შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ჭიქა ვისკი (12)


24-03-2016, 16:09
ავტორი new yorker
ნანახია 5 184

***
სასწაული ის კი არ არის მე რომ შენ ჩვეულევრივად, შეუცვლელად, ისევ ისე მიყვარხარ,
სასწაული ის არის ამის გამეორება რომ მჭირდება.
იმდენად მიყვარხარ ვერ გპატიობ ჩემგან ასე დაუკითხავად შორს წასვლას და ვიცი როგორ გკლავს, გაწუხებს, ბოლოს გიღებს ჩემი ყველა ნათქვამი მიყვარხარ, ვიცი როგორ ღრღნის და ეჭვს გიჩენს შენი არჩევანის სისწორე, ვიცი როგორ გიტრიალებს თავში გადაწყვეტილებები, რომ იქნებ არასწორი იყავი, მინდა რომ მე დაგეხმარო და გითხრა რომ
იქნებ კი არა
არასწორი იყავი.
არარსებობს რამე რაც მე შენ გარეშე მინდა,
ახლა უკვე მაფიქრებ.
თან იმდენს რომ დღე და ღამე მერევა ერთმანეთში.
შენი ასეთი გადწაყვეტილება იმ შედეგამდე მიდის რომ მე ჩემ ყველა უჯრედს ვაიძულებ შენ გარეშე ყოფნას მივეჩვიო.
ანა,
როგორ მიყვარს ასე რომ გეძახი.
მგონია რომ მე სხვა ტონალობაში და სხვა სიწყნარით გეძახი.
ანა,
ერთადერთო,
იმდენად მიყვარხარ და იმდენად მენატრები შემიძლია ყველაფერი წამში შევცვალო,
მაგრამ ბოლოს მიღებს ის ფიქრი რომლითაც შენ გეგონა რომ ჩემთან რამე შეიცვლებოდა.
ამას ვერ გპატიობ.
იმდენად ღრმად ჩამრჩა გულში, იმდენად მძიმედ რომ ახლა მინდა ყველა ჩემი ნათქვამი მიყვარხარ მხოლოდ გულს გტკენდეს და არც ერთი წამით არ გაძლევდეს სიხარულის საშუალებას.
მხოლოდ დარდი, სინანული და შენ მიერ დაშვებული შეცდომების შეგრძნება რომ გახსენებდეს თავს.
იმდენად ვერ ვიჯერებ რომ მეცინება.
სახლში მოსულს არეული ლოგინი რომ გასწორებული მხვდება მგონია რომ ეს საშინელი ერთი თვე დამესიზმრა, მერე მახსენდება რომ სახლში დედა მყავს, რომელიც აქტიურად წმენდს მტვერს და ალაგებს ჩვენს,
უფრო სწორად ჩემს ოთახს.
ისტერიაა ალბათ, შენი თაროები რომ ისევ ცარიელია და არაფრით ვეკარები, ალბათ კიდევ მგონია რომ შეავსებ.
ყველას შუბლზე რომ აწერია როგორ უყვარხარ და ენატრები.
დამნაშავე კიდე ყველას მე ვგონივარ.
რა იციან?!
მაგრამ არაუშავს.
შენ გამო ამას კი არა ნებისმიერ უსამართლობას ავიტან და დავიბრალებ. ოღონდ ეს ჩემთვის, მარტო მე რომ ვიცოდე, იმიტომ რომ ასეთი რამეებით არ დაიღალო ფიქრები და მარტო იმაზე იფიქრო როგორ გაიქეცი.
თვითონაც რომ არ იცი ვის გაექეცი.
ყველაფერს გაპატიებდი ალბათ.
ჩემთვის ყველაზე საშინელს, ღალატსაც კი, არ ვიცი, ალბათ ამას ასე თამამად იმიტომ ვიძახი რომ ვიცი არასდროს მიღალატებდი, მაგრამ ამას ვერ.
ძალიანაც რომ მომინდეს ალბათ მაინც ვერა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ძალიან კი არა საერთოდ არ მინდა,
ოდნავადაც არ მინდა რომ ეს გაპატიო.
ჩემში ეჭვი,
ჩვენში ეჭვი როგორ შეგეპარა.
ასი შვილი გვეყოლებოდა.
რამდენიც გვინდა იმდენი გვეყოლებოდა.
შენ ხომ არ იცი, მე რომ ახლა ორჯერ უფრო მეტად მიყვარხარ.
არ ვიცი ამას როგორ ვსაზღვრავ, მაგრამ მგონია რომ ის სიყვრული რაც შემიძლია იმაზე ბევრად ცოტაა რასაც ვგრძნობ.
ალბათ შენი წასვლა იყო ამისთვის საჭირო.
რამდენი გელაპარაკე,
რამდენი...
მხოლოდ ჩემ თავში.
ასე რომ მოვიდე და ყველაფერი გითხრა...
პარადოქსია...

***
ლანდივით ვედები სახლში ყველა ნივთს.
კიდევ მინდა სადმე გაქცევა, ოღონდ არ ვიცი სად.
სახლიდან კი არა,
ქალაქიდან კი არა,
საკუთარი და ალექსანდრეს თავიდან მინდა გაქცევა.
მინდა რომ მისი დანახვისას ჩემი მთელი სიცარიელე თავს არ მახსენებდეს და არ ვიყო ასეთი მშრალი.
არ მინდა რომ ვხედავდე, ან მხედავდეს.
იმდენად რთულია ამ ყველაფრის ახსნა შენთვის ალექსანდრე, იმდენად რთული...
წარმოიდგინე რომ შენი მთავარი ფუნქცია და არსი სრულიად მოულოდნელად, შენგან დამოუკიდებლად რომ შენი ცხოვრებიდან გაქრეს.
წარმოგიდგენია?
აი, წარმოიდგინე რომ იღვიძებ და სიყვარული აღარ შეგიძლია.
თან არა რაიმე კონკრეტულის, უბრალოდ აღარ შეგიძლია.
სულ არაფრის სიყვარული აღარ შეგიძლია.
შენთვის ხომ ეს სამყაროს ბოლო საფეხურია.
ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით რასაც მე ვგრძნობ.
შენთან ყოფნის პირველივე დღიდან მე ვფიქრობ ჩვენ შვილებზე, რომლებიც ჩვენ დაგვემგვანებიან, იქნებიან კეთილები, თბილები, უზომოდ ცელქები, დამღლელებიც, გვაიძულებენ რომ ყველაზე დაბალი თაროები ჭერამდე ავიტანოთ, რომ მსხვრევადი ნივთები საერთოდ მოვაშოროთ სახლს, რომ ჩავიწერთ ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ნაბიჯების თარიღებს, ბაღში ნაპოვნი სიყვარულისთვის ავარჩევინებთ საჩუქრებს, ვეტყვით რომ ყველაზე ლამაზი მაშინაა ადამიანი როცა უყვარს, ვასწავლით წარმატების დროს თავის დახრას და წარუმატებლობის დროს თავის მაღლა აწევას, გაგვიხარდება ჩვენი გოგონას პირველი კიკინები და ბაფთები, ვინერვიულებთ თუნდაც მსუბუქად დაზიანებულ მუხლებზე, რომ ვიქნებით მათთან როცა ეს საჭირო იქნება და ვაცდით დამოუკიდებლობას როცა ამის საჭიროება გაჩნდება, რომ გავათენებთ ღამეებს, ვისწავლით მათთან ერთად ყველა საგანს, შევეგუებით ყველაფერს რასთან ჭიდილიც მოგვიწევს, რომ თავიდან დავიწყებთ მათთან ერთად ცხოვრებას და მშობლებთან ერთად ვიქნებით არათუ კარგი, საუკეთესო მეგობრებიც, რომ ვიცხოვრებდით შვილებისთვის, რომლებიც საშინელი სინამდვილიდან როგორც ჩანს
ვერასოდეს გვეყოლება.
გესმის?!
ამის არათუ გაგება წარმოდგენაც არ შემიძლია.
შენგან შორს ყოფნით კი არ ვიცი რას ვამტკიცებ.
არ ვიცი ამას როგორ აგიხსნი.
უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია.
და შენ?



№1 სტუმარი ana

<3 კარგი ხარ

უფრო დიდები დადე

 


№2  offline წევრი ket-kat

იყო ძალიან დახვეწილი, გაზრდილი ხარ ძალიან !!! <3

 


№3  offline წევრი sofi_rio

არვიცი რავთვქვა! მაგიჟებრა

 


№4  offline წევრი N7

ელენიკო არის მთელს მსოფლიოში ყველაზე რაღაცნაირი გოგო.
რა ვქნა, უსაოცრესი ხარ.
თითოეული სიტყვა ვიგრძენი.
არც ერთი ზედმეტი, არც ერთი ნაკლები.
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი wripawripa123456

იშვიათად კი არა საერთოდ არ ვწერ კომენტარებს, მაგრამ, არ ვიცი რა ვთქვა.
საუკეთესო ხარ, დიდი ხანი ველოდებოდი ამ ისტორიის გაგრძელებას და ახლა სახელი, რომ დავინახე სულ, სულ თავიდან გადავიკითხე და სიამოვნებისაგან გამაკანკალა.
ძალიან მაგარი ხარ... <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი once upon

იმდენად საოცარი ხარ ზედმეტი კომენტარის გაკეთება საჭირო არცაა. ^-^

 


№7  offline წევრი shany shany

dges mteli dge tvalshi mxvdeboda es istoria magram ratomgac sagamos daviwe wakitxva da vegar gavcherdi...shemiyvardi shemiyvarda ana da sandro... udzaaanesmagresi xar gagiareb...shoki... imedia ana mixvdeba rom es problema araferia mashin roca shens meuglestan aseti siyvaruli gakavshirebs da mogvarebadia yvelaferi..

 


№8 სტუმარი ემი

თქვენი ბლოგის მისამართი როგორ არის?

 


№9  offline მოდერი წითური გოგონა

ელე,
შენ
გისურვებ ასეთე სიყარულს!
მეტი რა გითხრა?
შემიძლია ამაზე მაგარი რაღაც დაგიწერო და გისურვო?
თუ
შეგიძლია
მერე,
მერე,
როდესაც გეცლება, შემეხმიანე.
თუ
გინდა
გაგიცნო.
შენ ნამუშევარზე მეტად
შენ
მომეწონე.
აქ, ასე არავის მოსწონებიხარ!
დიახ, ასეა! ვიცი!

--------------------
მწვანე ლიმონი

 


№10 სტუმარი ემი

ეს თავი იყო უძლიერესი, ორივეს გრძნობა ასე გადმოეცი...

სული მეტკინა...

ამეტირა...

ძალიან კარგად მესმის ანას...

შენ კიდე ძალიან, ძალიან კარგი ხარ....

გელოდებით, მოუთმენლად...

 


№11  offline წევრი Annee

რაღაცას დიდი ხანი რომ ელოდები და მერე რომ მოლოდინი გიხდება ის დამემართა მე!
გუშინ წავაწყდი შემთხვევით და ისე გამიხარდა, როგორც შენ გიხარია ხოლმე ჩვენი კომენტარები.
დღეს თავიდან ბოლომდე წავიკითხე. ყოველი დეტალი გავიხსენე და შევიგრძენი.
იმდენჯერ მითქვამს შენთვის რომ სასწაული ხარ, ალბათ ფარსიც გგონია.
არადა მართლა ასეა!
სასწაული ხარ !!!
შეუძლებელია წავიკითხო შენი ნაწარმოები და ემოცია არ ვიგრძნო.
შეუძლებელი!
ყოველი სიტყვა ისეთი სიზუსტით მოდის ჩამამდე და ისე ღრმად აღწევს, სიტყვებითაც ვერ გადმოვსცემ სათანადოდ.
ნიუ იუორკერო, ელენიკო.. არ ვიცი ვინ ხარ, რა ხარ, მაგრამ ჩემიანი ხარ!
მიყ ვარ ხარ!

 


№12  offline მოდერი Eleniko13

" ძალიანაც რომ მომინდეს ალბათ მაინც ვერა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ძალიან კი არა საერთოდ არ მინდა,
ოდნავადაც არ მინდა რომ ეს გაპატიო.
ჩემში ეჭვი,
ჩვენში ეჭვი როგორ შეგეპარა. "

ელენიკო, კარგი ხარ.
იმაზე კარგი, ვიდრე შენ გგონია რომ ხარ.
უბრალოდ დამაკლდა რაღაც...
გრძნობები იყო ულევი,
მაგრამ...
არ ვიცი, მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ამ საიტზე შენი დაგვაიანება არასდროს არის დაგვიანება
და
წერე
მანამ
სანამ
გექნება წერის სურვილი.
წერე სულ.
ეს ჩვენც გვჭირდება და შენც.
მაგრამ ნუ გააბანალურებ, გთხოვ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent