შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგცეს (1)


17-03-2016, 14:20
ავტორი ანკა
ნანახია 7 163

-რამდენ ხანს აპირებთ მის ყურებას ამ მდგომარეობაში?! ყოველ წამს გაიძახით რომ გამოფხიზლდება, თუმცა მას ისევ სძინავს! - პალატაში მწოლიარე გოგონამ ქალის განერვიულებული ხმა გაიგო. ერთკვირიანი ნარკოზის შემდეგ იგი გამოფხიზლებას იწყებდა...
-არია, დამშვიდდი... ექიმებმა იციან თავიანთი საქმე და რადგან თქვეს, რომ გამოფხიზლდება ესეიგი ასეც იქნება. ჩვენ მხოლოდ მოთმინება უნდა მოვიკრიბოთ და დაველოდოთ - ჩაილაპარაკა შუახნის მამაკაცმა.
-იქნებ - შეეპასუხა ქალბატონი - ზაკ, იქნებ... - სათქმელი ვეღარ დაამთავრა და აქვითინდა. ოღონდ ერთადერთი ქალიშვილი არ წაერთმია სიკვდილს და მეტი არაფერი უნდოდა. კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში ახალგაზრდა, 18 წლის გოგონა შემოვიდა.
-ემილი, წადი შვილო სახლში, დაისვენე - მიმართა ზაკმა გოგონას და თბილად გაუღიმა.
-მირჩევნია აქ ვიყო - გაიღიმა მან მორიდებულად და მძინარე მეგობარს მიუახლოვდა. - ბრი... მალე გაიღვიძე რა, უკვე დავიღალე შენი ლოდინით - სევდიანად ჩაიცინა და ღრმად ამოისუნთქა - ვიცი რომ ახლა ჩემი ხმა გესმის. გამაგრდი, იბრძოლე და მალე დამიბრუნდი კაი? მენატრება უკვე შენთან ჭორაობა - ხელი სახეზე ჩამოუსვა და იგრძნო როგორ გაეჩხირა ყელში ბურთი.
ხმები ნელ-ნელა მიწყდნენ და კვლავ სიბნელემ დაისადგურა...
რამდენჯერმე გამოფხიზლდა ასე, თუმცა სხეულს ვერ იმორჩილებდა, ბევრს წვალობდა, რომ ქუთუთოები ერთმანეთისთვის დაეშორებინა, თუმცა არ გამოსდიოდა. ვერაფერს ხვდებოდა... რატომ იწვა საავადმყოფოში? ვინ იყო ეს სამი პიროვნება დღედაღამ რომ არ შორდებოდნენ? არაფერი ახსოვდა... თავისი სახელიც კი...
-ბრიანა! გამოფხიზლდა! ზაკ! ემილი! ჩქარა, მოდით!!! - კივილით გავარდა ოთახიდან თვალებჩაშავებული ქალი და მალე ქმართან და გოგონასთან ერთად უკან დაბრუნდა.
-ბრი! ჩემო გოგო, როგორ ხარ? რამდენი მანერვიულე შე საზიზღარო! - ემილი მაშინვე მას მივარდა და ძლიერად ჩაეხუტა.
-რამე გვითხარი, ნუ ხარ ჩუმად - თბილად გაუღიმა არიამ. გოგონამ პირის გაღება ვერ მოახერხა. ოთახში აცეცებდა თვალებს და უცნობებში ნაცნობი სახეების პოვნას ცდილობდა, თუმცა ამაოდ. ყველა მათგანს პირველად ხედავდა...
-პაციენტი ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაშია, რამდენიმე დღეში ლაპარაკსაც შეძლებს და სიარულსაც... - მოახსენა ოთახში მყოფებს ექიმმა და შემდეგ ბრიანას მიუბრუნდა. - ახლა დამაძინებელს გაგიკეთებ რომ კარგად დაისვენო და ძალები მალე აღიდგინო.
ისევ გაითიშა და სიბნელემ მოიცვა მისი გონება... როდესაც გაიღვიძა ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო. მზის სხივები ოთახში შესვლას ლამობდნენ, თუმცა მხოლოდ ფანჯრის რაფამდე მოეღწიათ. სავარძლებში არიას და ჯეკს ეძინათ. მათი სახელები უკვე დაიმახსოვრა, თუმცა ვინ იყვნენ ისინი?
თავს ძალა დაატანა და თავი ოდნავ წამოწია. ტუმბოზე რაფაელოს დიდი შეკვრა ედო. „ჰმ.. ეს ჩემთვისაა?“ - გაიფიქრა მშვიდად და საოცრად დაღლილმა თავი ისევ ბალიშზე დადო. ამ დროს ოთახში ფეხაკრეფით შემოიძურწა ახალგაზრდა გოგონა. მისი სახელი ვეღარ გაიხსენა
-ბრი! გაიღვიძე? - ჩურჩულით დაუქნია გაკრეჭილმა ხელი, მოტანილი რაფაელო ტუმბოზე დადებულს ზემოდან დაადო და გოგონას საწოლზე ჩამოჯდა - რაფაელო მოგიტანე. ამ დღეებში არ გიჭამია და დაგიგროვდა - გაუღიმა და ხელი ხელზე მოკიდა.
-ვინ ხარ? - ჰკითხა გოგონას დამტვრეული ენით და გულში გაუხარდა რომ ხმის ამოღება შეძლო.
-რა? - ბედნიერება ჯერ გაკვირვებამ, შემდეგ კი გაოცებამ და იმედგაცრუებამ შეცვალა. - ბრი! ვერ მცნობ? - პასუხის მოლოდინში გაირინდა და თვალებგაფართოებულმა გაუსწორა მზერა, თუმცა ბრიანას პასუხი იგვიანებდა.
-რა ხდება? - ფეხზე ახალგაღვიძებული ზაკი წამოდგა და გაოცებულ ემილის შეხედა.
-ბიძია ზაკ, მას არ ვახსოვარ - ჩაილაპარაკა სასოწარკვეთილმა.
-როგორ თუ არ ახსოვხარ! - გაუკვირდა მასაც - ბრი, შვილო. არც მე არ გახსოვარ? - ჰკითხა და სახე ახლოს მიუტანა გეგონება მხედველობის პრობლემა ჰქონოდა.
-ვერა - ერთი სიტყვით შემოიფარგლა გოგონა და მამაკაცის დაჟინებულ მზერას თვალები აარიდა.
-ახლავე ექიმს დავუძახებ - წამსვე გავარდა ოთახიდან და უკან ექთანთან ერთად დაბრუნდა.
ათასგვარი გამოკვლევები ჩაუტარეს ტვინზე და დაადგინეს, რომ გოგონას ამნეზია ჰქონდა. ზაკი გადაირია, რაღა ვქნათ მეხსიერება თუ არ დაუბრუნდაო, თუმცა ექიმებმა შეძლეს და დაარწმუნეს, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა, მხოლოდ ცოტა დრო იყო საჭირო.
-ბრი, მე დედაშენი ვარ... არია. ექიმმა თქვა რომ ეს ამნეზია საშიში არაა და მალე ყველაფერი გაგახსენდება. არ ინერვიულო დე კაი? - მოტირალი მოეფერა ხელზე და შემდეგ შუბლზე მზრუნველად აკოცა. გოგონამ თბილი ღიმილით დააჯილდოვა ქალბატონი, რომელიც დედად გაეცნო და ისევ თვალები დახუჭა. დაიძინა...

მომდევნო ორ კვირაში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბრი უკვე თავისუფლად ლაპარაკობდა. მართალია ტრამვის გამო თავის ტკივილები აწუხებდა, თუმცა გამაყუჩებლებს მდგომარეობიდან გამოჰყავდათ.
-მზად ხარ? - აჟიტირებული ემილი საწოლზე ჩამოუჯდა და ხელში რკინის საგანი აათამაშა.
-მიდი, ოღონდ ფარდა ჩამოაფარე, თვალებში მიჭყიტინებს - უპასუხა ბრიმ და თავი გვერდზე გაატრიალა.
-დადადადააამმმ! - საზეიმოდ დაიძახა და ბრიანას სარკე მიუტრიალა. იქ მან მწვანეთვალება გოგონა დაინახა. ქერა, ძალიან ხუჭუჭა თმებით, ლამაზი წარბებით, პატარა ცხვირით და დიდი ტუჩებით. - აბა როგორ მოგწონს შენი თავი? - კისკისით ჰკითხა დაქალს და თან რაფაელოს გადასწვდა.
-რავიცი, მომწონს... - მხრები აიჩეჩა საკუთარი გარეგნობით კმაყოფილმა. - მეც მომეცი რაფაელო რა
-ოჰჰჰ! მოეწონა ქალბატონს პატივში ყოფნა... - შეიცხადა ემილიმ, თუმცა შემდეგ მაინც ჩაუდო პირში დაქალს რაფაელოს გემრიელი ბურთი.
-რაფაელოს გარდა სხვა რამეს რატომ არ ყიდულობ? - ჰკითხა დაქალს ინტერესით.
-ეს ჩვენი... ასე ვთქვათ ტრადიციასავითაა... ყოველდღე რაფაელოს ვჭამთ - უპასუხა და სარკე ჩანთაში ჩააბრუნა. - კიდევ რა გაინტერესებს შენზე? - იკითხა აშკარად პოზიტიურ განწყობაზე მყოფმა.
-შენ ჩემზე ყველაფერი იცი? - წარბი ეჭვით აზიდა და თან აათვალიერა.
-კი. ჩვენ პირველი კლასიდან საუკეთესო მეგობრები ვართ. საკუთარ თავზე უკეთესად გიცნობ. შენზეც იგივეს თქმა შეიძლება ამნეზია რომ არ გქონდეს - თქვა და ისევ გადაიკისკისა.
-სასაცილოა ხო?! - ჰკითხა ვითომ გაბრაზებულმა და სახეზე ღიმილი გაეპარა.
-კიი, ძალიან... ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ის ნამდვილად არ მეგონა რომ საუკეთესო მეგობარს დავავიწყდებოდი. - სიცილს არ წყვეტდა მხიარული გოგონა.
-დამპალო! - ენა გამოუყო და ხელები გადაიჯვარედინა.
-კაი გვეყო კინკლაობა - დამშვიდდა და საწოლზე უკვე მისაკუთრებული ადგილი დაიკავა.
-საავადმყოფოში რატომ მოვხვდი? ავტოსაგზაო შემთხვევა?
-კი, შენს მანქანაში გიპოვეს დასისხლიანებული და გათიშული
-მარტო ვიყავი?
-ხო, მარტო შენ იყავი იქ. ისე სად მიდიოდი? - ჰკითხა დაინტერესებულმა.
-აბა მე რავიცი, ამნეზია მაქ - ახარხარდა ბრიანაც მხიარულად. - ისე მთელი დღე ჩემთან რომ ხარ საქმე არ გაქვს?
-არდადეგებია ქალბატონო, თორემ საქმე ჩემზე და შენზე მეტი ვის ააქვს! - ხელი აიქნია ჰაერში.
-მართლა? რომელი თვეა?
-ივნისის ბოლოა, რამდენიმე დღეში ივლისი დადგება.
-აჰაა, კარგი... ახლა ყველაზე დებილობას გკითხავ, მაგრამ მიპასუხე კარგი? - ჩაიცინა და ემილის თვალებში შეხედა.
-მიდი გისმენ
-და ან ძმა მყავს? ან შეყვარებული... ან შენ გყავს?
-არა, ჩვენ ვართ რაც ვართ - გაუცინა და დაამატა -იცოდე რომ გამოჯანმრთელდები სადმე დასასვენებლად უნდა წავიდეთ, ერთად! სრულწლოვნები ვართ და დამოუკიდებლობას უნდა მივეჩვიოთ! - ამაყად გაიჯგიმა და თან მობილურს უპასუხა - გისმენთ... კი ღვიძავს. ნუ იჩქარებთ.. კარგით, დროებით! - მობილური გათიშა და ჯიბეში ჩააბრუნა - შენი მშობლები იყვნენ.
-რა უნდოდათ?
-ისეთი არაფერი. მამაშენს კომპანიაში საქმეები აქვს და დღეს გვიან მოვახერხებთ მოსვლასო.
-გასაგებია. შენ ხომ დარჩები ჩემთან? - ჰკითხა და ძაღლის თვალებით ახედა.
-აბა რას ვიზავ! აუ იცი რა საყვარელი ექიმია აქ ერთი? - წამოიძახა აჟიტირებულმა.
-აჰაჰ! დაკერე უკვე? - ჰკითხა აკისკისებულმა.
-აქეთ დამკეროს რა! - ისე თქვა, გეგონება რამე გაუგონარი აკადრესო.
-როგორც ინებებთ - ჩუმად ჩაიფხუკუნა და ფანჯარას გახედა.
დღე ისე გავიდა ვერც შეამჩნიეს და მალე სან ფრანცისკოში მოსაღამოვდა. დაღლილმა ბრიანამ თვალები დახუჭა და დაიძინა, ემილი კი იქვე სავარძელში მოკალათდა, მობილური მოიმარჯვა და სოციალურ ქსელში შევიდა დროის გასაყვანად.

მეორე დღეს თვალი რომ გაახილა პალატაში მხოლოდ ემილი დაფუსფუსებდა წინ და უკან.
-დილამშვიდობის - მიესალმა დაქალს და თვალები მოისრისა.
-გამარჯობა მზეთუნახავო. როგორ ხარ?
-კარგად. ეგ რა ტანსაცმელია? - მიუთითა ჯინსზე და ნაცრისფერ ზედაზე.
-ეს შენთვისაა. ექიმმა თქვა სახლში წაიყვანეთო, ასე აჯობებსო. თან ნელ-ნელა ფეხზე წამოდგეს სულ წოლა აღარ უნდაო
-დედაჩემი სადაა? - ჰკითხა და თან ნელა წამოჯდა საწოლზე.
-საბუთებს აფორმებს რომ გაგწერონ. მალე შემოვა ოთახში. მამაშენი მანქანაში გელოდება. მოდი დაგეხმარები ჩაცმაში.- ფრთხილად და ნელა იცვავდა. ამდენი წოლისგან სიარულიც კი დავიწყებოდა. ძლივს დადგა ფეხზე და ემილის მხარზე ჩამოეკიდა, ბარბარცით დადიოდა.
-რაიყო გოგო ერთი თვეა საავადმყოფოში ხარ და დაბერდი უკვე? - აკისკიდა მხიარულად.
-შენ იცინე რა გენაღვლება, აბა მე მკითხე! ასე მგონია სიარულს ახლა ვსწავლობ - ამოიბუზღუნა და ისევ საწოლზე დაჯდა. - მანქანამდე ფეხით ვერ მივაღწევ...
-კარგი, მამაშენს ამოვიყვან აქ იყავი
-ისე მეუბნები აქ იყავიო გეგონება სადმე წასვლის თავი მქონდეს - ირონიულად ჩაიცინა და ცალი წარბი აწია.
-იმსიგრძე ენა გაქვს რომ მგონი ჯობია პირდაპირ მაგითი წამოხვიდე, ფეხები რაღათ გინდა - არ დააკლო ემილიმაც.
-მოვკვდი სიცილით - თვალი ჩაუკრა და ხელები გადაიჯვარედინა.
-თუ არც რაა - ენა გამოუყო და ოთახიდან გავიდა.
ასე წაკბენენ ხოლმე ერთმანეთს, თუმცა ძალიან კარგი მეგობრები არიან. ბრიანა რა თქმა უნდა გრძნობს, რომ ემილი არაჩვეულებრივი გოგოა, თუმცა თავიანთ ენაზე ხუმრობენ და ეს წაკბენ-წამოკბენა არაფერია... უბრალოდ ხალისობენ.
რამდენიმე წუთში ზაკს განებივრებული ქალიშვილი ხელით მიჰყავდა მანქანამდე. ყველანი ჩაბარგდნენ და სახლისკენ დაიძრნენ...
ჯერ ემილი მიიყვანეს სახლში, შემდეგ კი თავიანთ გზას დაადგნენ.
მანქანიდანაც მამამისმა გადმოიყვანა. ორსართულიან ულამაზეს სახლში შევიდა და მეორე სართულზე გოგონას ოთახს მიაშურა. ბრიანა დიდ თეთრ საწოლზე დააწვინა და შუბლზე თბილად აკოცა.
-დაისვენე და როცა მოგინდება ქვემოთ ჩამოდი - გაუღიმა და ოთახის კარისკენ წავიდა. ძალიან თბილი კაცი იყო, თუმცა ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარდა და ორი სიტყვით შემოიფარგლება ხოლმე.
-კარგი მა... მადლობა - გაუღიმა და გაუხარდა მამაკაცის სახეზე ბედნიერი ღიმილი რომ შენიშნა. ზაკი უხმოდ გავიდა.
იმ დღეს მხოლოდ თავის ოთახში იყო. ტუმბოზე რაფაელო იდო, იმას ჭამდა და ფეხშიშველი ტბილ ხალიჩაზე ცოტ-ცოტას დადიოდა, რომ სიარულს მიჩვეოდა. მაღალი კარადის წინ დადგა და გრძელ სარკეში საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა. საშუალო სიმაღლის იყო, მხრებამდე ქერა კულულებით. ლამაზი მკერდი, წვრილი წელი და სწორი ფეხები ჰქონდა. სარკეში ზურგით მიტრიალდა და გამოყვანილი უკანალიც დაინახა, რაზეც კმაყოფილმა ჩაიცინა. ფუმფულა თეთრი ჩუსტები ამოიცვა და აივანზე გაფრატუნდა. იქიდან სახლის გამწვანებული ეზოს ლამაზი ხედი იშლებოდა. მებაღეები მცენარეებს რწყავდნენ და სიოს ნოტიო ჰაერი მისი ოთახის კარისკენ მოჰქონდა.
ბევრი არ უვლია წინ და უკან, თუმცა მაინც ძალიან დაიღალა, დაწვა და დაიძინა.
მეორე დღეს დიდხანს ეძინა, იმდენად იყო დაღლილი, რომ თავის ბალიშიდან აწევაც კი ეზარებოდა. მობილურს გადაწვდა და როდესაც ნახა რომ შუადღის თორმეტი საათი იყო, თვალები გაკვირვებულმა ჭყიტა.
ნახევარ საათს ინებივრა უზარმაზარ საწოლში, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა, პირსახოცი აიღო და შხაპი მიიღო. იქიდან კმაყოფილი დაბრუნდა თავის ოთახში, თმები ფენით გაიშრო, საწოლი მიალაგა, რაფაელო აიღო და პირველ სართულზე ჩავიდა.
-გაიღვიძე ბრიანა? როგორ გრძნობ თავს? - მზრუნველად ჰკითხა არიამ.
-კარგად, მადლობა - გაუღიმა და ფანჯარასთან დადგა.
-რამეს ხომ არ შეჭამ?
-არა, არ მინდა იყოს... - თქვა და ახლა დედამისს გვერდზე მიუჯდა. - ვიცი რომ რთულია როცა შვილი უცხოსავით გელაპარაკება, უბრალოდ ცოტა დრო მინდა რომ ისევ მიგეჩვიოთ შენ და ზაკს... - ჩაილაპარაკა დამნაშავე ტონით.
-მესმის შენი - გაბზარული ხმით მიმართა არიამ - მთავარია შენ იყო კარგად, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა - თქვა და შვილს გადაეხვია.
ბრიანა გრძნობდა დედისგან მომავალ სითბოს და უხაროდა, რომ ასეთი მზრუნველი მშობლები ჰყავდა. მორიგი დღეები უმნიშვნელოდ მიილია. ბრიანამ ძალები აღიდგინა და ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდა ერთი განსხვავებით - ყველაფერი არ ახსოვდა, თუმცა მეხსიერება ნელ-ნელა უბრუნდებოდა და ექიმებიც კმაყოფილები იყვნენ მისი მდგომარეობით.

-არ გინდა სადმე წავიდეთ დასასვენებლად? - წამოჭრა სასაუბრო თემა ემილიმ და თავის საწოლზე დახტა.
-მინდა, რატომაც არა - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - მაინც სად? - ჰკითხა ინტერესით.
-მერავიცი... სადმე ზღვის სანაპიროზე. გავირუჯოთ და მაგრად გავერთოთ!
-ჰოო... მაგარი იქნება - დაეთანხმა და კვლავ რაფაელო შეჭამა.
-წარმოიგდინე პლაჟზე რომ გავალთ. ყველა ჩვენ შემოგვხედავს... იქ სიმპატიური ბიჭებიც იქნებიან და იქნებ ვინმე ვიშოვოთ კიდეც - გადაეშვა წარმოდგენებში და აღტაცებით გაუზიარა იმედები მეგობარს.
-ჯერ წავიდეთ და ბიჭებზე მერე იფიქრე - გაეცინა ბრიანას.
-ბრი, კარგი რაა.. ჩვენნაირ გოგოებს შეყვარებულები არ უნდა ყავდეთ? - ჰკითხა და თვითონვე უპასუხა თავის შეკითხვას - უნდა ჰყავდეთ, რა თქმა უნდა! ვინმე ძმაკაცები ავირჩიოთ, ან ძმები - გაიცინა და დაქალს თვალი ჩაუკრა.
-შენი საშველი არაა რა! - მხარი გაკრა ემილის და თვითონაც წარმოიდგინა სიმპატიური ბიჭი. ვინმე მაღალი, დაკუნთული... თაფლისფერი თვალებით და მკაცრი ნაკვთებით... ბოხი ხმით... სერიოზული...
-ეეეი!!! - ოცნებებიდან ემილის ხმამ გამოიყვანა
-რა გინდა - უკმაყოფილომ გაუსწორა მზერა და მობეზრებულად ამოიოხრა.
-ოცნებებში რომ გამეპარე დაგავიწყდი მგონი
-ოოჰ! შენ ხო არ შემარგებ არაფერს რა - ისევ წარმოსახვის ბიჭი დაუდგა თვალწინ და სცადა ემოციები დაემალა. ბავშვობიდან ოცნებობდა ნამდვილი სიყვარულის პოვნაზე. არც იცოდა განსაკუთრებულს ეძებდა თუ ჩვეულებრივს, მაგრამ ის კი იცოდა რომ როცა იპოვნიდა აუცილებლად მიხვდებოდა... ამის იმედზე მყოფ 18 წლის ქალბატონს კი შეყვარებული ჯერაც არ ჰყოლია. არც ერთი თავისი თაყვანისმცემელი არ მოსწონს და იმიტომ!..

მეორე დღეს ემილისთან ერთად საშოპინგოდ იყო. ძველი გარდერობი აღიზიანებდა და სრულიად განაახლა, საყიდლებზე სიარულით დაღლილებმა ნაყინები იყიდეს და სახლის გზას დაადგნენ.
-დღეს ჩემთან დარჩი კაი? - ჰკითხა დაქალს გზაზე თვალმოუშორებლად.
-დედაჩემს დავურეკავ და შენს განკარგულებაში მიგულე - განაცხადა კმაყოფილმა და მობილური ხელში მოიმარჯვა.
შინ მისულებს სახლი ცარიელი დახვდათ. მეორე სართულზე ასვლისას კი კიბეებზე შეამჩნიეს, რომ ზაკის კაბინეტის კარი ოდნავ ღია იყო, იქიდან კი სინათლე გამოდიოდა... თან ვიღაცების ხმები გამოდიოდა. ყურადღება არ მიუქცევიათ და უხმოდ განაგრძეს გზა ბრის ოთახისკენ.
-ემ... ყავას დალევ? - ჰკითხა სხვათაშორის და თან ლეპტოპი საწოლზე დადო.
-რა დამიძახე? - ჰკითხა გაკვირვებულმა გოგონამ.
-ემილი დაგიძახე, რა უნდა დამეძახა
-შენ ემ დამიძახე! ავარიის შემდეგ ასე არ მოგიმართავს! - გახარებულმა გოგონამ ერთ ადგილზე ხტუნვა დაიწყო. - ნელ-ნელა ძველი ბრი მიბრუნდებაა! - ფეხზე წამოხტა და ბრიანას ისე ძლიერად ჩაეხუტა კინაღამ გაგუდა.
-კარგი რა მოხდა. ხომ იცოდი ისედაც რომ ნელ-ნელა ყველაფერი გამახსენდებოდა - გაეცინა და მეგობარს გადაეხვია, შემდეგ კი მოშორდა და კითხვა გაუმეორა - ანუ ორი ყავა გავაკეთო ხო?
-თავისთავად - უპასუხა კმაყოფილმა და ლეპტოპს მიუჯდა კინოს ასარჩევად.
პირველ სართულზე ჩავიდა, ყავის მადუღარა ჩართო და მის ლოდინში წინ და უკან ბოდიალი დაიწყო. შემდეგღა გაახსენდა კაბინეტის ღია კარი და ცნობისმოყვარეობამ სძლია. ჩუმი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარს, საიდანაც მისი მშობლების საუბრის ხმები გამოდიოდა და მიაყურადა.
-არია, ბრის ყველაფერი უნდა ვუთხრათ, აღარ შეიძლება დროის გაყვანა. მას უფლება აქვს იცოდეს
-ხო მაგრამ, ჯერ ისედაც ახალი გადატანილი აქვს ტრამვა, კიდევ ნუღარ დავუმატებთ... ცოტაც მოვიცადოთ
-რამდენი წელია ვიცდით უკვე - ამოიოხრა ზაკმა
-ალბათ შეგვიძულებს - გაბზარული ხმით თქვა არიამ
გაოგნებული ბრიანა მაშინვე გაეცალა იქაურობას. გამზადებული ყავა მოიმარჯვა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა თავისი ოთახისკენ, თუმცა ამ დროს კაბინეტიდან დედამისი გამოვიდა და შიშისგან კინაღამ ჭიქა გაუვარდა.
-ბრინა, გული გამიხეთქე! როდის მოხვედი? - იკითხა აღელვებულმა არიამ.
-არცისე დიდი ხანია, სახლში იყავით?! - კითხვითვე უპასუხა და გაოცებული გამომეტყველება მიიღო.
-ემილი გვყავს სტუმრად? - საუბარში ზაკი ჩაერთო მშვიდი ტონით.
-ხო, ჩემს ოთახში მელოდება... წავალ... - მოკლედ დაასრულა საუბარი, თავისი ოთახის კარი დაკეტა და აფორიაქებული ჩამოუჯდა ემილის გვერდზე.
-რამე მოხდა? - მაშინვე შეატყო დაქალს ხასიათის ცვლილება.
-დედაჩემის და მამაჩემის საუბარს მოვკარი ყური. რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, ბრიანას მალე უნდა ვუთხრათო. დედა ტიროდა, თუ გაიგებს არ გვაპატიებსო... - ჩაფიქრებულმა დაბალ ხმაზე უთხრა და გონებაში სავარაუდო საიდუმლოები წარმოიგდინა.
-იქნებ მოგესმა და შენი სახელი არ უთქვამთ - სიტუაციის განმუხტვა სცადა დადებითი ემოციით.
-არა, არ მომესმა. გარკვევით გავიგე რომ ჩემი სახელი თქვეს - დარწმუნებით უპასუხა და ყავა მოსვა.
-მოდი პირველ რიგში დამშვიდდი, კარგი? შეიძლება არსებობს კიდევ ერთი ბრი და სულაც მამაშენის ბიზნეს პარტნიორია, იქნებ მას უმალავენ რამეს...
-და შენი აზრით დედაჩემი ტირის რომ ის ბიზნესპარტნიორი არ აპატიებთ? - სათქმელი გააწყვეტინა მობეზრებულმა.
-ეგ აღარ გამხსენებია - ჩაფიქრდა ემილი და შემდეგ დადუმდა. ცოტახანს სიჩუმეში ისხდნენ, არ იცოდნენ რა ეთქვათ.
-რა შეიძლება დამიმალონ მშობლებმა? დაკარგული და ან ძმა? - ისევ ხუმრობაში სცადა გაეტარებინა თავისი მღელვარება.
-არა, შენი ძმის შეყვარებულის მეგობრის დეიდა - დაამატა და აკისკისდა.
-აუ რა მაცინებს კარგი რაა - უცბადვე ჩამოყარა ყურები და ფიქრი განაგრძო.
-უნდა გაიცინო აბა მგლოვიარე მომაკვდავს ხომ არ უნდა დაემსგავსო. ბოლო-ბოლო თუ რამე სათქმელი აქვთ გეტყვიან აუცილებლად...
-ალბათ. მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ რადგან გავიგე რომ რაღაც მნიშვნელოვანს მიმალავენ მოთმენას ვეღარ შევძლებ. ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ იმისთვის, რომ ვიჯდე და ველოდო ხომ იცი არა? - დაღონებული ტონით მიმართა და მზერა გაუსწორა. ემილის გამამხნევებელი მზერაც სევდანარევმა ღიმილმა შეცვალა.
-ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვერ იზავ. ხომ არ დაადგები თავზე და ეტყვი რასაც მიმალავთ მითხარითო? - თქვა და თან ხელები ჰაერში აიქნია ჯესტების გამოსახატავად.
-მასე არა, მაგრამ როგორმე უნდა გავარკვიო! - თქვა მყარი ტონით.
ემილი აღარ შედავებია... იცოდა თავისი დაქალის ხასიათი. სიჯიუტე ნაკლებად შეიძლება დავარქვათ ამას, უბრალოდ იგი ყოველთვის ზედმეტად ცნობისმოყვარე იყო და ამის გამო ვერ მოისვენებდა სანამ გაურკვევლობას თავს არ დააღწევდა. სანამ მეხსიერება დაუბრუნდებოდა მანამდეც ამით იტანჯებოდა და არ სურდა ისევ დაუფლებოდა ის საშინელი შეგრძნება, რასაც გაურკვევლობა ჰქვია...

თვალებმა გაგცეს (1)


........
გამარჯობაა!!! როგორც იქნა უზარმაზარი პაუზის შემდეგ დავადგი საშველი და ახალი ისტორიით დაგიბრუნდით!

ძალიან ბევრი საქმის გამო ვერ ვახერხებდი დამეწერა და ახლა სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი ვახსოვარ თუ არა ვინმეს :დდ

მოკლედ იმედია ისიამოვნებთ, მიყვარხართ ყველა და ველი შეფასებას...

პ.ს. სურათზე ბრიანაა...



№1  offline წევრი lamazmani

ძლივს მეგირსა როგორც იქნა დააყენე საშველი და დადე wink
მგონი პირველი ვარ wink რამდენი ხანი ველოდი ამ ისტორიას და ძლივს დადე wink
ძაან მაგარი იყო მომეწონა ძალიან საინტერესო ისტორიაა და უკვე დამაინტერესა ძალიან ნუ შენი დაწერილი ცუდი რო არ იქნება ეგ კი ვიცი love love love
ძალიან საინტერესოა და მალე დადე ველოდებ შემდეგ უფრო საინტერესო თავს მოუთმენლად და დიდი ხამი არ მალოდინო love
მიყვარხარ love love love

 


№2  offline მოდერი ანკა

lamazmani
ძლივს მეგირსა როგორც იქნა დააყენე საშველი და დადე wink
მგონი პირველი ვარ wink რამდენი ხანი ველოდი ამ ისტორიას და ძლივს დადე wink
ძაან მაგარი იყო მომეწონა ძალიან საინტერესო ისტორიაა და უკვე დამაინტერესა ძალიან ნუ შენი დაწერილი ცუდი რო არ იქნება ეგ კი ვიცი love love love
ძალიან საინტერესოა და მალე დადე ველოდებ შემდეგ უფრო საინტერესო თავს მოუთმენლად და დიდი ხამი არ მალოდინო love
მიყვარხარ love love love

მეც ძალიან მიყვარხაარ love იმდენი ხანი გალოდინე დღეს რომ არ დამედო აღარ შემეძლო :დდ
მიხარია რომ მოგეწონა შემდეგ მალე დავდებ აუცილებლად love love love

 


№3  offline მოდერი D-roni

აუ ძალიან მომეწონა ❤ რატომღაც მგონია , რომ ქართველი კაცი შეუყვარდება , ან თვითონ აღმოჩნდება ქართველი და ნაშვილები ...
ძაან შორს წავედი ხო ? :დ არაუშავს ორივე გამეხარდება , მგონია რომ ძალიან მოუხდება მსგავსი სიუჟეტი , თუმცა ეს შდნი გადასაწყეტია და დარწმუბებული ვარ ამასაც და სხვა მრავალსაც შესანიშნავად მოუხდენ ❤ მომენატრა შენი ° ცხელი , ვნებიანი და სასაცილო ° ისტორიების კითხვა , განსხვავებული სტილი გაქვს ! წარმატებები ❤

 


№4  offline მოდერი ანკა

D-roni
აუ ძალიან მომეწონა ❤ რატომღაც მგონია , რომ ქართველი კაცი შეუყვარდება , ან თვითონ აღმოჩნდება ქართველი და ნაშვილები ...
ძაან შორს წავედი ხო ? :დ არაუშავს ორივე გამეხარდება , მგონია რომ ძალიან მოუხდება მსგავსი სიუჟეტი , თუმცა ეს შდნი გადასაწყეტია და დარწმუბებული ვარ ამასაც და სხვა მრავალსაც შესანიშნავად მოუხდენ ❤ მომენატრა შენი ° ცხელი , ვნებიანი და სასაცილო ° ისტორიების კითხვა , განსხვავებული სტილი გაქვს ! წარმატებები ❤

ძალიან დიდი მადლობაა <3 <3 როგორ გამახარა შენმა კომენტარმა ვერ წარმოიდგენ! love მიყვარხარ love

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

რათქმაუნდა მახსოვხარკარგი დასაწყისია ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები.

 


№6  offline მოდერი ანკა

lalita
რათქმაუნდა მახსოვხარკარგი დასაწყისია ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები.

მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა love love

 


№7  offline წევრი tamtu

Ankaaa dzalian gamaxareee rom dagvibrundi. Istoria ki dzalian momeconaaaa. Sakvareli xar dzalian. vagrdzeleb kitxvas♡♥♡♥♡♥

 


№8  offline მოდერი ანკა

tamtu
Ankaaa dzalian gamaxareee rom dagvibrundi. Istoria ki dzalian momeconaaaa. Sakvareli xar dzalian. vagrdzeleb kitxvas♡♥♡♥♡♥

Madlobaaa ♡♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent