შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაცემული სულის გამოძახილი (პირველი და მეორე თავები)


24-03-2016, 21:37
ავტორი ელლ
ნანახია 1 849

მეგობრებო, ალბათ, გახსოვთ ეს ისტორია. როგორც იქნა, ვიპოვე გზა და უკვე ვიცი, ამ ისტორიაში , როგორ ავსახო საკუთარი რეალური გრძნობები, აზრები, შეხედულებები. პირველი და მეორე თავი გაერთიანებულად დავდე, იმედია მოგეწონებათ.
დავიბადე სულ ციცქნა, უმანკო, არავის შეეძლო ჩემი ფიქრების განსაზღვრა და თავად მეც არ მახსენდება რას ვფიქრობდი, როცა ჩვილი ვიყავი. ერთი ვიცი, ყველას ვუყვარდი, მეფერებოდნენ, მეთამაშებოდნენ, მიღიმოდნენ. მე კი, ალბათ რაღაცას ვდუდღუნებდი, მე ხომ მაშინ ლაპარაკი არ ვიცოდი, შეიძლება აზროვნების უნარიც არ მქონდა. შემდგომ სიარული დავიწყე, ჩემი ბგერები სიტყვებად ჩამოყალიბდა. ბაღშიც შევედი... სკოლის კარებიც გავაღე.. დავხურე კიდეც... გავიზარდე...ვიგემე ქვეყნის ავ-კარგობა. სამყაროს კუნჭულებში ვიბორიალე, ვარდისფერი სათვალე მოვიხსენი და გარემოს ნაცრისფერ-შავი ფერებიც დავინახე.
დადგა დღეც, როცა სულში არსებულმა ქაოსმა თვითმკვლელობა გადამაწყვეტინა. რწმენის სინაკლებემ მთლიანად მომწყვიტა ეკლესიას. მთელი სხეულით შევეკედლე ამქვეყნიურს და მხოლოდ პრაქტიკული აზროვნება მივიჩნიე სწორად.
ერთი წლის წინ რა იყო? ვიყავი უმანკო, გულუბრყვილო, ეკლესიასა და სულიერ მოძღვარს მინდობილი. თავს როგორ ვგრძნობდი? მშვიდად. დიახ, უდიდეს სულიერ სიმშვიდეს განვიცდიდი. მიყვარდა ადამიანი, უკლებლივ ყველა. სახეზე გამუდმებით თბილი ღიმილი მეხატებოდა. ეს ღიმილი არ იყო ყალბი, პირიქით გულიდან მოდიოდა, მე ხომ მთელი სხეულით მიხაროდა ღმერთთან სიახლოვე ლოცვის ჟამს, მარხვისას მანკიერებათა დაძლევის მცდელობა, აღსარებისას კი- სულის განწმენდა.
იცით, ყველაფერი ეს მენატრება. არადა ისე ახლოსაა. მაგრამ არა , ვიცი , რომ სინამდვილეში ძალიან, ძალიან შორსაა. მე არ შემიძლია ამ სიწმინდესთან მიახლოვება, უბრალოდ არ შემიძლია.
რატომ ვარ ასე? გული მატკინეს, გადამთელეს, ჩემი ღირსება შეურაცხყვეს , აბუჩად ამიგდეს, ჩვარივით გამომიყენეს და შემდგომ მომისროლეს.
ჩემი ხორციელი და შემდგომ სულიერი დაცემა მეგობრის დაბადების დღეზე დაიწყო. მე „ის“ ვნახე, თვალებში შევცქეროდი, თვალებში, რომლებიც უცნაურად ციმციმებდნენ და უტიფრად მიმზერდნენ. გარეგნობა, მართლაც დამატყვევებელი ჰქონდა, ქცევა -მიმზიდველი. ცეკვაც შემომთავაზა. ცეკვისას უხერხულად ვიშმუშნებოდი, არა იმიტომ, რომ ზედმეტად მიფათურებდა ხელებს, უბრალოდ მთელი სხეულით ვგრძნობდი მის ვნებააშლილ სურვილს ჩემი დაუფლებისა. მრცხვენოდა, რადგან ვჭვრეტდი მის გარყვნილ ფიქრებს. ლოყებიც ამიწითლდა, კანკალისგან ფეხები მებნეოდა, რამდენჯერმე დავაბიჯე კიდეც და მის მწველ თვალებს ირონიული ღიმილიც შევმატა.
როცა სიმღერა დასრულდა, ჩემი ადგილი დავიკავე, მაგრამ ის მაინც არ ცხრებოდა. გვერდით მომიჯდა , თუმცა ახლა შედარებით დაელაგებინა სახე და მის მზერაშიც თავშეკავება იკითხებოდა. მეც მომილბა გული. სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. მოვიხიბლე, ნამდვილად მოვიხიბლე, მის მძაფრ ინტერესსაც ვგრძნობდი ჩემს მიმართ და ქალური თვითკმაყოფილებაც მეუფლებოდა.
იმ საღამოს შემდეგ ხშირად მწერდა , ხშირადაც ვნახულობდი. ზედმეტი არაფერი უკადრებია, პირიქით მაქსიმალურად საზღვრავდა თავის ქმედებასა და სიტყვებს.
ჩემი გულის კარები სულ უფრო და უფრო იღებოდა და მანაც თავისუფლად შემოაბიჯა შიგნით.
შემიყვარდა. ისე შემიყვარდა, რომ ყველგან მისი სილუეტი მეჩვენებოდა , მისი ხმა მესმოდა. ჩემი ცხოვრება მისით გაიჟღინთა. თითოეულ წერტილში ის იყო, ვსუნთქავდი მხოლოდ მისთვის და დადგა დღეც, როცა ამ გრძნობის ორმხრივობაში დამარწმუნა. სიყვარული ამიხსნა. მხოლოდ ერთი ვარდი და ბანალური სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის. სიყვარული მართლაც ბრმაა. უამრავი მანკიერების მქონე პიროვნებას გაგაიდეალებინებს და მასთან ყოფნის სურვილით შეგიპყრობს . მზად იქნება ამ მდაბიო ადამიანისთვის გაიღო ყველაფერი, გადააბიჯო საკუთარ პრინციპებსა და თავმოყვარეობას.
მეც დავივიწყე ღირსება, მას მივენდე. ჩვენ წავედით, რა მნიშვნელობა აქვს სად წავედით, მთავარი ისაა, რომ მოხდა ის , რაც არ უნდა მომხდარიყო, რასაც ჩემი გონება ეწინააღმდეგებოდა. იმ ღამით ხორციელმა გრძნობებმა იმძლავრეს ჩემზე.
რამდენჯერაც ამ მომენტს ვიხსენებ გული მერევა და ჩემი თავიც უფრო და უფრო მზიზღდება.
მეორე დღეს რა მოხდა? ან შემდეგ დღეებში? ბოლო დონის ნაძირალასავით მიმატოვა. უსიტყვოდ. წავიდა, მაგრამ არა ქვეყნიდან, არა ჩვენი სამეგობრო წრიდან, ჩემი ცხოვრებიდან წავიდა.
მე მას ვხედავდი ისევ ისე ხშირად, როგორც იმ კოშმარულ ღამემდე. ვხედავდი ისევ იმ უტიფარ გამომეტყველებასთან ერთად. მისი მზერა გულგრილი და გამაღიზიანებელი იყო.
ამ ყველაფერს რა მოჰყვა?
ცრემლი, ტკივილი, გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც გიწვავს სულს, თითქოს ყელში გაგეჩხირა რაღაც და იხრჩობი. სულიერად დაცემა ვიგრძენი, თითქოს ციდან მიწაზე დავენარცხე, ხელები გადამემტვრა, სისხლმა მოძრაობა , გულმა კი ფეთხვა შესწყვიტა.
მასთან დალაპარაკება მეცადა?
რისთვის მე ხომ ისედაც ვიცოდი რა მოხდა, მე ხომ ვიცოდი მან რა გააკეთა, მე ხომ ჩემს თავს ვადანაშაულებდი. და განა ჩემი ბრალი არ იყო.? ვიყავი გულუბრყვილო და დავივიწყე პატიოსნების ფასი,ვუღალატე ყველას , ვისაც ჩემი იმედი ჰქონდა. უდიდესი ტანჯვა , რომელსაც განვიცდიდი, ალპობდა ჩემს სხეულს ნაწილ-ნაწილ. დავიარებოდი ქუჩებში და ვფიქრობდი. რომ სიკვდილი ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა. იცით რა გრძნობაა , როცა მეტი აღარ შეგიძლია, როცა შენი სული ვეღარ ძლებს ამ ჭუჭყიან სხეულში? თავი ავწიე და ჩემს წინ აღმართულ ტაძარს შევხედე. მინდოდა შევსულიყავი, მაგრამ მეშინოდა ჩემი სიბინძურით არ დამესვარა. მჭირდებოდა უფლის გზაზე სიარული, რათა ცოდვისა და თვითგვემისგან გავთავისუფლებულიყავი. შიგნით უნდა შევსულიყავი,მამაოს გულში ჩავეკვრებოდი და მდუღარე ცრემლებით დავუსველებდი მხარს. იქნებ ღმერთს ეპატიებინა, ენახა ჩემი სინანული და ეპატიებინა. ერთხელ უფალს ანგელოზებმა ჰკითხეს რა არის შენთვის ყველაზე ძვირფასიო. მან კი უპასუხა-მონანიე ადამიანის ცრემლებიო. ამ იმედით ტაძრისკენ გავემართე, თუმცა, უცებ, ვიღაცამ წელზე ხელი მომკიდა და საპირისპირო მხარეს გადამისროლა. გაბმული სიგნალის ხმამ დამაყრუა. შემდგომ იმავე ახალგაზრდა ბიჭმა წამომაყენა
-ქალბატონო ხომ კარგად ხართ? კინაღამ მანქანას შეუვარდით
ათი წამი მაინც დამჭირდა , რომ ყველაფერი გამეაზრებინა, მაგრამ რაღაცამ ისე ძალიან მატკინა გული, რომ აზროვნება შემიჩერდა.
„ქალბატონოთი“ მომმართა და აღარც ტაძარი იყო ჩემს წინაშე აღმართული.
ქვეცნობიერად , ალბათ, იმდენად ვგრძნობდი , რომ ტაძარი ჩემი სულის ხსნა იყო, მომელანდა კიდეც. აი სიტყვა ქალბატონომ კი ნამდვილად მატკინა.
ბიჭმა სცადა წამოვეყენებინე, მაგრამ უეცარმა ფეხის ტკივილმა წამომაკივლა. მან ხელში ამიყვანა და ჩქარი ნაბიჯებით წინ წავიდა.
-რას აკეთებთ, ხელი გამიშვით- როდესაც შემეხო გამაჟრჟოლა, იმ ღამის შემდეგ ნებისმიერი ადამიანის შეხება გულის რევის შეგრძნებას იწვევდა ჩემში და აუტანლად მეშინოდა ყველასი.
-ხომ ხედავთ , რომ სიარულს ვერ შეძლებთ. სახლში მიგიყვანთ, ჩემი მანქანა აქვეა.
-ხელი გამიშვით მეთქი.- მანაც ჩამომსვა, მაგრამ მკლავებზე მაინც მაგრად მიჭერდა ხელს.
-ჩემით წავალ, გმადლობთ რომ გადამარჩინეთ- ვცადე გამენთავისუფლებინა ხელები , მაგრამ არ მანებებდა
-რატომ ჯიუტობთ, სავარაუდოდ ფეხი იღრძეთ და თქვენით ვერანაირად ვერ წახვალთ
-ტაქსს გამოვიძახებ
-მაშინ სანამ ტაქსი არ მოვა , მე აქ ვიქნები.
-მგონი გარკვევით ვთქვი, არ მჭირდება თქვენი დახმარება, დამანებეთ თავი
-მეც გარკვევით ვთქვი , რომ ტაქსის მოსვლამდე არ წავალ.
-ხელები გამიშვით- ისევ გავუძალიანდი, მაგრამ ძლიერი ხელები სულ უფრო მეტად მიჭერდნენ მკლავებზე და რამდენიმე წამში ისევ ხელში ამიყვანა. გაფართხალებაც ვერ მოვასწარი უკვე სკამეიკაზე ვიჯექი. ის კი გვერდით მომიჯდა.
- ახლა დამშვიდდით, არ ვაპირებ რამე დაგიშავოთ, უბრალოდ არ მინდა კიდევ ერთხელ სცადოთ და სანამ შემეძლება თქვენთან ვიქნები , რომ ამის უფლება არ მოგცეთ.
-მე თვითმკვლელობა არც მიცდია , საიდან მოიტანეთ
-აბა ასე ვინ გადადის ქუჩაზე? გვერდით არ იხედებით? ათი მანქანა მაინც მოდიოდა და წამებში სიცოცხლეს გამოგასალმებდნენ.
-მე უბრალოდ... - თვალებზე ცრემლები მომადგა , მაგრამ შევძელი მათი შეკავება. ჩემი წყლიანი თვალების დანახვაზე მისი მკაცრი სახე მოლბა და სევდიანი მზერით შემომხედა.
-თუ გინდათ რამის გაზიარება მე მზად ვარ მოგისმინოთ. და მოდით შენობითზე გადავალ, დავიღალე უკვე- საოცრად გამიღიმა, მისი ღიმილი მოღუშულ შავი ღრუბლებით დაფარულ ცაზე უეცრად მზის სხივების გამოკრთობას ჰგავდა. მე მას მივენდე და უნებურად გაღებულმა პირმა ჩემი ისტორია გამოამზეურა. ყველაფერი მოვუყევი. აბსოლუტურად და საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, საოცარი.
-ანუ ც ამიტომ გინდოდა?- არ მოველოდი ამ ამბის შემდეგ, ისევ ამ საკითხს თუ შეეხებოდა.
-რამდენჯერ გითხრა არ მინდოდა , უბრალოდ მომეჩვენა რომ ჩემს წინ ეკლესია იყო, და მინდოდა შევსულიყავი, მაგრამ ვიცი იმ წმინდა ადგილს ჩემი სიბინძურით შეურაცხვყოფ.
-ჰაჰაჰაჰააჰაჰა- ფეხზე წამოდგა და ცინიკურად აროხროხდა, მე ძალიან მეწყინა მისი ირონიული ქმედება და წამოდგომა ვსცადე, მაგრამ დამაკავა
-კარგი რა, ღმერთო ჩემო , რამდენმა უნდა გააფრინოთ ამ ბრმა რწმენით. როდის გამოფხიზლდებით ეს ფანატიკოსები. საიდან მოიტანე მსგავსი სისულელეები. საყვარელ ბიჭთან ყოფნა ცოდვაა? პატიოსნების წარწყმედაა? ამით ეკლესიას დააბინძურებ.?! ნუ მაცინებ. საერთოდ რა არის შენთვის ღმერთი, ეკლესია, მამაო? არა, ჯერ იმაზე მიპასუხე რა არის შენთვის ადამიანი?! - ჩემი გაკვირვებისგან გამოწვეული დუმილი ისევ მან დააარღვია
-გინდა გითხრა სიმართლე, არაფერიც არ იცი, და ზედმეტად არც არასდროს გიფიქრია ამ თემებზე. იმიტომ რომ ყველაფერი რასაც იმ ეკლესიაში გასწავლიან არის ბრმა და შენც გაბრმავებს. მითხარი , მაინც და მაინც ეკლესიაში რატომ ეძებდი გადარჩენისა და განწმედის საშუალებას. ეკლესიის გარეთ ღმერთი არ არსებობს, თუ ღმერთი ოფისის მეპატრონეა, და ეკლესია კაბინეტი, რომელშიც ადამიანებთან საქმიან შეხვედრებს მართავს?! როგორც ჩანს ზედმეტად ზედაპირული ხარ , ამიტომ მსგავს თემებზე შენთან საუბარს არ დავიწყებ. მაგრამ ერთი ეს მითხარი , იმ ბიჭმა რომ გადაგაგდო და დაგიკიდა ეგ შენი ბრალი რატომაა? რისთვის ადანაშაულებ თავს ნეტავი ვიცოდე.
-მე მას ვენდე და არაფრად ჩავაგდე ქრისტიანული მრწამსი. მე საკუთარ თავს იმის უფლება მივეცი, რომ ქორწინებამდე ხორციელი კავშირი დამემყარებინა ვინმესთან. ...თან მე მას ისე ადვილად ვენდე..
-და ნდობა დანაშაულია? ნუ სულელობ, მერე რა მოხდა, მიენდე და გიღალატა , აბუჩად აგიგდო, გადაგთელა, ღირსება შეგილახა. მერე რა მოხდა? შენ ცხოვრება რა გგონია ნეტავი? დაუშვი შეცდომა და კეთილი ინებე , ღირსეულად აიტანე ეს ტკივილი, ზედმეტი დეპრესიებისა და თვითგვემის გარეშე .
-შენი აზრით ამის შემდეგ შევძლებ კიდევ ვინმეს ვენდო და კიდევ ვინმე შევიყვარო?
-და შენი აზრით ახლა რას აკეთებ?-მივხვდი რაც იგულისხმა და თავი ჩავღუნე.- ყველაფერს შეძლებ , მთავარია გაიღიმო. - უეცრად მზერა მომაშორა და სიგნალის ხმამ მეც წინ გამახედა, ტაქსი მოსულიყო, მან კვლავ ხელში ამიყვანა და ფრთხილად მომათავსა უკანა სავარძელზე. ტაქსს ფული გაუწოდა და დამემშვიდობა:
-მთავარია გაიღიმო- ვიგრძენი , რომ ჩემი ბაგეები გაიპო და ნაზი, მცირე ღიმილიც შემეპარა. განა მისი თვალების შემხედვარე შემეძლო ყოველი მისი ნათქვამი სიტყვა არ მერწმუნა? რა თქმა უნდა, არ შემეძლო. ტაქსი დაიძრა , როგორ არ მინდოდა მზერა მომეშორებინა, მაგრამ უკან გახედვის შემრცხვა და ვინატრე, ნამდვილად ვინატრე , რომ კიდევ შევხვედროდი , ისევ მისი თვალების შემხედვარეს მერწმუნა ბედნიერი მომავლისა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent