შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანდასახული 7


25-03-2016, 00:45
ავტორი ეკატერინე
ნანახია 2 164

შეგრძნება მქონდა თითქოს სხეულში ვიწექი და მიჭირდა მისი კონტროლი. შიშმა მომიცვა.. ჩემდა საბედნიეროდ ნელ-ნელა გავახილე თვალები. გარშემო მიმოვიხედე. კლინიკის ოთახს ჰგავდა. იმ წამს გავაანალიზე რომ მე ცოცხალი ვარ და არ მომკვდარვარ. საშინელ გაურკვევლობაში ჩავვარდი და ემოციებისგან დავიწყე კივილი და ტირილი ერთდროულად. ექიმი შემოვარდა და დამამშვიდა
- ანა დაწყნარდი ყველაფერი კარგადარის.. დამშვიდდი
- მამაჩემი.. მამაჩემი სადაა?.
- ანა მამაშენი გარეთ გელოდება
- უნდა ვნახო
-ანა შენ თუ კატგად გახსოვს თვითმკვლელობა სცადე და მტკვარში გადახტი. წყალი იმდენად დაბალი იყო რომ ქვას დაარტყი თავი და ორი დღე კომაში იყავი.. შენთვის ადგომა არ შეიძლება ჯერ
- რა თქვით? -გაოცებისგან ხელი თავს შევუყრდენი და თვალები კედელს გავუშტერე - ანუ რა გამოდის ეს ყველაფერი სიზმარი იყოო? არ არსებობს ვაიმე რა ბედნიერებაა... სიზმარი იყო -იმ წუთას გავაანალიზე რომ მე ვნახე დიდი სიზმარი.. სიხარულისგან კი ეექიმს ჩავეხუტე.. ექიმი გაკვირვებით და გაოცებით მიყურებდა
- მამაჩემი სად არის? მამაჩემთან მინდა -ფეხზე წამოვიჭერი და დერეფანში გავედი.. საშინელი თავბრუ მესხმოდა, ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ წავქცეულიყავი. დერეფანში მამაჩემს მოვკარი თვალი, მისკენ გავიქეცი და ძლიერად ჩავეკარი გულში -მამა...მაა.. მიყვარხარ ყველაზე მეტად და შენს დაკარგვას ვერ ავიტან.. ვერ გადავიტან გესმის? -მამაჩემის გარდა იქ ყველა ჩემი ოჯახის წევრი იდგა.. მათ არც დათო და ნიკა გამმოკლებია.. მამაჩემი და სხვა ყველა დანარჩენი გაკვირვებით შემომცქეროდნენ.. ალბათ ფიქრობდნენ რომ გავგიჟდი.. მამაჩემმა გაკვირვება უცებ დაივიწყა, ერთი ხელი წელზე შემომხვია და ერთი ხელით თავი დამიჭირა. თითქოს ეშინოდა არ ჩავკეცილიყავი -მაპატიე შვილო ხელი რომ გაგარტყი.. მაპატიე ძალიან გთხოვ- ეს მითხრა და ძლიერად ჩამიკრა გულში.
- დაივიწყე მამი.. დაივიწყე გთხოვ და მენდე -მამაჩემს მოვშორდი ნიკასკენ გავიხედე და დაუფიქრებლად წავედი მისკენ. კისერზე ხელები მოვხვიე, თითისცერებზე ავიწიე და ტუჩებში ვნებიანად ვაკოცე, ყველას თვალწინ. ნათიამ ჩემკენ თითი გამოიშვირა, დაიქნია, ყველას გადახედა და ნიშნისმოგებით თქვა -აი ხომ ხედავთ, ხომ ვამბობდი... ხომ ვამბობდი რო ბ*ზია ეს გოგო -მამაჩემმა ყბა დააღო მაგრამ არაფერი მითხრა. ნიკას ტუჩებს მოვწყდი. მან გაკვირვებით შემომხედა - ანა...
-ჩუუუ არაფერი თქვა.. მე სწორად ვიქცევი, არ ღირს ლოდინი და ცდა.. ნიკა მინდა რომ შენი ვიყო და ისიც ვიცი რომ პირველივე დღიდან გიყვარვარ - ნიკას სახეზე ბედნიერება დაეტყო, დათოს კი აშკარად გაუფუჭდა ხასიათი და იქაურობას უსიტყვოდ მოსცილდა. მეორე დღეს სახლში გამწერეს. მამაჩემს მოვუყევი დიდი სიზმრის შესახებ. მან კი დამამშვიდა რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო და მსგავსი არაფერი მოხდებოდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა ჩემი ცხოვრება მეტად ემსგავსებოდა სიზმარს. განსხვავება ის იყო, რომ მე და ნიკა შეყვარებულები გავხდით და ყოველ დღე ვნახულობდით ერთმანეთს. ვინაიდან და რადგანაც დათოს ჩემთან არანაირი შანსი აღარ ჰქონდა, თათიას დაადგა თვალი. თათიაც ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. რაც შეეხება ნათიას, რამდენჯერაც ნიკას ნახვის მერე სახლში ავდიოდი, კარებში დამხვდებოდა, ხან მაწანწალა ძაღლს მეძახდა ხანაც ბ*ზს, ოღონდ ისე რომ მამაჩემს არ გაეგო. სარგებლობდა იმით, რომ მასზე არაფერს არ ვაბობდი. ერთხელ ნიკას ნახვის მერე სახლში ავედი. მამაჩემი და ნათია მისაღებ ოთახში ისხდნენ.
- მაწანწალა სად იყავი - აშკარად წამოსცდა ნათიას და შიშის თვალებით გადახედა მამაჩემს. მეც ვისარგებლე, მივუახლოვდი დედინაცვალს და ვუთხარი
- იცი ნათი ძალიან მინდა სახეში სილა გაგარტყა შენი საქციელების გულისთვის, მაგრამ იცოდე ამას მე კი არა მამაჩემი გააკეთებს როცა ტასიაზე გაიგებს ერთ ამბავს -ნათიას თვალები გაუფართოვდა, მამაჩემს ბრაზი აღებეჭდა სახეზე. მიხვდა რაღაცაში იყო საქმე.
- ნათია რაშია საქმე იქნებ გამაგებინო?
- ისეთი არაფერი საყვარელო - თავი ძლივს დაიმშვიდა. ( რეალურად ნათია ორსულად იყო. ეს ამ საუბრიდან წინა დღეს გავიგე. შემთხვევით მოვისმინე მისი საუბარი ტელეფონზე)
- მამა, გირჩევნია ტასია ექიმთან წაიყვანო
- რომელ ექიმთან
- გინეკოლოგთან მამა -ამის გაგონებაზე მამა ფეხზე წამოიჭრა. მეორე დღეს ექიმთან წაიყვანა და მისი ვარაუდიც გამართლდა. კაცი იმდენად შოკირებული იყო სამი დღე ოთახიდან არ გამოდიოდა. არავისთვის არაფერი არ უთქვამს. ბოლოს ტასიას ჰკითხა
-ვისგან ხარ ორსულად?
- მამა მე... მე დათოსგან ვარ.
- რომელი დათოსგან
- ცერცვაძისგან... - ამის გაგონებაზე სახე ამელეწა


ბავშვებო იტორია გრძელდება. თუ მოგწონთ დააკომენტარეთ <3



№1 სტუმარი Busa-bususa

Mshvenieria, fantastiuria magram dzalian mokle tavebs deb, chemi txovna iqneba mal-male dado istoria da ratqmaunda didi

 


№2 სტუმარი Ba

Ox moityua xo?auux!male dade ra gelodebii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent