შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

stokholm syndrome #5


24-03-2016, 14:55
ავტორი madamfiso
ნანახია 1 726

თავი მეხუთე
მირზა ისევ გალოთდა...
რა მარტივია ტკივილთან დანებება, და რა რთული
მასთან ბრძოლა...
კაცს ბრძოლის სურვილი სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა,
მაგრამ ენერგია,
რომელსაც ტკივილთან ბრძოლა მოითხოვდა დიდი ხნის წინ გაცამტვერებულიყო.
ბებია გამუდმებით ტელეფონთან ათენ-აღამებდა,
იმედი ჰქონდა რომ ლილიზე რამეს შეიტყობდა, მაგრამ ეს ამაო გაბრძოლება იყო ავხორცი ცხოვრების
წინაღმდეგ, ცხოვრების, რომელიც ერთობოდა უბრალო მოკვდავებით. ზოგს უსაზღვრო ბედნიერებას
ანიჭებდა, ზოგს კი იმავე დოზის უბედურებას ჩაუწვეთებდა ხოლმე სისხლში და ეს შხამიც
სწრაფადვე ნაწილდებოდა მთელ სხეულში პატარა მილების გავლით, ბოლოს კი შიგ გულში ერჭობოდა
ისრად, სწორედ ამ ისრით მიყენებული ტკივილის გამო იკუმშებოდა ხოლმე გულიც. ზოგჯერ სწრაფად,
ხანაც შეუმჩნევლად. ეს ავხორცი მარადიულობა იმათაც არ ახარებდა, ვისაც ოდესღაც ბედნიერება
მიანიჭა, მწვერვალზე მყოფთ უკნიდან ეპარებოდა და ხელის ერთი ნაზი მოქნევით შიგ ხრამში
ჩეხდა.
საბოლოოდ კი ბედნიერება არ არსებულისკენ სწრაფვას
უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ ანტიდოტს იმ შხამისათვის სისხლძარღვსა თუ ნებისმიერ პატარა
კაპილარში რომ იყო საამაყოდ გაბნეული.
ბებიას თვალზე ცრემლი არ შრებოდა, ისევე როგორც
მირზას ბაგეზე ალკოჰოლი.
***
ტელეფონმა დარეკა, იმედდაკარგულმა ბებიამ უღიმღამოდ
უპასუხა. თითქოს ენა გადაეყლაპაო, ხმა ვერ ამოიღო და მხოლოდ მოსმენას დასჯერდა. საგულდაგულოდ
დაბოხებული ხმა ატყობინებდა რომ ლილი მას ჰყავდა და ნაწლ-ნაწილ აპირებდა ფოსტით გამოგზავნას,
რადგან მთვრალმა ექიმმა მის საცოლეს, მის სიყვარულს“ მის ბედნიერებას ვერ უშველა...
ექიმი საკუთარი ბედნიერებით აგებდა პასუხს... ბოხმა ხმამ ყურმილი დაანარცხა და მიჩუმდა.
ბებიას კი ის ისევ ხელში ეჭირა და ადგილზე გაყინულიყო, ხმას ვერ იღებდა, ვერც ინძრეოდა.
სული შიგნიდან კიოდა, ქალს კი ცრემლებიც გამოლეოდა... ბოლოს აკივლებულმა სულმა სხეული
გაბერა და გახეთქა, სულის არაამქვეყნიური ხმა სხეულს გასცდა და ჩვენს სამყაროში გაიბნა.
ქალმა კი გონება დაკარგა.
როდესაც თვალი გაახილა ალკოჰოლით გაჟღენთილი მირზა
სასთუმალთან დალანდა. თავჩაქინდრული. უფრო სევდიანი ვიდრე ოდესმე. მანაც შეამჩნია ქალის ამღვრეული, მაგრამ გახელილი
თვალები და შეეცადა გაეღიმა:
-დედა, ყველაფერი კარგად იქნება...
-აღარაფერი იქნება კარგად ლილის გარეშე...
-ლილის დავიბრუნებთ, -უთხრა მამაკაცმა და თავის
ტორებში მომწყვდეული ქალის გამხმარი ხელი ტუჩებით შეათბო.



№1  offline წევრი niino

პატარა თავი იყო..თითქმის მიფუჩეჩებულიი..არადა თავიდან კარგი იყოო..მომწოოონნსს მაგრაამ. გაზარდე რა თავებიი...

 


№2  offline წევრი madamfiso

niino
პატარა თავი იყო..თითქმის მიფუჩეჩებულიი..არადა თავიდან კარგი იყოო..მომწოოონნსს მაგრაამ. გაზარდე რა თავებიი...

შემდეგი თავები დიდია ეს პატარა გამოვიდა
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№3 სტუმარი bla

აუ :3
განსხვავებულია, საინტერესო,
კარგი წერის სტილი გაქვს.
ეცადე მალე დადო <3
წარმატებები.

 


№4  offline წევრი madamfiso

bla
აუ :3
განსხვავებულია, საინტერესო,
კარგი წერის სტილი გაქვს.
ეცადე მალე დადო <3
წარმატებები.

დავდე უკვე და იმედია მალე დადებენ
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent