შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერტილი [2]


20-03-2016, 22:53
ავტორი დეჟა-ვუ
ნანახია 1 356

„მწვანე რეზიდენცია“

იყალთოზე ცხოვრობდა სანდრო ჯაბადარი ..იმდენად დიდ სახლში, რომ მართლა გულით აინტერესებდა, რატომ მოუნდა საერთოდ ბაბუამისს ამხელა „რაღაცის“ ყიდვა და მერე, მთელი კედლების მწვანედ შეღებვა.
მხოლოდ ერთი ოთახი იყო მისი სამფლობელო. ამხელა სახლში მარტო ცხოვრობდა და საერთოდ არ იყენებდა. ისიც კი ძლივს იცოდა, სად იყო სამზარეულო:)
უშველებელი სახლის რაღაც პატარა, მყუდრო ნაწილი გადაექცია საკუთარ რეზიდენციად და სულ თავის სტიქიაში იყო.
მასთან სულ იყვნენ ბიჭები.
მეგობრები, ძმები, ბიძაშვილები და კიდევ ... ნუ ხო, კარგით, „ნაშებიც“ :)
-არ გინდა, კარტი? - ფეხები შემოაწყო კედელზე და სიგარეტს გაუკიდა. ისეთ საოცარ ფორმაში იყო იმ წამს სანდრო, რომ ეს ნამდვილად გახლდათ ისტორიული მოვლენა. მთლიანად აყირავებული იწვა საწოლზე და მთელი გულით ცდილობდა, საკუთარი თავისთვის რამე გასართობი მოეძებნა.
-რა კარტი, ძმობას გაფიცებ, - თვალები გადაატრიალა თორნიკემ და სიგარეტს მანაც მოუკიდა.
-შენ რა იყო, რა უჟმური გახდი? - უსაქმურობა მობეზრდა სანდროს და პირდაპირ აგრესიაზე გადავიდა:)
-ჩემთან ერთად ბოლოს როდის გაერთე? - გაეცინა თორნიკეს.
-როცა 14 წლის იყავი! - არაჩვეულებრივად ახსოვდა, როდის ითამაშა კარტი სურვილებზე ბიძაშვილთან ერთად ბოლოს და როგორ მოუწია პომადებით დათხაპნილი ტრუსის ამარა სირბილი.
თორნიკესაც გაახსენდა და სიცილისგან წიწაკისფერ მიიღო.
-ტელევიზორი მაინც ჩართე, გამოვშტერდი.
-ქრონიკებს არ ტოვებ ხო, სანდრიკ? - ისევ იციოდა თორნიკე.
-აბა შენ მაგრად დამიკიდე და ქრონიკასაც აღარ ვუყურო?! - საწოლიდან სწრაფად წამოხტა სანდრო და სამზარეულოში გაიჭრა.
ზუსტად ორ წამში, ვისკის ბოთლით ხელში ჩამოუჯდა ბიძაშვილს.
ცოტა დალიეს, ბევრი ილაპარაკეს და უფრო მეტი იცინეს.
სანდრო რომ გადაილეწა, თორნიკე მერე მოვიდა ლაპარაკის ხასიათზე:)
-სანდრიკ, დედაჩემის მეგობარი, რუსუდანი, იცი? - ღრმა ნაფაზი დაარტყა თორნიკემ და ოდნავ წამოიწია.
ყველაფრის გაგება უნდოდა. ყველაფრის ...
-რუსუდანი?! – „დაფიქრდა“ სანდრო.
-ხო, - თავი დაუქნია მან, - მაღალი, შავგვრემანი ქალია, ლურჯი თვალებით.
-რა იყო, ბიჭო, დაგევასა? - გადაბჟირდა სანდრო, - ეგ ის, მაგარი ნაშები რომ ყავს?
-რა?! - გადაირია თორნიკე.
-შვილები, რა გჭირს... - სიტუაციაში გაარკვია სანდრომ და ისევ გადაბჟირდა, - დიზაინერია მგონი, ეგ ქალი.
-იცნობ, რომელიმეს? - უფრო მეტად დაინტერესდა ის:)
-ნუ, ვიცნობ კი. - დასერიოზულდა სანდროც და საწოლზე ოდნავ წამოიწია, - ოთხი შვილი ყავს მაგ ქალს.
-ხო?! - წარბები აათამაშა თორნიკემ, - აბა, მომიყევი?!
-უფროსი ელენეა, მაგას კარგად ვიცნობ. დანარჩენებს ისე რა .. ელენე, ლილუ, დეკო და მეოთხე ... - ოდნავ შეყოყმანდა სანდრო, - რატომ გაინტერესებს? - თვალები დააწვრილა მან.
-მეოთხე?!
-ლიზა. - იყო ძალიან სერიოზული პასუხი და ჯაბადარის დაძაბული მიმიკები, - რატომ გაინტერესებს?!
-„პროსტა“. რაც იცი, ყველაფერი მითხარი.
-ნუ, ის ვიცი, რომ ელენესთან 5-6 ღამე მაქვს გატარებული, მეტი თუ არა .. - ისევ გადაბჟირდა ის, - ლილუ მაგრად არ მომწონს. მაყუთა თუ ხარ, ტიპი წამიერად იკერება, - არაფერი არ აკლიათ საერთოდ, იმდენი აქვთ, აღარ იციან რა გააკეთონ და ეს გოგო ასე მაინც რამ დაახამა, ვერ ვიგებ.
-მერე, რა გინდა, ხო ხარ მაყუთა? - გადაბჟირდა თორნიკე.
-მერე, რათ მინდა ეგეთი გოგო, ძმობას გაფიცებ? - გადაირია სანდრო.
-კაი, ვღადაობ, ნუ გაგიჟდი.
-ხო და, რას ვამბობდი ... - ძალიან სერიოზული სახე მიიღო სანდრიკამ, - თუ მაყოლებ, მომაყოლე, - ძალიან სასაცილოდ გაბრაზდა და ისევ განაგრძო, - დეკო ცოტა ნორმალური გოგოა. გარეგნულად ერთმანეთზე უკეთესია სამივე, მაგრამ რაღაც ისეთი გოგოები არიან,რა ...
-სამივე? - კოპები შეკრა თორნიკემ, - მეოთხე?
-აუ, ერისთავო, მომაყოლებ? - ისევ აიჭრა ჯაბადარი და ისევ გადაბჟირდა თორნიკე, - მეოთხე საერთოდ სხვა სტიქიაა. ფეხებზე დაეკიდოს ყველა რა, ისეთი გოგოა.
სანდრო აღფრთოვანებული დადუმდა:) სხვა ლიზაზე არაფერი უთქვამს.
სულ არაფერი და თორნიკემ მართლა ვერ გაიგო, რატომ იძაბებოდა სანდრო ამ სახელის თქმისას, ან რატომ აღარ იცინოდა ისტერიულად, ან რატომ ტოვებდა ასე საიდუმლოდ..
-მგონი ცოტა გიჟია, ხო?
-ხო, მგონი, - გაეცინა ჯაბადარს. რაღაცნაირი ... სხვანაირი სიცილი იყო, ხელოვნური ...
-ლიზა მოცურავეა? - გაგონილის დაზუსტებას ცდილობდა ერისთავი.
მესამე ღერს გაუკიდა.
-ხო, ფორმებზე არ ეტყობა?!
-ეტყობა, - გაეღიმა თორნიკეს, - აფრენს, ხო?
-რაღაც ეგეთი. ჯერ არ ჩამოსულხარ, რა თემებში ხარ?
-რა თემებში, - სიგარეტი ჩაწვა ერისთავმა, - დღეს დეიდამისთან ვიყავი სახლში. დედამისიც იქ იყო და თვითონაც.
-მოიცა, და შენ იქ რა გინდოდა? - გადაირია სანდრო. ლურჯი თვალები კინაღამ გადმოსცვივდა.
-ელამ მთხოვა, რა. მეგობრების პონტში. სანდრო, რატო ხარ ისტერიკაში? - ვერაფერი გაიგო თორნიკემ:)
-მერე, რა ხდებოდა? - წამოიჭიმა ჯაბადარი.
-არაფერი, - მხრები აიჩეჩა თორნიკემ, - მოვიდა და წავიდა.
-ასე უბრალოდ?
-ასე უბრალოდ.
არაფერი უთქვამს. იმ ამბავზე, იქ გაგონილზე ... ხმა საერთოდ არ ამოუღია ერისთავს.
არა და, აივანზეც მშვენივრად ისმოდა ყველაფერი .... და იმის იქითაც.
-არ ვიცი, ლაპარაკობენ ვერ არის დედასთან კარგადო. - თავი დახარა სანდრომ და თორნიკე დარწმუნდა, რომ ბიძაშვილი ბოლომდე არ ეუბნებოდა რაღაცას.
-ქალაქში ბევრ რამეს ლაპარაკობენ. - ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში მოისროლა ერისთავმა.
-რას გაიგებ, - ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა სანდრიკა, - შენ ის მითხარი, აყარე ნაშები გერმანიაში?
ისევ გაიგუდა ჯაბადარი.

„კატიას ფილოსოფია“

-ესენი ისევ აქ არიან? - სკამზე ისევ მშვიდად დაფარფატდა კატო და ბარმენს შესცინა თვალებში.
-როგორც ხედავ. - გაუღმა მანაც.
-ისევ ფიქრობ, რომ ცუდი წყვილია? - მაინც ვერ მოისვენა ქერამ.
ბარმენს ხმამაღლა გაეცინა.
-კი, კატო, ორ დღეში აზრი არ შემიცვლია.
-ამ ბიჭის სახელი ისევ არ იცი? - კვლავ კუთხის მაგიდას უყურებდა ის.
საოცარი ბიჭი იყო. ისეთი, აქამდე არსად რომ არ ენახა.
არ იყო ნორმალური.
-ისევ არ ვიცი.
-მე ვიცი, - თვალი ჩაუკრა ბარმენს, - თორნიკე ჰქვია. აქ სულ მარტო მოდის?
-სულ.
-ვერ ვიტან, ასე რომ მპასუხობ! - აპილპილდა კატო.
ძალიან სასაცილო და საყვარელი იყო იმ წამს ქერა.
-ვმუშაობ, კატო. - უჩვეულოდ სერიოზული იყო იმ დღეს ბარმენი.
-მე რომ ჩვენი საუბრები მენატრება?
ორივეს გაეღიმა.
გარემო მყუდრო იყო ... მუსიკა დაბალ ხმაზე ... შუშის მაგიდები, პუფები და თბილი პლედები ...
-ჩემს თავს გაფიცებ, - ყელი სასაცილოდ გამოსწია ქერამ, - გაიცანი და მერე გამაცანი, რა?!
-მართლა გგონია, რომ მოეწონები? - ვისკი მოიყუდა ბარმენმა.
თითქოს განგებ ხდებოდა ასე. როცა ბარში კატო შემოდიოდა, ზუსტად მაშინ არ ჰყავდა არც-ერთი კლიენტი.
-ხომ თქვი, რთულ ადამიანებს გვერდით მარტივები სჭირდებათო, ჰო და ასეც იქნება.
-სჭირდებათ, კატო, ძალიან სჭირდებათ, მაგრამ ისინი ამას მანამ ვერ ხვდებიან, სანამ თავებს უკიდურეს ზომამდე არ მიიყვანენ და საუბოლოოდ არ განადგურდებიან.
-და რა იცი, - თვალები ააფახურა კატომ, - იქნებ ის უკვე იტანჯება და მიხვდა, რომ მე ვჭირდები?
-ყველაფერს ასე იოლად ნუ უყურებ. - გაეცინა ბარმენს.
-მგონი, შენ ართულებ. ლიზა მაინც გამაცანი, იქნებ მეც ვისწავლო, როგორ დავაინტერესო ადამიანები ასე, უბრალოდ ჯდომით და არაფრის კეთებით.
-კატო, რატომ არ მაცდი? - სიცილისგან ნელ-ნელა წიწაკისფერს იღებდა ბარმენი.
ყველაზე ცანცარა გოგო იყო ქერა.
-იცი რა? მე შენს სიტყვებზე ვფიქრობდი. - სწრაფად დასერიოზულდა კატო.
-ფიქრობდი?
-დიახ, ვფიქრობდი. შეიძლება ძალიან მხიარული ვარ და ყველაფერს ვარდისფერ ფერებში ვხედავ, მაგრამ მგონია, რომ სიყვარული არ არის მარტივი. და მარტივი ადამიანების სიყვარული არასდროსაა ისეთი ნმადვილი, როგორიც მაგალითად, მათი იქნებოდა. - კვლავ ლიზასა და თორნიკეს გახედა კატომ, - ადამიანის რომ არ გესმის, რომ ვერ უგებ და მაინც გიყვარს, რომ არ იცი რატომ გიყვარს ... მაგრამ მაინც მასთან გინდა, ეგ არის სიყვარული. მასში შესაყვარებელს ვერაფერს რომ ვერ ხედავ, ყელამდე ჭაობში რომ ეფლობა და მაინც გიყვარს, ეს არის სიყვარული. ორივე ტალახში რომ ხართ ამოსვრილი და ერთმანეთს რომ უკეთესობისკენ ცვლით, აი ეგ ... იქნებ მე არ ვიცი სიყვარული ... იქნებ მაგის ნიჭი მხოლოდ ასეთებს აქვთ. შენ მითხარი, ზუსტად იმ სიყვარულით გაანადგურებენ ერთმანეთსო და იქნებ ზუსტად ეგ არის ყველაფრის აზრი. რამე მუღამი აქვს სულ ბედნიერებას?! რა აზრი აქვს სულ სიცილის?! რა მნიშვნელობა აქვს შენს ყოფნას საერთოდ, თუ ხასიათში რაღაც ისეთი არ გაქვს, რითაც ვიღაცას იმდენად დააინტერესებ, რომ შენში შემოძვრომას და იქ დასახლებას მოინდომებს. სიყვარული მწვანე მდელოზე, ფერად-ფერად ყვავილებში წოლა და ლურჯი ცის ყურება არ არის, იცი? სიყვარული ზუსტად ის არის, რაც კლავს. ან თუ არ კლავს, აძლიერებს ...
კარგა ხანს ფიქრობდა ბარმენი. არაფერი უთქვამს.
ხმოლოდ ფიქრობდა, ძალიან, ძალიან დიდხანს.
ბოლოს გადაწყვიტა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა ეთქვა და ქერას ახედა.
-იქნებ მართალიც ხარ, კატო ... მაგრამ ასეთი სიყვარული ან სამუდამო იქნება, ან მალევე დასრულდება და იცი რა? შენც დასრულდები. ჭაობში ყელამდე კი აღარ იქნები, სულ ჩაიძირები და ვეღარ ისუნთქებ. ერთი რთულისთვის მეორე რთული ან საუკეთესო არჩევანი იქნება, ან ყველაზე უარესი. ერთმანეთისთვის ან ყველაფერი, ან არაფერი ... და სრული უკუნითი!
-ვერ გაიგებ რა როგორ იქნება, თუ არასდროს გარისკავ ... და იმის შიშით, რომ ფილმი ცუდად სრულდება, ყურებას საერთოდ არ იწყებ?
-კატო, კატო ...
-მე მინდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყოს.
-კარგი, კატო, დავუშვათ მართალი ხარ და ყველაფერი ისე ხდება, როგორ შენ გეგმავ, - გაუღიმა ბარმენმა, - ვერ ვხვდები, ასე რატომ დარდობ, ეს ორი ერთმანეთს არც კი იცნობს და მგონი, სურვილიც არ აქვთ, რომ იცნობდნენ.
-აქვთ, ოღონდ ეგ ჯერ არ იციან! - არ დათმო ქერამ.
სხვა აღარაფერი უთქვამს, ისე აფარფატდა სკამიდან და ისე გაფარფატდა ბარიდან.

„თიკა!“

სიმშვიდე იყო იმ ღამით თბილისში. ქუჩებში არავინ მოძრაობდა.
გრილი სიო ქროდა და ვარსკვლავები კიაფობდნენ უძიროდ ლურჯ ცაზე.
-იცი რა? - მკვეთრად შემობრუნდა უკან თიკა, - გუშინ ვფიქრობდი რა უნდა გექნა და მოვიფიქრე, რომ ...
-ერთი წამით? - გაიოცა ლიზამ, - ვერ გავიგე, რამე უნდა ვქნა და არ ვიცი?
-რა თქმა უნდა, აბა სულ ასე ხომ არ იქნები?! - გზა ისევ ნელი ნაბიჯებით განაგრძო თიკამ.
მხოლოდ ისინი მოძრაბდნენ მთელ ქუჩაზე.
-ასე, როგორ? - ვერაფერი გაიგო ლიზამ.
-ნუ, ელაპარაკეთ ამას, რა . მოკლედ , ვფიქრობდი და მოვიფიქრე. აი, დაჯექი და საკუთარ თავს დაელაპარაკე. - საკუთარი იდეით აღფრთოვანებული ჩანდა თიკა, - ხო, აი "პროსტა" დაჯექი და გაარკვიე ვისგან რას მოითხოვ.
-ანუ დავჯდე, - ქუჩისკენ დაიძრა ლიზა.
შუა გზაზე გადავიდა და გაჩერდა.
-სად მიდიხარ, ხომ არ აფრენ? - აკივლდა თიკა.
-უნდა დავჯდე და გავარკვიო. - ლამპიონებით განათებულ, შუა გზაში იჯდა ლიზა და თიკა დარწმუნდა, რომ ამ გოგოს მართლა ვერ ჰქონდა რომელიღაც უჯრედი მწყობრში.
-ადექი თორემ გეფიცები, გული წამივა. - თვალებზე ხელს იფარებდა თიკა და ისე საოცრად ფართხალებდა, ლიზა გადაბჟირდა. მოსახვევიდან წამის მეასედში შეიძლებოდა მანქანა გამოვარდნილიყო ...
-აი ახლა, რომ ვზივარ, უკვე ვხვდები რასაც მოვითხოვ. - სიცილს არ წყვეტდა ლიზა.
-ხო, მაინც რას? - მანქანა არსაიდან ჩანდა და ცოტა გათამამდა თიკა. რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდა და მეგობარს მიაჩერდა.
-მოვითხოვ, რომ გვერდით მომიჯდე. - თვალებით თავისკენ ანიშნა ლიზამ.
-არც ერთ შემთხვევაში!
-თიკა, ყველაფრის შეიძლება გეშინოდეს? - ისევ იცინოდა ის.
საოცარი სიცილი ჰქონდა:)
-მე თუ სიცოცხლე მიხარია, ეს დანაშაულია? - გაიოცა მან, - არა, სერიოზულად, მოიფიქრე ამ ცხოვრებისგან რა გინდა. საკუთარ თავს დაელაპარაკე და გადაწყვიტეთ, რა გინდათ, რომ გააკეთოთ. ისედაც ყველას შენს ჭკუაზე რომ ატარებ, ეგ არ არის ახალი ამბავი.
-შენ იცი, მე რაც მინდა. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი ლიზამ.
-მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი, რომ შენ ბოლომდე ჯანრმრთელი არ ხარ. - თავს შეუჩერებლად აქნევდა თიკა.
მართლა იცოდა ლიზას ამ ქვეყნად ყველაფერზე უფრო მეტად რაც უნდოდა და ეგ აშინებდა ყველაზე მეტად.
ზოგჯერ ეგონა, რომ ეს კოშმარი დასრულდებოდა და ლიზა ამოისუნთქებდა, ზოგჯერ კი პირიქით ...
ეგონა, რომ ამ სიტუაცის არ უჩანდა დასასრული. ეს იყო სამუდამო წამება, ტკივილი, არაადამიანური განცდები და ამ ყველაფრის დასამალად, უადამიანო ღიმილი.
-მე მინდა, რომ რუსუდანმა საოცარი სიცხადით შეიგრძნოს ის, რასაც წლების განმავლობაში მიკეთებდა. მე მინდა, რომ მან ყველაფერი გაიგოს, შეიგნოს, და მიხვდეს. მინდა, რომ ის განიცადოს, რასაც მე განვიცდიდი. - მკაცრი იყო მისი ხმა ... მკაცრი და ძალიან, ძალიან ცივი.
-მიხვდა! - ხელები ზემოთ ასწია თიკამ.
აღარ შეეძლო ...
-ეგ საკმარისი არ არის. - კბილებს შორის გამოსცრა ლიზას.
ზოგჯერ ეგონა თიკას, რომ ეს გოგო ამდენმა ტანჯვამ გააბოროტა, მაგრამ არა ... ლიზა არ იყო ბოროტი ... ის იყო ძალიან თავისებური, უცნაური და მკაცრი. ზოგჯერ ის სამართიანობა, რომელიც სულში ჰქონდა, თვითონვე უღებდა ბოლოს და სხვისი ტანჯვით, თვითონ ნადგურდებოდა ყველაზე მეტად ... თვითონ უფრო მეტად სტკიოდა, ვიდრე რუსუდანს, მაგრამ მზად ოყო ...
მზად იყო, ყველაფერი აეტანა.
-ლიზა, გიჟი ხარ. - სახეზე ხელები ჩამოისვა თიკამ.
-ვიყო.
-არ შეგიძლია ადამიანებს აპატიო. ღმერთო, მაინც როდის ისწავლი პატიებას. - ძალიან გულწრფელი იყო იმ წამს თიკა.
-პატიება შემიძლია!
-კი, რა თქმა უნდა, ლიზა. ზუსტად ამიტომ ტანჯავ იმ ქალს და შენ თავს იტანჯავ კიდევ უფრო მეტად. იცი რა? როცა პატიებას ისწავლი, მხოლოდ მაშინ მიხვდები რას ნიშნავს ბედნიერება. მხოლოდ მაშინ გაიგებ რა არის სიხარული და თავისუფლება. რუსუდანმა პასუხი ბოლომდე რომ აგოს, შენ ბედნიერი მაინც ვერასდროს იქნები. დედაშენს სამაგიეროს უკანასკნელ წვეთამდე გადაუხდი, მაგრამ არ გაგიხარდება ... იმიტომ, რომ ბოროტი არ ხარ. ასეთი რომ იყო, რუსუდანის ტანჯვა ყველაზე მეტად შენ არ გატკენდა ... არც შენს თვალებში დავინახავდი ჩამქრალ სხივებს ... ბოროტი არ ხარ და ეს შესანიშვანად იცი. შენ, ლიზა, პატიება უფრო ბედნიერს გაგხდის, ვიდრე შურისძიება. ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ამას შენც მიხვდე. ღმერთო, გათავუსიფლდი ამ ჯოჯოხეთისგან ბოლოსდაბოლოს!

„ლილუ, როგორც ასეთი“

-დღეს, გცალია?
უკნიდან მოესმა ბარმენს ნაზი, რაღაც უცნაური, ძალიან კეკლუცი ხმის ტემბრი, რომელიც იმ წამს საერთოდ არ ესიამოვნა.
-გელაპარაკები?! - სიმკაცრე შეემატა „ხმას“ როცა შეამჩნია, რომ ბარმენი მობრუნებას და მითუმეტეს, მასთან საუბარს არ აპირებდა.
-ლილუ, თუ შეკვეთა გაქვს, მითხარი, თუ არა და აქაურობას მოშორდი. - ხმა ძალიან მკაცრი ჰქონდა.
ლილუს ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. სახე მოექუფრა.
მსგავსს მოპყრობას შეჩვეული არ იყო.
-ვერ გავიგე, რანაირი ბიჭი ხარ?! - გაოცდა ის, - და საერთოდ, ამ ბარში რატომ მუშაობ?
-ეს ჩემი სამსახურია ლილუ, თუ ამ სიტყვის მნიშვნელობა საერთოდ იცი. - მობეზრებულად აქცია ზურგი მიტკლისფერ ლილუს და მამაკაცს ვისკი გაუწოდა.
-სულელი გგონივარ?! - არ დანებდა ლილუ, - არ მესმის ეს სამსახური რაში გჭირდება, როცა ორივემ ვიცით, რომ უამრავი ...
-გაჩუმდი! - წინადადება გააწყვეტინა გოგონას.
ახლა შეეძლო ლილუსთვის ხელი მოეკიდა და აქედან გაეგდო, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოგონილი სიმშვიდით ცდილობდა თავის შეკავებას.
-ღმერთო ჩემო, მაინც რატომ არ მოგწონვარ?! - გაოცებას ვერაფრით მალავდა ის.
მაღალი იყო, ქერა, გრძელი, ტალღოვანი თმა ჰქონდა და გამობურცული, წითელი ტუჩები.
ბარმენმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მდგომარეობიდან საბოლოოდ რომ არ გამოსულიყო და ტიტანური მოთმინებით განაგრძო შეკვეთების მიღება.
ლილუ დაიღალა. რამდენი ხანი ცდილობდა ამ ბიჭთან გამოლაპარაკებას და მაინც არაფერი.
არც ახლა აპირებდა ბარმენი პასუხის გაცემას და მისდამი სულ ოდნავი ინტერესის გამოჩენას, ამიტომ მობეზრებულ ლილუს ადგილი არ შეუცვლია, ისე დაიწყო ბარის თვალიერება.
კუთხის მაგიდასთან იჯდა ლიზა. დაუდევრად შეეკრა ჩალიფერი თმა კეფაზე და დახეული ჯინსის ჯიბეში ჩაეყო ერთი ხელი ... მეორეში ფინჯანს ატრიალებდა შეუჩერებლად.
-ჩემი და დიდი ხანია აქაა? - კვლავ ბარმენს მიუბრუნდა ლილუ.
-არ ვიცი, მიდი და თვითონ ჰკითხე. - მის მოშორებას ყველა ხერხით ცდილობდა.
-რა თმქა უნდა მივალ, - თავი დაუქნია მან, - მაგრამ ჯერ შენ უნდა მითხრა, მაინც რატომ არ მოგწონვარ?!
ბარმენმა მობეზრებულად გააქნია თავი რამდენჯერმე და ძალიან ნატანჯი გამომეტყველებით წავიდა ჭიქის მოსატანად.
ლილუ ხვდებოდა, რომ ამაზე მეტად თავს ვეღარასდროს დაიმცირებდა:) ისიც იცოდა, რომ ამას არ ჰქონდა არანაირი აზრი.
მაღალი სკამიდან სწრაფად წამოხტა და დისკენ გაემართა.
შემოკუსკუსდა თუ არა ბარში ლილუ, ლიზამ, რა თქმა უნდა, მისი სუნამოს სუნი იმ წამსვე იგრძნო. წვენს ძალიან სწრაფად სვამდა, რომ მოესწრო და აქაურობა იქამდე დაეტოვებინა, სანამ ლილუ დაუმშვენებდა მხარს.
-ზი, მარტო ხარ? - დას ღიმილით დაადგა თავზე.
ბავშვობიდან ასე ეძახდა ლიზას:)
-უკვე აღარ, - თავი გადაიქნია მან და უკანასკნელი ყლუპი ფორთოხლის წვენი მოსვა.
ადგომა დააპირა, ლილუმ ინერციით რომ დააბრუნა ისევ საკუთარ ადგილას.
-იმიტომ არ მოვსულვარ, რომ წასულიყავი, - უჩვეულოდ სერიოზული იყო ის, - პირიქით, ჩემს დასთან მინდა საუბარი.
-ჩემს გარდა კიდევ ორი და გყავს, - თავი მობეზრებულად გადაიქნია ლიზამ და თვალები გადაღლილმა დახუჭა, - შემეშვი რა, ლილუ.
-ლიზა, სერიოზულად გეუბნები! - აპილპილდა ლილუ, - როდემდე უნდა ვიყოთ ასე?
-აფსოლიტურად მაკმაყოფილებს ჩემი მდგომარეობა.
-აქ მოვედი და შენთან ლაპარაკი მინდა მეთქი, გითხარი, - არ ცხრებოდა ლილუ, - იქნებ რაში მჭირდება შენი დახმარება?
ლიზამ ამოიოხრა. იცოდა, ეს გოგო არაფრით რომ არ გაუშვებდა აქედან. მართლა არ ჰქონდა კამათის თავი, ამიტომ მიაბჯინა კეფა კედელს და დადუმდა.
-ის ბიჭი, ბართან .. იცი ვინაა?
ლიზამ იქით გაიხედა, საითაც ლილუ ანიშნებდა და პირდაპირ შეეფეთა ბარმენის ზღვისფერ თვალებს. საოცარი თვალები ჰქონდა:)
-არ ვიცი. - მზერა წამის მეასედში აარიდა.
-კარგი რა, ზი .. - ზმუილისმაგვარი ხმა ამოუშვა ლილუმ, - მე ვიცი, შენც იცი ... მთელმა ქალაქმა იცის.
-ლილუ, რა გინდა? - ორივე ხელი მაგიდას დააყრდნო ლიზამ. სახე ისე ახლოს მიუტანა დას, ლილუმ ინერციით დაიხია უკან.
-მაინტერესებს, რატომ არ მოვწონვარ.
-დებილი ხარ, ხო? - სრულიად გულწრფელად გაოცდა ლიზა:)
-კარგი რა, - თვალები გადაატრიალა მან, - რომ მომწონს რა, დანაშაულია?
ლიზამ თავი რამდენჯერმე გააქნია და ისევ დააპირა ადგომა.
-ზი, მართლა ძალიან მომწონს, - ისევ დააბრუნა თავის ადგილას, - საერთოდ არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ის მინდა, რომ გამიცნოს. ხომ იცი, არ ვარ ისეთი ცანცარა, როგორც შორიდან ჩანს. აუცილებელი არ არის, რომ ბავშვობის მეგობრები იყოთ .. ვიცი, რომ გიცნობს .. ამ ბარში ვინც შემოდის, ყველას იცნობს, შენ კი აქაურობის ძალიან ხშირი სტუმარი ხარ. უთხარი, რომ არ ვარ ისეთი ცუდი, როგორიც მას ჰგონია.
-და შენ რა იცი, მას რა გონია? - თვალები დააწვრილა ლიზამ.
-ზი!
-ბარმენი როა, შენს კრიტერიუმებს მაინც აკმაყოფილებს? - ირონია სახეზე ააფარა დას.
-სულაც არ არის ბარმ ... - წინადადების დასრულება არ დასცალდა ლილუს, ისე დაუხეთქა ბარმენმა წინ ალუბლუს წვენი, რომელიც, რა თქმა უნდა, ლილუს არ შეუკვეთავს ... ყველაფერი მესმისო, ანიშნა თვალებით ... ლიზას გაოცებული მზერად დაიჭირა წამით და უკან გაბრუნდა, ისევ.
-ზი, ხომ დაელაპარაკები?
ლიზას სიცილი აუტყდა, ისტერიული ... და ალბათ ეს იყო ყველაზე გულწრფელი საქციელი, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუმოქმედია:)
ლილუ იმ წამს იყო იმაზე სასაცილო, ვიდრე შეიძლებოდა, რომ ქვეყნად ვინმე ყოფილიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent