ისევ შენ (სრულად)
თარიღი,ადგილი და დრო უკარგავს ყველაფერს თავისებურობასო,გამიგია.. ალბათ,ასეცაა,ამიტომ განსხვავებულად დავიწყებ და ვიტყვი,რომ ზაფხული იყო.წელიწადის დრო,როცა მზე ცის ზენიტს აღწევს და გარემო ხურს,ყველაფერს ბუღი ასდის... ზაფხული ეკუზაბეტსაც უყვარდა,ძალიან უყვარდა,შესაძლოა,ზედმეტადაც კი,აფანატებდა ზაფხულზე.ყოველ დღე კალენდარზე ერთ რიცხვს ხაზავდა.გრძნობდა,რომ დრო მალე ვერ გადიოდა და ხშირად ბრაზობდა კიდეც. დიახ,ელიზაბეტი იყო გოგონა,რომელიც მთელი კვირის განმავლობაშუ კვირას ელოდა,წლის განმავლობაში-ზაფხულს და მთელი ცხოვრება-ბედნიერებას. მოლოდინი უნდა გერქვას და არა ელიზაბეტიო,ხშირად ეუბნებოდნენ მას,თუმცა ამაზე მხოლოდ ეღიმებოდა. იმ წელსაც აუსრულდა სურვილი,როგორც იქცა,დადგა ეს ნანატრი ზაფხული და სამსახურში შვებულების აღებისთანავე ბარგის ჩალაგება დაიწყო,სხვა რა უნდოდა,ჩაჯდებოდა თვითმფრინავში და ქვეყნიერებას მოსწყდებოდა.ერთი უჩეულო თვისება ჰქონდა,მარტო უყვარდა მოგზაურობა,ამ დროს უფრო თავისუფალი ვარ და უცხო ადამიანებსაც ვიცნობო. -ისევ მარტო?-ანიამ ჰკითხა მეგობარს და კისკისს მოჰყვა.ასე იცოდა ხოლმე და ეს სულ არ იწვევდა ელიზაბეტში გაკვირვევას. -ჰო,ასე..შენც გაშალე ფრთები,გოგონავ!-თვალი ჩაუკრა დაქალს და მაისური ჩაკეცა. -ახალი საცურაო კოსტიუმი გიყიდა,სანაპიროზეც გაიჩითები? ფოტოები დადე,გიხილო შენს ახალ მეგობრებთან ერთად-ცოტა არ იყოს ეჭვიანად თქვა გოგონამ. -ექსკლუზიურად დავრჩები,აბა?-გადაიხარხარა და გარდერობის კარი მიხურა. აეროპორტში ახლაც მარტო წავიდა,არ უყვარდა გამომშვიდობების სცენები,უფრო მეტიც,სძულდა კიდეც.დიდი რიგი იდგა,ამიტომ სკამზე ჩამოჯდა და ტელეფონში დაიწყო ძრომიალი.რას ეძებნა,ნეტავ? არ უყვარდა,როცა ვინმე უყურებდა,ყურადღებას ზედმეტადაც აღიქვამდა,ალბათ,ამიტომაც იყო ასე გართული საკუთარ საქმეში.მატარებელივით ცხოვრობო,დასცინოდა ანია,იქნებ ასეც იყო,ის ხომ ხშირად მოგზაურობდა და თან მარტო.მეგობრებს უკვირდა,რატომ არ იყო ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი და რატომ იყო დიზაინერი,თუმცა რას გაიგებს კაცი,ცხოვრება მართლაც რომ მატარებელია. ტელეფონიდან თავი ამოჰყო,როგორც იქნა.გადაათვალიერა რიგი და,როცა შენიშნა,რომ შეთხელებულიყო,მისკენ წავიდა,ბოლოში დადგა და ისევ ჩვეული მდგომარეობა დაიკავა.ვერც კი მიხვდა,ისე აღმოჩნდა მის წინ მხოლოდ ერთი ადამიანი.მეშველაო,გაიფიქრა და ჩანთა შეისწორა. -გოგონა-ვიღაცის ხმამ უეცრად დაარღვია ელიზაბეტის სიმყუდროვე. -დიახ,ჩემი რიგია?-დაუფიქრებლად იკითხა. -გითმობ-როგორც ჩანდა,უცნობი შენობით საუბარს იყო შეჩვეული. -გმადლობ-არც კი შეუხედავს,ისე უპასუხა,მისთვის ხომ მთვარი ერთი რამ იყო-თვითმფრინავში ჩაჯდომა და აფრენა. ყველაფერი მოაგვარა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა იმ ადგილისკენ,სადაც თვითმფრინავში ჩაჯდომას შეძლებდა.როგორც იქნა,მოთავსდა საყვარელ სკამზე,თავი მიაყრდნო ზურგს და თვალები დახუჭა,თან საყვარელ მუსიკას უსმენდა და თან ეღიმებოდა. სასაცილოა,რომ მალე ისევ დაურღვია ვიღაცამ მყუდროება.როგორ არ უყვარდა,როცა მის სიმშვიდეს ეხებოდნენ,თავი მაღლა ასწია და უცნობს მიაშტერდა.ეს ისევ ის ხმა იყო,რომელიც ასე დაჰყვებოდა. -შეგაწუხეთ? -ნწ-წარბი მაღლა ასწია,უცნობის გარეგნობითა და ჩაცმულობით მოხიბლულმა აფექტი ძლივს დამალა. -უბრალოდ ჩემი ადგილია და-გოგონას გვერდითა სკამზე ანიშნა. -აჰა,არაა პრობლემა-თავი გააქნია ელიზაბეტმა. -უცნაური მგზავრი ხარ. -იმიტომ,რომ მარტო ვარ?-კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ჰქონია და არც ახლა უგრძვნია ამ უკანასკნელის ნაკლებობა. -თუნცად და თან ასეთი მიმზიდველი. -მარტო ვმოგზაურობ სულ. -შენი სტილია? -ჰო და შენ? -მე ახლა ვარ მარტო,უბრალოდ მარტო. -გასაგებია-ისევ მუსიკის მოსმენა განაგრძო.არ უფიქრია,რომ გვერდით მჯდომისთვის რამის ახსნა იყო საჭირო.რამდენიმე საათი ასე იფრინეს,შემდეგ სტიუარტესამ მოაკითხა,რამე გინდაო,თუმცა გოგონას არაფერი აუღია,სად ეცალა მისთვის. -რატომ არ გინდა?-გაიკვირვა უცნობმა. -პრობლემები მაქვს ფრენასთან დაკავშირებით-ზრდილობიანად უთხრა-ნაჭამი მართლაც იღებდა მთელ საპირფარეშოს. -მაშინ მე გეახლებით-გაუღიმა უცნობმა,უჩვეულო შარმით შეხედა და წამიერად მოაშორა მზერა.გოგონამ პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და მუსიკებს დაუბრუნდა.ალბათ უკვირდა გვერდში მჯდომს,რატომ იყო ის ასეთი უცნაური და შეუცნობელი. მალე დაღამდა კიდეც.ახლა კი მობეზრდა მუსიკის მოსმეა,ყურსასმენები მოიშორა და თვალები ხელებში ჩარგო.ეძინებოდა,მაგრამ,არ იცოდა,როგორ დაეძინა.საწოლის გარეშე უჭირდა სიზმრების ნახვა,ამ უკანასკნელის გარეშე კი მისთვის ძილს ფასი არ ჰქონდა. -ძილშიც გიშლის რამე ხელს?-გაეღიმა უცნობს,რომელიც,როგორც ჩანდა,ყველანაირად ცდილობდა,გოგონასთან კონტაქტის დამყარებას. -ასეა,კი,ასე...ჩემი საწოლი მიყვარს,აი,მოგზაურობის ერთადერთი მინუსი. -მე დავიძინებ,იმედია,შენც..-თვალი ჩაუკრა და საზურგეს მიეყრდნო... თვითმდრინავი მაღლა ავიდა,უფრო მაღლა ავიდა..რეალობაში არ ასულა,თუმცა გოგონას ასე ეგონა,ძილი ეძახდა,მისკენ მიალტვობდა და ელიზაბეტიც ვერ ეწიააღმდეგებოდა მას..გახედა,რომ უცნობს ეძინა და თვითონაც სცადა იგივე,თვალი დახუჭა და მალევე ჩაეძინა. -ჰეი,ჰეი...ამასაც ჩასძინებია..ახლა რომ მოვედით-თავი გააქნია უცნობმა ბიჭმა და გოგონას გახედა,რომელსაც ისე ტკბილას ეძინა,რომ ადამიანს თვალის დახუჭვას მოანდომებდა. -გაიღვიძე-ყურთან ახლოს ჩასძახა გოგონას და გაეცინა. -რა ხდება?-თვალი გაახილა გოგონამ და თავისი თავის ადგილმდებარეობის დანახვისთანავე აიმრიზა,ეს რა ხდებაო. -გეძინა,ბალიშად კი მე გამომიყენე-აუხსნა ვითარება ბიჭმა. -ჰო,ბოდიში-თავი ასწია და ფანჯრიდან გაიხედა. -ჩამოვედით. -უი,ჰო,ჩამოვედით..ახლა იწყება ცხოვრება-ფეხზე წამოხტა და გასასვლელისკენ გაიხედა,უკვე მიწაზე ვართო. გასასვლელს ძლივს მიაღიწია,ძლივს იპოვა თავისი გატენილი ჩემოდანი და ძლის გაიხედა ტაქსისკენ,რადგან ჯერ კიდევ არ გათენებულიყო,თანაც ეძინებოდა,ნახევრადმძინარემ იცის კი,არ იცოდა,თუ საით უნდა წასულიყო. -დაიკარგე?-მოესმა ნაცნობი ხმა. -ისევ შენ?-აღტაცებით გაიხედა უკან,გულის სიღრმეში იმედი მოეცა,იქნებ მიმიყვანოს სასტუმრომდეო. -დახმარება გჭირდება,ვიცი..წამომწყვები?-ჰკითხა და ჩემოდანი გამოართვა,მე გავაგორებო. -ჰო-გაუღიმა და უკან ისე აედევნა,როგორც ერთგული ძაღლი პატრონს. დილას აზრზე არ იყო რა ხდებოდა.მხოლოდ ის იცოდა,რომ სადღაც იყო,უცხო ადამიანთან ერთად,სავარაუდოდ,აბა,იმ ღამეს მარტო რა დატოვებდა,ლამის იყო წაქცეულიყო.ბუნდოვნად ახსოვდა უცნობის მზრუნველობა,საწოლში რომ გაეღვიძა და არა ასფალტზე ესეც მისი დამსახურება იყო. თავი წამოსწია,საათს დახედა და ისევ ზაწარში შეძვრა,მერე გავარკვევ ის ბიჭი რას შვრებაო.სასიამოვნო სურნელმა მიაღწია მასთან,სასტუმროს პირველი სართულიდან აქ როგორ ამოაღწიაო,კი გაუკვირდა,მაგრამ არც ამაზე გაუმახვიებია ყურადღება.თავი ფეხებთან მიიტანა და თვალები დახუჭა,ძაღლის პოზაში ძილი ხომ ძალიან უყვარდა.ღრმა ბავშვობიდან ასე იძინებდა,ალბათ ამის ბრალი იყო,რაც მგზავრობისას ემართებოდა. -აქ დასაწოლად მოხვედი?-მოესმა ნაცნობი სიცილი და წამიერად ფეხზე წამოხტა. -ისევ შენ-გადაიხარხარა და თვალები დაძაბა. -სათვალე გჭირდება?-ჰკითხა ბიჭმა. -კონტაქტური ლინზები ჩანთაში უნდა მქონდეს-თვალიღთ ჩანთის ძებნა დაიწყო,თუმცა ვერაფერი ნახა. -შემოსასვლელშია-დაამშვიდა ბიჭმა. -სად ვარ?-ახლა ყველაზე მეტად ადგილმდებარეობის გარკვევა სურდა. -ჩემთან,შენ გონზე ვერ იყავი და სად უნდა წამეყვანე? -ეს რაა? -სახლი ვიქირავე. -ასეთი მდიდარი ხარ. -ცოტათი-უკან წავიდა ორი ნაბიჯით და თვალით ანიშნა,თუ გინდა,გამოდი და ჭამეო. -არც იფიქროს-წამოხტა ფეხზე და სააბაზანოში შევარდა,შხაპი უნდა მიეღო,სხვანაირად არ შეეძლო. -შენც აქ ხარ..“ისევ შენც?“-გააჯავრა ბიჭმა და ფეხი ფეხზე გადაიდო. -მაჭმევ რამეს თუ მშიერს გამაგდებ გარეთ?-იგრძნო,რომ კუჭი საკუთარი თავის ჭამას იწყებდა. -არა,მშიერს ძაღლსაც კი არ აგდებენ დღეს. -დღეს თუ გუშინ? -ჯერ ვაშლი ჭამე,საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს-მწვანე ვაშლი მიაწოდა ღიმილით. -ექიმი ხარ? -არა,რა ექიმი..მსხვილ კომპანიას ვფლობ,ბიზნესმენი ვარ-ამაყად უთხრა და ვაშლი ისე მოკბიჩა,რომ მოკბეჩვა მოუნდა ელიზაბეტსაც,თვითონაც იგივე გაიმეორა,თუმცა იგრძნო,რომ მასავიც არ გამოსდიოდა. -მადლობა..ცოტა უხეში ვარ,მაგრამ ასე გარეგნულად ჩანს... -ვიცოდი!-ნიშნის მოგებით თქვა და თეფში გაუწოდა-დაგისხამ წვენს. -წვენს სვამ? -ჰო,მოგეწონება..შესანიშნავი ნარევია. -მაგას ვნახავთ-სასიამოვნოდ მოსვა და ანიშნა,კარგიაო. -ასეც ვიცოდი.. -ჰო,მადლობა.შენ რონ არა,ვინ იცის,რომელი ქუჩის ასფალტზე ვიწვებოდი ახლა და თანაც გაძარცვულიც ვიქნებოდი... -ჯერ შენი ჩანთა არ გინახავს,ასე რომ..-თვალი ჩაუკრა ბიჭმა. -გეყო,ხუმრობა.. -კარგი რა..მანიაკი ჰო არ გეგონე? -ერთი წამით კი. -მაცინებ. -სახელი? გადამრჩენის სახელი მინდა,ვიცოდი.. -დევიდი..შენი? -ელიზაბეტი. -ელიზას დაგიძახებ. -ჰო,ასე მეძახიან-გაუღიმა და საუზმეს შეუდგა. ოთახში საკუთარ ნივთებს აწესრიგებდა,წასასვლელად ხომ უნდა მომზადებულიყო..იმ წამს მოესმა აღტაცებული შეძახილი,რომელიც დევიდს ეკუვ=თვნოდა და ადგილზევე შეხტა.. -შენი დიზაინის პერანგი სპეციალურად შევკვეთე... -მართლა?-გაუხარდა,რომ იცნობდნენ,გაეღიმა და თავი ჩაღუნა,ცოტა ხანში უნდა გასულიყო... სიხარული საოცარი გრძნობაა,მით უმეტეს,თუ აღტაცება სდევს თან. -უკვე მიდიხარ,ქალბატონო?-ხელი მაღალ ტუმბოს ჩამოდო და წარბი მაღლა ასწია.ეტყობოდა,რომ არ სიამოვნებდა ელიზაბეტის წასვლა. -რომელ სასტუმროს მირჩევდი?-არც კი შეუხედავს,ისე ჰკითხა გოგონამ. -შენ ხარ დიზაინერი და არა მე!-გადაიკისკისა,თუმცა სახეზე მხიარულება სულ არ ეტყობოდა. -გამაცილებ?-კარებისკენ წავიდა გოგონა და დევიდს გახედა. -არც გიდი ვარ. -რა მოხდა? -გეხუმრები-ღიმილით აედევნა უკან და კარები გამოიღო-ჯერ ქალბატონი-„ტაქსი“ დააკავებინა და მერე გასცილდა,გამომშვდობების სცენები არ უყვარდა დევიდს და თან,მით უმეტეს,დარწმუნებული იყო,რომ ელიზაბეტს სადმე გადააწყდებოდა. მართლაც,ლამაზი ქალაქი იყო,ქუჩებში სასიამოვნო სურნელი იგრძნობოდა.მთელი არსებით იცოდა ელიზაბეტმა,რომ ზღვისპირა ქალაქში იყო,მაგრამ არა მხოლოდ ზღვისპირა,აქ მრავალი სანახაობა იყო.გოგონას აკვირვებდა ხალხის მომღიმარი სახეები,ასეთი ხალისი მის ქალაქში ნამდვილად არ იგრძნობოდა ან თვითონ ვე ამჩნევდა,შეჩვეული მაინც ხომ სულ სხვა რამაა.მთელი დღე იხეტიალა,ხან ერთ კაფეში შედიოდა და ხან მეორეში,მაღაზიებიც დალაშქრა,რუჯის მისაღებადაც იწვა,ერთი ის იყო,რომ ზღვაში არ შევიდა,რატომღაც არ სურდა,როცა მარტო ისვენებდა,მაინც და მაინც არ იზიდავდა ცურვა.არ იცოდა,რატომ,ვერ ხსნიდა,ეს უბრალოდ ფაქტი იყო და მეტი არაფერი. იტყოდა,დღემ მშვენივრად ჩაიარაო,ბულვარზეც ხომ დიდ ხანს იბოდიალა,თუმცა ასე არ მოხდა.როცა დაიძინა,ტკბილი სიზმრების მაგივრად გარდაცვლილი დედა ნახა და ტირილით გამოეღვიძა.ნუთუ ისევ დამიბრუნდა კოშმარებიო,შეწუხდა გოგონა.ფეხზე წამოდგა და უსიამოვნო რამ იგრძნო,თითქოს ვიღაც მუცელს აცლიდა,რამ მომწამლაო,გაიფიქრა და ისევ წამოდგა,თუმცა ვერ დაიძინა. ორი საათი ლამის იყო სული ამოხდომოდა,შემდეგ საპირფარეშოში ხველებით გასკდა და მთელი უცხოური სამზარეულო ამოიღო,ნეტავ რამ მაწყინა ასეო,გაუკვირდა,არადა,რაც ჭამა,ძალიან მოეწონა.მღელი ღამე მოწამლულის მდგომარეობაში გაატარა,არაფრის თავი ჰქონდა,დაწვებოდა,ადგებოდა და ასე აგრძელებდა.ლამის იყო ბოლო ხმაზე ეყვირა,მაგრამ ამის ძალაც კი არ შემორჩენოდა. გათენება იგრძნო,ფანჯრიდან დაინახა,თუ როგორ ამოვიდა მზე.თავს კარგად მაინც ვერ გრძნობდა,მზის სხივები მის შეგნეულობას ვერ უშველიდა,არადა გასვლა ძალიან უნდოდა გარეთ,უნდოდა,ზღვის პირად მდგარიყო და ცისთვის ეცქირა. თავი შეიკავა და კაფეტერიაში ჩავიდა,რამე ბორჯომის მსგავსი ვიყიდო-იქნებო.ასეც.კარები შეაღო და გაშტერებულ ქალს შეხედა,რომელსაც მისი დანახვა გაუკვირდა,აქ ასე ადრე რა უნდაო. -დაკეტილი ხართ?-გოგონამ მაშინვე ჰკითხა. -არა,რა გინდათ? -ბორჯომი,ცუდად ვარ-ემოციაც ჩაურთო და საფულე ამოიღო,ახლა ყველაზე მეტად კარგად ყოფნა უნდოდა. სწრაფად გამოართვა ქალს ბოთლი და პირდაპირ პირისკენ წაიღო,გაზის გასვლაზე არც კი უფიქრია.დედა გვერდში რომ ჰყოლოდა,აუცილებლად ეტყოდა,შვილო,კოვზით მოურიეო,თუმცა დედამისი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. უცნაური ხმა მოესმა.ვიღაცამ შემოაღო კარი.გაუკვირდა,ჩემს გარდა კიდევ არის ვინმეო.გაიხედა და ხელში ის უცნობი ბიჭი შერჩა,რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში არც კი უფიქრია. -დილა მშვიდობის,ქალბატონო-ნიშნის მოგებით ჩაათვალიერა გოგონა.განა ტყუილად სჯეროდა,შევხვდებიო. -აქ რა გინდა?-გაიკვირვა და ბოთლი პირიდან მოიშორა. -არ ვიცოდი,ბორჯომი თუ გიყვარდა. -არც მე ვიცოდი-კარებისკენ წავიდა. -დამპატიჟებ?-წარბი მაღლა ასწია დევიდმა. -აქ ცხოვრობ?-ისევ გკითხა ელიზაბეტმა-სახლი გადაგიწვა ვინმე მგზავრმა ალბათ. -არა,სულაც არა.აქ მეგობართან ვიყავი. -მეგონა,მარტო ისვენებდი. -ძველ მეგობარს წავაწყდი.ჰო იცი,როგორც ხდება ხოლმე?-ეტყობოდა,რომ მეგობართან შეხვერდით კმაყოფილი არ უნდა ყოფილიყო. -ახლა რას ყიდულობ?-მეტი ვერაფერი მოიფიქრა ელიზაბეტმა. -არ ვიცი,ისე შემოვიარე,უბრალოდ,ისე უბრალოდ-გადაიხარხარა დევიდმა-ისე ბორჯომი რად გინდა? ნაბახუსევი ხარ? -არა,რაღაცამ მაწყინა გუშინ-არ დაუმალავს გაჭირვება. -ახლა უკეთ ხარ? -უკეთ რომ არ ვიყო,ვერ დაგელაპარაკებოდი. -გეტყობა,რომ გეჩქარება სადღაც...რა გეგმები გაქვს? -აქაურობა უნდა დავათვალიერო. -მეც,ერთად ჰო არ გვესიამოვნა აქაურობით? -ისევ შევხვდებით სადმე.არც ისე დიდი ქალაქია.ახლაწავედი,არ ვიცი,ზუსტად რას ვაპირებ-გაუღიმა ბიჭს და კარებიდან გავიდა.სწრაფი ნაბიჯით აიარა კიბეები და თავის ნომერში შევარდა.ახლა უკეთ იყო,ნამდვილად უკეთ,თუმცა დასვენება სჭირდებოდა.აკრიბა გუდა-ნაბადი და სანაპიროსკენ წავიდა.დილას არავინ იქნებოდა და მარტო დაიმშვიდებდა ნერვებს,იქნებ დედაზე აღარც ეფიქრა. უკვე შუა დღე იყო და მზე ზენიტში ადიოდა,როცა ანიამ დაურეკა. -რას შვრები? -რუჯს ვიღებ. -არ დაიწვე-მზრუნველად უთხრა,როგორც ჩვეოდა ხოლმე. -არ იდარდო,დეიდა!-გადაიხარხარა. -ჰო არ მოიწამლე?-მიზანში გაურტყა დაქალმა. -კი,წუხელ,მაგრამ გამოვძვერი.ისე ერთი ბიჭიც გავიცანი,ოღონდ შენ გინახავ. საღამოს ნასიამოვნები დაბრუნდა მოგზაურობიდან,ტურისტებს ძალიან თბილად იღებდნენ,როგორც ჩანდა.ყველაფერი ნახა და ძალიან დიდ ემოციებში იყო.გრძნობდა,რომ საკუთარი თავი იპოვა.ჰო,ეს მისთვის არ იყო უცნობი გრძნობა,ეს ხომ ყოველ მოგზაურობისას მეორდებოდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ღიღინ-ღიღინით წავიდა ბარისკენ,იქნებ ცოტა გართობილიყო კიდეც.ალბათ ვინმესაც გაიცნობდა.სულ დაავიწყდა,რომ არავისთან გამოუჩენია ინიციატივა.ბევრი მეგობრული ადამიანი შეხვდა,მაგრამ არც ერთი მათგანის ნომერი არ იცოდა,იფიქრა,ზედმეტად დავბერდი,ალბათო.თუმცა რა ბებერი ოცაორი წლის გოგო იყო .დევიდთანაც რატომ იყო ასეთი,უკვირდა.განა იდეალურობამდე ბევრი აკლდა დევიდს? არა,მართლაც,შესანიშნავი ბიჭი იყო,არაფერი ჰქონდა დასაწუნი,ის კი დაქალისთვის ინახავდა. რაც უნდა ყოფილიყო,ყოველმხრივ აფრთობდა და მიფრინავდა.ასეთი რამ არ აწყობდა,ის ხომ კომუნიკაბელური იყო და ახალი ნაცნობების ყოლას სულაც არ უფრთხოდა.ამ ფიქრებში იყო და ბართან იჯდა,როცა ვიღაც მიუჯდა,გაეღიმა,მიხვდა,რომ ის იყო,გული ისევ იმავეს ამოსძახოდა,ისევ ისააო. -ისევ შენ-გაუხარდა დევიდს და თეთრი კბილები ღრმად გამოაჩინა. -ჰო,მე...დიდი ქალაქი არაა,აშკარად!-სასმელი დადო გოგონამ და ბიჭს გახედა. -რამე მითხრა,გინდა?-თვალი ნახევრად ჩაუკრა ბიჭმა. -ცივი თუ ვიყავი,ბოდიში რა-გულწრფელად უთხრა და სასმელი მოსვა,რათა სიტუაცია განემუხტა. -გამოისყიდე ცეკვით-მხარზე ხელი დაადო და ადექიო,გაუღიმა,ელიზაბეტიც გაჰყვა და ხელები მის მხარზე მოათავსა. -კარგად ხარ,გეტყობა-აღნიშნა ბიჭმა და წელზე ხელი მოხვია. -ასე ძალიან მეტყობა?!-ვითომ გაიკვირვა გოგონა,კეკლუცობა ძალიან კარგად გამოსდიოდა. მთელი საათი იცეკვეს,უბრალოდ ირწეოდნენ და ერთმანეთს უცნაურად აშტერდებიდნენ,ნეტავ,რას ნიშნავდა ყოველივე ეს.ლამაზი ღიმილი ჰქონდა ორივეს,ორივე თავისუფალი იყო და ახალგაზრდა.ალბათ ამით არ უნდა დასრულებულიყო მათი ურთიერთობა. -ახლა რას აპირებ?-ბარიდან გამოსულმა ელიზაბეტს შეხედა. -ლამაზია ღამის ქალაქი,ვივლი და ვივლი. -მეგობრები არ შეგიძენია? -წელს სხვა ჭკუაზე ვარ,როგორ ჩანს..შენ?-ინტერესით ახედა ბიჭს. -არც მე,მე სულ სხვა ჭკუაზე ვარ..ვერგამიგია!-დასძინა და ცას ახედა. -მიყვარს ღამე,განსაკუთრებით აქ!-გაეღიმა ელიზაბეტს. -მეც,ძალიან...რას იტყვი,რომ მე ვიყო ეგ უცნაური მეგობარი?-პირდაპირ ჰკითხა გოგონა,ამდნეი „ისევ შენ“ აღარ შეეძლო. -ისევ შენ აღარ ვარგა?-გადაიკისკისა ელიზაბეტმა. -კარგი,დაივიწყე. მე მაინც ვიცი,სად ცხოვრობ. -შენ უსინდისო ხარ-მშივიდად ჩაილაპარაკა და ტელეფონს დახედა.ანია წერდა,ხომ კარგად ხარო.მალევე უპასუხა დაქალს და ტელეფონი ჩანთაში ჩააცურა. -იცი,რა მოვიფიქრე?-დევიდს სახე გაუნათდა. -რა? -ღამით მიყვარს ზღვა,უნდა გავცუროთ. -რაო? გინდა ჩავიხრჩო?-გოგონას იმხელაზე გაეცინა,ლამის იყო საკუთარ პირში დამხვრჩალიყო. -კარგი,მაშინ შენ წამოდი..ჩემს მომხიბლველობას განახვებ,იქნებ მერე მაინც არ გამექცე. -ჰო,ისედაც ვხედავ,თუმცა მე მაინც უკეთესი ვარ! -ვნახოთ,წამო.. -ცურვაში არა-მეთქი-დევიდი გაიქცა ნაპირისკენ და ელიზაბეტიც უკან მიჰყვა. -მოიცადე,უნამუსო! -წამო,ლამაზო-ლამაზომ გააჩერა ელიზაბეტი,რაღაცნაირად მოეწონა ამ მაიმუნი ბიჭის ნათქვამი ლამაზო.დევიდს გახედა,ის უკვე ნაპირთან იყო და ტანზე იხდიდა.სულ ცოტაც და მისი ამაღელვებლად მიმზიდველი ფიტნესური სხეული გამოჩნდა.სული შეეხუთა ელიზაბეტს და შორიდავე დაიწყო გახდა,ხომ უნდა დაემტკიცებინა ბიჭისთვი,რომ მასზე ნაკლები არ იყო,განა კისრიდან არ ეწყებოდა ულამაზესი ფეხები და საშინლად წვრილი წელი არ ჰქონდა,დიდი მკერდი და ძალიან ლამაზი ყელი,ასევე ლამაზი ფეხის ტერფები,რაც ძალიან მოსწონდა. დაუფიქრებლად გადაეშვა წყალში,არ შეშინებია და არც შეცივებია...დევიდის მზერა იგრძნო,იღიმოდა ბიჭი და კმაყოფილიც ჩანდა. -მოდი აქ!-შორიდან ხელი დაუქნია დევიდმა. -რაო?რაო?-ძლივს აწვდენდა ბიჭს ხმას,ხელი მოუსვა და მალევე მის გვერდით ამოჰყო თავი. -ასეთი მეგონე. -როგორი? -ლამაზი ხარო,არ გითხარი თუ?-წარბი მაღლა ასწია დევიდმა. -კარგი,ჰო... -ალბათ მაღალი ბიჭები არ მოგწონს?-სახე შეუწუხდა დევიდს. -საიდან მოიტანე? -კომპლიმენტი არ მითხარი. -დამეწიე და გეტყვი-ტალღებს გაუძალიანდა და უფრო შორს შესცურა. -თუ რამეა,ვერავინ გვიშველის-სიცილით მიჰყვებოდა დევიდი,რომელიც ბედნიერი ჩანდა. -რომატიკური იქნებ,რა გინდა..-ხარხარებდა ელიზაბეტი,თუმცა მისი ხმა დევიდს აღარ ესმოდა,ის ძალიან შორს იყო. -მოიცადე,გოგო!-ბიჭი სწრაფად მიიწევდა წინ,რაც კი შეეძლო სწრაფად.ტალღები იზრდებოდა,გრძელდებოდა და გოგონაც იკარგებოდა. -სად ხარ,გოგო?-შეძრწუნებული ხმით ეძახდა ელიზაბეტს დევიდი.ხმა არ ისმოდა,მთელი ძალით კიდევ ერთხელ მოუსვა ხელი,მეორეჯერაც და რაღაც ლურჯი გამოჩნდა.განა ეს ფერი არ ეცვა ელიზასო-გაიფიქრა და ერთხელ კიდევ გაუძალიანდა წყალს. წყალი რას დააკლებდა ამხელა ბიჭს.როგორც იქნა,მიაღწია გოგონამდე და ხელში ჩაებღაუჭა.არ იცოდა,როგორ უნდა მოქცეულიყო მსგავს სიტუაციაში,ზღვა აგრძელებდა ღელვას,ფიქრის დრო არ იყო,ნამდვილად.თმაში ჩასჭიდა ხელი და თავისკენ მიატრიალა,ახლოს რომ დაიგულა,ხელი წელზე მოხვია და მეორე ხელით ტალღებთან დაიწყო ბრძოლა. -ელიზა...-ძლივს გამოაღწია ნაპირზე,საშინლად ნერვიულობდა,ძარღვები დასჭიმვოდა და საკუთარ თავს არ ჰგავდა,ოფლი წურწურით სდიოდა,ეს გრძნობა უბრალო ნაცნობობაზე მეტი უნდა ყოფილიყო,იცოდა დევიდმა,იცოდა,სწორედ,ამიტომ იდგა და გოგონა მკერდზე ორივე ხელით აწვებოდა,არ იცოდა,რას აკეთბდა,მარგამ უმოქმედობას ვერ იტანდა,მხარზე ტელეფონი ედო და ზარს ელოდებოდა,თან რაღაცებს ბუზღუნებდა,რატომ არ იღებენო..ლამის იყო მოთმინების ფიალა ავსებოდა,მაგრამ ის არ იყო გაუწონასწორებელი,ცხოვრების სირთულეებს პირისპირ ხვდებოდა... გოგონა არ იძროდა,ტუჩები გაცრეცვოდა,განაცრისფრებოდა,სახე ჩალურჯებოდა,ცოცხლის არაფერი ეცხო..უფრო აღელვდა დევიდი,ყვირილი დაიწყო და თავში ხელს იცემდა,ასეთ მდგომარეობაში პირველად იყო,გარშემო იხედებოდა და არავინ ჩანდა ან ვინ უნდა ყოფილიყო მისნაირი გიჟი,განა თვითონ არ გამოიწვია გოგონა,ღამით ზღვა ლამაზიაო... გაგიჟებული იდგა მუხლებზე და სასწრაფოს ელოდა,ყოველ წამს საათს უყურებდა და გოგონას თვალს აშორებდა,არ უნდოდა,ასეთ მდგომარეობაში ეყურებინა მისთვის,რადგან თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. დრო გავიდა.როგორც იქნა,მოაღწია იმ დასაწყევლმა მანქანამ,ბიჭს უფრო წაერთვა ფერი,ფეხზე ძლივს წამოაყენეს,რათა ელიზასთან მისულიყვნენ. -ჰო გადარჩება?-ისტერიულად იმეორებდა დევიდი და ხელებს უმისამართოდ იქნევდა,სწორედ ასე ჩვეოდა,როცა ნერვიულობდა.ლამის იყო ქალივით ატირებულიყო ამხელა ბიჭი. -ძლიერად,უფრო ძლიერად..-უცნაური ხმები ესმოდა და გონზე ვერ მოსულიყო.. -უნდა გადავიყვანოთ.უთხარით იმ ბიჭს,ძალიან ცუდადაა,მასაც არ დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია-ექიმის ხმა ბუნდოვნად ესმოდა. უცნაური ხმები,ელიზა გონს ძლივსმოსულიყო და თვალეებს ძივსახელდა,ხმის ამოღებისაც კი ეშინოდა,მკვდარი არ ვიყოო.მსგავს სტრესში ჯერ არასდროს ყოფილა გოგონა,ასე განადგურებულად თავი არ უგრძვნია. ორი საათი შეშინებული იწვა,ექიმების ხმა საშინლად ჩაესმოდა ყურში,თუმცა შემდეგ განსხვავებული ბგერები გაეგო,განსხვავებული ჰარმონიის ბგერები. -ისევ შენ?-თავი სუსტად ასწია და დევიდის უსაზღვრო თვალებს შეხედა,ახლა უფრო საოცრებად მოეჩვენა ბიჭის გამოხედა. -ჰო,ისევ მე...მაპატიე,ელიზა... -არა,ჩემი ბრალი იყო,მე გამო გიწვიე ბოლოს,ხომ შეიძლებოდა,რომ შენს.. -არა,გაჩუმდი..-ტუჩებთან ხელი მიადო დევიდმა და საწოლზე ჩამოუჯდა. -ბოდიში,რომ განერვიულე. -და?-ღიმილით შეხედა ბიჭმა. -მადლობა,რომ გადამარჩინე-ხელზე დევიდის ხელი იგრძნო,საშინელი სითბო გადმოსდო ბიჭმა,თუმცა თვითონ იმავეს ვერ აგრძნობინებდა,რადგან ხელზე ათასი რამ ჰქონდა მიმაგრებული. -მადლობა,რომ გადარჩი!გაფართოებულმა თვალებმა დაარწმუნეა ელიზა,რომ დევიდი არ ხუმრობდა. -ღმერთო,როგორი ხარ! -როგორი?-გაეღიმა ბიჭს. -უბრალოდ ასეთი. -მორჩა დრო,ახლა უნდა შევამოწმოთ..-ექიმის ხალათი დაინახა ისევ და თვალები სპეციალურად დახუჭა.ისევ ჩაეძინა და ისევ დახა ის ძველი სიზმარი,რომელიც ცხოვრებას უშხამებლად. საშინელი შეგრჩნებები ჰქონდა ელიზას,რას იფიქრებდა,რომ შვებულება ასეთ რამედ ექცეოდა? საღამოს ისევ გაახილა თვალი,არავინ იყო,სულ მარტო იწვა ოთახში და კედლებს აშტერდებოდა.რას ნიშნავდა ყოველივე ეს? რა იყო ეს მარტოსულობის შეგრძნება?ტელეფონის ხმა მოესმა,მაგრამ ვერ სწვდებოდა,ოდნავ გადაიხარა და კინაღამ ძირს ბრახვანი გაადინა. -ისევ ხმაურობ?-კარებთან მიყუდებული ბიჭი შენიშნა და მაშინვე დაიბრუნა ჩვეული მდგომარეობა. -კარგადვარ,უბრალოდ ტელეფონი მჭირდება.ანია იქნება-გახედა ბიჭს,დამეხმარეო. -კარგი,ახლავე... -მადლობა-ანიას რაღაც მისწერა.ალბათ დაუმალა სიმართლე და ტელეფონი ბალიშის ქვეშ შეაცურა. -ისევ აქ ხარ?-გკითხა ბიჭს და გაკვირვება ვერ დამალა. -მარტო ვერ დაგტოვებდი. -მადლობა,აქ სულ მარტო ვარ და.. -დავჯდები-საწოლზე ჩამოჯდა და გოგონას ხელი ხელში დაიჭირა. -ლამაზი ხარ. -კარგი რა.დამცინი?-გაეცინა ელიზას. -არა,საოცარი ხარ. -როდის გამომწერენ,დევიდ?-ინტერესით ახედა ბიჭს და თვალები საყვარლად მოლულა. -არ ვიცი. -გაიგე,გთხოვ-ოდნავ წამოიწია და საათს გახედა,რომელიც მის წინ ეკიდა,კედელზე. -კარგი-უყოყმანოდ წამოდგა ბიჭი. წამებს,წუთებს ითვლიდა...ძალიან უნდოდა თავი დაეღწია იქაურობისთვის,ძალიან უნდოდა ისევ ეგრძნო საკუთარი თავი.ცოტა ხანში ბიჭი შემოვიდა,გაუღიმა,მისკენ გადიხარა და ყურში ჩასჩურჩულა,ხვალო.. სიხარულისგან კინაღამ ფეხზე წამოხტა ელიზა და კისერზე ხელები უნებურად შემოხვია,შემდეგ მიხვდა,რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო,აფართხალდა და თავი ბალიშზე დაანარცხა. -ბოდიში. -არა,რა ბოდიში..-საწოლზე ფეხები აკეცა და გულზე აიკრა გოგონა.ელიზას ასეთი სითბო არასდროს ეგრძნო,თითქმის არც იცნობდა დევიდს,მაგრამ გრძნობდა,რომ მისი სიახლოვე ძალიან სიამოვნებდა. -ასე სჯობს-შუბლზე აკოცა გოგონას და თავი თავზე მიადო. -საყვარელი იყავი ძალიან,ძალიან-ღიმილით ახედა გოგონას და ჟაკეტი მიაწოდა,მოიხვიეო. -შენ რომ არა,რა მეშველებოდა,მადლობა..-გაეღიმა ელიზას და ლოყები აუწითლდა. -ძალიან ლამაზი ხარ. გაზაფხულის ატამს მაგონებ,აყვავებულ ატამს.. -ნუ გაილექსე,დევიდ!-კარებისკენ წავიდა ელიზა. -კარგი,გავჩუმდი..დღეს შესანიშნავი ვახშამი გელის.. -ნუ ხარ ასეთი! -როგორი? -არ ვიცი. -ეს ადგილი ძალიან მომწონს..-გაეღიმა ელიზას და ბიჭს იარივით შეანათა თვალები. -მეც,აქ ჰქონდა დედაჩემს პირველი პაემანი მამასთან,მაგის მერე მიყვარს აქაურობა. -ადგილი,დრო...არ მიყვარს ეს ორი!-ჩაეღიმა ელიზას. -კარგი რა..ეს სიმბოლისტურზე მეტს ნიშნავს ჩემთვის,ელიზ..შენ არ მოგწონს? -კი,ძალიან..უბრალოდ დედაჩემი გამახსენდა..ის წლებია,რაც გარდაიცვალა და ძალიან მენატრება..ძალიან.. -ვწუხვარ..მეც დავკარგე დედა და ძალიან მიჭირდა,თუმცა ყველაფერი გრძელდება..ცხოვრება გრძელდება.. -და გვგონია,რომ წლებს მიაქვს ყველაფერი,თუმცა ასე არ გამოდის.. -მართლაც...რა არის,რასაც არავისთვის გითქვამს?-უეცრად გკითხა ბიჭმა. -ვერ გაიგებ. ღამის ოთხი საათი იქნებოდა,როცა სასტუმროს კიბეებთან იდგა ელიზა და დევიდს ემშივიდობებოდა,უყვარდა მისი ყურება და განშორება ძალიან უმძიმდა.. -ხვალამდე.. -ხვალამდე..-ხელს არ უშვებდა ბიჭი. -ძალიან დიდი მადლობა...-ხელი გამოსტაცა და კიბეები აირბინა.ანიასთან უნდოდა საუბარი.უნდოდა ეთქვა,რომ ასეთი კარგი დასვენება ჯერ არ ახსოვდა.შევიდა თუ არა ნომერში,ტანზე გაიძრო და „აიპადი“ ჩართო. -როგორ ხარ? ონალინ ხარ ისევ?-კისკისებდა ელიზა. -რა იცი,რომ ისევ? -რაა ახალი? -ჩემთვის კერავ იმ ტიპს?-ორონიას ვერ იშორებდა ანია. -არა,ძალიან საყვარელია და მეცოდება.. -გაკოცა? -ნუ მირბიხარ წინ.. -ბედნიერი ჩანხარ.. -აქ ძალიან ბედნიერი ვარ... -მიხარია...მე კი მეგობრებთან ერთად ვიღებ აქაურობას..-სასტუმროსკენ გასწია კამერა. 2 თვის შემდეგ. ერთად გატარებული მთელი შვებულება.მარტო ორნი იყვნენ.გრძნობა,რომ მოგწონს და კოცნას ვერ ბედავს.საკუთარ თავს რომ უტყდები,მიყვარსო... ასეთი გრძნობა უფრო საინტერესოა,უფრო იდუმალი. ელიზა,რომელსაც სახეზე ღიმილი არ უქრება,ბედნიერი დევიდი,რომელიც მუდა თვალებში უყურებს. უთქმელი სიტყვები უფრო იდუმალიაო,უფრო ფაქიზია..თუმცა რას გაიგებს კაცი.. სახეზე შეუშრობელი ღიმილი,რომელიც განშორებისას უფრო გაბნევს.. -შესანიშნავი დრო გავატარეთ. -შენი რეისი ათ წუთში გავა-სევდიანად თქვა ელიზამ. -საოცრება იყო. -ძალიან კარგი.. -ყველაზე ბედნიერი ზაფხული. -ასევე.... გრძნობა,როცა იცი,რომ საუბარი უნდა დასრულდეს და მაინც არ ჩერდები..სიტყვები,რომლებიც აზრს ატრიალებენ და ატრიალებენ... -ისევ გნახავ..-დევიდმა ხელი ძლიერად ჩაკიდა და თავისკენ მიიზიდა. -ვიცი-დაბნეულმა ჩაილაპარაკა ელიზამ. დევიდს არაფერი უპასუხია მისთვის,ტუჩები ახლოს მიუტანა,მაგრამ მალევე გაშეშდა..ნეტავ რატომ? კოცნა არ გამოვიდა.. -კარგი.წავედი.. -დაგირეკავ. -რომ ჩავალ მოგწერ-ხელს უქნევდა ელიზა,დევიდი კი უკან სვლით მიდიოდა..ძნელი ყოფილა განშორება...როცა კილომეტრები აშორებთ,როცა უყვართ და არ ამბობენ.. უთქმელი სიტყვები,დამალული გრძნობები და ათრთოლებული ბაგეები,რომლებსაც კოცნას არ აღირსებ ძნელი ყოფილა,ძნელი... მთელი გზა უცნაური შეგრძნებით გაატარა,მთელი გზა ის ახსენდებოდა..ისევ ამოტივტივდა დიდი ხნის წინ დამარხული მძაფრი გრძნობები..თითქოს ისევ იღვიძებდა გოგონა,რომელიც დღიურის მაგივრად ნოველებს წერდა,რომელიც აღწერდა,თუ როგორ უყვარდა დედას,როგორ მოსწონდა ერთი ბიჭი,როგო უხაროდა,როცა ახალ რამეებს ქმნიდა..აღწერდა,მაგრამ არა ელიზას სახელით,აღწერდა და ეს აბედნიერებდა..ასეთი გოგონა სკოლის ასაკში დატოვა..ახსოვს ის დღე,როცა სტუდენტი გახდა,რა ბედნიერი იყო,ახსოვს ანიასგან ბრუნდებოდა ლოყებაფაკლული,დედასთვის უნდა ეთქვა,სტუდენტი ვარო,მაგრამ საშინელება შეიტყო..ამაზე ახლაც უჭირს საუბარი...დედა,რომელიც ასეუყვარდა,ავარიაში დაკარგა.. მას შემდეგსამუდამოდ დაიხურა ელიზასთვის გული..ახლა კი მასში ათასნაირი გარდაქმნა ხდებოდა... იჯდა და წერდა,რას გრძნობა,მაგრამ ამჯერად ელიზას ახსენებდა და არა სხვა ვინმეს...ვერც კი მიხვდა,როდის ჩავიდა..მგზავრების ხმაურმა გამოაფხიზლა,გამოყვანა თავის სამყაროდან,ფეხზე წამოდგა და გაეღიმა....ისევ ძველი ელიზა ბრუნდებოდა...განა არის ამაზე კარგი შეგრძნება? -ჩემი გოგო..-მონატრებული ჩახუტება,ანიას ნაცნობი სურნელი.. -მიყვარს შენი სუნამოს სურნელი..-ბედნიერი ჩანდა ელიზა. მანქანაში ჭორაობდა დაქალთან,როცა ტელეფონის ხმა მოესმა.მიხვდა,ვინც იყო და მაშინვე ტელეფონისკენ წაიღო ხელი. -მომენატრე..-მონატრებული ხმა.... არასდროს ეგონა,თუ ერთი ზარი ასე გააბედნიერებდა,ისეთი შეფაკლული სახე ჰქონდა,რომ ადამიანს გაუკვირდებოდა,ასეთი რა გეიგოო. ძალიან ბედნიერი ჩანდა ელიზა,ანიაც გაშტერებული უყურებდა დაქალს,აკვირდებოდა და მასაც კი უკვირდა,არადა დიდი ხანი იყო,რაც იცნობდა. -რაო? რა მინდაო?-საუბარი დაასრულა თუ არა ელიზამ,ეტაკა,როგორ გამგელებულმა პირუტყვმა იცის ხოლმე. -მომენატრეო. -აუ,გეტყობა სახეზე,რომ გიყვარს. -ისევ დაიწყე. -იქნებ დროა,რომ გრძნობები გამოუშვა. -რაღაც უნდა განახო-ბლოკნოტი კალთაზე დაუდო და ფანჯარაში გაიხედა. -ამას მერე ვნახავ და ახლა შენ უნდა წვეულებაზე წაგიყანო,საღამოსაა..შენს ჩამოსვლას აღვნიშნავთ-გაეცინა ანიას. თუმცა არაფერია წვეულება,როცა საყვარელი ადამიანი,ის ერთადერთი შორსაა,როცა სულ მასზე გეფიქრება და არ იცი,სად წახვიდე,სად დამალო გრძნობები.არ იცი,როგორ შეინარჩუნო წონასწორობა,როცა არ შეგიძლია ტონუსურად იგრძნო თავი,ეს გრძნობები ყველაზე მწველია,ალბათ. დევიდი ინგლისელი იყო,ელიზა ამერიკელი.ერთი ლონდონში ცხოვრობდა,მეორე ნიუ-იორკში,მათ შორის საკმაოდ გრძელი გზა იყო,ერთი დიდ კომპანიას ედგა სათავეში,ხოლო მეორე დიზაინერად მუშაობდა...ისინი ერთმანეთისგან შორს იყვნენ...თუმცა,რამდენედ უცნაურიც უნდა იყოს,მათი გულები ახლოს მდგებარეობენ. -ძალიან დიდი მადლობა ამ საღამოსთვის-მოეხვია მეგობარს. -გოგო,როგორ გეძახის ის ბიჭი? -ისევ შენ...-სახე ისევ შეეფაკლა,ისევ გაუხარდა მისი გახსენება.ასე არაფერი ახარებდა და ამას თვითონაც გრძნობდა ელიზა. მეორე დღე,მესამე დღე და მალე მუშაობაც დაიწყო,თავიც გადაეშვა რუტინაში,დასვენების დროს თუ გაახსენდებოდა ის ბედნიერი დრო,რომელსაც დევიდთან ატარებდა,თავს ეულად გრძნობდა,რომ ბიჭი მისგან შორს იყო,ეჭვიანობდა კიდეც და რცხვენოდა საკუთარი თავის.. -გოგო,რას იტანჯები?!-არ ეშვებოდა დაქალი. -ვერ შევეტენები-თავისას აგრძელებდა ელიზა. დროსთან ერთად დევიდზე ფიქრიც შეუნელდა..აბა,რას ამბობენ,დრო ყველაფრის მკურნალიაო? ერთ შემოდგომის სუსხიან დღეს დაქალს გამოუხადა,რომ ცხოვრება გრძელებდება და არ უნდა ჩავეჭიდოთ წარსულს,რადგან ასე სჯობს.იმ დღეს თავის ბედად სპორტდარბაზში ინტელიგენტი ბიჭიც გაიცნო და აქ დაიწყო მისი მომდევნო თავგადასავალი ან იქნებ არც დაწყებულა.. -როგორ მიხარია,რომ ამ დროს მოვედი...-ემოციურად ესაუბრებოდა ბიჭი..გაუკვირდა ასეთი,ორიგინალური გაცნობა საიდანო. -მართლა?-მომხიბლავად გაუღიმა და მისკენ უფრო მიტრიალდა. -შენ ელიზა გქვია,ჰო? -ჰო,ელიზა მქვია-ესიამოვნა ასეთი ყურადღება,ანუ როგორი დაინტერესებული ყოფილა მისით უცნობი. -მე ალექსი ვარ-ხელი გამოუწოდა და ელიზა ისევ აღელვდა. იმ საღამოს,სახლში მივდია თუ არა,მაშინვე ახალ გაცნობილ ბიჭზე ჩაწერა დღიურში,მეორე დღეს ერთად ივახშმეს კიდეც ალექსმა და ელიზამ.იმ დღის მერე ყოველ დღეს მასთან ატარებდა,ბედნიერი იყო... ამას მოჰყვა მრავალი საინტერესო და ამარელვებელი მომენტი და ერთი წლის მერე გოგონას უკვე იმის შიში ჰქონდა,რომ დევიდი არ გამოჩენილიყო. -მიყვარხარ..-კოცნით მიესალმა ბიჭი,რომელიც უკვე მასთან ერთად ცხოვრობდა და ფეხზე წამოდგა. -რომელი საათია? არ დამაგვიანდეს. -მე შენზე ადრე მივდივარ,ნუგავიწუდება-ჩვეულად ფანჯარა გამოაღო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -ცოტას წავუძიინებ,ჩემს გარეშე ჭამე-შეუძლოდ გრძნობდა თავს და თვალები დახუჭა.ეს საოცარი გრძნობა იყო,ნაცნობი გრძნობა,როცა ძილს უბრუდნები და იცი,რომ რამდენიმე წუთს მაინც მოატყუებ თვალს. იმ დღეს გვიან ადგა.იცოდა,რომ სამსახურში აგვიანდებოდა,მაგრამ სიჩქარე მაინცარგამოსდიოდა,აბაზანაშიც კი ფეხის თრევით შევიდა,გული აირია და საწოლზე დაემხო.ამ ბოლო დროს თავს შეუძლოდ გრძნობდა.ეშინოდა,რომ ორსულად იქნებოდა,ტესტს არ იკეთებდა,ასე გაურბოდა შიშს,თუმცა არ გამოსდიოდა,ის ხომ ფეხდაფეხ მოჰყვებოდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლებდა. უფროსი გააფრთხილა,ვერ მოვალო და აფთიაქში ჩავიდა.მუხლებში ლამის იყო ჩაკეცილიყო,განა მზად იყო ამისთვის?იქნებ აბორტის გაეკეთებინა? მაინც დამაინც დიდი მორწმუნე არ იყო,თუმცა აბორტის გაკეთების შიში ჰქონდა,განსაკუთრებით,იმიტომ,რომ არ იცოდა,იქნებოდა,თუ არ ვინმე,ვინც ხელს დაუჭერდა,ამ ამბავსვერავის ეტყოდა დაეს აშინებდა ელიზა. -ტესტი მინდა-ძლივს თქვა დააკანკალებული ხელებით აიღო სასურველი ნივთი. -გეშინიათ?-მისთვის მოულოდნელი იყო უცხო გოგონა კითხვა. -არ მინდა ხურდა-პირდაპირ კარებისკენ წავიდა.ვისი საქმე იყო,მას ეშინოდა თუ არა? სახლში ძლივს შევიდა.არ უნდოდა შესვლა და საკუთარ თავს ამ უკანასკნელს აიძულებდა..შეშინებული იყო,იმედგაცრუებული ჩანდა,თანაც ძალიან... მის ცხოვრებაში გადამწყვეტი წამები დადგა... ტესტი დადებითი იყო.ელიზა ჩაიკეცა და თავი სააბაზანოს ჩამოარტყა,ტკივილი იგრძნო და შემდეგ ყველაფერი გაშავდა... „ოღონდაც ეს არა...ეს არაა...“-ფიქრობდა შეძრწუნებული გოგონა... რამდენიმე საათის შემდეგ. -კიდევ კარგი გამოგიარე,სამსახურში მოგაკითხე და რომ არ იყავი,ავნერვიულდი..-ანია სკამზე ძლივს ჩერდებოდა. -რა მჭირს?-უაზროდ იკითხა და წამოიწია. -თავი ჩამოარტყი რაღაცას,ტვინის შერყევა არ გაქვს,გადარჩი ბედზე... -როდის გამომწერენ? -ხვალ დილას. -არა,ახლავე უნდა წავიდე-ლამის იყო წამომხტარიყო. -ვიღაცამ დაგირეკა.. -უპასუხე? სამსახურიდან ხომ არ იყვნენ?-ემოციურად ეკითხებოდა დაქალს. -არა,ვიღაც ბიჭი იყო..სასწრაფოდ უნდა ვესაუბროო...რომ ვუთხარი,რა გჭირდა,აღელვდა.. -ვინ იქნებოდა?-ჩაფიქრდა გოგონა. -აჰა,ტელეფონი.მე წასასვლელი ვარ.დევიდი მოვა მალე. -არა,არ უთხრა. -ვუთხარი. -რატომ? -შენთან ცხოვრობ,ნუ გავიწყდება,ელიზა. -კარგი,კარგი,ჩემი ლეპტოპი მომიტანოს,უთხარი. -შენ უთხარი-თვალი ჩაუკრა დაკარებისკენ წავიდა. იწრიალა,იწრიალა და შემდეგ აგდაურეკა უცნობ ნომერს,მაშინვე უპასუხეს..და მაშინგაიგო ელიზამ ნაცნობი და თან უკვე თითქმის დავიწყებული ხმა. -ელიზა... -რა გინდა?-გოგონამ ცივად უპასუხა. -როგორ ხარ? -ახლა მეკითხები. -ჰო ახლა,რადგან მე ძალიან ცუდად ვიყავი..ნეტავ,იცოდე რამდენი რამ გადავიტანე.. -მაინც? -ტელეფონით ვერ გეტყვი.მინდა,რომ შემხვდე.ჩამოსული ვარ დასაავადმყოფოში გნახავ.ძალიან მომენატრე..-უნდოდა,ისევ ცივად ეპასუხა,მაგრამ ბოლო სიტყვებმა დააბნია ელიზა. -მისამართი,იცი? აქ რა გინდა? -მინდაგამოვასწორო რაღაც.მისამართი ანიამ მითხრა..ასე რომ მალე შენთან ვიქნები.. ტელეფონი გათიშა.ეს მისთვის ემოციური შოკი იყო,ემოციური დარტყმა..ამდენი რამ ერთ დღეში,როგორ უნდაგადაეტენა,არ იცოდა...ან როგორ ეცოდინებოდა? შეყვარებულის ნომერი აკრიფა,ლეპტოპზე უნდა ეთქვა.ცდილობდა,ყურადღევა სხვა რამეზე გადატანა,თუმცა არ გამოსდიოდა. -ძვირფასოო.... -ელიზა..-ბიჭი დაბნეული ჩანდა,ალექსი ძლიერ აღელვებული იყო. -ლეპტოპს მომიტან. -რა დროს ლეპტოპია...მოვდივარ უკვე,უკვე..-სიხარულის ნაპერწკლები დაიჭირა ბიჭის ხმაში,თუმცა მან რა იცოდა,რა ხდებოდა ალექსის თავს,მას ხომ მთელი სახე გაბადროდა და ისე მართავდა მანქანას... -მნახველია-ექთანმა შემოუღო კარი. -შემოვიდეს-თავი მაღლა წამოსწია...იცოდა,ვინც იყო,იცოდა და ძალიან ღელავდა..როგორ უნდოდოა,რომ ეს უკანასკნელი არ დატყობოდა. -ისევ შენ...-და გულიკინაღამ გასკდა..ემოცირად დაიშოკა,დენმა დაარტყა დაკინაღამ გასკდა...ეს წამები რაღაც შეუცნობელი იყო..გრძნობა,როცა თავი სიზმარში გგონია. -არ მეგონა,თუ რეალურად ამბობდი..-გაუღიმა ბიჭს. -ხომ გითხარი,რომ ისევ შევხვდებოდით. -დევიდ.არ გესმის,რომ დრო.. -კი და მინდა,რომგამოვასწორო... -ჰო,მაგრა,... -გაჩუმდი..მაცადე საუბარი..მეცოლი მყავდა,რომელიცმივატოვე მას შემდეგ,რაც შენ შემიყვარდი...მიყვარხარ ჰო,ძალიან და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია...განქორწინებამ დიდი დრო წაიღო,ბევრი პრობლემაც მქონდა,მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა და შენთან ჩამოვედ...მაპატიე,ამოტომ ვერ გირეკავდა.... -თვალები გაუფართოვდა ელიზას,აზროვნების უნარი დაკარგა,თავი სასიყვარული დრამაში ეგონა...თვალებზე ხელი აიფარა და თვალები დახუჭა,არაფერის პასუხი,არ უნდოდა... იმ წამებში კიდევ მეორე შოკი განიცადა...ეს ალქესი იყო,ხელში ყვავილების შეკვრა ეკავა და იღიმოდა. -ელიზა,გილოცავ....ანიამ ყველაფერი მითხრა...ასე უნდა გამეგო სიუპრიზი..მალე მამა გავხდები... და გული კინაღამ გაუჩერდა გოგონას....მის წინ დევიდს კინაღამ გული წაუვია,ალექსი კი იღიმოდა და საყვარელ ქალს მიუახლოვდა,საწოლზე ჩამოუჯდა,დევიდი არ კი შეუმჩნევია და ელიზა გულში ჩაიკრა. -მიყვარხარ,ორივენი მიყვარხართ... ამ წამს იგრძნო,რომ ანიამ ცუდი რამ გაუკეთა..თავი მარტოსულად და ეულად იგრძნო..აღარ იცოდა,რა უნდოდა და ან უნდოდა თუ არა რამე..რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? ცოტა ხნის წინ ხომ დარწმუენბული იყო ალექსის სიყვარულში.თუმცამერე თითქოს რაღაც მოხდა..გოგონა მერყევი ხდებოდა ხოლმე წამებში და თითქმის მხოლოდ საწოლში ფიქრობდა,რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო... არ უნდოდა შვილი თუ ალექსისგან არ უნდოდა,ეს არ იცოდა.... მთელი საღამო ეალერსებოდა ალექსი,მაგრამ ის ვერაფერს გრძნობდა,საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო და ხმას არ იღებდა.. -როგორ ხარ?-დილას ალექსის კოცნამ გააღვიძა. -არ ვიცი..ანიას არ უნდა ეთქვა...-თავისდა უნებურად თქვა გოგონამ. -რა არ უნდა ეთქვა? -ორსულობის შესახებ. -არ ვიცი.შევძლებ თუ არა.. -აბა რა იქნება.. -არა,ალქს..დაფიქრება მჭირდება.. -იცი,რას ამბობ? ამ დროს ექიმი შემოვიდა,გაწერის საბუთებს ხელი მოაწერეთო დაელიზაც გადარჩა..სახლში მივიდა თუ არა,საწოლში დაწვა და თავზე ზეწარი დაიმხრო,როგორ არ უნდოდა ეს ყველაფერი ეგრძნო..დევიდთან საუბარი უნდოდა,მაგრამ არ შეეძლო,კიდევ იგრძნო თავბრუს ხვევა,თავის ტკივილი....იუმწეობა და გულის ნაწილებად დაფლეთა -როგორ ხარ?-ანიამ შემოუღო კარი. -არ უნდა გეთქვა. -რატომ? -არ ვიცი..უბრალოდ ასე იყო საჭირო..ჩემი ცხოვრებაა და არა შენი.გესმის? -ვერ გცნობ. იქნებ ელიზაც ვერ ცნობდა საკუთარ თავს? მთელი კვირა ყოყმანში გაატარა,თუმცა ბოლოს მაინც შეეგუა ბედნიერებას,რომელსაც არც თუ ისე იოლად აღიარებდა.. დრო გადიოდა..ახალი წელი მეორეჯერ აღნიშნა ალექსთან ერთად,ბედნიერი ცანდა,იღიმოდა და დედობა მასში დადებით ემოციებს აღძრავდა.. -მიყვარხარ! -მეც! ნაცნბი სიტყვები,რომელიც ადამიანს აბედნიერებს,ნაცნობი ღიმილი და ნაცნობი გამოხედვა...იმ წელს მუცელი უფრო გაებერა,დრო გადიოდა...დრო ჩქარობდა ბავშვის დაბადებას... ერთ დღეს მუცელი ასტკივდა და საავადმყოფოში თავისით წავიდა,თვითონ მართავდა მანქანას და სულ არ ნერვიულობდა,ალბათ ფსიქოლოგთან ვიზიტები დაეხმარა. უცნაურად კი გრძნობდა თავს იმის გამო,რომ მალე დედა გახდებოდა..ბედნიერებასა და აღტაცებას ერთდროულად შეიგრძნობდა.. ალექსი შვებულებაში იყო იმ დროს და მისი ხელი ვერ დაიჭირა,ანიასთვისაც არდაურეკავს,მარტომ გააჩინა ბავშვი,თუმცა გრძნობდა,რომ მარტო არ იყო...გრძნობდა,რომ მისი ხელი ვიღაცას ეჭირა,თუმცა ეს ვიღაც ვინ იყო არ იცოდა... მომეჩვენაო,იფიქრა და ჩვილი მკერდზე მიიკრა.მალე ანიაც მოვიდა და ახალი ამბების მოყოლა დაიწყო... იმ დროს საავადმყოფოში,მართლაც,იყო ნაცნობი ადამიანი,რადგან იქ მისი შვილი იყო აპარატთან მიერთებული.შვილი,რომლის დედაც კარებთან გლოვობდა,წინასწარ გლოვობდა განწირულ ბიჭს. -შენმიგვატოვე...არაკაცი ხარ!-ქალს ისევ ვერ ეპატიებინა განქორწინება ყოფილი ქმრისთვის. -ახლა არაა ამის დრო. -ვინაა ის ძუკნა?-არ ცხრებოდა ქალი... ჰო,ეს დევიდი იყო..ბიჭი,რომელსაც ელიზას ხელი ეჭირა...ადამიანი,რომელმაც სიყვარული ვერ დაივიწყა,მამაკაცი,რომელსაც უანგაროდ უყვარდა...უბრალოდ უყვარდა და ამ სიყვარულით ყოველ წამს იტანჯებოდა...მისი ცხოვრება ძლიერ უფერული იყო... -ვინმე იყო აქ?-ჰკითხა ქალს,რომლის სახეც დამახსოვრებოდა ელიზას. -სიმპათიური მამაკაცი იყო,ძალიან მზრუნველი...ბავშვის მამა,ჰო? -არა,ის შვებულებაშია..ვინ იყო?-ინტერესი კლავდა ელიზას. -არ ვიცი,შემიძლია დავუძახო..ალბათ თქვენი ნათესავი ან.. -შემოვიდეს..მადლობამინდა გადავუხადო..-რას იფიქრებდა,რომ წინა დღეს დევიდი იდგა მის გვერდით... ვინ იცის,ცხოვრებაში მერამდენე შოკი იყო ეს... -ისევ შენ..-ახლა ელიზამ წარმოთქვა და ოდნავ წამოიწია. -ისევ შენ,ელიზა.. -მაპატიე. -არა,მესმის..ცუდად მოვიქეცი..მე მაპატიე....ბედნიერი ხარ? -კი-დაუფიქრებლად უპასუხა და გაუღიმა. -მიხარია შენს გამო. -არ რა გინდა? -ჩემი შვილი კვდება გვერდითა პალატაში,მისი დედა კი გიჟდება.. -ვწუხვარ..რა დაემართა? -საშინელი დაავადება აღმოაჩნდა დაბადებიდან განწირული იყო..ჩვენ კი მისთვის ვიბრძოდით..მერე დავშორდით..ეს ყველაფერი ბედის ირონია იყო.. -ღმერთო..-წამოიწია ელიზა. -არ გინდა...სუსტად ხარ..-გააჩერა ბიჭმა ხელის ნელი შეხებით,ელიზას კი ისევდაუარა უცნაურმა მუხტებმა.. -მეც მიყვარდი,დევიდ-მამაკაცს თვალი გაუსწორა და ძლივს წარმოთქვა. -მე ახლაც მიყვარხარ..და მიხარია შენს გამო-ხელი მოუჭირა ელიზას. -უნდა ვუპასუხო..-ალექსი რეკავდა.. -როგორ ხართ ჩემი სიხარულები? -კარგად,ძვირფასო,შენ? როდის ჩამოხვალ? მენატრები.. -ძალიან მენატრებით...მოვდივარ...გზაში ვარ.. დევიდი კი უბრალოდ გავიდა,მიხვდა,რომ მისი ადგილი იქ არ იყო..უბრალოდ წავიდა,ჯერ პალატიდან და მერე ელიზას ცხოვრებიდან... მისი შვილი იმ საღამოს დაიღუპა..ქალივით მოთქვამდა ამხელა კაცი..უბედური იყო,ცხოვრებაში ხელჩასაჭიდი აღარ დარჩენოდა....მის გვერდით ბავშვის დედა იწვა გულწასული... ეს იყო მისი ცხოვრება... განა ყველას უმართლებს? ბედი? ბედი ყველას არ აქვს...ამ ოთხსასოიანი სიტყვის წარმოთქმაც კი ძლიერ გვიჭირს,რადგან,რადგან...ის უბრალოდ გვანადგურებს,გვანადგურებს ან ბედნიერებას გვანიჭებს... -ის იყო... -მართლა? -ჰო,ის.. -იქნებ ეს თქვენი ბედია?-ანიას სიტყვებმა ჩააფიქრა,მაგრამ ამის აზრადაც აელვებაც არ სურდა.. -ალექსი მიყვარს...-გაეღიმა,მაგრამ იქნებ არ იყო ასე... დრო გადიოდა,ელიზა ბედნიერი ჩანდა,მაგრამ თითქოს რაღაც აკლდა...ცოტა ხანში სულ გაქრა მის ცნობიერებიდან დევიდი..ან იქნებ არ გამქრალა და უბრალოდ მიჩქმალა.... მრავალი რამ მოხდა იმ დღის შემდეგ,როცა ბოლოს ნახა დევიდი.. ქორწილი..შვილი,რომელსაც უკვე ხუთი წელი უსრულდებოდა...ახალი მიღწევები,საკუთარი ფირმის ჩამოყალიბება,რაშიც ალექსიც დაემხმარა...ახალი დიზაინი,პოპულარობა...ერთი სიტყვით,ყველაფერი ის,რაზეც ოცნებოდა,თუმცა მაინც რარაც აკლდა,გრძნობდა,რომ რაღაც აკლდა,მაგრამ რა,არ იცოდა... ისევ ზაფხული იყო..ისევის უცნაური სურნელი ასდიოდა ჰაერს,ჰაერს და საერთოდ ყველაფერს...ისევ ის დღე იყო,როცა სამოგზაუროდ წავიდა,წავიდა ბოლოჯერ... -მომენატრა მოგზაურობა,ალექს...რას იტყვი?-იქნებ ეს მაკლიაო,ფიქრობდა ელიზა. -მე ვერ წამოვალ ჯერ,მნიშვნელოვანი შეხვედრა დავემზადები. -კარგი,მაშინ მე და ლექსი წავალთ,კარგი? -კარგი და მოგაკითხავთ.... ისევ იმ ადგილას ჩაფრინდა..განა ფიქრობდა ამაზე? არა,არ ფიქრობდა.. იქნებ უბრალოდ გულს მიჰყვებოდა? უბრალოდ გულს.. -ლექსი აქ შვიდი წლის წინ იყო შენი დედიკო.. -ჰო,დე?-პატარამ ხელი მოუჭირა და ფეხის წვერებზე აიწია,თუმცა ვერმიწვდა დედას,დაიხარა ელიზა და შვილს ლოყები დაუკოცნა.. ვერც კი აცნობიერებდა,რომ ისევ იმ სასტუმროში იყო..ისევ ის ნომერი ითხოვა,თუმცა ვერ მიიღო,დაკავებულია,მომაკვდავი წევსო... მწუხარედ გახედა ადმინისტრაციაში მჯდომ ქალს და სხვა ნომერი აიღო.მალევე დაბინავდნენ,გავიდნენ სანაპიროზე..შვილთან ერთად ცურავდა და უყვებოდა,კინაღამ როგორ დაიხრჩო.. -მართლა,დე? რომ მომკვდარიყავი,არ ვიქნებოდი,ჰო?-უყვარდა მსგავსი კითხვების დასმა ლექსის. -მე აქ ვარ..აქაა შენი დედიკო..-უღიმოდა ბავშვს. იმ დღეს ადრე დააწვინა ლექსი,თვითონ გარეთ გამოვიდა,იფიქრა,სუფთა ჰაერზე გავისეირნებო,თუმცა მის სართულზე შეკრებილმა ხალხმა გააჩერა....აკვრდებოდა მომტირალებს და აინტერესებდა,რა ხდებოდა.. -რა ხდება?-უეცრად იკითხა. -კვდება..მარტოდმარტო..ცოლი მიატოვა საყვარელი ქალის გამო,რომელსაც თურმე ოჯახი ჰყავდა..მერე შვილი დაკარგა... ის წამები შოკური იყო...საშინელი წამები.... იმ მომენტში ელიზას მიწა გამოეცალა..შეეცოდა დევიდი...ძალიან შეეცოდა.. -დევიდ!-პირდაპირ ნომერში შევარდა... -ისევ შენ?-თავი წამოსწია მომაკვდავმა. -აქ ხარ? -შენც მოსულხარ აქ...მე სულ აქ დავდივარ ხოლმე... -რა დაგემართა? -გულიმაწუხებდა,მე კი ზღვაში მაინც შევედი..და..მოკლედ,მივდივარ..მიხარია,რომ აქ აღმოჩნდი.. -ვწუხვარ... -მალე დასრულდება ყველაფერი..მაგრამ შენ ისევ აქ ხარ... მთელი ღამე დევიდის საწოლთან გაატარა...მამაკაცმა მალე დატოვა იქაურობა...სიკვდილის დროს მისი ხელი ელიზას ეჭირა...ელიზა ტიროდა,შემდეგ კი უბრალოდ ცრემლი გაეყინა... -დე,რაღაც ხასიათზე ვერ ხარ.. -ჩემი ძველი მეგობარი გარდაიცვალა....-მხოლოდ ეს უპასუხა შვილს,თუმცა გული ძალიან ტკიოდა...ენანებოდა სიყვარული,რომელსაც ერთ დროს განიცდიდა და შემდეგ მთელი ცხოვრება გრძნობდა... დასაფლავების დღეს ლონდონში გაფრინდა,შვილი ძიძას დაუტოვა...იჯდა ეკლესიაში და ფიქრობდა,რა უნდა ეთქვა ან იყო თუ არა ღირსი...ბოლოდ მაინც გაბედა,ფეხზე წამოდგა და ხალხის წინ დადგა.. -ის „ისევ შენით“ მომმართავდა..ის იქ გავიცანი,სადაც გარდაიცვალა..ის საუკეთესო ადამიანი იყო...უბრალოდ არ ვიცი,რა ვთქვა..ვწუხვარ,რომ მისი უფრო ახლოს გაცნობა ვერ შევძელი ამ შვიდ წელში...-ცრემლი მოადგა,მეტს ვერ ამბობდა...კარებისკენ წავიდა,რადგან სული ეხუთებოდა..წაიქცეოდა კიდეც,რომ არა ალექსი,რომელიც კარებთან იდგა და სახე დამწუხრებოდა..ეტყობოდა,რომ ყველაფერი მოისმინა,რაც ელიზამ თქვა.. ___ ყველაფრის სხვაგვარად განვითარება მომინდა და სრულად დავდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.