შენ ჩემი გახდები?! (თავი 26)
ყურებში მიორდებოდა,მხოლოდ აპარატის გაუთავებელი წრიპინი და ექიმების ნათქვამი,სიტყვა. „გარდაიცვალა“ ეს წარმოუდგენელი მეგონა,ჩემი გედენიძის ქალი ვერ და არ დამტოვებდა,ვიცოდი ასეთი ტკივილისთვის არ გამიმეტებდა. დაუფიქრებლად შევარდი პალატაში,აპარატის გამორთვაც არ ვაცადე,მის ჯერ კიდევ თბილ სხეულს ვეცი და ღრიალს მოვყევი. -შეუძლებელიაა! არააა! თვალები გახილე,ნინოოო,მიდი გაახილეე! შენ ვერ მოკვდებოდი ვერააა!კახა ექიმი ჩემსკენ წამოვიდა თუმცა დათამ თხოვა არაფერი ემოქმედა და პალატა დატოვეს,მარტო დამტოვეს ჩემს გედენიძესთან. -არ დამტოვო აქ რაა,გევედრები ნინოო,არ დამტოვო,არ მინდა შენს გარეშე აქ ცხოვრება,ეს სამყარო შენს გარეშე ცარიელია. კარის შეღებისთანავე შენი სურნელი,რომ არ დამხვდეს სახლში გავგიჟდები,შენი სიჩუმის ტირილი რომ არ შევიგრძნო,როგორ ვიცოცხლე,შენი ლაღი სიცოცხლისთვის ჩემი წაიღოს უფალმა,გევედრები დაბრუნდი.! შენს ღიმილზე ელვა მივლიდა მთელს სხეულში და ამ ცხოვრების ძალა მეცემოდა,შენი ღიმილი ჩემი ცხოვრების ფერების შემცვლელი იყო! მე და შენ ერთი სული და გული გვქონდა,მე და შენ ერთნი ვართ ნინ და ვიქნებით,მარადისობაში ვიქნებით ერთად!უფალოო,დამიბრუნე გევედრები,გემუდარებიი დამიბრუნე ჩემი გედენიძეე,გთხოვ! იქ რა უნდა აკეთოს მან,გევედრები დამიბრუნეე,უმისობით ნუ გაგვანადგურებ,გემუდარები,გემუდარებიიიი!...მოთქით ტიროდა ნაკაშიძე საყვარელ ქალს და მის დაბრუნებას თხოვდა უფალს. -ნინოოო,ნინოოოოო,ნინოოოო დაბრუნდი! ცხოველურ ბღავილს მოჰყვა კაცი. მერე მის ჯერ კიდევ თბილს სხეულს დაყნოსა და მის ღვინისფერ ტუჩებს დააშტერდა,მისი სიტყვები გაახსენდა,“ისე,მაკოცე მინდა მკვდარსაც მდაგავდეს შენი ლავასავით ცხელი ტუჩები“ თავი გადააქნია და ამოისლუკუნა. -ბოლოჯერ გაკოცებ! ბოლოჯერ შევეხები შენს ტუჩებს,ტუჩებს რომლებმაც გზა ამირიეს და ცხოვრებას აზრი შეძინეს. ქალის ტუჩებს ლოთივით დაეწაფა ნაკაშიძე. ეს იყო ყველაზე, ხანგრძლივი კოცნა და თითქოს უკვე კოცნის შეწყვეტას აპირებდა,როდესაც აპარატის წრიპინი გაისმა,წრიპინი,რომელიც ნაკაშიძეს მოლანდება ეგონა რეალობა ყოფილა. აპარატს გახედა და მისი გულის ფეთქვაში დარწმუნდა,დარწმუნდა,რომ ის დაბრუნდა,ის უფალმა დაუბრუნა. -დათაა,ექიმოოო.ჩემი ნინოო,ჩემი ნინოოო ცოცხალია,სიკვდილის სუნით გაჟღენთილ კოლიდორში გავარდა ალექსი პალატიდან. -შვილო,რეალობას უნდა შეეეგუოო,ის მოკვდა. ნანა შვილს მოეხვია. -რა მოკვდა დედა ის ცოცხალია,აი ნახეთ,დათა ნახე აპარატი მუშაობს!დათას ნაკაშიძის ხმა იმდენად დამაჯერებლად მოეჩვენა წამოდგა და პალატაში შევიდა,აპარატი მართლაც მუშაობდა. -ჩქარააა,ჩქარაა ჟანგბადის ბალონი! აყვირდა დათა. ის ცოცხალია! ექთანი შევარდა და სხვა ექიმებიც მიყვნენ უკან....რამდენიმე წუთში კი დათა გამოვიდა და მთელს ოჯახს ახარა. -ის ცოცხალია,კომაშია,მაგრამ ცოცხალია! დედა მარიამ,მან კლინიკური სიკვდილი განიცადა,კიდევ კარგი აპარატის გამორთვა ვერ მოვახერხეთ როცა გული გაუჩერდა მას, ალექსმა არ გვაცადა....მისი გული ისევ ფეთქავს! -დაუჯერებელია,თავი სერიალში მგონია,ამოიხავლა მარიამმა, ჩემი ოჯახის ცხოვრება სერიალს დაემსგავსაა,ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება როოგრც სერიალებშია თუმცა ტრაგიკულად მთავრდება ჩვენი სერიალი. -არაა,ქალბატონო მარიამ,ხომ ხედავთ ტრაგიკულად არ დამთავრდა,ნინო ისევ ჩვენთანაა,მას კლინიკური სიკვდილი ჰქონდა. მივიდა და ქალის წინ ჩაიმუხლა ალექსი. -კომაშია,ჩემი შვილი კომაშია. გმინავდა განადგურებული ქალი. -ხო,კომაშია,მაგრამ ჩემი ნინო ამასაც გაუძლებს! მთავარი ისაა,რომ ცოცხალია! ალექსი იმედიანად იყო. -ალექს,რაღაც უნდა გითხრა! მან კლინიკური სიკვდილი განიცადა,მიუხედავად იმისა,რომ მისი გული ფეთქავს,არავინ იცის ის როდის გამოვა კომიდან. დათა სევდით გატენილი ამბობდა თითეულ სიტყვას. -მე დაველოდები! მკაცრად თქვა ნაკაშიძემ. -შეიძლება ის ვერასდროს ვერ გამოვიდეს კომიდან და უბრალოდ ისუნთქოს,ხვდები?! -გამოვა,მე მჯერა რომ გამოვა ის კომიდან და ბედნიერები ვიქნებით! ჩემი ცხოვრება თუ სერიალია დაე იყოს ბოლომდე და აქედანაც გამოძვრეს ჩემი ნინო. ეგ ისეთი ბუზღუნა და ჭირვეულია იქაც არ მიიღეს და აქედანაც გამოაძვრენს უფალი,კომაც ვერ აიტანს ნინოს იქ ყოფნას,მაგის ხასიათი,რომ ვიცი რაღაცეებს უჩალიჩებს! ხუმრობა სცადა ბიჭმა. -ეეე,შენ მართლა აურიე შვილო! ზურამ ხელი დაადო მხარზე ერთადერთ ვაჟს და წამოგომისკენ უბიძგა. -არ გამიფრენია,ის დაბუნდება,აი ნახავთ დაბრუნდება! თქვა და ტაში შემოკრა სიხარულისგან. ***************************** ******************** წამები,წუთებს მიყვებოდა,წუთები კი ქმნიდნენ,მრავალ საათს...დღეები, დღეებს მიყვებოდა,კვირები კვირებს,თვეები კი თვეებს... იმედის ნაპერწკალი ჩაუქრა თითქოს ნაკაშიძეს,ყოველი მისი დღე იწყებოდა საავადმყოფოს კოლიდორში და მთავრდებოდაა,ნინოს საწოლთან...ყველაფერს საშინელი ფერები ჰქონდა მისთვის მიცემული...დადა,თემო,მისი და ნინო, გვერდიდან არ შორდებოდნენ,მაგრამ გედენიძის ქალის გარეშე მაინც მარტო გრძნობდა თავს,უმისობა ტკიოდა. უკვე 6 თვე გავიდა,რაც ნინო კომაში იყო,ალექსი ნინოსთან იყო პალატაში,მისი საყვარელი ორქედეები მიუტანა და მისი სურნელით აამჭორა ოთახი. სკამი მიაჩოჩა,საწოლთან ახლოს,ქალის ხელი მის ტორში მოიქცია და აკოცა,მერე კი თავი დაადო ზედ,ამოიოხრა და პირველად გაბედა ხმამაღლა საუბარი,მასთან. -დღეს 6 თვე გავიდა,რაც აქ ასე ხარ...ნეტავ იცოდე შენი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა,როგორ მტკენს,როგორ მაცამტვერებს და მანადგურებს. უშენობამ ხელი დამრია და ვხდები ნელ-ნელა ბოლოს მიღებს,ვკვდები...იცი ის წლები მახსენდება შენს მოწონებასაც რომ არ ვუშვებდი ჩემს თავთან და თურმე გულს უკვე,მაშინ 18 წლის უყვარდი და შენით ცხოვრობდა. ვცადე და ვერ დაგივიწყე, ის 3 წელი,როცა ვერ გხედავდი,გვერდით არ მყავდი,შენს სურნელს ვერ ვგრძნობდი,ჯოჯოხეთ იყო ჩემთვის,მაგრამ ეს 6 თვე იმ 3 წელზე გაცილებით უფრო დიდია და გაცილებით უფრო მტანჯველი. ადრე შენს დავიწყებას რომ ვცდილობდი,ყოველ ღამე მესიზმრებოდი,დღისით თითქოს ხალხში გხედავდი,მერე იმ ადამიანს მიუახლოვდებოდი და შენ რომ არ იყავი,რაღაც ისეთი მემართებოდა სიტყვებით,რომ ვერ ავღწერ. მეგონა მაშინ გავგიჟდი,მერე თემომ სულ გადამრია,ისედაც არ მაკლებდა ხელს სულ შენზე მესაუბრებოდა,მაგრამ რაც შენ გგნახა მას მერე სერიოზულად შემიკლა ხელში,მერე ვერ მოვითმინე და მალულად გნახე,მერე კი გამოგეცხადე,მაგრამ სრულიად სხვა შემრჩი ხელში...დახვეწილი იყავი....ამ ფაქტების გახსენებამ ღიმილი მოგვარა ნაკაშიძეს. იმ დღის შემდეგ მივხდი,რომ დამერხა,თანაც მაგრად! თავი ნერვიულად მოიქექა ბიჭმა. მერე ფირმაში ჩვენი მუშაობა,მერე ის,მერე სიმართლე გავიგე,რომ დემეტრემ და ზაზამ მოკლეს შენთვის უსაყვარლესი ადამიანები და დემეტრეს მიზანი შენ იყავი და მივიღე ის გადაწყვეტილება,რის შემდეგაც ჩემი ცოლი გეწოდა.... რამდენი გამოვიარეთ არაა?! კიდევ ბევრი გვაქვს გასავლელი,ჩემო სიყვარულო. გადაიწია და ტუჩთან ახლოს აკოცა გედენიძეს. რომ გაიღვიძებ,დავქორწინდეთ,ისე რეეესტრით,მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის ჯვრის წერაა...მცხეთაში დავიწეროთ ჯვარი,სვეტიცხოველში შენ ხომ მასში ყველაფერი მოგწონს და აღგაფრენს! მინდა დიიდი გრანდიოზული ქორწილი გვქონდეს,დიდი თეთრი კაბა შენ, მე კი შავი შარვალ-კოსტიუმი მეცმევა,შენ ხომ მითხარი შავი ფერი ყველაზე მეტად გიხდებაო,ხოდა შავს ჩავიცმევ. სმოკინგზე ვერასდროს დამიყოლიებ და ტყუილად არ მებაზრო.სევდიანად გაიღიმა და კვლავ აკოცა ხელზე. სამოგზაუროდაც წავიდეთ,თუ გინდა მოვკრუგოთ მსოფლიო! ბევრი შვილი მინდა შენგან,აი 5 მაინც,სულ მცირე...ბევრი მოვინდომე არაა?! გთხოვ მხოლოდ 5,სხვაკაცებს არ ვემგვანები,მშობიარობაზეც კი შემოგყვები და საერთოდ სულ შენს გვერდით ვიქნები,გეფიცები! თანაც იცი რატომ უნდა გავაჩინოთ ბევრი შვილი?! იმიტომ რომ კარგები გამოვლენ დარწმუნებული ვარ,ჩემსავით სიმპატიურები და შენსავით ლამაზები. თვალები ხუთივეს შენი მინდა,რომ ჰქონდეს... საუკეთესო დედა იქნები,ამაშიც დარწმუნებული ვარ,მაგრამ ცოდო ხარ იცი,რატომ?! მეექვსე დიდი ბავშვი მე გეყოლები გასაზრდელი,მაგრამ შენ ყველაზე ყოჩაღი ხარ და ექვსივეს ერთად გაგვზდი! მერე დავბერდებით და ერთად გავზრდით შვილიშვილებს სახელად ნინუცას და ალექს! მომავლის გეგმებზე ესაუბრებოდა ნინუცას და უეცრად ამოუტივტივდა დათოს ნათქვამი; „შეიძლება ვერასდროს გამოვიდეს ის კომიდან“! დათო მართალია,შეიძლება შენ ვერასდროს გამოხვიდე კომიდან,მაგრამ მე სულ მეყვარები,სულ დაგიცავ და სულ შენთან ვიქნები,მე შენი გავხდი,მაგრამ მინდა ჩემი გახდე,ჩემი და მარადიულობაში გადავიდეთ,ბედ-იღბალს ვაჯობოთ და ბედნიერები კარუსელზე შევხტეთ,შემდგომ კი გაუთავებლად ვიტრიალოთ! ცოტა ხანს უყურა ნინუცას და ისევ ცრემლები მოერია. ბოლო დონის ნაბ**ვარი ვარ,მე შენ ვერ დაგიცავი, ნაგავი დემეტრესგან ვერ დაგიცავი,შენ მე ყველაფერში მაჯობე და აქაც მაჯობე ნინუც,შენ ჩემი წილი ტყვიაც კი მიიღე.... არარაობა ვარ,მე ჩემი ხელით მოგკალი,ჩემი ბრალია ასე,რომ ხარ,ჩემი და სხვა არავისი! ხელზე დაადო თავი და ცრემლებს გასაქანი მისცა. -შენი ბრალი არაა....კარგა ხნის შემდეგ,გაისმა ის ხმა რომელსაც გადასჩვეოდა კაცის გონება,მაგრამ გული არაა.თავიდან ეგონა ნაკაშიძეს მელანდებაო,მაგრამ,როდესაც თავი აწია და მომღიმარი ნინუცა დაინახა,მიხვდა რომ მისი წილი ბედნიერებაც არსებობს,სახელად ნინუცა გედენიძე და ის უფალმა მას გამოუგზავნა,მხოლოდ მას,კიდევ უფრო ახლოს მიჩოჩდა და გაცრეცილ ტუჩებზე ეძგერა,საყვარელ ქალს! ესეც 26 თავი. მაადლობა ამხელა სიყვარულისთვის ჩემო ტკბილებო,იმდენი თბილი შეტყობინება მივიღე და იმოდენა სიყვარულით სავსე,რომ ცოტაც და ვიტირებდი ალბად,ჩემი პირადი საოცრებები ხართ თქვენ <3 არაფერი არ შემიცვლია და იცით რატომ,რეალურადაც ასე იყო და იმიტომ <3 ამ ისტორიის პირველი ნაწილი რამდენიმე თავში დამთავრდება თუმცა დაიწყება მეორე ნაწილი ამავე ისტორიის,ახალი ვნებებით,სიყვარულით,წარსულის სევდით და ტკივილსაგან შემორჩენილი რაღაც დოზის სიყვარულით :* მიყვარხართ თქვენ მე,ჩემო პირადო საოცრებებო <3 შოკოლადებო გელით :* <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.