პაციენტი [1]
_ კიბეებზე ახვალთ თუ არა , პირველივე ოთახია. კარებს ამ გასაღებით გააღებთ . იმედია ოთახი და თავად ნუკა არ შეგაშინებთ _ ენის ბორძიკით უთხრა ქალმა , ლაპარაკის დროს კი საფეთქელზე ძარღვი ეჭიმებოდა , შემდეგ კი დუნდებოდა . მაღალი იყო , ქერად შეღებილი თმითა და ცისფერი თვალებით . ლინზები , რათქმაუნდა . თანამედროვედ ეცვა , უფრო სწორედ , ცდილობდა , თუმცა მის ასაკს მაინც ვერ დაფარავდა კოსმეტიკა და ტანსაცმელი . _ აქამდე ფსიქოლოგთან მიგიყვანიათ? _ ჰკითხა მშვიდად , თან ხელში გასაღები შეათამაშა და თვალით მოზომა მანძილი კიბემდე , შემდეგ კი ოთახის კარს გაუშტერა მზერა . მდიდრული სახლი , “ძერკსი” დედიკო , გათამამებული ქალიშვილი და არც თუ სასიამოვნო შედეგი . ნუთუ შემდეგ უკვირთ , რატომ ყავთ ფსიქოლოგიურად დაუწყობელი შვილები ? აღზრდა თუ არ იცი , გაზრდა არაფრად ვარგია . _ ბევრჯერ . მერე იმ ფსიქოლოგებს დასჭირდათ ფსიქოლოგები _ ხუმრობა სცადა ქალმა , საზიზღრად გაუღიმა და საათს მალულად დახედა . “აგვიანდება” , გაიფიქრა მამაკაცმა , “ასეთ ქალებს ყოველთვის სადღაც აგვიანდებათ . და არასდროს ფიქრობენ , რომ მერე შვილზე ზრუნვაც დაგვიანებული და უშედეგოა” . _ ქალბატონო ნინო , მე ფსიქიატრი ვარ და ვიცი , ასეთი ტიპის გოგონებს როგორ უნდა მივუდგე . თუმცა ვფიქრობ , ამის სწავლება თქვენც დაგჭირდებათ _ დაუფარავი ირონიით უთხრა და შუა და არათითი გადააჯვარედინა . _ როგორი ხუმარა ხართ _ ხმამაღლა გაიცინა “ მოხუცმა ბარბიმ ” და მხარზე ხელი დაადო . შეხების ადგილას კანი ისე აეწვა , რომ მაშინვე ჩამორეცხვა მოუნდა მამაკაცს . აშკარაა რომ ქალი ეარშიყება და ამის დაფარვას არც ცდილობს . პარალელურად თავის შეშლილ (როგორც თვითონ უწოდა) შვილზე ესაუბრება და თემა ისე ოსტატურად გადააქვს , როგორც ასეთ ქალებს ჩვევიათ . “ ძველი ოინებია “ , ცინიკურად გაეცინა მამაკაცს . _ ნამდვილად . შეიძლება რომ ნუკასთან ავიდე ? _ დიალოგით მობეზრებულმა ჰკითხა , თანხმობის შემდეგ კი სწრაფად დაიწყო სვლა კიბეებზე , რათა ქერას კვლავ არ წამოეწყო ლაყბობა და ოთახის კარის წინ დადგა . ქვემოთ ჩაიხედა , სახლში აღარავინ იყო მისი და ჯერ კიდევ უცნობი გოგონას გარდა . ქალი წასულიყო , წასვლამდე კი უთხრა რომ მოსამსახურეებიც დაეთხოვა კვირა დღეს და არც მებაღე იყო აქ . ვერაფერს იტყვი , სიტუაცია მოეწონა და კმაყოფილმა მოარგო საკეტს გასაღები . როგორც კი სახელურის ჩამოხსნის შემდეგ ოთახის კარი ოდნავ შეაღო , კარზე დააკაკუნა . პასუხი არ გასცეს , სამაგიეროდ ოთახში გაისმა ჩხაკუნის ხმა და რაღაც ძირს ხმაურით დავარდა . რამდენიმე წუთი აცადა გოგონას , მანამდე მობილური ტელეფონის გამორთვა მოახერხა და კარი ნახევრად შეხსნა , ფეხის შედგმისთანავე ეცა სიგარეტის და საღებავის სპეციფიკური სუნი და ოთახი მოათვალიერა . კედლები აჭრელებულიყო , უამრავი რამ დაეხატა ოთახის პატრონს აქ , თუმცა არაფერი ისეთი , რასაც ნებისმიერი გოგონა დახატავდა თავის კედლებზე . ფერები მხოლოდ ლურჯი , ნაცრისფერი , შავი და თეთრი . ფიგურები ან წვეტიანი იყო , ან ოთხკუთხედი . რაც შეეხება ნახატებს , ძნელი იყო რამე გამოგერჩია . სხვა ნებისმიერი მას “ნაჯღაბნს” უწოდებდა , თუმცა მამაკაცმა გოგონაში მაშინვე დაინახა დიდი ხელოვანი . ერთ კედელზე დიდი ფანჯარა იყო , შესაბამისად მოსახერხებელი იყო რაფაზე შემოსკუპებაც . ოთახის კუთხეში მაგიდა იდგა , ზედ უამრავი ბლოკნოტი , კალამი , საღებავი და ფუნჯი ეყარა . ერთი კედელი სულ დაეფარა სურათებს , რომლებიდანაც ყველა შავ-თეთრი იყო , არცერთი - ფერადი . გოგონას სახე პროფილში , სახე პირდაპირ , გოგონას სურათები ტანით , გოგონას სურათები ტანსზემოთ და ტანსქვემოთ . აშკარად უყვარდა საკუთარი თავი , გარეგნობა და სხეული . თუ ნახატებით იმსჯელებდა , იდეალისტი იყო და მეწვრილმანე , არც ერთ შეცდომას არ პატიობდა არავის . ბევრი წერა და ხატვა კი საკუთარ თავში გამოკეტვას მიანიშნებდა . ბევრი არა , ზედმეტი . ოთახის თვალიერებას შეეშვა , გოგონაზე გადაიტანა მზერა და ერთიანად დაუარა ტანში უცნაურმა გრძნობამ . კუპრივით შავი , გრძელი თმა , მუქი და ბნელი ჭაობისფერი თვალები და სწორი , ოდნავ მაღლა აწეული ცხვირი . ლოყები ოდნავ შიგნით შეწეული და მკაცრი სახის ნაკვთები . ნაცრისფერი ზედა ეცვა , ორი ზომით დიდი , გადაკეცილი მკლავებით . შარვალი არ ეცვა , გრძელი შავი წინდები მუხლებამდე წვდებოდა . ქვასავით იდგა კედელთან , ძველი დროის ქანდაკებას მოგაგონებდათ . მეექვსე წელია ფსიქიატრია , მეექვსე წელია ითვისებს ფსიქოლოგის პროფესიასაც , მეექვსე წელია და მრავალჯერ უნახავს ამგვარი გოგონები , მაგრამ ასეთი-არავინ . ერთროულად საინტერესო და ერთფეროვანი გარეგნობა , უინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების სტილით . _ კარი მიხურე თუ შეიძლება _ დუმილი დაარღვია გოგონას ხმამ . თითქოს განსაკუთრებული არაფერი , სიგარეტის მოწევისგან ჩახლეწილი ხმა და ჩვეულებრივი ხმის ტემრბრი . უკან შებრუნა , კარები დახურა და ისევ გოგონას მიუბრუნდა . _ გამარჯობა _ ღრმად ჩაისუნთქა გამოსაფხიზლებლად და კბილები ერთმანეთს დააშორა . შვება იგრძნო , აქამდე ვერც კი ხვდებოდა როგორ აჭერდა კბილებს ერთმანეთს და ბედი , რომ მათ შორის ენა არ მოექცა . საკუთა ფიქრებზე გაეღიმა და ტუჩები მოკუმა . _ მოდი იცი რა გავაკეთოთ ? შენ შეგიძლია დაჯდე , ჩემს ლეპტოპს გათხოვებ , მე კი ხატვას გავაგრძელებ და დედა რომ მოვა , წახვალ . თან ეტყვი , რომ ფსიქოლოგი არ მჭირდება _ წყნარად გაუღიმა და მის საწოლზე მიანიშნა . “ დომინანტი “ , გაიფიქრა მამაკაცმა , “ იცის , როგორ მიიღოს თავისი “ . _ შენი ნახატები მომწონს , უბრალოდ ზედმეტად ერთფეროვანია _ დიალოგი დაიწყო თავისდაუნებურად და საწოლთან დადგმულ სკამზე ჩამოჯდა . _ ერთფეროვანი შენთვის და სხვებისთვის _ მშრალად მიუგო გოგონამ და ხელში ფუნჯი შეათამაშა , იატაკიდან კი დაგდებული საფერფლე აიღო და მაგიდაზე დადგა . _ და არასდროს გიცდია სხვებისთვისაც ყოფილიყო ეს ნახატები მრავალფეროვანი ? _ ისე ნუ მელაპარაკები , როგორც ჯიუტ ბავშვს _ მიუხვდა გოგონა . მამაკაცი მიხვდა რომ ერთი სული ჰქონდა , როდის დატოვებდა ისევ მარტო და როდის გააგრძელებდა მშვიდად ხატვას . _ ასეთი ჩანხარ _ გურგრილად მიუგო და კედელზე დახატულ სვასტიკას საჩვენებელი თითი გადაუსვა . _ შეგიძლია რომ მოკეტო ? _ ამოისისინა და ფუნჯი მაგიდაზე დააგდო . “ ადვილად ღიზიანდება , ფეთქებადი ხასიათი აქვს და ნებისმიერი დეტალი , რაც არ აწყობს , წყობიდან იყვანს “ . _ ამისთვის არ მიხდიან . ფულს საუბრისთვის მაძლევენ _ გულახდილად უთხრა და საკუთარი თავი თავადვე ჩაჭრა . ღმერთო , ამ გოგოსთან ვერაფერს გააწყობს , რაღაცას უკეთებს ... თითქოს ფსიქოლოგიურად მოქმედებს მამაკაცზე , რომელმაც ეს პირიქით უნდა გააკეთოს . _ და მერე ამბობთ , ფსიქოლოგები ვართო . ფსიქოლოგებს პაციენტი უნდა ანაღვლბდეთ და არა მწვანე კუპიურები _ ნიშნისმოგებით უთხრა და იატაკზე ფეხებშემოკეცილი ჩამოჯდა . მაგიდის ქვემოდან სიგარეტის კოლოფი გამოაძრო და ისე წაუკიდა , მისთვის ზედაც არ შეიხედავს . _ მოწევა კლავს _ ამოიოხრა მამაკაცმა . _ შენთან იდიოტური საუბარი უფრო ცუდად მოქმედებს ჩემზე _ უპასუხა მან და ჭაობისფერი თვალებით პირდაპირ გაბურღა . _ მაგრამ მოგიწევს ამიტანო _ ღმერთო , ალბათ რამდენი უკმაყოფილო პაციენტი გყავს _ სულაც არა _ თავი გააქნია მამაკაცმა _ მე ფსიქიატრი ვარ , ჩემს კლინიკაში და ქალაქში საუკეთესო . ფსიქოლოგობას ვცდილობ , სიმართლე გითხრა გამომდის კიდეც , რადგან რეალურად ვინც სამკურნალო გონიათ ან მშობლებისგან გათამამებულები არიან , ან პირიქით . ან კიდევ , დეპრესიაში ჩავარდნები და მათი შველა ადვილია _ მე მათნაირი არ ვარ. _ ვიცი _ და მაინც გინდა რომ შემცვალო ? _ რაღაც გიჭირს და მინდა გიშველო . _ კარგი , სცადე . _ უნდა დამეხმარო _ უთხრა მამაკაცმა , წამოდგა და მიუახლოვდა . თითებშუა მოქცეული სიგარეტი გამოართვა და მოქაჩა . _ მე ვერ დაგეხმარები . მე საკუთარ თავს ვიცნობ , შენ კი ჯერ კიდევ არა . _ გაუღიმა და სიგარეტი დაიბრუნა . _ გამეცანი _ შენ უნდა გამიცნო . _ თუ შენ არ გენდომება , მე მარტო ვერ მივაღწევ ამას _ მე არ მინდა რომ ჩემს სამყაროში შემოვუშვა ვინმე . მითუმეტეს ფსქოლოგი , რომელიც ჯერ იმაშიც ვერ გარკვეულა , ვის უმკურნალოს და ვის არა . _ მაშ , ჩავთვალოთ რომ არც მე ვარ ფსიქოლოგი და არც შენ პაციენტი . უბრალოდ შემომიშვი შენში _ ვნახოთ _ მოკლედ მოუჭრა , ანიშნა საუბარი დასრულებულიაო და კედელს მოავლო მზერა, მერე ღრმა ნაპასი ჩაარტყა და ფილტვებში ჩაუშვა სიგარეტის ბოლი . _ ხვალ მოვალ _ უთხრა , წამოდგა და ოთახი დატოვა . ისე დაეშვა კიბეებზე , ქერა ბარბის არ დალოდებია , მანქანა კაფესთან გააჩერა და დასაფიქრებლად საკუთარ თავს დრო მისცა . --------- მოკლედ , თათამ (ლორელაიმ) მითხრა რომ იმედი ქონდა , მსუბუქი ისტორიით დავბრუნდებოდი . ჰოდა , არ ვიცი რამდენად გამომივიდა , მაგრამ თუ ამას კითხულობ , იცოდე რომ ვეცადე გამეთვალისწინებინა :დდ ისტორია ისე დავწერე , რომ იქ , იმ ოთახში ვიყავი მეც და გვერდულად ვუყურებდი ყველაფერს . არ ვიცი , თუ არ მოგეწონებათ , შემიძლია შევწყვიტო მაგრამ ვერც იმას დაგპირდებით , უზარმაზარი თავებით გაგახარებთ-მეთქი ყოველ დღე . ვერც იმას რომ ისტორია ისე წარიმართება , როგორც თქვენ გინდათ და როგორც თქვენ მთხოვთ . ის კი არადა , მეც არ ვიცი შემდეგ თავში რა უნდა ვწერო . სპონტანურად ვაბამ სიტყვებზე სიტყვებს და ზოგადად ასეთი სპონტანური ადამიანი ვარ , ნუ რა ვქნა . არ იქნება რომან’წიკა და ბანალურობა , იქნებიან ნუკა და ფსიქოლოგი , ვიქნებით ჩვენ და სხვა არავინ . მიყვარხართ , თუ მკითხულობთ და ისინიც , ვისაც მხოლოდ დრო დაგაკარგვინეთ . ისტორია გეძღვნებათ თქვენ , ყველას , ვინც კითხულობთ , თითოეულს , ვისაც მოგეწონათ . და მე , რადგან ცოტა მაკლია და... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.