შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი არსებობით ვარსებობ (სრულად) ვისაც ჯერ კიდევ გახოვთ ''მისტერ უჟმური''


20-03-2016, 10:58
ავტორი tsn
ნანახია 6 875

....
როდესაც ''მისტერ უჟმურის'' წერა დავამთავრე, თითქმის ყველა დაინტერესდით იმით, თუ რა ბედი ეწია ტატოს.. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ერთი პაწაწინა ისტორია ტატოზეც დამეწერა.. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ და თქვენს აზრს გამიზიარებთ
....
მას შემდეგ, რაც ტატო მათეს მიმართულებით ნასროლ ტყვიას გადაუდგა, თითქოს მის ცხოვრებას აზრი მიეცა.. ტყვია, რომელიც ავი ზრახვებით იქნა გასროლილი, სინამდვილეში ორი ძმადნაფიცი ადამიანი ხელახლა დააახლოვა, ჩამწყდარი სიმები გადააბა და ორი დაშორებული ძმა ისევ გააერთიანა.. ახლა ტატო ხვდებოდა, რომ მართალი ყოფილან, როდრსაც ამბობენ ნამდვილი მეგობრები არასოდეს იკარგებიანო.. მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენჯერ უნატრია, რომ ერთი შანსიც მიეცათ, რომ უბრალოდ მოესმინათ.. ღამეები უთენებია იმაზე ფიქრით, თუ რა იქნებოდა ალტერნატიულ შემთხვევაში, მაგრამ არსებულ რეალობას ვერ გაურბოდა.. თვლიდა, რომ ციხეს იმსახურებდა, რომ ასეთი წინდაუხედავი და სუსტი არ უნდა ყოფილიყო, რომ არ უნდა მიეცა ნინოსთვის ზედმეტების უფლება.. ვერანაირად ვერ შეძლო სიმართლის დამტკიცრბა.. მას უბრალოდ არც კი მოუსმინეს. გულის სიღრმეში ყოველთვის სჯეროდა, რომ ერთ დღესაც სიმართლეს ყველას გააგებინებდა, რომ ერთ დღესაც მოუსმენდნენ.. ტატო ნარკოტიკს ისე უცებ მიეჩვია, რომ თავადაც ვერ გაიგო.. პირველად ნინომ ჩაუყარა სასმელში და გაუაზრებლად მიიღო, მაგრამ შემდგომში მოთხოვნილებად ექცა.. ნელ-ნელა მეტი და მეტი სჭირდებოდა, ცდილობდა ბოლომდე არ ჩაფლულიყო, მაგრამ ვერ ახერხებდა.. ციხეში გადაწყვიტა, რომ გავიდოდა თუ არა სარეაბილიტაციო ცენტრში წავიდოდა და საბოლოოდ მოერეოდა წამალსაც.. ნარკოტიკს ციხეშიც შოულობდა ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს მთლიანად იმაზე იყო ორიენტირებული, რომ საბოლოოდ შეშვებოდა.. ასეც მოხდა.. ციხიდან გასვლისთანავე სარეაბილიტაციო ცენტრში მივიდა.. არანაირი პერსპექტივა აღარ ჰქონდა.. ფსიქოლოგიურად იყო ცუდ დღეში, ცხოვრების გაგრძელების აზრს ვეღარც კი ხედავდა.. წამლის გადაგდება მხოლოდ იმიტომ უნდოდა, რომ მათესთვის სიმართლე ეთქვა და ძმაკაცი დაებრუნებინა.. პირველად რომ ემილის შეხვდა წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის მათეს რჩეული იყო.. შემდეგ კი ორივეს ერთად მოკრა თვალი და ყველაფერს მიხვდა.. შემდეგ ნინოს ახალი ინტრიგის შესახებ შეიტყო და ჩათვალა, რომ ემილის უნდა დახმარებოდა.. ემილი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ბოლომდე მოუსმინა და რაც მთავარია, ენდო... იმ დღის მერე კი ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.. ტატომ შვილი იპოვა და მასზე ყველანაირი პასუხისმგებლობა აიღო.. ტყვიისგან მიყენებული ჭრილობაც მალევე შეუხორცდა..
მუშაობა მათეს კომპანიაში დაიწყო.. მოუწია საზღვარგარეთ წასულიყო და იქ არსებული ფილიალებისთვის ეხელმძღვანელა.. ლაზარეც თან ჰყავდა.. შესანიშნავი მამა იყო ტატო.. ყველა დაკარგულ წუთს ინაზღაურებდა.. ლაზარეს ძალიან უყვარდა.. სულ იმის ფიქრში იყო, რითი დაიმსახურა მისი ამხელა სიყვარული.. ლაზარესთან ერთად თითქმის ერთი წელი დაჰყო საფრანგეთში.. ერთ დღეს კი ლაზარე აუტყდა
- როგორც ემილი ბიცოლა დადის როლერებზე, მეც ისე მინდა.. - ბევრჯერაც უთხრა, არ ვიცი და დავიმტვრივით, თანაც ორივეო, მაგრამ ვინ უსმინა.. საღამოს ორივეს როლერები ეცვათ და რასაც ქვია რვიანებს ხაზავდნენ.. აი, კიდევ ერთი დაცემის შემდეგ, ფეხზე ადგა ტატო და კიდევ ერთხელ გაიარა, მაგრამ ისევ ვერ დადგა ნორმალურად, გასრიალდა, ვერ შეჩერდა და მცირე დაღმართზე დაეშვა.. ეგონა, რომ სადაცაა კისერს მოიტეხდა, როდესაც ვიღაცას შეეჯახა.. გოგონა მოწყვეტით დაეცა მიწაზე, მის ზემოდან კი ტატო მოექცა
- ვაი თავიი - ჩაილაპარაკა გოგონამ ქართულად და გონება დაკარგა, მხოლოდ მამაკაცისკენ გამოქცეულ ბავშვს მოჰკრა თვალი და ისიც ვერ აღიქვა ნორმალურად.. ტატო ლამის ცუდად გახდა, ვიღაცას მისი მიზეით რაღაც სჭირდა.. არ დაიბნა, როლერები მოიძრო ფეხებიდან, გოგონა მანქანაში ჩასვა, ლაზარე კი მის ახლადშეძენილ მეგობარს - ჟაკს დაუტოვა.. წუთებში გაჩნდა საავადმყოფოში და შექმნილი ვითარება აუხსნა ექიმებს.. შეიყვანეს ექიმებმა გოგონა და ტატოს დერეფანში მოცდა უწევდა.. ადგილს ვერ პოულობდა, თვალწინ სულ გოგონას სახე უტრიალებდა.. მისი თაფლისფერი თვალები არ შორდებოდა და სინდისიც აწუხებდა.. ნახევარი საათიც არ იყო გასული რაც შეიყვანეს და საუკუნე ეგონა.. ისიც ვერ გაეგო ასე ძალიან რატომ აღელვებდა, ის ხომ სრულიად შემთხვევით შეეჯახა.. ექიმი რომ გამოვიდა ამოისუნთქა და მაშინვე კითხვებით მივარდა
- როგორაა? გონს მოვიდა? რაიმე სერიოზულია?
- დამშვიდდი - გაუღიმა ექიმმა - კარგადაა, არაფერი სერიოზული, მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, ალბათ მაგრად დაეცა.. არაა საშიში ასეთი ტვინის შერყრვა, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო. უნდა იწვეს და ნაკლები იმოძრაოს.. შეგიძლიათ ნახოთ კიდეც - მიაყარა ერთდროულად და წავიდა ექიმი.. ტატომ გადაწყვიტა, რომ გოგონას უნახავად წასვლა არ შეიძლებოდა და ფრთხილად შეაბიჯა პალატაში..
- როგორ ხარ? - ჰკითხა გოგონას ქართულ ენაზე..
- კარგად.. თქვენ, თქვენც ქართველი ხართ? - იკითხა გოგონამ ღიმილით..
- კი, როგორც ჩანს შენც.. მოდი შენობით ვისაუბროთ... მე ტატო - ხელი გაუწოდა
- მე ელენე - მანაც ხელი შეაგება.. - მიხარია, რომ შუაგულ პარიზში ქართული ენის მოსმენის საშუალება მომეცა.. წლებია, რაც აქ ვარ, მაგრამ ვცდილობ ქართულად საუბარი არ დავივიწყო - ისევ მომაჯადოებლად იღიმოდა გოგონა და ტატოს, რატომღაც, პულსაციას უჩქარებდა.. ტატომაც გაუღიმა..
- მე ვწუხვარ ელენე.. შემთხვევით მოხდა.. უბრალოდ ჩემი ბიჭი ამიტყდა გინდა თუ არა როლერებზე დგომა მასწავლეო - ტატომ თმა სასაცილოდ აიჩეჩა
- ჯერ შენ ისწავლე როლერებზე დგომა და მერე სხვას ასწავლე - მხრები აიჩეჩა ელენემ და ადგომას ეცადა, მაგრამ თავი საშინლად ეტკინა, ტატომ ხელი შეაშველა და წამოჯდომაში დაეხმარა.. ელენემ კი თითქის მოიშორა და დახმარებაზე უარი უთხრა, თუმცა შეპარვით..
- რამე ხომ არ გჭირდრბა? - ჰკითხა ტატომ და ჩამოჯდა..
- არა, უბრალოდ გაიგე როდის გამწერენ, ასე ყოფნა არ შემიძლია მეტად..
- კარგი, ახლავე.. შენ ნაკლებად იმოძრავე,.. - დაუბარა ტატომ და გავიდა.. ყველაფერი მოაგვარა.. გოგონა იმავე დღეს გაწერეს.. ბევრჯერ უთხრა ტატომ სახლამდე წაგიყვანო, მაგრამ ელენემ ყოველ ჯერზე უარი უთხრა.. მისი გაცილება მხოლოდ საავადმყოფოს კარამდე შეძლო...
ამ ინციდენტის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, ტატოს შეატყობინეს, რომ ძალიან მალე ემილის მშობიარობა დაეწყრბოდა, ამიტომ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნებულიყო.. რის ვაივაგლახით ადგა დილაუთენია, ააყენა ლაზარე და ასე ქშენა-ქშენით გაუყვა აეროპორტის გზას.. ჟაკს დაემშვიდობა და თვითმფრინავში ავიდა.. ადგილები დაიკავეს და მოუთმენლად დაელოდნენ აფრენას.. რამდენიმე წამში შემოსასვლელისკენ გაიხედა და ნაცნობ სახეს წააწყდა.. ელენემაც შეამჩნია და გაუღიმა.. სრულიად სხვადასხვა ადგილებზე მოხვდნენ, განსხვავებულ რიგებში, არც კი შეუხედავთ ერთმანეთისთვის მის მეტად, არ ულაპარაკიათ, მაგრამ მაინც ეფიქრებოდათ ერთმანეთზე.. იმ მომენტში ვერცერთი აცნობიერებდა, რატომ ეფიქრებოდა მეორეზე.. რამდენიმე საათი საუკუნედ გაეწელათ ორივეს..
თვითმფრიმავიდან ჩასულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მაგრად ჩასჭიდა ხელი ლაზარეს.. პირდაპირ მათესთან წავიდა.. ყველაფერი კარგად იყო.. ემილი დაგორავდა უკვე, თუმცა აღარც ისეთი კაპრიზული აღარ იყო, როგორც ადრე.. ლაზარე პირდაპირ ემილისკენ გაიქცა და მუცელზე აკოცა.. ასე იყო, ლაზარეც მოუთმენლად ელოდა ბიძაშვილის დაბადებას.. მანამდე კი ლიზასთან თამაშით იქცევდა თავს.. ლიზა უკვე აღარ იყო პაწაწუნა.. ახლა დადიოდა და ყველაფერს აფუჭებდა.. ლაზარე კარგად ეწყობოდა მას, ბავშვიაო და ბევრ რამეს უთმენდა, გადაწყვიტა და ყველას გამოუცხადა, რომ გავიზრდებით ლიზა ცოლოდ უნდა მოვიყვანოო.. ლიზაც ამ ამბით აჟიტირებული ოთახიდან ოთახში დადიოდა და კიოდა.. ''ჩოლად უნდა მოვიკანოო''.. ყველაფერი იდეალურად იყო.. ლაზარე დედას საერთოდ არ ახსენებდა, რადგან ემიმ ადრე აუხსნა, რომ ეს ტატოსთვის რთული თემა იყო და არ უნდა ესაუბრა.. ტატოს ისევ თვალწინ ედგა ელენეს სახე.. რატომღაც ხშირად ეფიქრებოდა მასზე და მის სურნელს ვერ ივიწყებდა..
დღე დღეს მიუყვებოდა, მაგრამ ქუჩებში ვერა და ვერ ხვდებოდა ელენეს.. გულის სიღღმეში კი ძალიან უნდოდა დაენახა და ესაუბრა მასთან.. რამდენი ხანია ასე არ ყოფილა აფორიაქებული.. ფიქრობდა და ვერ გაეგო, რა იყო ელენეში ასეთი, რომ პირველი და ერთადერთი შეხვედრის შემდეგ, ვერა და ვერ დაივიწყა..

........
ელენე ერთი უბრალო გოგონა იყო.. ის მამამ გაზარდა, დედა არ ახსოვს, ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც მან ორივე დატოვა და წავიდა.. აღარც უძებნია მამამისს- ლევანს.. არც ელენეს შეუწუხებია კითხვებით.. ყოველთვის იმაზე მეტად ჭკვიანი იყო, ვიდრე ეგონათ.. იმას აცნობიერებდა, რომ მამამისისთვის მტკივნეული იქნებოდა ამაზე საუბარი.. ელენე ყოველთვის კარგი მოსწავლე იყო.. საუკეთესო ქულებით ჩაირიცხა სამედიცინო უნივერსიტეტში და მეორე კურსზე მყოფმა გაცვლითი პროგრამით საფრანგეთში წასვლაც მოახერხა.. მაშინ.ცხრამეტის იყო და მესამე კურსზე გადადიოდა.. ოთხი წელი გაატარა იქ და ერთ-ერთ პრრსტიჟულ ჰოსპიტალში პრაქტიკებიც გაიარა.. მხოლოდ ახლახანს გადაწყვიტა წასვლა, რადგანაც მამამისი ვეღარ იყო კარგად.. თუმცა მანამდე მასაც შეემთხვა ინციდენტი, რის შედეგადაც მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო.. პირველად რომ შეხედა მას, ვინც შეეჯახა, ცოტა არ იყოს აღელდა.. აქამდე მსგავსი გრძნობა არ ჰქონია.. არასოდეს ეჯერა დიადი გრძნობების, არც რომანტიკოსი ყოფილა, მაგრამ ახლა უცნაურად შეიჭრა მის არსებაში უცნობი პიროვნება.. შემდეგ გაიგო, რომ ტატოს შვილი ჰყავდა და თავისთავად ისიც დაასკვნა, რომ ცოლიც ჰყავდა და საკუთარ თავზე გაბრაზდა, რომ უცნობ მამაკაცზე ცოტა სხვანაირად იფიქრა.. მას მერე კიდევ ერთხელ შეეფეთა მას თვითმფრინავში, მაგრამ არ ესაუბრა.. საქართველოში ჩამოსული პირდაპირ მამასთან წავიდა. მიდიოდა თბილისის ქუჩებში და ხედავდა, რამდენი რამ შეცვლილიყო.. მამა უკეთ იყო, მაგრამ წასვლას აღარ აპირებდა.. რამდენიმე კლინიკაში CV გააგზავნა და მალევე მიიღო შემოთავაზებები, მაგრამ საუკეთესო აარჩია.. ამასობაში ჩამოსვლიდან ერთი კვირაც შესრულდა..
როდესაც სამსახურში წავიდა გზად საშინელების მომსწრე გახდა.. ათი მანქანის ავარია, უამრავი სასწრაფო და პატრული.. არც კი დაფიქრებულა ისე წავიდა მათ დასახმარებლად.. მოვალეოვა იხმობდა.. მანქანებს ჩამოურბინა.. უამრავუ დაზარალებული გასინჯა.. ფლომასტერით ხელზე პულისის სიხშირეს უწერდა, ზოგიერთს სისხლის ჯგუფსაც.. ოცდაათი ადამიანი მაინც დაშავებულიყო, ზოგი მძიმედ, ზოგიც მსუბუქად.. სასწრაფოში ექიმებისგან საჭირო ნივთები ითხოვა და დაშავებულების პირველად დახმარებას მიჰყვა.. კიდევ ერთი მანქანისკენ წავიდა და გაშეშდა, იქ ტატო ნახა.. ბიჭი უგონოდ იყო, თავი გატეხილი ჰქონდა და სისხლი სდიოდა, ერთი შეხედვით არაფერი იყო, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ შინაგანი სისხლდენა იყო.. დრო არ იცდიდა, სასწრაფოდ უნდა ემოქმედა.. თავისუფალი სასწრაფოს მანქანა ვეღარ იპოვა, ვიღაცის დახმარებით მანქანიდან გადმოიყვანა და საკუთარ მანქანაში ჩასვა და სწრაფად წაიყვანა.. გზად მისი ხელი ეკავა და ცდილობდა პულსაცია გაეზომა.. ნერვიულობდა, არც კი იცის რატომ, მაგრამ იცოდა, რომ არ უნდა დაეკარგა, ვერ დაკარგავდა.. წუთებში გაჩნდა კლინიკაში, საკაცე მოითხოვა და ტატო შეიყვანეს.. ქირურგები დაკავებულები იყვნენ, ავარიის გამო ყველა ოპერაციაზე იყო.. თავისუფალი საოპერაციოც კი არ იყო.. რომეღაც პალატაში შეიყვანა და ექთნრბს ოპერაციისთვის საჭირო ნივთები შეატანინა... ეს არ იყო მისი პირველი ოპერაცია, საფრანგეთშიც ჩაუტარებია ერთი-ორი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ღელავდა.. ვარაუდობდა, რომ ღვიძლი იყო.. სპეციალური აპარატებით გასინჯა და დარწმუნდა, რომ პრობლემა მართლაც ღვიძლზე იყო.. ექთნებს სთხოვა ნაცნობებისთვის დაერეკათ, მაგრამ ვერ დაუკავშირდნენ.. სხვა გზა არ ჰქონდა, დრო არ იცდიდა, ოპერაცია უნდა დაეწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავდა პაციენტს.. ამიტომაც გარისკა და ოპერაცია დაიწყო.. ღვიძლის მიმდებარე არე გაჭრა, ამოასუფთავა სისხლისგან და ის ადგილიც დაამუშავა, საიდანაც სისხლი გამოსდიოდა, საბოლოოდ გაკერა და ძალაგამოცლილი ჩაეშვა სავარძელში.. ნარკოზიდან ჯერ ვერ გამოვიდოდა, ამიტომ შეეძლო სხვა საქმეებისთვისაც მიეხედა..

.......
თვალები ძლივს-ძლივობით გაახილა და ძილ-ბურანისგან თავი დაიხსნა.. ჯერ კიდევ გაბრუებული იყო, ვერ გაეგო სად იყო.. თვალი მოავლო თეთრ კედლებს, შეისუნთქა წამლების სუნიც და გონებაში ბოლოს მომხდარი ფაქტები გაიხსენა.. უთხრეს, რომ ემილის მშობიარობა დაეწყო და სასწრაფოდ წავიდა.. უცებ მკვეთრი შეჯახება მოხდა.. მის მანქანას უკნიდან დაეჯახნენ, თვითონაც ვერ მოზომა, მოსრიალდა და წინა მანქანას შეასკდა.. მერე იყო გაბმული წუილი და სრული წყვდიადი.. ახლა კი, როდესაც თვალი გაახილა და თავის წამოწევა სცადა ელენე შენიშნა.. გაიფიქრა, რომ ამ ქვეყანას აღარ იყო, მაგრამ არა, საშინლად სტკიოდა ყველაფერი..
- არ ადგე - ხელი შეაშველა ელენემ.. ეუცხოვა ელენეს თეთრ ხალათში დანახვა.. - შენთვის ადგომა არ შეიძლება, მძიმე ოპერაცია გადაიტანე - განაგრძობდა გოგონა.
- არის ჩემთან ვინმე? - იკითხა გაბრუებულმა
- სამწუხაროდ თქვენს ახლობლებს ვერ დავუკავშირდი, ვერც თქვენს მეუღლეს და საერთოდ არავინ გვიპასუხა,.. - ჩაილაპარაკა მან..
- მეუღლე არ მყავს.. ჯანდაბა, ემილის მშობიარობა დაეწყო, იქ უნდა მივსულიყავი, ლაზარეც მათთანა.. უნდა წავიდე.. - ისევ ადგომას ეცადა..
- მშვიდად, დაწექი, თორემ დამამშვიდებელს გაგიკეთებ და დაგაძინებ.. რომელ კლინიკაშია ემილი და თუ არა მეუღლე, ვინაა? მე თავად მივაკითხავ და გავაგებინებ.. შენი მდგომარეობა არც ისე მარტივია, ასე უბრალოდ ვერ ადგები..
ელენემ იმდენი მოახერხა, რომ მაინც დაუკავშირდა ყველას.. მეორე დილით ტატოსთან სტუმრები დახვდნენ.. ყველა განიცდიდა ტატოს ამბავს.. ლაარე გვერდით ეწვა და სახეზე ეფერებოდა... ტატო ერთ კვირაზე მეტ ხანს უნდა დარჩენილიყო საავადმყოფოში.. შემდეგ დღეს ელენე ვეღარ ნახა..
- ელენე სადაა - ჰკითხა შემოსულ ექთანს..
- დღეს არაა მისი მორიგეობა - გაუღიმა მან.. - მოგწონთ არა? თვალებში გეტყობა რომ მოგწონთ.. ისე, რომ იცოდე, მისი დამსახურებაა, რომ სუნთქავ.. არც კი ჰქონდა უფლება, მაგრამ ოპერაცია მან გაგიკეთა.. ნათესავების ნებართვაც კი არ ჰქონია, მაგრამ გარისკა.. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა და საყვედური არ მისცეს.. - თავი გაიქნია და ოთახიდან გავიდა.. ესიამოვნა ექთნის ნათქვამი.. იგრძნო, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი იყო.. სიამოვნებდა მისი ყურადღება, ძალიან... მეორე დღეს მოვიდა ელენე.. მთელი ერთი კვირა ელენე მეთვალყურეობდა მას.. ნელ-ნელა მოიცვა მან ტატოს არსება და გული სიცოცხლით აუვსო..
გაწერეს ტატო, მაგრამ ხშირად სტუმრობდა იმავე კლინიკას.. ელენეს ვერ შორდებოდა, ამიტომ ხან რას აიტკივებდა და ხან რას.. ერთ დღესაც ისევ მიაკითხა ელენეს..
- ახლა რა ხდება, ხელი გაიჭერი, ცხვირიდან სისხლი წამოგივიდა თუ ისევ ფეხი იღრძე? - სიცილით ჰკითხა ელენემ..
- სიმართლე გითხრა, ახლა მაინტერესებს დალევ თუ არა ჩემთან ერთად ყავას..- მხრები აიჩეჩა ტატომ და თმაზე ხელი სასაცილოდ გადაისვა.. შეამჩნია, რომ ელენე რაღაცნაირად უყურებდა, ისე, როგორც თვითონ და ესიამოვნა..
- რა თქმა უნდა - გაუღიმა გოგონამ და გაჰყვა..
დღეები ასე გადიოდა, ელენე და ტატო ბევრ დროს ატარებდნენ ერთად და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს.. ხან სად მიდიოდნენ და ხან სად.. მიუხედავად ელენეს დაძაბული გრაფიკისა, მაინც ახერხებდა და ყურადღებას აქცევდა ტატოს..

ორი თვე გავიდა და უკვე თავდავიწყებით იყვნენ ერთმანეთზე შეყვარებულები, თუმცა არ უტყდებოდნენ.. ერთმანეთისთვის არც კი ეკოცნათ.. ელენეს მთელი ოჯახი გააცნო.. ერთ საღამოს კი სასეირნოდ წავიდნენ.. მიდიოდნენ ხმაურიან ქუჩებში, მაგრამ მხოლოდ ერთმანეთის გულისცემა ესმოდათ.. ხმას არ იღებდნენ.. უცებ ტატო შეჩერდა, ელენეს ხელი ჩასჭიდა და მისკენ მიიზიდა..
- ასე აღარ შემიძლია - ჩაიჩურჩულა ტატომ
- როგორ - მაცდურად გაუღიმა გოგონამ..
- ასე, შენთან ასე ახლოს და თან შორს.. როცა შენთან ვარ ყველაფერი ფერადია, ჩემს ყველა უჯრედს შენი შეხება სურს.. მინდა ჩაგეხუტო და ასე გავლიო მთელი ცხოვრება.. მინდა გეხებოდე, გკოცნიდე, გეფერებოდე.. შენი სურნელი მუდამ თან მდევს.. მიყვარხარ, ყველაზე გულწრფელად.. - ელენე დააბნია ამან, მაგრამ ზუსტად იცოდა რა პასუხი გაეცა.. ფეხისწვერებზე აიწია და მის ტუჩებს თავისი შეაგება.. ეს ყველაფერს ნიშნავდა მათთვის..

მათი შეყვარებულობიდან სამი თვე მაინც გავიდა.. ელენემ გადაწყვიტა, რომ ტატო მამასთვის გაეცნო.. ყველაფერი მოამზადა და მამიდაც დაპატიჟა.. ტატომაც ააკითხა.. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ კარზე ზარი გაისმა.. ელენეს თანამშრომელი იყო, რომელიც უაზრო გამოხტომებით ხშირად აწუხებდა.. ის პირდაპირ საქმეზე გადავიდა და ყველას მოახსენა, რომ ტატო ყოფილი ნარკომანი და პატიმარია, რომ შვილი ყოფილი საცოლის დისგან ჰყავს.. ელენე იდგა და ცრემლებად იღვრებოდა.. ტატომ ვერ მოითმინა და იმ ბიჭს დაარტყა.. მერე კი ელენეს მიუბრუნდა
- მართალია, მე ციხეშიც ვიჯექი და ნარკომანიც ვიყავი, მაგრამ არსებობს სხვა სიმართლეც, თუმცა მიუხედავად ამისა, ის მართალია, შენ ყველაზე სუფთა და კარგი ადამიანი ხარ, შენ ჩემზე უკეთესს იმსახურებ.. მე არ მაქვს უფლება შენნაირ უმწიკლო ადამიანთან ვიყო.. მინდა კარგად იყო, ბედნიერი იყო და თუ ამისთვის უნდა წავიდე, მზად ვარ.. - შებრუნდა და წავიდა ისე, რომ.სიტყვია თქმა არავის აცალა

ერთი თვე გავიდა მათი დაშორებიდან.. ორივე საშინლად გრძნობდა თავს.. ტატო ფიქრობდა, რომ უფლება არ ჰქონდა ელენე გაესვარა, რომ არ უნდა შეხებოდა თავისი ჭუჭყიანი ხელებით.. ელენეს არ სჯეროდა, რომ ტატოს ასეთი სიბინძურეების ჩადენა შეეძლო.. მაგრამ ტატო არ ჩანდა, ეს კი გულს საშინლად სტკენდა.. არავინ იცოდა სად იყო და რას აკეთებდა.. ბატონმა ლევანმა დიდ ხანს უყურა შვილის უბედურებას, მერე ჩასჭიდა ხელი და წინ დაისვა
-ელი, მამა.. შენ ხომ იცი როგორ მიყვარხარ და როგორ მინდა, რომ კარგად იყო.. შენგარდა არავინ მყავს მამა.. რომ გიყურებ, ვხვდები, როგორ გიჭირს.. უნდა დაელაპარაკო, წარსული წარსულია, მთავარი მომავალია.. შენ სიმართლის ერთი ნაწილი გაიგე, იქნებ ყველაზე დიდ სიმართლეს მეორე ნაწილი ინახავს მამა.. შენ ჭკვიანი გოგო ხარ შვილო.. ისიც ვიცი,რომ ახლა ძალიან ხარ არეული, მაგრამ მე დავინახრ, როგორ გიყურებდა, გავიგე, როგორ გესაუბრებოდა და მჯერა, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, მას რაიმე გასამართლებელი საბუთი ექნება.. ან თუნდაც არ ჰქონდეს შვილო, წარსული წარსულია.. მთავარი კი მომავალია..
ელენე ამაზე ფიქრობდა და წამით-წამ მის ჭეშმარიტებაზეც ფიქრობდა.. არ იცოდა სად იყო ტატო.. ბევრი ეძება და მის მეგობარს, მათეს ჰკითხა.. მანაც სავარაუდო ადგილსამყოფელი აცნობა და მისამართიც მისცა.. შორეული სვანეთის გზას დაადგა გოგონა.. რამდენიმე საათიანი დამღლელი გზის შემდეგ მიადგა მის სახლს.. ფრთხილად შეიპარა და იქვე ფიქრებად ქცეულ ტატოს მოჟრა თვალი.. ბიჭი სკამზე იჯდა, ხელები.თავზე შემოეწყო და მხოლოდ მისი სუნთქვა ესმოდა.. ნელ-ნელა მიუაცლოვდა და ხელი მხარზე შეახო.. მაშინვე იგრძნო, როგორ დაეჭიმა ბიჭს სხეული.. ტატომ ნელა გამოხედა და როცა დარწმუნდა, რომ მართლა მონატრებული ადამიანი იყო, წამოხტა და გულზე მიიკრა..
- მე არ მაინტერესებს რა იყო წარსულში.. შენი მჯერა და ვიცი, რომ შენ ცუდი არ ხარ, რომ არის კიდევ რაღაც, რაც არ ვიცი.. სულ ერთია რა როგორ იყო.. მე ძალიან მიყვარხარ.. უზომოდ.. შენი არსებობით ვარსებობ - ჩაიბუტბუტა ელენემ..
- შენ, შენ ყველაზე კარგი ხარ.. არ მეთმობი ელე, მინდა სულ გვერდით მყავდე.. - უთხრა და მის ბაგეებს დასწვდა.. ელენეც აჰყვა კოცნაში.. ცოტა ხანში კოცნა გააღრმავეს, ყველაფერი დაივიწყეს და მთლად მიენდნენ გრძნობას..

დილით ელენეს ტატოს მკერდე გაეღვიძა.. წამსაც არ ნანობდა გასული საღამოდან.. აიწია და ტუჩებზე აკოცა საყვარელ კაცს, შემდეგ ადგომას ეცადა, როდესაც ტატომ ხელით მიითრია და მის ქვეშ მოიქცია..
- ვერ გამეპარები - უთხრა და ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა.. მერე წამოდგა და ისიც წამოაყენა.. ახლა ჩათვალა შესაბამის დროდ და ელეს უველაფერს მოუყვა წარსულზე..
- მე ვიცოდი, რომ შენ სხვების გრძნობებით თამაში არ შეგეძლო - უთხრა ელენემ, აკოცა და ისევ წასვლა სცადა, ისევ უშედეგოდ..
- მე არ დამიმთავრებია - გაუღიმა მან.. - მინდა ცოლად გამომყვე.. დღესვე, აი თუნდაც ახლავე
- ახლავე?
- კი, ადექი - ააყენა და მოამზადა.. საკუთარი ხელით ჩააცვა ლამაზი კაბა, დავარცხნა თმა და ამის შემდეგ თვითონაც მოწესრიგდა . მეზობელ მღვდელთან მივიდა და სთხოვა ჯვარი დაეწერა..
- ჯვრისწერა რომ გადაწყვიტე, არ მეკითხები თანახმა ვარ თუ არა - წარბი აზიდა ელენემ
- რა, არ ხარ თანახმა? - დასერიოზულდა ბიჭი
-თანახმა ვარ, რა თქმა უნდა.. - გაუღიმა გოგონამ..
....

- ტატო, გაიღვიძე, მგონი დამეწყო, მშობიარობა დამეწყო - ყვიროდა ელენე და ტატოს ანჯღრევდა..
- აუ ჯერ გათენდეს რა, ძალიან გთხოვ.. ცოტას ვერ დაიცდი - მძინარე ტატომ გაუაზრებლად ჰკითხა... ელენეს სიცილი უნდოდა მაგრამ ტკივილი არ აძლებდა ამის საშუალებას ..
- მე მოვიცდი, ბავშვი არა - ბავშვის ხსენებაზე ტატო დენდარტყმულივით წამოვარდა.. ელვის სისწრაფით დაავლო ყველაფერს ხელი და სამშობიაროში წაიყვანა.. რამდენიმე საათი იბოდიალა დერეფანში.. მერე ექიმს სთხოვა და მშობიარობაზე შევიდა.. სამჯერ გახდა მოსატრიალებელი ტატო.. ბოლოს ექიმმა გააგდო გარეთ..
გილოცავთ, გოგო შეგეძინათ - ახარა ექიმმა ტატოს და ბავშვის ნახვია უფლებაც მისცა.. მალე ნახა ბავშვი და ელენესთან შევიდა.. მისუატებული იწვა საწოლზე და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.. ულამაზესი იყო და გულს ბედნიერებით უვსრბდა...
- შენი არსებობით ვარსებობ - უთხრა ტატომ და ტუჩებზე დაეწაფა მეუღლეს...

........


*****
ესეც ტატოს ისტორია, პატარაა, მაგრამ ვცადე, რომ გრძნობები კარგად გადმომეცა, იმედია გამომივიდა და მოგეწონათ, ველოდები თქვენს აზრებს..



№1 სტუმარი nino k.d..

kargi iyo magram bolos lazare damakldaaa

 


№2  offline წევრი Smiling girl

momewona magram tako?

 


ვაიმე რა კარგი იყო როგორ არ მინსოდა მისტერ უჟმურის დამთავრება ამან კი გამახარა ძალიან მომეწონაა მადლობაა
--------------------
romantikosi mwerali

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ რა მაგარი იყოოოოო... მართლა ძალიან კარგი იყო და ძალიან მომეწონაა

 


№5  offline მოდერი tsn

Smiling girl
momewona magram tako?

თაკოზე წინა ისტორიაში დავწერე

nino k.d..
kargi iyo magram bolos lazare damakldaaa

მიხარია, რომ მოგეწონა, ლაზარეზე ბოდიში ♥♥♥

lann❤
ვაიმე რა კარგი იყო როგორ არ მინსოდა მისტერ უჟმურის დამთავრება ამან კი გამახარა ძალიან მომეწონაა მადლობაა

მიხარია, რომ გაგახარე ♥♥

ანი ანი
აუ რა მაგარი იყოოოოო... მართლა ძალიან კარგი იყო და ძალიან მომეწონაა

გმადლობ ♥♥♥♥

 


№6  offline წევრი natia-natia

აი ძაან მაგარი იყო

 


№7  offline მოდერი tsn

natia-natia
აი ძაან მაგარი იყო

გმადლობ ♥♥

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

Esec rogori tbili gamovida. Yochag. Momavali yvelafrus sawyisia.

 


№9  offline მოდერი tsn

terooo
Esec rogori tbili gamovida. Yochag. Momavali yvelafrus sawyisia.

მიხარია, რომ მოგეწონა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent