შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა II


21-03-2016, 22:59
ავტორი MariLerman
ნანახია 1 993

გუშინ დასწორებული მოქერავო თმა, დღეს უკვე ტალღოვანია. მწვანე თვალები, რომ მაქვს, ვერავინ ამჩნევს. თუ ძალიან დამაკვირდი, მხოლოდ მაშინ დაინახავ,ოდნავ მოციმციმე ძალიან მუქ მწვანე ფერს ჩემს თვალში. არავის არასოდეს უცდია, ჩემს თვალებში დიდი ხნით ყურება, ამიტომ ყველას გონია, რომ ყავისფერი თვალები მაქვს.
ვგიჟდები ჩემს ტანზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დედასგან მაქვს ასეთი ლამაზისწორი ფეხები და სრული მკერდი.
ტანი ყველანაირად მიწყობს ხელს იმის მოხდენაში,რაც მომწონს.
– გავედი მე. საღამოს მოვალ. სახლში ხარ მთელი დღე? – ვკითხე დედაჩემს და სიგარეტს მოვუკიდე.
–არ ვიცი, შეიძლება წავიდე..
– 50 ლარი მინდა.
– მთვარეზე გაფრენაც ხო არ გინდა შემთხვევით ? ნაგლობასაც აქვს საზღვარი.
– 50 ლარი მომეცი თქო, მჭირდება! – თვალები გავაფართოვე და ხელი გავუწოდე. ამჯერად აღარაფერი უთქვამს და ჯიბიდან ფული ამოიღო.
– დროზე ნინა! ფული მომეცი!
– აიღე ხო, რამ გაგახამა! - ფული მომიგდო და მისი გამომეტყველებით მივხვდი, რომ სადღაც საღამომდე მაინც სახლში არ უნდა დავბრუნებულიყავი.
ოდნავ ნერვებმოშლილმა დავტოვე სახლი. სიგარეტს ისევ მოვუკიდე და გზას გავუყევი. არც ვიცოდი სად მივდიოდი.. უმისამართოდ მივაბიჯებდი.
ზუკას სახლისაკენ წავედი, ვიცოდი, რომ სახლში არ იქნებოდა მაგრამ მაინც მის ეზოში აღმოვჩნდი ბოლოს. ზუკას სახლთან ახლოს, სკამზე მთელი ერთი საათი, უაზროდ ვიჯექი. სიგარეტის მხოლოდ ერთი ღერი დამრჩენოდა, მაღაზიაში დავაპირე გასვლა მაგრამ სწორედ ამ დროს მომეპარა.
– რას აკეთებს ჩემი ლამაზი გოგო? დიდხანს მელოდება?! - მკითხა და ლოყაზე მხურვალედ მაკოცა, როგორც ჩვევია.
– ნუ მელაპარაკები, ხალხი რას იფიქრებს.. რატო არ უფრთხილდები შენს რეპუტაციას?
– სად იყავი აქამდე? ტელეფონი გამორთული რატო გაქვს? - ჩემს კითხვას აიგნორებს და გვერდით მიჯდება.
– სახლში დამრჩა, სულ გადამავიწყდა წამოღება. დღესაც ძალიან ადრე გამეღვიძა. ჯერ კიდევ ბნელოდა. - ვუთხარი და დასიებულ თვალებზე ხელი მოვისვი.
– რას აკეთებდი, სანამ გათენდებოდა?
– რასაც ყოველთვის ვაკეთებ ასეთ სიტუაციებში. ბევრი მოვწიე, რამდენიმე ჭიქა ყავა დავლიე და დიდი ხნის მივიწყებული - კითხვა გავნაგრძე!
– როდის უნდა გაიგო, რომ ამდენი მოწევაც არ შეიძლება. ნეტა დააკვირდებოდე შენს ხმას.
– ერთი და იგივეს ლაპარაკი არ გღლის? - ვუთხარი და სახეზე ავხედე, მისი შეწუხებული გამომეტყველების დანახვაზე ხმამაღლა გამეცინა.
ზუკასთან ერთად საათზე მეტ ხანს არ გავჩერებულვარ.
უკვე ღამდებოდა, როდესაც სახლში მივედი. ნინა სახლში არ დამხვდა.
კიდევ კარგი ფული მქონდა, მაღაზიაში ჩემთვის პროდუქტები ვიყიდე.
სახლში შესულს ჟანგბადის უკმარისობისგან ხველება დამაწყებინა.
სიგარეტის სუნით ჯერ კიდევ ყარდა იქაურობა.
ტელევიზორი ჩავრთე, ლუდი გამოვიღე და მოვკალათდი.
ფეხბურთის მატჩი გადიოდა, წარმოდგენაც არ მქონდა, ვისი თამაში იყო, მაგრამ გადავწყვიტე იმათ მხარეზე ვყოფილიყავი, ვისაც თეთრი ფორმა ეცვათ რადგან სიმპატიური მეკარე ყავდათ.
ემოციებში ვიყავი, როდესაც გასაღების ხმა გავიგონე, დედაჩემმა კარები გააღო. ძალიან მთვრალი იყო და თან ყველაზე მთავარია, მის კისერზე ვიღაც ვაჟბატონს შემოეხვევია ხელი. თავიდან ლევანი მეგონა, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ უცნობი ლევანზე გაცილებით მაღალი და მოხდენილი ტანის იყო.. ჯერ კიდევ არ ანათებდა სახეზე შუქი და მის სახეს ვერ ვხედავდი, ვერ ვხვდებოდი, ვინ იყო. როდესაც შემოვიდნენ, შუქიც აანთეს, გაკვირვებულმა შემომხედა და თვალების ფშვნეტა დაიწყო.
ორივეს ხელში ლუდის ბოთლები ეკავათ. დედაჩემი უნდა დაგენახათ,რა საშინლად გამოიყურებოდა.
– მოიცა შენ სახლში ხარ? – მკითხა ნინამ. ინსტინქტურად წამოვდექი. - დილით დამავიწყდა გაფრთხილება, რომ გოგოებთან ერთად კლუბში მივდიოდი.. თუმცა.. - აქ წაბარბაცდა, მაგრამ ბიჭმა დააკავა. - შენთვის არანაირი აზრი არ აქვს, მე სად ვიქნები..
– როგორი მიხვედრილი ხარ, „დედიკო!“ – ვუპასუხე და ჩემი ლუდის ბოთლი იქვე დავდე. მათ არც ვუყურებდი ისე მოვუკიდე სიგარეტს.
– იცი, ეს ნიკოა ბერძენიშვილი. გეცოდინება. - მითხრა და მის გვერდით მდგომს ახედა, კისერში ვნებიანად აკოცა და ლუდი მოსვა.
– წარმოდგენაც არ მაქვს ეს ადამიანი რას წარმოადგენს. ახლა თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ! არ ინერვიულო ნიკო, ნინა არ მოგაწყენს! – ჩავილაპარაკე და ჩემი ოთახისაკენ გავემართე.. ჩავლისას უცებ შევხედე,მინდოდა, არ შეემჩნია,მაგრამ არ გამომივიდა,მოსვლის წუთიდან რაღაც იდიოტობებს ლაპარაკობდა,მე რომ დამინახა გაჩუმდა.. წამიერად შევჩერდი. მისმა გარეგნობამ ჩემი ყურადღება მიიქცია. ჩავლისას და ადვილად შევამჩნიე, რომ თმა სულ დაბლაზე ჰქონდა შეჭრილი, თაფლისფერი თვალები და სწორი,სწოორი ცხვირი ჰქონდა. ზედმეტად უხდებოდა შრამი ლამაზი ფორმის წარბზე. მისი სიმაღლე კი ყველაზე მიმზიდველი რამ იყო მის გარეგნობაში. რა თქმა უნდა თავი არ დამიკარგავს, მალევე მოვშორდი იქაურობას და ჩემს ოთახში შევიკეტე.

სიმღერა ჩავრთე და ფანჯარაში გავიხედე.
“ღმერთო, როგორ არ ვიცანი ის იდიოტი ბერძენიშვილი, ბევრჯერ დამინახავს მარკეტთან, ზუკაც მიყვებოდა ამ ბიჭზე. დედაჩემთან ერთად მოვიდა ჩემს სახლში. ტუტუცი, არამზადა!“
იმ წამს საშინლად შემძულდა ნიკო.
ვერ ვიტანდი, თავში ავარდნილ ბიჭებს.. ცოტა ბანალური კია, ამას რო ვწერ, მაგრამ რა ვქნა, სხვანაირად როგორ გამოვხატო ზიზღი თვითკმაყოფილი იდიოტებისადმი? ნიკო ზუსტად ასეთი იყო. გოგოების ყურადღება არ აკლდა,მთელ ჩემს ქალაქში ცნობილი იყო, როგორც გოგოების გულთამპყრობელი. სერიოზული ბიჭი იყო, 24 საათს გარეთ ატარებდა, იშვიათად ვხედავდი გაღიმებულს, ალბათ ამით აჯადოვებდა გოგოებს.. ალბათ სწორედ ეს მოწონდათ გოგოებს მასში...
რამდენიმე წუთი ოთახში დავყავი. გარედან ხმაური არ მესმოდა უბრალოდ ლაპარაკობდნენ , უფრო სწორად ნინა თავის უსაყვარლეს ფრანგულ სიმღერას მღეროდა, დედაჩემი ამაში ფენომენი იყო - სიმთვრალეში სიმღერა უკეთესად გამოსდიოდა. ადრე თუ გვიან მაინც შევიდოდნენ ოთახში იმ ღამესაც არ მეწერა დაძინება. სიგარეტის კოლოფი გარეთ დამრჩენოდა ამიტომ ჩემი ოთახიდან გასვლა გარდაუვალი იყო რადგან მთელი ღამე უსიგარეტოდ და–ვი–ღუ–პე–ბო–დი.
– დიდი ბოდიში, ხელი შეგიშალეთ. სიგარეტი დამრჩა. ავიღებ, და შეგიძლიათ გააგრძელოთ! – სიგარეტს დავუწყე ძებნა, “სად ჯანდაბაშია ეს დასაწვავი, ყოველთვის როგორ უნდა ვეძებდე!” უაზროდ დავეცეცებოდი აქეთ–იქეთ, ხან რას ვუფათუნებდი ხელს, ხან რას.
– ვერ ვნახე, შეგიძლია შენი მომცე? – ვკითხე მოჩვენებითი თავაზიანობით ნინას, დღემდე ვერ ამიხსნია რატომ.
– აჰა, ჩემი აიღე. – მითხრა ნიკომ და ჯიბიდან წითელი Lucky Strike ამოიღო. არ ვიცოდი გამომერთვა თუ არა, ხელი გამომიწოდა და წაბარბაცდა. დავეხმარე, რომ არ წაქცეულიყო. სახეზე მიყურებდა მაგრამ მე ვცდილობდი თვალი ამერიდებინა. ვიცოდი, რომ მეორე დღეს აღარ ვემახსოვრებოდი.
– აიღე სიგარეტი. – გამიმეორა. გამოვართვი, ხელი გავუშვი და ისევ ოთახისკენ წავედი.
ნინა უდარდელად ღიღინებდა და თავისი გრძელი, კოხტა ფეხები ნიკოს მუხლებზე გაეწყო.
გამართლდა ჩემი ვარაუდები, იმ ღამითაც ვერაფრით დავიძინე.



№1 სტუმარი mari

kargia momwons dzalian

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent