შარიდან შარში ~15~
-აჰამ ე.ი. ხშირად უნდა წაგართვა საყვარელი ნივთები, რომ მაკოცო ხოლმე? -არა! ეს გამონაკლისია. -მაშინ ისევ ამას წაგართმევ. -გეყოს! ამასობაში ღვინოც მოიტანეს ... -შაბათს თამაში მაქვს მოხვალ?? -რა თამაში? სად? -აქ... -შევეცდები... ვუთხარი ვითომ ნაღვლიანმა-სიმართლე გითხრა ფეხბურთის დიდი ფანი არ ვარ... -ასე კარგად თამაშობ და რატომ? -დამცინი ხომ? ხელები მაგიდაზე დავაწყე და წამოვდექი... -კარგი მე არ ვაპირებ შენი ცინიზმის ატანას ასე, რომ შეგიძლია მარტომ გაიხანგრძლივო ბედნიერება და დარჩე საკუთარ თავთან იქნებ ცოტა აზრზე მოხვიდე -და უკან მოუხედავად გამოვბრუნდი ისიც წამოდგა და გამომეკიდა. -მოიცა რასაკეთებ? -ვერ ხედავ? აქედან მივდივარ! სახლში! იდაყვში ხელი ჩამავლო მანქანაში ჩამსვა და ადგილიდან მოწყდა... -არ მოგბეზრდა? ეს ჩემი მოტაცება? -კი მომბეზრდა და ჯერერთი არც გიტაცებ- გამოსცრა კბილებში ღმერთო გავაბრაზე ვინიცის რა ქნასდა ისევ თითების სრესვა დავიწყე... -სად მივდივართ?-ვიკითხე ისე ხმადაბლა მეც მძლივს გავიგონე ხმა -სახლში მიმყევხარ! -მართლა? -ხო ნინა, უკვე ყელში ამომივიდა ეს შენი ამდენი გამოხტომები, ყველაფერზე იბუტები, კაცი შენთან საერთოს ვერ გამონახავს ნორმალურად ლაპარაკი არ შეგიძლია... თვალებზე ცრემლები მომაწვა ხელები სახეზე ავიფარე -მიდი იტირე რამდენიც გინდა, ტირილი ვერაფერს გიშველის... მანქანა გააჩერა და გადავიდა კარებზე მიყურებულმა სიგარეტს მოუკიდა მეც ცრემლები შევიშრე,გადავედი და მასთან მივედი -მისმინე მე... არ ... მე უბრალოდ... არ მინდოდა ასე გამოსულიყო -ხოო?? აბა როგორ გინდოდა მოვსულიყავი ჩაგხუტებოდი და კიდევ მე მომეხადა ბოდიში შენ უტვინო თავში ჯერ კიდევ ვერ შეუშვი, რომ მივარხარ საერთოდ გესმის რას ნიშნავს უყვარდე ადამიანს სიგიჟემდე? -არა -ჰაჰ არა აი თურმე რა. არავის არ ჰყვარებიხარ? -არა - ამიტომ ხარ ასეთი? არავის ენდობი რაიყო სიყვარულის გეშინია? -არა...მე... მე სიყვარულის არ მეშინია, მე უბრალოდ იმედგაცრუების მეშინია,მეშინია ვინმე გულს მატკენს და ვერ გადავიტან, არ მინდა გამოვცადო რა არის იმედგაცრუება, პირველივე ჯერზე ნამდვილი სიყავრული მინდა, ამიტომაა, რომ არავის არ ვუშვებ ახლოს გაჩუმებული მისმენდა და ხმასარიღებდა ცრემლები ჩამომდიოდა უცებ ჩემი სახე ხელებში მოიქცია ცრემლები მომწნიმდა და მითრა -მენდე... მე გულს არ გატკენ -არ შემიძლია -ვახ გოგო რახარ ასეთი მენდეთქო... ხომ მენდობი?? ფარხმალი დავყარე და მხოლოდ თავი დავუქნიე -ასე ჯობია-თქვა და ჩამეხუტა-გპირდები იმედს არ გაგიცრუვებ არც მე გატკენ გულს და არც არავის მივცემ ამის უფლებას ხელები მოვხვიე და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე -გინდა წავიდეთ?- მკითხა მშვიდად -არა ცოტა ხანი ესე ვიყოთ -რამდენი ხანიც გინდა -მითხრა და უფრო მაგრად მომხვია ხელები უცებ წვიმა დაიწყო გაქცევა დავაპირე რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი თუმცა ხელი არ გამიშვა -რასაკეთებ? მახინჯო დავსველდებით -ხომ მითარი ცოტა ხანი ვიყოთო... ხოდა ვიყოთ -კიმაგრამ ლუკა... -არავითარი ,,მაგრამ,, იდექი აქ გაშეშებულები და გალუმპულები, სულელებივით წვიმაში ვიყავით ჩახუტებულები, მანამ სანამ კანკალი არ დავიწყე ... -ლუკა გავიყინე წავიდეთ რა?? ვუთხარი და საბრალო თვალებით ავხედე -კარგი თორემ გამიცივდები და დაიწყებ მერე შენი ბრალიაო და ჩემი მოსავლელი გახდები მანქანაში ჩავჯექით და სახლისკენ წავედით ნუ მე ასე მეგონა თუმცა სულ სხვაგან გადაუხვია -სად მივდივართ? -სასტუმროში? -იქ რაგვინდა? -სულელო რატო მიდის სასტუმროში ხალხი თავი დავხარე და წამოვწითლდი -ჰეი, ჰეი, სტოპ! სტოპ! შეაჩერე ნუ მიდიხარ მაგ აზრებზე დამშვიდდი ეგ არ მოხდება სანამ თვითონ არ გენდომება ამაზე უფრო ავწითლდი -და შენ რაიცი მე რავიფიქრე-ვუთხარი მე და გამომცდელად შევხედე -მშვენიერი რამ იფიქრე მაგრამ ჯერ ადრეა მაგრამ თუ გინდა... -არა იყოს.... ვუთხარი მე და ნაძალადევად გავიღიმე -სასტუმროში იმიტომ მივდივართ, რომ ასეთი ჩამპლები ნატასთან ვერ მივალთ იფიქრებს მანქანაში წყალი ჩამოუვიდათო ასე, რომ ერთი დღე დავრჩებით და წამოვალთ -კარგი სასტუმროში მივედით ლუკამ ნომრის გასაღები აიღო და გიჟებივით ავვარდით -აბა ჯერ შენ გამოიცვლი და მე გავიდე, თუ ჯერ მე გამოვიცვალო და შენ გახვალ, მაგრამ თუ გინდა მე გამოვიცვლი და იყავი არც ეგ არარის ცუდი აზრი -მოდი მე გამოვიცვლი და შენ გადი კარგი? -კარგი თქვა და ნომერი დატოვა კარი ოდნავ შეღებული დარჩა ლუკა ზუსტად ხედავდა იმ ადგილს სადაც ნინა იდგა დაინახა თუ, როგორ შეიხსნა კაბის ელვა და როგორ ჩამოსრიალდა მის ხორბლისფერ ტანზე კაბა. ნერწყვი მძლივს გადაყლაპა მძლივს ითმენდა, რომ ოთახში არ შევარდნილიყო და ფეხის ფრჩხლიდან, თმის ღერამდე არ დაეკოცნა, თუმცა საყვარელი ქალის გამო საუკუნესაც კი დაიცდიდა მითუმეტეს, იმიტომ, რომ იცოდა ნინასაც უყვარდა მართალია ეს პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობდა ამასობაში ნინამ ჩაიცვა კიდეც და თავზე პირსახოცი შემოიხვია კარი გააღო და მოაჯირს მიყდებული ლუკა დაინახა. -შენი ჯერია უთხრა ნინამ და გაუღიმა ღამით ლუკამ ნინას საწოლი დაუთმო მართალია ორ საწოლიანი იყო, მაგრამ მაინც დაუთმო თვითონ კი მდივანზე დაწვა საშინელი ჭექა-ქუხილი დაიწყო, ნინას მოკუნტულს ეძინა ვეებერთელა ლოგინზე და ყოველ გაელვებაზე შეშინებული კნუტივით კანკალებდა... უცებ მაგრად დაიქუხა შეშინებული ნინა ლოგინიდან წამოხტა და მძინალე ლუკას გიჟივით ჩაუხტა -აუ გოგო დილით მაინც მომასვენე -რა დილა ბიჭო ღამის ოთხი საათია -და აქ რასაკეთბ მოგენატრე? -კიარ მომენატრე მეშინია -რის? -გუდიანი არ მოვიდეს და წამიყვანოს... რისი უნდა მეშინოდეს ჭექა-ქუხილის მეშინია ლუკამ იმხელა ხმაზე გაიცინა ჭექა-ქუხილის ხმა მის სიცილთან შედარებით მოგონება იყო -შე მშიშარავ მოდი -და ნინას ჩაეხუტა ნინაც ხან იქით გადაბრუნდა ხან აქეთ ერთ ადგილზე ვარისვენებდა -ეხლა რისი გეშინია რა არ გაძინებს? ან მე რადაგიშავე რომ არ მაძინებ? -ვერ ვეტევი და არაკომფორტულად ვარ -იმიტომ რომ მსუქანი ხარ აბა მაშ მე როგორ ვეტევი -შენ საზურგეს მხარეს წევხარ და თანაც მე კი არ ვარ მსუქანი მთელ ტერიტორიას შენ იკავედ და მე ადგილი აღარ მაქ ლუკა წამოდგა ნინა ხელში აიყვან და ორივე ლოგინდა დაწვნენ -ახლა შენც დაისვენე და მეც დამასვენე ნინამ ვერც ლოგინში მოისვენა ხან იქით გადაბრუნდა ხან აქეთ -აუ გოგო ან დაიძინე ან დამაძინე ან იცოდე გარეთ გახვალ -მცივა -კარგი მოდი მე ჩაგეხუტები ლუკას მკლავებში განაბულმა ნინამ როგორც იქნა მოისვენა და ორივეს ჩაეძინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.