შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი სიყვარული ისტორიას დარჩება


20-03-2016, 19:32
ავტორი amanda surmanidze
ნანახია 2 596

ნაწილი:1
უკვე დღის 12 საათია, სახლში მარტო ვარ, საქმეც არაფერი მაქვს ამიტომაც გადავწყვიტე საოჯახო კინო-თეატრში შევსულიყავი და რომელიმე ფილმზე მეყურებინა. ჰო, სანამ ფილმის ყურებას დავიწყებდი ფორთოხლის კოქტეილი მოვიმზადე, შოკოლადებიც მოვიმარაგე და დავიწყე ფილმის ყურება. დაახლოებით 2საათისთვის ტელეფონმა დარეკა.
ტასო:ლუსი რას შვრები?..გოგო დღეს მაიას დაბადების დღეა და გოგოები სიურპრიზს ვუყწობთ, გვინდა შენც წამოხვიდე.
ლუსი:რავიცი კინოს ვუყურებდი მანამ დამირეკავდი. სახლში მარტო ვარ, საქმეც არაფერი მაქვს და როდისთვის შევხვდეთ?
ტასო:უი თუ მარტო ხარ ახლავე წამოდი ჩემთან, მარიაც მოვა და ცოტას წავიჭორავებთ.
ლუსი:კარგი მაშინ გადმოვალ 15 წუთში.
ტასო:კაი გელოდებით, ანუშკაც აქ არის
ლუსიმ მოსასხამი მოიცვა და წავიდა ტასოსთან, გზად ელიზა შეხვდა და ერთად გააგრძელეს გზა.
ელიზა:დღეს დიდი შეკრება გვაქვს, დილით მეც დამირეკეს რაღაც საჩუქრის გაკეთება უნდათ მაიასთვის და გოგოები ტასოსთან ვიკრიბებითო.
ლუსი:ხო, მეც მარტო ვიყავი და სახლში რა მეკეთებინა, ავდექი და წამოვედი იქნებ კარგად გავხვდე.
ელიზა:გოგო ხო მართლა, რა ხდება შენსა და ლუკას შორის?
ლუსი:რას მეკითხები?! რა უნდა ხდებოდეს?!
ელიზა:სკოლაში ამბობენ ლუკას ლუსია უყვარსო, ვიფიქრე ერთად იყავით.
ლუსი:არა რა სისულელეა.
ტასო:როგორც იქნა მოაღწიეთ ჩვენამდე ქალბატონებო, როგორც ჩანს გზაშიც არ დაგიკარგავთ დრო. (გოგოები ჩაიცინებენ)
ანუშკა:შემოდით, მე ყავას მოვადუღებ.
მარია:აუ გოგოებო, გუშინ ფაისბუქი ამიფეთქეს, იმდენი ვიღაცა მეკითხებოდა ლუსის და ლუკას ამბავს. რა სულელები არიან, ოღონდ საჭორაო მიეცეთ რა.
ლუსი:აუ კარგით რაა ...რადროს ლუკაა ერთი, უბერავთ მაგარს.
ტასო:კაი გოგოებო თითქმის ყველაფერი მოვამზადე მე, ეხლა საჩუქრის შეფუთვის დროა, ხო, ამასთანავე...ბიჭები წაგვიყვანენ თავიანთი მანქანებით.
ლუსი:დღეს და ხვალ ისედაც მარტო უნდა ვყოფილიყავი სახლში ამიტომ ბოლომდე თქვენთან ვარ.
ანუშკა:კაი ახლა საჩუქარი შევფუთოთ, დრო ისედაც ცოტა გვაქვს და მოწესრიგება ხომ გვინდა საღამოს 10 საათამდე გვაქ დრო.
გოგოებმა საჩუქარიც მოამზადეს და თვითონაც მზად არიან თითქმის, ბიჭების მოსვლას ელოდებიან ამასობაში ცოტაც წაუჭორავეს, ლუკას და ლუსის ამბავზე. ეს კიდევ არაფერი, ყველაფერი ახლა იწყება.
მაიას დღეობაზე ყველა კარგად ერთობოდა ლუსის გარდა, ის იჯდა თავისთვის კუთხეში და წითელ ღვინოს მიირთმევდა. მას ირაკლი მიუახლოვდა.
იკა:რას შვრები ლამაზო?
ლუსი:ვერ ხედავ?
იკა:კარგი რაა, რა მოგივიდა?! ცოტათი გამხიარულდი.
ლუსი:თავი დამანებე რაა....
იკა:წამოდი გინდა ვიცეკვოთ?
ლუსი:გითხარი თავი დამანებე-მეთქი.
იკა:უარს არ ვარ მიჩვეული პრინცესა, ამიტომ ეხლა ჩვენ ორნი მშვიდად და წყნარად წავალთ აქედან.(ლუსის ხელს მაგრად ჩასჭიდებს)
ლუსი:ხელი გამიშვი იდიოტო, არსადაც არ წამოვალ, დაახვიე აქედან.
ნიკო:ოეე, შენ ჩემი ძმა, გოგოს არ სიამოვნებს ასე რომ ექცევიან, ხოდა შეეშვი და წამოდი ერთი იქით ბიჭებს რაღაც საქმე გვაქვს შენთან.
ტასო:ლუსი რაამბავია?...რატომ ხარ აქ, წამოდი წავიდეთ აქედან..შენ კიდე იკა, აუტანელი და მდაბიო ტიპი ხარ.
ლუსი:აუ სახლში უნდა წავიდე.
ანუშკა:აუუ რატომ? ჯერ არც დაგვიწყია გართობა ნორმალურად.
ლუსი:ჯერ არც დაგვიწყია გართობა ნორმალურად? და შენ ამ ყველაფერს საერთოდ გართობას ეძახი?...გვერდით გაიხედე რახება..ვინ ვის ზასავს ვერავინ ხვდება. ამაზრზენობაა..აქ დარჩენა არ მინდა.
ტასო:კარგი დამშვიდდი, ცოტახანი ვიყოთ და მერე წავიდეთ რაა...გთხოვ ჩემი ხათრით.
ლუსი:არა, ახლავე მინდა აქედან წასვლა.
ლუკა:კაი, მე წავიყვან თქვენ დარჩით თუ არ გინდათ წამოსვლა.
ელიზა:აიი ეს მესმის (ჩაიცინებს)
ტასო:კაი, ლუსს მაშინ ლუკა წაგიყვანს კარგი?
ლუსი:არა მარტო წავალ, ასე მირჩევნია.
ლუკა:მარტო არ გაგიშვებ.
ელიზა:კაი ახლა ლუსი, ნუ გაჯიუტდები, ჩვენ ყველას აქ ყოფნა გვინდა, წაგიყვანოს ლუკამ ასე აჯობებს.
ანუშკა:ჰო გაყევი ძვირფასო. სახლში რომ მიხვალ დაგვირეკე კარგი?
ტასო:თან ღამეა და მარტო არსად გაგიშვებთ.
ლუსი:რომელიმე თქვენგანმა რო გამომყვეს არაა?
ანუშკა:აუუ კარგიი რაა, მაშინ იყავიი ცოტახანი და ერთად წავიდეთ (წუწუნით უპასუხებს ლუსის)
ლუსი:არა, აქ დარჩენას ლუკასთანერთად წასვლა მირჩევნია.
ტასო:ხო და წადი, დილით ჩვენც მოგაკითხავთ სახლში.
ლუკა:წავედით?
ლუსი:წავედით.(ამოისუნთქავს და შეკრილ წრეს გახსნის რადგან წვეულება დატოვოს, ლუკაც უკან გაჰყვება)
ლუკა:შენი არ ვიცი მაგრამ მე საერთოდ არ მინდოდა ამ წვეულებაზე წამოსვლა, უბრალოდ ძმაკაცებმა მთხოვეს და არ გავუტეხე რაა...
ლუსი:მეც მასე, უბრალოდ სახლში მარტო ვიყავიი და რა მეკეთებინა, თანაც რა ჯობია დაქალებთან ერთად გართობას, თუმცა მე ასეთი გართობა არც კი მდომებია.(ორივე ჩაიცინებს)
ლუკა:სად წავიდეთ?
ლუსი:რასქვია სად წავიდეთ? რათქმაუნდა სახლში მინდა ყოფნა.
ლუკა:კარგი გასაგებია, ახლაც მარტო უნდა იყო სახლში?
ლუსი:და შენ რაა რომ?
ლუკა:არაფერი ისე უბრალოდ, არ გეშინია?
ლუსი:სულაც არა.
ლუკა:კარგი. გინდა ხვალ გამოგივლი და სკოლაში წაგიყვან, უფრო სწორად ერთად წავალთ.
ლუსი:არაა, მეგობრებთან ერთად წავალ.
ლუკა:კაი მაშინ მე არ მოვალ სკოლაში.
ლუსი:ვერ გავიგე...
ლუკა:შენსგამო უნდა წამოვსულიყავი, რომ მიმეყვანე სკოლაში და თან ცოტას ვისაუბრებდით.
ლუსი:შენ რაა...სკოლაში ჩემსგამო დადიხარ?
ლუკა:შენს დასანახად, ეგრე გამოდის რაა, აბა რა უნდა ვაკეთო სკოლაში მეთორმეტე კლასელმა.
ლუსი:ვერ გამიგია რატომ იქცევი ასე.
ლუკა:დრო გაგაგებინებს საყვარელო.
ლუსი:კარგი უნდა შევიდე სახლში. გმადლობ რომ მომიყვანე.
ლუკა:მიხარია ეს მცირედიც რომ შევძელი შენთვის. ხო, ხვალ გამოგიარო?
ლუსი:არა, ნუ შეწუხდები, ხომ გითხარი მეგობრებთან ერთად წავალ თქო.
ლუკა:კარგი მაშინ იქ გნახავ.
ლუსი:როგორც გინდა.

მეორე დღეს
უკვე დილის 8საათია, ლუსის ბიდულნიკმა დარეკა, ლუსის უჭირს გაღვიძება მაგრამ სხვა გზა არაქვს სკოლაში უნდა წავიდეს. ნუ როგორც ყოველთვის, დღესაც ჩვეულებრივად მოემზადა და სკოლაში წავიდა ანუშკასთან და ტასოსთან ერთად.
ტასო:აუუ იცი ლუუს გუშინ რამაგარი იყო?! აიი ვაბშე მაგრად გავერთეთ (გაბრწყინებული საუბრობდა)
ლუსი:ვიცი იქაური გართობა, მაგიტომაც წამოვედი.
ანუშკა:აუ კარგი რაა, ნუ ხარ მუდო ტიპი ეე, მერე ელიზამ ვიღაც ბიჭი იშოვა მთელი საღამო ეცეკვებოდა..მოიცა რაერქვაა...
ტასო:კაი ჰოო, თქვენ რა ქენით? რატო არ დაგვირეკე?
ანუშკა:ხო მართლა, მოგიყვანა მშვიდობით სახლში? (ჩაიცინა)
ლუსი:კი, კი...მეტიც მთხოვა რომ დღეს ერთად წავსულიყავით სკოლაში.
ტასო:მერე შენ?
ლუსი:რა მე? ვერ ხედავ ეხლა ვისთანერთად მივდივარ სკოლაში?
ანუშკა:აუ რა სულელიხარ რაა...
ლუსი:გოგოებო მორჩით სისულელეებს.
ელიზა:როგორ ხართ გოგოებო?
ტასო:ვაა ელიზაა..გუშინ ისეთ დღეში იყავიი დღეს თუ სკოლაში იქნებოდი საერთოდ არ გვეგონა(გოგოები ჩაიცინებენ)
ელიზა:აუ კაი ხო, რას მეღადავებით ერთი..
მარიამი:გოგოებო დღეს კაფეში არ წავიდეთ?
ტასო:აუუ კიი.
ანუშკა:მე არ მცალია. კაი ზარი დაირეკა კლასში შევიდეთ და იქ ვიჭორავოთ. ქართული გვაქვს მაინც.
როდესაც მასწავლებელი გაკვეთილს ხსნიდა, კარი ალექსმა შეაღო და ითხოვა რომ ლუსი გასულიყო გარეთ. მასწავლებელი უარზე იყო მაგრამ შემდეგ მაინც დათანხმდა.
ლუსი:რა ხდება? ხო მშვიდობაა?!
ალექს:კი, უბრალოდ ლუკას შენი ნახვა უნდა რაა..
ლუსი: და მაგისთვის დასვენება არ არსებობს?
სანდრო:აუუ კაი ჰოო, რაიყო.
ლუკა:ბიჭებო ერთიწუთით გვადროვეთ რა.
სანდრო:კი ძმა.
ლუსი:აბა რა ხდება?
ლუკა:არაფერი შენი ნახვა მინდოდა..რაღაც მინდა გთხოვო.
ლუსი:გისმენ.
ლუკა:სკოლის მერე რაღაც მინდა გაჩვენო და გამომყვები?
ლუსი:სად?
ლუკა:ოო მაგას ჩემთვის დავიტოვებ.
ლუსი:არა არ მცალია.
ლუკა:ძალიან რო გთხოვო?
ლუსი:არ ვიცი.
ლუკა:მოიფიქრე და დაგირეკავ კარგი?
ლუსი:ჩემი ნომერი?
ლუკა:ეგ რა პრობლემაა, ზეპირადაც კი ვიცი (ჩაიცინებს)
ლუსი:ჰმ, კარგი.(ლუსი კლასში შებრუნებას დააპირებს მაგრამ ზარი დაირეკება და მეგობრებს გარეთ დაელოდება)
ტასო:ჰეე, რაოო რაუნდოდა?
ლუსი:არაფერი ისეთი, რაღაც მინდა გაჩვენო და სკოლის მერე გამომყევიო.
ანუშკა:მერე?
ლუსი:არვიცი თუ წავყვები.
ელიზა:აუუ რადებილი ხარ რასქვია არ იცი უნდა წაყვე.
ტასო:ხო, უნდა გაყვე, ლუკა კაი ბიჭია და მის გვერდით საფრთხე არ გემუქრება.
ლუსი:უჰ,კაი ერთი.
ანუშკა:რაგინდა დაო, როგორც ვიცით ბიჭს გრძნობა აქვს შენს მიმართ.
ლუსი:სულაც არ მაინტერესებს (ჯიუტად იტყვის)
ელიზა:კაი ჰო, კი ნუ ჯიუტობ ეხლა.
ტასო:აუ სახლში მინდა, წამოდით ყავა დავლიოთ რაა..
ანუშკა:აუ წამოდიი ერთი აქ ტყუილად არაფერს ვაკეთებთ.
ელიზა:გაკვეთილები?
ანუშკა:მერე გავიგებთ რაა, ლიკა გვეტყვის.
ლუსი:კაი, ყავა გაასწორებდა.
გოგოები წავლენ ტასოსთან, ცოტას წაიჭორავებენ, ყავასაც დალევენ, ნუ ჩვეულებრივად როგორც ხდება ხოლმე. 2 საათზე ლუსის ლუკა დაურეკავს.
ლუსი:გისმენთ.
ლუკა:ლუსი, ლუკა ვარ..რა გადაწყვიტე გამომყვები?
ლუსი:აუ ნორმალურად არც მიფიქრია მაგაზე..და მაინც რა უნდა მაჩვენო ისეთი?
ლუკა:აუუ, ეგ ჩემი საქმეა. მოდიხარ თუ არა?
ლუსი:არა.
ლუკა:გთხოვ.
ლუსი:არა, შენთვის არ მცალია.
ლუკა:კაი მაშინ მასე იყოს.
ლუსი გაუთიშავს და განაგრძობს გოგოების მოსმენას.
ტასო:ხოდა გოგო მერე წავედით მაიასთან. მაიას მაგარი ჯიგარი დედა ჰყავს.
ანუშკა:ხო ძალიან საყვარელია.
ტასო:ლუსი რაო ლუკამ?
ლუსი:არაფერი, თუ წამოხვალო და არა მეთქი.
ელიზა:გაყოლოდი გოგო.
ლუსი:აუუ არა, რატომ უნდა გავყვე არ მანაღვლებს რა უნდა ეჩვენებინა... კაი მე უნდა წავიდე თორემ მერე უფრო დამეზარება წასვლა, თან სახლში რაღაც საქმე მაქვს.
ელიზა:დამელოდე მეც მოვდივარ.
ანუშკა:გაგაცილებთ.
გოგონები სახლში წამოვლენ, ლუსის ისევ მარტო უწევს ამ ღამის გათევაც, თან არუნდა რომ მარტო დარჩეს სახლში, თან კიდე უნდა..მოკლედ ვერ გადაუწყვეტია სთხოვოს თუ არა ელიზას რომ დარჩეს მასთან. ამ ფიქრში ლუსი შეატყობს რომ სახლს მიუახლოვდა და თანაც ელიზა მის გვერდით აღარ იყო, ერთიც გაუკვირდა სად წავიდა ელიზა თუმცა მერე მიხვდა რომ ისინი გზად ისე მოდიოდნენ ლუსი ფიქრებმა გაიტაცა ამიტომაც არ უსაუბრიათ გზად მიმავლებს. ლუსი კარს გააღებს და სახლში შევა, ამ დროს სახლის ტელეფონი დარეკავს.
ლუსი:დიახ, გისმენთ.
ტასო:ლუუს, გინდა საღამოს შენთან გადმოვალ და დავრჩები.
ლუსი:აუ კარგი იქნება, კატოსაც დავურეკავ იქნებ მანაც მოახერხოს გადმოსვლა.
ტასო:კარგი.
ლუსი:კარგი, კარზე არიან და გავაღებ საყვარელო საღამოს გელოდები.
ტასო:კარგი ძვირფასო.
ლუსი კარს გააღებს და დიდი თაიგული დახვდება კართან, სახლში შემოტანას რომ დააპირებს ყვავილში შეამჩნევს წერილის სახით პატარა ფურცელს სადაც ეწერება ფრაზა: ,,ძალიან მინდოდა დღევანდელი დღე ერთად გაგვეტარებინა თუმცა შენ არ მოისურვე. ხვალ დილით გამოგივლი და სკოლაში მე წაგიყვან.’’
ლუსის ნერვები მოეშალა, ცოტა შიშმაც შეიპყრო თუმცა ყურადღება ყავის მოდუღებაზე გადაიტანა. ამ დროს კატოსაც დაურეკა და თხოვა რომ მასთან დარჩენილიყო ამ საღამოს, კატომაც დათანხმდა. გოგოები საღამოს ლუსისთან შეიკრიბნენ, ჩვეულებრივად გაატარეს ის საღამო, როგორც ყოველთვის: ფოტოები გადაიღეს, იჭორავეს, ყავა დალიეს და ასე შემდეგ.
კატო:გოგო ხო მართლა, ამას წინათ ალექსი მეუბნება რომ ლუკას ლუსის თავი უყვარსო. (ჩაიცინებს)
ლუსი:აუ შენ სალაპარაკო დაგელია ხომ? ყველაფერი თქვი და ეხლა ამ თემას მიადექი არა?
ტასო:გოგო ხო მართლა რა ხდება? ხო გეხმიანება ლუკა?
ლუსი:კიი, დღეს თაიგულიც გამომიგზავნა (უკმაყოფილოდ)
ტასო:ხო შევამჩნიე შემოსასვლელში, ძალიან ლამაზია.
ლუსი:ისე რა.
კატო:რა გჭირს გოგო რა უკმაყოფილო ხარ სულ.
ლუსი:მე უბრალოდ...არ მიფიქრია ლუკაზე ჯერ.
კატო:მერე რაა, იფიქრებ.
გოგოებს ჭორაობაში შემოათენდათ, ვეღარ დაიძინეს რადგან სკოლაში უნდა წასულიყვნენ. როდესაც კატო და ტასო გავიდნენ სახლიდან ლუსი ჯერ კიდევ ემზადებოდა 5 წუთით გვიან გამოვიდა სახლიდან. როცა კარი დაკეტა და წასასვლელად გამობრუნდა ლუკა დახვდა წინ.
ლუკა:როგორ ხარ?
ლუსი:შენ თავს არ დამანებებ ხომ?
ლუკა:როგორც ჩანს.
ლუსი:ჯობია შემეშვა.
ლუკა:და რატომ?
ლუსი:იმიტომ რომ არ მაინტერესებხარ და იმიტომ რომ ჩვენზე რაღაც ჭორებს ავრცელებენ.
ლუკა: და რაო?! რამე ცუდს ამბობენ?
ლუსი:ამბობენ რომ გიყვარვარ, რომ ერთად ვართ, სინამდვილეში არ არის ასე.
ლუკა:ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
ლუსი:ხოდა მეზიზღები.
ლუკა:კაი გამომყევი წაგიყვან სკოლაში თორემ დაგაგვიანდება.
ლუსი:არარი საჭირო თვითონ წავალ.
ლუკა:ისევ ჯიუტობ.
ლუსი:შემეშვი რაა.(ლუსი გზას განაგრძობს, ლუკა კი მანქანით გაჰყვება უკან)
ლუკა:ბოლოსდაბოლოს გამომყევი მიგიყვან სკოლაში თორემ ათი გაგიხდება საათი.
ლუსი:არ მჭირდება(უკადრისად უპასუხებს)
ლუკა:გითხარი ნუ ჯიუტობ მეთქი.
ლუსი:ჯანდაბას, წამოვალ თორემ არ დამანებებ თავს.
ლუკა კმაყოფილად ჩაიცინებს.
უცებ სიჩუმე დაისადგურებს, 2 წუთის შემდეგ ამ სიჩუმეს ლუსი დაარღვევს.
ლუსი:მგონი სკოლაში უნდა წაგეყვანე.
ლუკა:დღეს არა პატარავ.
ლუსი:უნამუსო ხარ, გააჩერე მანქანა, მეზიზღები.
ლუკა:გთხოვ, დამშვიდდი და მენდე, გუშინ რო გამომყოლოდი ეხლა სკოლაში იქნებოდი.
ლუსი:გააჩერე მანქანა გთხოვ.
ლუკა:ერთი შესახვევიც და გავაჩერებ.
ლუსი:მეზიზღები.
ლუკა:აი მივედით, გადმოდი.
საოცრად ლამაზი ბუნება იყო, ყველაფერი ისე იყო მოწყობილი როგორც ლუსის ესიამოვნებოდა. მარჯვნივ ჩანჩქერი ჩამოედინებოდა, წინ თეთრი როიალი იდგა რის გარშემოც თეთრ გვირილებს დაედოთ ბუდე, გვერდით რკინის მაგიდა და 2 სკამი იდო, მაგიდაზე წითელი ღვინო და შოკოლადები ელაგა, ირგვლივ სანთლები ენთო.
ლუკამ ლუსის სთხოვა რომ მისთვის დაეკვრა, თბილი და ლამაზი მელოდია. ლუსის უარი არ უთქვამს რადგან ამ გარემომ დადებითად იმოქმედა მასზე ზუსტად 3 წუთის განმავლობაში ლუსი იკრავდა, იმდენად დამაჯერებლად რომ ეს მელოდია რომელიღაც კომპოზიტორის შექმნილი გეგონებოდათ, თუმცა ეს მელოდია აქამდე არავის დაუკვრავს, თვით ლუსისაც კი, ეს იყო რაღაც სასწაული, ის რაც ლუსის გულიდან ამოდიოდა.
ლუკა აღფრთოვანებით უკვრავდა ტაშს ლუსის, შემდეგ ის მაგიდასთან მიიწვია, დასხდნენ და საღამო ასე გაგრძელდა:
ლუკა:შენ იმდენად ლამაზი ხარ...
ლუსი:ძალიან გთხოვ...(ლუკა გააწყვეტინებს)
ლუკა:არა, უნდა გითხრა ის რასაც 2 წლის მანძილზე გულში ვმარხარ.
ლუსი:აქაურობა ძალიან ლამაზია.
ლუკა:შენი სილამაზე აქაურობას ჩრდილავს.
ლუსი:კაი ერთი.(ჩაიცინებს)
ლუკა:მე...არვიცი შენ რას ფიქრობ ჩემზე მაგრამმ...ის რასაც სკოლაში საუბრობენ ჩვენზე...(გააწყვეტინებს ლუსი)
ლუსი:ჩვენზე?
ლუკა:ჰო, ნუუ ჩემზე და შენზე რაა....მართალია, მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ არა ამ ქვეყნიურად, საკუთარ თავზე მეტად, ვიცი ეს გრძნობა უსასრულობამდე გაგრძელდება.
ლუსი:უსასრულობამდე?
ლუკა:დიახ რომ უსასრულობამდე, რატომღაც მეგოგნა რომ ყურადღებას არასდროს მომაქცევდი, რომ ჩემნაირი ბიჭი არ შეგეფერებოდა. 2 წლის განმავლობაში ბევრჯერ ვეცადე დამევიწყებინე, მაგრამ ვერ შევძელი, რაც უფრო ვცდილობდი შენს დავიწყებას მით უფრო მიყვარდებოდი...ერთი სიტყვით ჩემიი განუკურნებელი დიაგნოზი ხარ !
ლუსი:და შენ როგორი ხარ?
ლუკა:მეე?(ჩაიცინებს) აუტანელი, საზიზღარი, რავიცი (კვლავ ჩაიცინებს)
ლუსი:სულაც არა.(მშვიდად გაეღიმება)
ლუკა:და შენ?
ლუსი:რა მე?
ლუკა:შენ რას გრძნობ ჩემდამი?
ლუსი:შენ კაი ადამიანი ხარ.
ლუკა:უჰ, ნუ იტყვი.
ლუსი:მართლა, მართლა.
ლუკა:აიი მე კიდე მაგრად მიყვარხარ.
ლუსი:გასაგებია.
ლუკა:ვიქნებით ერთად?
ლუსი:შემცივდა.
ლუკა:აუ არ წავიდეთ რაა, ვიყოთ ერთად, აი ჩემი მანტო ჩაიცვი(ლუსის მოახურებს თავის მანტოს)
ლუსი:გმადლობ მაგრამ მოსაღამოვდა და სახლში დაბრუნება მინდა.
ლუკა:წაგიყვან, ოღონდ ჯერ მიპასუხე.
ლუსი:რა გიპასუხო?
ლუკა:ვიქნებით ერთად?
ლუსი:არ ვიცი.
ლუკა:ხვალ შევხვდებით?
ლუსი:არ ვიცი.
ლუკა:გთხოვ.
ლუსი:კარგი.
ლუკა ღვინოს მოსვამს და წამოდგება ფეხზე რადგან ლუსი წაიყვანოს.
მანქანაში ჩასხდებიან და წავლენ..სიჩუმეს ისევ ლუსი დაარღვევს.
ლუსი:იცი მგონი ჯობია რომ ხვალ არ შევხვდეთ.
ლუკა:რატომ?
ლუსი:ლუკა არ მინდა ცუდად გამიგო მაგრამ მე არ მიყვარხარ.
ლუკა:ჰო ვიცი.
ლუსი:ამიტომ აჯობებს თუუ...(გააწყვეტინებს ლუკა)
ლუკა:შეგიყვარდები!
ლუსი:გთხოვ ლუკა..
ლუკა:ვიცი შეგიყვარდები.
ლუსი:რაიცი?
ლუკა:შენმა თვალებმა ასე თქვეს.
ლუსი:ჩემს თვალებს უთქვამთ თურმე.(თავს გააქნევს)
ლუკა:მე შენი თვალების მჯერა, რადგანაც შენს თვალებში ჩემს სამყაროს ვხედავ.
ლუსი:მეე...
ლუკა:ვიცი ერთხელაც შენც დაინახავ ჩემს თვალებში შენს სამყაროს.
ლუსი:არამგონია.
ლუკა:მე კიდე მჯერა!
ლუსი:სახლში უნდა შევიდე გმადლობ დღევანდელი დღისთვის.
ლუკა:შენ კიდე გმადლობ იმ ლამაზი მელოდიისთვის.
ლუსი:მეე...გრძნობებს მივყევი, ეს გრძნობების აკორდები იყო, გრძნობების მელოდია !
ლუკა:გინდა თქვა რომმ...
ლუსი:კაი ხვალამდე, ნახვამდის.
ლუკა:მიყვარხარ !
ლუსი სახლში შევიდა, ჩანთა მაგიდაზე დადო, მაცივარი გააღო რადგან ცივი წვენი დაელია. შემდეგ საოჯახო კინო-თეატრში შევიდა რადგან კინოზე ეყურებინა, თუმცა ფიქრები არ აძლევდნენ საშუალებას ყურადღება ფილმზე გადაეტანა. ლუსი ფიქრობდა დღევანდელ დღეზე, იმ საოცრებაზე რაც დღეს ნახა, თეთრ როიალზე, იმ მელოდიაზე რომელიც იქ დაუკრა, რომელმაც ძალიან გააოცა თვითონაც კი და კიდევ იმ გვირილებზე ფიქრობდა, გათეთრებული ყვითელი გულები რომ აქვთ, იმ მაგიდაზე, საერთოდ იმ გარემოზე ფიქრობდა და ამ ყველაფრის მიზეზი ლუკა იყო...იმ ღამეს ლუსის ლუკაზე ფიქრები არ მოშორებია...სწორედ მასზე ფიქრმა გადაატანინა ფურცელზე თავისი ფიქრები ლუსის.



№1 სტუმარი Nino

Zaan saintereso istoriaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent