შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკუშა მახალდიანი (4)


23-03-2016, 16:41
ავტორი KGB
ნანახია 2 280

აეროპორტიდან გამოვედი და ფილტვები თბილისის ჰაერით ავივსე.ამეწვა ყველაფერი თავიდან ფეხებამდე,ვიგრძენი მონატრება,სისუსტე,ნოსტალგია,სიყვარული...ყველა გრძნობა ჩემში იყო გაერთთიანებული და ნახევარი საათი გაშეშებული ვიდექი.ვფიქრობდი არაფერზე.იცით?არაფერზე ფიქრი ნიკუშამ მასწავლა და როცა ფიქრობ არაფერზე,ამდროს გონება ყველაზე დიდ სიამოვნებას განიცდის,მაგრამ მე ბოლომდე არ გმომდიოდა.მე ნიკუშაზე მაინც მეფიქრებოდა სადღაც გულის ბოლოში...აი ნიკუშა კი მთლიანად თიშავდა გონებას


დედაჩემმა არ იცოდა რომ ჩავდიოდი.ახლაც მახსოვს მაკოს კივილი მე რომ დამინახა.მამაჩემი ცრემლებს ძლივს იკავებდა და ცოტა მეჩხუბა რომ არ გვაფრთხილე.ბევრი ვილაპარაკე მონატრებულ მშობლებთან შემდეგ შხაპი მივიღე და სულ დავიკიდე საათი რა დროს უჩვენებდა ეგრევე ნანკასთან გავვარდი.


-ჩამოვედი
-აააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ნანკას კივილმა დედაჩემისას აჯობა.ღამის სამ საათზე სამოზობლო შეყარა და ჭორიკანა მეზობლები მესამე სართულშე წამოიყარნენ რომ გაეგოთ რახდებოდა.ძლივს გავაგებინეთ ყველას რომ არაფერი იყო სერიოული და როგორც კი ყველა გავისტუმრეთ ეგრევე სახლში შემათრი და ჯერ ჩხუბი დამიწყო,მერე ჯუჯღუნი,მერე ისტერიული სიცილი აუტყდა,მერე გაგიჟებული მეხუტებოდა და ბოლოს ტირილით დაამთავრა

-კაი ნანკა რაიყო კი არ მოვკვდი და მკვდრეთით ავღსდექი სასწავლებლად ვიყავი
-ხო არა?ამდენი ხანი მერე არუნდა დაგერეკა?არუნდა შემხმიანებოდი?
-მაპატიე უბრალოდ
-რა უბრალოდ
-უბრალოდ მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა
-ნიკუშას პონჩი ხო?შენ გქონდა შანსი მაგრამ არ გმაოიყენე.მაინც ვერ ვხვდები ნია,დღემდე ვერ ვხვდები რატომ არ შეურიგდი მაშინ!ხომ გქონდა შანსი ნია!ეხლა ხომ ერთად იქნებოდით!შენ ხო აღარ წახვიდოდი,3 წელი ზედმეტად ბევრი იყო ნი,ეხლა ძალიან გვიანია...ეხლა შანსი აღარ გაქ ნი,ეხლა ყველაფერი ისე აღარ იქნება როგორც ადრე
-ანუ არ მპატიობ არც შენ
-ხო არ გაგიჟდი?ჩვენ ბავშვობის მეგობრეი ვართ! ამ სამმა წელმა უნდა დაგვშალოს?
-ძალიან მიყვარხარ და მომენატრე
-მეც ნიკუნ
მთელი ღამე ვლაპარაკობდით მე და ნანკა.გამთენიისას ჩაგვეძინა ისიც ჩახუტებულებს...მივხვდი რომ ნანკაზე ძვირფასი არავინ არ მყავდა და ვინანე მთელი სამი წელი.ართლა ვინანე


ქორწილის დღე:

-კაი ნუ ტირი მაკიაჟს გაფუჭებ
-აუ ძალიან ვნერვიულობ,კაბაც აღარ მომწონს არ მიხდება
-აუ შენ ხო არ აფრენ გოგო?ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს
-მართლა
-აბა გატყუებ?ცუდი როიყოს გაყიდინებდი?ხოიცი ქორწილს ჩავშლი შენ თუ არ გენდომება
-ჩაშლი?
-თუ არ ხარ მზად ეხლავე დავურეკავ ბექას და ავუხსნი
-მიყვარს ბექა,მაგრამ მეშინია,მართლა ძალიან მეშინია
-მისმინე ნანკა,ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში და ბუნებრივია რომ ნერვიულობ.რათქმაუნდა ძალიან ლამაზი,არა ულამაზესი პატარძალი ხარ და არ გაქ სანერვიულო.ბექას უყვარხარ და შენც გიყვარს და მიეცი თავს იმის უფლება,რომ ბედნიერი იყო შენს საყვარელ ადამიანთან ერთად.საკუთარი გამოცდიელბით გეუბნები ნანკა,თუ შანში გაუშვი აღარ მოგეცემა მისი გამოყენების შესაძლებლობა.მე დავკარგე საყვარელი ადამიანი ჩემი პრინციპების გამო და შენ ერთ სრულიად ბუნებრივ ნერვიულობას ნუ შესწირავ მთელს ცხოვრებას თორემ მერე ღამეების თენება შენს წყნარებაში არ მინდა მომიწიოს გაიგე?
-ძალიან მიყვარხარ!შენ რომ არ მყავდე რავიცი
-მეც მიყვარხარ
-რაღაც უნდა გითხრა და არ გაბრაზდე მითხრა უკვე ლიმუზინში
-რა ხდება? ავნერვიულდი მე
-ნიკუშაც იქნება ქორწილში
-რა თქვი ხმა ამიკანკალდა მოულოდნელად
-ხო ბექას მეგობარია,მაპატიე რაა გთხოვ მეც გუშინ გავიგე
-არა,არა არაუშავს.ოდესმე მაინც მომიწევდა მისი ნახვა
ვეცადე სიმშვიდე შემენრაჩნებია და არ დამტყობოდა.თავი ისე უნდა დამეჭირა თითქოს არ მანაღვლებდა,მაგრამ ნანკას რას გამოვაპარებდი


ქორწილი არაჩვეულებრივი იყო.ნიკუშა არ შემხვედრია,მაგრამ ვგრძნობდი რომ ვიღაცა დაჟინებით მათვალიერებდა.

-ნანკა დარწმუნებული ხარ რო აქაა?
-კი ვნახე მე.შენ არ გინახავს?
-არა,ალბათ თავს მარიდებს,ნაწყენია ალბათ ჩემზე
ჩავილაპარაკე ნაწყენმა
-კარგი არაუშავს ნინ
-გავლ მე ჰაერზე ცოტახნით და მოვალ რა
-მიდი ოღონდ მალე მოდი


ბაღში გავედი სასეიროდ.ქორწილი ბექას სახლში გადაიხადეს,რომელიც უზარმაზარი და ულამაზესი იყო უზარმზარი და ულამაზესი ბაღით.
მივდიოდი და ვარსკვლავებს ვუყურებდი თან ხელები მკლავებზე მქონდა შემოხვეული სიცივისგან შეცუხებულს.უცბად მონატრებული,საკმაოდ ბოხი ბარიტონი გავიგე,თავიდან ვიფიქრე მეჩვენება თქო,მაგრამ მეორეჯერაც გავიგე და მივხვდი,რომ ნიკუშა ჩემთან ერთად იყო და ბედნიერების ზენიტში გადავინაცვე
-გალამაზაზებული ხარ ნია
ხმა არ ამოვიღე ისე ვიყავი შკირებული
-გცივა შენ
ისევ არ ამომიღია ხმა
-აჰა აიღე
მხრებზე თავისი კოსტუმი შემომაცვა და მეც მეტი რა მინდოდა.ხარბად შევისუნთქე მისი სუნამოს სუნი რომელიც არასდროს იცვლებოდა
უცბად გავთამამდი,რადგან სასმელისგან გრადუსში ვიყავი და ტიკინი დავიწყე
-ვგიჟდები ამ სუნზე
-ჰო?
-ჰო მომნატრებია
-ჰო არა?
-ჰო ჰო
-მომიყევი შენზე რა ხდება ახალი
-რავიცი არაფერი შენსკენ?
-მე ცოლი მოვიყვანე
ერთბაშად გამოვიფიტე,სახე ამერია,თვალები ამემღვრა,გულში ისეთი ჩხვლეტა ვიგრძენი ტკივილისგან ამოვიკვნესე,მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და რომ არ წავქცეულიყავი იქვე სკამზე ჩამოვჯექი.მაინც არ მჯერდა და რაიმე ხელჩასაჭიდს ვეძებდი რომ მატყუებდა,მაგრამ შემდეგ არათითზე ოქროს ბეჭედი და ბოლო ძალებით ვცდილობდი რომ იქვე,მის წინაშე არ დამეწყო ბღავილი
-ცუდად ხარ?
-არა რატო?
-რავიცი ცუდად გამოიყურები
ნიკუშას კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და თვალები უბრწყინავდა ბედნიერებისგან
-ბედნიერი ჩანხარ გილოცავ
-მადლობა ნია
-ვინაა ის ბედნიერი?
-ნატა გაბრიჩიძე
-ვიინ?
გაოცებისგან დავაღე პირი
-რა გაგიკვირდა?ბავშვობის სიყვარული მოვიყვანე ცოლად
-ააა ესე იგი სიყვარული.გილოცავ ძალიან ბედნიერი ჩანხარ.ნატაც ბედნიერი ქალია ნამდვილად შენ რომ ყავხარ
უცბად მივეცი თავისი კოსტუმი და სახლშ გაგიჟებული შევვარდი.ნანკას გულს ვერ გადავუშიდი,ქორწილის დღეს ვერ ჩავამწარებდი.ისევ მომიწია გულში დამეტოვებინა ეს ტკივილი.საკუთარ თავზე ვბრაზობდი,რო თავის დროზე გავუშვი ნიკუშა.ნანკას ვუთხარი ცუდად ვარ თქო და ქორწილი დავტოვე.გაბრაზდა მიყვირა,მაგრამ იქ ვეღარ გავჩერდებოდი.



№1 სტუმარი მონიკა

Mal-male dadet ra

 


№2  offline წევრი tat cullen

მალეეე მომეწონა :3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent