შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცა ჩამომექცა (სრულად)


17-03-2016, 22:14
ავტორი chica sol
ნანახია 15 370

_____________
საღამო მშვიდობის, ჩემო კარგებო!
სრულად გადავწყვიტე ამ ისტორიის ატვირთვა. მიზეზი ისაა, რომ მის თავებად დაყოფაში ვერ დავინახე ის მუხტი, რასაც სრული კითხვის დროს მიიღებთ (თუ აქვს საერთოდ)...
მოკლედ, ვიცი, რომ ეს ისტორია, არ გამოიწვევს აღფრთოვანებას და მოწონებას. ისტორია საკმაოდ მძიმეა, განსხვავებულია ჩემი სხვა ისტორიებისგან. პირველი თავის ატვირთვის შემდეგ ბევრი გაკიცხვა მოვისმინე, არა ჩემი, არამედ მთავარი პერსონაჟის მისამართით. ზოგს შეეცოდა, ზოგმა გაკიცხა... არ ვითხოვ, რომ გაუგოთ ლარას (რა უფლება მაქვს), უბრალოდ მინდა მისი თვალით შეხედოთ მის ირგვლივ არსებულ სამყაროს.

1
ისევ ბარის დახლთან, მაღალ სკამზე ვიყავი შემომჯდარი და გამალებული ვაცეცებდი თვალებს. მსხვერპლს ვეძებდი, ვათვალიერებდი ყველას, საუკეთესოს ვარჩევდი, ყველაზე სიმპათიურს...
როგორც ყოველთვის, მე გამოსაჩენ და ყველაზე განათებულ, თვალში საცემ ადგილზე ვიჯექი. ყველა აქ მომსახურე პერსონალმა იცოდა, რომ ეს ადგილი მე მეკუთვნოდა, შეიძლება ითქვას რომ ჩემი საკუთრება იყო. მე ეს დავიმსახურე, ამისთვის ვიშრომე... მთელი ერთი ღამე...
დღესაც გამომწვევად მეცვა, ისე როგორც ყოველ საღამოს, როცა აქ მოვდივარ... მკვეთრი მაკიაჟი და მხრებზე ჩამოშლილი შავი თმა მამშვენებდა.
და, აი ისიც, დღის მსხვერპლი... ახლა მთავარი იყო მისი ყურადღება მიმეპყრო, გამეგიჟებინა, გადამერია... როგორც ჩანს, ეს ახალგაზრდა მეგობრებთნ ერთად ერთობოდა ლაუნჯ ბარში. მისი მეგობრებიც კარგად შევათვალიერე, მაგრამ არა, აშკარაა ის ყველაზე სიმპათიური და სექსუალურია.
დაჟინებით მივაცქერდი. არ არსებობს ადამიანი, ვინც დაჟინებულ მზერას არ გრძნობს. თავი ოდნავ დავხარე და მის თვალებს გავუშტერე მზერა „მიდი, მიდი, გამომხედე...“
აი, ისიც, როგორც იქნა მზერა მომაპყრო. მეც თვალებში შევყურებდი. ეს სულ 2-3 წამს გაგრძელდა და თვალი ისევ ამარიდა. მეგობრებს რაღაცაზე გამალებული ეკამათებოდა, თუ უხსნიდა... ისევ გამომხედა და მერე თვალი ამარიდა... მერე ისევ... და ისევ... „მორჩა! ჩემი ხარ“ ჩამეცინა გულში.
ყოველთვის ასე იყო, ყოველ საღამოს ასე ხდება...
საუბარს მორჩა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. მის მცირე მოძრაობასაც გაფაციცებული ვაკვირდებოდი. კარგად შევათვალიერე. მოხდენილად ეცვა. შავი პერანგი და ჯინსი. ერთდროულად სპორტულად და საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა. კუნთებ დაბერილი მკლავები მოისრისა, აღელვებულმა. ჩემი მზერა აფორიაქებდა... თითებზე დავაკვირდი... ბეჭედი არ ეკეთა არათითზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაოჯახებული არ იყო. თუმცა, არც ეს მიქმნიდა არანაირ პრობლემას...
ისევ შემომანათა თვალები. ოდნავ, სულ ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად გავუღიმე და შემდეგ თვალი ავარიდე. დაახლოებით ერთი წუთი მისკენ აღარ გამოხედავს, მაგრამ ახლა მისგან ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას. ასეც უნდა ყოფილიყო... ყოველთვის ასეა... ისევ გავხედე. დაჟინებით შემომყურებდა თვალებში. მერე თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. ჩემს „შხვართ“ ფეხებზე მოხდენილად ავასრიალე ხელი და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე. დავინახე როგორ გადმოიხარა წინ და მუხლის თავებზ ხელი მოიჭირა. ჩამეცინა... ისე მყავდა გაბმული ჩემს ქსელში, როგორც ჩიტი ხაფანგში...
დაახლოებით ათი წუთი თვალებით ვეფლირტავეთ ერთმანეთს. ბოლოს ქვედა ტუჩზე თითი გადავიტარე და მერე ენის წვერიც მივაშველე.
მორჩა! გაუწყდა მოთმინების ძაფი. ეს მის თვალებში დავინახე. „ ახლა მოვა“ დამთავრებული არ მქონდა ფიქრი, რომ სავარძლიდან წამოიმართა. სახეზე გამარჯვებულის ღიმილმა გადამიარა და სასწრაფოდ ჩამოვხტი სკამიდან.
-ნახვამდის ლარა.-მომაძახა ბარმენმა და გამიღიმა. დაახლოებით იცოდა ახლა სადაც მივდიოდი, იცოდა, რასაც გავაკეთებდი. ამას ხომ უკვე ორი წელია უყურებს... გავუღიმე და ტუალეტისკენ ავიღე გეზი... ორჯერ უკან გავიხედე, მსხვერპლი რამდენიმე ნაბიჯით ჩამომრჩებოდა, მაგრამ უკან მომყვებოდა... გამეღიმა. „ რა ადვილად მოსაპოვებლები ხართ... რა პრიმიტიულები...ღორებო...“ ჩავისისინე და ქალთა საპირფარეშოს კარი შევაღე.
-აქედან დაახვიე!-ხმამაღლა ვუყვირე სარკესთან მდგან გოგონას, რომელიც მთელი მონდომებით ისვამდა ტუჩსაცხს.- მალე!
შეშინებულმა სწრაფად დაავლო ჩანთას ხელი და ქუსლებზე შემხტარმა შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩამირბინა გვერდით.
სწრაფად შევავლე კაბინებს თვალი და კმაყოფილმა ამოვისუნთქე, როცა ჩემს გარდა არავინ იყო. კარი გავაღე და მსხვერპლს ხელი დავავლე, რომელიც კართან მელოდა და ქალთა საპირფარეშოში შემოსვლა ვერ გაებედა.
ამოსუნთქვაც კი არ დავაცადე, ისე დავეტაკე ტუჩებზე და კოცნა დავუწყე. არც ის ჩამომრჩა. ხელები წელზე მომავლი და ამიკრა სხეულზე. სასმლის სუნი იგრძნობოდა, მაგრამ მისი აღგზნება ყველაფერს ფარავდა... კედელს ამაკრა და თავი წამომაწევინა, უკეთ რომ მისდგომოდა ჩემს ტუჩებს. ხელი მისი პერანგის ღილებისკენ გავაპარე და სამი ღილი სწრაფად შევუხსენი. ფრჩხილები დავუსვი მკერდზე. ვიგრძენი, სიამოვნებისგან როგორ გააკანკალა. ტუჩებს მოსწყდა და ნიკაპის გავლით ყელს ჩაუყვა და ბოლოს ჩემს მოღეღილ მკერდს დააცხრა ტუჩებით. დეკოლტედან ხელი შემიცურა ბიუსჰალტერში და ხელში მოიქცია ჩემი ერთ-ერთი „სიმრგვალე“.
არც მე ჩამოვრჩი. შარვლიდან პერანგი ამოვუჩეე და ხელები ქვევიდან შევუცურე და შიშველ მუცელზე ავუსვი თითები. ოოო, როგორ ვგრძნობდი მის სიცხოველეს, სიშმაგეს , აღგზნებას....
-სადმე წავიდეთ.-ყურში ჩავჩურჩულე და ბიბილოზე კბილებით წავეტანე.
-წავიდეთ!-ბოხი ხმით მითხრა და მაჯაზე ხელი წამავლო. სწრაფად გამათრია გასასვლელისკენ.
გზადაგზა ვისწორებდი შელახულ დეკოლტეს და მის პერანგსაც შევაშველე ხელი.
თავის მაგიდასთან მარტო მივიდა. მე უკვე კართან ველოდი. მეგობრებს სწრაფად გადაულაპარაკა რაღაც, მაგიდიდან ტელეფონს და გასაღებს წამოავლო ხელი და ჩემსკენ წამოვიდა. „აჰა, მშვენიერია, მანქანაც ჰყოლია, კარგია, რომ ტაქსში არ მომიწევს ჯდომა“.
წინა სავარძელზე მომათავსა და სწრაფად მოსწყვიტა ადგილს... ხელი მუხლზე დავადე და ოდნავ მოვუჭირე, მერე კი ნელა ავასრიალე ზევით.
-მოითმინე!-გვერდულად გამომხედა და ცალყბად ჩაიცინა.- საჭესთან ვარ!
ხელი მოვაშორე და გზას გავხედე, იმის გასაგებად საით მივდიოდით, რომ უცებ მისი ხელი ვიგრძენი ფეხზე. ერთმანეთზე გადალაგებული ფეხები გამასწორებინა და ნელი მოძრაობით აუყვა ზევით. ფეხებს შორის ჩამიცურა თითები, მაგრამ ახლა მე გავაჩერე იგივე სიტყვით:
-მოითმინე!
მალე ავღმოჩნდით სასტუმროს ნომერში. ერთმანეთს ველურებივით ვაცლიდით ტანსაცმელს სხეულიდან. მისი პერანგის ღილებიდან რამდენი დარჩა საკუთარ ადგილზე, საკითხავია, რადგან ერთი მოძრაობით გადავუგლიჯე პერანგი და ღილებიც იატაკზე გაიფანტა, ვნებაში გახვეულებს არც მიგვიქცევია ამისთვის ყურადღება. სწრაფად გადამაძრო თავს ზემოდან ისედაც უმოკლესი კაბა და იატაკზე მისროლა. მუცელზე ხელი მომაბჯინა და მომაწვა. უკან დავიხიე და საწოლს მივადექი. მალე მასზე ავღმოჩნდი და „ჩემი შებმული მსხვერპლი“ ჩემს ზემოდან მოთავსდა. მთელ სხეულს მიფარავდა მისი ტუჩები, ვნებისგან გახურებული ხელები სხეულს მწვავდა და მეც ერთიანად ცეცხლს მიკიდებდა. ხელები მუცელზე დავუსვი და დაოსტატებულმა ქამარი წამში შევუხსენი.
რამდენიმე წუთში ორივე შიშვლები ავღმოჩნდით. ჩვენი სხეულები ერთმანეთს შეერწყვნენ და ამ დროს მე უკვე კუნძი ვიყავი. უგრძნობი, უმოძრაო, ხე-ქალი, რომელიც ვერაფერს განიცდიდა გულის რევისა და ზიზღის გარდა.
-კარგად ხარ? გავჩერდე?- მხოლოდ ერთხელ მკითხა ჩემმა პარტნიორმა, როცა ჩემი გაქვავება იგრძნო.
-მიდი, მოამთავრე! მიდი... -ხელი კისერზე წავავლე და ჩემსკენ მოვქაჩე, ტუჩებზე მთელი ძალით დავეწაფე და გაჩერების საშუალება არ მივეცი...
ღამის სამი ხდებოდა, თავი რომ წამოვყავი და მძინარე პარტნიორის დანახვაზე, ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან. ჩემი ტანსაჩმელი მოვიძიე და სწრაფად ჩავიცვი.
სასტუმროდან გამოსულმა, ფეხზე გავიხადე და ფეხსაცმელებით ხელში გავუყევი გზას. ისევ ისე, როგორც მაშინ...
აგვისტოს ბოლო იყო, ამიტომ არ ციოდა. მთვარეც უხვად მაფენდა სინათლეს... აი, ნათელი ღამეო, რომ ამბობენ, ზუსტად ისეთი იყო.
ჯერ ვიფიქრე, სახლში ტაქსით წავალ-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. არადა დაღლილი ვიყავი. ჩემი პარტნიორი ძალიან ენერგიული და ძალ-ღონით სავსე აღმოჩნდა. მივდიოდი ფეხშიშველი და ერთ ხელში მოქცეულ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს მივაქანავებდი.
ახლაც ამეკვიატა ჩემი განვლილ ცხოვრებაზე ფიქრები, ისევ მაწამებდნენ, ისევ თავგზას მიბნევდნენ...
დედაჩემი, ჩემზე რომ დაფეხმძიმდა, ჯერ ისევ პატარა იყო, სულ რაღაც 17 წლის, სტუდენტი. მამაჩემიც სტუდენტი იყო. ერთმანეთი კი უყვარდათ, მაგრამ მამაჩემის დედას საწყალი დედაჩემი არ მოეწონა სარძლოდ და... ხომ ხვდებით რაც იქნებოდა ამის შემდეგ? დედას ფულს სტენიდა სადედამთილო, რომ ნაყოფი მოეშორებინა, მაგრამ ეკამ (დედა) და ლამარამ (ბებია) თავი გაიგიჟეს და აი, მეც აქ ვარ . უკვე დაბადებული და 26 წელს მიღწეული ლარა მანაგაძე. საერთოდ დედას უნდოდა ბებოს სახელი დაერქმია ჩემთვის, ლამარა, მაგრამ ბებომ თავი გაიგიჟა თურმე, ჯერ მე ვერ ვიტან ჩემს სახელს და არ მოქცემ უფლებას, გოგონასაც დაუმახინჯო ცხოვრებაო. მოკლედ, მიახლოებითი სახელი ეძებეს, ეძებეს და ლარა დამარქვეს.
დედა, ჩემი გაჩენიდან 10 წელიწადში გარდაიცვალა სიმსიმნით. საშინლად განვიცადეთ მეც და ბებიამაც. იმას აღარ ჩავუღრმავდები, რამდენს ვტიროდი დღე-ღამის განმავლობაში და როგორ ნერვიულობდა ბებო. მერე იყო ერთ წლიანი საშინელი გაჭირვება. ბებოს პენსია არაფეში არ გვყოფნიდა. შიმშილით სიკვდილს, ბებომ არჩია, რომ ჩემი მამისთვის ეთხოვა დახმარება, რადგან ის საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ჩემს საყვარელ მამიკოს ცოლიც მოუყვანია და „ნაღებ საზოგადოებაში“ დაუმკვიდრებია საკუთარი ადგილი. მის ცოლთან ნაბი*ვრის არსებობა რომ არ გამსკდარიყო, „მამიკო“ ყოველ თვე ფულს გვიგზავნიდა, საკმაოდ სოლიდურ თანხას სხვათა შორის. ამ თანხის ნახევარსაც არ ვხარჟავდით მე და ბებო. ამიტომ ბებომ ცალკე გამიხსნა ანგარიში. გარდა ამისა, „მამიკომ“ ბანკში ანგარიში გამიხსნა, რომ მომავალი არ მქონოდა ბნელი და ჩემს შესახებ არასოდეს შეეტყო არაფერი... ჩემს არსებობას მხოლოდ ბანკიდან ატყობინებდნენ , ახსენებდნენ, რომ ანგარიშზე თანხა იყო შესატანი.
ჩემთვის კი ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ მამაჩემს ჩემი ნახვა ერთხელაც კი არ მოუნდომებია. დიდად არც მე ვიკლავდი თავს ამის გამო, მაგრამ, სადღაც ძალიან მტკიოდა ეს.
ასე გავიდა კიდევ ბევრი წელი და მე უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, უკვე ბოლო კუსზეც ვიყავი, სულ 2 თვე მქონდა დარჩენილი და სწავლასაც მოვრჩებოდი. წარჩინებული სტუდენტი ვიყავი, სტიპენდიას ვიღებდი და უფასო მაგისტრატურასაც გავივლიდი...
იმ საშინელ ღამესაც ასე მოვდიოდი სახლში... კურსელები მთაწმინდაზე ვიყავით ასულები და ვერთობოდით ბებომ რომ დამირეკა.
-ლარა, სად ხარ, ბებო?
-მთაწმინდაზე ვართ ბებო ისევ, რა მოხდა?-მისმა ხმამ შემაშინა.-ცუდად ხარ, ბებო?
-კი, ბებო, ცუდად ვარ. -სუსტი ხმით მითხრა და ღრმა სუნთქვა ამოაყოლა სიტყვებს.
-ახლავე წამოვალ, ბე, არ ინევიულო. სასწრაფო დახმარება გამოვიძახო? -სწრაფი ნაბიჯებით წამოვედი მეგობრებისგან, ისე რომ მათთვის ზედაც აღარ შემოხედავს.
-არა, ბებო, შენ მოდი და რომ დაგინახავ გამოვკეთდები.- თბილად მითხრა.
-მოვდივარ, ბებო, მალე ვიქნები. -ყურმილი დავკიდე თუ არა, მაშინვე ავტობუსების გაჩერებისკენ გავქანდი. თუმცა ავტობუსის გასვლას ნახევარი საათი უნდა დავლოდებოდი. არც ტაქსი ჩანდა სადმე. სხვა გზა მაინც არ მქონდა, დავდექი და ტაქსს დავუწყე ლოდინი.
-ლარა, შენ ხარ? როგორ ხარ შვილო?-ხმის მიმართულებით შევბრუნდი და ხმის პატრონში ჩემი კლასელის, ნიკოს, მამა ამოვიცანი.
-კარგად ვარ გოჩა ძია, თქვენ როგორ ხართ?- ხელების მტვრევით ვუპასუხე.
-კარგად ხარ? რა მოხდა?-როგორც ჩანს ჩემი ცქმუტვა არ გამორჩენია.
-ბებოა ცუდად და სახლში უნდა დავბრუნდე. ტაქსს ველოდები.
-წამოდი მე წაგიყვან, უკვე გვიანაა, თან ტაქსი როდის გამოივლის...
-ვაიმე, ვერ შეგაწუხებთ, გოჩა ძია თქვენ... -თავი უხერხულად ვიგრძენი.
-წამოდი, წამოდი. ხომ იცი, მეც მანდეთ მაქვს გზა.-მანქანისკენ წავიდა და მეც უკან ავედევნე.
მანქანაში ჩაჯდა და მეც მოვთავსდი უკანა სავარძელზე.
-როგორ გაზრდილხარ, გალამაზებულხარ. რამდენი წელია არ მინახიხარ. დაქალებულხარ...-თავი საშინლად უხერხულად ვიგრძენი, პასუხი არ გამიცია, მხოლოდ გავუღიმე.
მერე ათასი კითხვა მომაყარა, საცხოვრებელი შევიცვალე თუ არა, სახლში ვინ ვცხოვრობდით, მყავდა თუ არა შეყვარებული... უკანა ხედვის სარკე ისე მოაწყო, რომ მე დავენახე. მე ძირითადად ჩუმად ვიყავი, ან ძალიან მშრალად ვპასუხობდი კითხვებს. ახლა მხოლოდ ერთი რამ მაღელვებდა, რომ ბებო ჯანმრთელი დამხვედროდა სახლში და სერიოზული არაფერი ყოფილიყო.
შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მანქანამ გზიდან გადაუხვია. ჩემს გვერდით კარი გაიღო და გარეთ გადამათრია. ტანსაცმელს მაგლეჯდა, გაძალიანების გამო მირტყამდა, ბილწსიტყვაობდა...
ასე ავღმოჩნდი მის ხელში... ასე ამხადეს ნამუსი, გადამიარეს, გამთელეს, დამამცირეს, სულში ჩამაფურთხეს... ღონე მიხდილი ამითრია ხელში და უკანა სავარძელზე შემაგდო. ახლაც მახსოვს მისი ყოველი ჩასუნთქვა, მისი ყოველი სიამოვნებისა და ჟინის წამოძახილი, მისი სუნი, ახლაც ცხვირში მქონდა. მისი კოცნის კვალი, ახლაც ცხადად მაჩნდა. მისი ყოველი დარტყმული ახლაც მტკიოდა... მახსოვს მისი ზედმეტად თმიანი სხეული როგორ მეკვროდა, როგორ მიჭერდა თითებს სხეულზე, როგორ სიამოვნებას ანიჭებდა ჩემი ყოველი წამოკივლება, ყოველი ცრემლი როგორ ჰგვრიდა ამაზეზენ ღიმილს...
უკვე სახლთან მივედით რომ მანაც უკანა სავარძელზე გადმოინაცვლა. ხელი ყელში წამავლო და მთელი ძალით მომიჭირა... საშინელ ტკივილს განვიცდიდი, თუმცა არ ან ვერ ვტოკდებოდი, უჰაერობისგან პირი დავაღე. ვიგრძენი, როგორ დამებერა ყველა ძარღვი ყელზე. თვალები გადმოცვენას მქონდა, სულ რამდენიმე წამიც და ყველაფერი დამთავრდებოდა, ამ ტივილსაც ბოლო მოეღებოდა, მაგრამ ხელი გამიშვა და აქოშინებულს, ახლა სახეში წამავლო ხელი.
-იცოდე, სადმე სიტყვა რომ დაგცდეს, სიცოცხლეს ისე გამოგასალმებ, თვალსაც არ დავახამხამებ.წამებაში ამოგხდი სულს, გაიგე?-ბოლო ხმაზე მიღრიალა.
მხოლოდ თავის დაქნევა შევძელი...
სწრაფად გადამათრია მანქანიდან და თვითონაც წავიდა. სახლში განადგურებული შევედი. ვერ შევძელი ყველაფერი დამემალა ბებოსთვის, ვერ შევძელი მისი კვალი დამეფარა, ვერ ვაიძულე საკუთარი თავი დადუმებულიყო.
ბებოს პირველივე კითხვაზე „რა დაგემართა?“ საშინელი ტირილი ამივარდა და ტირილ-ტირილით მოვუყევი ყველაფერი.
მეფერებოდა, მაწყნარებდა, მინანავებდა...
ის ღამე მის საწოლში გავატარე, მთელი ღამე მასთან ჩახუტებულს მეძინა. დილით კი ის აღარ იყო. მისი მუდამ თბილი სხეული გაყინულიყო... მან მიმატოვა და ამხელა დედამიწახე აბსოლიტური სიმარტოვისთვის გამწირა. ჩემმა ერთადერთმა იმედმაც დამტოვა... და ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მე ენას კბილი ვერ დავაჭირე, ვერ ვაიძულე საკუთარი თავი, რომ ძლიერი ვყოფილიყავი. მე მოვკალი ბებო, მე მოვკალი საკუთარი იმედი, მე გავიმეტე ჩემი თავი მარტოობისთვის.
ბებოს დაკრძალვიდან ერთი კვირის თავზე, თვითმკვლელობა ვცადე, მაგრა არც ამის ძალა მეყო. ვერ დავლიე დამამშვიდებელების გროვა, რომელიც ჩემს თვალწინ მაგიდაზე დამეხვავებინა...
თუმცა, არ ვიყავი მე ასეთი ადვილი გამოსავლის ღირსი. საკუთარ ბებოს სიკვდილის განაჩენი გამოვუტანე და ასე ადვილად არ უნდა გადამეტანა ეს ყველაფერი. უნდა მეწვალა, უნდა მტკიებოდა, უნდა მომემკა ის რაც დავთესე. მარტოობასა და ტკივილში უნდა გამელია ეს წუთი სოფელი, აი, ამას ვიმსახურებდი...
სწორედ ამ ღამეს გამოვეწყვე და წავედი ბარში. ჯერ ისევ მოუშუშებელი დალურჯებები მემჩნეოდა სხეულზე... პირველად აქ „შევაბი მსხვერპლი“ და მასთან დავწექი. ყოველი ასეთი მამაკაცი იმ ავად სახსენებელ ღამეს მახსენებს და ჩემი მეობაც არ მავიწყდება. არ ვაძლევ თავს იმის უფლებას რომ საკუთარი თავისადმი და მამრობითი სქესისადმი სიძულვილი გამინელდეს. ნებისმიერი კაცის მოფერებას, ალერს კოცნას გულის რევამდე მივყავარ და ჩემი თავი უარესად მძულს.ყოველი ახალი მსხვერპლი თითო დაღს მასვამს სულზე. გული აღარ არსებობს, სხეულმა კი უკვე ლპობა იწყო სიბინძურისგან.
და ვინ ვიყავი ახლა მე? როგორ ვიქცეოდი? უკვე ორი წელია, დაახლოებით კვირაში ორ დღეს ვატარებ უცხო მამაკაცთან და შუა ღამეს ვიპარები. მერე კი სახლში დაბრუნებული საათობით ვიკეტები აბაზანაში, რომ სულიდან თუ არა სხეულიდან მაინც ჩამოვიშორო მათი შეხება სუნი, კოცნის კვალი... რა განსხვავებაა ჩემსა და ბო*ს შორის? მხოლოდ ის, რომ მე ამას ფულის გამო არ ვაკეთებ. მათ უფრო სუფთა სული აქვთ, ვიდრე მე. მე სასჯელს ვიმსახურებ და დამიჯერეთ, ამაზე მტკივნეული წამებით სიკვდილიც კი არ იქნება ჩემთვის.

2
________________

შუადღის ორი საათი იყო, რომ გავიღვიძე. თავი ძლივს წამოვწიე საწოლიდან. მხოლოდ ტრუსის ამარა გავფრატუნდი სამზარეულოში და მაგარი ყავა გავიკეთე.მაგიდას მივუჯექი და ფეხები სკამზე ავიკეცე. სანთებელას ვათამაშებდი ხელში და ყავას ვსვამდი. სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაპასი დავარტყი. უკვე ორი წელია რაც ვეწევი, ბებოს სიკვდილის შემდეგ...
სადღაც ჯანდაბაში, აწკრიალდა ჩემი ტელეფონი. წამოვიზლაზნე და ძებნა დავიწყე. როგორც იქნა, ჩანთაში მივაგენი.
-ლარა, ერთი გამაგებინე, სად გიგდია ტელეფონი?- თიკოს წიკვინი მომესმა.
-შენი კივილის ხასიათზე არ ვარ, თქვი, რატომ მირეკავ?-წესისამებრ უხეშად ვუპასუხე ჩემს კლასელს და ბავშვობის „დაქალს“, რომელთანაც ბოლო 2 წელია გამიცივდა ურთიერთობა.
-ჩემს გულს რა ვუთხარი, თორემ შენს ნომერს არც უნდა ვკრეფდე წესით, ასეთი რომ გახდი, ლარა.-ნაწყენმა მითხრა.
-იმისთვის დამირეკე, რომ შემახსენო, როგორი უხეში ვარ?- ტონი გავიმკაცრე და სიგარეტი მოვქაჩე.
-არა, იმისთვის დაგირეკე, რომ დღეს საღამოს სკოლის დამთავრებიდან 10 წლისთავი გვაქვს და რესტორანში ვიკრიბებით ყველა. მისამართს გამოგიგზავნი მე შენ და როგორც წესი ნიკო მოგაკითხავს.
-ჩემით მოვალ! არ მჭირდება მაგის მოსვლა.-ავიჯაგრე და საფერფლეში მთელი ძალით ჩავასრისე სიგარეტი.
-მაგაზე თქვენ შეთანხმდით რა, შემეშვით მე!-ჩამძახა და გამითიშა. როგორც ჩანს ამჯერად მართლა ძალიან ეწყინა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მაგრად მე*იდა...
ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე, რომ სიგარეტის კვამლი გასულიყო. შუადღის სიცხე მაშინვე შიშველ სხეულზე მომხვდა და ნამდვილად არ მესიამოვნა. როგორც მთელი ზაფხული, ახლაც იწვოდა ქალაქი.
ნახევარი დღეც აბაზანაში გავატარე, მერე მოვემზადე და ნიკომაც დამირეკა, ჩამოდი, სახლთან გელოდებიო.
ეს ის ნიკოა, „გოჩა ბიძიას“ შვილი... კაცის რომელმაც ცხოვრება დამინგრია... ბედის ირონია კი ისაა, რომ ნიკოს ბავშვობიდან ვუყვარვარ, იმ დღიდან რაც ჩვენს სკოლაში გადმოვიდა. მგონი, მაშინ 6 კლასში ვიყავი... ამ ფიქრებში ვიყავი, საფეხურები რომ ჩავამთავრე და სადარბაზოდან გავედი. ნიკოს დანახვაზე ხასიათი სულ წამიხდა. მას კი სახე გაუნათდა და ჩემსკენ გამოექანა.
-რა ლამაზი ხარ, ტო!- გამიღიმა და ლოყაზე მხურვალედ მაკოცა.
სახე მომეჯღანა. თავს ვერ ვაკონტროლებდი, როცა ვფიქრობდი ვისი სისხლი ჩქეფდა მის ძარღვებში, რომ იმ ბინძურის შთამომავალი მეხებოდა... ტვინში სისხლი ჩამექცა...
-ძალიან ცხელა ნიკო , წავიდეთ!-მოვიშორე მაშინვე.
-შენ ჩვეულ ფორმაში ხარ, ხომ?-კბილი გამკრა, ჩემი სიცივით გაღიზიანებულმა.
-შემიძლია ჩემი მანქანით წავიდე!- მის ატანას არ ვაპირებდი, ისედაც მთელი საღამო თვალებში მომედებოდა...
-არა, ტო, რას ამბობ, შენს წასაყვანად მოვედი აქ. -მაშინვე უკან დაიხია და მანქანისკენ გამიძღვა.
__________
მთელი საღამო მაგიდასთან გავატარე და წითელ ღვინოს ვწრუპავდი. ნიკო ჯერ შორიდან მიმზერდა მერე კი, სასმლით შეგულიანებულმა, ჩემს გვერდით გადმოინაცვლა.
-ლარა, შენ ხომ იცი, რომ ბავშვობიდან მიყვარხარ?- მითხრა 20 წუთიანი უხმო დაკვირვების შემდეგ.
-კი, ვიცი._თავმობეზრებულმა ვუპასუხე.
-მერე, გოგო? რატომ მტანჯავ ასე ტო, მითხარი რა დაგიშავე?
-შენ? შენ არაფერი, ნიკო... არაფერი...-ზიზღით სავსე გული შემოფრთხიალდა.
-მითხარი, მაშინ რა გავაკეთო ლარა, რა ვქნა რომ შემომხედო? გამიღიმო და შემიყვარო?-მთელი სხეულით შემატრიალა მისკენ.
-და რას იზავ რომ შეგიყვარო?- საშინლად ბინძური აზრი გამიკრთა გონებაში.
-ხელს აღარასდროს გაგიშვებ ლარა, ცხოვრებას შემოგწირავ.-თვალებში ნაპერწკლები აუგიზგიზდა, იმედი ჩაესახა...
-და მერე, რომ მიგატოვო? რომ გადამიყვარდე?-ჩემდაუნებურად მიყვებოდა ენა გაბოროტებულ გონებას.
-მოვკვდები, ლარა!- მთელი გულწრფელობით მითხრა.-მიყვარხარ, მთელი გულით და გრძნობით.გესმის? ჩემი ოცნების ქალი ხარ...-სახიდან თმა გადამიწია.
-და რომ გითხრა, შანს მოგცემ-მეთქი?-შევაპარე.
-უბედნიერეს ადამიანად მაქცევ.-სწრაფარ მიპასუხა.
-და რა იქნება შემდეგ?-ჩემთვის მთავარი კითხვა დავსვი.
-შემდეგ? მთელი სამყარო იქნება შენთვის, ლარა, დედამიწას ფეხქვეშ გაგიგებ. მიყვარხარ და შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. თუ გენდომება, მშობლებს და სამეგობროს გავაცნობ შენს თავს, როგორც ჩემი შეყვარებული ან საცოლე და შემდეგ სამუდამოდ მიგისაკუთრებ. ან არ ვიცი, დაგელოდები, სადამდეც შენ გენდომება, ყველაფერს გავაკეთებ რასაც მოინდომებ და როგორც მოინდომებ!-უცებ ჩამომიკრიფა ციდან ვარსკვლავები.
-მაშინ ჯობს მშობლებისა და მეგობრების გაცნობით დავიწყოთ.-გავუცინე.
-მეღადავები ტო...-ამოილუღლუღა გაოგნებულმა.
-არა, რატომ? ავაწყოთ ურთიერთობა...-მხრები ავიჩეჩე.
შემდეგ იყო სასიხარულო შეძახილები და უამრავი მოლოცვა, ჩვენ ხომ ახლა შეყვარებული წყვილი ვიყავით. იყო ბევრი ჩახუტება და ბევრი ცეკვა... ყოველი მისი შეხება მშანთავდა, მკლავდა... მაგრამ გავუძლებდი და ბოლოსდაბოლოს ვიძიებ შურს იმ ბილწზე...
-უნდა წავიდე სახლში, დავიღალე!-განვუცხადე უეცრად ნიკოს შუა ცეკვის დროს.
-აუ, არა ტო...-შეიცხადა და ხელები სუროსავით შემომაჭდო სხეულზე. მაშინვე სუნთქვა შემეკრა და პანიკური შიში ვიგრძები... ვერ ვივიწყებ ვისი შვილია, მის გულზე მიკრულმა, მამამისის სუნი ვიგრძენი და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
-მომისმინე,!-გულზე ხელი ვკარი და მოვიშორე.- ყველაფერი ახლა იწყება და ნუ გავაფუჭებთ შენი ქცევით. გაცილება არ მინდა! -სასწრაფოდ მივახალე და ისე გავქანდი გასასვლელისკენ, არავის დავემშვიდობე...
_________
სახლში მისული, ტირილით სულს ვერ ვითქვამდი. შევძლებდი იმას რაც ჩავიფიქრე? შევძლებდი მის გამწარებას? მეყოფოდა ამის ძალა?
მაშინვე აბაზანაში შევედი და ცივი წყლის ქვეში დავდექი ისე, რომ ტანსაცმელიც არ გამიხდია. ადუღებული სხეული ოდნავ დამიმშვიდდა. ნელ-ნელა მოვიცილე ტანსაცმელი სხეულიდან და ნორმალურად მივიღე შხაპი.
აბაზანიდან გამოსულმა თმა შევიშრე და მოკლე ზურგ ამოჭრილი წითელი კაბა ჩავიცვი. მაკიაჟიც სწრაფად გავიკეთე და სახლის კარი გავიხურე. ამჯერად ჩემი მანქანით წავედი ბარში და საკუთარი ადგილი დავიკავე.
-როგორც ყოველთვის?- მკითხა რობემ და თავის დაკვრით მომესალმა.
-არა რამე უფრო მაგარი.-გავუღიმესავით ბარმენს.
-ჯინი, მარტინი, ვისკი...-ჩამომითვალა რობემ.
-აი, ვისკი, ორმაგი...-შევაჩერე.
ორ წამში უკვე ხელში მეჭირა ჭიქა და სასმელი მოვწრუპე. მისმა სიმხურვალემ ყელი ჩამწვა. ბარს თვალი მოვავლე. რომც არ მდომოდა, ისე ვიყავი მიჩვეული, თვალები თავისით ეძებდა მსხვერპლს.
თვალი ერთ კუთხეს გავუშტერე, სადაც 2 ახალგაზრდა გოგო იდგა, ერთი ვიცანი, ბარის მენეჯერი იყო, მეორე ვერ ვიცანი.
ვერ ავღწერ როგორი იყო, აი, უცხო, თვალში საცემი, მაგრამ არა ისეთი, როგორც მე (გამომწვევად ჩაცმული და მკვეთრი მაკიაჟით, ორმეტრიან ქუსლებზე...). ბუნებრივი იყო... არანაირი მაკიაჟი, მხოლოდ ტუჩისფერი ტუჩსაცხი ესვა... თმა კუდად შეეკრა, მაგრამ სქელი თმა მაინც წელზე ურტყავდა, შავი, უბრალო, მუხლამდე სწორი კაბა და თეთრი მაისური ეცვა, კაბაზე მიმტანების მსგავსად წინსაფარი ეკეთა და მის კუთხეს თითებით ეთამაშებოდა. ქათქათა კანზე მნათობი, ფერადი ფერები დასთამაშებდა, თვალებს ოდნავ ჭუტავდა განათებაზე... ფილტვების წვა ვიგრძენი და ჰაერი ღრმად შევისუნთქე. ახლა მივხვდი, რომ გული საშინლად ამძგერებია...
-რობე! -ხმამაღლა დავუძახე ბარმენს და ჩემსკენ მობრუნებულს ვკითხე.-ის ვინაა?
- ის? ახალი მიმტანია. ბებიაჩემის სოფლიდან არის ჩამოსული და აქ დავაწყებინე მუშაობა.
-რამდენის წლის არის? ლეგალურია?-აქ სამუშაოდ პატარა მეჩვენა.
-კი, თვრამეტისაა უკვე...-გაუკვირდა ჩემი ასეთი ინტერესი.
-რა ჰქვია?
-გრეტა...
-იშვიათი სახელია. -ჩემთვის ჩავიბურტყუნე და ისევ გავხედე გოგოს, რომელიც დიდი მონდომებით უსმენდა მენეჯერს.
თვალს ვერ მაშორებდი, ვერ გავიგე, რას გადავეკიდე ამ ბავშვს, რა მინდოდა? ვინმეს ვამსგავსებდი? მინმეს მაგონებდა?
ჩემს ჭიქას ხელი მოვკიდე და მაგიდასთან გადავჟექი. მას შემდეგ, რაც გრეტას დაეხსნა მენეჯერი და თავისი კაბინეტისკენ წავიდა, გოგონა კუნტრუშით გამოვარდა რობესკენ.
-გოგონა!- მეც კი ვერ გავიაზრე, ისე დავუძახე.
-დიახ?.. -ჩემსკენ დაბნეული შემოტრიალდა.
-თქვენ აქ მუშაობთ?-ვკითხე და დაჟინებით მივაშტერდი.
-დიახ, უკვე ვმუშაობ...-მითხრა გაღიმებულმა.
-თუ ასეა, ორმაგი ვისკი თუ შეიძლება, ყინულით!- ვუთხარი და კიდევ ერთხელ ავათვალიერე.
-ახლავე!- მომაძახა და ბარმენისკენ წავიდა.
სწრაფი ნაბიჯით მოუახლოვდა მაგიდას და ვისკის ჭიქა წინ დამიდო. ხელი ჭიქისთვის არ ჰქონდა მოშორებული, რომ სწრაფად წავეტანე ჭიქას და ხელი მის თითებს დავუსვი.
-უი, უკაცრავად...-გამიღიმა უხერხულად. და მაგიდას მოშორდა.
მე კი დენდარტყმულივით გავშეშდი. რაღაც ძალა, მუხტი ვიგრძენი მისგან და მე ეს მსიამოვნებდა, მავსებდა, ცარიელ სულს მილამაზებდა, ჭრილობებით დაფარულს მმკურნალობდა, მალამოდ მედებოდა...
გამთენიის 5 საათზე წამოვედი ბარიდან. მთელი ეს დრო გრეტასთვის თვალი არ მომიშორებია, მის ყველა მოძრაობას თვალს ვადევნებდი, მის ღიმილს ვუთვალთვალებდი, ტანის მიხვრა-მოხვრას ვიმახსოვრებდი. მთელი ამ დროის განმავლობაში გულის ცემა ვერ დავიმშვიდე... ღერს ღერზე ვეწეოდი... გრეტაც გრძნობდა ჩემს დაჟინებულ მზერას... მალ-მალე გამომხედავდა და ღიმილით მაჟილდოვებდა... ვუთვალთვალებდი მის თვალებს, რომელსაც ძილი ნელ-ნელა ეპატრონებოდა...
ნასვამი დავჯექი საჭესთან. სახლამდე როგორ მივედი არ მახსოვს. საბედნიეროდ არავის გავუჩერებივარ და სახლში თუ მომივიდოდა ჯარიმის ქვითარი დარღვევის გამო, ეს დიდად არც მანაღვლებდა... აბა რისთვის მყავს ფულიანი „მამიკო“?
აბანიდან შედარებით დამშვიდებული გამოვედი. მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ვერ ვიშორებდი გრეტას სახეს თავიდან. მისი სახე, ტუჩები, თმა, თვალები... რა მჭირს? რატომ ავიკვიატე ეს ბავშვი?
მთელი ღამე აივანზე გავატარე, მთელი კოლოფი სიგარეტი რომ გამოვცალე და აღარც ჭიქაში მქონდა ყავა, შემდეგ შემოვედი და საწოლში შევწექი. დილის რვა საათზე წამიღო ძილმა...

3
__________

საშინელმა ბრახუნის ხმამ გამომაღვიძა, ჯერ მეგონა, რომ მესიზმრებოდა, მაგრამ რომ არ შეწყდა ეს ხმა, მივხვდი, რომ კართან იყო ვიღაც.
შიშველ სხეულზე ხალათი შემოვიცვი და ფეხშიშველი გავფლატუნდი კარისკენ.
ზღურბლზე სახე აწითლებული ნიკო იდგა.
-რა იყო, რას ჩამოიღე კარი?-შევუღრინე. მის დანახვა ახლა ყველაფერი მერჩივნა.
-სად ხარ გოგო დაკარგული? გინდა გამაგიჟო? გუშინ მთელი ღამე და დღეს მთელი დილაა ვერ დაგიკავშირდი...- მიყვირა კარებში მდგარმა.
სიმწრით და სიბრაზით სახეზე ალი მომედო. სიამოვნებით გამოვასალმებდი ახლა სიცოცხლეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან იოლი იქნებოდა მათთვის... ღრმად ჩავისუნთქე და სიმშვიდეს ვუხმე.
-ნიკო, ახლა კარგად მომისმინე.-კარში გავიხიდე, რომ არ შემოსულიყო.- ის, რომ მე შენთან ურთიერთობის აწყობაზე ვარ თანახმა, არ ნიშნავს, რომ სახლში ასე უნდა მომივარდე და ძილი დამიფრთხო. გაითვალისწინე, რომ ის რაც მოგეცი, თავისუფლად შემიძლია უკან დავიბრუნო. დაფიქრდი რას აკეთებ და ასე ნუ მივარდები. ახლა წადი და საღამოს შეგხდები, სადმე დავსხდეთ. მისამართს და დროს მოგწერ.- დავასრულე და კარი ცხვირწინ მივუჯახუნე.
მაინც ვერ მოვთოკე თავი... ჩემი გეგმისთვის არ უნდა გადამეხვია, გოჩა მაინც მიიღებდა იმას, რაც დაიმსახურა. ჩემი გაუბედურებისთვის და ბებოს სიკვდილისთვის პასუხს მოვთხოვდი...
ყავის გაკეთება დავიწყე და მობილურზეც მომივიდა შეტყობინება. „მაპატიე საყვარელო. თავი ვერ შევიკავე... მიყვარხარ, გახსოვდეს. შენს შეტყობინებას ველოდები. ნიკო. „
პასუხი არ დამიბრუნებია. ყავა დავლიე და იოგურტი მივირთვი. რამდენი ხანია ნორმალურად არ მიჭამია? არც კი მახსოვს ჩემი ბოლო ვახშამი. ხოდა კი მეტყობოდა უჭმელობა. ამ ბოლო პერიოდში საგრძნობლად დავიკელი წონაში.
საღამოსთვის გავემზადე და კიბეებს ჩავუყევი. თავისუფალი ჯინსი, თეთრი უბრალო მაიკა და შავი კეტები მეცვა. ჩვეულებრივი გასეირნებით შემოვიფარგლეთ, ნიკო ჩემთან სიახლოვეს ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ ხელი ჩავკიდე და თავზე კოცნის უფლებას ვაძლევდი. ღმერთო, როგორ მძულდა ჩემი თავი ამის გამო. ორმაგად მძულდა იმასთან შედარებით, როცა ვიღაც უცხო მამაკაცთან სექსით ვკავდებოდი...
ბოლოს კაფეში დავსხედით და მის მშობლებთან და მეგობრებთან შეხვედრა დავგეგმეთ.
-ნიკო, იცი რა ვიფიქრე?-უცებ ვუთხარი და თვალებში შევაჩერდი.
-რა, ჩემო სიცოცხლევ?-თბილად მითხრა და თითებზე ნაზად მაკოცა.
-აი, მაგალითად, დავპატიჟოთ შენი მეგობრები და მშობლები რესტორანში და იქ გამაცანი ყველა. წარმადგინე როგორც საცოლე, ოღონდ მანამდე ჩემი ვინაობა არ გაამხილო. სიურპრიზივით მოვაწყოთ რა...
-საცოლე? დარწმუნებული ხარ? -თვალები გაუნათდა
-კი. -თავი დავუქნიე მეტი დამაჯერებლობისათვის და გულში შიში შემეპარა, რამე არ იეჭვოს ასე რომ ვაჩქარებ-მეთქი.- არ გინდა ჩემი ქმრობა?- ვითომ ძალიან ვიწყინე და ტუჩები გადმოვაბრუნე.
-ამაზე მეტად არაფერი მინდა ტო! ლარა, არ მჯერა, რომ ასე ერთი ხელის მოსმით ლაგდება ყველაფერი. -პატარა ბავშვივით წამოვარდა სკამიდან მეც წამომაყენა და შუა კაფეში მთელ ხმაზე იყვირა.-ხალხო, ეს გოგო ჩემი საცოლეა, გესმით? მიყვარხარ, ლარა! -და გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ისე დამეძგერა ტუჩებზე.
ლამის ადგილზე მოვკვდი. გული გამეპარა, თვალწინ გამიარა იმ საზარელმა კადრებმა... დავიფიცებდი, რომ ნიკოს მამამისის სუნი ჰქონდა... წამში მომაწვა გულის რევის შეგრძნება და თვალებზე ბინდი გადამეკრა. ნიკოც მოსწყდა ჩემს ტუჩებს და თვალებიდან გამოვიხედე. ახლა დამიბრუნდა სმენა, და მესმოდა როგორი ტაშით შეეგება კაფეში მყოფი ხალხი ჩვენს „გაბედნიერებას“
-რა გჭირს ლარა, ცუდად ხარ? რა ფერი გაქვს?-ნიკოს ხმაც მომესმა. გაორებული სილუეტები ნელ-ნელა თავის ფორმებს უბრუნდებოდნენ.
-უბრალოდ... სუნთქვა შემეკრა... პირველივე ენაზე მომდგარი სიტყვები მოვაღნიოშე.
-აწი ყველაფერი კარგად იქნება, ლარა, მიყვარხარ!-თავზე მაკოცა და გულზე მიმიკრა.
-ხო.- ამოვიკნავლე. „ყველაფერი ახლა იწყება“ გამკრა გონებაში და ნიკოს სხეულს მოვშორდი.-წავალ წყალს შევისხამ.-მივაძახე და საპირფარეშოში შევვარდი. ნიჟარას დაყრდნობილმა პირში წყალი გამოვივლე და ნიჟარაში ჩავუშვი. ეს პროცედურა რამდენჯერმე გავიმეორე და გულის რევის შეგრძნებაც ცოტა გამიქრა.
ახლა უნდა დავმშვიდდე, აღელვება არ უნდა შემემჩნეს, მყარად უნდა ვიდგე. ვერ დაველოდები ღმერთის სამსჯავროს.ჩემი თვალით უნდა ვნახო, როგორ დაიტანჯება ის არამზადა, მის შვილსაც დავტანჯავ, ისე როგორც ბებოს დაუტანჯა ჩემი თავი...

___________
საღამოს „ჩაცმულ-დახურული“ ისევ ბარისკენ მივდიოდი. ეს უკვე მერამდენე დღეა შეუჩერებლად დავდივარ აქ. აქამდე, სადღაც კვირაში ორჯერ მივდიოდი, რომ ჩემი თავისადმი სიძულვილი არ გამნელებოდა. ახლა რა მიმარბენინებდა ასე? ვისი ნახვა მინდოდა, ვისი ნახვის სურვილი მკლავდა ასე? ნუთუ ის პატარა გოგო მიწურავდა სულს ასე? ნუთუ მის თვალებში ჩამდგარი სიმშვიდე მინდოდა მიმეთვისებინა?
აღელვებული შევედი ბარში. ჩემი ადგილი დავიკავე და ნერვიულად ავაკაკუნე თითები მაგიდაზე.
რობე თავის დაკვრით მომესალმა და წინ ჩემი საყვარელი კოქტეილი დამიდგა. მაშინვე წავეტანე ჭიქას და დიდი ყლუპი მოვსვი. სიგარეტი გავიქანე ტუჩებს შორის და რობემაც სწრაფად მომაშველა სანთებელა.
-საღამო მშვიდობის.-მისი სათნო ხმა მომესმა გვერდიდან და სიამოვნებისა და ბედნიერებისგან თვალები დავხუჭე.
ისე მჭირდებოდა ახლა მისი ხმა, მისი სახე...წამში მომიდუნდა სხეული და შვების ღიმილმა გამინათა სახე.
ნელა შევბრუნდი მისკენ და თვალი ავაყოლე მის სხეულს. ისევ ისე, ფორმაში იყო გამოწყობილი და რობეს რაღაცას ეტიტინებოდა. მხოლოდ კაბა ეცვა შედარებით მოკლე, ვიდრე აქამდე. თეთრი, წვრილი ფეხები მოუჩანდა, მე კი მათი ყურებისას უცნაური შეგრძნებები მიორმაგდებოდა.
მალე მომშორდა.მაგიდებს შორის დაცქრიალებდა და მეც კისერმოღრეცილი ვაყოლებდი თვალს. ვგრძნობდი სასიამოვნო ტალღებს მის მიხვრა-მოხვრის დროს... თავს ვერ ვიკავებდი, ისე მიღიტინებდა სასიამოვნო შეგრძნებები მუცლის ქვედა ნაწილში. არ ვიცი, ადრე არასდროს მქონია მსგავსი რეაქცია არავის შეხებაზე. ვხვდებოდი, რომ ეს გოგო აღმაგზნებდა, რაღაც არაამქვეყნიურს მმართებდა.
გრეტამ ისევ მოირბინა რობესთან შესაკვეთად და ჩემთან ისე ახლოს დადგა, რომ თავი ვერ შევიკავე და ფეხზე ხელი ნელა ავუსვი. ჯერ შეკრთა, ყრუდ წამოიკივლასავით. სწრაფად გამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ადგილზე იყო გახევებული და ვერ იძვროდა. მე კი ამით გათამამებულმა, ხელი ფეხის შიდა მხარეს ავაყოლე. გააკანკალა... ლოყები წამოეფაკლა... ჩემი თითების ქვეშ უთრთოდა სხეული და მე ამის შეგრძნებაზე, ჭკუიდან გადავდიოდი...
-არ მეგონა, ისევ თუ გნახავდი, ისევ აქ...-ყურში მიჩურჩულა კაცის ხმამ და გრეტას ფეხს სასწრაფოდ მოვაშორე ხელი. ხმის მიმართულებით შევბრუნდი, მაგრამ ცალი თვალით დავინახე როგორ მოეგო გონს გრეტა და მაშინვე აორთქლდა ჩემი თვალთა ხედვიდან.
-სად გაქრი იმ შუაღამეს? -მოშიშვლებულ წელზე მომისვა ხელი. ჩვეული რეაქია მქონდა: გულის რევა მაშინვე ვიგრძენი და ზიზღით ამევსო გული. ჩემს წინ, ჩემი ბოლო „მსხვერპლი“ იდგა და მთელი მონდომებიღ მიძვრებოდა კაბის სიღრმეში.
მოციმციმე განათებაშიც კი დავინახე, აღელვებული გრეტა როგორ მიდიოდა აჩქარებული ნაბიჯით ტუალეტისკენ. ჩემს „მსხვერპლს“ ხელი დავავლე და მეც გრეტას გზას გავუყევი. სიცილით მომყვებოდა უკან ბიჭი და თავისუფალი ხელით ცდილობდა ჩემს აღგზნებას.
ტუალეტის კარი შევაღე და მარტო შევედი. სულ ორი კაბინა იყო. ერთი ღია იყო მეორე კი ჩაკეტილი. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დავინახე როგორ შემოვიდა აქ გრეტა, ეს იმას ნიშნავდა, რომ დაკეტილ კაბინაში ჩემი ინტერესის ობიექტი იყო.
შემოსასვლელის კარი გავაღე და ქალების საპირფარეშოში შემოვუშვი „მსხვერპლი“. კარი გადავკეტე და მაშინვე ვეცი ტუჩებზე. არც ბიჭი დაბნეულა, მაშინვე წამავლო ხელი თმაზე და მთელი ძალით მიმიკრა სხეულზე. ინტიქტურად ვმოქმედებდი და პირველად ამ ორი წლის განმავლობაში არ აღვიქვამდი ამ სექსს ისე, როგორც დანარჩენს. ახლა ამას იმიტომ არ გაკეთებდი, რომ თავი სრულ არარაობად და სიბინძურის საბადოდ მეგრძნო, არც იმიტომ, რომ თავს ბებოს სიკვდილში ვადანაშაულებდი და ასე თავს ვისჯიდი, ახლა მე სანახაობას ვაწყობდი... გრეტასთვის...
სწრაფად გავუხსენი პერანგის ღილები და მკერდზე დავუსვი ხელები. ბიჭმა კაბის ბრეტელები გადამიწია და ყელიდან მხრებზე და მკერდზე გააცოცა ტუჩები. მე კი მთელი ძალით ჩავფრენოდი თმაში და ჩემგან მოშორების უფლებას არ ვაძლევდი. სწორედ ამ დროს დავინახე, ოდნავ შეღებული კაბინის კარიდან როგორ გვიყურებდა გრეტა. ამან უფრო გამაგიჟა, გამაშმაგა... ხელები შარვლისკენ გავაცურე და ქამარი, შარვლის ღილი და ელვა სწრაფად გავუხსენი. „მსხვერპლიც“ მეხმარებოდა. სანამ მე მისი შარვლის ქვევით ჩაქაჩვით ვიყავი დაკავეული, მან კაბის ზედა და ქვედა ნაწილი მუცელთან მომიხვავა, ცივ მაგიდაზე შემომსვა.
შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ორი წლის მანძილზე ხდებოდა, ვერაფერს ვგრძნობდი, ვერანაირ სიამოვნებას ვერ განვიცდიდი. მის მხრებზე ვიყავი ჩამოკიდული და მთელი ძალით ვეკვროდი.
ვერაფერს განვიცდიდი, რასაც აქამდე განვიცდიდი აქტის დროს, ვერც ტკივილს, ვერც სულის კივილს ვიგებდი და არც გულის რევას ვგრძნობდი, არც ზიზღით მქონდა გული სავსე და არც ცარიელი სული მაწუხებდა, არც ერთი ჭრილობიდან აღარ მდიოდა სისხლი და ეს იმიტომ რომ „მსხვერპლის“ უკან მე მას ვხედავდი, მის ცრემლიან თვალებში გაოცება და ცნობისმოყვარეობა იკითხებოდა.
ის ჩემი ხსნა იყო, ჩემი სულის მალამო...

________
მაგიდიდან ჩამოვხტი და კაბის გასწორება დავიწყე. მანაც შეიკრა ქამარი და თვალებში მომაშტერდა.
-გარეთ დამელოდე...- ხმადაბლა ვუთხარი და კარისკენ ვანიშნე. ისიც უხმოდ გავიდა. კარი ისევ ჩავკეტე.
წყლით ისევ გამოვივლე პირის ღრუ და ნიჟარაზე დაყრდნობულმა, რაღაცნაირად სუნთქვა დავირეგულირე, შემდეგ ნელი ნაბიჯებით წავედი კაბინებისკენ და ის კარი გავაღე, რომლის უკანაც გრეტა მეგულებიდა.
ცრემლიანი და შეშინებული თვალებით შემომხედა. გავუღიმე, გულწრფელად გავიღიმე ბოლო 2 წლის განმავლობაში. ხელი ჩავკიდე მაჯაზე და კაბინიდან გამოვიყვანე, ზუსტად იმ მაგიდასტან მივიყვანე, სადაც რამდენიმე წუთის წინ სექსით ვიყავი დაკავებული და ჩემს პირდაპირ დავაყენე. ცერა თითებით მოვწმინდე ცრემლები და ბოლოს...
მე მის ბაგეებს მივწვდი. ეს, იცით რა იყო ჩემთვის? იცით რას ნიშნავდა? თავადაც ვერ ავღწერ, მე უბრალოდ, შიგნიდან ავფეთქდი. ასეთი ძლიერი ემოციები არასდროს განმიცდია, არავისთან... მთელი გრძნობით ვკოცნიდი და ამაზე მეტად ის მაკარგვინებდა ჭკუას, რომ გრეტა ცდილობდა კოცნაში ამყოლოდა, ცდილობდა, ესე იგი უნდოდა. ვუნდოდი ისევე, როგორც მე მინდოდა...
-ყველაფერი კარგად იქნება.- ჩავჩურჩულე და უკანმოუხედავად გამოვედი საპირფარეშოდან.
მაგიდასთან ისევ მელოდა „მსხვერპლი“. საკმარისი იყო მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში. უნდა დამემთავრებინა...
-გმადლობ! -ვუთხარი მიახლოვებულმა.
-სექსისთვის მადლობას არ იხდიან.-აუღელვებლად მითხრა.
-მადლობა... სანახაობისთვის....- ვუთხარი და ტუჩებით სიგარეტს ჩავეჭიდე.
დაბნეული თვალებით გამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, მხოლოდ ანთებული სანთებელა მომიტანა სიგარეტთან.
-ეს უკანასკნელად მოხდა. მშვიდობით!- ვუთხარი და მის ჭიქაში დარჩენილი სასმელი მოვსვი.
არაფერი უთქვამს, ასე უხმოდ წამოდგა, თავზე მაკოცა და ჩემს შემოგარენს მოშორდა. მეც ბოლო ნაპასი დავარტყი და ბარიდან გავედი.

4
__________
დღეები ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა. ბარში სიარული ყოველდღიურობად მექცა. ვიჯექი, ახლა უკვე მაგიდასთან და თვალს არ ვაშირებდი გრეტას. ისეთი მიმზიდველი იყო...
სრულიად ვიცვლებოდი მისი დანახვის შემდეგ. ჩემი შავთეთრი ცხოვრების კუთხეები ფერადდებოდა მისი გამოხედვისას. მის ყოველ ჩასუნთქვას ვგრძნობდი და მიხაროდა. მისი შესუნთქული ჟანგბადით ვსულდგმულობდი.
გგონიათ მე ვერ ვხვდებოდი, რომ ეს არასწორი იყო? გგონიათ, არ ვიცოდი, რომ ეს წარმოუდგენელი ცოდვა იყო? მაგრამ რა იყო ჩემს ცხოვრებაში სწორი? მივყვეთ ჩემი ჩასახვიდან... სწორი იყო, რომ მამაჩემმა დედაჩემი ორსული მიაგდო? არა! სწორი იყო, რომ ჩემს მოსაშორებლად ფულს „სტენიდნენ“ დედას? არა! სწორი იყო, რომ ათი წლის ასაკში დედა დავკარგე? არა! სწორი იყო, რომ მამაჩემმა ისევ ფულის საშუალებით მომიშორა, რომ მისი “ნაბიჭვრის“ არებობა არავის გაეგო? არა! სწორი იყო, რომ ერთხელად არ ვყავდი ნანახი? არა! სწორი იყო, რომ ბებოს გარდაცვალების შემდეგ, უცხო კაცის ხელით გამომიგზავნა 5000 ლარი, რომ დაკრძალვის ამბები მომეგვარებინა? არა! სწორი იყო, რომ მამის ტოლა კაცმა ჩემზე ძალა იხმარა? არა! სწორი იყო, რომ მას შემდეგ თავს ვიტანჯავდი, საკუთარი თავი მძულდა და 2 წლის განმავლობაში უამრავ კაცთან ვიწექი, რომ ეს სიძულვილი არ გამნელებოდა? არა, არა და არა!
და რატომ უნდა მეფიქრა ახლა, რომ გრეტასთან დაკავშირებით ყველაფერი არასწორი იყო და უნდა დამემთავრებინა? ძლივს ვიღიმოდი ამდენი ხნის შემდეგ, ძლივს ვსუნთქავდი თავისუფლად, როცა გრეტას ვუყურებდი და შვებას ძლივს ვგრძნობდი. და რადგან მე ქალი ვიყავი და ჩემი სიყვარულის ობიექტიც ქალი იყო, ახლაა ეს ყველაფერი არასწორი და უნდა გავჩერებულიყავი? რატომ მაშინ არ მთავრდებოდა ტკივილი? რატომ არ ჩერდებოდა? ჩემი მთელი ცხოვრება ხომ „სრულიად არასწორია“ და არც ახლა ვაპირებ გაჩერებას. იყოს არასწორი! დაე, ვიყო ბედნიერი!.
ბევრი ვიფიქრე იმაზე, რატომ მიმიზიდა ასე ძლიერ გოგომ და არა ბიჭმა? მე ხომ აქამდე 23 წლამდე „ჩვეულებრივი“ ვიყავი? მიზიდავდა საპირისპირო სქესი... 19-დან 22 წლამდე მყავდა შეყვარებული, მაგრამ დავშორდით, მხოლოდ იმიტომ, რომ საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა და არა იმიტომ, რომ მე ლტოლვას ქალებისადმი განვიცდიდი. მე ის მიყვარდა, მართლა მიყვარდა!
მერე მოხდა ის საშინელება ჩემს ცხოვრებაში და ველაფერი დაინგრა... შემზიზღდა კაცთა მოდგმა... ალბათ ესაა მიზეზი, რომ ახლა გრეტაზე ასე ვარ მიჯაჭვული.
ამ დღეების განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე შევძელი მისი დამარტოხელება. პირველი ორი შემთხვევა მისთვის მოულოდნელი იყო... საპირფარეშოში შესულს გამოვეცხადებოდი. მოულოდნელად ვკოცნიდი და უკან ვბრუნდებოდი. ის კი გაუნძრევლად იდგა. აღელვებული და ათრთოლებული...
შემდეგ მივხვდი, როგორ მიწვევდა, როგორ ტრიალებდა ჩემს ირგვლივ... ისე მეკეკლუცებოდა, როგორც მე ჩემს „მსხვერპლებს“. საპირფარეშოში ჩვენი შეხვედრები უდიალოგო, მაგრამ ვნებით სავსე იყო. გრეტაც გათამამდა, ხელებს მოუხერხებლად მხვევდა, ცდილობდა ალერსში ამყოლოდა... ეს ჩემთვის საოცარი ბედნიერების მომტანი იყო. მე ის მინდოდა და როცა გრეტაც იგივე სურვილით მპასუხობდა, როგორ შემეძლო მისთვის თავის დანებება? როგორ შემეძლო მისგან წასვლა? არასოდეს!
ერთ-ერთ ასეთ ღამეს, როცა საპირფარეშოში შეყუჟულები ერთმანეთს გამალებით ვკოცნიდით, თავშეკავება დავკარგე.
-მზად ხარ მიმიღო?- ჩავჩურჩულე.
მან უბრალოდ თავი დამიქნია დასტურის ნიშნად და თვალები დახარა.
გული გამინათდა... თავი ავაწევინე და ტუჩები დავუკოცნე. შემდეგ ხელი ჩავკიდე და ბარის გავლით გარეთ გავიყვანე. ჩემს მანქანაში ჩავსვი და საჭესთან დავჯექი.
-სამსახური?- ამოიჩურჩულა.
-ყველაფერს მოვაგვარებ...
სახლამდე უხმოდ მივედით. როგორც ყოველთვის, უხმოდ... კიბეებიც უხმოდ ავიარეთ. გული მეც კი საშინლად მიფართხალებდა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს პირველი ღამისთვის ვემზადებოდი... თუმცა, ასეც იყო...
ვხედავდი, როგორ უთრთოდა ხელები, როგორ ნერვიულად ისვამდა წვრილ თითებს ყელზე... ჩაი გავუკეთე და გავუწოდე, გაყუნული თითებით გამომართვა და მთლიანი ხელი შემოაჭდო ფინჯანს, ალბათ გასათბობად.
-ლამაზი სახლი გაქვს.-ამოიკნავლა.
გამეღიმა, ვხვდებოდი, რომ ნერვიულობის დაფარვა საუბრით უნდოდა... ან იქნებ ვერც ვერაფერს ვხვდებოდი და უნდოდა საუბარი?
მხოლოდ გაღიმე და სიგარეტს მოვუკიდე.
-ბევრს ეწევი...-ჩუმად მითხრა მზრუნველი ცოლივით. ახლა ხმამაღმა გამეცინა „ცოლის“ წარმოდგენაზე და სიგარეტი ნელა ჩავასრისე საფერფლეში. წამოვდექი და გრეტასთან მივედი, ხელიდან ჯერ არ შეულმელი ჩაის ფინჯანი ხელიდან გამოვართვი და ისიც ავაყენე.
მისი ტუჩები ისე მიხმობდნენ, მიჭირდა თავს მოვრეოდი, მიჭირდა ასე ახლოს ვმდგარიყავი და არაფერი გამეკეთებინა... თუმცა, ის მოხდა რასაც არ ველოდი, გრეტამ ხელები სახეზე მომისვა და მაკოცა. თითქოს დავიბენი კიდეც, არ ველოდი მისგან ასეთ სითამამეს... ტუჩებიდან ჩაღვრილი სითბო და მხურვალება, მთელ სხეულს მოედო და გამაკანკალა.
არც კი მახსოვს როგორ ავღმოჩნდით ჩემს საძინებელში, საწოლზე და მე მის ზემოთ...
სწრაფად გადავაცალე პერანგი მხრებიდან და ტუჩებით ჩავუყევი მხრებს. თვალებ დახუჭული და ჩემზე მონდობილი იწვა. ქვედა ტუჩს ისე აჭერდა კბილებს, რომ ტუჩის ირგვლივ კანი გასთეთრებოდა. ყელზე გაკოცე. მისი ღრმა სუნთქვა სახეზე მედებოდა, მისი გულის ცემა ყურებში გუგუნივით ჩამესმოდა... ყველა სისხლძარღვში გამავალ სისხლის წვეთს ვგრძნობდი და მიხაროდა. ლავიწებს შორის ჩაღრმავებას ენა გადავატარე და ლავიწებს გავუყევი, შემდეგ მკერდს დავეპატრონე. გრეტა თავის თავს აღარ ჰგავდა, მთელი ტანით თრთოდა ჩემს ქვევით და კვნესას ვერ იკავებდა... მუცელს დავუყევი ქვევით. ჩემი ყოველი ტუჩების შეხებაზე ეზნიქებოდა მუცელი და მისი ძვლები ჩემს თვალწინ მკაფიოდ იკვეთებოდა...
მუცელს ქვევით ჩავუყევი და მთლიანად დავეპატრონე გრეტას. მისი ხელები ვიგრძენი ჩემს თმაზე ჩაბღუჯული... მისი ხმა მესმოდა, არაადამიანური, მაგრამ სიამოვნების გამომხატველი... ვხვდებოდი, როდის იძაბებოდა და როდის დუნდებოდა, როდის აციებდა და აცხელებდა... ნეტარების ზენიტს მიღწეულმა, აკანკალებულმა, ხმამაღლა წამოიკივლა და ვიგრძენი როგორ მოუდუნდა კიდურები. ძალა გამოცლილს და თვალებდახუჯულს ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ღრმა სუნთქვით, პულსის დარეგულირებას ცდილობდა.
სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა. მისი სიახლოვით გაბრუებული, მეცხრე ცაზე დავფრივავდი. ეს აბსოლიტურად განსხვავებული გრძნობა იყო მათ შორის, რაც 26 წლის განმავლობაში განმიცდია. მიხაროდა, ბედნიერი ვიყავი, მხოლოდ იმიტომ რომ გრეტა აქ იყო, ჩემს გვერდით, ჩემს საწოლში, ჩემი იყო...
თავი მუცელზე დავადე და მისი სახის დათვალიერებას შევუდექი. ამომჯდარი თვალები ჰქონდა, პატარა აპრეხილი ცხვირი და საშუალოდ სქელი ტუჩები. გამხდარ, გაცრეცილ სახეზე ძალიან მქრალად შეიმჩნეოდა ჭორფლები.თითქოს არაფრით გამორჩეული არ იყო, მაგრამ მიზიდავდა, საშინლად მიზიდავდა... ახლაც გული გამალებით მიცემდა... ისე, რომ მეშინოდა. მეშინოდა ის ერთადერთიც არ დამეკარგა, რაც გრეტას სახით შევიძინე. ჩემი ბოლო იმედი არ დამეკარგა.
პატარა იყო, საშინლად პატარა, იმისთვის, რომ გაეგო... იმისთვის რომ მიმხვდარიყო...
თვალები ნელა გაახილა და ჩემს თმაში ხელები ახლართა. ელექტროდენებმა დაიწყეს ჩემში მოძრაობა. ახალი მუხტით ვივსებოდი. სიამოვნების ტალღებისგან მაკანკალებდა...
-ლამაზი თმა გაქვს.- ჩურჩულით მითხრა.
აქამდე მინაბული თვალები გავახილე და მის მომღიმარ სახეს შევხედე. თვალებში ჩავაცქერდი, მეშინოდა რომ რაიმე ავის მომასწავლებელს ამოვიკითხავდი, მაგრამ მსგავსი ვერაფერი გავინახე. ან... იქნებ არ მინდოდა დანახვა?
-იშვიათი სახელი გქვია.-ვუთხარი ის, რაც პირველად მისი სახელის გაგონებისთანავე გავიფიქრე.
-დედამ დამარქვა, გრეტა გარბოს თაყვანისმცემელი იყო და... საპატივცემულოდ...-მხრები დაუდევრად აიჩეჩა.- მეძინება.- ამოიკრუტუნა და თვალები ისევ მინაბა.

________
დღეები დღეებს მიჰყვებოდა. თითქმის ყოველ ღამეს მივდიოდი ბარში, ყოველ ღამეს მომყავდა ჩემს სახლში, ერთმანეთით ვტკბებოდით. ასე დაახლოვებით 2კვირა გავიდა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ეპიზოდი იყო. სამყარომ არსებობა დაიწყე, მეც გავცოცხლდი, სუნთქვა, ცხოვრება, არსებობა დავიწყე.
მიყვარდა მის გვერდით გატარებული ყოველი წამი. მს მეამიტობაზე ვგიჟდებოდი, მისი გაოცებული, ცნობისმოყვარე, ვნებით სავსე, მეტყველი თვალები მიყვარდა, რომელიც ერთდროულად ნაცრისფერიც იყო და ცისფერიც...
პარალელურად არ ვწყვეტდი ნიკოსთან ურთიერთობას. ვერ ამოვდიოდი სიბინძურიდან, ამ ჭუჭყისგან ვერ ვნთავისუფლდებოდი... ვერ ვივიწყებდი განვლილს...
ერთი სული მქონდა ეს საქმე მომემთავრებინა და აქედან წავსულიყავი სამუდამოდ. „მამიკოს“ წყალობით უფულობას არ ვუჩიოდი. ნებისმიერ ადგილზე წავიდოდი, ოღონდ არა მარტო. მე და გრეტა...


____________________

სარკის წინ ამაყად დავტრიალდი. დღეს დამთავრდებოდა ის, რას 2 წელი გაუჩერებლად მტკიოდა, დღეს მე ვატკენდი მას... აქვე დავსჯიდი ჩადენილი დანაშაულისთვის, დედამიწაზევე აგებდა პასუხს...
მუხლამდე შავი კაბა მეცვა. მაღლებზე ვიყავი შემხტარი, თმა და მაკიაჟიც მზად მქონდა. ურიგოდ არ გამოვიყურებოდი. რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს? დამდენი დღე და კვირაა ამ საღამოსთვის ვემზადებით მე და ნიკო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ორივე სხვადასხვა რაღაცის მიღებას ველოდით ამ საღამოდან...ნიკო ქვემოთ მელოდა, მეც კარი გავიხურე და კიბეებს ჩავუყევი. ვერ ვიტყვი, რომ არ მტკიოდა, რომ არ ვნერვიულობდი, მაგრამ რომ წარმოვიდგენ საღამო რით დამთვარდება...
-ულამაზესი ხარ. როგორც ყოველთვის, საყვარელო.-დადნა ნიკო და ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა.
სიმწრით კბილი კბილს დავაჭირე... სულ ცოტა მოთმინება და...
მანქანაში უხმოდ ვისხედით. ნიკომ ჩემი ხალი ხელში მოიქცია და თითებზე მაკოცა.
-რა გჭირს ტო, რა სახე ჩამოგტირის?-მითხრა ბოლოს.
-ვნერვიულობ!-გულწრფელად ვუთხარი.
-ნუ ნერვიულობ ჩემო სიყვარულო,ჩემი მშობლები ხომ უკვე გიცნობენ და ძალიანაც მოსწონხარ ორივეს.
-მართლა?-“ ალბათ მამაშენს ყველაზე მეტად...“ გავიფიქრე და ავის მომასწავლებლად ჩამეღიმა. „გიახლოვდები, ბატონო გოჩა“
-რა თქმა უნდა.- ისევ ხელზე მაკოცა.

____________

უკვე რესტორნის კართან ვიდექით. რამდენჯერმე ღრმად შევისუნთქე ჰაერი. რაც არის, არის.. უნდა შევსულიყავი, ჩემი ცხოვრება ამაზე ცუდი ვეღარ გახდებოდა, მე ვიძირებოდი... უკვე ორი წელია ვიძირები და სხვებსაც გავიყოლებ სიღრმისკენ, ჩემთან ერთად ჩავძირავ...
თავაწეულმა შევაბიჯე რესტორანში. ნიკოს გვერდით მივყვებოდი და მაგიდასთან მისულმა, ამაყად გადავხედე სუფრასთან მყოფთ.
რამდენიმე ჩვენი საერთო ნაცნობი და კლასელი ამოვიცანი და გავუღიმე, მერე კი სუფრის ბოლოში მყოფ ნიკოს მშობლებს გავხედე. დედამისი იღიმოდა, ის კი... ღმერთო, ასეთი მრისხანება არავის თვალებში არ ამომიკითხავს. მეგონა, რომ მაშინვე მომვარდებოდა და დაპირებისამებრ სიცოცხლეს გამომასალმებდა, მაგრამ გახევებული და ფერწასული იდგა მაგიდასთან.
მისმა დანახვამ წამში ჩამომაქცია ცა თავზე... იმ ავბედითი ღამის შემდეგ, პირველად ვხედავდი. მოგონებებმა მაშინვე დამიწყო თვალწინ სირბილი, მაგრამ თავს მაქსიმალურად ვიკავებდი, რომ არაფერი შემმჩნეოდა.
-ჩემო საყვარელო ხალხო, -ნიკომ მიმართა მაგიდასთან მყოფ საზოგადოებას.-აქ შეკრების მიზეზი მინდა გაგაცნოთ. აქ, ამ მშვენიერი ქალბატონის წარსადგენად მოგიყვანეთ.-წელზე ხელი მომხვია და გვერდით ამომიყენა, სხეულზე მიმიხუტა. მეც მთელი მონდომებით მივეკარი და გოჩას გავუსწორე მზერა. -რამდენიმე თქვენგანი იცნობს მას და ვინც არ იცნობდით აქამდე, ახლა იცნობდეთ, ლარა მანაგაძე, ჩემი ცხოვრების სიყვარული! ჩემი მომავალი, ჩემი საცოლე...
ნიკომ ლოყაზე მხურვალედ მაკოცა. მეც ყველა ღიმილით დავაჯილდოვე და ნიკოს მითითებულ სკამზე მოვკალათდი. ვითომ ყველაფერი გადასარევად მიდიოდა. თავი ისე მეჭირა, თითქოს ნიკოზე ვგიჟდებოდი და მიყვარდა. მალ-მალე ვკოცნიდი ხან ლოყებზე ხან ტუჩებში.
ჩვენს შემყურე გოჩას სახეზე ფერი აღარ ედო და ჭიქას ჭიქაზე სცლიდა. ნერვებისგან ბრდღვინავდა, ველოდი როდის დაკარგავდა მოთმინებას. ველოდი როდის გამოააშკარავებდა გრძნობებს...
-ვიცეკვოთ?- მკითხა ნიკომ.
-კი.-ვუპასუხე და კუსკუსით გავყევი მოცეკვავე წყვილებისკენ.
თავდაჭერილად ვცეკვავდი. უკნიდან გოჩას მზერას ვგრძნობდი. თავის გაკონტროლება ძალიან მიჭირდა. მთელი სხეული მიცახცახებდა. გაძლება უკვე ძალიან მიჭირდა, ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა ყველაფერი.
-შეგცივდა?- გაიკვირვა ნიკომ, რადგან სექტემბრის თბილი საღამო იყო.
-ცოტა. -კბილი კბილს დავაჭირე. უნდა მომეთმინა, სულ ცოტა მრჩებოდა დასასრულამდე.
უცებ მთელ დარბაზში სინათლე გაითიშა. ვეღარც ნიკოს სხეული ვეღარ ვიგრძენი ჩემს სხეულზე. ლამის მუხლები მომეკვეთა შიშისგან. რამდენიმე წამში ისე განათდა ჩემს ირგვლივ ყველაფერი. აცრემლებული და შიშჩამდგარი თვალებით ვხედავდი, ნიკო ჩემგან ორ ნაბიჯზე იდგა და ცალ მუხლს დაყრდნობილი, ჩემი მიმართულებით წითელ კოლოფში მოთავსებულ ბეჭედს მთავაზობდა.
დროის აღქმა დავკარგე, ვერც კი მივხვდი საიდან, ან რამდენი ხნის შემდეგ, მაგრამ ჩემს მკლავზე ვიღაცის თითები ვიგრძენი. მივხვდი, გოჩა იყო... წამში გამათრია და სადღაც „კუპე-ოთახში“ შემაგდო. კარის მოხურვა სცადა, მაგრამ მის წინ უკვე ნიკო იდგა, კარში გახიდული.
-რა ხდება აქ?- ხმის გაკონტროლებას ცდილობდა ნიკო.
-ამას ცოლად არ მოიყვან!-ენაარეულმა ამოიღრიალა გოჩამ და საჩვენებელი თითით ჩემზე მიუთითა.
იწყებოდა ყველაფრის დასასრული...
მისი ხმა, მისი თითების შეხება, მისი სუნი... ღმერთო, როგორ მინდოდა ყველაფერი დროულად დამთავრებულიყო... სულ ტყუილად მეგონა, რომ ამ სიტუაციას ადვილად გავუძლებდი, ტყუილად მეგონა, რომ ამისთვის მზად ვიყავი, რომ ძლიერი ვიყავი... როგორ მერეოდა გული ამ ყველაფერზე...
-რატომ?- უკვე ხმამაღლა ყვიროდა ნიკო. -რას ნიშნავს ეს საქციელი? -ჯერ მამამისს მიაშტერდა, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, მე გამომხედა.- ლარა, რა ხდება?
-დედაშენს დაუძახე, ნიკო. დანარჩენები გაუშვი! -ვთქვი მშვიდი ხმით. ნეტავ იცოდეთ რად მიჯდებოდა ეს სიმშვიდე...
-რა ხდება-მეთქი გოგო! -ახლა მე დამიღრიალა ნიკომ.
გოჩა თვალებს უმწეოდ ატრიალებდა და ადგილიდან არ იძვროდა, მოკუნტულიყო, დაპატარავებულიყო... თუმცა მისი თვალები...
-რა გაყვირებთ ხალხო, სირცხვილი არ გაქვთ? - ქოთქოთით მოვარდა ნიკოს დედა. -რა ხდება გოჩა ამიხდენი, რას ეცი ამ გოგოს?- ქმარს დაუტია ნანამ.
-ნანა დეიდა, დავიღალე... შემოდით!- მშვიდად მოვიხმე „კუპეში“ და სკამზე მივუთითე დასაჯდომად. ქალი ნელა დაეშვა სკამზე. -თქვი! რატომ არ გინდა ნიკოს გავყვე ცოლად? -ისე ვკითხე გოჩას, მისთვის არ შემიხედავს.
უხმოდ ბრდღვინავდა, ხელებდამუშტული, ჩემსკენ გადმოხრილი ისე იდგა, თითქოს მტაცებელია და მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად ნადირობსო.
-კარგი, მე ვიტყვი...-ისევ მე განვაგრძე, მაგრამ სიტყვის თქმა არ დამცალდა ბოლომდე.
-მოკეტე, კა*პავ! -სახეში მწარე სილა ისე მოულოდნელად მომხვდა, რომ მაგიდას მუცლით დავაწყდი.
ნელ ნელა გავსწორდი. სმენა დახშული ვხედავდი, როგორ იწევდა ჩემსკენ გოჩა და როგორ აკავებდა გაგიჟებული ნიკო მამამისს, ვხედავდი, თვალებ გაფართოვებული ნანა როგორ იდგა კედელთან ატუზული და ორივე ხელი როგორ მიეჭირა მთელი ძალით ტუჩებზე.
-მიდი, უთხარი შენს შვილს, რა ჩაიდინე! უთხარი შენც ცოლს, როგორ იხმარე ჩემზე ძალა.- მთელი ხმით დავიკივლე. სამივე თავზარდაცემული გაშეშდა.- უთხარი ნიკოს! მოუყევი როგორ მახევდი ტანსაცმელს, უთხარი, როგორ გსიამოვნებდა ჩემი კივილი, უთხარი რას გრძნობდი, როცა შენსას მიაღწიე. უთხარი, რას უცდი? მოყევი, როგორ ამხადე ნამუსი, მოუყევი შენს შვილს, მისი ცხოვრების სიყვარულს როგორ გადაუარე...- მთელი ხმით ვკიოდი, აქამდე უთქმელ სიტყვებს... 2 წლის განმავლობაში დაგროვილ ემოციებს ვიღებდი გულიდან, რომელიც ისე იყო ჩემში დალექილი და ისე ვიყავი ავსილი, რომ უკვე კიდეებს სცდებოდა...
-შე ძუ*ნა!- კიდევ ერთი გარტყმა ვიგემე. როგორღაც თავი შევიკავე დაცემისგან.- ჩაგაძაღლებ, ქუჩის ქალო..
ხმამაღლა ღრიალებდა გოჩა და ნიკოს მკლავებისგან განთავისუფლებას ცდილობდა..
-მაპატიე...- ჩემზე მოშტერებულ ნიკოს ჩუმად ვუთხარი და გასასვლელისკენ წავედი.
ნანა განადგულებული სახით კედელ-კედელ დაეშვა იატაკზე და ხმამაღალ ტირილს მოქყვა.
-არ გაცოცხლებ, მოგკლავ, ბო*ო... შენი დ... შ... -მომაცილებდა გოჩას ღრიალი.
დარბაზიდან სწრაფი ნაბიჯით გავედი და მთელი ძალით ვცდილობდი ყველა იქ მყოფის მზერა დამეიგნორებინა...
მორჩა..
დამთავრდა..


_________
ფეხები აღარ მემორჩილებოდნენ... თუმცა სიარულს არ ვწყვეტდი. ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ უფლებას არ ვაძლებდი ჯებირები გადმოელახათ.
მთელი ძალით მივეჯახე ბარის კარს და შიგნით შევაბიჯე.
ახლა მხოლოდ გრეტას დანახვა მომცემდა ძალას, ახლა მხოლოდ მისი ხმა დამიმშვიდებდა აფორიაქებულ სულს. მხოლოდ ის დამირეგულირებდა სუნთქვას.... დარბაზს თვალი მოვავლე, მაგრამ ვერსად დავინახე. მაშინვე ბარის დახლისკენ დავიძარი და რობეს მისალმების გარეშე დავუბრახუნე მაგიდაზე ხელი.
-ორმაგი ვისკი!- გავეცი ბრძანება.
გაოცებულმა შემომხედა ბარმენმა, როცა ჭიქიდან სასმელი ერთი ჩასუნთქვით გამოვცალე და მეორე მოვითხოვე.
-გრეტა სადაა?- ვკითხე და მეორე ჭიქაც ჩავცალე. ყველაფერი ისე ჩამიწვა სასმელმა, თითქოს ცეცლხი ჩამიკიდეს ორგანიზმში. დღეს სხვანაირად არ შემეძლო. სხვანაირად მოვკვდებოდი...
-დღეს არ მუშაობს. დამიბარა თუ მოვა ლარა, დამირეკოს, საქმე მაქვსო.- წარბშეკრულმა მითხრა.
სიგარეტი ამოვაძვრინე კოლოფიდან და მოცახცახე თითებით მივიტანე სანთებელა ტუჩებთან.
-რამე მოხდა?- ხმაც შემცვლია. ისევე მიკანკალებდა, როგორც მთელი სხეული. აფორიაქებული გული ცუდს მიგრძნობდა.
-მისმინე, ლარა! ვხვდები რომ რაღაც გიჭირს. ვიცი, რომ საშინელება გამოიარე, ვიცი, რომ ყელამდე ნაგავში ხარ და გაფრთხილებ, გრეტასაც ნუ ჩაითრევ! ის პატარაა, ჯერ ვერაფერს ვერ ხვდება და...
-ის სრულწლოვანია!- შევეკამათე მაშინვე, მაგრამ ვიცოდი, რომ მართალს ამბობდა. გრეტა ჩემი მსგავსი არ იყო, ის სუფთა იყო...
-ის ბავშვია, გესმის? ბავშვი!-ხმას აუწია.
-დაურეკე რა, მოვიდეს...- ვხვდებოდი, როგორ მეკარგებოდა ძალა მის გარეშე... სუნთქვა მიჭირდა.
დარეკა...
ნახევარ საათში მოვიდა. სანამ ბარის კარს შემოაღებდა, მანამდე ვიგრძენი მისი მოსვლა და კარისკენ შევტრიალდი. დავინახე და ერთიანად მოვდუნდი, ვიგრძენი როგორ მომეშვა ყველანაირი სიმძიმე... ყველაფერი უკან დარჩა.
მანაც იგრძნო ჩემი მზერა. თავი დახარა და პირდაპირ საპირფარეშოსკენ აიღო გეზი. ო, როგორ მიყვარდა ჩვენი თავშესაფარი!
მეც უკან გავყევი! მივდიოდი და ჩემდა გასაკვირად ფეხები უკან მრჩებოდა. გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ ეს საშინელი ღამე ჯერ არ დამთავრებულა... წინ კიდევ რაღაც მელოდა.
კარი გადავკეტე და გრეტასკენ შევბრუნდი, რომელიც ჩემგან ზურგით იდგა, ხელებით ნიჟარას დაყრდნობოდა და თავი ჩაექინდრა.
-შემომხედე!-ჩემს ხმაში სასოწარკვეთილება ვიგრძენი.
უხმოდ მობრუნდა, სახე გაწითლებოდა ტირილისგან.
-მითხარი გრეტა!- აღმომხდა. „ოღონდ ის არა, რასაც ვფიქრობ, ორონდ ის არა!“ მიკიოდა სული. ისეთი ძალით ვკრავდი მუშტებს, რომ ფრჩხილები ხელის გულებს მისერავდა.
-უნდა წავიდე!- ამოიტირა. გული ისე ჩამწყდა... არ შემიძლია გადმოვცე, რაც მაშინ ვიგრძენი. არ მაქვს განცდილი მსგავსი ტკივილი... ათასჯერ უფრო მეტად მეტკინა, ვიდრე ის ძალადობა... -რასაც ჩვენ ვაკეთებთ... არასწორია!
-არა! -მხოლოდ ამის თქმა შევძელი. ვუყურებდი თვალებში, რომლის არიდებასაც ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა და ვხვდებოდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა არაფრის თქმას, ისეთი სიმტკიცე და თავდაჯერება ედგა თვალებში... დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში...
-ასე გაგრძელება არ შემიძლია, ლარა! უნდა წავიდე... უნდა გავნთავისუფლდე ამისგან! უნდა გამიშვა! -ცრემლები მის თავდაჯერებას არ შლიდა.
ვხვდებოდი, რომ ამაო იქნებოდა ყველანაირი თხოვნა და ვედრება.
რობე მართალი იყო! ყელამდე ნე*ვში ვიყავი, და სადამდეც ჩავითრიე გრეტა, ისიც საკმარისი იყო. მე ვიძირებოდი, მაგრამ მას არ ჩავძირავდი ჩემთან ერთად... უნდა გამეშვა...
ნელა მივუახლოვდი, იმ წამს ჩამოვარდნილი ცხელი ცრემლი ცერა თითით მოვწმინდა და ტვედა ტუჩზე გადავატარე.
-არ იტირო...-ვუჩურჩულე. ჩემი ხმა ისეთი შეცვლილი იყო, ისეთი დაცლილი ემოციებისგან, ისეთი ცარიელი...
ხელები სახეზე მომავლო და თავისი რბილი ტუჩებით მომწვდა ტუჩებზე.
ეს იყო კოცნა... გამომშვიდობების...
როგორ დავტოვე ბარი არ მახსოვს!


_________________
მტკიოდა, აუტანლად მტკიოდა ყველაფერი, ყელში გაჩხერილი ბოღმა მახდჩობდა, სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, მბოჭავდა, მკაწრავდა, მკლავდა...
სული მიკიოდა... ან კი მქონდა სული...
ისევ ფეხშიშველი მოვაბიჯებდი ქუჩაში. ამჯერად სად დავყარე ფეხსაცმელი, არც კი მახსოვდა. მივაბიჯებდი გამოფიტული... მუხლები მეკვეთებოდა...
ასეთი ცარიელი არასდროს ვყოფილვარ. ვეღარაფერს ვგრძნობდი: აღარც ზიზღს ვგრძნობდი, აღარც ტკივილს, აღარც გულის რევას...
სულ ერთი იყო ყველაფერი... აქამდე შავთეთრი ცხოვრება, სულ გაბუნდოვანდა და შავი, გათხაპნილი შტრიხებიღა მირბენდა ირგვლივ. სრული სიბნელე, სრული სიცარიელე...
სახლის კარს გასაღები გაჭირვებით მოვარგე. ისიც კი ვერ შევამჩნიე, რომ სადარბაზოში სინათლე არ ენთო და ამიტომ მიჭირდა საკეტზე გასაღების მორგება.
გასაღების გაჩხაკუნების ხმა და...
მაშინვე ვიგრძენი რომ ის იყო. ვერ ვხედავდი მის სახეს, თუმცა სუნი ვიგრძენი...
მისაღებში სინათლე აინთო და ჩემი სხეული დივანზე მოისროლეს. ჩემს წინ 2 კაცი იდგა, ერთი გოჩა, მეორესთვის არც შემიხედავს. მასზე მომეყინა მზერა. თუმცა, ვერაფერს ვგრძნობდი, არ მეშინოდა. ერთადერთი, რაც ვიგრძენი ზიზღი იყო.
-გძულვარ არა?- სიმთვრალისგან ენა არეულმა მიყვირა გოჩამ. თვალი არ მომიშორებია მისთვის.- მეც მძულხარ! მძულხარ, რომ არსებობ... შენ მე ცხოვრება დამინგრიე... ამ ღამეს ყველაფრისთვის მოგეზღვება. რა გინდოდა? რას მოეთრიე იქ? რას აეკიდე ჩემს ბიჭს? იცი ახლა სადაა? სიკვდილს ებრძვის... რატომ არ დააყენე ტრ**ი? გინდოდა რომ მაინც და მაინც ჩემი გვარისას გაე**მე მთელი ცხოვრების მანძილზე? მოგეწონა იმ ღამეს ჩემთან, არა? ამდენი ხანი ისევ ამაზე ოცნებობდი, ხო? აგიხდენ ამ ოცნებას, ძუ*ნავ! აქ მოდი!
ფეხებზე ხელი ჩამავლო და დივნიდან იატაკზე ზურგით დამანარცხა. რას ვგრძნობდი? არაფერს ზიზღის გარდა, რას ვაკეთებდი? არაფერს! ვერაფერს! არ ვეწინააღმდეგებოდი... ვერ ვეწინააღმდეგებოდი... ძალა აღარ მქოდა...
ვგრძნობდი, როგორ მირტყამდა სახეში ხელებს. მეორე თავთით მეჯდა და ხელებს მიკავებდა, ისედაც უძალოდ დაყრილ მკლავებს მთელი ძალით მიგრეხდა.
უმოწყალოდ მირტყამდა წიხლებს მუცელში და მოკუნტულს ტანსაცმელს მახევდა... თავზე დამყვიროდა, თუმცა არაფერი მესმოდა, არც ჩემი ხმა მესმოდა, ნეტავ ჩუმად ვიტანდი ყველაფერს? თუ ვკიოდი?
გონება დავკარგე...
სახეზე ცივი წყლის დასხმამ მომიყვანა გონს, ის ისევ ჩემს წემოთ იყო, ისევ აგრძელებდა...
ისევ ზიზღი,,, მხოლოდ ზიზღი...
გული ამერია. საკუთარ ნარ***ვში გეგდე...
როგორც იქნა შემეშვნენ...
-აბა, მიიღე რაც გინდოდა? დაკმაყოფილდი?- გაურკვევლად ჩამესმოდა ხმა...
და გავიგე როგორ დატოვეს ჩემი სახლი...


_______
ჩემს წინ, მაგიდაზე ისევ დამეხვავებინა წამლების მთელი მარაგი, რაც კი რამ მომეპოვებოდა სახლში... ერთმანეთის მიყოლებით ნელა ვსვამდი. ისევ იმ ფორმაში ვიყავი, რა ფორმაშიც დამტოვეს. არც ის ვიცი რამდენი ხანი გავიდა ამის შემდეგ, რამდენიმე საათი? წუთი? იქნებ დღეც?
წამლების დალევა დავამთავრე და ძალიან ნელა ავდექი, ისევ გულის რევის შეგრძნება... თავბრუს ხვევა... საძინებელში შევფრატუნდი და იქიდან სააბაზანოში გავედი. სარკეში ჩემს ანარეკლს თვალი მოვარიდე. არც ვტიროდი, არც რაიმეს ვგრძნობდი... დაღლილი ვიყავი... ცხოვრებისგან, იმედგაცრუვებისგან, ტკივილისგან, სიმარტოვისგან დაღლილი... მინდოდა დამთავრებულიყო ჩემი ყოფა........
აბაზანა ცივი წყლით ავავსე და ნახევრად შემოგლეჯილი ტანსაცმლიანად ჩავედი შიგ. ვერაფერი ვიგრძენი, ვერც სიცივე... ვერაფერი...
ვნანობდი, ჩემი ცხოვრების ბოლო 2 წელს ვნანობდი... მაშინ უნდა გამეკეთებინა ის, რაც დღეს გავათე. შეცდომა იყო ჩემი ბოლო 2 წელი, საკუთარი თავიც დავიტანჯე და სხვებიც დავტანჯე...
ვნანობდი, მთელი გულით ვნანობდი...
თვალები დავხუჭე. გრეტას სახის წარმოდგენამ ღიმილი მომგვარა... გაქრა ყველაფერი, მისი ნაკვთების გარდა...
-მე მხოლოდ, შენთან გატარებული სამი კვირისთვის მიცოცხლია! - იყო ჩემი ბოლო, ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი


___________

ისტორიის ასეთ განვითარებას სავარაუდოდ არავინ ელოდა (განსაკუთრებით გრეტას გამოჩენას). თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს... იმედია არ დაიზარებთ.
ძალიან ვნერვიულობდი ატვირთვამდეც და წერის დროსაც. მოსალოდნელი რეაქცია მაღელვებდა. დიდი მადლობა ჩემს მეგობარ Mariam G, რომ მთელი ეს დრო ჩემთან იყო, გვერდით მედგა! მიყვარხარ მარ!

სიყვარულით, თქვენი მარიამი!



№1 სტუმარი darina

Martla gansxvavebuli iyo sruliad gansxvavebuli sheni istoriebisgan, mainc ver gavuge am gogos misi tvalitac vcade danaxva, magram araferi gamomivida, dzalian susti iyo da cxovrebis simwarem daibechava, winaagmdegoba ver gauwia, tumca arc ucdia brdzola, kidev kargi gretas chatreva ver moaxerxa im.wumpeshi rashic tavit bolomde iyo chaflobili, dzalian magari xar mariam chemi siyvarulis ambavi ici shen mimart, rom gulitadad miyvarxar da sheni istoriebic aseve miyvars, axals velodebi am wamidan.

 


№2  offline მოდერი chica sol

darina
Martla gansxvavebuli iyo sruliad gansxvavebuli sheni istoriebisgan, mainc ver gavuge am gogos misi tvalitac vcade danaxva, magram araferi gamomivida, dzalian susti iyo da cxovrebis simwarem daibechava, winaagmdegoba ver gauwia, tumca arc ucdia brdzola, kidev kargi gretas chatreva ver moaxerxa im.wumpeshi rashic tavit bolomde iyo chaflobili, dzalian magari xar mariam chemi siyvarulis ambavi ici shen mimart, rom gulitadad miyvarxar da sheni istoriebic aseve miyvars, axals velodebi am wamidan.

ჩემი გოგო ხარ და მეც მიყვარხარ ძალიან. ო, ამ წამიდან? არა, ვერა! ცოტა ხანს უნდა შევისვენო, თორემ ამ ისტორიამ ყველაფერი გამომაცალა... :(
მიყვარხარ მე შენ love

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

მარ, მე კიდევ შენ მიყვარხარ ძალიან. ეს მხოლოდ მეგობრობაზე არ ოყო დამოკიდებული. ზოგადად, თუ დაფიქრდებით ამ ისტორიაში მხოლოდ ის არ დევს, რომ ამდენი წლის შემდეგ აღმოაჩინა რომ ლესბოსელია, რომ სტკივა და ვერ უძლებს და ა.შ.
ამ ისტორიაში მარიამმა ბევრი რამ ჩადო. არ მესმის და ვეერც გავჯგებ თუ ვინმე გააკრიტიკებს მას ასეთი თემის არჩევის გამო.
მთლიანი ისტორია ძალიან კარგია და მოყვარხარ მე შენ!

 


№4  offline მოდერი chica sol

MariamG
მარ, მე კიდევ შენ მიყვარხარ ძალიან. ეს მხოლოდ მეგობრობაზე არ ოყო დამოკიდებული. ზოგადად, თუ დაფიქრდებით ამ ისტორიაში მხოლოდ ის არ დევს, რომ ამდენი წლის შემდეგ აღმოაჩინა რომ ლესბოსელია, რომ სტკივა და ვერ უძლებს და ა.შ.
ამ ისტორიაში მარიამმა ბევრი რამ ჩადო. არ მესმის და ვეერც გავჯგებ თუ ვინმე გააკრიტიკებს მას ასეთი თემის არჩევის გამო.
მთლიანი ისტორია ძალიან კარგია და მოყვარხარ მე შენ!

ჩემი გოგო ხარ შენ! გულში მყავხარ მარ. მადლობა ყველაფრისთვის! love love

 


№5  offline წევრი kora

მდა, არც ვიცი რა ვთქვა, მძიმე კი არა უმძიმესი ისტორიაა...

ვერ შევეგუე გოჩას გამარჯვებას...ხო, მან გაიმარჯვა, 2წლის მერე ისევ ისე ატკინა, როგორც მაშინ, ეს ვერ ავიტანე...

შემეცოდა ნიკო, სხვა არავინ...

მარიამ, ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ, იცი როგორ ძალიანაც მიყვარხარ და ამიტომ ნუ მიწყენ დამოკიდებულებას ამ პერსონაჟისადმი, უბრალოდ ის რომ მისი არ მესმის არ ნიშნავს, რომ მთლიანად ისტორიას ვაკრიტიკებდე, სულაც არა, მთლიანობაში ისტორი მაღალი ხარისხისაა და ემოციურად ძალიან მძიმე...
--------------------
kira.G

 


№6  offline მოდერი chica sol

kora
მდა, არც ვიცი რა ვთქვა, მძიმე კი არა უმძიმესი ისტორიაა...

ვერ შევეგუე გოჩას გამარჯვებას...ხო, მან გაიმარჯვა, 2წლის მერე ისევ ისე ატკინა, როგორც მაშინ, ეს ვერ ავიტანე...

შემეცოდა ნიკო, სხვა არავინ...

მარიამ, ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ, იცი როგორ ძალიანაც მიყვარხარ და ამიტომ ნუ მიწყენ დამოკიდებულებას ამ პერსონაჟისადმი, უბრალოდ ის რომ მისი არ მესმის არ ნიშნავს, რომ მთლიანად ისტორიას ვაკრიტიკებდე, სულაც არა, მთლიანობაში ისტორი მაღალი ხარისხისაა და ემოციურად ძალიან მძიმე...

რა თქმა უნდა მესმის... ოოხ, ნიკო... ჩემდაუნებურად დამეჩაგრა...
ის მართლაც ერთადერთია, რომელიც სრულიად უნებურად გაერია ტკივილში... მამის ცოდვა შვილზე გადადისო, ასე გამომივიდა sad
დაგამძიმე მაპატიე <3

 


№7  offline წევრი iku_nia_iko

Aq jer aseti istoria ar wamikitxavs sruliad sxva zenitshi movxvdi sul sxva iyo. Iyo is rac unda yopiliyo. Bravo avtoro <3 ar vici ra vtqva meti jer isev emociebshi var

 


№8  offline წევრი irinka123

ვაიმე დედა ეს რა იყო?შემეცოდა ლარა.ეს დამპალი კაცი დაუსჯელი რატომ დატოვე am

 


№9  offline მოდერი chica sol

iku_nia_iko
Aq jer aseti istoria ar wamikitxavs sruliad sxva zenitshi movxvdi sul sxva iyo. Iyo is rac unda yopiliyo. Bravo avtoro <3 ar vici ra vtqva meti jer isev emociebshi var

დიდი მადლობა ჩემო კარგო. მიხარია რომ მოგეწეონა. ❤❤❤❤❤

irinka123
ვაიმე დედა ეს რა იყო?შემეცოდა ლარა.ეს დამპალი კაცი დაუსჯელი რატომ დატოვე am

იმიტომ, რომ მას თავად დასკის უფალი. ჩვენ ადიანები, არ უნდა ბცდილობდეთ ბინმეს რამე ვაზღვევინოთ, ან სამაგიერო გადავუხადოთ ...
ისტორიის ერთ-ერთი მთავარი აზრი ესაა. მაპატიე თუ დაგამძიმე.❤❤❤❤

 


№10  offline წევრი Pepper

ერთადერთი ვინც ამ ისტორიაში შემეცოდა იყო ნიკო. ორივემხრივ მამა ნაგავი ყავდა გოგო რომელიც უყვარდა მთელი გულით "ლესბოსელი'
ნამდვილად ძალიან კარგად წერ
სტილი გაქვს კარგი
უბრალოდ იმდენად მეზიზღებიან და გულს მირევენ სხვა ორიენტაციის მქონე ადამიანები ვერ ვიტყვი ისტორია მომეწონათქო.
იმედია არ მიწყენ უბრალოდ გულს მირევს მსგავსი ავადმყოფობა. ჩემთვის ასეა.
ეს ყველაფერი ზედმეტად რეალურო იყო.
შენ კი ძალიან ნიჭიერი ხარ.
უბრალოდ ისტორიის მთავარმა პერსონაჟმა გული ამირია.
მომწონს შენი ნაწერი და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი სხვა ისტორიასაც. <3

 


№11  offline წევრი შამხათი

ძალიან მძიმე იყო, არ ვიცი რა დავწერო, იმდენად სხვადასხვა ემოციებით ვარ სავსე. ამ პერსონაჟის ტრაგიზმმა უფრო დამაფიქრა, ვიდრე მისმა განსხვავებულმა ორიენტაციამ. ვემხრობი არჩევანის თავისუფლებას და ვგმობ ყველანაირ ძალადობას!
ყოჩაღ შენ, რომ შეეხე ამ ასე თუ ისე ტაბუდადებულ თემას და ისე მოიტანე ისტორია ჩვენამდე, რომ ბევრი საფიქრალი დაგვიტოვე... love

 


№12  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

უფ ძალიან მძიმე ისტორია იყო თუმცა ძალიან ხარისხიანი... მე მაჰალითად ველოდი ლარას ცხოვრებაში ქალი რომ გამპჩნდებოდა... უბრალოდ მამალაცები იმდენად სძულდა შეუძლებელი იყო ამ სიძულვილის დაძლევა და ეს მოსალოდნელიც იყო... რაც შეეხება ლარას შურისძიებას ვფიქრობ ის შედგა რადგან გოჩამ დაკარგა ერთადერთი შვილი შეიძლება ნიკო ცოცხალი დარჩენილიყო მაგრამ არამგონია მის სიცოცხლეს სიცოცხლე ერქვას და ნიკო არასდროს აპატიებს მამამისს ამ ტკივილს... ძალიან შემეცოდა ნიკო ერთადერთი პერსონაჟია ამ ოსტორიის რომელიც შემეცოდა ნამდვილად არ იმსახურებდა ასე გაწირვას... ხო და კიდევ რაც შეეხება ლარას თვითმკვლელობას არც ეს ყოფილა ჩემთვის მოულოდნელი უბრალოდ ვერ შეძლებდა ასე ცხოვრებას... ბოლო დღეებია ჩემს თავში სწორედ ასეთი ტიპის ისტორია ტრიალებდა და რომ წავიკითხე ეს ისტორია მეგონა ჩემი ფიქრები გადმოეცი აქ... შენ კიდევ ჩემო შოკოლადო არ ვიცი რა გითხრა საოცრება ხარ და ძალიან მიხარიხარ... მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით რა ძალიან მენატრება ხოლმე შენი ისტორიები...

 


№13  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
უფ ძალიან მძიმე ისტორია იყო თუმცა ძალიან ხარისხიანი... მე მაჰალითად ველოდი ლარას ცხოვრებაში ქალი რომ გამპჩნდებოდა... უბრალოდ მამალაცები იმდენად სძულდა შეუძლებელი იყო ამ სიძულვილის დაძლევა და ეს მოსალოდნელიც იყო... რაც შეეხება ლარას შურისძიებას ვფიქრობ ის შედგა რადგან გოჩამ დაკარგა ერთადერთი შვილი შეიძლება ნიკო ცოცხალი დარჩენილიყო მაგრამ არამგონია მის სიცოცხლეს სიცოცხლე ერქვას და ნიკო არასდროს აპატიებს მამამისს ამ ტკივილს... ძალიან შემეცოდა ნიკო ერთადერთი პერსონაჟია ამ ოსტორიის რომელიც შემეცოდა ნამდვილად არ იმსახურებდა ასე გაწირვას... ხო და კიდევ რაც შეეხება ლარას თვითმკვლელობას არც ეს ყოფილა ჩემთვის მოულოდნელი უბრალოდ ვერ შეძლებდა ასე ცხოვრებას... ბოლო დღეებია ჩემს თავში სწორედ ასეთი ტიპის ისტორია ტრიალებდა და რომ წავიკითხე ეს ისტორია მეგონა ჩემი ფიქრები გადმოეცი აქ... შენ კიდევ ჩემო შოკოლადო არ ვიცი რა გითხრა საოცრება ხარ და ძალიან მიხარიხარ... მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით რა ძალიან მენატრება ხოლმე შენი ისტორიები...

სალო, საყვარელო. რა გითხრა აბა... ნიკო მართლაც რომ დამეჩაგრა ძალიან... ვეცა დე ისტორიით ბევრი რამ მეთქვა და ერთ -ერთი სათქმელი ისაა, რომ ცოდვა შთამომავლობაზე გადადის. მართალია ლარას ცხოვრებაში ბოროტებამ გაიმარჯვა, მაგრამ არც გოჩა დარჩა დალხენილი...
მიხარია, რომ შენს გულში და ფიქრებში ვარ. გულმა ან მე მიგრძნო რაღაც ან შენ :დდ
მიყვარხარ მე შენ❤❤❤

 


№14  offline წევრი Elenikoo

ასეთი განსხვავებული ისტორია მე ამ საიტზე არ მინახავს.აღფრთოვანებული ვარ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.სანამ იმ მომენტამდე მივიდოდი როცა გეწერა,რომ ლარას ყველა კაცი შეზიზღდა იმის გამო მას რაც დაემართა..მივხვდი,რომ მას ქალების მიმართ გაუჩნდა ის გრძნობა რაც მამაკაცების მიმართ უნდა ჰქონოდა...ისე მარტივად შევედი მის მდგომარეობაში,ისე ადვილად გავუგე მას..ყველაფერი,ყოველი დეტალი ზუსტად და ძალიან ლამაზად გაქვს აღწერილი.მართლა ძალიან მომეწონა და კიდევ ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!! <3 <3

 


№15  offline მოდერი chica sol

Elenikoo
ასეთი განსხვავებული ისტორია მე ამ საიტზე არ მინახავს.აღფრთოვანებული ვარ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.სანამ იმ მომენტამდე მივიდოდი როცა გეწერა,რომ ლარას ყველა კაცი შეზიზღდა იმის გამო მას რაც დაემართა..მივხვდი,რომ მას ქალების მიმართ გაუჩნდა ის გრძნობა რაც მამაკაცების მიმართ უნდა ჰქონოდა...ისე მარტივად შევედი მის მდგომარეობაში,ისე ადვილად გავუგე მას..ყველაფერი,ყოველი დეტალი ზუსტად და ძალიან ლამაზად გაქვს აღწერილი.მართლა ძალიან მომეწონა და კიდევ ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!! <3 <3

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო, ძალიან გამახარე. მიხაროა რომ სწორად გაიგე ის რაც დავწერე. მადლობა კიდევ ერთხელ❤❤

 


№16  offline წევრი Elenikoo

<3 <3 შენი ერთგული მკითხველი ვარ!! %3

 


№17  offline მოდერი chica sol

Elenikoo
<3 <3 შენი ერთგული მკითხველი ვარ!! %3

მადლობა, მახარებ❤❤❤

 


№18  offline წევრი mako-makako

შენი ისტორიებიც წამიკითხავ მარიამ და ბევრი სხვაც და ასეთმა ისტორიამ ძალიან გამახარა,რადგან ყველა მეორე თითქმის ანალოგიურია |თავისი პერსიონაჟებით თუ უბრალოდ ისტორიით.ეს იყო რაღაც აფეთქება რამაცჩემში ძალიან ბევრი ემოცია გამოიწვია.აქ იყო თავმოყრილი ბევრი აზრი,რომლის ჩაწვდომაც შენ შეძელი და ჩვენამდემოიტანე.ეს ცხოვრებისეული ისტორიაა.მე აქ ვაპირებ ვინმეს გაკიცხვას ან შექებას.ეს ისტორია რატომღაც რეალურად წარმოვიდგინე რადგან არც ისე იშვიათია ასეთი ამბები.შენ კი მარიამ წარმატებებს გისურვებ და ვიმედოვნებ რომ შენს ისტორიებს მალე ძალიან დიდი საზოგადოებიუს წინაშე წარმოაჩენ.
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№19  offline მოდერი malena

გამაოგნე ამ ისტორიით შენ მე. წაკითხვა რომ დავიწყე მსგავს არაფერს ველოდი. ბოლოს ისეთი შეგრძნება დამრჩა, ძაან რეალურ და მძიმე ფილმს რო უყურებ და ხარშავ.
ყოჩაღ. <3

 


№20  offline მოდერი chica sol

mako-makako
შენი ისტორიებიც წამიკითხავ მარიამ და ბევრი სხვაც და ასეთმა ისტორიამ ძალიან გამახარა,რადგან ყველა მეორე თითქმის ანალოგიურია |თავისი პერსიონაჟებით თუ უბრალოდ ისტორიით.ეს იყო რაღაც აფეთქება რამაცჩემში ძალიან ბევრი ემოცია გამოიწვია.აქ იყო თავმოყრილი ბევრი აზრი,რომლის ჩაწვდომაც შენ შეძელი და ჩვენამდემოიტანე.ეს ცხოვრებისეული ისტორიაა.მე აქ ვაპირებ ვინმეს გაკიცხვას ან შექებას.ეს ისტორია რატომღაც რეალურად წარმოვიდგინე რადგან არც ისე იშვიათია ასეთი ამბები.შენ კი მარიამ წარმატებებს გისურვებ და ვიმედოვნებ რომ შენს ისტორიებს მალე ძალიან დიდი საზოგადოებიუს წინაშე წარმოაჩენ.

მაკო დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად. მიხარია რომ წაიკითხე და მოგეწონა. მიხარია რომ:სწორად" აღიქვი.
დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. ჩემი ისტორიები საიტს იქით? მიუწვდომელია ჩემთვის, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის love

malena
გამაოგნე ამ ისტორიით შენ მე. წაკითხვა რომ დავიწყე მსგავს არაფერს ველოდი. ბოლოს ისეთი შეგრძნება დამრჩა, ძაან რეალურ და მძიმე ფილმს რო უყურებ და ხარშავ.
ყოჩაღ. <3

მალენა love ტკბილო და თბილო love
ახლა ცამდე ამიყვანე სიხაულით, რომელ ჩამოქცევაზეა საუბარი...
დიდი მადლობა შენ! ჩემთვის ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები love

 


№21  offline წევრი mako-makako

მარიამ ზაქარაშვილი
mako-makako
შენი ისტორიებიც წამიკითხავ მარიამ და ბევრი სხვაც და ასეთმა ისტორიამ ძალიან გამახარა,რადგან ყველა მეორე თითქმის ანალოგიურია |თავისი პერსიონაჟებით თუ უბრალოდ ისტორიით.ეს იყო რაღაც აფეთქება რამაცჩემში ძალიან ბევრი ემოცია გამოიწვია.აქ იყო თავმოყრილი ბევრი აზრი,რომლის ჩაწვდომაც შენ შეძელი და ჩვენამდემოიტანე.ეს ცხოვრებისეული ისტორიაა.მე აქ ვაპირებ ვინმეს გაკიცხვას ან შექებას.ეს ისტორია რატომღაც რეალურად წარმოვიდგინე რადგან არც ისე იშვიათია ასეთი ამბები.შენ კი მარიამ წარმატებებს გისურვებ და ვიმედოვნებ რომ შენს ისტორიებს მალე ძალიან დიდი საზოგადოებიუს წინაშე წარმოაჩენ.

მაკო დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად. მიხარია რომ წაიკითხე და მოგეწონა. მიხარია რომ:სწორად" აღიქვი.
დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. ჩემი ისტორიები საიტს იქით? მიუწვდომელია ჩემთვის, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის love

malena
გამაოგნე ამ ისტორიით შენ მე. წაკითხვა რომ დავიწყე მსგავს არაფერს ველოდი. ბოლოს ისეთი შეგრძნება დამრჩა, ძაან რეალურ და მძიმე ფილმს რო უყურებ და ხარშავ.
ყოჩაღ. <3

მალენა love ტკბილო და თბილო love
ახლა ცამდე ამიყვანე სიხაულით, რომელ ჩამოქცევაზეა საუბარი...
დიდი მადლობა შენ! ჩემთვის ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები love

რატომღაც ეგრეც ვიფიქრე რომ მიუწვდომელი იქნებოდა და მაგიტომ მაქვს იმის სურვილი რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს შენი შემოქმედება,ბევრი დაფიქრდეს ცხოვრებაზე და ბევრმა გაანალიზოს ისეთი რამეები რაზეც არასოდეს დაფიქრებულან.ადამიანები იმას ხედავენ რისი დანახვაც უნდათ მაგრამ მთავარი სიმართლე მუდამ დამალულია და ეს შენს ისტორიებში იმდენად ნათლადაა წარმოჩენილი რომ ყველამ უნდა წაიკითხოს.
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№22  offline მოდერი chica sol

mako-makako
მარიამ ზაქარაშვილი
mako-makako
შენი ისტორიებიც წამიკითხავ მარიამ და ბევრი სხვაც და ასეთმა ისტორიამ ძალიან გამახარა,რადგან ყველა მეორე თითქმის ანალოგიურია |თავისი პერსიონაჟებით თუ უბრალოდ ისტორიით.ეს იყო რაღაც აფეთქება რამაცჩემში ძალიან ბევრი ემოცია გამოიწვია.აქ იყო თავმოყრილი ბევრი აზრი,რომლის ჩაწვდომაც შენ შეძელი და ჩვენამდემოიტანე.ეს ცხოვრებისეული ისტორიაა.მე აქ ვაპირებ ვინმეს გაკიცხვას ან შექებას.ეს ისტორია რატომღაც რეალურად წარმოვიდგინე რადგან არც ისე იშვიათია ასეთი ამბები.შენ კი მარიამ წარმატებებს გისურვებ და ვიმედოვნებ რომ შენს ისტორიებს მალე ძალიან დიდი საზოგადოებიუს წინაშე წარმოაჩენ.

მაკო დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად. მიხარია რომ წაიკითხე და მოგეწონა. მიხარია რომ:სწორად" აღიქვი.
დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. ჩემი ისტორიები საიტს იქით? მიუწვდომელია ჩემთვის, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის love

malena
გამაოგნე ამ ისტორიით შენ მე. წაკითხვა რომ დავიწყე მსგავს არაფერს ველოდი. ბოლოს ისეთი შეგრძნება დამრჩა, ძაან რეალურ და მძიმე ფილმს რო უყურებ და ხარშავ.
ყოჩაღ. <3

მალენა love ტკბილო და თბილო love
ახლა ცამდე ამიყვანე სიხაულით, რომელ ჩამოქცევაზეა საუბარი...
დიდი მადლობა შენ! ჩემთვის ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები love

რატომღაც ეგრეც ვიფიქრე რომ მიუწვდომელი იქნებოდა და მაგიტომ მაქვს იმის სურვილი რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს შენი შემოქმედება,ბევრი დაფიქრდეს ცხოვრებაზე და ბევრმა გაანალიზოს ისეთი რამეები რაზეც არასოდეს დაფიქრებულან.ადამიანები იმას ხედავენ რისი დანახვაც უნდათ მაგრამ მთავარი სიმართლე მუდამ დამალულია და ეს შენს ისტორიებში იმდენად ნათლადაა წარმოჩენილი რომ ყველამ უნდა წაიკითხოს.

ვაიმე, ჩემო თბილო, არ ვიცი რა გითხრა.. მართლა ძალიან მახარებ და მადლიერი ვარ... ❤❤❤❤

 


№23  offline წევრი mako-makako

მარიამ ზაქარაშვილი
mako-makako
მარიამ ზაქარაშვილი
mako-makako
შენი ისტორიებიც წამიკითხავ მარიამ და ბევრი სხვაც და ასეთმა ისტორიამ ძალიან გამახარა,რადგან ყველა მეორე თითქმის ანალოგიურია |თავისი პერსიონაჟებით თუ უბრალოდ ისტორიით.ეს იყო რაღაც აფეთქება რამაცჩემში ძალიან ბევრი ემოცია გამოიწვია.აქ იყო თავმოყრილი ბევრი აზრი,რომლის ჩაწვდომაც შენ შეძელი და ჩვენამდემოიტანე.ეს ცხოვრებისეული ისტორიაა.მე აქ ვაპირებ ვინმეს გაკიცხვას ან შექებას.ეს ისტორია რატომღაც რეალურად წარმოვიდგინე რადგან არც ისე იშვიათია ასეთი ამბები.შენ კი მარიამ წარმატებებს გისურვებ და ვიმედოვნებ რომ შენს ისტორიებს მალე ძალიან დიდი საზოგადოებიუს წინაშე წარმოაჩენ.

მაკო დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად. მიხარია რომ წაიკითხე და მოგეწონა. მიხარია რომ:სწორად" აღიქვი.
დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. ჩემი ისტორიები საიტს იქით? მიუწვდომელია ჩემთვის, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის love

malena
გამაოგნე ამ ისტორიით შენ მე. წაკითხვა რომ დავიწყე მსგავს არაფერს ველოდი. ბოლოს ისეთი შეგრძნება დამრჩა, ძაან რეალურ და მძიმე ფილმს რო უყურებ და ხარშავ.
ყოჩაღ. <3

მალენა love ტკბილო და თბილო love
ახლა ცამდე ამიყვანე სიხაულით, რომელ ჩამოქცევაზეა საუბარი...
დიდი მადლობა შენ! ჩემთვის ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები love

რატომღაც ეგრეც ვიფიქრე რომ მიუწვდომელი იქნებოდა და მაგიტომ მაქვს იმის სურვილი რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს შენი შემოქმედება,ბევრი დაფიქრდეს ცხოვრებაზე და ბევრმა გაანალიზოს ისეთი რამეები რაზეც არასოდეს დაფიქრებულან.ადამიანები იმას ხედავენ რისი დანახვაც უნდათ მაგრამ მთავარი სიმართლე მუდამ დამალულია და ეს შენს ისტორიებში იმდენად ნათლადაა წარმოჩენილი რომ ყველამ უნდა წაიკითხოს.

ვაიმე, ჩემო თბილო, არ ვიცი რა გითხრა.. მართლა ძალიან მახარებ და მადლიერი ვარ... ❤❤❤❤

მადლობა შენ მარიამ ასეთ კარგ ისტორიებს რომ გვჩუქნი და ცოტა ხანს მაინც რომ გვიხარებ გულს.ხანდახან კი გვასევდიანებ კიდეც მაგრამ სევდის გარეშე ეს ცხოვრება არც არსებობს <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№24  offline აქტიური მკითხველი aanamaria

გავგიჟდი ეს რა მაგარია love სიტყვები არ მყოფნის feel

 


№25  offline მოდერი chica sol

aanamaria
გავგიჟდი ეს რა მაგარია love სიტყვები არ მყოფნის feel

აჰა... ანუ ანამარია... ჩემო ტკბილო, გკოცნი ძალიან ბევრს❤❤❤

 


№26  offline მოდერი Eleniko13

არ ვიცი...
დიდი ხანია საიტზე ასეთ ისტორიას ველოდი.
სიმართლე გითხრა, არ ვკითხულობდი შენს ისტორიებს,
უფრო სწორედ,
არ მომწონდა.
ეს კი საოცრებაა,
უცებ ისეთი სხვანაირი გახდი,
უცებ ისე დაიხვეწე და ...
მოკლედ, გავგიჟდი ისე მომეწონა.
სწორედაც!
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№27  offline მოდერი chica sol

მიხარია, რომ მოგეწონა.საერთოდ რასაც ვწერ ვცდილობ საიტს მოვარგო. იყოს ისეთი რასაც მკითხველი ითხოვს. დანარჩენს ვინახავ ჩემთვის. არ ვიცი რატომღაც ავტვირთე ეს... ბევრი რამ ამოვაკელი ამ ისტორიიდან და ისე დავდე... რომ არ ყოფილიყო საიტს ძალიან აცდენილი და გამოვიდა ის რაც არის.
მადლობა რომ კომენტარის დადება არ დაიზარე და ასე გამახარე <3

 


№28  offline აქტიური მკითხველი terooo

განსხვავებული იყო სხვებისგან... სრულიად განსხვავებული. არც კი გამკვირვებია გრეტას გამოჩენა. ეს რაღაც სხვა იყო... სხვა სამყარო და სხვა გალაქტიკა. შეფასებასაც კუ ვერ ვაკეთებ ისეთი იყო . ხარისხიანი და გამორჩეული

 


№29  offline მოდერი chica sol

terooo
განსხვავებული იყო სხვებისგან... სრულიად განსხვავებული. არც კი გამკვირვებია გრეტას გამოჩენა. ეს რაღაც სხვა იყო... სხვა სამყარო და სხვა გალაქტიკა. შეფასებასაც კუ ვერ ვაკეთებ ისეთი იყო . ხარისხიანი და გამორჩეული

დიდი მადლობა ჩემო კარგო. გამახარე ძალიან <3 <3

 


№30 სტუმარი greta

რა ეშმაკია მაინცდამაინც ჩემი სახელი რომ ამოვიდა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent