შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა V


24-03-2016, 12:57
ავტორი MariLerman
ნანახია 2 191

– ხელფასი მოუმატეს. ისედაც ბევრი არ ჰქონდა?! რათ უნდოდა, ვერ მივხვდი.. – მითხრა თინამ და სავარცხელი ჩამოუსვა ჩემი გრძელი თმის ბოლოებს.
– გახარებული უნდა იყოს წესით.
– არის კიდევაც, დღეს მოფრინდა თუ არა, ეგ მომახალა. სოფიასაც დაურეკა და აცნობა.
– როდის ჩამოდიან სოფია და ბავშვები?
– ორი დღის წასულები არიან. ერთი კვირა დარჩებიან სავარაუდოდ.
– ნინამ გუშინ სახლში ახალი თაყვანისცემელი მოათრია. დავიღალე უკვე.. – ვუთხარი და მუხლებზე დავადე თავი. შესამჩნევად ჩაიცინა.
– რა ქნას ანნა, შენ არ იცი, როგორი რთულია მარტოობა... ვერ მოისვენებს, სანამ თავის გულისწორს არ იპოვის.. იცი, მიუხედავად ამდენი თაყვანისცემლისა ნინას სითბო აკლია, ნამდვილი სითბო და სიყვარული. საყვარელი მამაკაცი არ ყავს გვერდით, აქეთ ჯიუტი შვილი, რომელიც არც ეფერება, არც თბილი სიტყვებით ანებივრებს. ნუთ ასეთი რთულია აგრძნობინო რომ გიყვარს?
– ჩვენ არაფერი გვაკავშირებს გარდა იმისა, რომ ერთ სახლში ვცხოვრობთ. ხანდახან, ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემს უბედურებას მას ვაბრალი! რატო უღალატა მამას?
– მერამდენეჯერ უნდა გითხრა, ნუ უწოდებ შენს თავს უბედურს! ღმერთს წყინს! და კიდევ, ის რაც დედაშენმა გააკეთა, არ არის ღალატი. მორჩა, აქ ორი აზრი არ არსებობს.
თავი გავაქნიე, ამ თემაზე თინასთან კამათი არ მიყვარდა, არგუმენტებით იმდენს მეტყოდა, სიტყვას ვეღარ შევეპასუხებოდი. წამოვდექი და ისევ ფანჯარასთან მივედი.
“ნომბერი, ჩემი საყვარელი თვეა. ოღონდ, მე თვითონაც არ ვიცი რატომ. ალბათ, ნოემბერზე გაცილებით უფრო ადრე უნდა დამეწყო წერა... ნოემბრის თვეში, ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც ახალი ხდება..“
ღრმად ჩავისუნთქე საყვარელი ნოემბრის გრილი ჰაერი და სიამოვნებისგან ღიმილი მომეფინა სახეზე.
ნოემბრის თვეში მოულოდნელობებისათვის ყოველ დღე მზად ვარ. არც ამ ნოებერმა დააყოვნა. ნიკო ბერძენიშვილის პირველი სტუმრობაც სწორედ ნოემბრის პირველი დღე იყო. ნინას ხშირად ვეჩხუბებოდი ამ თემაზე. ვემუქრებოდი ყველაფრის ვაჟასთან თქმით. რეალურად, ნინას საერთოდ არ უნდა აინტერესებდეს მე ვაჟას ვეტყვი თუ არა რომ მას თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ხუთი წელია, რაც ერთმანეთს დაშორდნენ და ვაჟას რომ ვუთხრა, ჩვენთან სახლში ვიღაც უცნობი კაცი დადის და მაწუხებს მეთქი, წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ეჩხუბება ნინას. ვიცოდი, რომ ბერძენიშვილი და ნინა ერთმანეთს ყოველდღე არ ხვდებოდნენ, ისიც ვიცოდი, რომ ნინა ამით დადარდიანებული იყო, პირველი შემთხვევის შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა ნიკო ჩვენთან და არც ის გამიგია, ნინა დაეპატიჟებინა სადმე.
ერთ დღესაც, ნინა ოთახიდან კლასიკურად გამოწყობილი გამოვიდა, წინ ამეტუზა და ჩემს შეფასებას ელოდა.
- დღეს რამე განსაკუთრებული დღეა?! - ვკითხე და ლუდი მოვსვი.
- კი, განსაკუთრებულია. - მითხრა და სუნამო იპკურა. შემდეგ გამომხედა და დაამატა, - ნიკო უნდა ვნახო. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
– მე მეგონა, საერთოდ აღარ ხვდებოდით ერთმანეთს.
– ხო, არ მეხმიანებოდა. დღეს მე დავურეკე, თავიდან თითქოს რაღაც მოიმიზეზა, შვილიო და არაო, – ამ მოკლე წინადადებიდან რაღაც აზრი მაინც გამოვიტანე, სავარაუდოდ, ჩემს გამო, ნიკოს არ სურდა ნინასთან ურთიერთობის გაგრძელება? ინტერესით ვუსმენდი. – თუმცა შემდეგ მოვახერხე მისი დათანხმება შეხვედრაზე, ვიღაც ნათესავის დაბადების დღეაო, წამოდიო, ხოდა მივდივარ...
– შენს ადგილას, საერთოდ არ გავეკარებოდი მაგ ადამიანს და მიკვირს, როგორ ხარ ასეთი უთავმოყვარო. შენზე გაცილებით პატარაა ეგ ბიჭი, არ გრცხვენია?
– არც ვიცი, შენ რატომ გელაპარაკები ამ თემაზე. შენს თავს მიხედე და ბევრს ნუ ტლიკინებ. დღეს გვიან ვიქნები.
„რა დავაშავე..“ ჩავილაპარაკე და ფაჯრიდან გავხედე..
ტელეფონს ხელი დავავლე და ზუკას დავურეკე. მოვატყუე სასწრაფო საქმე მაქვს, უნდა მოხვიდე მეთქი რადგან უფრო მალე მოსულიყო.
ზუკას მოსვლამდე გადავწყვიტე მეორე სართულზე ავსულიყავი, რომელიც იმ მომენტში, ჩემდა სამწუხაროდ გაურემონტებელი იყო. ვაჟამ მხოლოდ პირველი სართული გაგვირემონტა. ნინას პრინციპების გამო, რომელიც ამბობდა მეორე სართულზე საბილიარდო უნდა მოვაწყოო, ვაჟამ მეორე სართულს საერთოდ არც შეხედა და დატოვა გასაახლებელი.
თვეში ერთხელ ავდიოდი და იქაურობას მტვერისგან ვასუფთავებდი. ჩემი ბავშვობის ტანსაცმელები, ნინას ძველი ფრანგული წიგნები, რომელბსაც ოდესღაც ერთად ვკითხულობდით მე და ნინა და რაც მთავარია ფოტოები, რომლების ქვემოთ ჩამოტანასაც ნინა მიკრძალავდა, მოგონებები მთრგუნავენო.
იმ დღეს, რატომღაც ზედმეტად უემოციოდ მივალაგე იქაურობა.
ფოტოების უმეტესობა პატარა ყუთში ჩავდე და ჩემს ოთახში ჩამოვიტანე.
ჩემს ოთახს ვალაგებდი როდესაც ზუკას ხმა გავიგონე.
- ანნა, სად ხარ ?! ლუდი მოვიტანე, გამოდი!
- აქ ვარ ზუკა, დალაგებაში თუ დამეხმარები შემოდი.
ჩემს დანახვაზე გაეღიმა და გულში სიხარულით ჩამიხუტა.

****
ღამის 12 საათი სრულდებოდა. ჩემს ოთახში ვიწექი და წიგნს ვკითხულობდი როდესაც შემოსასვლელ კარებზე უცნაურმა ხმებმა შემაშინა. მისაღებ ოთახში გამოვედი და პლედი მოვიფარე.
კარები ნინამ შემოაღო. დამინახა თუ არა, შევატყვე, რომ შეკრთა და ნიკოს, რომელიც ჩუმად იდგა მის უკან, ხელით ანიშნა, უკან დაიწიეო.
ჩემი სახის გამომეტყველების მიხედვით მიხვდებოდა, რომ უნდა აეხსნა თუ რა ხდებოდა.
- ამ დროს უნდა გეძინოს...
- როდის მერე წყვეტ ჩემი ძილის რეჟიმს ? - ვკითხე მშვიდად და თვალი ნიკოსკენ გავაპარე. თავი ამაყად აწია და ოთახში შემოვიდა. განცვიფრებისგან თვალები შუბლზე ამივიდა.
- როგორი შეუპოვრები და ქედმაღლები ვართ! - მივაძახე. ნინა მომიახლოვდა და ხელით მანიშნა, ხმას არ აუწიოო.
ხელზე დავხედე, რომლითაც მკლავზე მიჭერდა, უნდა მეთქვა გამიშვი მეთქი მაგრამ ჩემი ყურადღება არათითზე მოციმციმე ბეჭედმა მიიპყრო. რამოდენიმე წუთი ნინას გაქვავებული ვუყურებდი.
თითქოსდა მისგან ახსნა-განმარტებებს ველოდი, მაგრამ თავს დიდათ არ იწუხებდა.
- მისმინე.. ანნა..
- გაჩერდი! - ვუყვირე და მისი ხელი უხეშად მოვიშორე.- არ ხარ ღირსი რომ გავიქცე და ვაჟას ვუთხრა ყველაფერი? აზროვნებ ნინა? რამდენი წლის ხარ? - ტონს თანდათან ვუწევდი, ნიკო ხმას არ იღებდა, ეტყობოდა რომ ძალიან მთვრალი იყო.
- გოგოები გამოილია ბათუმში? უნამუსოები ხართ, უნამუსოები და უვიცები! შენ კი, ბატომო ბერძენიშვილო – ნამდვილი არაკაცი ხარ. გული მერევა, რომ გიყურებთ!
მივაძახე, პლედი იქვე სკამზე განრისხებულმა მივაგდე და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი.
მომდევნო სამი დღე ყველანაირად ვცდილობდი ოთახიდან არ გამოვსულიყავი. გადაწყვეტილი მქონდა, ნიკოს მოსვლის შემთხვევაშიც საერთოდ არ გამეყო გარეთ ცხვირი. გამიმართლა, ის საერთოდ არ მოსულა.

***********

– რა გენაღვლება, ანნა?! დაინიშნენ, მერე რა?! იყონ ერთად, სიყვარულმა ასაკი არ იცის! ეს ყველაფერი მათი სიმთვრალის ბრალი არ არის, ისინი მართლა დაინიშნენ. როგორც ჩანს,. მართლა შეუყვარდათ ერთმანეთი.
– არ მინდა! ის ზედმეტად ახალგაზრდაა ზუკა, მე 18 წლის ვარ, ის კი 24–ის! რას იფიქრებს ხალხი. რას იფიქრებენ მისი ძმაკაცები და მთელი უბანი?! ისედაც სხვის ყბაში ჩავარდნილები ვართ უკვე მერამდენე წელია და ეხლა ამ ყველაფერს, ეს ვაჟბატონი დაემატა!
– გუშინ დარჩა ნინასთან?
– ძალიან მთვრალი იყო, მაგრამ არ დარჩენილა...
– ისე, შენ სხვისი აზრი არასოდეს გაინტერესებდა. აქ სულ სხვა რამ მოქმედებს შენს ნერვებზე.
– ვერ გავიგე, რაზე მეუბნები?
– თუმცა, ჯობია ჯერ თავი შევიკავო, არაფერსაც არ გეტყვი, ალბათ გაიგებ, როცა დრო მოვა.
– ზუკა პირველად ცხოვრებაში ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ და ეს ძალიან მაწუხებს...
– არ ინერვიულო... შეეცადე ამ თემაზე ნაკლებად იფიქრო... სხვა რამეზე გადაერთე. დღეს შეგიძლია ჩვენთან “სარაიაში” მოხვიდე. – შევძრწუნდი, სარაია ზუკას მოპირდაპირე კორპუსში მდებარე ერთი პატარა ოთახი იყო, სადაც ის და მისი მეგობრები იკრიბებოდნენ ხოლმე. რამოდენიმეჯერ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ყველა ჯერზე ვიღაცასთან კონფლიქტი მომივიდა. ამიტომ ამ ჯერადაც, თავიდან ზუკას უარი ვუთხარი, თუმცა შემდეგ მაინც მოახერხა ჩემი დათანხმება...

****
„წინაზე როდესაც აქ მოვედი, მხოლოდ ზუკა იყო.
მახსოვს დამირეკა მოდი ფილმს ვუყუროთ ერთადო. რომელი ფილმი იქნებოდა თუ არა The Godfather, ჩემი და ზუკას საყვარელი ფილმი საყვარელი მსახიობების მონაწილეობით.”
როდესაც შევედი, მათგან მხოლოდ ერთს ავხედე, რომელიც პირველი “შეგვეგება” . დანარჩენებს თვალებში ვერ ვუყურებდი. შესასვლელთან გაშეშებული ვიდექი. პატარა ბავშვს ვგავდი, რომელიც ასაცრელ ოთახში შეყავდათ. ყველას თვალი მოვავლე, ხუთზე მეტნი იყვნენ. თან სულ ბიჭები. სიგარეტი ამოვიღე რადგან სხვა საქმე არ მქონდა. ის იყო უნდა მომეკიდებინა...
– კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ სახლში და რამე რატომ არ თქვი? – მითხრა ლამაზთვალებამ.
– თუ გინდა გავალ და თავიდან შემოვალ. – ვუთხარი სიცილით.
– ვიხუმრე, ვიცი რომ მეორედ ხარ. – მითხრა და ზუკას გახედა.
– საინტერესოა, როგორ დაგამახსოვრდი. დიდი დრო გავიდა.
– ასეთი სილამაზის დავიწყება რთულია. ნახევრად რუსი ხარ?– ეს შეკითხვა საერთოდ არ გამიკვირვებია, დედაჩემი ნახევრად უკრაინელი იყო, ამიტომ სლავური იერი მეც დამკრავდა.
– ნახევრად რუსი არა, ნახევრად უკრაინელი...
– ვგიჟდები უკრაინელ ლამაზმანებზე. – გამოეპასუხა ქერა.
– დიდი არაფერი... ქართველები უფრო ლამაზები ვართ.
საშინელი სიმღერა ქონდათ ჩართული. რა თქმა უნდა, ვერ მოვითმინე და ჩემი აზრი ხმამაღლა დავაფიქსირე.
– ასეთ საშინელებას როგორ უსმენთ..
– და შენ რას უსმენ, საინტერესოა ? – შევხედე, „სახეზე სამი პირსინგი, ორივე ხელზე სხვადასხვა ტატუები, შესანიშნავად გამოიყურება,“ გავიფიქრე, ცოტა წინ მივიწიე და ვუთხარი.
– გაგონილიც კი არ გექნება. – იკამ ჩაიცინა და კომპიუტერში ფილმი ჩართო. მემგონი, სადღაც საათ ნახევარი ვიჯექი მათთან, ფილმის ნახევარს ვუყურე. ასე ლამაზად ურთიერთობაში ახალგაცნობილებთან არასოდეს შევსულვარ. ამ დღეს კი, წამოსვლის წინ ერთ–ერთმა მთხოვა კიდევ გვესტუმრეო. ხალხთან ურთიერთობას გადაჩვეული ვიყავი, ამიტომ ამ საღამოთი აშკარად ნასიამოვნები დავრჩი.

სახლში მისულს შინ ნიკო დამხვდა. კარი შევაღე თუ არა, გაურკვევლობა დამეუფლა. ალბათ ნინას ელოდება მეთქი, ვიფიქრე. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მივსალმებოდი როგორც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, მაგალითად როგორიც იყო ლევანი, თუ უბრალოდ ჩამევლო. უაზრო საქციელები ჩემი პიროვნების მახასიათებელია, რაც ამ შემთხვევაშიც გამოვავლინე და ნიკოს დაულაპარაკებლად ჩავუარე. ვიგრძენი, როგორ გამომაყოლა თვალი, ფიქრებით: „ეს რა საქციელი იყო?“. ჩემს ოთახში შევვარდი და რატომღაც ამ უაზრო საქციელზე დავიწყე ფიქრი. ასე არასოდეს მოვქცეულვარ. თუ რამე არაადეკვატურს გავაკეთებდი, მეორე წუთში ამაზე არც კი ვფიქრობდი. ახლა კი, მომდევნო 15 წუთი იმის ფიქრში ვიყავი, თუ რატომ მოვიქეცი ერთი ჩვეულებრივი, სულელი, დაბნეული ბავშვივით. უმიზეზოდ ავიღე ჩემი “მეგობარი” და მორიგი სამუდამო ნიშანი დავიტოვე ხელისგულზე. შემდეგ, მორიგი ფრანგული წიგნის კითხვას შევუდექი, თუმცა უინტერესო მომენტებისგან თავმობეზრებულმა წიგნი შორს მოვიქნიე და დედაჩემის დანიშვნაზე ჩავფიქრდი.
„არაკაცი ვუწოდე. ღირსიც იყო, მაგრამ ალბათ ასე არ უნდა გადამეჭარბებინა. მისი ბრალი, თითქოსდა არაფერია.. ნინაა სულელი და დაუფიქრებელ საქციელებს ჩადის..
ვითომ ბოდიში უნდა მოვუხადო?
არა ანნა! ეს შენ არ გგავს..
მაგრამ დამნაშავე ხარ, ყველაზე დიდი შეურაცხოფა მიაყენე...“
ოთახის გაგრილებისათვის, ფანჯრის გაღება საკმარისი არ აღმოჩნდა ამიტომ კარებიც გავაღე, ძალები მოვიკრიბე და ბოლოს მისაღებშიც გავედი სადაც ნიკო ფეხბურთს უყურებდა. ფრთხილი ნაბიჯებით შევედი, სწორედ იმ წამს გავიგონე წვიმის წვეთები. “რაღაც კარგი მოხდება”.. ვიფიქრე და მასთან მივედი.
– ბოდიშის მოსახდელად გამოვედი.
- არ არის საჭირო.
- არის. იმ დღეს, ზედმეტი მომივიდა.. იმდენი რაღაც არ უნდა მეთქვა, მითუმეტეს შენთვის. უბრალოდ ვხვდები, რომ დედაჩემმა არ იკმარა ის ყველაფერი, რაც წარსულში ჩაიდინა და ახლა კიდევ ერთი სიგიჟის ჩადენას გეგმავს.
- ნინამ შენი თავი სხვანაირად გამაცნო, ამიტომ, არამგონი ეს ამბავი განაღვლებდეს. მოდი უბრალოდ დაიკიდე, რაც იქნება - იქნება!
- წარმატებები.. თუმცაღა არც ვიცი რა გიწოდო, როგორ მოგმართო.
- ჩვეულებრივად. მგონი, არ მაქვს ცუდი სახელი. ის, რაც იმ დღეს მოხდა, საერთოდ დაუგეგმავი იყო. ძალიან ნასვამი ვიყავი, შედეგი კი სახეზეა. სიფხიზლეში მაგას არასოდეს გავაკეთებდი.
– ეგ რას ნიშნავს, ანუ ის, რომ დანიშნულები ხართ, შენთვის არაფერს ნიშნავს?
– უბრალოდ, მეც ვხვდები, რომ არ არის კარგი ის რაც ჩემსა და ნინას შორის ხდება. საღი გონებით ასეთ სისულელეს არ გავაკეთებდი. ზედაპირული გადაწყვეტილებები არ მიყვარს.
– არ გეტყობა. ადრე თუ გვიან, ყველა გაიგებს თქვენს ამბავს. სირცხვილით როგორ გაივლი უბანში? – გამომცდელი მზერა ვსტყორცნე და სიგარეტის კოლოფს დავაკვირდი, რომელსაც ხელში ათამაშებდა.
– აჭარბებ. სასირცხვილო მე და ნინას არაფერი ჩაგვიდენია. ერთი ჩვეულებრივი გაუგებრობა მოხდა, რომლის გამოსწორებაც შეიძლება. ტყუილად უყურებ სიგარეტს, არ მოგცემ.
– ხოდა გამოასწორე ისე, რომ დედაჩემს გული არ დაწყდეს. – ჩემს ნათქვამზე ჩაფიქრდა, მე თვითონაც ვერ გავიგე რატომ. მივხვდი, რაშიც იყო საქმე. სიყვარულზე საუბარი ზედმეტია. ნიკოს ნინას მიმართ არანირი გრძნობა არ გააჩნდა, ის, რომ მასთან ღამე აქვს გატარებული, რაოდენ აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს, არ ასერიოზულებს სიტუაციას. ნიკოს ნინა არ უყვარდა, და არც უნდოდა მასთან ყოფნა.
– რატომ არ მომცემ, არ გემეტება? – ჩემი ნათქვამის სისუსტეში წინადადება დამთავრებული არ მქონდა, როდესაც დავრწმუნდი. ჩაიცინა, რითაც მაგრძნობინა, რომ სისულელეებს ვეუბნები.
– უბრალოდ, არ არის საჭირო ყოველ წუთში სიგარეტის მოწევა. მაგას ჯობია, ჩაი დავლიოთ. – უსიტყვოდ დავეთანხმე, ინსტიქტურად წამოვდექი და ჩაის მომზადებას შევუდექი.
მოგვიანებით ჩემს ოთახში შესული ისევ სარკის წინ დავჯექი და ზუკას სიტყვები გამახსენდა, თავად არ ვიცი რატომ. ვცდილობდი, მსგავსი აზრები თავიდან ამომეგდო, თუმცა ერთ გარემოებაზე არ შემეძლო, თვალი არ დამეხუჭა. ნიკო ყოველთვის მაშინ მოდიოდა სახლში, როდესაც ნინა სამსახურში ახალ წასული იყო და მე ვიცოდი, რომ ნიკომ კარგად იცოდა ნინას სამსახურის განრიგი... ვცდილობდი, ყველაფრისთვის მნიშვნელობა მიმენიჭებინა და მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ რა არის იმის მიზეზი, როდესაც ადამიანი ნებისმიერ დეტალს თავის სასარგებლოდ აწყობს...

______________________________________

გთხოვთ დააკომენტაროთ, ვინც კითხულობს :) უბრალოდ მაინტერესებს, რამდენი მკითხველი ჰყავს ამ ისტორიას. request



№1  offline წევრი talamani

ძალიან კარგი იყო ერთი სული მაქ როდის გააგრძელებ

 


№2  offline წევრი niino

ეესს თაავი მომეწონაააა..მაგრამ მაინც ძაან სასტიკად ექცევა ეგ გოგო თავისთავს....მაგარიაა გაარძელეეეეეეე..თავებიიც გაზარდე რააა

 


№3  offline წევრი natia-natia

Exla wavikitxe kargia

 


№4 სტუმარი mariami

vauvauu udzalianmagresiaa :)) argavs sxva banalur istoriebs es gansxvavebulia momcons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent