შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (8)


20-03-2016, 15:20
ავტორი natia_888
ნანახია 2 144

***
დაახლოებით საათნახევარი დაგვჭირდა კიდევ, რომ ყაზბეგში შევსულიყავით. ყაზბეგის შესასვლელიდან კი თხუთმეტი წუთის სავალში იყო სასტუმრო, რომელშიც დღევანდელ ღამეს გავათევდით და სადაც მომდევნო სამი დღის მანძილზე დავბინავდებოდით.
უკანასკნელი საათი სანდროსთან ერთად სასიამოვნოდ გავატარე. ვისაუბრეთ საყვარელ წიგნებზე, განვიხილეთ ჟანრი, რომლის ჩარჩოში მოქცეული ნებისმიერი ნაწარმოები, ფილმი თუ პროზა სიამოვნებას გვანიჭებდა. ვისაუბრეთ ფილმებზე, ლექსებზე....
ბევ რამეში დაემთხვა ჩვენი გემოვნება ერთმანეთს. მაგალითად, ორივე დრამატიზმით ვიყავით შებყრობილი, ორივეს გვიყვარდა ისტორიული ფილმები... ორივეს წაკითხული გვქონდა „სიამაყე და ცრულწმენა“ და ორივენი მოხიბლულნი ვიყავით მისით...
არც ახლად გადაღებული ინდური ფილმის „ძმები“, განხილვა დაგვიწყებია... თუმცა, როდესაც ამ ფილმის სიუჟეტის შესახებ ვთქვი, არ შეიძლება ძმამ ძმაზე ასე გამეტებით აღმართო ხელი, ეს დაუშვებელიათქო, სანდროს სახე მოექუფრა, ჯერ დადუმდა შემდეგ კი მხოლოდ ეს მიპასუხა: - ადამიანები ხშირად ვხდებით იძულებულნი ვაკეთოთ ის რაც დაუშვებელია, თან ისე, რომ ამის კეთება არ გვსურდეს... ეს, ცხოვრება გვხდის იძულებულსო. - აღარ შევდავებივარ, რადგან მისი გაბზარული ხმა გულამდე ჩამწვდა და მივხვდი, ხმის ამოღება არ ღირდა. ცოტახნის სიჩუმის შემდეგ ჩემს გვერდით მჯდომმა ღრმად ამოისუნთქა და მომღიმარი სახით უკანა სავარძელზე მოკალათებული ხაჭაპურისკენ მანიშნა. გემრიელად შევექეცით და უკანასკნელი ნაჭერიც რომ შევჭამეთ ასათიანმა მანქანა უზარმაზარი სასტუმროს წინ გააჩერა.
სასტუმრომ იმედები გამიცრუა. მე პატარა, საოჯახო ტიპის შენობას ველოდი, ეს კი აშკარად მაღალი სტანდარტების გახლდათ. მაშინვე მივხვდი, რეზოს და ნანის ხელი ერია.
ნიკამ მანქანიდან მთელი ბარგი ამოალაგა, ნაწილი წამოიღო, ნაწილი კი მანქანასთან დატოვა. მეც გამოვიჩინე ინიციატივა რამეს წამოვიღებთქო, მაგრამ არ დამანება.
შენობაში შესულთ უზარმაზარი ფოიე შემოგვეგება. მდიდრული ტყავის სავარძლებითა და უზარმაზარი ჭაღებით მორთული. სასტუმროს შუაგულში შადრევანი ცრემლებად იღვრებოდა. ისეთი გარემო იყო, ყოველგვარ დაქანცულობას წამში გავიწყებდა. სანამ მე სანახაობის მზერით ვტკბებოდი ჩვენთან ნიკა, ჩიქოვანები და აბრამიშვილები ასვეტილიყვნენ და სანდროს ელაპარაკებოდნენ. მათ დანახვაზე გამოვფხიზლდი და კამპანიას შევუერთდი.
- რა გაცვიათ ხალხნო? - როდესაც თეთრ ორი ზომით დიდ ხალათებსა და სანდლებში გამოწყობილი ხუთეული დავინახე, სიცილი ვეღარ შევიკავე. სანდროს გადავხედე და მივხვდი, ისიც ჩემ დღეში იყო.
- აუზში უნდა ვიცურაოთ კატ. - სიცილნარევი ხმით მიპასუხა სალომ და ჩემსკენ წამოვიდა. სალოს მაგრად ჩავეხუტე და შემდეგ დანარჩენებსაც გადავკოცნე.
- მიდით, თქვენც მოწესრიგდით და შემოგვიერთდით. - ნიკამ ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა.
- კი მარა ნიკუშ ბარგი კიდევ დაგვრჩა გარეთ.
- არ იდარდო კატ, მომსახურე დააბინავებს ჩვენს ოთახებში. ქალბატონო შენი ოთახი 332-ა, მესამე სართულზე. სანდრექს შენი კი კატოს პირდაპირაა. ლიფტი, აგერ ხელმარცხნივ. აუზი კი იმ კიბეს ხომ ხედავთ? - სანდრომ მარჯვენა მხარეს გვანიშნა ხელით, სადაც ერთი ადგილი მკაფიოდ განათებულიყო. - აი მანდ დაეშვებით და პირდაპირ კარს გააღებთ. ოთახი ორ ნაწილად იყოფა, ქალის და კაცის გასახდელებია გამიჯნული, გასახდელებიდან კი პირდაპირ აუზის დარბაზში ამოყობთ თავს.
- კარგი. - ასათიანმა ბარგი ფოიეშივე დატოვა და ჩემთან ერთად ლიფტს მიაშურა.
ლიფტი მთლიანად სარკეში იყო ჩასმული. საკუთარმა გამოსახულებამ შემაშინა. თმები გაწეწილი მქონდა, სახე კი დაღლილობისგან გაუგებრად დამანჭული. აი ჩემს გვერდით მდგომი ყმაწვილი კი, კვლავ სულის შემხუთველად სიმპატიური იგახლდათ. ჩვენს ოთახებთან რომ მივედით სანდრო მომიბრუნდა.
- მომზაებას რომ მორჩები დმიკაკუნე და ერთად ჩევიდეთ.
- კარგი. - თავი დავუქნიე და კარი გავაღე. შესვლა დავაპირე მაგრამ ასათიანმა კვლავ შემაჩერა.
- კატო.
- რაიყო. - მისკენ მივიხედე. სანდრო ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა. ხელი ნელა მომკიდა ხელზე, შუბლზე მაკოცა და მაშინ, როცა მთელი სხეულით გავინაბე ყურთან ხავერდოვანი ხმით ჩამჩურჩულა.
- მოსაცმელს არ დამიბრუნებ? თუ რათქმაუნდა მასთან ერთად დაძინება არ გსურს.
- იდიოტო. - საოცრად გავბრაზდი. არ ვიცი რაზე უფრო, მის რეპლიკაზე თუ იმაზე, რომ სხვა სიტყვების გაგონებას ველოდი.
ხელი გავუშვი, მაშივნე მოსაცმელი გავიხადე და სახეში ვესროლე.
- აიღე შენი მოსაცმელი, მე არაფერში მჭირდება.
- რავიცი, ცოტახნის წინ გამალებით იკრავდი გულში.
- იდიოოოტო. - წარმომიდგენია სახეზე როგორ წამოვწითლდი.
- ლამაზო.
- თავხედი.
- არა, თავხედიც ხარ, მაგრამ უფრო ლამაზი. - სანდრომ თვალი ჩამიკრა და ოთახის კარი მოხურა. კიდევ კარგი, რომ ჩემი გაღიმებული სახე ვერ დაინახა.
ზოგჯერ მაკას ფრთხილი ბუნება მხსნელად მევლინება ხოლმე. მას რომ არ დაეძალებინა, საცურაო კონსტიუმი ჩემ ჩემოდანში ნამდვილად არ აღმოჩნდებოდა.
ოთახში შესვლისთანავე სააბაზანოში შევედი და სახეზე ცივი წყალი შევისხი. შემდეგ ტანსაცმელი გავიხადე და საცურაოდ გამოვეწყვე. ფოსფორის ფერი კოსტიუმი ჩავიცვი. თუ გავითვალისწინებთ ჩემი კანის ბუნებრივად მუქ შეფერილობას, რომელსაც რუჯი ბრინჯაოსფერ, მბზინავ ეფექტს აძლევდა, ეს ფერი ყველაზე მეტად მეხამებოდა. თანაც ისედაც გამხდარ სხეულს კიდევ უფრო დახვეწილ ფორმას აძლევდა. თმები დავივარცხნე და გავიშალე, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ხელზე სამაჯურივით გავიკეთე თმის შესაკრავი, რადგან გრძელი თმა, როცა სველდება არც ისე კომფორტულია. მეც დანარჩენებივით სასაცილო ხალათში გამოვეწყე, ჩემი ფოსფორისფერი სანდლები ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. ჯერ გადავწყვიტე ასათიანს დავუკაკუნებთქო, მაგრამ მერე წეღანდელლი სიბრაზე გამახსენდა და ლიფტისკენ ავიღე გეზი. წუთი არ იყო გასული კარის გაღების ხმა მომესმა და ზურგს უკან ხავერდოვნად ჩამესმა:
- მატყუარა. - მისკენ მივბრუნდი, რათა გვარიანად გამომელანძღა, მაგრამ სანახაობამ გამაშეშა. ჩემს წინ აისვეტა ახალგაზრდა, წელს ზემოთ შიშველი ყმაწვილი, რომელსაც მხარზე თეთრი პირდახოცი ეფინა, ბრინჯაოსფერ სხეულზე კი კუბიკები გამომწვევად დასტყობოდა. კუნთები, რომლებიც მის ძლიერ მკლავებს უსვამდნენ ხაზს, ადგილზე მაშეშებდა და მეტყველების უნარსაც მართმევდა. ასათიანი მომიახლოვდა და ჩემგან ათი სანტიმეტრის დიამეტრში დადგა. - მატყუარა. - კიდევ გაგიმეორა, მე კი კვლავ ვდუმდი. ბოლოს, როგორც იქნა ვიპოვე ძალა საკუთარ თავში და მშვიდი ტონით ვუპასუხე.
- მატყუარა შენ ხარ.
- შენ კი 80 წლის მოხუცსავით გამოწყობილხარ. - ალმაცერად გამიღიმა.
- რატომ მაიძულებ ვერ გიტანდე? - სანდროს სხეულს თვალი მოვწყვიტე და მი ცისფერ თვალებს შევანათე ჩემი, ისედაც დაბნეული მზერა.
- შენ არ შეგიძლია ვერ მიტანდე. - ახლაგაზრდა ჩემსკენ დაიხარა და მისი ტუჩები ჩემს შუბლს სანამ შეეხებოდა მოხერხებულად დავიხიე უკან, სანდრო კი სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სანამ სანახაობით გართული გულიანად ვკისკისებდი, ასათიანმა ხელში წამიმიტაცა, მხარზე თითრი პირსახოცის გვერდით მიმიჩინაადგილი და ასე შემიყვანა ლიფტში.
- სანდრო ახლავე დამსვი!
- გაჩვენებ შენ როგორ უნდა სანდრო ასათიანის დაცინვა. - მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ წარმომედგინა რამდენად სიმპატიური იყო.
ლიფტი გაჩერდა, სანდრო კი არც კი ფიქრობდა ჩემს ძირს დასმას.
- სანდრო ცოცხალი ვერ გადამირჩები აქედან ასე თუ გამიყვან.
- ერთი ამას დამიხედეთ რამხელა გული აქვს. - გემრიელად გაიცინა. - ძალიან მაინტერესებს მაგ პატარა ხელებით როგორ გეგმავ ჩემს მოკვლას. - კიდევ ერთხელ გაიცინა და ლიფტის ღია კარში გავიდა.
- ვერ გიტან. - უძლური ხმით ვთქვი და თავზე კაპიუშონი წამოვიფარე.
გასახდელის კარამდე ასე მიმიყვანა, შემდეგ კი გაჩერდა, ადგილზე გაირინდა, თითქოს რაღაც დილემიდან გამოსავალს ეძებსო.
- ახალგაზრდავ, დამდეთ პატივი და დედამიწაზე დამაბრუნეთ. - მის წელს ხელები დავაბჯინე და წამოწევა ვცადე. სანდრომ პასუხიც კი არ გამცა ისე დამსვა ძირს და კედელს მიყუდებული კუთხეში მომიქცია. თავისი ძლიერი მკლავები აქეთ-იქიდან მიაყრდნო კედელს და თვალი თვალში გამიყარა.
- პატარა, ცელქო ქალბატონო - იდუმალი ხმითა და მზერით დაიწყო. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გამცინებოდა. - ახლა გაგიშვებ, მაგრამ იცოდე ჩემი შურისძიება ჯერ არ დამთავრებულა.
- რას მელაპარაკები? - გულიანად გადავიკისკისე და მის დაკუნთულ მკლავებს ქვემოდან გაძრომით დავაღწიე თავი. - ვიღაც კიდევ გააბითურეს. - ენა გამოვუყე და გასახდელში შევიმალე.
ხალათი უცებ გავიხადე, თმა გავისწორე და დარბაზს მივაშურე. სანდრო უკვე იქ დამხვდა. მის დანახვაზე გასაქცევად მოვემზადე, მაგრამ ასათიანი ადგილზე გაშეშებული მომშტერებოდა. ფეხის ფრცხილიდან თმის ღერამდე ამათვარიელა და ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემსკენ, თან თვალს არ მაშორებდა. მეც ნელა მივიწევდი უკან და ვგრძნობდი ბავშვები სუნთქვაშეკრული გვიყურებდნენ. უცებ სანდრო მოსწყდა ადგილს და სირბილით წამოვიდა ჩემსკენ. გაქცევა მოვასწარი, მაგრამ მალევე მის მკლავებში ამოვყე თავი.
- მიშველეეეეთ! - განწირული ხმით შევკივლე, პასუხად კი ბავშვების გულიანი სიცილი მივიღე.
- მე გაგაფრთხილე. - სანდრომ ფართოდ გამიღიმა, გულში ძლიერ მიმიკრა და აუზში ჩემთან ერთად ისკუპა.
თქვენთვის სიურპრიზი მაქვს.... ცურვა არ ვიცი.
აუზი ძალიან ღრმა აღმოჩნდა, ჩვენ კი ფსკერამდე ჩავყინთეთ. ასათიანს მთელი ძალით ვეკვროდი და სუნთქვაშეკრული მაღლა ამოყვინთვას ვცდილობდი. როგორც იქნა ზედაპირზე აღმოვჩნდი და როგორც კი სული მოვითქვი ბიჭებს შევძახე.
- ნიკააა, დათოოო... მიშველეეთ.
- კატ ასათიანი ამას არ იზამდა, რამე რომ არ დაგეშავებინა. - სიცილით მომაძახა ნიკამ.
- ასე ხო? - ცოფებს ვყრიდი და თან სანდროს მთელი ძალით ვებღაუჭებოდი. - ხმას აღარასდროს გაგცემთ. შენ კიდევ არ გაბედო და ხელი არ გამიშვა. - უკანასკნელი ასათიანს ვუთხარი.
- რაო რაო? - სანდრომ გულიანად გაიცინა. - წუთის წინ იდიოტს და თავხედს მეძახდი, ახლა კიდევ მთელი ძალით მეხუტები და მემუდარები ხელი არ გამიშვაო. ეს როგორ გავიგო ქალბატონო?
- არაფერსაც არ გემუდარები. - მისმა სიტყვებმა უფრო გამაწიწმატა. - სულაც არ მჭირდება შენი დახმარება, თავადაც მშვენივრად გავცურავ. ახლავე გამიშვი ხელი. - მკაცრი ტონით ვთქვი და პასუხად მიღებულმა სანდროს სიცილმა გამაკვირვა. - რა გაცინებს იდიოტო?
- მე საერთოდაც არ მაქვს ხელი მოკიდებული, თავად მებღაუჭები მთელი ძალით. - სახეზე სულმთლად წამოვწითლდი და გამწარებულმა, ასათიანს ხელი გავუშვი. მაშინვე ფართხალს მოვყევი და ჩაძირვა დავიწყე.
- სანდრო ცურვა არ ვიცი. - ძლივს ამივიგმინე და წყალში ჩავიძირე. ძლიერმა მკლავებმა ზედაპირზე დამაბრუნეს, უძიროდ ცისფერი თვალები კი შეშინებული მიყურებდნენ.
- თუ ცურვა არ იცი, რას მიშვებ ხელს გოგო? - ასათიანი მთლად წამოწითლებულიყო და შეშფოთებულიყო. - გადარეული ხარ კატო, ნამდვილი გადარეული. - სანდრომ ორივე ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა. - მეორედ აღარ გაბედო ასე მოქცევა! მეორედ აღარ გაბედო ასე ჩემი შეშინება. - შემდეგ თავი ხელებში მომიქცია, ჯერ შუბლზე დამეწაფა, მერე კი ტუჩებს წაეტანა, თუმცა საკუთარმა საქციელმავე დააფრთხო, ტუჩის მაგივრად ლოყას ემაბორა და ხელში აყვანილი ამომიყვანა აუზიდან.
- კვლავ ფრეა ბატონო სანდრო. - ეშმაკურად გავიღიმე.
- ვითომ რატომ?
- შენ დამასველე, მე კი შეგაშინე. ასე რომ ფრეა. - თვალი ჩამუკარი და ჩემთვის გამოწვდილი პირსახოცი გამოვართვი.


........................
აბა როგორ მოგწონთ? გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, მოლოდინები.... ძალიან მაინტერესებს რა მოგწონთ და რა არა, რომ შეცდომები გამოვასწორო <3 გელით ჩემო კარგებო <3 დიდი მადლობა თითოეული კომენტარისთვის <3



№1 სტუმარი darina

Uh kargi iyoooo, dzalian sayvarlebi arian eseni.

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargiaa gaagrdzeleee
--------------------
G.ke

 


№3  offline წევრი natia_888

მადლობაა <3

 


№4  offline წევრი Gone With Dreams

ვაიმეე,დავტკბი და დავდნი love ძალიან საყვარელი თავი იყო,შენ კიდე ჩემი ლამაზი და ნიჭიერი გოგო ხარ love love
პ.ს არ გაბედო და ცუდად არ დაამთავრო,კიდევ ერთხელ გაფრთხილებ :დ
--------------------
...

 


№5  offline წევრი natia_888

Gone With Dreams
ვაიმეე,დავტკბი და დავდნი love ძალიან საყვარელი თავი იყო,შენ კიდე ჩემი ლამაზი და ნიჭიერი გოგო ხარ love love
პ.ს არ გაბედო და ცუდად არ დაამთავრო,კიდევ ერთხელ გაფრთხილებ :დ


ჩემი დამდნარი და დამტკბარი <3 <3 ვეცდებიიი :დ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent