ნოემბრის წვიმა VII
– დღეს ნოემბრის ბოლო დღეა.. – ვუთხარი თინას და მისი უგემრიელესი ნამცხვარი დავაგემოვნე. – ამჯერად როგორი იყო ნოემბერი, ზედმეტად მკაცრი ხომ არა? – ძალიან მკაცრი იყო.. ძალიან.. იცი რამდენი რაღაც შეიცვალა?! მაგალითად, ნიკო აღარ მძულს.. – ვუთხარი და მის რეაქციას დავაკვირდი. – ეგ შენ როდის გძულდა ?! – მის ნათქვამზე გამეცინა. – კარგი რა, ზუკასავით ნუ მელაპარაკები. – მე იმიტომ გეუბნები, რომ მახსოვს როგორ მელაპარაკებოდი ლევანზე. ყოველთვის, როდესაც თქვენთან სახლში მოდიოდა, ჩემთან მორბოდი. ნიკოზე კი, არ მახსოვს ისეთი საშინელებები გეთქვას, როგორებსაც ლევანზე ამბობდი. – არა, ნიკო ნორმალური ადამიანია, ხანდახან იდუმალიც კი. მომწონს მისი ხასიათი. – ჯერ იტყვი მისი ხასიათი მომწონსო, შემდეგ შეიძლება კიდევ მოგეწონოს მასში რაღაც... – არ მინდა მაგ თემაზე საუბარი. – კარგი, არ დავილაპარაკოთ, მაგრამ აშკარაა, რომ ინტერესით უყურებ მაგ ადამიანს... – ბავშვურად გამომეპასუხა და წამოდგა. – თინა, რას მეუბნები, დედაჩემის ქმარია ბოლოს და ბოლოს! –ვცდილობდი ჩემი გამეტანა. – მართალი ხარ, სირცხვილი იქნება მაგისი შეყვარება. რას იფიქრებს ხალხი.. – სხვისი აზრი არ მაინტერესებს! – წამომცდა უნებურად. – შემომხედე ანნა.. – შევხედე გაუბედავად.. – შენ რა, ნიკო მართლა მოგწონს ? – ჩემი წასვლის დროა.. – ვუთხარი გაბრაზებით და მაგიდიდან წამოვდექი. – მოიცა ანნა, სად მიდიხარ! – ეს რომ მომაძახა უკვე გასავლელ კარებში ვიყავი. ვაჟას და მის ოჯახს ცივად დავემშვიდობე და გარეთ გავედი. თინას სიტყვების შემდეგ უკვე სახლშიც აღარ მიმესვლებოდა ამიტომ არ ვიცოდი სად მივდიოდი.. ცოტაც და წვიმას დაიწყებდა, მაგრამ ამაზე არ ვდარდობდი. ზუკას დავურეკე. სახლში მარტო ვარ და ამოდი თუ გინდაო. მისი სახლისკენ გავემართე. დიდი ხანი არ ვყოფილვარ. – დასველებურხარ, როდის გაწვიმდა, არც გამიგია. – მითხრა და მოსასხამის გახდაში მომეხმარა. – შარვალიც სველი გაქვს.. – ასე შიშველი რომ დამტოვე, როგორ ფიქრობ, არ გავცივდები ?! – ვუთხარი, თვითონ კი უკვე მის ოთახში იყო. – არა, რადგან ჩემი მაისური და ჟაკეტი გაგათბობს. – მითხრა და ორივე ხელში გადმომცა. ვკაკანკალებდი. – დროზე ჩაიცვი და შემოდი, მაგარი ფილმი გადის.– მითხრა და ტელევიზორის ოთახში შევარდა. ლურჯი ფერის მაისური გადავიცვი “ლასინებზე”, შარვლის შიგნით რომ მეცვა, ჟაკეტიც მოვიცვი და წამებში გავთბი. მის ორი ზომით დიდ ტამსაცმელში თავს კომფორტულად ვგრძნობდი. – რა ფილმია?! – ვკითხე და გვერდით მივუჯექი. ფეხები მის მუხლებზე გავაწყე, თავი მკერზე დავადე და მაგრად ჩავეხუტე. – VANILLA SKY. – ეს ფილმი ნინას უყვარს, ტომ კრუზზე ჭკუა ეკეტება. თან ჩვენ ნაყურებიც გვაქვს... – და რა ჩემი ბრალია თუ ტელევიზორში გადის?! – სხვაგან გადართე, იქნებ რამე უკეთესი ვიპოვოთ. – 99 არხი ნახა, არცერთზე არაფერი გადიოდა. – რამდენ არხს არ აჩვენებს ამინდის გამო.. – ძალიან ცუდად წვიმს.. – თქვა და ფარდა გაწია.– საინტერესოა, სახლში როგორ წახვალ.. დარჩენილიყავი. – ნელი არ აპირებს მოსვლას? – არა, კიდევ 4 დღე მარტო ვარ. ქობულეთშია წასული დეიდაჩემთან, ამიტომ დღეს აქ რჩები! აღარ შევეწინააღმდეგე. სახლში მისვლა კვლავინდებურად არ მინდოდა. საღამოს რვა საათი ხდებოდა, ტელევიზორის ყურებაში ძალიან მოვიწყინეთ. როდესაც ზუკა სახლში მარტო რჩებოდა, ყოველთვის მის მეგობრებს ურეკავდა და სახლში მინი წვეულებას აწყობდნენ. რამოდენიმეზე მეც ვარ დარჩენილი, არაჩვეულებრივად ვერთობოდით. ამჯერადაც, წვეულების მოწყობის სურვილი გამოთქვა, თუმცა არ ვიცოდი რამდენად ვიყავი ხალხმრავლობის ხასიათზე. – ასე მოწყენილი ყოფნას არ ვაპირებ, იქნებ ბავშვებისთვის დამერეკა? რას იტყვი? დასალევს წამოიღებენ, გავერთობით. - როგორც შენ გინდა. მაგრამ ძალიან გთხოვ 20 კაცი არ დაპატიჟო. – ნუ კომპლექსდები. ახლა მართლა დავურეკავ რამდენიმეს, ამოვლენ და უფრო გავერთობით. – როგორი მოსაწყენი ვყოფილივარ.. – ვუთხარი ნაწყენი ხმით. – ეგ რა შუაშია.. ბავშვობიდან ერთადერთი ვისთანაც ყველაზე ადვილი იყო ჩემთვის საუბარი - შენ ხარ. მაგრამ დღეს რაღაც უცებ მომინდა ეს გართობა.. არ ვიცი რა მჭირს. – მითხრა და წამოდგა, ტელეფონს ეძებდა. იმდენს დაურეკა, დათვლაც ვერ მოვახერხე. – ზუკა ამდენი ბავშვი უნდა ამოიყვანო?! – სადღაც 15 მაინც... ბევრია? – შენ თუ არ „გებევრება“, მე არაფერი მაქვს სათქმელი. - ვუთხარი და რგოლები გამოვუშვი. – ანნა, ახლა მომისმინე. – მითხრა და საჩვენებელი თითი გამომიშვირა, – შეიძლება აქ ზოგიერთები ტაბლეტებით ამოვიდნენ. არ ვიცი ოღონდ, ვერავის გავაკონტროლებ. მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ – არც კი გაბედო. ანნა შენ “ის” გოგოები არ ხარ! ის არ დამვიწყებია, ერთხელ რომ მომპარე. ამიტომ, დავაკვირდები შენს ქცევებს. ბოლო ხმაზე გადავიხარხარე. რატომღაც, მეგონა რომ ნიკო მელაპარაკებოდა. ნახევარი საათი სახლს ვამზადებდით. სახლში საჭმელი თითქმის არაფერი იყო. ყველაფერს ისინი მოიტანდნენ. - წინა დღეს, ბექა გავიცანი. კარგი ბიჭია, ნიკოსთან ძმაკაცობს. - რომელი ბექა? ვარშანიძე? წინა წელს არ გაგაცანი, აქ იყო ამოსული. - ერთმანეთი არ გაგვიცნია, მაგრამ შევხედე თუ არა ვიცანი, მანაც მიცნო. შენი თავი ვუხსენე, ახსოვს წინა წლის წვეულება. - წინა წელს მართლა ძალიან ორგანიზებულად გვქონდა ყველაფერი, დღესაც მწყინს რომ არ დარჩი. - სამაგიეროდ, დღეს ვრჩები და არსად მივდივარ. - ვუთხარი და ჩავეხუტე. მათ მოსვლამდე ძალიან ბევრი დავლიე, სიარულის დროს რაღაცას ხელს ვკიდებდი, თორე ვიქცეოდი. უკვე მთვრალი ვიყავი, მაგრამ ნახევრად ვაზროვნებდი როდესაც კარებზე ზარის ხმა გაისმა. სტუმრების ნახევარი მოვიდა. მისაღებ ოთახში სულ რამდენიმე გავიცანი, მათი სახელების დამახსოვრება რა თქმა უნდა ვერ მოვახრეხე, მაგრამ ერთის სახე პირველი შეხედვისთანავე მეცნო. ხშირად ვხედავდი სპორტსკოლა “ბასკოსთან”. თვითონ გავეცანი – ნიკა მქვია, მაგრამ ნიკუშა დამიძახეო. მთელი საღამო შეიძლება ითქვას ნიკუშასთან ერთად გავატარე. ზუკა ყოველთვის მამოწმებდა, ხშირად მეკითხებოდა რამე ხომ არ გჭირსო. ყველა ერთმანეთში ირეოდა და ჩემთვის უცნობი მუსიკა იყო ჩართული. რამდენ გოგოსაც მოვკარი თვალი, ყველა ვიცანი. ჩემი უბნის “ცნობილი სახეები”. ნიკოს ძმაკაციც დავინახე, მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. “კარგი ყოფილა ხალხში გართობა, სულ ტყუილად მეშინოდა და ვერიდებოდი ხალხმრავლობას. ნიკაც ისეთი საყვარელია, იმდენი ვილაპარაკეთ, ნოემბერზეც კი ვუთხარი, ასე ძალიან რომ მიყვარს.. ერთხელ როდესაც ნიკასთან ერთად ვიჯექი უცნობმა ბიჭმა გვერდით გამიყვანა და მკითხა, ბერძენიშვილის რა ხარო.. მისმა კითხვამ დამაბნია,სიმთვრალეში კი სხვას რას ვეტყოდი, შეყვარებული ვარ მეთქი ვუპასუხე. მხოლოდ გაოცებული მზერა მსტყორცნა და იმის მერე აღარც მინახავს. სახის დამახსოვრება შევძელი. როდესაც ნიკასთან გავნმარტოვდი, პირველი რაზეც ვისაუბრეთ, მახსოვს, ტაბლეტები იყო. უამრავი შეკითხვა დამისვა, მეკითხებოდა თუ საიდან ვიცნობდი ზუკას.. სად ვცხოვრობდი, ვინ იყო დედაჩემი, რატომ ვიყავი ასეთი თავისუფალი და არ ვიყავი შებოჭილი.. ფირტფიტების გამოჩენამ გამახსენა ის, რომ ერთი ადამიანი დიდი ხანია, რაც არ მენახა, ასევე ის, რაც ხდებოდა ჩემს ოჯახში და ნიკას რამდენიმე ცალი ვთხოვე. თვალებში მალევე გამიორდა,წამოვდექი თუ არა წავბარბაცდი, მწარედ დავეცი ნიკას მუხლებთან ახლოს. – რა ლამაზი ხარ ანნა,– მითხრა და თმა გადამიწია.. – სიფხიზლეში მაგას არ მეტყოდი.. – მახსოვს, ასე ვუპასუხე და მზერა მისი ტუჩებისაკენ გამექცა. წამიერად ერთმანეთს არაფრისმთქმელი თვალებით შევხედეთ და ისე სწრაფად დავეწაფეთ ერთმანეთის ტუჩებს, ვერც კი გავაცნობიერე.. კოცნიდან ეს, კიდევ უფრო დიდ რაღაცაში გადაიზარდა.. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც მაისურში ხელი შემიცურა და მიზნად დაისახა ჩემს მკერდთან შეხება როდესაც ხელი ჩამოვაწევინე და ვთხოვე, რომ შეჩერებულიყო. - მესმის ახლა რა დღეშიც ხარ, მაგრამ გაფრთხილებ დაწყნარდი. ჩემს სიტყვებს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას,გაგიჟებული მიფათუნებდა ხელებს. თავიდან მეგონა, რომ რადგან დავმეგობრდით, ჩემს სიტყვას გაითვალისწინებდა და შეჩერდებოდა, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ თუ არა დამხმარე ძალა ის რაღაც საზარელს ჩაიდენდა, კივილი მოვრთე, თავის დაღწევაზე ფიქრი გადარჩენის ინსტინქტში გადამეზარდა და მიუხედავად თავბრუსხვევისა ყველანაირად ვეცადე, რომ მისგან თავი დამეღწია. კარების შემონგრევამ შეაკრთო, ის ბიჭი იყო, რომელმაც ნიკოზე მკითხა, შენი ვინ არისო. შემდეგ რაც მოხდა, არც ისე რთული მისახვედრია, ძალიან შემრცხვა ჩემი საქციელების.. მხოლოდ ერთი იმედი მქონდა, რომ ამ ბიჭს ნიკოსთვის არაფერი ეთქვა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.. სწორედ ამ ბიჭმა მიმიყვანა სახლში. ზუკასთან დალაპარაკებაც კი ვერ მოვახერხე. ****** ზუკას სახლში მომხდარი ამბის მეორე დღეს შემოსასვლელი კარების შემონგრევის ხმამ გამაღვიძა. კვირა დღე იყო და ნინაც სახლში იყო. – რა ხდება? – შენს ქალიშვილთან მაქვს საქმე. – იქნებ მე დამელაპარაკო? რამდენი ხანი არ გინახივარ.. – ჩუმად ვუგდებდი ყურს მათ საუბარს, ძალიან შეშინებული ვიყავი. – აუცილებლად ნინა, აუცილებლად დავილაპარაკებთ, ახლა კი ანნასთან მაქვს საქმე, რაღაც უნდა გადავცე. – და მისი ნაბიჯების ხმა მოახლოვდა. – ანნა გამიღე კარი. – შევეცადე, არაფერი შემემჩნია და კარიც უცებ გავუღე. ვუყურებდი ჯიქურ, ამაყად, წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა უნდა ეთქვა. მისი თვალების დანახვისთანავე კი მივხვდი, რომ კარგს არაფერს მეტყოდა. ჩემს ოთახში შემოვიდა და კარი ფრთხილად მიხურა. – დღეს ერთი დიდი წვეულება იმართება, სიმართლე გითხრა, არ ვიცი ვისი წვეულებაა, ან ვინ არიან დაპატიჟებულნი, არც ის ვიცი, იქ როგორი ადამიანები შეიკრიბებიან... მაგრამ გეტყვი მისამართს, და წადი. შენი ძმაკაცი ზუკაც წაიყვანე.. განიტვირთებით, დაისვენებთ. ტაბლეტებიც ექნებათ, დასალევიც, უამრავი უცხო ადამიანი, შენ ხომ ხალხთან ურთიერთობას გადაჩვეული ხარ.. შენ ხომ წვეულებები ძალიან გიყვარს... – რას ნიშნავს ეს საუბარი? – რას ნიშნავს შენი გუშინდელი საქციელები? აღარაფერს ვამბობ იმ არაკაცზე, უბრალოდ არაფერს ვამბობ, არ ვიცი როგორ მაგრამ ვეცდები რომ არ შემომაკვდეს როდესაც პირისპირ დავუდგები. მე და შენ „შეყვარებულები“ ვართ?! მიპასუხე? – ხელები მხრებში ჩამავლო და შემანჯღრია. – როგორ იქცევი? როგორ იქცევი მეთქი, ამიხსნი? სიმართლეს გეტყვი ანნა, არ მოველოდი შენგან...აბოლიტურად ყველაფერი გააფუჭე... – ერთი წუთით ბატონო ბერძენიშვილო, – ტონს ავუწიე, – ხომ არაფერი გეშლება? რამდენის უფლებას აძლევ თავს, ამდენი შეკითხვა ერთად მამაჩემს არ დაუსვამს არასოდეს, შენ კი რა დღეში ხარ, ან რა უფლებით მთხოვ პასუხს, შენ ჩემთვის არავინ ხარ, გადი და შენს ცოლს მიხედე, ამდენი დღე საერთოდ რომ არც კი გაგხსენებია.. – ვეუბნებოდი და წესიერად თვალებში ვერ ვუყურებდი. ამ დროს ოთახში ნინა შემოვიდა, მისი რეაქცია ბუნებრივი იყო, მის ადგილას, ალბათ უარესად მოვიქცეოდი, ნიკოს ემუდარა, გამოდიო. – მე და შენ ამ თემაზე კიდევ ერთხელ აუცილებლად დავილაპარაკებთ. მითხრა და ნინასთან ერთად ოთახი დატოვა. გაშეშებული ვიდექი კარებთან და მათი საუბარი მომესმა, როგორ ეუბნებოდა ნიკო ნინას ჩაიცვი წავიდეთო. – სად უნდა წავიდეთ? სადმე უნდა გამასეირნო? – ამდენი ხანი რომ არ მინახიხარ, უნდა ავანაზღაურო, სან–რემოში გავიდეთ. „მეჩვენება, თუ ამ სიტყვებს განგებ ამბობს შედარებით ხმამაღლა?! ჩემს ნერვებზე ცდილობს ითამაშოს? ცდილობს გამაღიზიანოს? იმ ღამე ნინა სახლში არ დაბრუნებულა, მორიგი თეთრად გათენებული დეკემბრის ღამე ჩემს ცხოვრებაში... ______________________________________ როდესაც ისტორიის გასწორება დავიწყე, ძალიან ბევრი ვიფიქრე, დამეტოვებინა თუ წამეშალა ეს კონკრეტული თავი. მაგრამ ბოლოს მაინც დატოვება გადავწყვიტე, მცირე სათქმელი მაინც არის ამ თავში. იმედია მოგეწონათ :: |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.