შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფლის იმედი....(2 თავი)


19-03-2016, 15:44
ავტორი niino
ნანახია 2 754

მიუხედავად იმისა,რომ სამსახურში დილით ადრიანად უნდა წასულიყო, მთელი ღამე ტირილში გაატარა ნანამ..ერთი რამ მკაცარად ჰქონდა გადაწყვეტილი:თავს შეაკლავდა და ბინას არ გააყიდინებდა.უხასიათოდ წავიდა სამსახურში,მთლიანად საქმეში გადაერთო,უსიტყვოდ აკეთებდა ყველაფერს...ეს შეამჩნია მისმა მეგობარმა ლანამ რომელიც ძალიან უყვარდა და ყველაფერს უზიარებდნენ ერთმანეთს..აქ გაიცნეს ერთმანეთი,ლანა შედარებით ადრე მუშაობდა აქ და ზუსტად იმ ადგლას სადაც ახლა ნანა მუშაობს,ლანა კი მიმტანის პოზიციაზე გადავიდა..ლანას უფრო გამოცდილება ჰქონდა,ამიტომ ყველანაირად გვერდში ედგა ნანას..
-ნანა რა გჭირს,რატო ხარ ასეთი ჩაფიქრებული?თითქოს აქ არ ხარ?(ლანა)
-არვიცი ლანა რა და როგორ გითხრა..ყველაფერს მოგიყვები მოგვიანებით,ოღონდ ახლა არა გთხოვ(ნანა)
-კარგი ჩემო მეგობარო..ვხვდები შენს თავს რაღაც კარგი ამბავი არაა, მაგრამ გთხოვ არ იდარდო და მოეშვი,შენთან ვარ..(ლანა) და უკნიდან ჩაეხუტა ნანას...მიუხედავად იმისა რომ ორივენი ძალიან დაღლილები იყვნენ ფეხით გავლა გადაწყვიტეს და ნანამ ყველაფერი მოუყვა მეგობარს..
-აი ვიცოდი,ვიცოდი რომ არ იყო კარგი სულის პატრონი,ეგ გველაძუა ქალი,მამაშენის ლოთობით ისარგებლა და ატრიალებს როგორც უნდა..არაფერი დაუთმო ნანა იცოდე არ შეუშინდე(ლანა)
-არაფერსაც არ დავუთმობ,არ გავატანინებ თავისას,მამაჩემს საერთოდ ვერ ვცნობ ლანა წინააღმდეგობას ვერ უწევს საერთოდ, პრიქით თვალებში უყურებს და მისი სურვლი მისთვის კანონია.როგორ შეიცვალა,როგორ დაეცა,ზოგჯერ მგონია მამაჩემი კი არა ვიღაც სხვა კაცია(ნანა)
დიდხანს იჯდნენ სკვერში და საუბრობდნენ.ნანამ გული მოიოხა,ცოტათი დამშვიდდა და სახლში წავიდა.სახლში შესულს სრული სიწყნარე დახვდა.-ალბათ სძინავთ-გაიფიქრა და თვითონაც საწოლში შეწვა თუ არა გაითიშა..
დილას მხნედ გრძნობდა თავს,შხაპი მიიღო და სამსახურში დააპირა წასვლა,სამზარეულოდან მამას ხმა მოესმა,არ უნდოდა არცერთის ნახვა მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდოდა და შევიდა სამზარეულოში,მხოლოდ მამა დახვდა,ცოტა არ იყოს გაუკვირდა მაგრამ არ კითხა თუ სად იყო ნაზი..
-შვილო ნაზი კარგი ქალია,შენთვის კარგი უნდა შვილო-კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ ნანამ არ აცალა გაგრძელება..
-მამა მოვრჩეთ ამაზე საუბარს.არ მინდა იმ ქალზე საუბარი.ვხედავ როგორი კარგი ქალიცაა...გთხოვ აღარ ვისაუბროთ ამაზე..უბრალოდ იცოდეთ გუშინ რაც ვთქვი მაგას აუცილებლად გავაკეთებ..მეტი აღარ გააგრძელა საუბარი და წავიდა სამსახურში..სიმშვიდეში განვლო თითქმის ერთმა კვირამ..ნანა სამსახურში იყო როცა ტელეფონი აწკრიალდა
-გისმენთ(ნანა)
-გამარჯობათ!ნანა დოლიძე ბრძანდებით?
-დიახ მე ვარ(ნანა)
-ქალბატონო ნანა ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით გაწუხებთ,როგორც ჩანს არ იცით რომ ბინა თქვენს სახელზეა გაფორმებული,თქვენ ერთადერთი და კანონიერი მფლობელი ბრძანდებით.ეტყობა ეს თქვენმა მშობლებმა არ იცოდნენ,როცა გაყიდვა გადაწყვიტეს.თვქენი ხელმოწერის გარეშე ბინა არ გაიყიდება.ხელმოსაწერად დოკუმენტებს სახლში მიიღებთ,ამის შემდეგ განიხილება ბინის გაყიდვის საქმე....ნანას სხვა არაფერი გაუგია ნერვიულობისგან ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და გაშეშებული იდგა კარგა ხანს ერთ ადგილას..სამზარეულოში ლანას შემოსვლამ გამოაფხიზლა..ყველაფერი მოუყვა მეგობარს..ლანა სიხარულით გადაეხვია ნანას
-ნან ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს,ბინის მფლობელი შენ ხარ გესმის? ნანა გესმის ეს რას ნიშნავს?შენს გარეშე ვერ გაყიდიან,,ნანა უფრო მეტიც შეგიძლია სახლიდან გააგდო ეგ გველაძუა ქალი ნანა უნდა გიხაროდეს(ლანა) ნანა ახლა მიუხვდა ლანას თუ რას ამბობდა და ღმერთს მადლობა შესწირა..უფროსს ადრე დაეთხოვა და სასაფლაოზე დაადგა გზას..დიდხანს იჯდა დედის საფლავზე და ტიროდა,დედას მალობას უხდიდა ყველაფრისთვის..ძალიან დამშვიდებული და გაძლიერებული წამოვიდა სასაფლაოდან და მყარი ნაბიჯებით გაემართა სახლისკენ..სახლში სიმშვიდე იყო.პირდაპირ სამზარეულოში შევიდა და ამაყად მოავლო თვალი მამამის და ნაზის..
-რამის თქმა ხომ არ გნდათ ჩემთვის?(ნანა)
-შვილო-დაიწყო მამამ რაღაცის თქმა მაგრამ ნაზიმ არ აცალა
-არაფერი ნანა.ყველაფერი რიგზეა(ნაზი)
-რათქმაუნდა რიგზეა ყველაფერი და სულ ასე იქნება-მტკიცედ საუბრობდა ნანა-ახლა კი კარგად მომისმინეთ ორივემ,მე ყველაფერი ვიცი ასე რომ თავს ნუ ისულელებთ.მე რაც გითხარი ის არაფერს ნიშნავდა ხო მამა?მიუბრუნდა მამამისს-ამ ქალმა როგორ გამოგაშტერა მამა რა დონემდე დაეცი,შენს ერთადერთ შვილზეც არ ფიქრობ უკვე ასე როგორ მოიქეცი მამა რა გაგიკეთა ამ ქალმა ასეთი რომ შვილზე არ ფიქრობ საერთოდ..ნაზიმ რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ ნანამ უკვე კონტროლი დაკარგა
-უკვე გეცოდინებათ რომ ეს ბინა ჩემს სახელზეა,დედამ არ გამწირა მამისგან განსხვავებით ასე რომ სრული უფლებით გაგდებ სახლიდან,შენ ჩემთვის არავინ ხარ.ეს ბინა ჩემია ასე რომ ამის უფლება მაქვს,შემდეგ მამამისს მიუბრუნდა-მამა შენი გადასაწყვეტია თუ გინდა დარჩი,შენ მაინც მამაჩემი ხარ,მაგრამ იცოდე ეს ქალი ამწუთიდან აქ აღარ ცხოვრობს და შენი ნებაა გაყვები თუ არა..
ნაზი გაშეშებული უსმენდა.ამას არ ელოდა ნამდვილად და მუდარის თვალებით უყურებდა თავის ქმარს,რომელიც მაგიდასთან თავდახრილი იჯდა..
-მგონი გასაგებად ვთქვი ყველაფერი 10 წუთს გაძლევ სახლის დასატოვებლად-თითქმის უყვიროდა ნაზის..შემდეგ აბაზანაში შევარდა ახლა შხაპი თუ დაამშვიდებდა..აბაზანიდან რომ გამოვიდა ნახა ნაზი და მამამისი კარებთან იდგნენ ჩემოდნებით..მივიდა კარი გაუღო და გარეთ გაისტუმრა უსიტყვოდ..მამამის მხოლოდ ესღა უთხრა
- მამა ეს შენ არჩევანია- და დაკეტა კარები.
საწოლზე დაემხო და ტირილი დაიწყო,არ ეგონა მამამისი იმ ქალს თუ აირჩევდა ბოლომდე სჯეროდა მამა არ მიატოვებდა და მასთან იქნებოდა,მაგრამ........დიდხანს ტიროდა თვალები დასიებული ჰქონდა..ლანას დაურეკა და მოსვლა სთხოვა.სადღაც ერთ საათში ლანაც მოქანდა,როცა გაიგო რაც მოხდა სიხარულით დახტოდა საწოლზე.ნანას მის შემხედვარეს გაღიმა.
-ნან ვიცი ახლა გული როგორც გტკივა,მამის გამო მაგრამ მან ის არჩია ასე რომ შენ არაფრის გაკეთება შეგიძლია..ახლა თავისუფლად შეგიძლია იცხოვრო,და მხოლოდ შენს თავზე იფიქრო(ლანა)
-ხო ნან მაგრამ ის მაინც მამაჩემია(ნანა)
-მამაშენია,რომელმაც უცხო ქალი არჩია საკუთარ შვილს-არ ცხრებოდა ლანა..დამშვიდდი ეხლა და დაისვენე.ამსაღამოს შენთან ვრჩები.ხო გახსოვს ხვალ ვისვენებთ,ასე რომ ხვალ ''უბორკა'' ჩავატაროთ.იმ ქალის აურა გავწმინდოთ აქედან იმ სატანასი,საკმეველი ვაკმიოთ-გეგმებს აწყობდა ლანა,ნანას გაეცინა გულიანად მის ქოთქოთზე...



№1 სტუმარი tamuna

Kargia gaagrdzeleeeeee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent