შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა I


20-03-2016, 23:47
ავტორი MariLerman
ნანახია 2 283

"შთაგონება ბავშვს ჰგავს, მან არასდროს იცის როდის მოევლინება ქვეყანას."

ღამით ისევ ხმაურმა გამაღვიძა.
სახეზე ბალიში ავიფარე, რამაც, ხმაური ვერ ჩაახშო. ბალიში შორს მოვიქნიე და სიგარეტს დავუწყე ძებნა.. საათს დავხედე, გამთენიის 5 საათი სრულდებოდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში გიჟივით,გამწარებული ვეძებდი ჩემს “წამალს”, ბრონქული ასთმით დაავადებულივით ვახველებდი, თუმცა არ მინდოდა, ჩემი ხმა გვერდით მყოფთ გაეგოთ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიხრჩობოდი, ამას დაემატა ჰაერის უკმარისობაც. კრუნჩხვაში ჩავარდნილს ვგავდი ჩემი მოქმედებებით, აივანზე გავვარდი და იმხელაზე დავახველე, ბრონხები ამოვიგლიჯე.
დაძინება არ შემეძლო. მაქსიმალურად ვცდილობდი ნერვების გაკონტროლებას და გამომდიოდა კიდევაც.. ყველაზე მოსაბეზრებელი ცხოვრებით ვცხოვრობდი,მაგრამ უკვე შეჩვეული ვიყავი,რომ ჩემს გვერდით ხშირად იწვა დედაჩემი მის შეყვარებულთან. იმდენი გამოიცვალა, სახელების დამახსოვრებაც ვერ მოვასწარი. ამჯერად ლევანი ჰყავს, არაუშავს, მშვენიერი მამაკაცია, შეძლებული, სიმპათიური..
ოთახში ყველაფერი ამოვატრიალე.
გარეთ გასვლა დავაპირე,მისაღებ ოთახში. იქ მაინც იქნებოდა ის რასაც ვეძებდი, ჩემი თუ არა, დედაჩემის მაინც.. გავედი და პირდაპირ მაგიდაზე დამხვდა კოლოფი. სიხარულისგან გიჟივით მივუვარდი, ერთი ღერი ამოვიღე და მოვუკიდე.. გაღვიძების მომენტიდან ძილი საერთოდ არ მომკარებია, თუმცა არც ვაპირებდი ხელახლა დაძინებას. მთვარის წყალობით, ფარდაგადაწეული ოთახი კარგად იყო განათებული. 2 კვირის ხელშეუხებელი შედევრი გადავფურცლე და წიგნის შუაგულში ჩაკარგულ სანიშნნეს ძლივს მივაგენი, რომელსაც ჩემი ჩვევით ფანქრით ეწერა წიგნის სახელი. ამჯერად ფურცელზე ეწერა Notre Dame De Paris. გვერდების ფურცვლაში თავ-გზა ამებნა, მეხსიერებაში ვერ აღვიდგინე რა ადგილას ვიყავი შეჩერებული, მიუხედავად ამისა, რომელიღაცა თავის დასაწყისში შევაჩერე ფურცვლა და კითხვას შევუდექი. მეორე გვერდს ვამთავრებდი როდესაც მივხვდი რომ ეს ნაწილი კარგა ხანია გავლილი მქონდა. იმის ნერვები აღარ მქონდა, რომ თავიდან დამეწყო იმ ადგილის ძებნა სადაც რეალურად შევჩერდი, კითხვა გავნაგრძე.
კითხვასთან ერთად, მშვიდად ვიჯექი და ვეწეოდი.. დავამთავრე რამოდენიმე ღერი. უეცრად სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა მთლიან სახლში. კითხვაში სრულყოფილად ჩაფლული და ჰიუგოს გენიალურობის წიაღში გადაკარგული სრულიად მოდუნებული ვიყავი ისე, რომ საათის ისრების მეტად ხმაურიანი მოძრაობაც კი ძლივს ჩამესმოდა ყურებში.
კარების გაღების ხმა გავიგონე, სულ ორი წინადადების ჩამთავრებაც და წიგნი დავხურე. ლევანმა თავისი ბოხი ხმით, რაღაც ჩაილაპარაკა. ვერ გავიგონე, დედაჩემის ხმა კი გარკვევით მომესმა, ემუდარებოდა დარჩიო.
ტანზე დავიხედე,საცვალში და ბუზგალტერში ვიჯექი. წამიერად შევცბი, მთვარის შუქი იმდენად კარგად ანათებდა ოთახს, რომ სიბნელის იმედზე ვერ დავრჩებოდი იმ ფიქრებით რომ ლევანი ვერ დამინახავდა.
“ასე ძალიან რატო გადარდებს რას იფიქრებს უცხო კაცი შენზე? მორჩი ანნა,, მიბაძე დედაშენს!”.
გამოვიდა.
დედაჩემი არ გამოჰყოლია.
დამინახა და ოდნავ შეკრთა.. როდესაც შემომხედა, უკარებას სახით გავუღიმე და გავაბოლე.
გავიდა თუ არა, თავისუფლების შეგრძნებისგან გახარებულმა ღრმად ამოვისუნთქე და წიგნი თავიდან გადავშლალე. ამ დროს გამოვიდა ნინა ატლასის მოკლე ხალათის ამარა. ჩემს დანახვაზე ოდნავ შეჰკივლა და დამტუქსა, რატომ არ გძინავსო.
– უამრავი წიგნია „პარიზის ღვთიშმშობლის ტაძრის“ გარდა რომელიც შეგიძლია რომ წაიკითხო, ანნა. ეს ისე, დედის რჩევა. მეორე თვეა მაგ წიგნს კითხულობ. - მითხრა და ყავის კეთებას შეუდგა. ერთადერთხელ ავხედე, პასუხი არ გამიცია. მეორეჯერ ყავა შემომთავაზა, კვლავ უპასუხოდ დავტოვე რამაც გააღიზიანა.
– არ მინდა შენი ცხვირის გაშვერა, ახლა არ დამიწყო თავიდან, ისედაც ყოველდღე შენს გამო ტვინი გაქვს გაბურღული. ჩემი სიგარეტი სად არის? – თქვა და ჩემსავით დაიწყო ხელების ფხანა. სიგარეტი გავუწოდე.
ყავაც ადუღდა. უძილობასთან ერთად მთვარის შუქზე კითხვამ თვალები ამატკივა, ვგრძნობდი რომ ჩამწითლებოდა. მეორედ ვუღალატე ჰიუგოს, წიგნი გვერდზე დავდე, ამჯერად სანიშნე წესიერად ჩავდე იქ სადაც კითხვა შევწყვიტე. საათს, რომ დავხედე 6 სრულდებოდა. ყავითა და სიგარეტით ჩემს ოთახში შევბრუნდი, სიმღერები ჩავრთე და მამაჩემის კარგა ხნის ნაჩუქარი დღიური გადავშალე. ცალკე ათი წუთი საწერი კალმის ძებნაში დავკარგე. ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა წერის სურვილი, შემეძლო საერთოდ არ დამეწერა, მაგრამ იმ მომენტში მეჩვენებოდა რომ წერის გარდა, ვერაფერი დამამშვიდებდა.
„საერთოდ, მიჩნდება კითხვა, რატომ ვარსებობ? მგონი, არაფერს წარმოვადგენ.. არ მაქვს მომავალი.. ვცხოვრობ დედასთან, რომელსაც თავისი გულისწორი ვერ უპოვია! სითბო მაკლია.. მამაჩემი კი, რომელიც ჩვენგან წავიდა, დღეს ბედნიერია. როდესაც ვურეკავ, გული მიკვდება, როდესაც მასთან ლაპარაკის დროს, მისი პატარა ბავშვების ხმა მესმის..“ - წამიერად წერა შევწყვიტე, დავფიქრდი, ღირდა თუ არა.
„იმწამსვე ვუთიშავ, შემდეგ შეტყობინებას ვუგზავნი, სადაც პატიებას ვთხოვ რომ შევაწუხე.. ვიცი, ის ყველანაირად ცდილობს, რომ მაგრძნობინოს, თუ როგორ ვუყვარვარ.. მას არ უნდა, რომ თავი მარტო ვიგრძნო.. რადგან მან იცის, რა არის მაარტოობა.. მან იცის, რა არის როდესაც ღალატობენ და ზურგს აქცევენ.. მჯერა მისი სიტყვების, მაგრამ ასე არ შემიძლია.. არ შემიძლია მას მამა დავუძახო, როდესაც ჩემზე პატარა ბავშვები ყავს,.. რა უნდა ჩემთან, როდესაც მშვენიერი პატარები ყავს, გიგი და ანასტასია. ვიცი,რომ წარსულს ვახსენებ, ვიცი და სწორედ ეს არის პრობლემა.. ყველაფერი მშვენივრად მესმის.. მიუხედავად ყველაფრისა, მე ის მიყვარს.
არ ვნერვიულობ, იმის გამო, რომ მეგობრები არ მყავს. ეს გასაგებია, ვის მოუნდება მეგობრობა გოგოსთან, რომლის დედასაც ს სახელი აქვს? მთელს ქალაქში მაქვს სახელი გაფუჭებული, მეც არავის ვუშვებ ჩემს გულთან ახლოს.. არ მინდა, ტყუილ უბრალოდ პრობლემები. დედაჩემის ადგილას, თავს მოვიკლავდი, ცუდი სახელი აქვს, როდესაც ასეთი არ არის. უბრალოდ, მამაჩემთან განშორების შემდეგ, ზედმეტად გულგატეხილია და ყველანაირად ცდილობს, იპოვოს ადამიანი, რომელიც მუდამ გვერდში ეყოლება მაგრამ არ გამოსდის. სწორედ ამიტომ, ორ თვეში ერთხელ, ჩვენს სახლში მოდის უცნობი მამაკაცი, რაც ჭინკა მეზობლების თვალებს, რათქმაუნდა არ ეპარებათ. როდესაც ვუფიქრდები, თუ რატომ შეიძლება ვიყო ყველაზე ცუდი შვილი მთელს დედამიწაზე, როდესაც ვხედავ ხალხის მაკრიტიკებელ თვალებს, რომლებიც ჩემკენ არის მომართული.. როდესაც ვხვდები, რომ მე და დედაჩემს არავინ გვყავს ისეთი, ვისაც შეგიძლია დაეყრდნო, ბოლოს მაინც ერთ დასკვნამდე მივდივარ..
„ეს ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ბრბოსს აზრზე ვიფიქრო და ის მანაღვლებდეს. ხალხის ლაპარაკს რომ ყური დავუგდო, მალევე ფსიქიატრიულში მომათავსებენ.“
მიუხედავად ყველაფრისა,მე მიყვარს ნინა, ის ხომ დედაჩემია, და ხშირად ვგრძნობ მისგან მზრუნველობასა და სიყვარულს. მაგრამ მე სულ სხვანაირი სითბო მჭირდება.
რა მეშველებოდა, ზუკა რომ არა? ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, თანატოლები ვართ რაც გვიწყობს ხელს რომ ერთმანეთს უკეთესად გავუგოთ. რაც თავი მახსოვს, წამითაც არ მომშორებია, იყო დედაჩემისა და მამაჩემის განშორება, ყველაზე რთული და არასასიამოვნო მოგონება.. ვერავინ მეხმარებოდა დამშვიდებაში ისე როგორც ზუკა. ხანდახან ვუფიქრდები, ნეტავ მართლა ცდილობდა კარგ ხასიათზე დავეყენებინე, თუ ბუნებირივად გამოსდიოდა? ის ხომ ისეთი მხიარულია.. ძალიან ვუყვარვარ და მე ამას ვგრძნობ. ვაფასებ და ხშირად ვეხუმრები კიდევაც, რა უნდა მეკეთებინა მის გარეშე, შემდეგ კი ვხვდები რომ ამ ხუმრობის რეალობად ქცევა სრულიად არ მინდა.
როგორ არ ვახსენო თინა? ბებიაჩემი.. სიტყვებით არ ძალმიძს გადმოგცეთ მისი ამაგი. როგორ მიგებს და ვუყვარვარ.. როგორ ესმის ჩემი, ყველა სიტუაციაში.. მასზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს..
ისეთი ოპტიმისტი და მორწმუნეა, რომ შეხედავ, ჩემზე მხნედ გამოიყურება.
„არასოდეს მყვარებია.. არვიცი რა არის სიყვარული, რადგან არასოდეს მიგრძვნია. მაინტერესებს ჩემი თავი,როდესაც შემიყვარდება.. სულმოუთქმელად ველოდები ამ მომენტს.. მაგრამ, ვატყობ, დიდი ხანი მომიწევს ცდა..
ღმერთს მადლობა, რომ სულ არ მაინტერესებს გარშემომყოფთა აზრი!
ღმერთს მადლობა, რომ განსხვავებული ვარ ყველასგან..”

პირველ რიგში, დიდი მადლობა ვინც პირველი თავი ბოლომდე წაიკითხა. რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთქვა. ამ მოთხრობის წერა დავიწყე 14 წლის ასაკში, დღეს კი 18 წლის ვარ და სკოლას ვამთავრებ. ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ მოთხრობის სახელთან დაკავშირებით არ წამოვიდეს კომენტარები: "ბანალური სახელია.." და მსგავსი რაღაცეები, მაშინ როდესაც ამ მოთხრობის წერა დავიწყე არავის ჰქონდა აკვიატებული ნოემბერი. მოთხრობის ბოლო რამოდენიმე თავი მაქვს ახლა დაწერილი, დანარჩენი ან შარშან მაქვს დაწერილი ან იმის წინ, აღარც მახსოვს. ერთი პერიოდი აქაც ვდებდი, ხალხი კითხულობდა, მაგრამ ვეღარ დავასრულე, არ შემეძლო.. მეეჭვება, მოთხრობა ვინმემ იცნოს. მაგრამ მაინც, მადლობა მას ვინც კითხულობს!



№1  offline წევრი nini_a

რა კარგად მახსოვს ეს ისტორია რომ იცოდე!!! ვეძებე კიდეც ბევრი... ზუსტად იმ დროს როდესაც ამ ისტორიას დებდი ჩაციკლული ვიყავი ამ სიმღერაზე და ისტორიაც კარგად დამამახსოვრდა :) გამიხარდა წერა რომ განაახლე, იმედია ეხლა ბოლომდე მიიყვან. ძალიან ვგულშემატრკივრობ შენს გმირებს <3

 


№2  offline წევრი MariLerman

nini_a
რა კარგად მახსოვს ეს ისტორია რომ იცოდე!!! ვეძებე კიდეც ბევრი... ზუსტად იმ დროს როდესაც ამ ისტორიას დებდი ჩაციკლული ვიყავი ამ სიმღერაზე და ისტორიაც კარგად დამამახსოვრდა :) გამიხარდა წერა რომ განაახლე, იმედია ეხლა ბოლომდე მიიყვან. ძალიან ვგულშემატრკივრობ შენს გმირებს <3


ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერებაა, ასეთი კომენტარი <3
იმის გაგება, რომ ვიღაცას შენი პატარა მოთხრობა ახსოვს და მოწონს <3
რამდენიმე თავი და ვამთავრებ ისტორიის წერას <3 მეღირსა მეც და ყველას wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent