შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანდასახული 3


17-03-2016, 00:27
ავტორი ეკატერინე
ნანახია 2 242

დადგა პაემნის დღე. როგორც შევთანხმდით ის თავის მეგობრებს წამოიყვანდა მე ჩემსას. მე მხოლოდ ერთი მეგობარი მყავდა თათია... მხოლოდ ის დავპატიჟე. დავდექი სარკის წინ და დავიწყე საკუთარი თავის დათვალიერება...„ როგორი მძიმე ვარ... განსხვავებული... ან მხოლოდ ჩემი შინაგანი სამყაროა განსხვავებული... არ მესმის სხვების,ვერც სხვები მიგებენ მე... მხოლოდ მე და ჩემი შინაგანი სამყარო ვართ... მხოლოდ ჩვენ... სრულიად მარტონი ამ სამყაროს წინააღმდეგ". შევწყვიტე ფიქრი და დავიწყე ტანსაცმლის არჩევა. არჩევანი მიკლე შავ კაბაზე და კლასიკურ ფეხსაცმელზე შევაჩერე. წაბლისფერი თმა ზევით ავიზიდე, თვალები შავად შევიღებე, ტუჩები კი მუქი წითელი შავში გარდამავალი ტუჩსაცხით შევიღებე. ტაქსი გამოვიძახე და თათიას გავუარე. ჩვენ ერთად შევედით რესტორანში და დანიშნულ მაგიდას მივაკითხეთ. იმ მაგიდასთან სამი ბიჭი და ერთი გოგო იჯდა. ბიჭები ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოიჭრნენ. ნიკამ გაოცებით შემომხედა და მითხრა
- ანა დღეს... დღეს... ანა... რა განსხვავებული ხარ.. -გაოცება ვერ დამალა. გვერდზე მდგომმა ბიჭმა მუჯლუგუნი ჰკრა და უთხრა
-რა გჭირს ბიჭო ლაპარაკი დაგავიწყდაა?
- აუ დავაი რაა -ნიკა სასწრაფოდ ჩვენკენ წამოვიდა სკამები გამოწია და დაჯდომა შემოგვთავაზა. მეც არ დავიზარე და რაც შემეძლო ისე ვიპრანჭებოდი... საინტერესოა რამ გადამრია..
- გოგოებო გაიცანით ეს ჩემი ძმაკაცები არიან ლევანი და დათო... ეს კი ჩვენი უსაყვარლესი „დაიკოა“ ნინი (ნიკა)
- სასიამოვნოა მე თათია ვარ
-ეს კი ანაა- ნიკამ ჩემზე მიუთითა. სასიამოვნოდ წავიდა საღამო. ცოტა რომ შევთვერი ნიკას ძმაკაცმა დათომ საცეკვაოდ გამიწვია, მეც არ ვიუარე და გავყევი. ხელი ხელზე მომკიდა, მეორე ხელი კი წელზე შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა
- მემგონი ზედმეტი მოგდის- ოდნავ სიცილნარევი ტონით ვუთხარი. დათოც კარგად შეზარხოშებული იყო
-ნუ ნერვიულობ ყურში ჩამჩურჩულა
-დისტანცია დაიცავი თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ -ტონი საკმაოდ გამიმკაცრდა
- მაპატიე, უბრალოდ ამყევი -მეც ავყევი მას და ჩვენ შევასრულეთ ნელი ვალსი. მუსიკა რომ შეწყდა ყველა ფეხზე წამოდგა და ტაშს გვიკრავდა, გარდა ნიკასი. ის ისეთი საინტერესო თვალებით იყურებოდა... თან სწყინდა რაღაც, თან აღტაცებული იყო... მაგიდასთან დავჯექი და ჩემს მიბილურს დავხედე ყოველი შემთხვევისთვის. ხუთჯერ ბებიაჩემს დაერეკა, ათჯერ მამაჩემს და სამჯერ ნათიას -„ რაშია საქმე? აუფ ნათიაც არ გამომივიდეს მზრუნველი დედა (გავღიზიანდი).. მგონი ჯობია სახლში წავიდე" - სასწრაფოდ წამოვხტი ადგილიდან. ჩანთას დავავლე ხელი და ყველას დავემშვიდობე ისე რომ მათ პასუხს არ დავლოდებივარ. ნიკა და დათო უკან გამომეკიდნენ. ნიკა დამეწია და მანქანით გაყვანა შემომთავაზა. უარი არ მითქვამს. მის მანქანაში წინა სავარძელზე მოვკალათდი, დათო კი უკანა სავარძელზე მოთავსდა. ნიკამ მანქანა დაძრა და სხლში წამიყვანა.
- ანა რამე სერიოზული ხომ არ ხდება? გინდა აგაცილებ? (ნიკა)
- ხო თუ რამე პრობლემა გაქვს ჩვენ ვეცდებით მოვაგვაროთ - გააქტიურდა დათო
- დიდი მადლობა ბიჭებო, ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ. - შევტრიალდი და კიბეებზე ავირბინე, კარზე დავაკაკუნე ნერვიულად -„ნეტავ რა უნდა ხდებოდეს“ -გავიფიქრე. კარი მამაჩემმა გააღო
- შემოდი -ტონი საკმაოდ მძაფრი ჰქონდა, სახე აშლილი. მისმა გამოხედვამ შემაშინა. ზალისკენ ავიღე გეზი. იქ ჩემი დეიდები, ბებიაჩემი და ნათია რაღაცას ჩურჩულებდნენ. მამაჩემიც უკან მომყვა, სკამზე ჩამოჯდა, იდაყვი მაგიდას ჩამოაყრდნო, ქვევიდან ამომხედა და მკითხა
- ანა მითხარი რაშია საქმე? ეს რეები მესმის შენზე? ან ეს რა ჩაცმულობაა? სად იყავი?
- მამა მე ჩემს მეგობრებთან ერთად რესტორანში ვიყავი, რა პრობლემაა არ მესმის?
- რას ნიშნავს რა პრობლემაა -ნათია გამომემაპუსხა- ამ შუაღამისას ვისთან ერთად იყავი? წეღან დაგინახე ორმა ბიჭმა მოგაცილა... ეგენი არიან შენი მეგობრებიი... მემგონი მე ვიცი შენ რასაც აკეთებ! -ნელ-ნელა ყვირილზე გადადიოდა
- ნათია ჯერ ერთი როდის ერთხელ გაგიწევია ჩემთვის დედობა? ეხლა რამ გაგაგიჟა ჩემი ასეთი გულშემატკივარი რო გახდი? შენ გირჩევნია შენს ბ*ზ ტასოს მიხედო რაა -მთელ ხმაზე დავიწყე ყვირილი. ეს რომ მამაჩემმა მოისმინა მოფიქრებაც ვერ მოვასწარი ისე მომვარდა და სახეში იმდენად ძლიერად გამარტყა, რომ თავი ვერ შევიკავე, ძირს დავენარცხე და თავი იატაკს დავარტყი, ლოყიდან კი სისხლი წამსკდა. თავბრუ საშინლად დამეხვა, მამაჩემს ავხედე, ბუნდოვნად და გაორებულად ვხედავდი, შეგრძნება მქონდა თითქოს ხალხმრავალ ადგილას ვიდექი სადაც საშინელი ხმაური და ალიაქოთი იყო. ცოტა აზრზე რომ მოვედი ფეხზე წამოვდექი.. მამაჩემი განრისხებული სახით მიყურებდა და ღრიალებდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი რადგან მისი ხმა საშინელ თავის ტკივილს იწვევდა. კარებისკენ გავიქეცი. კარის უკან ჯოხი იდო. იმ ჯოხს ხელი დავავლე, გარეთ გავედი, რაც ძალი და ღონე მქონდა კარი მოვიჯახუნე, სახელურქვეშ კი ჯოხი ამოვდე, რომ ოჯახის წევრები არ გამომკიდებოდნენ. კიბეებზე ჩავირბინე. წვიმა წამოსულიყო, გავედი გარეთ და მტკვრისკენ ავიღე გეზი. იმდენად მიჭირდა მაღლებით სიარული გავიხადე ფეხზე და ფეხშიშველი გავუდექი წვიმიან ამინდში გზას. ლოყა მეწვოდა, ცრემლები კი უაზროდ მოიოდნენ და წვიმის წვეთებს ერეოდნენ. გული საშინლად მტკიოდა. მეწვოდა შიგნიდან ყველაფერი საშინლად მეწვოდა... -„ თავს მოვიკლავ, ნამდვილად თავს მოვიკლავ, იქნებ დავისვენო ამ დამპალი სამყაროსგან... აღარ შემიძლია, მეტი აღარ შემიძლია" -ავქვითინდი ხმამაღლა. აი მივედი მტკვართან, ავედი მოაჯირზე და დაუფიქრებლად გადავხტი წყალში. ერთხელ არ გამიქნევია ხელი ჩემი თავის გადასარჩენად... ვიგრძენი როგორ დამიმძიმდა სხეული... როგორ ბუჟდებოდა თითოეული უჯრედი... ყურში წუილის ხმა ჩამესმა და ყველაფერი სიბნელემ მოიცვა
***
-ჩქარა!! ჩქარა!!
- ხელოვნური სუნთქვაა საჭირო
-მალე ელექტროშოკი
- არ უნდა დავკარგოთ!!!
პ.ს. ბავშვებო თუ მოგწონთ ჩემი დადებული ისტორია, გავაგრძელებ. იმედია მოსაბეზრებლად არ მიწერია



№1 სტუმარი A

Saintereso chans gaagrdzele

 


№2 სტუმარი stumari77

გელოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები

 


№3 სტუმარი Busa-bususa

Dzan magaria magram mokle tavebia da gazarde ra gtxov

 


№4  offline წევრი ეკატერინე

Didi madloba bavshvebo <3 dges davdeb kidev ert tavs da vecdebi ufro didi iyo ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent