ნოემბრის წვიმა VI
რა შეიძლება იყოს, ნოემბრის წვიმაზე უკეთესი? როდესაც ზიხარ ფანჯრის რაფაზე დიდი ყავის ჭიქითა და სიგარეტით ხელში და უყურებ თუ როგორ ეცემა პატარა წვიმის წვეთები საკუთარ ბაღში გამხმარ მცენარეებსა და ხის ტოტებს.. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა საყვარელი სიმღერის ფონზე.. And when your fears subside and shadows still remain I know that you can love me when there’s no one left to blame so never mind the darkness we still can find a way ‘cuz nothing lasts forever even cold, November Rain. – ანნა სიგარეტზე უნდა გამეგზავნო. – გამომიცხადა ავადმყოფმა ნინამ, რომელსაც 39 ჰქონდა სიცხე და მაინც სიგარეტს მოითხოვდა. – ოღონდ შენ არ იწიკვინო და წავალ ! – ვუთხარი და წამოვდექი. – ორი კოლოფი მიყიდე, და კიდევ ერთი ლუდიც... რამდენიმე დღეა არ შემხმიანებია ნიკო და დეპრესია მაქვს... – მის ნათქვამზე ხმამაღლა გამეცინა. ტუმბოზე მდებარე 20 ლარიანს დავავლე ხელი და გარეთ გავვარდი. ცრიდა, სადაცაა წვიმას დაიწყებდა. ჩქარა მივაბიჯებდი, რადგან ძალიან გვიანი იყო. მაღაზიაში საგიჟეთიდან გამოქცეულივით შევვარდი. სასმელების “განყოფილებისაკენ” წავედი სადაც სამი ბიჭი იდგა და ლუდებს არჩევდნენ. ვიცანი, სამივე ჩემი უბნელი იყო. მათთვის ყურადღება არც მიმიქცევია ისე შევიჭერი მათ შუაში და ორლიტრიანი ლუდი ავიღე. – რა ზრდილობიანია..– ჩაილაპარაკა ერთ–ერთმა. – დედამისის შვილია, ეტყობა. – უკაცრავად, მაგრამ ყრუ არ ვარ ! – გაბრაზება დამეტყო. – კაი “იზვინი” ანნა, არ გამლახო. – შევეცდები. – ვუპასუხე და გადასახდელად წავედი. გადასახდელთან სიგარეტის კოლოფები ავიღე. 20 ლარიანი გამყიდველს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – მივუგდე, ირგვლივ უამრავი ხალხი ფუსფუსობდა. სანამ ხურდას ველოდებოდი ისინიც მოვიდნენ და ჩემს უკან დადგნენ. მათგან ყველაზე დაბალმა და შეუხედავმა, რომელსაც აქამდე არაფერი უთქვამს, ჩემკენ გადმოინაცვლა და ძალიან ახლოს დამიდგა უკან. უხერხულად შევუშმუშნე და გავიწიე,კიდევ მომიახლოვდა და თმებზე ჩამომისვა ხელი. მხოლოდ ერთხელ გავხედე,მაგრამ არაფერი მითქვამს. ბოლოს როდესაც ხურდას ვიღებდი თავისი უხეში ხელები ჩამომისვა ნეკნებთან ახლოს და უფრო ქვევითაც,გაფიცხებულმა სახეში სილა გავაწანი და უკან მოუხედავად გავვარდი გარეთ. გასვლამდე მკაფიოდ გავიგონე,რაც ჩაილაპარაკეს რამაც საბოლოოდ მომიღო ბოლო. – მაინც დედამისისნაირი ბო*ია... ბოლო სიტყვებმა იმდენად გამანადგურეს, რომ გზაში კინაღამ ჩავიკეცე. გარეთ გამოსულს, ალბათ, კომეტის ჩამოვარდნა არ გამიკვირდებოდა ისე, როგორც ის გამიკვირდა რაც იქ დამხვდა. გარეთ ნიკო იდგა. ზედმეტად მოულოდნელი იყო ჩემთვის, თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა. – აქ რას აკეთებ? საიდან გაჩნდი? – დავინახე, მათ ელაპარაკებოდი. – მივხვდი, რომ ალბათ სადღაც ახლოს იდგა და დამინახა, როგორ შევდიოდი მაღაზიაში. ეს ხომ ის მაღაზია იყო, რომელთანაც იკრიბებოდნენ მისი ძმაკაცები. კიდევ უფრო მეტად კი მისმა ნათქვამმა გამაკვირვა და ცოტა შემაშინა კიდევაც. – სანამ შეკითხვებს დაგისვამდე, უმჯობესია შენით მითხრა ყველაფერი და სულ ტყუილად ცდილობ არ შეიმჩნიო, რომ ტირი, ეგ ჯერ კიდევ მაშინ შეგამჩნიე, როდესაც გამოხვედი. გელოდები... – არაფერიც არ მომხდარა... – მისი მუქარით სავსე თვალების დანახვაზე გული იმდენად ამიჩარდა, რომ კანკალი დავიწყე. მომიახლოვდა და დამაკვირდა, მაგრამ სასწრაფოდ მოვტრიალდი და წამოსვლა დავაპირე, მისი მხოლოდ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა და მკლავში ხელი ჩამავლო. – ანნა, საკუთარი თვალით დანახულზე მეუბნები არაფერი მომხდარაო, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გეუბნები – თქვი რაც სათქმელია. – არა ჯერ მითხარი რას აპირებ... – მართლა მეშინოდა რამე არ მოსვლოდა რადგან ისეთი გაფიცხებული იყო თავის შეკავება გაუჭირდებოდა. ვიგრძენი როგორ დამეცა მორიგი წვიმის წვეთი ლოყაზე. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ ისინი მაღაზიიდან, ერთმანეთის დანახვაზე ჩვენი რეაქციები იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ნიკოს ჩემი ახსნა–განმარტებები აღარც დაჭირვებია. მხოლოდ ერთი მითხრა, რომ წავსულიყავი სახლში. – ნიკო, გთხოვ, მითხარი რას აპირებ, როგორ არ გემის, რომ ვნერვიულობ ?! – ამ სიტყვების გამო ჩემ თავს ვერ ვცნობდი. მათ თვალს არ აშორებდა, ისინიც პრინციპულად უსწორებდნენ თვალს. მე კი მის მაისურს ვექაჩებოდი, ვთხოვდი რამე მაინც ეთქვა. ძალიან ბევრი ვეხვეწე, ბოლოს კი, ჩემით მობეზრებული სწრაფად შემომიტრიალდა, ორივე ხელი მკლავებში ჩამავლო და მითხრა. – შენს წყენინებას, ამქვეყნად არავის, დაიმახსოვრე ანნა, არავის არ ვაპატიებ! – შუბლზე ძლიერად მაკოცა და წავიდა. გავშეშდი.. .. მოულოდნელად, ტანში უსაზღვრო სითბომ დამიარა, ჟრუანტელთან ერთად. სიხარული ვიგრძენი – უცნაური შეგრძნება იყო.. მისი სიტყვების მჯეროდა. გავთბი. სული გამითბა. წინააღმდეგობა გავუწიე მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ დავუჯერე. დავუჯერე მას და სახლის გზას დავადექი მაშინ, როდესაც ნიკოს შეეძლო ძალიან დიდი პრობლემები შექმნდოდა. სახლს ავეფარე და ვუყურებდი, ველოდები თუ რას მოიმოქმედებდნენ. შემდეგ თვითონ გაემართნენ სულ სხვა ადგილას და დევნას აზრი აღარ ჰქონდა. სახლში მივდიოდი და თან ვფიქრობდი, რას გააკეთებდა, მან ხომ არ იცოდა, რა მოხდა? არ იცოდა მიზეზი, არ იცოდა რა გააკეთეს, მან მხოლოდ დაგვინახა როგორ ვლაპარაკობდით, მან მხოლოდ დაინახა ჩემი აცრემლიანებული თვალები. ეს მისთვის საკმარისი აღმოჩნდა. “სარკესთან დავჯექი თუ არა უფრო ავტირდი და იმწამსვე დანა ავიღე ხელში. იცით როგორ ვიქცეოდი? ზუსტად ისე, როგორც გიჟები იქცევიან. იქნებ მეც გიჟი ვარ, იქნებ, მართლა რაღაც პრობლემები მაქვს ფსიქიკასთან დაკავშირებით? .. ფანჯარა გავაღე და წვიმის წვეთები პირდაპირ სახეზე შემომესხა. სიამოვნებისგან ბოლო ხმაზე ვიყვირე. ამაში შვებას ვპოულობდი. ვნერვიულობდი, ვნერვიულობდი ისე როგორც არასდროს, იმაზე მეტად ვიდრე საკუთარ თავზე ვინერვიულებდი, რამე სერიოზული დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში. ყურადღებას არ ვაქცევდი ნინას მუშტებს კარებზე, მის კივილს, მხოლოდ იმას მეკითხებოდა რა მოხდა, რა დააშავეო... რამოდენიმეჯერ დავუღრიალე თავი დამანებე მეთქი და ბოლოს მართლა შემეშვა. ღამის ორი იქნებოდა საათი, როდესაც შემოსასვლელ კარებზე ზარის ხმა გაისმა. კარი ნინამ გააღო, მისი ხმა წამებში ვიცანი და ლოგინიდან წამოვხტი, ოთახში უაზრო ბოლთას ვცემდი, არ ვიცოდი რატო. ვფიქრობდი, გავსულიყავი თუ არა. ბოლოს მაინც გასვლა გადავწყვიტე. ნინა გაკვირვებით ეკითხებოდა, მთელი დღეები არ გახსენდებოდი და ამ ღამეში რატო გაგახსენდიო. ნიკოს სახეზე შევხედე თუ არა, მივხვდი, როგორი მობეზრებულიც ჰქონდა ნინას უაზრო საუბრები. მთავარი ის იყო, რომ ნინას მართლა ეგონა, ნიკო ამ ღამე სახლში მის გამო იყო მოსული. გავედი და პირდაპირ მის წინ დავდექი. ნინამ გაოცებით შემომხედა. იმ წუთში ფიქრობდა, რას აკეთებსო. ხმამაღლა ვსუნთქავდი და უაზროდ ვუყურებდი. იმ წამს, ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო მასთან შეხება. მივუვარდი და მთელი ძალითა და გრძნობით მივეკარი მკერდზე, ხელები მაგრად შემოვხვიე მის მაღალ წელს.. იმ წამს მისგანაც ვიგრძენი უსაზღვრო სიყვარული და მზრუნველობა,ხელები მანაც მთელი ძალით შემომხვია და შუბლზე მკოცნიდა. იმ მომენტში, არცერთი არ ვიმჩნევდით ნინას იქ დგომას. “თავი უმწეოდ მედო მის მკერდზე და მესმოდა ქვეცნობიერის ხმამაღალი ყვირილი, . . მგონი მიყვარხარ.. “ მოგვიანებით,ნინას ყველაფერი ავუხსენი, ნიკოს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. როდესაც ჩემს ოთახში შევედი, ერთზე ვფიქრობდი... „თუ ნიკო დღეს ღამე დარჩება, მაშინ უნდა ამოვიგდო ყოველგვარი ფიქრი მის შესახებ.. რაც არ უნდა იყოს, ის ნინას ქმრად ითვლება... ძალიან ვნერვიულობდი, რატომღაც არ მინდოდა რომ დარჩენილიყო.. მინდოდა წასულიყო, არ დარჩენილიყო ნინასთან... ასეც მოხდა... ბოლო სიტყვები რაც გავიგონე, ნინას მისამართით მობოდიშება იყო... და ნიკომ სახლი დატოვა. ***** მომდევნო დღეს, ისევ საღამოს, მაღაზიაში გავედი. შესასვლელთან, ის თავხედი დამხვდა. მის დანახვაზე ნაბიჯები შევნაელე, ზურგით იდგა, შემობრუნდა და მის სახეს დავაკვირდი, თვალები სულ ჩალურჯებული ჰქონდა და როდესაც გაიარა, მარჯვენა ფეხი მოეკეცა, კოჭლობდა. თვითკმაყოფილი ღიმილი გამოისახა ჩემს სახეზე. “შენს წყენინებას ამქვეყნად არავის, დაიმახსოვრე, არავის არ ვაპატიებ..” მხოლოდ ახლა მივხვდი ბოლომდე, თუ რა იგულისხმა. ***** დილით, წვიმის წვეთების ხმამ გამაღვიძა. უნებლიედ გამეღიმა. საშინლად მომინდა სიგარეტი ყავასთან ერთად, რამდენიმე წუთი საწოლში ნებივრობის შემდეგ წამოვდექი და მისაღებ ოთახში გავედი, შორიდან შევნიშნე მისი მაღალი სხეული. იმ შემთხვევიდან დაახლოებით ერთ კვირაზე მეტი იქნებოდა გასული, არც ნინას არ შეხმიანებია და მითუმეტეს – არც მე. მის დანახვაზე, გული ამიჩქარდა. უცებ ავეფარე კარებს და გულზე ხელი დავიდე. “რა ჯანდაბა მჭირს?! გულზე მაქვს რამე პრობლემები?!” 5 წუთი კარებთან ვიდექი და ვერ ვბედავდი გასვლას. – დილა მშვიდობისა.. აქ რას აკეთებ? ნინა არ არის სახლში. – ვუთხარი კვლავ ჩახრეწილი ხმით. – ვიცი, მოვედი და უკვე წასულიყო იყო. დალაპარაკება მინდოდა... შემდეგ გადავწყვიტე შენს გაღვიძებას დავლოდებოდი... – ნამდვილად ზედმეტი იყო, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. ღიმილით ვკითხე, თუ რატომ მელოდებოდა. – ვიფიქრე, ერთ ფინჯან ყავას დავლევ მეთქი... საოცრად ადუღებ. ის, რომ ყავის მოდუღება შემიქო, არ შევიმჩნიე, მე უფრო მეტად სხვა თემა მაინტერესებდა და ვკითხე: – ნინასთან რასთან დაკავშირებით გინდოდა დალაპარაკება? – მაგას ნინას ვეტყვი. იქნებ ყავა ამიდუღო? – მეც მითხარი, იქნებ დახმარება შევძლო, ეს იქნება მადლობა იმ არაჩვეულებრივი საქციელისთვის. – თავიდან ისეთი გამომეტყველება მიიღო, მივხვდი, რომ ვერ გაიგო რას ვეუბნებოდი. შემდეგ მიხვდა, მაგრამ ისე აარიდა თავი ამ ნათქვამს, თითქოს შეურაცხოფა ყოფილიყო. ჩემსა და ნიკოს შორის დაძაბული სიტუაცია შეიქმნა. ავდექი და ყავის ადუღებას შევუდექი. – ნოემბერში ძალიან ხშირად წვიმს. – როდესაც გავხედე, ირიბად მიღიმოდა. დავეჭვდი. – კი, ძალიან, მაგრამ ეგ არაფერი, მაინც ჩემი საყვარელი თვევა. – ვიცი. – როგორ თუ იცი, საიდან? – ვკითხე თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ მეხუმრებოდა. – ეგ არ მკითხო, უბრალოდ ვიცი და მორჩა. კიდევ ბევრი რამ ვიცი შენზე. მის ნათქვამზე ხმამაღლა გამეცინა, რადგან ვერ წარმომედგინა, საიდან შეეძლო გაეგო ბევრი რამ ჩემს შესახებ. მეეჭვება, ნინას მასთან ჩემზე ელაპარაკა. – მე შენი ყველაზე, ყველაზე დიდი საიდუმლოც კი ვიცი. გეტყოდი მაგრამ, მეშინია არ შეგიყვარდე.. – მითხრა და ძალიან დიდი ნაფაზი დაარტყა. თქვა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად მოველოდი მისგან, მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა. – შენ, მწვანე თვალები გაქვს.. ძალიან , ძალიან ლამაზი მწვანე თვალები.. მაპატიე გულახდილობისათვის, მაგრამ ხომ გახსოვს, ნოემბერს ყველაფერი ეპატიება. – თვალი ჩამიკრა, ნიკაპზე მომეფერა და ყავა გადმოვლას გადაარჩინა. რამდენიმე წუთის განმავლობაში გაშეშებული ვიდექი, ის კი ყავას ასხამდა. – ასე ძალიან ნუ ჩაუღრმავდები, მოეშვი და მოდი ყავა დავლიოთ. წვიმის წვეთებმა გამომაფხიზლეს რომლებიც თანდათან იწყებდნენ ფანჯრის რაფებზე ხმაურიანად თამაშს. დიდი ხანი ვისაუბრეთ.. მისი წასვლით მორიგი სიმი ჩამწყდა გულში. ___________________________________ ამ თავს შეიძლება განსაკუთრებულად დაეტყოს, რომ წერის დროს 14 წლის ვიყავი. იმედია მოგეწონათ. მადლობა მას, ვინც კითხულობს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.