და ჩემს სხეულში შენი გული ძგერს...! [სრულად]
ყველა ადამიანი რაღაც მისიით იბადება! ყეველა ჩვენგანს რაღაც მისია გვაკისრია და ამ მისიისთვის ვცოცხლობთ... იქნება ეს ერთი წელი თუ ასი წელი, მთავარია ჩვენი მისია შევასრულოთ ან ვეცადოთ მაინც მისი შესრულება.... მეგობრობა კი ამ ქვეყნად ყველაზე დიდი და საპასუხისმგებლო მისიაა! -იცი უკვე ყველას გიჟი ვგონივარ, მხოლოდ ჩემი ცხოვრების თანამგზავრს ეკას ესმის ჩემი (ბოლო ორმოცდაათი წელია ის არის ჩემი ტკივილის თანამოზიარე). შენ კი ორმოცდაათი წლის შემდეგაც ისევ ისე ზიხარ და მიღიმი, არაფერს არ მეუბნები, არ მელაპარაკები, ერთხელ მითხარი შენ ყველაზე ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაშიო, გახსოვს? -კი შენ ყველაფერი გახსოვს... ძალიან მენატრები დღესაც თეთრი ვარდი მოგიტანე ნახე... შენი სიყვარულით მოციმციმე თვალები მენატრება, შენი ტიტინი მენატრება, შენთან უაზრო კამათიც კი მენატრება... გახსოვს როგორ შემომახტებოდი ხოლმე ზურგზე? -კი შენ ესეც გახსოვს, ხმა ამოიღე გთხოვ, მითხარი რომ შენც მოგენატრე და გინდა ჩემი ჩახუტება. ........... ორმოცდაათი წლის წინ. ექიმის კაბინეტთან ვიდექი და ველოდებოდი როდის დამიძახებდა... ნერვიულად ვიმტვრევდი თითებს და დავყურებდი ჩემს აკანკალებულ ხელებს, თითები სულ დამწვრილებოდა. როგორც იქნა შევედი ექიმთან და მის წინ ნერვიულად დავჯექი სავარძელში. -როგორ ხარ მია? -კარგად ექიმო თქვენ? -მეც კარგად მია მაგრამ შენთვის... -ექიმო გთხოვთ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მითხარით რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩა? არაფერი არ დამიმალოთ. -ასე პირდაპირ? -ხო აი ასე პირდაპირ. -მია, მინიმუმ ოთხი და მაქსიმუმ ექვსი თვის სიცოცხლე დაგრჩა.. მაგრამ მე ვეცდები რომ სიცოცხლე გაგიხანგრძლივო. მეგონა რომ უკვე შეგუებული ვიყავი ამ ყველაფერს მაგრამ ექიმის სიტყვებზე სხეულში რაღაც გაწყდა სიცოცხლე შემიყვარდა და მომინდა დიდხანს მეცოცხლა, ვყოფილიყავი ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გვერდით და ცხოვრებით გამეხარა... მიუხედავად დიდი ტკივილისა ერთი ცრემლიც არ ჩამომვარდნია ამ წამს ყველაზე მარტოსულად ვგრძნობდი თავს განა იმიტომ რომ არავინ მყავს პირიქით იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ვატკენ გულს მე კი ეს არ მინდა... ექიმის კაბინეტიდან გამოვედი და გზას ფეხით გავუყევი, ვფიქრობდი ყველაფერზე და ვსახავდი გეგმებს თუ როგორ ვიცხოვრებდი ამ ექვსი თვის მანძილზე... პირველი გონებაში ლაშა ამომიტივტივდა ეხლა ისე ძლიერ მჭირდებოდა მისი ჩახუტება, ერთად ბევრი რამ გადაგვიტანია და ვიცოდი არც ახლა დამტოვებდა მარტო მაგრამ ვერ ვეტყოდი, მას ისედაც უჭირს ეხლა მისი საყვარელი ქალი სხვა კაცზე ქორწინდება და მას არც კი უცდია სიმართლე გაერკვია უბრალოდ ეკა გაუშვა და სახლში ჩაიკეტა, ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი ლაშას სახლთან და ზარი დავრეკე სანამ კარს გამიღებდა სახის დალაგება ვცადე... ლაშამ კარი გამიღო ფეხზე ძლივს იდგა ისევ არყის სუნით ყარდა.. -ლაშა კიდევ დიდხანს იდგები ასე? არ შემომიშვებ? -შემოდი ოღონდ ნუ წიკვინებ თავი მისკდება. -კიდე დალიე და არაფერი მოგივა... შენები სად არიან? -სოფელში წავიდნენ ორი კვირით დასასვენებლად. -შენც რომ გაყოლოდი არა? -არა აქ მარტო ყოფნა მირჩევნია. -მარტო არ იქნები ამიტომ ადექი ეხლა და პროდუქტები მოიტანე რომ ორი კვირა გვეყოს მე და შენ. -მე და შეენ? და რატომ ფიქრობ რომ აქ რჩები? -მე არ ვფიქრობ ვრჩები ჩემო ძვირფასო. -როგორც გინდა ისე მოიქეცი, მე უნდა ვიბანაო და სანამ ვიბანავებ ყავა მომიდუღე. სანამ ლაშა ბანაობდა სახლის მილაგება დავიწყე, არყის ბოთლები ერთად შევაგროვე და ჭურჭლის რეცხვას შევუდექი. -ოოო რა მშრომელი დაიკო მყავს. -აფერისტ. -ყავა? -მანდ დევს... მერე წადი რა და პროდუქტები მოიტანე მაცივარი ცარიელია. -გშია? -კიი, ძაან. -პიცა გამოვიძახოთ ან რამე შევუკვეთოთ რესტორანში და ცოტა დავლიოთ. -სახლი მივალაგოთ, მერე წამიყვანე ჩემს ნივთებს მოვიტან და საღამოს ჩავუჯდეთ. -წავალ მაშინ პროდუქტებს ვიყიდი და პიცასაც მოვიტან. სახლის დალაგებით ისე გავერთე რომ ჩემი ტკივილი სულ დამავიწყდა არც ლაშა ჩანდა ცუდად ალბათ ცდილობს შეეგუოს. -მოვედიიი. -ყოჩაღ შენ... ამაღამ ყველა ტკივილი უნდა დავივიწყოთ მე და შენ... -შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა. -არც არაფერი, იქნებოდი ლოთიი. -ვაიმე ჩემი ხუმარა გოგო. -ლაშა მოდი ვჭამოთ და სახლში გამიყვანე ჩემს ნივთებს წამოვიღებ. -კარგი... მია შენ რაღაც გჭირს ხომ ასეა? -არაფერი ლაშა ეკა ვნახე. -მერე? -იცი რა მითხრა? მე კიდე ლაშა მიყვარსო მაგრამ ვერ აგიხსნი რატომ მივყვები ცოლად იმ ბიჭსო... -მასთან უნდა და იმიტომ მიყვება ცოლად. -ლაშააა! არაფერს მოიმოქმედებ? -და რა მოვიმოქმედო მოვიტაცო? ვაიძულო ჩემთან ყოფნა? -თუნდაც... თუ გიყვარს უნდა იბრძოლო მისთვის გაიგე? -მან იბრძოლა ჩემთვის? -ლაშააა... (ზურგიდან მოვეხვიე) -არა მია აღარ მინდა მასზე ვიფიქრო... გთხოვ მომეცი საშუალება რომ დავივიწყო და ისიც ბედნიერი იქნება. -ლაშა ის ბედნიერი არ იქნება მასთა. -მიააა! წამოდი შენი ნივთები გადმოვიტანოთ. მეშინია რომ ლაშა ვერ გაუძლებს უჩემოდ... თუ ეხლა ჩემს ამბავს ვეტყვი უფრო მეტად მიეძალება სასმელს. ........... იატაკზე ვიჯექით მე თავი ლაშას მხარზე მედო და ბავშვობას ვიხსენებდით. -მია გახსოვს ბაღში ჩვენს ჯგუფელს რომ უყვარდი? -აუუ კი ყვავილები რომ მაჩუქა და შენ რომ დამიპუწკე. -მაპატიე მაგრამ ის ბიჭი არ მომწონდა... არ იყო შენი ღირსი. -არც ის სკოლაში რომ ვუყვარდი? -არც ის... შენ მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ ჩემო პრინცესა. -ჩვენი პირველი ექვსკურსია გახსოვს? -კი... მე და შენ სვეტიცხოველში ფიცი დავდეთ რომ სამუდამოდ მეგობრები ვიქნებოთ. -ლაშააა.... რომ გითხრა ვკვდები მეთქი რას იზამ? -მია ეს მეორედ აღარ გაიმეორო კარგი... (ლაშა ხმა აუკანკალდა, მკერდიდან მომიშორა და შუბლით შუბლზე მომეყრდნო.. დავიანახე როგორ ჩამოუგორდა ცრემლები ლოყებზე).... მია მე უშენოდ არაფერი ვარ შენ რომ დაგკარგო მოვკვდები გესმის? შენ ჩემი საყრდენი ძალა ხარ... ჩემი და ხარ, ჩემის სულის ნაწილი, მართალია არასოდეს გეუბნები ფხიზელი რომ მიყვარხარ მაგრამ შენ ხომ გრძნობ ჩემს უსაზღვრო სიყვარულს... არც კი გაბედო უჩემოდ სიკვდილი გაიგე? თუ შენ კვდები ესეიგი მეც ვკვდები, ჩვენ ხომ პირობა დავდეთ უფლის წინაშე. -კარგი ლაშა უბრალოდ კითხვა დაგისვი... რამ აგანერვიულა ასე. -მია რა ხდება შენს თავს... შენ რაღაცას მიმალავ მე კარგად გიცნობ. -ლაშა არაფერს არ გიმალავ მე შენზე ძალიან ვნერვიულობ რატომ არ გესმის. -მესმის მია ვიცი რომ შენც ისე გტკივა როგორც მე. -ლაშაა რატომ ხარ ასეთი ეგოისტი? -იმიტომ რომ შენ მხოლოდ ჩემი მეგობარი და ჩემი და ხარ... -შენებთან სოფელში რომ დავიკარგეთ გახსოვს? -ზურგით რომ გატარე ორი საათი? -ხოო.... რომ გავცივდი და სიცხემ რომ აგვიწია. -ექიმებმა რომ ვერ გაარკვიეს რატომ აგვიწია ერთდროულად სიცხემ. -თუ უცებ უხასიათოდ გავხდებოდი დედა ყოველთვის შენებს ურეკავდა. -ოცი წელი მია... ერთ დღეს და ერთსა და იმავე დროს დავიბადეთ. -პირველი ნაბიჯებიც ერთად გადავდგით. -და პირველი სიტყვებიც ერთად ვთქვით. -ბაღშიც ერთად შევედით. -პირველი ნაბიჯებიც სკოლაში ერთად შევდგით. -თორმეტი წელი ერთ მერხთან ვიჯექით. -საატესტატო გამოცდაზეც ერთად შევდიოდით და ერთად გამოვდიოდით. -და ეროვნულ გამოცდებზე? -პასუხებიც კი ერთად ვნახეთ. -უნივესიტეტშიც ერთად წავედით. -იქაც კი ორი წელია გვერდიდან არ მშორდები. -არის კი რაიმე მიზეზი რაც ჩვენს მეგობრობას დაანგრევს? -არა მია არ მეგულება ამ ქვეყნად რაიმე მიზეზი რაც ერთმანეთს დაგვაშორებს. -იქნებ სიკვდილმა დაგავშოროს ლაშა? -მიაა! არა ჩვენ ერთად მოვკვდებით მაგრამ მოხუცები ჯერ ძალიან ადრეა... ქორწილი უნდა გადავიხადოთ მე შენი მეჯვარე ვიქნები, შენ-ჩემი...ჩვენი შვილების პირველი ნაბიჯებით და პირველის სიტყვებით გავიხარებთ... მერე ჩვენს შვილებს ერთად წავიყვანთ ბაღში... მერე სკოლაში.... მერე ეროვნულებზე დაველოდებით გარეთ მზეში და შენ ისევ იწუწუნებ... მერე შვილების ქორწილში ვიცეკვებთ.... შვილიშვილების აღზრდით დავკავდებით.... აი ამ ყველაფრის მერე კი მე და შენ ისე როგორც ერთად დავიბადეთ ერთად მოვკვდებით გაიგე? -ვაიმე ლაშა რა მეოცნებე ხარ. -მე ესეთი მეგობრობის მჯერა. -ლაშა შენ ყველზე ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში... რასაც შენს მიმართ ვგრძნობ ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს არ მინდა რომ სევდიანი იყო გთხოვ ყოველთვის გაიღიმე კარგი? არასოდეს მოიწყინო და ტკივილს არ შეუშინდე ცხოვრებაში ყველაფერი წავრმავალია... ყველაფერი გაივლის. -მია ისე მელაპარაკები და ისე მაგრად მეხვევი რომ თითქოს მემშვიდობები... თითქოს მართლა ბოლოჯერ მხედავ... რა ხდება მია რას მიმალავ? -არაფერს არ გიმალავ... უბრალოდ მინდა ყოველდღე გითხრა რომ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ... მინდა ყოველდღე ისე მოვიქცეთ თითქოს უკანასკნელი დღეა. სააბაზანოში წავედი, მეტის გაძლება აღარ შემეძლო ჩემი უსურობა უფრო მკლავდა ვიდრე ჩემი დაავადება... სააბაზანოს კართან ჩავჯექი და ტირილი დავიწყე მინდოდა ყველა ემოციისგან დავცლილიყავი.. მინდოდა მეღრიალა, ყველაფერი დამემტვრია ოღონდ ასეთი უსუსური არ ვყოფილიყავი.. მე ხომ ჯერ მხოლოდ ოცი წლის ვარ მთელი ცხოვრება წინ მაქვს, ლაშას ყოველ სიტყვაზე უფრო და უფრო მეცლებოდა მიწა ფეხქვეშ, უფრო ძლიერ მტკივდებოდა სული... ფიქრებიდან ლაშას ხმამ გამომიყვანა. -მია კარგად ხარ? -კი ლაშა ალბათ სასმელმა იმოქმედა... პირი ჩამოვიბანე და გავედი. -მია სახეზე ფერი არ გაქვს, რა ხდება? -არაფერი ალბათ რაღაცამ მომწამლა ადამიანო ხომ არ ვკვდები რა სახე გაქვს? -ვაიმე მია გამისკდება გული. -ლაშა კაცი ხარ ბოლოსდაბოლოს რა ქალიშვილივით ინაზები და კანაკალებ. -მია მოვკვდები შენ რომ რამე დაგემართოს. -არაფერია უბრალოდ გული ამერია ალბათ რაღაცამ მომწამლა. ლაშამ საწოლში დამაწვინა და ჩემთან ახლოს დაჯდა... -მია გთხოვ არაფერი დამიმალო. -არაფერს არ გიმალავ ლაშა, საერთოდ არაფერს... უბრალოდ რაღაცამ მომწამლა გთხოვ შენ გამაგრდი მე ახლა ყველაზე მეტად შენზე ვნერვიულობ შენ ხარ ჩემი ყველაზე დიდი სადარდებელი... გთხოვ რაღაც მოიმოქმედე ეკას შენ უყვარხარ. ........... ერთი კვირა ესე ჩხუბსა და ლოთობაში გავატარეთ ერთმანეთ ისე ვექცეოდით თითქოს უკანასკნელად ვხედავდით... დილამდე ფილმებს ვუყურებდით და ლაშა დამცინოდა როცა რომელიმე ფილმზე ამეტირებოდა. დილით ლაშა ვერსად ვერ ვიპოვე ცოტა ავნერვიულდი რადგან ტელეფონიც გათიშული ქონდა... დათო ბიძიას კაბინეტში წერილი ვნახე: "მია მაპატიე რომ განერვიულებ მაგრამ ცოტა ხანს განმარტოება მჭირდება გთხოვ არ მომძებნო და ჩემზე არ ინერვიულო მე კარგად ვიქნები, უბრალოდ უნდა დავფიქრდე ყველაფერზე, ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონო და გადაწყვეტილება ისე მივიღო.... თავს გაუფრთხილდი თორემ მე უფრო მეტად ვინერვიულებ. გპირდები სასმელს აღარ გავეკარები და ვეცდები ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დავიწყო.... ჩემებს მიმიხედე რომ დაბრუნდებიან დედა არ ანერვიულო, მე თვითონ დაგიკავშირდები ვიცი ვერ დამშვიდდები ისე თუ არ გაიგებ რომ კარგად ვარ.... ჩემო პატარა თავს გაუფრთხილდი იცოდე შენზე ძვირფასი არავინ მყავს... სახლს მიხედე ჩემების ჩამოსვლამდე. P.s. ხო მართლა სანთებელაზე არ ითამაშო და მანქანას კარგად მიმიხედე არ დამიმტვრიო... ხო კიდე შენი შარფი წავიღეე. " წერილი ისე ჩავიკითხე ბოლომდე რომ ვიცოდი ახლა ლაშა ამ სიტყვებს რა ინტონაციით და მიმიკებითაც მეტყოდა, გული კი დამწყდა რომ უჩემოდ წავიდა მაგრამ ვიცი ვერ გაუძლებს და მალე დამირეკავს. დღითიდღე უფრო ვსუსტდებოდი, ძალა მეცლებოდა, სუნთქვაც მიჭირდა ჩემმა ოჯახმა სიმართლე რთულად მიიღო, დედა დღე და ღამ ცრემლებს ღვრიდა... მამა არ იმჩნევდა ცდილობდა გავემხნევებინე მაგრამ ვხედავდი როგორ ჰქონდა თვალები ჩაწითლებული დედაჩემს საყვედურობდა ბავშვს ცოცხლად ნუ გლოვობო... ჩემმა დამ ნინიკომ სკოლაში სიარული შეწყვიტა მაგრამ ჩემი თხოვნით ისევ გააგრძელა... როცა ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა სავალდებულო მშობლებმა მთხოვეს ლაშასთვის დამერეკა და სიმართლე მეთქვა მაგრამ მე ყველას ავუკრძალე სიმართლის თქმა... არ მიმნდოდა ასეთ მდგომარეობაში ვენახე მინდოდა სულ ლაღი და მხიარული ვყოფილიყავი მის მახსოვრობაში და არა სუსტი, ფერწამხდარი, ჩაცვენილი და ჩამქრალი თვალებით, საწოლზე რომ აღარ ვჩანდი, ტკივილიგან გაღიმებაც კი მიჭირდა.... ორი თვე ტკივილში გავნვლე არავის დანახვა აღარ მინდოდა, არც ჩემი მშობლების და არც ნათესავების რომელთა სიბრალული მაღიზიანებდა, მათი ფუჭი და ამაო იმედები დიდ ტკივილს მაყენებდა ექიმების მიერ მოცემული წამლები კი ტკივილს ვეღარ მიმსუბუქებდა და მიყუჩებდა. ......... -ექიმო ჩემი ქალიშვილოს მდგომარეობა როგორია? -მაპატიეთ მაგრამ ბოლო ორმოცდარვა საათი კრიტიკულია მისთვის... მისი ფილტვები მეტს ვეღარ გაუძლებს... თუ იცით ვინმე ვინც მას სიცოცხლისთვის ბრძოლას აიძულებს და არ მიცემს უფლებას სიკვდილს დანებდეს, იქნებ მოიყვანოთ. -ეხლავე ექიმო, ასეთი ადამიანი ნამდვილად არსებობს. -ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მის გადასარჩენად. ......... მას შემდეგ რაც მარტო ყოფნა გადავწყვიტე და მია მარტო დავტოვე ერთი თვე სვანეთში ხეტიალში გავატარე მერე კი ბებიასთან და ბაბუასთან სოფელში ჩამოვედი არავის არ ველაპარაკებოდი, ზარებს არ ვპასუხობდი.... გულის სიღრმეში ველოდი რომ მია ჩამომაკითხავდა სოფელში, ყოველი ჭიშკრის გაკრაჭუნებაზე ფანჯარაში ჩუმათ ვიყურებოდი და მიას ველოდი, ველოდი რომ მოვიდოდა მის ვიწრო მკლავებს შემომხვევდა ზურგიდან და მაიძულებდა გაღიმებას, თავისებურად ტიტინს მოყვებოდა და თავს ამატკიებდა.... მაგრამ ამაოდ ველოდი მიას ორი თვე ამაოდ არც ეკას ქორწილზე მსმენია რამე ან კი რატომ მადარდებდა როცა მე თვითონ დავთმე და არ ვიბრძოლე მისთვის.... ოთახში ვიჯექი და თავს წიგნის კითხვით ვირთობდი რომ ფერდაკარგული ბებიაჩემი შემოვიდა და უკან ბაბუაც შემოყვა, წიგნიდან ნელა ყურადღება მათზე გადავიტანე. -ლაშა შვილო. -რა ხდება ბებო ყველაფერი რიგზეა? -არა ბებო... მიაა ავად არის. -რა სჭირს მიას? (უკვე ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი) -ლაშა არ ვიცით მამაშენმა თქვა მალე ჩამოვიდესო. -შენი მანქნის გასაღები სად არის? პიჯაკს ხელი დავალე და გავვარდი მანქანა ისე მოვწყვიტე ეზოს რომ ვერც კი გავიაზრე მხოლოდ ის მესმოდა რომ მიას რაღაც ჭირდა... რაღაც ძალიან ცუდი, არ მეუბნებოდნენ ბოლოს მანქანა გზიდან გადავაყენე და მამას დავურეკე. -მამა მიას რა ჭირს? -ლაშა შვილო უნდა გამაგრდე. -მამა რა ხდება? -მიას მდგომარეობა ძალიან რთულადაა, მიას ფილტვის კიბო აქვს ეხლა კრიტიკული 48 საათი აქვს, უნდა ჩამოხვიდე და გაამხნევო ან უკანასკნელად უნდა ნახო. -მამა აქამდე რატომ არ შემატყობინეთ? -მიამ აგვიკრძალა ლაშა. მამას ტელეფონი გავუთიშე და ადილზე გავშეშდი.... ერთიანად ვიგრძენი სხეულში ყველა ტკივილი... ცრემლებს ვერ შევეწინააღმდეგე, ერთიანად გამომეცალა მუხლებში ძალა და დავეცი... -რატომ ღმერთო? რატომ მაინცდამაინც მია? ის ხომ ჯერ მოლოდ ოცი წლისაა? მე რატომ არ შემიბრალე მის გარეშე რა მეშველება? მე ხომ არაფერი ვარ მის გარეშე... მეც მოვკვდები მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ... გთხოვ უფალო მია არ წამართვა... (ვტიროდი და განწირული ხმით ვყვიროდი, სულ არ მადარდებდა რომ წყლის გუბეში ვიჯექი და წვიმისგან ერთიანად ვიყავი გაწუწული). მაქანაში დავბრუნდი და საჭეს ხელები დავცხე. იმ წამს მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში 'რომ შეიძლება დამეკარგა ჩემი ბავშვობის მეგობარი, არა ის მეგობარზე მეტი იყო ჩემთვის.... ის მე ოცი წლის წინ შევისისხლხორცე აი იმ დღეს როცა სამშობიაროში ერთსა და იმავევე დროს გავჩნდით მხოლოდ რამოდენიმე წუთის დაშორებით პირველი მია გაჩნდა, პირველი მან იტირა მის ტირილს კი პასუხად ჩემი ტირილიც მოყვა დედაჩვენები ბედნიერად შემოქვცქეროდნენ ორივეს აი მამები კი ნერვიულად დააბიჯებდნენ კოლიდორში სახელებიც მათ შეგვირჩიეს მიას დედაჩემმა დაარქვა სახელი და თქვა რომ მას იმ დღეს ორი შვილი გაუჩნდა მე კი მიას დედამ და მანაც იგივე თქვა... ერთ კორპუსში ვიზრდებოდით ერთი კედელი გვაშორებდა ერთმანეთს... ტყუპებივით ერთად ვტიროდით და ერთად ვიცინოდით, ფეხიც ერთად ავიდგით და ლაპარაკიც ერთად დავიწყეთ... ავადაც ერთად ვხდებოდით ისე როგორც ნამდვილი ტყუპები არავის არ ჯეროდა რომ ნამდვილი და-ძმა არ ვიყავით და ჩვენს ძარღვებში ერთი სისხლი არ ჩქეფდა, მაგრამ ჩვენში რაღაც ისეთი იყო რაც ნათესავურ კავშირე მეტი იყო.... ოცი წელი ვიცავდი მიას ყოველგვარი ტკივილისგან იმის გამო რომ მისი ტკივილი შემესუბუქებინა როცა ფეხი მოიტეხა მეც გადმოვვარდი ხიდან და ფეხი მოვიტეხე მშობლებმა გამოსავალი იპოვნეს და ჩვენი წამლებითურთ სოფელში ბებიასთან და ბაბუასთან გავისტუმრეს ის ყველაზე ბედნიერი ერთი თვე იყო ჩემს ცხოვრებაში... მაშინ როცა უბნის ბიჭებს ავუყევი თხუთმეტი წლის ბიჭმა და მიამ ჩემი შეჩერება სცადა მე მასზე ხელი ავღმართე ის კი უშიშრად იდგა ჩემს წინ და თვალს არ ახამხამებდა, მერე როცა ჩემი უსუსურობისგან ავტირდი გულში ჩამიკრა და მითხრა რომ ჯეროდა ხელს არ დავარტყამი, რომ ტკივილს არასოდეს მივაყენებდი... მე კი ეგოისტურად მოვიქეცი და მარტო დავტოვე მხოლოდ ჩემს თავზე ვიფიქრე, მხოლოდ ახლა გამახსენდა თუ როგორ მემსუბუქა ჩვენი ბოლო შეხვედრისას ხელში რომ ავიყვანე... სულელი ვარ ყველაფერს იმ ღამით უნდა მივმხვდარიყავი როცა უცნაურად მელაპარაკებოდა ის მემშვიდობებოდა მე კი ვერაფერს ვხვდებოდი, ეგოისტი ნიბაჭვარი ვარ მაგრამ მინდა მე დავისაჯო ოღონდ მია კარგადი იყოს და ისევ ბედნიერად იღიმოდე ყველაფერს დავთმობ... როგორ ვიფიქრე რომ არ ვადარდებდი? როგორ ერთხელ მაინც არ დავურეკე ამ ორი თვის მანძილზე? როცა არ ჩამოვიდა სოფელში მეწყინა მე სულელს თურმე მია იქ მარტო სიკვდილს ებრძბის მე კი არხეინად წამოწოლი წიგნის კითხვით ან სოფლის ბიჭებთან ერთად ქეიფით ვირთობდი თავს.... ჩემი დაუდევრობისა და ეგოიზმის გამო შეიძლებოდა მია ცოცხალი ვეღარ მენახა ეს მკლავდა და ერთიანად მიღრღნიდა გულს.' ძლიერი წვიმის გამო გზას ცუდად ვხედავდი ამას ჩემი ცრემლებით სავსე თვალებიც ერთვოდა ქალაქის შესასვლევთან კი მანქნის საჭე ვეღარ დავიმორჩელე და მანქანა რაღაცას ძლიერად დაეჯახა მხოლოდ შეჯახების ხმა მახსოვს... მერე კი ნელა ჩამოწვა შავი ბურუსი და გონება დავკარგე. ........... მარტო ვიყავი პალატაში უცებ საოცარი სისუტე ვიგრძენი რამოდენიმე წამის მანძილზე გონება დამებინდა და სუნთქვა შემეკრა, მეგონა რომ გული გამიჩერდა და ჩემს ძარღვებში სისხლმა ჩქეფა შეწყვიტა მაგრამ ისევ აღსდგა ჩემი გულის ცემაც და ღრმად ჩასუნთქვაც შევძელი.... გარეთ რაღაც ხდებოდა ჩემები და ლაშას მშობლები აქეთ-იქით დარბოდნენ, ბოლოს როგორც იქნა ნინიკო შემოვიდა ჩემს პალატაში სახეზე ფერი არ ედო. -ნინიკო რა ხდება? -მია გთხოვ დამშვიდდი არაფერი არ ხდება. -ნინო მიდხარი რას მიმალავ? -არაფერს არ გიმალავ მია. -ნინო მე შენ კარგად გიცნობ, რაღაცას მიმალავ.... ლაშა არ ჩამოსულა? ვიცი რომ მამამისმა დაურეკა. -მია ლაშა... -რა ხდება ნინო მითხარი მალეე. (ნინოს ვუყვირე) -მია ლაშა ავარიაში მოყვა. -ეხლა როგორაა? -ძალიან ცუდად. -ნინო ლაშას ექიმს უთხარი რომ მასთან ლაპარაკი მინდა. -მია რას აპირებ? -ნინო გადი და ლაშას ექიმი შემომიყვანე. ნინიკო ოთახიდან გავიდა, ცოტა ხანში კი ოთახში ჩემს ექიმთან ერთად ვიღაც ახალგაზრდა და საკმაოდ სიმპატიური ექიმი შემოვიდა. -თქვენ გსურდათ ჩემი ნახვა? -დიახ თქვენ ლაშას ექიმი ხართ? -დიახ მე გახლავვართ. -მე მისი მდგომარეობა მაინტერესებს. -მე უკვე ავუხსენი მის მშობლებს რომ ბატონი ლაშას მდგომარეობა ძალიან რთულადაა. -შეგიძლიათ ეხლა მე ამიხსნათ? -იცით მისი გული დაზიანებულია თუ ხვალამდე დონორს ვერ ვიპოვნით.... -ანუ გულის დონაციაა საჭირო, ლაშას გული სჭიდება? -დიახ გული სჭირდება. ეხლა ჩემს ექიმს შევხედე რომელიც ჩემს გვერდით იდგა და ცდილობდა ჩემი ფიქრები ამოეკითხა. -მირზა ექიმო ჩემი გული ჯამრთელია? -მია რას აპირებ? -მე კითხვა დაგისვით.. -კი მია სრულებით ჯანმრთელია შენი გული, ეხლა მითხარი რას აპირებ? -თუ მე ოცდაოთხ საათს ვერ ვიცოცხლებ, ლაშას ჩემს გულს გადაუნერგავთ? -თქვენ გინდათ რომ ჩემი პაციენტის დონორი იყოთ? -მე მინდა რომ ლაშას დონორი ვიყო. -მია რას აკეთებ შენ ხომ ჯერ ცოცხალი ხარ? -მართალი ხართ მირზა ექიმო მე ჯერ ვარ ცოცხალი. ყველა საბუთს მოვაწერ ხელს რაც საჭიროა დონაციისთვის მაგრამ პირობა უნდა მომცეთ რომ ამას ჩემი მშობლებიც და ლაშას მშობლებიც მხოლოდ ჩემი გარდაცვალების შემდეგ გაიგებენ. -გოგონა თქვენ ცოცხალი ხართ ჩემი პაციენტის მდგომარეობა კი ძალიან რთულადაა. -ექიმო მე ლაშას ოცი წელია ვიცნობ ვიცი რომ ძლიერია და გაუძლებს. -კარგით ეს თქვენი ნებაა მაგრამ მე მაინც დავიწყებ სხვა დონორის მოძებნას. -ის რომ ეხლა ჩემს ადგილას იყოს ზუსტად ისე მოიქცეოდა როგორც მე. -ეს თქვენი გულია და თქვენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევით. -მე უკვე გადავწყვიტე.. ამიტომ საბუთები მოამზადეთ. ხო და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს მინდა უკანასკნელი საათები ლაშასთან ერთად ერთ პალატაში მის გვერდით გავატარო მინდა მომაკვდავს ხელში მისი ხელი მეჭიროს. -იცით გოგონა მე ესეთი სიყვარული არასოდეს მინახავს. -თქვენ ცდებით ექიმო მე და ლაშა შეყვარებულები არ ვართ... ჩვენ ოცი წლის წინ ერთსა და იგივე სამშობიარო ბლოკში ერთსა და იმავე დროს დავიბადეთ, ოცი წელია ხელ ჩაჭიდებული მოვდივართ და არც დღეს ვაპირებ რომ ხელი გავუშვა. -მაპატიეთ... მე წინააღმდეგი არ ვარ თუ ბატონი მირზა დათანხმდება. -არც მე ვარ წინააღმდეგი მია. -მადლობა ორივეს ეხლა გთხოვთ ჩემს ოჯახს დაუძახეთ. ორივე ექიმი გარეთ გავიდა, პალატაში ჩემი მშობლები, ნინიკო და ლაშას მშობლები შემოვიდნენ. -მია როგორ ხარ საყვარელო? -მამა, დედა, ნინიკო მინდა იცოდეთ რომ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე ძლიერ თქვენ მიყვარხართ. გთხოვთ არ გატყდეთ სულიერად და ცხოვრება გააგრძელეთ, უჩემოდ გაიხარეთ და დატკბით ამ ცხოვრებით. -მია რას ამბობ შვილო? -სიმართლეს მამა მე მალე მოვკვდები და ამას უკვე შევეგუე... აი რაც შეეხება ლაშას კი ის კარგად იქნება მალე დადგება ფეხზე და თქვენი თანადგომა დაჭირდება რომ უჩემობას გაუძლოს და ჩემი სიკვდილი გადაიტანოს მარტო არ დატოვოთ, სისულელის ჩადენის უფლება არ მიცეთ კარგი? -მია მზად ხარ? -კი ექიმო მზად ვარ. -სად მიგყავთ ჩემი ქალიშვილი? -ლაშასთან მამა... მინდა უკანასკნელი საათები მასთან ერთად გავატარო, სიცოცხლის ბოლო წუთებში მისი ხელი მეჭიროს ხელში. ჩემი პალატიდან პირდაპირ რეაანიმაციის ოთახში გადამიყვანეს და ლაშას გვერდით მდგარ საწოლში მომათავსეს... ექიმებს ვთხოვე მარტო დავეტოვებინე რამოდენიმე წუთი. მისი ხელი ჩემს ხელში მოვიქციე და თავი მისკენ შევატრიალე. -მაპატიე რომ სიმართლე დაგიმალე კარგი? ვიცი ადრეთუგვიან ყველაფერს მაპატიებ და ცხოვრებასაც გააგრძელებ.... ამბობენ რომ ჩემი არ გესმის მაგრამ მე მჯერა რომ შენ ჩემი ყოველთვის გესმის გთხოვ გამაგრდი იბრძოლე სიცოცხლისთვის, შენი ბედნიერი მომავლისთვის იბრძოლე, სიკვდილს არ დანებდე გთხოვ, ლაშა მე შენ ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდი ჩვენი კავშირი ყოველთვის იმაზე მეტი იყო რაც მეგობრობაა, გაუძელი და გპირდები მალე კარგად იქნები, მე კი უნდა დაგტოვო სიკვდილს უნდა შევეგუო იმისთვის რომ შენი სიცოცხლე ვიხსნა, რადგან მჯერა ეხლა შენ რომ იყო ჩემს ადგილზე ზუსტად ასე მოიქცეოდი... მე წერის ძალა აღარ მქონდა შერჩენილი ამიტომ ექთანს ვთხოვე წერილი დაეწერა ლაშასთვის და იმ დღეს გადაეცა როცა საავადმყოფოდან გაწერდნენ. როცა მივხვდი უკვე დრო იყო თვალები დავხუჭე და სიცოცხლისთვის ბრძოლა ავუკრძალე ჩემი სხეულის ყოველ ნაკვთს მხოლოდ ლაშას ხელს ვგრძნობდი ჩემს ხელში... თანდათან ექიმების შეშფოთებული ხმები წყდებოდა ყველაფერი ვარდიფერ ნისლში ეხვეოდა, ფეხები გამეყინა ხოლო მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი უკანასკნელად ამოვისუნთქე და..... ........... -მირზა ექიმო აზრი აღარ აქვს მია უკვე დავკარგეთ... -დაწერეთ გარდაცვალების დრო 9 საათი და 45 წუთი.. მირზა ექიმმა შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლები ბევრი პაციენტი ყოლია რომელიც ვერ გაადჩინა მაგრამ არცერთი მათგანის გარდაცვალებას ისე არ უმოქმედია როგორც მიას სიკვდილმა იმოქმედა მასზე.. ცდილობდა იმ მომენტში ძლიერი ყოფილიყო როცა ამას მიას ოჯახს ეტყოდა მაგრამ არ გამოსდიოდა... ექიმი იყო რომელსაც გული ქონდა, რომელიც ეხლა ისე ტკიოდა თითქოს თავისი შვილიშვილი მოუკვდა, მიამ მის გულშიც შეაღწია და იქაც დატოვა თავისი თბილი ღიმილი... ერთ მხარე იყო მიას გარდაცვალებით გამოწვეული რკივილით დამძიმებული ხალხი რომელიც მოდიოდა და მიდიოდა იყო ბევრი ცრემლი... დედის იმედი და მუდარა რომ მისი ქალიშვილი ფეხზე ამდგარიყო... მამის ცრემლები.... ნათესავების გოდება.... ცივ სამარეს შეგებებული მიას უსულო სხეული.... მეორე მხარეს კი საოპერაციოს კართან ნერვიულად დააბიჯებდნენ ლაშას მშობლები რომელთაც მხოლოდ ის იცოდნენ რომ მათ ვაჟს მხსნელი გამოუჩნდათ ამ მხსნელის ვინაობა არავი იცოდა ექიმების გარდა რომლებიც ყველაფერს დიდი გულმოდგინებით მალავდნენ.... ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა მაგრამ ლაშა რამოდენიმე დღე უგონო მდგომარეობაში იქნებოდა, შვილი ექთნებს ჩააბარეს და მიას სახლში წავიდნენ რომ ქალიშვილს გამომშვიდობებოდნენ.... .......... თვალები ნელა გავხილე მიჭირდა მაგრამ მაინც შევეწინააღმდეგე ჩემს სხეულს და ფართოდ გახელილი თვალები ოთახს მოვავლე ჩემს გვერდით სავარძელში ეკას ეძინა ნაზად შევახე ხელი და ვცადე გამეღვიძებინა. -ეკა საყვარელო გაიღვიძე. -ლაშა როგორ ხარ? როგორ შემაშინე. -კარგად ეკა მია როგორ არის? -ლაშა წავალ ექიმს ვეტყვი რომ გონს მოხვედი. ეკა ექიმთან ერთად დაბრუნდა ექიმმა ამიხსნა რომ მძიმე ოპერაცია გადავიტანე და თავს უნდა გავფრთხილებოდი... ნერვიულობისგან თავი უნდა შემეკავებინა, ჩემს სიცოცხლესთან აღარ უნდა მეთამაშა... რამოდენიმე დღე ჩემი მშობლები და ეკა გაურბოდნენ კითხვას თუ სად და როგორ იყო მია?? როგორც იქნა დადგა დღე როცა საავადმყოფოდან უნდა გავეწერე ექიმს უკვე მზად ვიყავი როცა ექთანი შემოვიდა და კონვერტი გადმომცა... მითხრა რომ ჯობდა მარტო წამეკითხა, ყველას ვთხოვე ოთხიდან გასულიყვნენ, მარტო დავრჩი საავადმყოფოს საწოლზე ჩამოვჯექი და კონვერტი გავხსენი. "ლაშა თუ ეხლა შენ ამ წერილს კითხულობ ესეიგი უკვე გადავიქეცი ვარსკვლავად. ვიცი მოგენატრები, მაგრამ მე იმისაც მჯერა რომ შენ ყველაფერს გაუძლებ... ალბათ უკვე ხვდები რომ ეს წერილი გამოსამშვიდობებელია, მართალი ხარ მინდა ამ წელითი უკანასკნელად მოგეფერო და რჩევები მოგცე, ხო კიდე პატრა თხოვნებიც მაქვს შენთან... ალბათ არავინ გითხრა რომ მოვკვდი ვიცი ეხლა შენ დასვენება და გაფრთხილება გჭირდება, რა ოროგინალური ვარ არა? საკუთარი სიკვდილიც კი მე შეგატყობინე... ხუმრობა გვერდით გადავდოთ ბასუნა და მინდა გთხოვო რომ არ დამივიწყო იქ მომაკითხე ჩემს უკანასკენ სამყოფელში ხშირად გამიხსენე შენს ყველა მნიშვნელოვან წამს ჩემზე იფიქრე... ცხოვრებას არ დაუჩოქო ძლიერი იყავი და ნურასოდეს იტირებ სხვების დასანახად, სხვებს არ აჩვენო შენი ცრემლები თორემ სუსტ ადამიანად ჩაგთვლიან... ჩვენს მშობლებს გაუფრთხილდი კარგი? ნინიკოს მოუარე მარტო არ დატოვო, ხომ იცი როგორია თავის ტკივილს არავის აჩვენებს ისე შეიყვარე როგორც მე გიყვარდი, ისე გაუფრთხილდი როგორც მე მიფრთხილდებოდი, ჩემი მშობლები ხშირად მოინახულე უჩემობა არ აგრძნობინო... სასმელს არ გაეკარო გთხოვ და არც დეპრესიაში ჩავარდე... ვიცი ოცი წელი დიდი დროა მაგრამ მე არ მეყო ეს დრო რომ ბოლომდე გამეხარა და ჩვენი საერთო ოცნებები ამეხდინა ამიტომ ეს ოცნებები ნინიკოსთან ერთად აიხდინე, ვიცი ახლა ძალიან უჭირს მას ჩემს გარდა არავინ ყავდა მე მისთვის მხოლოდ უფროსი და არ ვყოფილვარ მე მისი საუკეთესო მეგობარი, მესაიდუმლე და ზოგჯერ მშობელიც კი ვიყავი ეხლა ეს ყველაფერი შენ უნდა გახდე... ეკა არ დაკარგო მას ძალიან უყვარხარ ქორწილსაც ნუ გააჭიანურებ მალე შეირთე ცოლად. ბებია და ბაბუა ხშირად მოინახულე უკვე მოხუცები არიან და უნდა გაუფრთხილდე. უბნის ბიჭებს აღარ აუყვე შენ უკვე კაცი ხარ და ესეთი საქციელი არ შეგშვენის.... ცხოვრებამ მასწავლა რომ ხანმოკლეა ამიტომ გაუფრთხილდი შენთვის ძვირფას ადამიანებს, ეცადე გრძნობების გამოხატვა ისწავლო ნუ იქნები ცივი, აი ესე ყველაფრის უთქმელად მიდი და ყველას სათითაოდ ჩაეხუტე ცოლს ყველაფერი მოუყევი იცოდე არაფერი დაუმალო რადგან ოჯახი მაშინ არის ძლიერი როცა ერთმანეთს ენდობი.... ბავშვების თვალწინ ცოლს არასოდეს ეკამათო ფსიქიკა დაუზიენდებათ მზრუნველი შვილი, ძმა, ქმარი და მამა იყავი. რაც მთავარია მზრუნველი იყავი საკუთარი თავის მიმართ... შენს შვილებს ისეთი მეგობრობა და სიყვარული ასწავლე როგორიც შენ იცოდი. შენთან ერთად გადატარებული წლები ჩემთვის საუკეთესო დრო იყო, ალბათ შემთხვევით არ დავბადებულვართ ერთ და იმავე დროს ეს ბედისწერა იყო, ბედიწერა რომელსაც სურდა რომ მე შენი მხსნელი ვყოფილიყავი, როცა გავიგე გული გჭირდებოდა მაშინ გავაცნობიერე რომ ამ ქვეყნად ჩემი მისია შენი გადარჩენა იყო... იცი რატომ შევწყვიტე ბრძოლა სიცოცხლისათვის? იმიტომ რომ შენ გეცოცხლა, არ შემიძლია ვიყო კარგად მე როცა ვიცი რომ შენ ხარ ცუდად, როცა შენ გტკიოდა მე უფრო მეტად მტკიოდა ორივეს მაგივრად მტკიოდა ლაშა გესმის?! დაბადებიდან-გარდაცვალებამდე დრო ერთად გავატარეთ მე სიცოცხლის ბოლო საათები შენს გვერდით შენთან საუბარში გავატარე, მითხრეს არ ესმისო მაგრამ მე მჯერა რომ გესმოდა... იცი როცა რამოდენიმე წამით შენმა გულმა ფეთქვა შეწვიტა მეც შევწყვიტე სუნთქვა ვიგრძენი რომ რაღაც გიჭირდა.... გახსოვდეს რომ სიკვდილიც კი ვერ გაწყვეტს ჩვენს კავშირს, გჯეროდეს რომ ყოველთვის შენს გვერდით ვარ, მე მჯერა რომ როცა დაგჭირდები იგრძნობ ჩემს გვერდით ყოფნას... მე კიდე გპიდები რომ შენ და შენს ოჯახს ზეციდან დაგიცავთ, თქვენი მფარველი ანგელოზი ვიქნები... ნიაგარას ჩანჩქერი უჩემოდ ნახე ნინიკო და ეკა წაიყვანე... როცა მოგენატრები ცას შეხედე და გაიხსენე რომ მე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ვარ გჯეროდეს და იცოდე რომ ყველაფერს შეძლებ... თუ კიდევ რამე გაინტერესებს შენს თავზე ნინიკოს ჩემი დღიური თხოვე ოღონდ დაუბრუნე კარგი?!.... შენთვის საჩუქარი გავაკეთე იმას ქორწილზე მიიღებ მაგრამ ვისგან არ გეტყვი იმიტომ რომ ვიცი ვერ მოითმენ და ადრე ნახავ... გთხოვ ნურასოდეს დამივიწყებ საფლავზე ერთი თეთრი ვარდი მომიტანე და წარწერაც ჩემი საფლავის ქვისთვის შენ შეარჩიე... გახსოვდეს რომ მიყვარხარ ჩემო ბასუნა... P.s. ყველა ადამიანი რაღაც მისიით იბადება ამ ქვეყნად მეც მერგო ეს მისია რასაც მეგობრობა და მეგობრის გაფრთხილება ქვია მე ჩემი მისია შევასრულე და შენს სხეულში ჩემი გული ძგერს..." წერილი კიდევ ერთხელ ჩავიკითხე და მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რა ეწერა წერილში.… მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში, 'მია დავკარგე, ის მოკვდა მე მას ვეღარასოდეს ვნახავ და ჩავეხუტები' ოთახის კარი გაიღო და ვიღაც ზურგიდან მომეხვია მე ეკა მეგონა. -ეკა მარტო მინდა ყოფნა. -მიას დავპირდი რომ მარტო არ დაგტოვებ ლაშა. შემოვტრიალდი და ჩემს წინ აცრემლებული ნინიკო იდგა ისეც პატარა და გაცრეცილი სხეული უფრო დაპატარავებულიყო... თვალები ჩაშავებოდა და სახეზეც ფერი არ ედო. -ნინო! ნინიკო! რატომ არ დამირეკე? -ხომ იცი მიას ამბავი არ უნდოდა რომ გენერვიულა. -მე მართლა მისი გული გადამინერგეს? -ხო ეს ჩვენც დღეს გავიგეთ. -მართლა ბოლომდე ჩემს გვერდით იყო? -კი ბოლო ამოსუნთქვამდე შენი ხელი ეჭირა ხელში. ნინიკოს მოვეხვიე და ერთად ავტირდით. ......... ამბობენ ტკივილს ბედნიერება მოსდევსო.... ადამიანი ყველაფერს ეგუებაო ლაშას შემთხვევაშიც ასე მხოდა მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა რაც მიას დაკარგვამ მიაყენა, ლაშამ ცხოვრება გააგრძელა ეკა ცოლად შეირთო და ნინიკოსთანაც საუკეთესო ურთიერთობა ქონდა... სამშობიარო ბლოკი.... დედის ცრემლები და მამის სიხარული... -გილოცავთ გოგონა შეგეძინათ ულამაზესია. -ნინო გოგონა მაყავს გაიგონეე? -თქვენმა მეუღლემ მითხრა რომ გოგონას მიას არქმევს. მიას გახსენებაზე ლაშას ისევ ცრემები მოადგა და ნინიკოს ხელი მოიქცია ხელებში... მისი პირველი ბედნიერების დროს გვერდით მია არ ედგა... რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მეტად ტკიოდა მიას დაკარგვა, მის ყველა მითითებას, რჩევასა თუ თხოვნას ზედმიწევნით ასრულებდა ლაშა... და რა იყო მიას საჩუქარი ქორწილში?? ეს იყო წიგნი სადაც მოთხრობილი იყო მიას და ლაშას მეგობრობა დაბადებიდან მიას გარდაცვალებამდე... ყველაზე ემოციური მომენტი კი ახალი მიას დაბადება იყო... მიას წყალობით ლაშა იქცა საუკეთესო შვილად, ქმრად, მამად, მეგობრად და რაც მთავარია საუკეთესო პირობვნებად. აშკარაა მიამ და ლაშამ ამ ცხოვრებაში მათი მისია შეასრულეს. მათი მეგობრობა ისტორიას დარჩა და სხვა ადამიანებისთვის მისაბაძი გახდა მათ დაამტკიცეს რომ მეგობრობას სიტყვები არ ჭირდება მთავარი მოქმედებაა... მეგობრობა ამ ქვეყნად ყველაზე რთული მისიია ადამიანობის შემდეგ... ლაშა თითქმის ყოველდღე დადიოდა მიას საფლავზე და ერთიცალი თეთრი ვარდი მიქონდა, ღამღამობით საათობით უყურებდა ვარსვლავებს და გრძნობდა მიას გვერდში დგომას, მას სჯეროდა რომ მია მის მფარველ ანგელოზად იქცა, ყველა შეშლიდად თვლიდა მამაკაცს რომელიც საათობით იჯდა და ელეპარაკებოდა საფლავის ქვას ეუბნებოდა რომ მოენატრა... ორმოცდაათი წლის შემდეგ დილით უჩვეულოდ ადრე წამოდგა ლაშა საწოლიდან და მიასთან გაეშურა გზად ერთი თეთრი ვარდი იყიდა... მესაფლავესაც კი გაუკვირდა ასე ადრიანად აქ რამ მოიყვანაო დიდხანს ელაპარაკებოდა ლაშა მიას ყველა განვლილი წამი გაიხსენა ცხოვრებაში ბოლოს მიას წერილიც წაიკითხა და საათს დახედა 09:45 საათი გაჩერებულიყო გულში ძლიერი ტკივილი ირძნო და ბოლოჯერ ამოისუნთქა... არავის ახსოვდა რომ იმ დღეს მიას გარდაცვალებიდან ორმოცდაათი წელი გავიდა მხოლოდ ღრმად მოხუცებული ნინიკო იჯდა და იხსენებდა თუ რა გადაიტანა მან ორმოცდაათი წლის წინ... განსაკუთრებული ამ მაბავში ის არის რომ მიას და ლაშას საფლავები გვერდი-გერდ არის, მათი წარწერები კი მნახველს ყოველთვის აოცებს... მიას საფლავის ქვა: "ყველა ადამიანი რაღაც მისიით იბადება ამ ქვეყნად მეც მერგო ეს მისია რასაც მეგობრობა და მეგობრის გაფრთხილება ქვია მე ჩემი მისია შევასრულე....." ლაშას საფლავის ქვა: "და ჩემს სხეულში შენი გული ძგერს....!" ******** ველოდები თქვენს შეფასებებს იმედია მოგეწონებათ.... რათქმაუნდა შეფასებაში ჯანსაღ ჯრიტიკასაც ვგულისხმობ ❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.