზო, რეზო _ უკან მიჰყვა და ხელი ჩაკიდა.
- შემეშვი _ ხელი მოიშორა _ აღარასდროს დამენახო! _ გარეთ გავიდა.
- რეზო _ ამოისლუკუნა და ახლოს მდებარე სკამზე მოწყვეტით დაეცა.
***
უკვე რვა მაისი იყო, ორი თვე გავიდა მას შემდეგ. თავიდან, მთელი ორი კვირა ცდილობდა რეზოს ნახვას, მასთან დაკავშირებას, თუმცა ის ყოველთვის თავს არიდებდა, როცა ხვდებოდა, მაშინაც სულ ამცირებდა. ჰოდა ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ ყველაფერი დამთავრდა. თვითონაც ჰქონდა თავმოყვარეობა და აღარ აპირებდა ასე ხვეწნა-ხვეწნით ედევნა მისთვის. თავიდან იფიქრა იქნებ თვითონ მოულბეს გული და დამირეკოსო, მაგრამ მომდევნო ორი კვირაც რომ არ გამოჩნდა, დაბადების დღეც რომ არ მიულოცა, იქ დაუსვა წერტილი ყველაფერს. მხოლოდ დაქალმა იცოდა ამ ყველაფრის შესახებ, თავისი გადაწყვეტილებაც მასვე გაანდო, ყველაფერი დაამთავრა რეზოსთან, გააგრძელებდა ცხოვრებას ისე, როგორც მასთან შეხვედრამდე ცხოვრობდა. მართლა რომ ჰყვარებოდა, ერთხელ მაინც ნახავდა, ერთხელ მაინც მოინდომებდა მის მოსმენას და სიმართლის დადგენას, მაგრამ არა! ჰოდა სულ კარგად ყოფილიყო, კრავაი აღარ აპირებდა მასთან დაკონტაქტებას, ამ ერთი თვის მანძილზე თვითონაც დაკარგა პატივისცემა რეზოსადმი, იმდენჯერ დაამცირა, იმდენჯერ გაუმეორა ვერ გიტანო, ამის შემდეგ რომ ისევ ისე ჰყვარებოდა და მოსწონებოდა, სულელი იქნებოდა.
***
- კრავაი, ხომ არ გადაიფიქრე? ხომ გამომყვები დღეს? _ რუსკას ხმა ესმოდა ტელეფონიდან.
- კი, წამოვალ, გავემზადები ახლა.
- კაი, სადარბაზოსთან დაგელოდები.

სწრაფად მოემზადა და სახლიდან გავიდა. „იმ დღესაც ეს სარაფანი მეცვა“ - გაიფიქრა და თავი გადააქნია - „მორჩა, მე მასზე ფიქრი დავამთავრე, მაგრამ ის საზიზღარი“ - უნებურად მეორისკენ გაექცა ფიქრები - „აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს, ოდესმე!“

- სად ხარ ამდენ ხანს? _ კვლავ ბუზღუნით შეეგება რუსკა.
- კარგი რა _ ხელი აიქნია _ წავიდეთ.

სტომატოლოგიურში მისულებს უამრავი ხალხი დახვდათ. სკამები აღარ ჰყოფნიდათ, ამიტომ ბევრი ფეხზე იდგა, გოგონებსაც ფეხზე მოუწიათ დადგომა. უკმაყოფილო მზერით ჩამოჰკიდებოდა კრავაი რუსკას.

- ადამიანო ცხელა, მომშორდი _ ბუზღუნებდა გოგონა.
- გეყოფა, რომ წამომიყვანე ამიტანე ახლა.

კაბინეტის კარები გაიღო და ღიმილით გამოვიდა ვიღაც. სახეზე დაინახა თუ არა კრავაიმ, მაშინვე წაეშალა ღიმილი.

- დამმალე _ ჩუმად ჩაილაპარაკა და რუსკას ზურგს ამოეფარა.
- გოგო, რას აკეთებ?
- ჩუმად, ჩუმად, ორი წუთით _ როგორც კი ბიჭმა ოთახი დატოვა, რუსკას ზურგს მოშორდა _ ის იყო _ ამოისუნთქა.
- ვინ ის?
- უნდა წავიდე _ ჩაიბურტყუნა და გარეთ გავარდა.
- მოიცა _ უნდა გაეჩერებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

მალულად მიჰყვებოდა ბიჭს უკან, ცდილობდა შეუმჩნეველი ყოფილიყო, გამოუვიდა. სახლამდე მიჰყვა, სადარბაზომდე, მაგრამ კიბეებზე ვეღარ აჰყვა. ცოტა ხანს მოიცადა და მერე შევიდა სადარბაზოში. პირველივე კარზე დააკაკუნა და ხნიერ ქალს მორიდებით ჰკითხა სად ცხოვრობდა აკაკი, კიდევ კარგი მაშინ სახელი მაინც გაიგო, არ გაახარებდა, ზუსტად ისე გაამწარებდა, როგორც თვითონ გამწარდა. ქალმა მიასწავლა და ეჭვიანი მზერით შეათვალიერა. სწრაფად და ღიმილით გადაუხადა მადლობა და ისევ სტომატოლოგიურისკენ წავიდა. ხალხი შემცირებულიყო, ვიღაც ღვთისნიერს თუ უბრალოდ ჯენტლმენს რუსკასთვის ადგილი დაეთმო.

- შენ ნორმალური ხარ? სად გაიქეცი? _ სწრაფად მიაყარა.
- ის იყო, ის ტიპი იყო, ის არანორმალური რეზოსთან რომ დამაშორა. _ აღშფოთებით უხსნიდა.
- მერე?
- მერე სახლამდე გავყევი, მისამართი გავიგე, ახლა უნდა დავლაგდე როგორ გადავუხადო სამაგიერო.
- რომ შეეშვა არ გინდა? პირიქით მადლობელი უნდა იყო, რომ იმ შენი რეზოს ნამდვილი სახე გაჩვენა, არც არასდროს ჰყვარებიხარ და შენც არ გიყვარდა მე თუ მკითხავ.
- ეგ სულ სხვა საკითხია, წარმოიდგინე, ბიჭმა დაინახა რომ მისი შეყვარებული ვიღაცას კოცნის, სრულიად ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა.
- კარგი რა, შენც იცი ახლა ამას რატომ ამბობ. კარგი, მოიფიქრე და გაამწარე, თუ ეგ დაგამშვიდებს.
- არა, ასე მარტივად არა, ცხოვრება უნდა გავუმწარო, მთელი ცხოვრება, რამე ისეთი მინდა, რაც სულ ემახსოვრება.
- უკვე მაშინებ _ გაეცინა.
- ჩემი კი არა იმის გეშინოდეს _ სიცილით მიანიშნა სტომატოლოგზე, რომელიც კაბინეტიდან გამოსულიყო და შემდეგ პაციენტს ელოდა.

***
თხუთმეტი მაისი იყო. უკვე ცხელოდა ქალაქში, სხვებისთვის აუტანელი სიცხე, კრავაისთვის ნამდვილ ნეტარებას წარმოადგენდა. ღიმილით დადიოდა აქეთ-იქით. მშობლები სახლიდან წასული დაიგულა თუ არა, მცირეოდენი ტანსაცმელი ჩააწყო ჩანთაში და თვითონაც წავიდა. შეიძლება ენერვიულათ მის მშობლებს, თუმცა აუხსნიდა და დაამშვიდებდა. რუსკას შეატყობინა და ტაქსში ჩაჯდა. მეშვიდე სართულამდე ძლივს ავიდა, როგორ ღლიდა ეს საფეხურები, მაგრამ ვერც ლიფტით ისარგებლებდა, მით უმეტეს უცხო სადარბაზოში. კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და მოემზადა, ღრმად ჩაისუნთქა.

- გამარჯობა _ უღიმოდა ქალი.
- გამარჯობა, იცით მე.. აკაკი სახლშია? _ აკანკალებული ხმით იკითხა.
- აკაკი? კი, სახლშია, მობრძანდით.
- არა, მადლობა _აიწურა _ იქნებ დაუძახოთ.
- ახლავე _ ღიმილით მოშორდა და რამდენიმე წუთში ბიჭთან ერთად დაბრუნდა.
- აკაკი _ თბილად ჩაილაპარაკა.
- გამარჯობა _ მიესალმა ბიჭი _ ვიცნობთ ერთმანეთს?
- აკაკი _ ისევ აუკანკალდა ხმა _ ასე ნუ მექცევი გთხოვ _ თვალებიც აუცრემლიანდა.
- როგორ გექცევით? გოგონა არც კი გიცნობთ.
- აკაკი გეყოფა _ ტონს აუწია _ ნუთუ სულ არ გებრალები? მესმის რომ შეცდომა დავუშვი, მაგრამ ერთი შეცდომის გამო ხომ არ მიმატოვებ?
- ეს უკვე მეტისმეტია _ გაოცებული უყურებდა.
- აკაკი, ამდენ წელს ჩემს ერთ შეცდომას ვერ შესწირავ, ასე უბრალოდ ვერ წაშლი ჩვენი ცხოვრებიდან _ ცრემლები გადმოყარა.
- არ გიცნობ, ხომ არ გაგიჟდი?
- ახლა აღარ მიცნობ ხომ? გადასარევია, როცა გჭირდებოდი ხომ გამომიყენე, სიყვარულს მეფიცებოდი, მეც მჯეროდა _ ცრემლებს აღვარღვარებდა _ არა, მე ახლაც მჯერა, ვიცი რომ გიყვარვარ, უბრალოდ ნაწყენი ხარ, მაპატიე გთხოვ.
- რა ხდება, გამაგებინებთ ვინმე? _ ოთახიდან გამოვიდა კაცი, რომელსაც ყველაფერი ესმოდა და მკაცრი მზერით გადახედა ბიჭს.
- არ ვიცი მა.
- ბატონო, დიდი ბოდიში ამ სპექტაკლისთვის _ ამოისლუკუნა _ მე მართლა არ მინდოდა ეს ყველაფერი თქვენ გენახათ, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩა, თქვენი შვილი ძალიან მიყვარს, იმდენად, რომ თავმოყვარეობასაც კი გადავაბიჯე და აქ მოვედი.. ჩვენ, ჩვენ დაქორწინებასაც კი ვაპირებდით, მაგრამ რაღაცაზე ვიკამათეთ, გამინაწყენდა და დამშორდა, მე კი მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ _ ცრემლების ახალი ნაკადი წამოვიდა.
- დამშვიდდით გოგონა _ თანაუგრძნო ქალმა.
- ახლავე წადი ჩემი სახლიდან, გიჟი ხარ თუ ვინ ხარ? არ გიცნობ, არა!
- გაჩუმდი! ნუ მეუბნები ასეთ რაღაცებს, გთხოვ _ ახლოს მიეჭრა და მიეხუტა.
- მომშორდი _ მაშინვე გასწია _ სამკურნალო ხარ, ახლავე მიბრძანდი ჩემი სახლიდან.
- შვილო, რანაირად ელაპარაკები? _ თვალები დაუბრიალა დედამ.
- აბა როგორ ველაპარაკო? გიჟია, ხომ ხედავთ.
- რატომ? რომ შემიყვარდი იმიტომ? ჩემი თავი რომ მოგიძღვენი იმიტომ? ერთად გატარებული მთელი ამ დროის გამო? _ ისევ ამოიღო ხმა.
- რა ხდება თქვენ შორის, გამარკვევთ ბოლოს და ბოლოს ვინმე? _ მოთმინებას კარგავდა კაცი.
- არაფერი მამა, არაფ...
- ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ძალიან, უბრალოდ თქვენი შვილი ახლა ნაწყენია _ შეაწყვეტინა გოგონამ _ მე სულელი კი მის გამო სახლიდანაც წამოვედი _ ასლუკუნდა.
- როგორ თუ სახლიდან წამოხვედი? _ გაკვირვებით გადახედა კაცმა.
- იმის გამო გაბრაზდა, რომ ცოლობაზე უარი ვუთხარი, მე კი მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ, ამიტომ სახლიდან გამოვიპარე, ბარგიც კი წამოვიღე და ჩემს მშობლებს წერილიც დავუტოვე, ახლა რაღა ვქნა?
- შენ მართლა გიჟი ხარ _ გაკვირვებით ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- ჩემი მშობლები აღარ მიმიღებენ _ ტირილს უმატა _ შენც მეუბნები არ გიცნობო, აღარ გიყვარვარ _ ბიჭს შეხედა _ ღმერთო, როგორ მოვიქცე?
- აკაკი _ დასჭექა კაცმა _ ასე მოქცევა როგორ შეიძლება? ლაჩარივით რომ იქცევი ხვდები?
- მამა არც კი ვიცნობ.
- გაჩუმდი, გოგო სახლიდან წამოსულა და არც კი ვიცნობო გაიძახი, მე ასეთი შვილი არ გამიზრდია _ გაბრაზებული იყო კაცი.
- ძვირფასო ნუ ნერვიულობ _ მუდარით მიმართა ქალმა.
- რა დამაწყნარებს, ახლავე შემოიყვანე გოგონა, ბარგიც შემოიტანე და ოთახი უჩვენე.
- არ ვიცნობ, ხალხო, არა! _ დაიყვირა.
- აკაკი _ კიდევ უფრო ხმამაღლა წამოიძახა კაცმა და გულზე ხელი მიიჭირა.
- შოთა, შოთა _ სასწრაფოდ მივარდა ქალი.
- მამა _ მაშინვე მასთან მიიჭრა ბიჭიც.
- ვაიმე _ შეიცხადა გოგონამაც.
- იცოდე, მოგკლავ რამე რომ მოუვიდეს _ მუქარით გადახედა ბიჭმა და მამა მისაღებში შეიყვანა.
- შემოიყვანე გოგონა _ სვენებ-სვენებით უთხრა კაცმა.
- კარგი, კარგი, ოღონდ არ ინერვიულო _ დერეფნისკენ წავიდა _ შემოდი _ დაუღრინა. ჯერ ისევ ცრემლებით დასველებული სახით შევიდა გოგონა სახლში და ბარგიც შეიტანა.
- მაპატიეთ ბატონო შოთა, არ მინდოდა თქვენი ანერვიულება _ გულწრფელად ფიქრობდა ასე, თითებს ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში.
- დამშვიდდი, არ მოვმკვდარვარ, ჩემს ნერვიულობაზე ამ ვაჟკაცს უნდა ეფიქრა _ ირონიით ჩაილაპარაკა.
- კი, მაგრამ _ დაიწყო ბიჭმა.
- არავითარი მაგრამ _ შეაწყვეტინა _ თუ ჩემი სიკვდილი არ გინდა, გოგონა ოთახში აიყვანე, ასეთი არ გამიზრდიხარ! დამშვიდდი შვილო _ თბილად მიმართა კრავაის _ ყველაფერს მოვაგვარებთ, შენს მშობლებსაც დაველაპარაკებით და ქორწილიც გექნებათ.
- მადლობა მაგრამ, მაგრამ თუ აკაკის აღარ ვუყვარვარ, აზრი აღარაფერს აქვს _ სახეზე ხელები აიფარა და ატირდა.
- აკაკის უყვარხარ შვილო, როგორ არ ეყვარება შენნაირი ანგელოზი _ გვერდით მიუჯდა ქალი და თავზე ხელი გადაუსვა _ უბრალოდ, როგორც შენ თქვი ნაწყენია, გადაუვლის.
- კი, როგორ არა _ ჩაიბურდღუნა ბიჭმა.
- აკაკი _ შეუბღვირა ქალმა _ ბარგი შენს ოთახში აიტანე, გოგონას დავამშვიდებ და დაასვენებ მერე. _ წამოდი შვილო, წამოდი _ სამზარეულოსკენ წაიყვანა. _ ერთი წუთით დამელოდე _ რაღაც წამალი აიღო და ჭიქა წყალთან ერთად მისაღებში გავიდა, მეუღლესთან. რამდენიმე წუთში კი ისევ უკან დაბრუნდა. _ ყავას დალევ?
- დიახ, თუ არ შეწუხდებით _ უკვე დამშვიდებულმა ჩაილაპარაკა.
- არ შევწუხდები, ახლავე.
- ძალიან ვწუხვარ, მართლა, არ მინდოდა ასე მომხდარიყო, თან თქვენი მეუღლეც ცუდად გახდა _ ისევ აუკანკალდა ხმა.
- შოთას გულის პრობლემები აქვს საყვარელო, ვცდილობთ არ ვანერვიულოთ, წამალიც ამიტომ გავუტანე.
- ძალიან დიდი ბოდიში, ვერ წარმოვიდგენდი _ ცრემლები ჩამოუგორდა.
- არ იტირო, აღარ იტირო, აი შენი ყავა _ ფინჯანი დაუდგა წინ.
- მადლობა _ ხელები შემოჰხვია.
- ხომ ივახშმებ კიდეც? რას შეჭამ?
- არა, არაფერს, ისედაც შეგაწუხეთ.
- რას ამბობ შვილო, შენ მხოლოდ მითხარი რა გინდა, ისედაც ასე გატკინა გული ჩემმა სულელმა შვილმა.
- თქვენ არაფერ შუაში ხართ, მართლა არ მინდა არაფერი, უბრალოდ ძალიან მეძინება.
- წამოდი შვილო, ოთახამდე მიგაცილებ, სახელს მეტყვი?
- კრავაი.
- როგორი უცხო სახელი გაქვს.
- დიახ _ სულ ოდნავ გაუღიმა.
- მე შორენა მქვია, ჩემს მეუღლეს შოთა, წამოდი ახლა _ ოთახისკენ წაიყვანა _ აი, ეს არის შენი ოთახი, შედი.
- მადლობა, ძალიან დიდი მადლობა _ გაუღიმა და გაუბედავად შეაბიჯა ოთახში.
- შეიძლება ის მაინც გავიგო ვინ ხარ და რას მერჩი? _ ლოგინიდან წამოდგა ბიჭი და კბილები გააღრჭიალა.
- აჰა, ახლა ვინ ვარ არა? _ თამაშს მორჩა და ნამდვილი კრავაი დაბრუნდა _ ველურივით რომ მომვარდი მაშინ და მაკოცე დაგავიწყდა ხომ? მაშინ რატომ არ მკითხე ვინ ვიყავი?
- და ერთი კოცნის გამო ცოლად უნდა მოგიყვანო? _ რომ არა არსებული სიტუაცია, აუცილებლად გადაიხარხარებდა.
- არა, არა, ასე მარტივად არაა საქმე. ამ კოცნის გამო შეყვარებული დამშორდა, სამუდამოდ! ჰოდა სამაგიეროს გიხდი _ მშვიდად გაუღიმა.
- გიჟი ხარ!
- ვიცი, თანაც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გამიმეორე.
- შენს მშობლებზე მაინც არ ფიქრობ? _ სინდისის გაღვიძება სცადა.
- ჩემმა მშობლებმა იციან შეყვარებული რომ მყავს, ისიც იციან კარგი ბიჭი რომ არის, თუმცა, ფოტოებზეც კი არ უნახავთ, ასე რომ, სანერვიულო არ გვაქვს.
- აჰ, გვააქვს? _ ჩაეცინა _ და კარგი ბიჭი რომ არ აღმოვჩნდე?
- მისმინე, გარეგნულად არ ხარ ცუდი ბიჭი, აი შინაგანად კი არ ვიცი, მაგრამ ისე მოიქცევი მათ დასანახად, თითქოს იდეალური იყო..
- ანუ კარგი ბიჭი ვარ?
- არა, არა, მე ეს არ მითქვამს, ობიექტური თვალით არ ხარ ცუდი, აი სუბიექტურით, კვაზიმოდოც კი შენზე სიმპატიურია.
- და იდეალურად რომ არ მოვიქცე?
- იმედია გახსოვს რა კარგი მსახიობი ვარ, დამიჯერე უარესებს მოვაწყობ, თან ბატონი შოთას ჯანმრთელობის მდგომარეობაც ხელს მიწყობს..
- არ გაბედო _ თითი აუქნია.
- ოპ, ოპ, მუქარას შეეშვი, მე არ მითქვამს რომ რამეს გავაკეთებ, რაც მამაშენს საფრთხეს შეუქმნის, მაგრამ შენც კარგად უნდა მოიქცე, თორემ უარესები, უარესები _ კიდევ ერთხელ გაუმეორა.
- უარესები _ ჩაიცინა _ იტყვი რომ ორსულად ხარ?
- თუნდაც და დამტკიცებაც არ გამიჭირდება.
- მოიცა, მართლა ორსულად ხომ არ ხარ? ბავშვისთვის მამას ეძებ და მე შეგრჩი არა?
- ღმერთო, რა ფანტაზიები გაქვს. დამიჯერე, ჩემი შვილითვის უკეთესი მამა მემეტება.. მოკლედ ასე, დღეიდან ვიწყებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას _ ცოტა ხნით გაჩუმდა და გააგრძელა _ შენთვის რამდენად მშვიდობიანს არ ვიცი,მაგრამ..
- იცოდე გაგამწარებ _ დაემუქრა.
- მისმინე ძვირფასო, უკვე გამამწარე, შენ გამო ის დავკარგე, ახლა ჩემი ჯერია და ვნახოთ ვინ აჯობებს, მაგრამ გაფრთხილებ, გაჯობებ!
- კარგი, კარგი _ ჩაეცინა.
- ზედმეტი ფოკუსების გარეშე, გასაგებია?
- კიდევ?
- კიდევ ერთგულებას მოვითხოვ _ კმაყოფილს გაეცინა.
- ნუთუ?
- ჰო, მტრისას თუ შევამჩნიე რომ მღალატობ, იცოდე რისი ჩამდენიც ვარ.
- ძალიან მაინტერესებს რას მაშინებ ამ შენი სცენებით? _ მობეზრებით ჩაილაპარაკა.
- სცენებით არა, იმ არაჩვეულებრივი ადამიანის ჯანმრთელობით, რომელსაც მამაშენი ჰქვია.
- საზიზღარი ადამიანი ხარ _ გამწარებულმა მიახალა.
- არ ვარ _ გაუღიმა _ მე გპირდები, რომ იდეალური ცოლი ვიქნები სხვების თვალში, თუ შენც იმავეს დამპირდები, იდეალური რძალი შენი მშობლებისთვის და მამაც კარგად იქნება.
- მამაჩემს რომ რამე დაემართოს _ საჩვენებელი თითი ცხვირთან მიუტანა მუქარის ტონით.
- უკაცრავად _ ხელი გააწევინა _ აქ გაფრთხილებების, ისევე როგორც მუქარის უფლებით მხოლოდ მე ვსარგებლობ _ გაუღიმა.
- კარგი, ვნახოთ სადამდე გაძლებ.
- იქამდე, სანამ ბოლომდე არ ამოვწურავ შენი გამწარების შესაძლებლობებს.
- გასაგებია, მაგრამ..
- არავითარი მაგრამ, ამდენი ლაპარაკი აღარ მინდა, მეძინება.
- ძალიან კარგი, იმედია ჩემთან დაწოლას არ აპირებ, ასე რომ დივანი გელოდება.
- უკაცრავად? მგონი რაღაც შეცდომით გავიგონე _ ვითომ გაურკვეველი სახე მიიღო და ხელი აიქნია _ დივანი შენ გელოდება და ძალიან მოუხდები, შეგიძლია პლედი და ბალიში აიღო და კიდევ, მადლობა არ არის საჭირო _ მოწყვეტით აკოცა ლოყაზე _ დროებით საყვარელო _ ირონიულად გაუღიმა და სააბაზანოსკენ გაემართა.

გამოსულს ოთახში არ დახვდა აკაკი, შვებით ამოისუნთქა და ტოლმასავით გაეხვია პლედში. როგორ მოეწონა „დედამთილ-მამამთილი“, ახლა მთავარია ის თავხედი გაამწაროს, სისხლი გაუშროს. თვითონაც ვერ გაერკვია ეს ხერხი რატომ აირჩია, ყველაზე რთული, ძნელი დასაჯერებელი, მაგრამ არაუშავს, ყველაფერს შეძლებს, ყველაფერს გაუძლებს, თან ცოტას გაერთობა, არასდროს ერიდებოდა ექსპერიმენტებს და ესეც ერთ-ერთი იყო. მეორე დღე ყველაზე რთული იქნებოდა ალბათ, მშობლებს უნდა შეხვედროდა, ტელეფონი სახლში დატოვა, ვერ დაუკავშირდებოდნენ, ახლა რუსკას იმედიღა ჰქონდა, ცოტას დაამშვიდებდა.

არა, აშკარად თეატრალურში უნდა ეცადა ბედი, მაგრამ ვაი რომ თავის დროზე ვერ მოიფიქრა. ბატონი აკაკი ოთახში არ შესულა, სანამ არ ჩაეძინა. დილით კი გაღვიძებულს დივანზე დახვდა მიწოლილი, გაეცინა. ჩუმად ადგა ლოგინიდან, მოემზადა და მხოლოდ ამის შემდეგ ახმაურდა. ბარგის ამოლაგება დაიწყო, იქით კარადის კარები მიაჯახუნა, აქეთ სავარცხელი დაუვარდა, რამდენიმე წამში კი მსხვრევის ხმაც მოისმა და შეშინებული ბიჭი დივანზე წამოჯდა, თან გაფართოებული თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით.

- უიჰ, გაგაღვიძე? _ შეიცხადა _ მაპატიე, არ მინდოდა.
- კი, როგორ არა _ შეუღრინა _ რა გატეხე? რა სუნი დგას? _ კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, რომ არ ეყვირა, როცა მიხვდა რაც გატეხა.
- შენი იყო? _ გულუბრყვილო გამომეტყველებით შეხედა _ ჩემს პარფიუმერიას ვალაგებდი და ვეღარ დაეტია.
- შენ ნორმალური ხარ? _ ფეხზე წამოიჭრა _ შეგეძლო გადაგეადგილებინა!
- აკაკი ნუ მიყვირი ძვირფასო _ ნაწყენმა ჩაილაპარაკა და ლოგინზე გადაჯდა.
- ნუ მაიძულებ ფანჯრიდან გისროლო _ ღრმად ჩაისუნთქა და სააბაზანოსკენ წავიდა.
- რა ჩემი ბრალია? _ კისკისით აიჩეჩა მხრები _ კაკიი, მე გავალ საუზმეს გავამზადეებ _ მზრუნველი ცოლის ტონით შესძახა და სიცილით გავიდა ოთახიდან.
- დილა მშვიდობის კრავაი.
- დილა მშვიდობის ქალბატონო შორენა _ გაუღიმა.
- ნუ მეძახი ქალბატონოს, ოჯახის წევრი ხარ, უცხო ხომ არა.
- დიახ, უბრალოდ მომართვის ფორმა ვერ ვიპოვე ჯერ _ უხერხულად აიჩეჩა მხრები.
- შორენა დამიძახე.
- არა, არა ასე ვერ მოგმართავთ _ ხელები გაასავსავა _ მაგრამ დედასაც ვერ დაგიძახებთ _ თავისთვის ჩაილაპარაკა.
- ოჰ, აბა რომელი დეიდა-მამიდა-ბიცოლა მე ვარ? დამიძახე შორენა და მიეჩვევი.
- კარგი, ვეცდები _ გაუღიმა.
- აკაკი დამშვიდდა?
- დიახ, ვილაპარაკეთ წუხელ და გავარკვიეთ ყველაფერი, დღეს ჩემს მშობლებთან გვინდა წასვლა.
- დაურეკე და აქ მოვიდნენ, უკეთესი იქნება, ნახავენ სად ცხოვრობ, ვისთან ერთად და დამშვიდდებიან თან.
- ძალიან დიდი მადლობა, დავურეკავ _ მართლა აოცებდა ამ ხალხის სითბო. _ საუზმეს მოვამზადებ, თუ მეტყვით დილაობით რას მიირთმევთ.
- არაა საჭირო, მე მივხედავ.
- ძალიან გთხოვთ, მეც მინდა რამეში დაგეხმაროთ.
- კარგი, წამოდი, ერთად გავაკეთოთ. შოთა ჩაის სვამს კარაქიან პურთან ერთად, აკაკი ყავას სენდვიჩთან ერთად, მე ფაფას.
- ძალიან კარგი, თქვენ ჯანსაღად საუზმობთ _ გაუღიმა და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა. _ ყველს სად ინახავთ?
- მაცივარში ნახე, კონტეინერში უმარილოა, სათლში მარილიანი, აკაკი უმარილოთი იკეთებს.
- ვიპოვე _ კმაყოფილმა ჩაიცინა და სათლი გამოიღო, ყველი სქელ ნაჭრებად ჩამოჭრა, წყლის გადავლებაც არ უფიქრია ისე მოაქცია პურის ორ ნაჭერს შორის, დანარჩენი ყველაფერი ზომიერად დაუმატა, თუ სიმწარეს არ გავითვალისწინებთ, ზედმეტი „მოუვიდა“, კაკის მაონეზი არ უყვარსო და ესეც არ დაიშურა, სენდვიჩი ტოსტერში მოათავსა და ახლა ყავის მომზადებაზე გადავიდა. ერთი კოვზი ყავა, ერთი კოვზი მარილი და წყალი. ბატონ შოთასაც კრავაიმ გაუმზადა ჩაი და ის იყო სუფრა გააწყვეს, ოჯახის მამრობითი სქესიც შეუერთდა.
- დღეს ყველაფერი კრავაიმ მოამზადა _ ღიმილით ამცნო შორენამ დანარჩენებს.
- ვინ? _ მართლა პირველად გაიგო აკაკიმ მისი სახელი, თან ეუცნაურა, თან ასე ერთბაშად ვერც კი მიხვდა ვინ იყო.
- შენმა ცოლმა.
- ა ჰო, არ მეგონა ასეთებიც თუ იცოდი _ შეცდომა გამოასწორა და „ცოლს“ გაუღიმა.
- ვეცადე _ არანაკლებ თბილი იყო გოგონას ღიმილიც, მშვიდად გამოსწია სკამი და გვერდით მიუსკუპდა _ იცოდე, ყველაფერი ძალიან გემრიელია _ გამაფრთხილებლად წასჩურჩულა და თავისი ფინჯნიდან ყავა მოსვა.
- შოთა, დღეს კრავაის მშობლები გვესტუმრებიან _ ამცნო ქალმა.
- ეს როდის გადავწყვიტეთ? _ გადაუჩურჩულა გოგონას.
- ამ დილით _ ღიმილით შეაგება პასუხი.
- იქნებ გეკითხა მეცალა თუ არა?
- უნდა მოიცალო.
- საღამოსთვის დაპატიჟე, სამსახურიდან ადრე წამოვალ _ მშობლების დასანახად გაუღიმა გოგონას.
- კარგი, როგორც მეტყვი _ ისიც მოჩვენებითი მორჩილებით დაეთანხმა. ღიმილიანი სახე მაშინვე შეეცვალა აკაის, როგორც კი სენდვიჩი მოკბიჩა.
- ყველი ცოტა მეტი მოგსვლია _ ღიმილით ჩაისისინა და ყავა მოსვა გასანეიტრალებლად, მაგრამ.. _ ყავა _ საუბარი დაიწყო.
- გემრიელია ხომ? ჩემი რეცეპტით მოვამზადე _ ბედნიერმა გაუღიმა გოგონამ.
- ჰო, ძალიან _ თავს აიძულა არ დაჭყანულიყო _ მგონი აქამდე არასდროს მითქვამს, მაგრამ მაიონეზი არ მიყვარს.
- მე ხომ გითხარი კრავაი _ შეახსენა შორენამ.
- ვაიმე, დიახ, გადამავიწყდა, მთელი დილაა მშობლებთან შეხვედრაზე ვფიქრობ _ შეწუხებულმა ჩაილაპარაკა.
- არაუშავს, დამშვიდდი _ თამაშში აჰყვა „მეუღლე“ _ სხვა დროს სიმწარეც ცოტა ნაკლები უქენი.
- აუცილებლად.
- კარგი, ჩემი წასვლის დროა _ წამოდგა.
- ბოლომდე არ შეჭამ? _ ნაწყენი გამომეტყველებით ადგა კრავაიც.
- მაპატიე საყვარელო, მეჩქარება, ვეღარ ვასწრებ _ მშობლებისთვის შეუმჩნეველი ირონიით ჩაილაპარაკა და დერეფნისკენ წავიდა.
- კაკიი, მოიცადე, არ უნდა დამემშვიდობო? _ ხელები გადაიჯვარედინა.
- შემომაკვდები _ გადაკოცნისას უჩურჩულა და სახლიდან გავარდა.
- ვნახოთ ვის ვინ შემოაკვდება _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და სამზარეულოში დაბრუნდა.

მთელი დღე „დედამთილთან“ ერთად გაატარა, სახლის დალაგებაშიც მიეხმარა, ისაუბრეს, უკეთესად გაიცნეს ერთმანეთი. ქალბატონ შორენას მოეწონა რძალი, ჩვეულებრივი გოგონა იყო, ცოტათი მორცხვი, ხელსაქმიანი და მუდამ მომღიმარი. ან მშობლებს რას ერჩოდა, მათ გამწარებას ხომ არ დაიწყებდა, პირიქით, იმდენად კარგად შეხვდნენ, საოცარი პატივისცემით განიმსჭვალა მათ მიმართ. ცოტა მოგვიანებით დედას დაურეკა, შეძლებისდაგვარად დაამშვიდა და საღამოს ექვსი საათისთვის დაიბარა.

- შოთა ექიმია, ტრამვატოლოგი, სახლში ასე ხშირად არ არის _ უღიმოდა ქალი.
- და გადატვირთვა შეიძლება მისთვის?
- არ შეიძლება, მაგრამ ძალიან არ ტვირთავენ, სახლში ვერ ჩერდება, უყვარს თავისი საქმე.
- დღეს? _ ყოყმანით ჰკითხა.
- დღეს ადრე მოვა, არ ინერვიულო.

***
- ალბათ აკაკი მოვიდა _ გაუღიმა დედამთილმა და კარებისკენ დაიძრა _ მოდი შვილო.
- მოხვედი? _ უკან მიჰყვა კრავაი და თბილი ხმით ჰკითხა.
- მოვედი _ დედის დასანახად მანაც შეაგება ღიმილი, თუმცა უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ერთი კოცნაც გაიმეტა, მსუბუქად აკოცა ლოყაზე და მისაღებში შევიდა.
- შეჭამ რამეს? _ მზრუნველი ტონით დაეკითხა.
- არა, მადლობა _ ჩაისისინა _ დაურეკე შენს მშობლებს?
- კი დავურეკე, მოვლენ მალე.
- ჰოდა დაველოდები, იმათ მაინც არ მოწამლავ _ უჩურჩულა, როგორც კი დედა სამზარეულოში გასული დაიგულა.
- სპეციალურად შენთვის მოვახერხებ რამეს ძვირფასო _ გაუღიმა და სამზარელოსკენ წავიდა თვითონაც.

სუფრა გაშალეს, ბატონი შოთაც მივიდა და ერთად ელოდნენ კრავაის მშობლებს. მართლა ანერვიულდა კაკუნი რომ გაიგონა, სახეზეც შეეტყო, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.

- გააღე, მე ხომ არ გავუღებ _ შეუღრინა.
- ჰო _ დაბნეულმა ჩაილაპარაკა და ნელა წავიდა კარებისკენ. _ დე _ ჩაეხუტა ქალს _ მოდით.
- გამარჯობა _ უღიმოდა შორენა _ მობრძანდით, მობრძანდით.
- გამარჯობა _ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. კრავაი აკაკის მიუდგა გვერდით და მხარი მიკრა, სახის გამომეტყველება რომ შეეცვალა.
- ბავშვებო _ მძიმედ დაიწყო დედამ _ რატომ გადაწყვიტეთ ასე ჩუმად? წინააღმდეგები ხომ არ ვიყავით?
- იცით, უბრალოდ ასე მოხდა _ ჩაილაპარაკა აკაკიმ, როგორც კი ჩქმეტა იგრძნო _ მაგრამ მე გპირდებით, რომ თქვენი შვილი ბედნიერი იქნება.
- მე მაინც არ მომწონს ეს ყველაფერი _ მკაცრად ჩაილაპარაკა მამამ.
- ვიცით, ასე ნაუცბათევი ქორწინება ჩვენც არ მოგვწონს, გვერჩივნა ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით ყოფილიყო, მაგრამ, რადგან ასე მოხდა, ვეღარაფერს შევცვლით _ მშვიდად საუბრობდა ბატონი შოთა _ ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ბავშვებს, რომ კარგი ოჯახი შექმნან.
- ახლა რაღას გავაწყობთ, როგორც ვხედავ ჩემი გოგონაც არ არის წინააღმდეგი. _ დანებდა კრავაის მამაც.
- მაშინ სუფრასთან მიგიწვევთ _ მაგიდისკენ გადაინაცვლეს. გვერდი-გვერდ მოთავსდნენ კრავაი და აკაკი.
- სახეს მიხედე _ უჩურჩულა ღიმილით.
- არ ვარ შენნაირი მსახიობი.
- გაგაფრთხილე და ცოტა თბილი მზერით გადმომხედე, ეჭვს ბადებ _ უცებ უჩურჩულა და სკამზე გასწორდა.

როგორც იყო, დაამთავრეს ის საღამო. მშობლები გააცილეს და სუფრას მიუბრუნდა. წინააღმდეგობის მიუხედავად აალაგა, შორენა რეცხავდა, თვითონ ამშრალებდა და მალე დაასრულეს. ოთახში რომ შევიდა, აკაკი ლოგინზე იწვა.

- ჰეი, უკაცრავად _ ყურადღება მიიქცია _ ადგილი შეგეშალა მგონი _ დოინჯით დაუდგა წინ.
- რა გინდა?
- ადგილი შეგეშალა, ადექი და გადაბრძანდი დივანზე.
- ძალიან მოუხერხებელია, ვერ ვთავსდები.
- არ მაინტერესებს, მე შენ გვერდით ვერ მოვთავსდები.
- არც მე მაინტერესებს.
- კარგი, ვნახოთ ვისი აჯობებს _ ჩაილაპარაკა და სააბაზანოსკენ დაიძრა. თავი მოიწესრიგა და ოთახში ჩაფიქრებული დაბრუნდა. რა უნდა გაეკეთებინა ახლა. სასწაულს ვერაფერს მოიფიქრებდა, ლოგინზე დაჯდა, მასთან ახლოს მიიწია, თმებიდან პირსახოცი მოიშორა და თმები წინ გადმოიყარა. წვეთ-წვეთად ეცემოდა ცივი წყალი ტანზე აკაკის, კრავაი კი მის თმებზე თამაშობდა. გამეტებით წიწკნიდა ღერა-ღერა და თან ფხუკუნებდა. თავი მოიქექა ბიჭმა და კრავაიმაც სასწრაფოდ მოაშორა ხელი, მერე ტანზე მოისვა და სისველის შეგრძნებისას გამოფხიზლდა.
- შენ სულ გაგიჟდი? _ ცოტა აკლდა რომ არ ეყვირა.
- მე გაგაფრთხილე _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
- მოგკლავ, გეფიცები მოგკლავ.
- ნუ მემუქრები საყვარელო, ადექი და გადაბრძანდი შენს ლოგინზე.
- არ შეგარჩენ, ასე არ დავტოვებ _ ბრდღვინვით გადავიდა დივანზე.
- ტკბილი ძილი ძვირფასო _ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და კომფორტულად მოთავსდა ლოგინზე.

დილით რომ გაიღვიძა, ოთახი მოათვალიერა, მეუღლე ვერსად შენიშნა. კმაყოფილს ჩაეღიმა, სწრაფად გადმოყო ფეხები ლოგინიდან, გემრიელად გაიზმორა და წამოხტა, მაგრამ რატომღაც კი არ იდგა, იატაკზე იყო გართხმული.

- ვაიმე _ ამოიკრუსუნა და მაშივე გაიგო კარების ხმა, აკაკი შევარდა ოთახში, კარები დაკეტა და ხმამაღლა ახარხარდა.
- რაო საყვარელო? _ მიჰბაძა კრავაის და თვალი ჩაუკრა.
- შენ, შენ გააკეთე ეს? არ შეგარჩენ! საძაგელო _ ცხვირი შეჭმუხნა _ მოიცა რა სუნია? _ რაღაც ბლანტი და წებოვანი მასით დასვრილი თითები ცხვირთან მიიტანა _ კვერცხი, კვერცხი?! _ გამწარებული წამოხტა დიდის ამბით, მაგრამ კვერცხი ვერ გაითვალისწინა და ისევ იატაკზე აღმოჩნდა _ აუ _ ისევ დაიკვნესა _ მეტკინა.
- ცოდვებმა გიწიეს _ ნიშნისმოგებით გაუღიმა.
- ახლავე დამეხმარე _ გაცხარდა _ ახლავე.
- კარგი, კარგი, არ იტირო _ წამოდგომაში დაეხმარა.
- ვაიმე წელი _ ცალი ხელი წელზე მიიდო და კოჭლობით წავიდა სააბაზანოსკენ. ილანძღებოდა, იმუქრებოდა ბიჭის მისამართით, აკაკი კი ყოველ გახსენებაზე იცინოდა.
- გამოხვედი? გელოდებოდი _ ისევ ოთახში დახვდა _ მე სამსახურში მეჩქარება, შენ ეს კვერცხი აწმინდე იატაკიდან.
- ასე ხომ? არ გინდოდა მშვიდობიანი თანაცხოვრება არა?
- იმ ყველაფერს რასაც აკეთებდი მშვიდობას ეძახი? _ გაეცინა.
- შენ _ თითი გაიშვირა _ შენ ზავის პირობები დაარღვიე, ომისთვის მოემზადე.
- რომელი დამპყრობელი შენ მყავხარ _ აფხუკუნდა _ წავედი, წავედი.. ჰო მართლა _ კარებიდან შემობრუნდა _ შეგიძლია მადლობა არ მითხრა საუზმის მოსამზადებლად რომ არ გაგაღვიძე.

ამას ასე არ დატოვებდა. არა რას წარმოიდგენდა ასეთ რამეს თუ მოიფიქრებდა, ახლა დააცადოს. მოემზადა და ეცადა წესიერად გაევლო, გვერდები ჯერ ისევ ტკიოდა, თუმცა შეძლო. ბატონი შოთა სახლში არ იყო, შორენაც არ ჩანდა. ალბათ სააბაზანოშიაო გაიფიქრა და იატაკის საწმენდი ტილოთი ჩუმად შეიპარა ოთახში. მოწმინდა, გარეცხა და აივანზე გაიტანა.

- გაიღვიძე? _ თბილი ღიმილით შეეგება ქალი სახლში შესულს.
- დიახ.
- მოდი ყავა დავლიოთ, შენ გელოდებოდი.
- კარგი, გავაკეთებ _ ყავა მოამზადა და მისაღებში გაიტანა.
- კრავაი, შეგიძლია შენი მეგობრები ამოიყვანო.
- მე ერთი მეგობარი მყავს უახლოესი, მას მართლა უნდა თქვენი გაცნობა და ამ დღეებში ამოვა ალბათ.
- აკაკის მეგობრებს იცნობ?
- იცით _ შეყოვნდა _ სულ რამდენიმეს.
- ძალიან კარგი, სხვებსაც გაგაცნობს ალბათ.

სანამ რძალ-დედამთილი ისხდნენ და მშვიდად ბაასობდნენ, აკაკის მეგობრები მორიგ თავგადასავალს ისმენდნენ და სიცილისგან ცრემლებს ვეღარ იკავებდნენ. კრავაის გაცნობაც მოინდომეს, თუმცა ბიჭმა უარი განაცხადა.

- კარგი რა, რა მოხდება რომ გავიცნოთ _ არ ეშვებოდა საბა.
- გამოიყვანე სადმე _ მხარი მიკრა თედომაც.
- არ არსებობს, შანსი არაა, მაგასთან ერთად სახლიდან გამომსვლელი არ ვარ.
- მაშინ ჩვენ ამოვალთ რა პრობლემაა.
***
- გოგო _ აკაკის ხმა მოესმა ტელეფონში.
- გისმენ კაკი _ ლამის დადნა და ბიჭიც მიხვდა, რომ დედამისი ან მამამისი იქნებოდა იქ.
- მეგობრებთან ერთად მოვალ დღეს და ზედმეტი ხრიკების გარეშე _ გააფრთხილა.
- ბიჭებთან? მე ხომ ვიცნობ _ მიახვედრა ნაცნობივით რომ უნდა შეხვედროდნენ ბიჭები.
- იცნობ? _ გაუკვირდა.
- ჰო ვიცნობ, შენ არ გამაცანი? _ მხიარული ტონით ჰკითხა.
- კარგი, გასაგებია.
- კარგი, გელოდებით _ ღიმილით გათიშა ტელეფონი _ კაკი იყო, საღამოს ბიჭებთან ერთად ამოვა.
- ძალიან კარგი.
- მოდი მე ნამცხვარს გავაკეთებ _ თვალები გაუბრწყინდა.
- კარგი, გააკეთე, დაგეხმარო?
- არა, არა, ჩემი ნახელავით მინდა რომ გავუმასპინძლდე.
- კარგი, მეც გავსინჯავ, დახმარება თუ დაგჭირდეს დამიძახე.
- კარგი _ სამზარეულოსკენ გაეშურა და მაცივარი გამოაღო.

***

სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა სახლში. კმაყოფილი უმზერდა თავის ნახელავს, შოკოლადის ტორტს და ასევე კმაყოფილი ისმენდა შორენას ქებას.

- არა ფქვილი როგორ არ გამოიყენე არ მესმის _ დაკვირვებით ათვალიერებდა ქალი.
- ეს ნამცხვარი ფქვილის გარეშე კეთდება, გაცივდება სანამ ბიჭები მოვლენ და რომ გავჭრი ნახავთ, შიგნით მთლიანად გამომცხვარი არაა, გული ცოტა სველი აქვს, ზემოდანაც სულ შოკოლადია და ამას არაჟანი უხდება ძალიან.
- მართლა?
- დიახ, დედიკოს საფირმო რეცეპტია _ გაეცინა.
- ვნახოთ _ გაუღიმა.

***

- საღამო მშვიდობის _ კოცნით შეეგება ქმარს. _ მობრძანდით ბიჭებო.
- შემოდით, ეს საბაა, ეს თედო _ უჩურჩულა და მოშორდა.
- კრავაი _ გაუღიმა გოგონამაც.
- ე.ი. შენ ხარ ის სანაქებო გოგო _ გაეცინა საბას.
- გახლავართ _ ჩაეცინა _ თქვენ არაფერს გერჩით _ თვალი ჩაუკრა და მისაღებისკენ გაჰყვა. _ ყავას დალევთ ბიჭებო?
- არა არ გვინდა _ ყველას დაასწრო აკაკიმ.
- კაკი არ შევწუხდები _ გაუღიმა _ მთელი გულით მოვამზადებ.
- კარგი _ გაუღიმა საბამ. რამდენიმე წუთში ფინჯნები მაგიდაზე დაალაგა და თავისი ნამცხვარიც გამოიტანა.
- ოო, ეს რაღაც ახალი დე _ გაუცინა აკაკიმ შორენას.
- ახალი იმიტომაა, რომ კრავაიმ გააკეთა.
- ანუ არ უნდა ვჭამო? _ შეუმჩნევლად უჩურჩულა ტორტის დასაჭრელად დახრილ გოგონას.
- არა, ხრიკების გარეშე _ ჩურჩულითვე უპასუხა და ერთი ნაჭერი თეფშზე გადაუღო. კმაყოფილმა გადაყლაპა ლუკმა, მოეწონა. ჩათვალა, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა და ყავაც მოსვა, მაგრამ..
- კაკი, კაკი, რა მოგივიდა? გადაგცდა? _ შეწუხებული მზერა მიაპყრო გოგონამ _ წყალს მოგიტან ახლავე _ ჭიქა გამოარბენინა, სწრაფად გამოართვა ბიჭმა, მოიყუდა და კინაღამ უკანვე გადმოაქცია.
- წყალი ცხელია კრავაი _ კბილებს შორის გამოსცრა ღიმილით.
- ვაიმე, მაპატიე, სიჩქარეში სულ დავიბენი _ თავი გადააქნია.
- კარგად ხარ დედი?
- კი, კარგად ვარ.
- დაგტოვებთ ბავშვებო ცოტა ხნით, მზიასთან გავალ.
- გაგაცილებთ _ გააცილა და ბიჭებთან დაბრუნდა.
- რა იყო იმ ყავაში? _ გაბრაზებას აღარ მალავდა.
- რა იყო? _ გაიოცა _ ბიჭებო ხომ მოგეწონათ? _ გულიბრყვილო მზერით გადახედა ბიჭებს.
- კი, გემრიელი იყო _ მხრები აიჩეჩეს.
- შენ თვითონ გექნებოდა ცუდი გემო და ყავაც ამიტომ მოგეჩვენა უგემური _ გაუღიმა, გულში კი კმაყოფილი ხარხარებდა პილპილიანი ყავის გამო.

კიდევ კარგი ბიჭების წასვლამდე დედამთილი და მამამთილი დაბრუნდნენ, თორემ ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა აკაკის, რომელსაც აშკარად არ დაეჯერებინა ყავის „წესიერების“ ამბავი. საღამოს არ ულაპარაკიათ, ორივე ჩუმად მოთავსდა თავიანთ კუთვნილ ადგილებზე და დაიძინეს.

- გაიღვიძეე _ მთელი ძალით აჯანჯღარებდა ბიჭი.
- ცოტა ფრთხილად ცხოველო _ შეუღრინა.
- მადლობა მითხარი ასე მშვიდად რომ გაგაღვიძე, მე არა, ჩემებს უთხარი მადლობდა.
- რატომ გამაღვიძე?
- ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი გვესტუმრნენ, რძალი უნდა გაიცნონ _ ირონიით ჩაილაპარაკა.
- კარგი, ახლავე მოვწესრიგდები და გამოვალ.
- დაგელოდები საყვარელო.
- ზედმეტი ირონიის გარეშე, შენების დანასახად მაინც მოიქეცი კარგად.
- კარგი ძვირფასო, კარგიი _ გაუცინა.

ერთად გავიდნენ, ღიმილით შეეგება ბიძას და ბიცოლას. თურმე სპეციალურად კრავაის გასაცნობად ესტუმრნენ. მთელი დღე ბედნიერი სახით მოძრაობდა, მისდა სამწუხაროდ აკაკისაც ვერაფერი მოუწყო, მშვიდობიანად გაატარეს დღე. ბიჭიც უღიმოდა, უღიმღამოდ ეთანხმებოდა ყველაფერზე. საღამოს გააცილეს სტუმრები.

- შეგძლებია თამაში _ ოთახში შესვლისთანავე გაუღიმა. _ მაგრამ დამაჯერებლობა გაკლია.
- შენსავით გამოცდილი ვერ ვარ _ ჩაიბურტყუნა.
- რას ვიზამთ.

უხმოდ დაწვა, რაღაც იდეების ნაკლებობას განიცდიდა, სტუმრიანობამაც ხელი შეუშალა. სასწრაფოდ უნდა მოეფიქრებინა რამე, თორემ ასე ვერ გააგრძელებდა. ლოგინზე წამოჯდა და დივანზე მიწოლილ ბიჭს გადახედა. მშვიდად სუნთქავდა, ეტყობა ცუდის მოლოდინი არ ჰქონდა. გაეცინა, თავი ბალიშზე დადო და თვალები დახუჭა.
ერთი კვირა, ერთი კვირა გავიდა ისე, მხოლოდ სიტყვებით რომ იგესლებოდნენ. მერე მშობლებმა გამოუცხადეს სოფელში მივდივართ ცოტა ხნითო. ბატონ შოთას შვებულება აუღია სამსახურში. წყვილსაც შესთავაზეს, თუმცა აკაკიმ განაცხადა ვმუშაობო, კრავაიმ კი მეუღლეს მარტო ვერ დავტოვებო და მეორე დილით ცოლ-ქმარი სოფელში გაემგზავრა.

- იცოდეთ აუცილებლად ჩამოხვალთ _ გაუღიმა შორენამ _ ბებოსაც უნდა შენი გაცნობა.
- აუცილებლად ჩამოვალთ, მეც მინდა ბებოს გაცნობა _ დააიმედა და კარები დაკეტა.
- აუცილებლად ჩამოვალ _ გამოაჯავრა ბიჭმა და სავარძელში ჩაეშვა.
- მისმინე ბიჭი, მართლა ჩავალთ, მე ვთქვი რომ იდეალური რძალი ვიქნებოდი.
- იმედია შენს სოფელშიც არ უნდა ჩავიდეთ _ ჩაიცინა _ მეც ხომ იდეალური სიძე ვარ.
- ეჭვიც არ შეგეპაროს.
- მართლა გიჟი ხარ, რა ჯანდაბად გინდა მთელი ეს ცირკი _ მოთმინებამ უღალატა _ რატომ უნდა გავიცნოთ ერთმანეთის ნათესავები, როცა ერთ დღესაც აღარ გეყოფა ფანტაზიები და მორჩები ჩემს გამწარებას, უბრალოდ ადგები და წახვალ.
- არ მეგონა ასეთი ნერვიული თუ იყავი.
- ჩვეული სტილი _ ჩაიცინა _ კარგი, რადგან ასე გინდა, ომი გრძელდება _ გაეცინა _ წავედი მე.
- სად წახვედი?
- გასართობად.
- მე გაგაფრთხილე აკაკი!
- ნუ გეშინია არ გიღალატებ სიხარულო _ ცხვირზე თითი დაკრა და კარები მიიკეტა.

კრავაიმ რუსკას დაურეკა. გული იჯერეს გოგონებმა ერთმანეთთან საუბრით. განიხილეს თითოეული ქცევა და საბოლოოდ, საკმაოდ კმაყოფილები დაიშალნენ. დიდ ხანს ელოდა კრავაი „მეუღლეს“, თუმცა არ ჩანდა.

- სად ხარ? _ უკმაყოფილო ტონით ჰკითხა.
- ეჭვიანი ცოლივით ნუ მაკონტროლებ რა _ ჩაიფრუტუნა.
- სახლში მარტო ვარ _ მშვიდად ჩაილაპარაკა.
- არ მითხრა რომ გეშინია _ ჩაეცინა _ მალე მოვალ.

ამ ზარიდან ზუსტად ორი საათში დაბრუნდა შინ აკაკი, ცოტა ნასვამი ლიმონათის ბოთლით ხელში.

- შენ მოგიტანე დანაშაულის გამოსასყიდად _ გაუღიმა. ეჭვიანი მზერით შეათვალიერა გოგონამ _ არაფერია, აიღე, ჩვეულებრივია. _ იმდენად გულწრფელი ეჩვენა, გამოართვა, სწრაფად გავიდა მისაღებში და გახსნა..
- აკაკიი _ დაიკივლა.
- გისმენ _ ფხუკუნით შევიდა და გაწუწულ გოგოს გაუცინა.
- შეგძლებია მსახიობობა _ უკმეხად უთხრა და სააბაზანოსკენ წავიდა. უკან დაბრუნებულმა ოთახიც მოაწესრიგა და სამზარეულოში შევიდა აკაკისთან.
- გინდა ყავა დავლიოთ? _ უჩვეულოდ კეთილი ჩანდა ბიჭი.
- არ მინდა, მომწამლავ.
- არ მოგწამლავ, შენგან განსხვავებით კარგ ყავას ვაკეთებ.
- ბევრი დალიე? _ გაეცინა.
- რა მეტყობა?
- გეტყობა.
- ჩემებმა დარეკეს?
- კი, ჩავიდნენ და გველოდებიან.
- კარგი, ყავა არ გინდა, წავალ, დავიძინებ.

დაელოდა კრავაი როდის დაეძინებოდა ბიჭს. ფეხაკრეფით შეიპარა ოთახში და დააქცერდა, ვერაფრით ხვდებოდა რა შეიძლებოდა ეეშმაკა, არადა სამაგიერო ხომ უნდა გადაეხადა. რადგან გრანდიოზული ვერაფერი მოიფიქრა, უბრალოდ ჩამოჯდა დივნის წინ და ცხვირზე სულ ოდნავ მოუჭირა ხელი. რამდენიმე წამში პირით სუნთქვა დაიწყო ბიჭმა და უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა. ცოტა ხნით შეეშვა და ისევ იგივე გაიმეორა, კიდევ და კიდევ, ბოლოს რომ მოკიდა ხელი თავი გადააქნია ბიჭმა და თვალები გაახილა.

- რა გინდა? _ უჩვეულოდ მშვიდიდ ტონით ჰკითხა.
- შენთვის სიცოცხლის გამწარება.
- და მაგით გეშველება?
- აი ეგ შენი საქმე აღარ არის _ გაბრაზებულმა შეუბღვირა და ლოგინზე გადავიდა.
- გამიბრაზდი? _ გვერდით მიუჯდა.
- წადი, დაიძინე, მეძინება.
- კარგი, შენ თუ დაგამშვიდებს ჩემი გამწარება კი ბატონო, გამამწარე.
- წადი რა და რომ გამოფხიზლდები მერე მელაპარაკე, ისევ ასე იფიქრებ თუ არა _ ჩაიფრუტუნა და ოთახიდან გავიდა.

სამზარეულოში შესულ აკაკის მოღიღინე კრავაი დახვდა.
- დაჯექი და ყავას გაგიკეთებ _ გაუღიმა გოგონამ.
- არ მინდა, მადლობა _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა.
- გეფიცები წესიერ ყავას გავაკეთებ.
- დარწმუნებული ხარ?
- კი.
- კარგი, ამ ერთხელაც გენდობი.
ფრთხილად მოსვა ყავა და გაკვირვებულმა შეხედა.
- მართლა ჩვეულებრივია.
- მე ხომ დაგპირდი, დღეს არ ვარ უთანხმოების ხასიათზე. აი ბლინებიც გავაკეთე _ თეფში წინ დაუდგა.
- მმ გემრიელია, თან რაღაცნაირი გემო აქვს.
- ჰო, მე განსხვავებულად ვაკეთებ _ გაუღიმა და ამოისუნთქა, როგორც ჩანდა შოკოლადის კარაქს კარგად დაეფარა სოდის გემო.
- მადლობა მშვიდობიანი დილისთვის _ გაუღიმა და წავიდა.
- არაფრის _ ბოროტულად ჩაიცინა.

სახლი დაალაგა, ყველა ოთახი მოაწესრიგა, თავისი ნივთები უფრო ფართოდ დააწყო, აკაკის ნივთებისთვის ადგილი შეამცირა. კმაყოფილმა შეავლო თვალი ამღერებულ ტელეფონს და თავი ძლივს შეიკავა კისკისისგან.

- გისმენ.
- რა მაჭამე გოგო! _ აშკარად გამწარებული იყო აკაკი.
- რა გაჭამე? _ ტელეფონი მოიშორა და ჩაიფხუკუნა.
- არ ვიცი, მაგრამ დილით იმ შენი ბლინების გარდა არაფერი მიჭამია, მოგკლავ იცოდე! რომ მოვალ სახლში არ დამხვდე.
- რატომ? რა ხდება?
- რატომ? მთელი დღეა ხუთი მეტრის რადიუსზე ვერ მოვშორებივარ საპირფარეშოს _ ამის თქმა და კრავაის აკისკისება ერთი იყო. ვეღარ ჩერდებოდა, იმდენი იცინა, სანამ ცრემლები არ წამოუვიდა. _ სახლში არ დამხვდე _ კიდევ ერთხელ გაისმა მუქარა და ტელეფონი გაითიშა.

საღამოს კარები არ გაუღო. მთელი ძალით აბრახუნებდა აკაკი, კრავაი კი არ უღებდა. იცოდა, მართლა მოკლავდა, თან ეცინებოდა, ჭუჭრუტანიდან უყურებდა და მთელი ხმით კისკისებდა მის სახეზე. იქიდან კი ბიჭი იმუქრებოდა.

- საბასთან წადი ან თომასთან, არ გაგიღებ, არ არსებობს _ დაუყვირა და კარებს მოშორდა.
- როდემდე დაიმალები, ერთხელაც გააღებ და _ მუქარას აგრძელებდა.
- ფრთხილად იყავი შენების ჩამოსვლამდე გარეთ არ მოგიწიოს ყურყუტი _ სიცილით ჩაიბურტყუნა და ლოგინზე მიწვა. კიდევ დიდ ხანს ესმოდა ბრახუნი, მაგრამ შეწყდა. _ კიდევ კარგი გასაღები ამოვაცალე _ კმაყოფილმა გაიფიქრა და დაიძინა.

დილითაც კაკუნმა გააღვიძა, ისევ აკაკი. ტელეფონზეც ურეკავდა.

- გისმენ.
- კარები გამიღე, თორემ..
- შენ არ გაგიღებ, საბა მოვიდეს და ტანსაცმელს გამოვატან მოწესრიგებულს.
- გოგო! გამიღე.
- გიჟი კი არ ვარ _ გაეცინა _ საბას ველოდები.

მაინც თავისი გაიტანა კრავაიმ, ტანსაცმლის წასაღებად საბა მივიდა. ერთად იცინეს და გააცილა. იცოდა დიდ ხანს რომ ვერ დაემალებოდა, ისიც იცოდა გაბრაზება რომ არ გადაუვლიდა, ამიტომ მშვენიერი რამ მოიფიქრა. ტანსაცმელი ჩაალაგა და სოფელში წავიდა დედამთილ-მამამთილთან. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა ჩასვლამ, ყველას აინტერესებდა ოჯახის ახალი რძალი, ისიც ღიმილით ეგებებოდა ყველას და აკაკის წამოუსვლელობას მისი მოუცლელობით ხსნიდა.

- როგორ გამოგიშვა მარტო? _ უკმაყოფილოდ აქნევდა თავს შორენა.
- მართლა არ ეცალა, ამ დღეებში მოამთავრებს საქმეებს და ჩამოვა, ძალიან ცხელოდა და ამიტომ გამომიშვა.
- იმედია მალე ჩამოვა.
- აი მირეკავს _ გაუღიმა და სახლიდან გავიდა _ გისმენ.
- ახლავე გააღე კარები! - გასაღები ტილოს ქვეშაა, მე ვერ გაგიღებ.
- სად ხარ?
- სოფელში ვარ _ ჩაიცინა.
- როდის მოასწარი?
- შიში ოხერია _ გაეცინა. _ ჰო მართლა უახლოეს დღეებში გელოდებიან, უფრო სწორად გელოდებით, მომენატრე _ როგორც კი ეზოში გამოსული ბიძაშვილი შენიშნა, მაშინვე მოიშველია თბილი სიტყვები.
- ილოცე რომ არ ჩამოვიდე.
- კარგი, მაშინ ხვალ საღამოს გელოდებით.
- შენ ხომ არ გაგიჟდი? რა ხვალ საღამოს?
- კარგი, მოგიკითხავ ყველას, მეც ერთი სული მაქვს როდის გათენდება.
- გასაგებია, გარშემო ხალხი გახვევია.
- კარგი საყვარელო, ხვალამდე.
- ხვალ ვერ ჩამოვალ, არ არსებობს.
- მეც გკოცნი, ბებო გელოდება _ თითქოს გააფრთხილა და ტელეფონი გათიშა.

მეორე საღამოს ბედნიერი სახით მირბოდა ეზოში მომავალი სილუეტისკენ, ჩაეხუტა და აკოცა.

- ამყევი და რობოტივით ნუ დგახარ, ხალხი გვიყურებს _ უჩურჩულა და მაშინვე შემოეხვა ბიჭის ხელებიც, თავზეც აკოცა უკმაყოფილოდ.
- ბებომ გენაცვალოს შენ _ სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა ქალი მისკენ, კრავაიც ნებაყოფლობით გაეცალა და მონატრებული შვილიშვილის მოსიყვარულება აცადა.

სახლში შესული ცოლის გვერდით დაჯდა, ხელიც მოჰხვია მეტი დამაჯერებლობისთვის და ღიმილით ესაუბრა ბიძაშვილებს.

- არა როდის მოასწარი ასე უცებ, როგორ გამოგვაპარე _ არ ეშვებოდა პაატა.
- ასე გამოვიდა რა _ ხელი აიქნია და უმცროს ბიძაშვილს გადახედა. _ როგორ სწავლობ პრინცესა?
- კარგად _ გაეკრიჭა გოგონა.

მოხვეული ხელით დრო და დრო თმას წიწკნიდა კრავაის, ისიც გმირულად უძლებდა ცოტა ხანს.

- წავალ გაშლაში მივეხმარები _ წამოიწია.
- იყავი რა, მომენატრე _ უკან დააბრუნა.
- გეყოფა _ ჩურჩულით გაუბრაზდა.
- ჯერ სად ხარ _ არანაკლებ გაბრაზებულმა უპასუხა.
- ბევრი ხალხია _ ნიშნისმოგებით გაუღიმა.
- ღამე მარტოები ვიქნებით, გაითვალისწინე _ ჩაეცინა ბიჭს.

ცოცხალი თავით არ უნდოდა დასაძინებლად წასვლა, მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდათ. ბევრი იკვდინა თავი, სუფრაც თვითონ აალაგა, ჭურჭელიც თვითონ დარეცხა ყინულივით ცივ წყალში, კიდეც დაამშრალა, მაგრამ აკაკი იდგა და ელოდა, ისე მხნედ გამოიყურებოდა, თითქოს ერთი ჭიქაც კი არ დაელია.

- კიდევ რა დაგრჩა დასალაგებელი? _ ჩაიცინა აკაკიმ, როცა ბოლო თეფშიც შედო კარადაში გოგონამ.
- მეტი, მეტი არაფერი _ ჩაიბურტყუნა.
- ჰოდა მეორე სართულზე ოთახი გველოდება, თანაც დივანი არ გვაქვს.
- რა გიხარია მერე, იატაკზე მოგიწევს ძილი _ მკაცრად ჩაილაპარაკა და კიბეებს აუყვა.
- მეტი საქმე არ მაქვს _ გაიცინა და ბედნიერად მიწვა ლოგინზე _ თუ გინდა, შეგიძლია დაწვე აქ, თუ არადა გზა ხსნილია.
- ადექი, გავშალო მაინც _ შეუღრინა.
- ახლავე საყვარელო _ გამოაჯავრა და წამოდგა.

სანამ კრავაი ლოგინს შლიდა, აკაკიმ მაისური და შარვალი გაიხადა და საბნის ქვეშ შეწვა. გოგომაც სწრაფად გადაიცვა საღამურები, ხალათიც შემოიცვა და ისე დაწვა.

- გეთქვა თუ გციოდა, გაგათბობდი _ გაუცინა ბიჭმა.
- ძალიან ამოიდგი ენა ხომ იცი? მუქარები გაიხსენე ხანდახან _ შეუბღვირა და ზურგი აქცია.
- იცი რა ძვირფასო? ახლა რაც არ უნდა გავაკეთო, შენ ხმას არ ამოიღებ, მით უმეტეს შოთასთან.
- რატომ ხარ დარწმუნებული?
- იმიტომ რომ ვხედავ როგორ შეგიყვარდა ჩემი მშობლები _ ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა და თვითონაც ზურგით დაწვა.
- გეგონოს _ ეცადა მტკიცედ ეთქვა, თუმცა აკაკი მართალი იყო, ვერასდროს შეძლებდა ამ ადამიანებისთვის განზრახ გულის ტკენას.

ბუნდოვნად ჩაესმოდა უცნაური ყიყინი. აქამდე არასდროს გაეგონა აქ, არ იცოდა ჭაობი თუ იყო ახლო-მახლო, მაგრამ ხმა მართლაც რაღაცნაირი იყო. ზანტად გაახილა თვალები და სუნთქვა შეეკრა, კიდურები გაუშეშდა, პირიც კი ვერ გააღო დასაყვირებლად. მის მუცელზე საკმაოდ დიდი ზომის ბაყაყი იჯდა და დამახასიათებელ ხმას გამოსცემდა. „ოღონდ გადავრჩე, არ გაიაინძრე, არ გაინძრე“ - უკვე პანიკაში ვარდებოდა - „არ შეგარჩენ, არ გაცოცხლებ, ღმერთო გადამარჩინე“ - სიწყნარეს ვეღარ გაუძლო და მთელი ხმით დაიყვირა. შეშინებულმა ბაყაყმა ისკუპა და რაღაც ცივი და ლორწოვანი ხელზე შეეხო კრავაის.

- აა _ ყვირილით წამოხტა ლოგინიდან და არანაკლებ შეშინებული ბაყაყისგან გასაქცევად აქეთ-იქით დარბოდა. ბოლოს შეამჩნია გარეთ მდგარი ახარხარებული აკაკი და პირდაპირ მისკენ წავიდა. _ საზიზღარო _ გაარტყა _ არ შეგარჩენ, აი ამას არ შეგარჩენ, შენ ნახავ! ახლავე გამოიყვანე, გამოიყვანე!
- რა ხდება შვილო? _ შეშინებული ამოვარდა ბიცოლა.
- ბიცოლა, იქ, ოთახში ბაყაყია _ შეშინებულმა ამცნო.
- აკაკი, გაიზარდე ბიცოლა, გაიზარდე _ თავი გადააქნია ქალმა და ოთახში შევიდა.
- რა სასაცილო იყავი რომ შეგეხედა _ თავიდან ახარხარდა.
- შენ დამაცადე _ გამწარებული შებრუნდა ოთახში და წამში ისკუპა ლოგინზე.

***

- რა საყვარლები არიან _ შესქეროდა ჭუკებს. _ ბიცოლა მე გავუკეთებ რა საჭმელს.
- ხელებს დაისუსხავ კრავაი.
- აი, ამ ხელთათმანებს გავიკეთებ _ იქვე ჩამოკიდული ხელთათმანები მოირგო და ჭინჭარი დაჭრა, ქატოში ნელა ასვარა და ჯამით მიუტანა ბიცოლას. ჩუმად მოპარული ჭინჭარი კი ასევე ჩუმად აიტანა კიბეებზე და ოთახში შეიპარა. _ ახლა ვნახოთ _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და მოშიშვლებულ გულზე ფრთხილად დაუსვა ქმარს, მერე უფრო მეტად, კიდევ ცოტაც და დასუსხული წამოვარდა, მთელი ძალით მოიფხანა ჯერ გულ-მკერდი, მერე მუცელი და გამწარებულმა ახედა მომღიმარ კრავაის.
- ეს რა არის?
- სამაგიეროს გადახდა _ მშვიდად გაუღიმა, ჭინჭარი, რომელიც ხელში ეჭირა გულზე მიაგდო და სირბილით გაიქცა, რომ პირველ სართულზე თავის შეფარება მოესწრო. გაუმართლა, მოასწრო და მთელი დღე ბებოს არ მოშორებია გვერდიდან. სამაგიეროდ, ღამით საკმაოდ შეშინებული აიპარა ოთახში. აკაკი უკვე იწვა, ამოისუნთქა და თვითონაც დაწვა.

- არ გეგონოს შეგარჩინო _ ბიჭის ხმა მოესმა.
- მეც რომ არაფერს შეგარჩენ იმედია დარწმუნდი უკვე _ კომფორტულად მოეწყო.
- ძილინების კრავო..
- როგორ მომმართე? _ მისკენ გადაბრუნდა.
- კრავო _ გაუღიმა და თვალები დახუჭა.

დილა იმდენად მშვიდობიანი იყო, გაუკვირდა გოგონას. მშვიდად მოემზადა და კიბეებზე ჩაირბინა. აკაკი ხელ-პირს იბანდა.

- ხომ კარგად ხარ?
- რა ხდება? _ გაკვირვებულმა ამოხედა ბიჭმა.
- მშვიდობაა და ის.
- რატომ ვერ ირგებ მერე?
- უჩვეულოა.
- ჰოდა მივეჩვიოთ.
- არ მომწონხარ, საეჭვოდ იქცევი _ მოჭუტული თვალებით დააკვირდა.
- უბრალოდ დამღალა ამ კატა-თაგვობანამ.
- ახლა არ მითხრა რომ ჩემი ცოლად დატოვება გადაწყვიტე _ აკისკისდა.
- რატომაც არა, მხოლოდ საჭმლის გამო შეიძლება, როცა წესიერად ამზადებ.
- გეუბნები არ მომწონხარ, რამე ისეთი არ იეშმაკო, სანანებელი რომ გაგიხადო _ სერიოზულად ჩაილაპარაკა და წავიდა. აკაკის ჩაეცინა და უკან მიჰყვა.
- მისმინე _ დაეწია და ზურგიდან მიეხუტა _ ისეთს ვერაფერს ვიეშმაკებ, შენ რომ გაჯობო _ კისერში კოცნა დაუტოვა და მოშორდა.
- არა, ეს ნორმალური არაა _ ჩაილაპარაკა და თავი გადააქნია.

შუადღით ეზოს სატვირთო მანქანა მოადგა. ბიჭებიც გარეთ გავიდნენ. საქმე აკაკიმ ითავა, ღობიდან ერთი ფიცარი ამოიღო, ამ ფიცრის ადგილში იმ დიდი მანქანიდან გამოყვანილი მილი შეიყვანა და კასრში ჩაუშვა, იქიდან კი, რაღაც მასა ჩაედინა.

- ეს რა არის? _ ინტერესით ჩააცქერდა კრავაი _ ფუ რა სუნი აქვს _ დაიჭყანა.
- გაინტერესებს? _ გაუღიმა.
- რომ არ მაინტერესებდეს, არ გკითხავდი _ შეუბღვირა.
- მოიცადე ცოტა ხანი _ დაელოდა სანამ კასრი გაივსებოდა და შემდეგ, მილი პირდაპირ კრავაის მიუშვირა.
- აა _ აკივლდა მაშინვე _ დეგენერატო!
- ეს ნახადია _ მშვიდად გაუღიმა, როცა ნაკადი შეწყდა _ ამას საქონელს და ღორებს აჭმევენ.
- მოგკლავ! _ გამწარებული ავარდა ოთახში, ტანსაცმელი კი გამოიცვალა, მაგრამ სუნს ვერაფერი მოუხერხა.
- უჰ, უჰ რა სუნია _ სიცილით შევიდა ოთახში აკაკი.
- სად დავიბანო? _ შეუბღვირა.
- აბანო და კომფორტი არ გვაქვს.
- ეგ რომ შევამჩნიე იმიტომ ვკითხულობ.
- არ ვიცი, არ ვიცი _ ჩაიცინა და გავიდა.
- ჯერ დამაცადე! _ გამოსცრა და კიბეებზე ჩაირბინა. _ ბებო _ წუწუნით მივიდა ბაღში მოფუსფუსე ქალთან _ სად შეიძლება დავიბანო?
- თონეში წყალი ჩავდგი ბებო, გაცხელდებოდა უკვე. სარდაფში ოცლიტრიანი ქვაბი ნახე, იმაში მოანელე, ბეღლის კიბესთან ვარცლია მიყუდებული, სათონეში შეიტანე ყველაფერი და დაიბანე.
- მადლობა _ სწრაფად მოძებნა ყველაფერი, სათონეში შეიტანა და კარები ჩაკეტა.

ენით აღუწერელი სიამოვნება იგრძნო, ის საშინელი სუნი რომ მოიშორა. სარაფანი ჩაიცვა, თმებიდან პირსახოცი მოიშორა და ზურგზე დაიყარა სველი თმა. სათონიდან გამოვიდა თუ არა, კარებთან შეხვდა აკაკი.

- შენ რა მითვალთვალებდი? _ თვალები დაუქაჩა.
- არც მიფიქრია _ თვალს არ აშორებდა _ რა ლამაზი ხარ _ კრავაის სახე ხელებში მოიქცია და გაუღიმა.
- რაა? _ აწრიალდა, ხელები გააშვებინა.
- რომ იცოდე რა ლამაზი ხარ _ ღიმილით ჩაილაპარაკა.
- თავი დამანებე _ სახლისკენ გაიქცა. „რა ეტაკა“ - უკმაყოფილოდ გაიფიქრა და შორენას მიუსკუპდა.

***

შუაღამისას ყვირილით გააღვიძა აკაკიმ.
- ჩქარა, ჩქარა გაიღვიძე.
- რა ხდება? _ შეშინებული წამოხტა.
- მშობიარობს, მშობიარობს! _ სწრაფად წამოხტა, ხალათი შემოიცვა და მერე უცებ დაბნეული მიუბრუნდა.
- ვინ მშობიარობს?
- ძროხა _ ამდენ ხანს შეკავებული სიცილი ამოუშვა და მთელი ხმით ახარხარდა.
- საზიზღარო! _ ვითომ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა, მაგრამ იმავე წამს თვითონაც აკისკისდა _ წამო _ სიცილს რომ მორჩა, გადახედა.
- მართლა? _ გაუკვირდა.
- ჰო მართლა, რადგან გამაღვიძე, ვნახოთ კიდეც.
- აი ეს მესმის _ გაკვირვებულმა გადახედა და უკან მიჰყვა, უკვე ოთახიდან გასულ გოგონას. _ აბა რა ხდება? _ იკითხა ბოსელთან მისულმა, კრავაი კი შიგნით იყო.
- ბიჭია, ბიჭი! _ გამოვარდა და კისერზე ჩამოეკიდა.
- მართლა ასე გაგიხარდა თუ ჩასახუტებლად მიზეზი გინდოდა? _ უჩურჩულა.
- ბებოს დასანახად _ ჩაისისინა და მოშორდა.

***

დილით სახლში არ დახვდნენ ბიჭები. ქალებთან ერთად ისაუზმა და იკითხა სად იყვნენ. თურმე ბაღში ყოფილან, პომიდვრის მოსარწყავად. შუადღისას დაბრუნდნენ, აკაკის გარდა ყველა შევიდა სახლში. ბიჭი ხის ჩრდილში ჩამოჯდა და საყვარელი მეუღლეც, რასაკვირველია, მისკენ გაემართა.

- დაიღალე? _ მზრუნველი ტონით ჰკითხა.
- ისე რა.
- რაღაც უნდა გთხოვო.
- აბა გისმენ.
- აუ ბებომ მთხოვა ბეღლიდან ქატო გადმოიტანეო, არადა იქ ვერ შევალ, მეშინია, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი _ დაიწუწუნა.
- მერე, მე გადავიდე? _ გაეცინა.
- ჰო რა.
- კარგი, წამო, გადმოვიტან და შენ მიუტანე.
- კარგი.
ბეღელში გადავიდა, ქატოთი სავსე ტომრისკენ მიბრუნდა და უეცრად, სინათლის წყარო გაქრა. ხითხითით დაუკეტა კარები კრავაიმ და ჩაკეტა.
მშვიდად შევიდა სახლში და სუფრის გაშლაში მიეხმარა ქალებს.

- კრავაი სად არის აკაკი?
- იცით, ძალიან იყო დაღლილი და დასძინებია.
- მიდი, გააღვიძე, ჭამოს.
- მეცოდება გასაღვიძებლად, ეძინოს და მერე გავუკეთებ რამეს _ გაუღიმა შორენას.
- კარგი _ დაეთანხმა ქალი და მშვიდად დაჯდა სასადილოდ.

საღამოს ექვსი საათი ისე მოვიდა, ეჭვი არავის შეპარვია, რომ აკაკის ეძინა. ამ დროისთვის ცხოველებს ჭამა უწევდათ, ამიტომ ჩუმად მიიპარა გოგონა ბეღელთან და კარები გააღო. იქ კი შეშლილი სახით გაღვითქული ელოდა ბიჭი.

- სანამ ყვირილს დაიწყებ გაფრთხილებ, ყველას ჰგონია რომ გეძინა _ გაუღიმა _ ახლა მეორე სართულზე აიპარე და იქიდან ხმაურით ჩამოდი.
- შემომაკვდები _ ჩაისისინა და გვერდი აუარა.

კმაყოფილი შებრუნდა გოგონა ოთახში და თავისუფალ ტახტზე მიწვა. მალე ჩამოვიდა აკაკიც ახალი იდეით, მდინარეზე სურდა წასვლა. ყველამ აიტაცა და წავიდნენ. არაჩვეულებრივად გაერთნენ, უბრალოდ სახლისკენ მიმავალ გზაზე უკვე კანკალებდა კრავაი.

- გცივა? _ მზრუნველი ტონით ჰკითხა.
- ძალიან.
- მალე მივალთ და გათბები.
- ზოგადად ამ დროს თავიანთ მოსაცმელს აძლევენ ხოლმე გოგოებს _ უკმაყოფილოდ ახედა.
- მოიცა, მოსაცმელი მაქვს და არ გათხოვე? _ გაიცინა.
- ადამიანი ვერაფერში გამოგიყენებს _ ჩაიბუზღუნა და სვლა განაგრძო.
- ნუ ბუზღუნებ _ გაუღიმა და ხელი მოჰხვია.
- მოფიქრე უკვე სამაგიერო როგორ გადამიხადო? _ ეჭვიანი მზერა შეავლო შემოხვეულ ხელს.
- სულ სამაგიეროს გადახდა ნუ გელანდება _ თვალი ჩაუკრა.
- გაგვასწრეს _ წინ მიმავლებს გახედა.
- არაუშავს, არ გვეჩქარება.
- კარგი _ მხრები აიჩეჩა.

უკვე სახლთან იყვნენ მისულები, დანარჩენებმა შეასწრეს, ჭიშკარში უნდა შესულიყო, აკაკის ხელმა რომ გააჩერა. ჭიშკარს მოაშორა და ღობეს ააკრა.

- რას აკეთებ? _ შეშინებულმა ახედა.
- არაფერს დაგიშავებ _ გაეცინა, მიხვდა, რაღაც ეშმაკობას რომ ელოდა კრავაი.
- აბა რა გინდა?
- აი ეს _ მისკენ დაიხარა და ტუჩებზე შეეხო. მაშინვე აფართხალდა კრავაი, თავიც დააღწია და გაბრაზებული შევარდა სახლში.

ყველა მაგიდას უსხდა სავახშმოდ. კრავაიც მიუჯდა, მალე შეუერთდა აკაკიც, კმაყოფილმა გაუღიმა და სუფრას თვალი მოავლო. ბატონმა შოთამ წიწაკა აიღო.

- შოთა ძალიან მწარეა, არ ჭამო _ უჩურჩულა შორენამ.
- გავსინჯავ _ გაუღიმა კაცმა და პირველივე მოკბეჩაზე თვალები აუცრემლიანდა.

კრავაის კი სახე გაუნათა ახალმა, შესანიშნავმა იდეამ. სუფრის ალაგებისას წიწაკა ჩუმად მოიპარა და ოთახში ავიდა. აკაკი უკვე იწვა.

- უნდა ვილაპარაკოთ _ ლოგინზე ჩამოუჯდა გოგონა.
- რა ხდება?
- მომბეზრდა ეს კატა-თაგვობანა.
- ოჰ, ეს რაღაც ახალია.
- მოკლედ, დღეს რომ მაკოცე, მივხვდი რომ ყველაფერი ძველებურად აღარ არის.
- აბა რა შეიცვალა? _ ჩაეცინა.
- თვალები დახუჭე _ თხოვნით მიმართა. მოჭუტული თვალებით შეხედა აკაკიმ და ლოგინზე წამოჯდა. _ დახუჭე _ გაუღიმა. ბიჭმაც დაუჯერა და დახუჭა. იმდენად ახლოს მიიწია, კრავაის სუნთქვასაც კი გრძნობდა აკაკი საკუთარ ტუჩებზე, მაგრამ უცებ ყველაფერი გაქრა და საშინელმა შეგრძნებამ აუწვა ტუჩები. ეწვოდა, ისე ეწვოდა თითქოს ცეცხლი ეკიდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ენითაც მოილოკა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა გარდა იმისა, რომ უკვე ენაც ეწვოდა.
- ვერ გადამირჩები _ ლოგინიდან წამოხტა და გაქცეულ კრავაის დაედევნა. გოგონა ჭასთან იდგა მომღიმარი სახით. მისკენ დაიძრა, გამწარებული, მისი მოკვლის, წამების სურვილით სავსე და ახლა უკვე სისველის და სიგრილის შეგრძნებამ მოიცვა. გოგონამ მთელი სათლი წყალი შეასხა.
- მადლობა არაა საჭირო _ მიაძახა და ისევ ოთახისკენ გაიქცა, სანამ ბიჭი გონს მოეგო. _ არ მომეკარო, თორემ ვიკივლებ _ როგორც კი ოთახში შემოსული აკაკი დაინახა, გააფრთხილა.
- ჰოო? _ ინტერესით დაეკითხა.
- ჰო _ დაბნეული დაეთანხმა.
- კარგი, დავიძინოთ _ გვერდით მიუწვა და ზურგი აქცია.
- დარწმუნებული ხარ? _ ეჭვიანო ტონით იკითხა.
- უკეთესი გეგმები თუ გაქვს მითხარი _ მაშინვე კრავაისკენ გადაბრუნდა მომღიმარი სახით.
- დავიძინოთ _ ჩაილაპარაკა და გადაბრუნდა.
- შენი არ ვიცი, მაგრამ უნდა ხვდებოდე, რომ მე ნამდვილად აღარ მაქვს ძველებური დამოკიდებულება.
- აკაკი მეძინება! _ გააჩუმა.
- მაინც იფიქრე, ძილინების _ მხარზე სულ ოდნავ შეახო ტუჩები და მოშორდა.
დაბნეული აცეცებდა თვალებს კრავაი, ვერ ხვდებოდა ბიჭის ქმედებების აზრს. იმის დაშვებაც ვერ წარმოედგინა, რომ მის ქმედებებში სიყალბე არ ერია.

***

- დილა მშვიდობის _ უღიმოდა ბიჭი.

ერთი კვირა და არავითარი ხრიკი აკაკისგან, მაშინ როცა კრავაი სულ მის გამწარებას ცდილობდა. რეალურად, ახლა გამწარებაზე მეტად, მისთვის ამ ნიღბის ჩამოშორება უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. უკვე სერიოზულადაც კი დაფიქრდა ბიჭის სიტყვებზე, იქნებ სიმართლე იყო. არა და არა! ვერ დაიჯერებდა, არ შეეძლო, ან არ უნდოდა..

- გამარჯობა _ ჩაიბურტყუნა და გადაბრუნდა.
- მეჩვენება თუ მემალები?
- მგონია რომ უნდა დაგემალო, გავიქცე სადმე _ ჩუმად ჩაილაპარაკა.
- რატომ? _ ჩამწყდარი ხმით ჰკითხა აკაკიმ.
- არ ვიცი, გონება ამას მეუბნება.
- რომ არ დაუჯერო? _ გაუღიმა.
- უნდა დავუჯერო, მარწმუნებს _ თვითონაც გაეღიმა.
- ჰოდა, გადავარწმუნოთ, მალე ჩამოდი, ვისაუზმოთ _ სწრაფად აკოცა და ოთახი დატოვა.

***

- კრავაი, გვირილები მოგიტანე _ ოთახში შევარდა პატარა ქალბატონი.
- შენ დამიკრიფე პრინცესა? _ მიეფერა პატარას.
- არა, აკაკიმ გამომატანა _ გაიბადრა და აკოცა _ ესეც დამაბარა _ მხრები აიჩეჩა და გაიქცა.
გადაღლილი მზერით გადააქნია თავი და გვირილები იქვე დააწყო. ყველაზე მეტად იმის გააზრება აღიზიანებდა, რომ ეს ყველაფერი თვითონაც მოსწონდა.

***

მეორე დილით ქალაქში დაბრუნდნენ. შეეჩვია კრავაი იქაურობას, იმ ადამიანებსაც, მართლა დასწყდა გული წამოსვლისას, მით უმეტეს იმედი აღარ ჰქონდა, რომ კიდევ ნახავდა მათ. ნაღვლიანი მზერა მოავლო გარემოს, გულთბილად დაემშვიდობა ყველას და მოწყენილი ჩაჯდა მანქანაში.

- როგორი დასალაგებელია _ გაიცინა გოგონამ და მეუღლეს ოთახში აჰყვა. როგორც კი თვითონ მოწესრიგდა, სახლის მოწესრიგებაც დაიწყო შორენასთან ერთად. საღამოს ყველაფერი სუფთა იყო, ბარგიც ამოალაგა და მშვიდად ივახშმა.
- კრავაი _ ოთახიდან გამოვიდა აკაკი.
- გისმენ _ გაუღიმა.
- ბიჭემა დამირეკეს, ვიკრიბებითო, ხომ წამოხვალ?
- ბიჭები თუ იკრიბებით, მე რა მინდა?
- არა, მარტო ბიჭები არა, მეგობრები რა, გოგოებიც იქნებიან, ცოლები, ქმრები _ უხსნიდა.
- დაღლილი ვარ.
- კრავაი წაყევი _ გაუღიმა შორენამ _ გაერთობი ცოტას.
- კარგი _ ოთახში წავიდა, მოემზადა და გაჰყვა.

საღამო მართლაც სასიამოვნო და მხიარული გამოვიდა.
- ვიცეკვოთ? _ უღიმოდა აკაკი.
- ვიცეკვოთ _ მხრები აიჩეჩა და ხელი შეაგება. ნაზად ირწეოდნენ მუსიკის შესაბამისად. მიხუტებული ჰყავდა გოგონა, წელზე ხელები შემოეხვია და თავი მის ყელში ჩაერგო.
- რატომ ხარ ასეთი? მამწარებ, რას აღარ მიკეთებ, მე კი შენგან შორს ყოფნის სურვილი არ მაქვს _ ჩურჩულებდა აკაკი.
- გეყოფა რა _ ჩაიჩურჩულა.
- რატომ არ მოგწონს, როცა ამაზე გელაპარაკები?
- არ მინდა რომ ამაზე მელაპარაკო, შენს გასამწარებლად გავჩნდი შენს ცხოვრებაში და ვხვდები რომ გეგმას ვეღარ ვასრულებ.
- მეტი რაღა უნდა გამამწარო _ გაეცინა. _ ხანდახან იმდენად საყვარელი ხარ.
- აკაკი გეყოფა _ შეუბღვირა.
- არ გინდა რომ ნამდვილი ოჯახი გავხდეთ?
- დამანებე თავი _ ხელები გააშვებინა და მაგიდისკენ წავიდა.
- არ მესმის რატომ მებუტები, როცა სიმართლეს გეუბნები _ გვერდით მიუჯდა.
- იმიტომ, რომ რაღაც არ მომწონს, ეჭვი არ მასვენებს.
- ჯანდაბაში მოისროლე ეგ შენი ეჭვები და გეგმები, უბრალოდ მიჰყევი გულისთქმას და ნახავ, ბედნიერები ვიქნებით. ნუთუ ამდენ ხანში ვერ დაგიმტკიცე, რომ მე უარი ვთქვი მტრობაზე?
- ჰო, მაგრამ..
- მაგრამ არ გინდა რომ დაიჯერო _ ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ წავიდა.
- აკაკი, აკაკი _ უკან დაედევნა _ კაკი _ ბაღში იყო უკვე გასული _ არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა.
- არაუშავს _ გაუღიმა.
- მოდი ყველაფერი დავამთავროთ, მორჩა, მე აღარ გამომდის, ვეღარ გამწარებ _ გაეცინათ.
- მოდი ყველაფერი დავიწყოთ _ თბილად უთხრა და ნაზად აკოცა. წინააღმეგობა აღარ გაუწევია კრავაის. რაღაც მაინც არ მოსწონდა, რაღაც მაინც არ სვენებდა, მაგრამ საოცარი კომფორტის შეგრძნება იპყრობდა ბიჭის გვერდით, სიამოვნება, სიმშვიდე.

***

- რა მოხდებოდა იმ დღეს, იმ კაფეში რომ არ შეგხვედროდი?
- სავარაუდოდ უკვე გათხოვილი ვიქნებოდი _ გაეცინა.
- გათხოვილი ხარ _ ორივეს გაეცინათ.

თანაცხოვრებიდან რამდენიმე თვეში კი სრულიად უცერემონიოდ გამოუცხადა მიყვარხარო. არ ელოდა კრავაი, მართლა არ ელოდა. მით უმეტეს, რომ არც იმ საღამოს შემდეგ შეუწყვიტავს ბიჭის გამწარება, პირიქით, ჩვეული თუ ახალი ხერხებით, სულ ახერხებდა ამას.
- კაკიი _ წუწუნით დაიწყო.
- რა ხდება?
- აუ მაპატიე რა, უთო დამრჩა ჩართული.
- და? _ უკვე იცოდა სავარუდო პასუხი.
- შენი საყვარელი მაისური დაიწვა _ მხრები აიჩეჩა _ ბოდიში _ დაიყვირა მაშინვე, როგორც კი შენიშნა რომ ბიჭი იფეთქებდა.

შემდეგ იყო საყვარელი საათის გატეხვა, სათვალის დაკარგვა, ნელ-ნელა დაკარგული, დახეული თუ დამწვარი ყველა საყვარელი სამოსი. მერე კი შემთხვევით, მართლა შემთხვევით მოტეხილი ფეხი.

- სასწრაფო უკვე გზაშია, მოდიან _ აკაკიზე მეტად იყო შეშინებული კრავაი, იატაკზე ფეხმორთხმით ეჯდა თავთით და ამხნევებდა. _ ამოიღე ხმა, იყვირე, იღრიალე _ თვითონ ყვიროდა ბიჭის ნაცვლად, როცა ის ცდილობდა უხმაუროდ აეტანა, მაგრამ რამდენად გამოსდიოდა, ეგ სხვა იყო.

მთელი თვე გვერდიდან არ მოშორებია, ყველა სურვილს უსრულებდა, აღარც არაფერი გაუტეხავს, აღარც დაუწვავს, ყოველგვარი ზედმეტი ხრიკების გარეშე აკეთებდა ყველაფერს. გაიგო აკაკიმ, როგორი საჭმელების კეთება სცოდნია, როგორი ნამცხვრების და გემრიელი ყავის. სიტყვებითაც კი არ გესლავდა, ზედმეტად ჩვეულებრივი, უბრალო და თბილი იყო, მაგრამ როგორც კი თაბაშირი მოიხსნა, ყველაფერი თავიდან დაიწყო.

***

უცებ შეეპარათ ზამთარი, ამინდს სუსხი, მათ სითბო. ახალ წელს კიდევ ერთხელ გაუმეორა მიყვარხარო, კრავაისგან ისევ უპასუხობა მოჰყვა. არა, სრული უპასუხობა არა, ლოგინის ქვეშ შეგდებული ასაფეთქებელი და შეშინებული კაკი.

- შენ ნორმალური ხარ გოგო?
- ოჰ, რა კარგ დროს მეკითხები _ ხელი აიქნია და ლოგინში დაწვა.
- ისე, სოფელში ხომ გვეძინა ერთად, რა მოხდება აქაც რომ დავიძინოთ, გვერდები მეტკინა.
- ოჰ, ძალიან ბევრიც არ მოინდომო!
დილით გაღვიძებულმა ხელი რომ რაღაცას, ან უფრო სწორად ვიღაცას მიარტყა, მიხვდა, ბიჭს არ გაუთვალისწინებია მისი პასუხი.

- კარგი დროა ოთახის დასალაგებლად _ ხალათი შემოიცვა და მტვერსასრუტი ჩართო. რასაკვირველია, აკაკის გაეღვიძა, იბუზღუნა, მაგრამ აბა რას გააწყობდა.

***

- რას აკეთებ? _ ზურგიდან მიეხუტა სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლს.
- საწამლავს შენთვის _ ჩაიცინა.
- არაა დაუჯერებელი _ გაეცინა.
- ჰოდა მიფრთხილდი.
- დილა მშვიდობის ბავშვებო _ სამზარეულოში შევიდა შორენა.
- დილა მშვიდობის, საუზმე მზადაა _ მაგიდაზე დააწყო ყველაფერი და დედამთილს მიუჯდა გვერდით.

***
- დილა მშვიდობის _ ღიმილით მიესალმა აკაკი.
- აქეთ გადმოსვლა როდის მოასწარი? _ უკმაყოფილოდ შეათვალიერა.
- ამ დილით _ მხარზე აკოცა და კარებისკენ წავიდა _ გელოდები, საუზმე მზადაა.

***
ზედმეტად მშვიდად განვლო თანაცხოვრების რამდენიმე თვემ. ყველაფერს ითმენდა აკაკი. ყველა მარილიან ყავას, ყველა ცივ ჩაის, ყველა ზედმეტად მწარე საჭმელს, ღიმილით ხვდებოდა ყველა ეშმაკობას. ყოველ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულს ხან შოკოლადი მოჰქონდა კრავაისთვის, ხან ყვავილები.
ხვდებოდა კრავაი როგორ სიამოვნებდა მისი ყურადღება. ნელ-ნელა ხრიკებსაც მოუკლო, უკვე ეცოდებოდა დილით სამსახურში მშიერი რომ გაეშვა.
არ უნდოდა აღიარება, მაგრამ ერთი სული ჰქონდა როდის მოსაღამოვდებოდა, რომ შინ დაბრუნებულიყო ბიჭი. ახლა უკვე, ყოველ საღამოს იმიტომ კი არ ხვდებოდა კარებთან რომ დაეგესლა, არამედ იმიტომ, რომ მისი თბილი სიტყვები მოესმინა, ეკოცნა „სხვების დასანახად“.
არც ის გაუპროტესტებია, ერთ საღამოს ტახტის ნაცვლად, ლოგინზე რომ დაწვა.

***
- არ ფიქრობ რომ უნდა ვილაპარაკოთ? _ გვერდით მიუჯდა აკაკი.
- რაზე? _ ღიმილით გადახედა.
- იმაზე, რომ ძველებურად აღარაა ყველაფერი.
- ჰო _ დაეთანხმა და მის მხარზე უკეთესად მოათავსა თავი.
- რა ჰო? _ გაეცინა.
- აღარაა ძველებურად.
- და შენ ამას აღიარებ?
- რატომაც არა.
- ეს უკვე მომწონს.
- მეც _ გაუღიმა და მზერა გაუსწორა.
- ძალიან კარგი ცოლო _ წელზე ხელები მოჰხვია და ტუჩებზე დაწვდა.

***
- საღამო მშვიდობის.
- რა მალე მოხვედი _ კოცნით შეეგება ცოლი და მიეხუტა.
- ძალიან მომენატრე და იმიტომ.
- ძალიან გემრიელი საჭმელი დაგახვედრე.
- კარგია, კარგი.
- გამოიცვალე, ხელები დაიბანე და მოდი.
- ბავშვივით ნუ მტუქსავ _ გაუცინა.
მშვიდად ივახშმეს, გვიანობამდე უყურეს ფილმს.

სრული ერთი თვე გაატარეს იდილიაში. უკვე ზუსტად იცოდნენ, რომ უყვარდა. იმ საღამოსაც გულის ფანცქალით ელოდებოდა ქმარს, რომელიც, რატომღაც არ ჩანდა. ურეკავდა, მაგრამ არ პასუხობდა. სახლში შუაღამისას დაბრუნდა. ყოველგვარი სითბოს და ახსნა-განმარტებების გარეშე დაწვა და დაიძინა.
დილითაც დაუმშვიდობებლად წავიდა. თავი დაიმშვიდა კრავაიმ, სამსახურში ექნება პრობლემებიო, მაგრამ ერთი კვირა რომ გაგრძელდა ეს ყველაფერი, გადაწყვიტა გაერკვია.

- არ ფიქრობ რომ უნდა ვილაპარაკოთ? _ გვერდით მიუწვა აკაკის.
- არა _ უხეშად მიუგდო.
- ვეღარ გცნობ.
- რატომ?
- ფაქტობრივად არ მელაპარაკები, არც ყურადღებას იჩენ, ვერ ვხვდები რა დაგემართა.
- ვერ ხვდები? გაგახსენო რისთვის მოხვედი აქ?
- და ეგ რა შუაშია?
- თავშია კარავი, თავში _ წამოჯდა _ შენ გინდოდა გაგემწარებინე და არაჩვეულებრივად გამოგივიდა, მაგრამ ვფიქრობ მე უკეთესი რამ მოვიფიქრე.
- ვერ მივხვდი.
- ხვალ სახლიდან რომ წახვალ, იმედია მერე მიხვდები _ გაუღიმა.
- რისი თქმა გინდა? _ ხმაჩამწყდარმა ამოთქვა.
- იმედია მიხვდები, რომ აღარავის გამწარება უნდა მოინდომო, თორემ გამწარებული თვითონ დარჩები.
- ვერ გიტან!
- ცდები, ძალიან გიყვარვარ და სწორედ ეს გაგამწარებს _ ჩაიცინა და გადაბრუნდა.

მეორე დილით ბარგი ჩაალაგა. მშვიდად განაცხადეს ვშორდებითო. თბილად დაემშვიდობა ბიჭის მშობლებს. მთელი ძალით ცდილობდა არ ეტირა, ეგონა გული გაუსკდებოდა, ღრმად სუნთქვადა, ტუჩებს კბილებით აწვალებდა, თვალებსაც არ ახამდამებდა.. ამას ასე არ დატოვებდა! რას წარმოიდგენდა თუ ასე მოატყუებდა, ასე გაიმეტებდა. პირველად ინანა საკუთარი გადაწყვეტილება, ინანა რომ ენდო, მაგრამ არ შეარჩენდა! ეტყობა დაავიწყდა ბატონ აკაკის სპექტაკლების დიდოსტატთან რომ ჰქონდა საქმე.

- არაუშავს, მარტოც გავუმკლავდებით ყველაფერს ჩემო პატარა _ მუცელზე მოისვა ხელი, დააიგნორა მშობლების გაოცებული სახეები და სახლი დატოვა.
- აკაკი, რა თქვა ახლა კრავაიმ? _ იკითხა ქალმა.
- რა ვიცი რა თქვა _ ჩაიფრუტუნა.
- აკაკი! კრავაიმ თქვა, რომ პატარასთან ერთად მარტო გაუმკლავდებოდა ყველაფერს.
- მერე?
- აკაკი ნუ გადამრევ, კრავაი ბავშვს ელოდება.
- რომელ ბავშვს? _ მართლა ვერ მიხვდა.
- შენს შვილს _ დაუყვირა ქალმა.
- დააბრუნე _ მშვიდად ჩაილაპარაკა კაცმა.
- ჩემი და მისი შვილი? ა, ჰო, ბავშვი _ თავი მოიქექა და ტელეფონი აიღო _ სად ხარ?
- რუსკასთან.
- მოვდივარ.

კმაყოფილს ჩაეცინა კრავაის. ჯერ კიდევ ვერ გაიცნო აკაკიმ, მაგრამ არაუშავდა, გამოასწორებდა. აჩვენებდა ვინ იყო და რა შეეძლო. გადაწყვიტა გაესულელებინა და გაემწარებინა? ახლა ენახა.
- ეს რა ცირკია? _ გამწარებული შევარდა აკაკი.
- მე დაგტოვებთ _ ჩაილაპარაკა რუსკამ და გავიდა.
- რა? _ კმაყოფილმა გაუღიმა გოგონამ.
- რა ცირკი მოაწყე?
- როგორც ჩანს ჩემი გაფრთხილებები დაივიწყე, აი მე ისევ მახსოვს და შესრულებას ვიწყებ.
- გასაგებია, წამოდი, გელოდებიან, რატომღაც შენი უფრო სჯერათ.
- წამოვიდე? არა, ასე მარტივად არ იქნება _ გაუღიმა.
- ხვეწნას ელოდები?
- ხვეწნასაც დამიწყებ, მაგრამ ახლა აზრი არ აქვს.
- არა რა მაინტერესებს იცი? _ გაეცინა _ ბავშვს საიდან მოიყვან?
- სამშობიაროდან _ სერიოზულად უპასუხა.
- და სამშობიაროში წერო მიიყვანს? _ ისევ გაიცინა.
- დარწმუნებული ხარ რომ ეს ყველაფერი ცირკი იყო? _ აჰყვა კრავაიც.
- რა თქვი? _ დასერიოზულდა.
- მგონი ნესვი გვინდა _ დივანზე ჩამოჯდა.
- კრავაი, გაიმეორე!
- მე და პატარას ნესვი გვინდა.
- კრავაი არ ვხუმრობ _ მალე კვამლსაც გამოუშვებდა ყურებიდან ალბათ.
- მისმინე, ყველაფერს აქვს საზღვარი, შენ ამ საზღვარს გადააბიჯე და ახლა საპასუხო ქმედებებს ელოდე _ დასერიოზულდა.
- ახლავე ეტყვი ჩემებს რომ ორსულად არ ხარ.
- დარწმუნებული ხარ? შენ რა იცი მე ორსულად ვარ თუ არა? _ გაეცინა.
- ჰო ხარ თუ არა ეგ არ ვიცი, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, რომ ჩემი დამსახურება არაა.
- კარგი, შეგიძლია წახვიდე, შენს მშობლებს გადაეცი, რომ ბავშვთან ურთიერთობას არავის დავუშლი _ გაუცინა.
- მართლა გიჟი ხარ _ ღიმილით ჩაილაპარაკა და სახლი დატოვა.

***
აკაკის ყოველი საღამო ჯოჯოხეთად ექცა, სულ კრავაიზე საუბარი, სულ მისი დაცვა, გამუდმებით კრავაი..კრავაი..კრავაი მშობლების მხრიდან. თავიდან ღიზიანდებოდა, მერე უბრალოდ ყურადღებას აღარ აქცევდა. ნელ-ნელა ლაპარაკსაც უკლეს, როცა მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ახლა თვითონ კაკის სურდა მასზე საუბარი. როგორც არ უნდა დაემალა, თავად ხომ ხვდებოდა, რომ ენატრებოდა მისი სიცილი, მისი ხრიკები. ერთ დღესაც, როცა მიხვდა, რომ ყველაფერზე მეტად მისი ხმის გაგონება ესაჭიროებოდა, დაურეკა.

- როგორ ხარ?
- ცუდად.
- რატომ? _ შეშფოთდა.
- შვილი აღარ გვეყოლება _ დამწუხრებული ხმით უპასუხა.
- მართლა შემომაკვდები _ გამოსცრა გამწარებულმა, არადა როგორ შეეშინდა.
- ჰო, მაგას თუ არ ჩავთვლით, კარგად ვარ _ მაშინვე გახალისდა.
- ნუ ჩათვლი, შეგვიძლია ვიზრუნოთ სხვა შვილზეც _ გამხიარულდა აკაკიც.
- შენთან ერთად? არა, მადლობა _ გაეცინა.
- მომენატრე.
- ნუთუ? _ ჩაეცინა _ შენ არ გინდოდა ჩემი გამწარება? ამიტომ არ დავშორდით?
- უნდა გნახო.
- არა საყვარელო, არა, ახლა მე აღარ მინდა შენი ნახვა.
- მაინც გნახავ.
- ვერ მნახავ _ გაუთიშა.

როგორც რუსკასგან გაარკვია, კრავაი სოფელში იყო წასული. თურმე ამიტომ ჰქონდა ქალბატონს იმედი, რომ ვერ ნახავდა, მაგრამ ნურას უკაცრავად.

***
- შემოდი ბებია, შემოდი _ სახლში შეიყვანა _ კრავაიი, გამოდი ბებიკო _ ოთახიდან გამოვიდა.
- რა ხდება? _ ინტერესით სავსე მზერა გაკვირვებამ შეცვალა.
- გამარჯობა _ უღიმოდა აკაკი.
- აქ რა გინდა?
- ხომ გითხარით, ასე მემალება უკვე რამდენი ხანია, არადა მხოლოდ შერიგება მინდა _ მიუბრუნდა კაკი ქალს.
- კრავაი, ბებო, დაელაპარაკე ადამიანს, როგორ იქცევი.
- ახლა შენ აწყობ სპექტაკლს? მე არ მინდა მასთან ლაპარაკი ბებო.
- მე გავალ, სუფრას გავაწყობ, თქვენ ილაპარაკეთ _ თითქოს არც გაუგონია კრავაის სიტყვები ქალს, ოთახიდან გავიდა და კარები გაიკეტა.
- კრავაი, მართლა უნდა ვილაპარაკოთ.
- ღირსი ხარ? _ დივანზე ჩამოჯდა.
- ღირსი ვარ _ გაუღიმა და გვერდით მიუჯდა _ მოდი შევრიგდეთ.
- არ ვაპირებ.
- მე ვაპირებ და საკმარისია, ბებოს მოვეწონე, დამიჯერე სამეზობლოსაც აინტერესებს სიძე _ გაუცინა.
- მასხარა ხარ.
- შენგან ვისწავლე.
- ბებო, სუფრა გაწყობილია _ ოთახში შემოიხედა ქალმა.
- მადლობა, გამოვალთ ახლავე.

სამზარეულოში ისხდნენ, მშვიდად სადილობდნენ, არც კი უყურებდა კრავაი ბიჭს. ბებო კი თვალს არ აშორებდა, მოეწონა სიძე. იმდენი ინერვიულა ჯერ რომ გაიგო გათხოვდაო, მერე ასე უცებ გამოშორდაო და ახლა ისე გაახარა ამ ბიჭის სტუმრობამ, მაგრამ მისი ჯიუტი გოგონა არ აპირებდა შერიგებას.
- რამდენიმე დღით ხომ მიმასპინძლებთ? _ ღიმილით ჰკითხა ბებოს.
- აბა რას ვიზამ ბებო, რამდენიმე დღითაც და თვითაც _ ზურგზე მოუთათუნა ხელი ქალმა.
- დაიტოვე მაშინ ეს, მე წავალ _ გაბუტულმა დაიბუზღუნა გოგონამ.
- ნუ წუწუნებ ბებიკო.

სუფრა კრავაიმ აალაგა, ჭურჭელი დარეცხა და სახლში შევიდა. ბებო და აკაკი მშვიდად საუბრობდნენ. არ აწუხებდათ გოგონას გაბრაზებული და უკმაყოფილო მზერა, გულიანად იცინოდნენ რაღაცაზე. რომ მოსაღამოვდა, ბებო გარეთ გავიდა, ცხოველებისთვის უნდა მიეხედა, ძროხები უნდა მოეწველა. წყვილი კვლავ მარტო დარჩა. ხმის ამოღებასაც არ აპირებდა კრავაი, რომ არა მეზობელი.
- გამარჯობა შვილო _ ღიმილით მიესალმა კრავაის და ბიჭი შეათვალიერა.
- მობრძანდი თამილა ბებო _ ფეხზე წამოხტა და კარები ფართოდ გაუღო.
- ბებო სად არის?
- ბებო ძროხებთანაა შესული.
- მაწვნის დედა ხომ არ ექნება ნეტავ?
- კი, კი გვაქვს, ახლავე მოვიტან _ სამზარეულოსკენ წავიდა.
- მე კრავაის ქმარი ვარ _ აუხსნა ქალბატონს, რომელიც აშკარად ზედმეტი ინტერესით ათვალიერებდა.
- ქმარი? არ უთქვამთ თუ გათხოვდა, სასიამოვნოა.
- ჰო, ჯერ ქორწილი არ გადაგვიხდია _ გაუღიმა.
- აი, მოვიტანე _ ჭიქა გაუწოდა ქალს.
- გილოცავ შვილო, ბედნიერებას გისურვებთ _ ჩაეხუტა ქალი კრავაის.
- რას..? ა, დიახ, დიახ, მადლობა _ დაბნეულმა გაუღიმა. _ შენ სულ გაგიჟდი? _ როგორც კი ქალი გავიდა, ჩხუბი დაიწყო.
- აშკარად აინტერესებდა ჩემი ვინაობა _ გაუღიმა _ ჩვენი ოთახი სად არის? ძალიან მეძინება.
- ბოსელში ან სათივეში _ ჩაიბურტყუნა.
- კარგი, წავიდეთ.
- გავშლი და დაგიძახებ _ უკმაყოფილოდ აირბინა მეორე სართულზე, ოთახი მოაწესრიგა და დაუძახა.
- მოიცა, შენ არ დარჩები? _ გადახედა, როცა კრავაი გასასვლელისკენ წავიდა.
- მე ქვემოთ მძინავს _ მხრები აიჩეჩა.
- გეძინა _ გაუცინა _ ახლა ქმართან ერთად დაიძინებ.
- ბებოს უნდა მივეხმარო _ კარები გაიკეტა.

პირველ სართულზე ჩასულს კარგა ხანს მოუწია ბებოს საყვედურების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ერთი ხელის მოსმით ოჯახი არ ინგრევა, რომ ბიჭი მასთან ჩამოვიდა და უნდა დაელაპარაკოს, რომ ყველაფერი უნდა მოაგვარონ, რომ ახლანდელ ახალგაზრდებს ცხოვრება მარტივი ჰგონიათ, რომ..რომ..რომ და კიდევ უამრავი რომ. საბოლოოდ, კი იმით დაასრულა, ახლა მაღლა უნდა იწვე ქმართან ერთად და არა ჩემთან ლაპარაკში ხარჯავდე დროსო. სხვა გზა აღარ ჰქონდა, მორჩილად აიარა საფეხურები და ოთახში შევიდა.

- გელოდებოდი _ სიბნელეში გაისმა ბიჭის ხმა. ხმა არ გაუცია კრავაის, სწრაფად დაწვა, ზურგი აქცია და ნაპირისკენ მიიწია. _ კარგი რა კრავო.
- ასე ნუ მეძახი.
- კრავაი მორჩი რა, თითქოს არ გიყვარდე.
- რა თქვი? _ წამოჯდა _ გაიმეორე რა თქვი.
- გიყვარვარ _ კმაყოფილმა გაიმეორა.
- თამამი განაცხადია _ გაეცინა _ თუმცა შენ ჩემზე გიჟდები _ ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა.
- ჰო, მე არ ვუარყოფ _ მისკენ გადაიწია და მუცელზე თავი დაადო.
- მომშორდი.
- გეყოფა რა, გეყოფა, მე შენსავით კარგი მსახიობი არ ვარ, არ შემიძლია ახლა ათასნაირი რამე მოვიფიქრო შენს გასამწარებლად, ამიტომ მარტივად ვაღიარებ _ გაუღიმა _ მინდა, რომ ჩემთან დაბრუნდე, მინდა რომ ჩვენი ქორწინება დავაკანონოთ, მინდა ეს სპექტაკლი სინამდვილედ ვაქციოთ.
- და თუ მე არ მინდა?
- შენც გინდა, უბრალოდ არ აღიარებ _ მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და გადაბრუნდა.
- ვნახოთ, ვნახოთ.

***
- აკაკი, გაიღვიძე.
- რომელი საათია? _ თვალები მოიფშვნიტა.
- დილის ექვსი საათია, ბებო შეუძლოდაა და საქონელს საბალახოდ ვერ გარეკავს, მე ბებოს უნდა მივხედო, შენ კი, როგორც საყვარელმა სიძემ შეგიძლია ეს გააკეთო.
- შემომაკვდები!
- დიდი ხანია მემუქრები _ გაუცინა _ მიდი, მიდი, გელოდებიან ძროხები.

***
- მოხვედი? _ ჭიშკარშივე შეეგება ბიჭს.
- მოვედი _ ჯოხი იქვე მიაგდო _ ცხოველები ვაბალახე, ახლა ნახირს შეუერთდნენ.
- ძალიან კარგი, იცი, ბოსელიც დასასუფთავებელია _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
- დიდ ხანს აპირებ ასე გაგრძელებას?
- მართლა დასასუფთავებელია.
- შენთან ლაპარაკი შეუძლებელია _ გაბრაზებული წავიდა ბოსლისკენ.
- კარგი, სულ ცოტაც _ ღიმილით ჩაილაპარაკა და სახლში შებრუნდა.

***
- აკაკი დღეს ძალიან მაგარი დღეა _ გახარებული შევარდა ოთახში.
- თუ გავითვალისწინებთ რომ ძილი დამაცადე, მართლა ძალიან მაგარი დღეა _ გაეცინა.
- არა, არა, ვერ მიხვდი.
- აბა, კიდევ რა არის გასაკეთებელი სოფელში?
- დღეს ხორბალი უნდა ავიღოთ, მე ვგიჟდები ბავშვობიდან ამ დღეზე.
- შენ მართლა გიჟი ხარ _ ახარხარდა.
- მაბრაზებ, ჰოდა ეს ხორბალი ბეღელში უნდა შევზიდოთ.
- ვიცი, ადრეც გამიკეთებია.
- ძალიან კარგი.
- მაგრამ, ახლა ბებიაჩემმაც უნდა აიღოს ხორბალი, მას ვინ მიეხმარება?
- ჯერ აქ შევიტანოთ და მერე იქ მივეხმაროთ _ გაუცინა.
- ერთად?
- ერთად _ ღიმილით დაიხარა მისკენ და აკოცა.

***
ყველა გაახარა მათი შერიგების ამბავმა, ხორბალი აიღეს აქეთაც, იქითაც და ქალაქს დაუბრუნდნენ. ბედნიერები იყვნენ შორენა და შოთა, ყველანაირად უწყობდნენ წყვილს ხელს, ცალკე ცხოვრებაც შესთავაზეს, თუმცა ჯერ არ გვინდაო განაცხადეს და ისინიც დაეთანხმნენ.

- კრავოო _ ოთახში შევიდა.
- დაბრუნდი? _ ღიმილით შეეგება.
- ჰო.
- დაგაგვიანდა.
- ვიცი, ბევრი საქმე მქონდა.
- დაიღალე?
- ძალიან არა _ გაეცინა.
- ძალიან კარგი.
- რას მთავაზობ? _ მიუახლოვდა.
- ზუსტად იმას, რასაც შენ ფიქრობ _ ხალათის შესაკრავი შეიხსნა.
- კიდევ კარგი იმ დღეს გაკოცე _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ვნებიანად წაეტანა ცოლის ტუჩებს.

____

ესეც ასე.. შოკოლადებო, იმედი მაქვს მოგეწონებათ და სუულ ცოტათი მაინც გაგახალისებთ.. მადლობა რომ კითხულობთ, მახარებთ და მათბობთ.. ველი შეფასებებს, აზრების და ემოციების გაზიარებას..
პ.ს. უყვარხართ მარრიამს..
პ.ს.ს. მომნატრებიხართ ძალიან..



№1  offline ადმინი ano23

super istoria ^_^ vhijdebi,ise momwons ..chemi mxiaruli da pozitiuri shokoladi xar shen maro :-* xom wakitxuli mqonda,magram mainc sul sicil-kiskisit chavikitxe :D

 


№2  offline მოდერი მარრიამი

ano23
super istoria ^_^ vhijdebi,ise momwons ..chemi mxiaruli da pozitiuri shokoladi xar shen maro :-* xom wakitxuli mqonda,magram mainc sul sicil-kiskisit chavikitxe :D

ჩემი ტკბილი <3 მადლობა მერცხალო <3

 


№3 სტუმარი ემი

ჩემი ტკბილი გოგო მოსულა.... წავიკითხო ეხლააა winked

 


№4  offline მოდერი მარრიამი

ემი
ჩემი ტკბილი გოგო მოსულა.... წავიკითხო ეხლააა winked

^_^ მადლობა .. იმედი მაქვს მოგეწონება <3

 


№5  offline მოდერი მარრიამი

თუკა
ვაიმეეეეეეეეეეე წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით რა კარგი იყო. საოცრება და ტკბილი თბილი. მომეწონაა ძალიან მარიამ. love

თუკაკო მადლობა <3

 


№6  offline წევრი anni123

იცი რამაგარი გოგო ხარ? შენი ყველა ისტორია მიყვარს
ეს ისტორიაც ძალიან მაგარია

 


№7  offline მოდერი მარრიამი

anni123
იცი რამაგარი გოგო ხარ? შენი ყველა ისტორია მიყვარს
ეს ისტორიაც ძალიან მაგარია

მადლობა <3 მახარებთ <3

 


№8  offline წევრი nucikela

ძალიან კარგი იყო love მომეწონა ძალიან winked

 


№9  offline მოდერი მარრიამი

nucikela
ძალიან კარგი იყო love მომეწონა ძალიან winked

მადლობა <3

 


№10  offline მოდერი sopiko

რა ტკბილუნია გოგო ხარ შენ! ♥ სხაპა-სხუპით ჩავიკითხე კრავაისა და აკაკის ეშმაკობები და კარგადაც ვიხალისე! განსხვავებული და არაორდინალური ისტორია გამოგივიდა ♥
ახლა შენიშვნები... ამაზე ერთი-ორი სიტყვა რომ არ ვთქვა, არ შემიძლია... ჰო, არ არის სწორი ფორმა, სწორია ხო. მძიმეების დიდი ნაკლებობაა და ამიტომ ხშირად მხვდებოდა თვალში.
ხო, სხვა ისეთი არაფერი მახსენდება...
სხვა რა მეთქმის... მალე დაგვიბრუნდი! ჩვენ გელით... ^__^

 


№11 სტუმარი tamuna

Imdeni vicineeeee...ai dzalian magari iyo da shenc dzalian kargi gogo xar

 


№12  offline წევრი nacnobi123

საყვარელი და თბილი ისტორია იყო <3 ბევრი ვიცინე :D

 


№13  offline წევრი მოიისფრო

აი ამას ჰქვია მხიარული და თბილი ისტორია.
ყოჩაღ ავტორს.
ღირდა ღამის გათენება.

 


№14  offline წევრი teddy))

Dzalian, dzalian magari iyo! Saxaliso da dzalian sayvareli, tbili istoria iyoo! Dzalian kargi gmirebi arian dzalian momewona! Tumca akaki ratom ikceoda ase amaze vtvli rom yuradgeba unda gagemaxvilebina! :* ase umizezod xom ver moikceoda? Mxolod amis danaklisis grdznoba makvs da dzalian mainteesebs tumca sxva, kargma gadawona da dzaliaan momewona! :*

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

საკმაოდ მძიმე დღის შემდეგ წავიკითხე შენი ისტორია, ძალიან ვისიამოვნე და გავხალისდი. მადლობა, ასეთი კარგი და პოზიტიური რომ ხარ.

 


№16  offline წევრი შამხათი

ძალიან მაგარი იყო, ყოჩაღ!

 


№17  offline მოდერი მარრიამი

sopiko
რა ტკბილუნია გოგო ხარ შენ! ♥ სხაპა-სხუპით ჩავიკითხე კრავაისა და აკაკის ეშმაკობები და კარგადაც ვიხალისე! განსხვავებული და არაორდინალური ისტორია გამოგივიდა ♥
ახლა შენიშვნები... ამაზე ერთი-ორი სიტყვა რომ არ ვთქვა, არ შემიძლია... ჰო, არ არის სწორი ფორმა, სწორია ხო. მძიმეების დიდი ნაკლებობაა და ამიტომ ხშირად მხვდებოდა თვალში.
ხო, სხვა ისეთი არაფერი მახსენდება...
სხვა რა მეთქმის... მალე დაგვიბრუნდი! ჩვენ გელით... ^__^

მადლობა ჩემო კარგო, ვეცდები გავითვალისწინო <3
tamuna
Imdeni vicineeeee...ai dzalian magari iyo da shenc dzalian kargi gogo xar

მიხარია <3
nacnobi123
საყვარელი და თბილი ისტორია იყო <3 ბევრი ვიცინე :D

მადლობა <3
მოიისფრო
აი ამას ჰქვია მხიარული და თბილი ისტორია.
ყოჩაღ ავტორს.
ღირდა ღამის გათენება.

უღრმესი მადლობა <3
teddy))
Dzalian, dzalian magari iyo! Saxaliso da dzalian sayvareli, tbili istoria iyoo! Dzalian kargi gmirebi arian dzalian momewona! Tumca akaki ratom ikceoda ase amaze vtvli rom yuradgeba unda gagemaxvilebina! :* ase umizezod xom ver moikceoda? Mxolod amis danaklisis grdznoba makvs da dzalian mainteesebs tumca sxva, kargma gadawona da dzaliaan momewona! :*

მადლობა, მადლობა.. გაკვრით მქონდა იმავე დიალოგში ახსნილი :*
murachashvili
საკმაოდ მძიმე დღის შემდეგ წავიკითხე შენი ისტორია, ძალიან ვისიამოვნე და გავხალისდი. მადლობა, ასეთი კარგი და პოზიტიური რომ ხარ.

მადლობა თქვენ, რომ ასეთი თბილები ხართ <3
შამხათი
ძალიან მაგარი იყო, ყოჩაღ!

მადლობა ! <3

 


№18  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მარიამ,საოცარი გოგო ხარ,ასეთი პოზიტიურობების წერა რომ შეგიძლია.აღფრთოვანებული ვარ საყვარელო.წარმატებები

 


№19  offline წევრი TeddyBear

აუ ძალიან არა უძალიანმაგრესად მაგარი იყო wink არ ვიცი რა ვთქვა შოკში ვარ უბრალოდ,ამდენი ცხოვრებაში არ მიცინია მოთხრობაზე :დდ მოუხდნენ ერთმანეთს ეს ორი დარეხვილი ვერაფერს იტყვი wink წარმატებები ყველაფერში, ველი შენს სხვა მოთხრობებსაც love

 


№20  offline მოდერი მარრიამი

ლორელაი
მარიამ,საოცარი გოგო ხარ,ასეთი პოზიტიურობების წერა რომ შეგიძლია.აღფრთოვანებული ვარ საყვარელო.წარმატებები

მადლობა ჩემო თბილო <3
TeddyBear
აუ ძალიან არა უძალიანმაგრესად მაგარი იყო wink არ ვიცი რა ვთქვა შოკში ვარ უბრალოდ,ამდენი ცხოვრებაში არ მიცინია მოთხრობაზე :დდ მოუხდნენ ერთმანეთს ეს ორი დარეხვილი ვერაფერს იტყვი wink წარმატებები ყველაფერში, ველი შენს სხვა მოთხრობებსაც love

მადლობა <3 მიხარია თუ გაგამხიარულეთ <3

 


№21  offline წევრი NataShka()()()

კიდევ ერთი სიყვარულის რეცეფტით დფამზადებული ,,უგემრიელესი,, ისტორია <3 love ..უმაგრესი გოგო ხარ .. პოზიტიური და სასიამოვნო წასაკითხია love ისტორიის დასასრულამდე სახეზე ღიმილი არ მომშორებია მადლობა შენ ამისთვის ჩემო კარგო love კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ love love
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№22  offline მოდერი მარრიამი

NataShka()()()
კიდევ ერთი სიყვარულის რეცეფტით დფამზადებული ,,უგემრიელესი,, ისტორია <3 love ..უმაგრესი გოგო ხარ .. პოზიტიური და სასიამოვნო წასაკითხია love ისტორიის დასასრულამდე სახეზე ღიმილი არ მომშორებია მადლობა შენ ამისთვის ჩემო კარგო love კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ love love

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№23  offline წევრი mako-makako

ძალიან მომეწონა მარიამ იმდენი ვიხალისე რომ რა ვიცი.სიცოცხლის წყარო ხარ ასეთი ოზიტიური ისტორიებით.მე უკვე ძალიან შემიყვარდი... <3 <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№24  offline მოდერი მარრიამი

mako-makako
ძალიან მომეწონა მარიამ იმდენი ვიხალისე რომ რა ვიცი.სიცოცხლის წყარო ხარ ასეთი ოზიტიური ისტორიებით.მე უკვე ძალიან შემიყვარდი... <3 <3

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო <3 მე თქვენ შემიყვარდით <3

 


№25  offline წევრი Gone With Dreams

ასე დიდი ხანია არ მისიამოვნია :) ძალიან კარგი იყო <3
--------------------
...

 


№26  offline მოდერი მარრიამი

Gone With Dreams
ასე დიდი ხანია არ მისიამოვნია :) ძალიან კარგი იყო <3

მადლობა <3

 


№27  offline წევრი OnlyGirl

რა კარგი იყო <3 ბევრი ვიცინე <3 კრავაი მომეწონა :დ<3 ძალიან კარგად წერ <3

 


№28  offline ადმინი ano23

როგორ მიყვარს ეს ისტორია .. არ მწყინდება კითხვა, სულ მეცინება ამათ მაიმუნობებზე wink love ჩემი ნიჭიერი მერცხალი ხარ შენ love

 


№29  offline მოდერი მარრიამი

OnlyGirl
რა კარგი იყო <3 ბევრი ვიცინე <3 კრავაი მომეწონა :დ<3 ძალიან კარგად წერ <3

მადლობა <3 მიხარია, რომ მოგეწონა <3
ano23
როგორ მიყვარს ეს ისტორია .. არ მწყინდება კითხვა, სულ მეცინება ამათ მაიმუნობებზე wink love ჩემი ნიჭიერი მერცხალი ხარ შენ love

ჩემო ტკბილო <3 მე შენ მიყვარხარ <3

 


№30  offline წევრი Emi Ly

ბევრიი ვიცინეე დდდმომეწონა ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent