შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კუზნეჩიკ, მიყვარხარ!!! (1)


26-03-2016, 20:30
ავტორი ირინა
ნანახია 11 502

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებას რაღაც აკლდა, რაღაც, რაც ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლიდა და გამაბედნიერებდა. თითქოს, არაფერი მაკლდა, მყავდა კარგი ოჯახი და სამეგობრო, ვსწავლობდი, არც გართობა მაკლდა, არც თავგადასავლები, მაგრამ იყო მაინც რაღაც...... რომელიც მარტო დარჩენის დროს მახსენებდა ხოლმე თავს და მტანჯავდა იმის სურვილით, გამეგო რა იყო ის. ხან მიხაროდა უმიზეზოდ, ხან სევდა მიპყრობდა, ისიც უმიზეზოდ, მაგრამ არა, ვიცოდი მიზეზი, ეს მიზეზი კი ––„რაღაც“ იყო...
თავი 1
–ნია გაიღვიძე, უნივერსიტეტში გაგვიანდება. მითხრა დედაჩემმა, რომელმაც ბოლო დროს რატომღაც მაღვიძარას ფუნქცია შეითავსა და საბანი გადამხადა.
–აუუ.. 5 წუთიც რა დეეე და ავდგები.
–ისედაც დიდი ხანია გძინავს, ადექი დროზე და დღეს მაინც დაიძინე ადრე, ხომ ხედავ, რომ ვეღარ დგები დილაობით.
–ვაიმე, დედა არ მოგბეზრდა ყოველ დილით ერთი და იგივეს გამეორება? ვუთხარი მე და სწრაფად წამოვხტი საწოლიდან. საბედნიეროდ, მომზადებისთვის არც ისე დიდი დრო არ მჭირდებოდა, რადგან სხვა მაღალკურსელი გოგონებისგან განსხვავებით, არც მაკიაჟზე ვხარჯავდი დროს და არც „საოცარი“ ვარცხნილობის გაკეთებაზე.
ნახევარ საათში შხაპის მიღებაც მოვასწარი, მოწესრიგებაც და ის იყო მეორე კედის შეკვრას ვამთავრებდი, რომ ისევ დედა შემომივარდა ქოთქოთით ოთახში.
–კარგი ნია რა, კარგი რა შვილო, როდემდე უნდა იარო კედებით და ჯინსის შარვლებით? ოდესმე ხომ უნდა აღიქვა, რომ გოგოდ ხარ დაბადებული?
–ეგ შენს ქმარს უთხარი, ბავშვობიდან ბიჭივით რომ მზრდიდა და პრინცესას ლამაზი კაბების ნაცვლად , საოცარი ჯინსებით მამარაგებდა - დედაჩემმა კიდევ რაღაცის თქმა დააპირა , მე არ ვაცადე, მივედი შუბლზე ვაკოცე, ჩანთა ავიღე და გამოსვლა დავაპირე, მაგრამ დედამ გზად სიტყვა მაინც დამაწია.
–გვიან მოხვალ დღესაც?
–კი დე, ხომ იცი, სემინარებია ამ კვირაში და ადრე ვერ ვახერხებ ხოლმე მოსვლას.
– შვილო, ან მართვის მოწმობა აიღე, ან შეყვარებული გაიჩინე, რომ სახლამდე მოგაცილოს ხოლმე, როდემდე უნდა იხეტიალო, ღამ–ღამობით ასე მარტომ?
– პრავას ავიღებ მალე და შეყვარებულს რაც შეეხება, კარგი რა.. საჩემო თემა არაა ეგ.
– გოგო, „პრავა“ კი არა, მართვის მოწმობა ქვია მაგას, ადამიანურად ლაპარაკი არ შეგიძლია?
– და შენ არ შეგიძლია, რომ ერთხელ მაინც გამიშვა უნივერსიტეტში ისე, რომ რაღაც სისულელებზე არ მეკამათო?
– ანუ მე სისულელებს ვლაპარაკობ ხო დედა? - აუწყლიანდა დედაჩემს თვალები.
– ვაიმე კარგი დედა რაა, კარგი რაა.. სერიალების გმირი ხარ , როგორ ახერხებ ესე აფერისტულად ტირილს?
– გამასწარი სანამ ლამაზი ხარ , თორემ გაჩვენებ როგორ აფერისტულადაც ვტირი - მითხრა დედამ და მეც შევბრუნდი წასასვლელად, ზურგს უკან კი მაინც ვიგრძენი, როგორ გადამსახა პირჯვარი და სანამ ეზოს კარი არ გავიხურე, იქამდე არ შესულა სახლში.


ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, არც სხვებზე მეტი, არც ნაკლები, მაგრამ ხასიათი მქონდა „ცოტა“ განსხვავებული და ხანდახან ვხვდებოდი, რომ რაღაც რიგზე ვერ მქონდა. ყოველთვის სადაც რაღაც პრობლემა იყო და ახლომახლოს ვიმყოფებოდი, იქ ჩემს სახელსაც გაიგონებდით. ნებით, თუ უნებლიედ, შარს ანდამატივით ვიზიდავდი , თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლიდა და სამყაროს სულ სხვა თვალით დამანახებდა.
იმ დილითაც ჩვეულებრივ წავედი უნივერსიტეტში. სამწუხაროდ, ჩემმა გვიან დაძინებამ შედეგი გამოიღო და ლექციაზე დამაგვიანდა, ამიტომ ვარჩიე, ჩემი სანაქებო და საფიცარი თავმოყვარეობის შელახვას და 60 კაცის წინაშე ბოდიშის მოხდას, ლექციაზე მეორე საათზე შევსულიყავი. დროის გაყვანის მიზნით, დერეფნეფში მოვყევი უაზროდ ხეტიალს და ის იყო, ერთ-ერთ აუდიტორიას ჩავუარე, რომ გინებას მოვკარი ყური და როგორ მოვისვენებდი მე, მშვიდობის მტრედი, რომ არ გამეგო რა ხდებოდა და დაჩაგრულს არ დავხმარებოდი. მაშინვე მივაგდე ჩანთა და კართან გავჩნდი, არ ვიცი რამ გამოიწვია ზოგადად ჩემი ასეთი გამბედაობა, მაგრამ ალბათ, ზედმეტად ბევრ კომიქსებს ვკითხულობდი და მაისურზე “S” ასო, ან ობობა რომ მხატებოდა, თავს სპაიდერმენად ან სუპერმენადაც კი ჩავთვლიდი. მართალია, დიდი ძალით არ გამოვირჩეოდი, არც თვალებში მქონდა ლაზერი და ვერც კედლებზე დავძვრებოდი, სამაგიეროდ, ენა მქონდა ცელივით, ნებისმიერ სუპერგმირს ვაჯობებდი.
კარი დიდი სიფრთხილით გამოვაღე და ჩემი ცნობისმოყვარე თვალებით მოვათვალიერე
ოთახი, ვიდრე არ დავინახე კედელთან აყუდებული გუკა და მის წინ მდგარი განიერმხრებიანი ბიჭი, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო სიტყვებს ეუბნებოდა.
გუკა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი იყო, რომელსაც უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე დავუახლოვდი და რამდენიმე დღეში მისი ორიენტაციის შესახებაც გამოვიტანე ჩემი დასკვნები, მაგრამ ამის აფიშირება არ გამიკეთებია, სანამ გუკა თვითონ არ მოვიდა და არ გამომიტყდა , რომ გეი იყო. 21-ე საუკუნეო, ჰომოსექსუალების ქორწინების დაკანონებაო, ევროპაო.... მაგრამ საქართველო მაინც რჩებოდა ევროპისა და აზიის გასაყარზე მყოფ ქვეყნად და მის მოსახლეობასაც ბოლომდე ვერ გადაეწყვიტა თავისი „ბრწყინვალე“ გონება აზიური ყაიდისთვის „მიეძღვნა“ , თუ ევროპული სამყარო „დაეპყრო“. ეს იყო მიზეზი ალბათ, რომ გუკას ნაცნობების ორი კატეგორია ჰყავდა. ერთი - რომელიც მისთვის ყველაფერს აკეთებდა, მთელი გულით უხაროდა მისი წარმატება და ყველასთან იცავდნენ ორიენტაციის გამო და მეორე - რომელთაგან დაცვაც ნამდვილად სჭირდებოდა, რადგან მათთვის არ ქონდა მნიშვნელობა, სად იმყოფებოდნენ, ვისთან ერთად, უბრალოდ გუკას დანახვისთანავე მათში იღვიძებდა რაღაც იმპულსი, რომელიც დაუყოვნებლივ სთხოვდა ბიჭისთვის „საოცარი სიტყვების“ მიძღვნას და რომ არა შიში, ალბათ არც მუშტი - კრივზე იტყოდნენ უარს.
მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნებოდი, რომლისთვისაც გუკა იყო მეგობარი და არ ქონდა აზრი მის ორიენტაციას, ვერ ვიტყვი, რომ ნამდვილი ევროპელი ვიყავი, უფრო აზიატად შემიძლია ჩემი თავი მოვიხსენიო, რადგან გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც ადათ-წესებს დიდ პატივს სცემდნენ. მე კი ჩემის მხრივ მშობლებს ვცემდი პატივს და ამიტომ, უფრო ტრადიეციების სიყვარული ავირჩიე, თუმცა განათლებამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემ ჩამოყალიბებაში და ზოგიერთი ტრადიცია უარვყავი, ზოგი ახალი ევროპიდან ავიღე და შევქმენი ჩემს ინტერესებზე მორგებული სამყარო, რომელიც არც ევროპას ეკუთვნოდა, არც აზიას და ჩამოვყალიბდი პიროვნებად, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უგებდა, მკვლელსაც კი მოუძებნიდა გასასამართლებელ საბუთს და ასაკის მატებასათან ერთად, ჩემი მეგობრების რაოდენობაც მატულობდა, რადგან ყველას ისეთს ვღებულობდი, როგორებიც იყვნენ, თავიანთი ნაკლებით და დადებითი თვისებებით. ვუსმენდი ყველას, ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო, მაგრამ არავისთან არ ვლაპარაკობდი საკუთარ თავზე. რადგან ვთვლიდი, რომ არ მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც ბოლომდე მოახერხებდა ჩემ გაგებას, რადგან ვფიქრობდი, ისეთ რაღაცებზე, რომელზე ფიქრი აზრადაც კი არ მოსდიოდათ სხვებს..
გუკასთანაც ანალოგიურად მოხდა, დავუახლოვდი ყოველგვარი სიტყვების გარეშე და როდესაც თავის ორიენტაციაში გამომიტყდა, მე გავუღიმე და ნაყინის ჭამა განვაგრძე. საბედნიეროდ, არასდროს არ დამჭირვებია მისი ვინმესგან დაცვა და იმ წამს, როცა დავინახე, როგორ აყენებდა შეურაცხყოფას ვიღაც ახმახი, ტვინში რაღაც გადამეკეტა და ისე, რომ მოსალოდნელი შედეგები არ გამიცნობიერებია მისკენ გავქანდი.
– რას აკეთებ? ნორმალური არ ხარ?! რა უფლება გაქვს, რომ ასე ელაპარაკები? მივვარდი უცნობს და გუკას გადავეფარე, რომელიც ნერვიულობისგან ის-ის იყო იტირებდა. - გუკა, ხომ კარგად ხარ? - მივუბრუნდი უცებ მეგობარს და სანამ პასუხს მოვისმენდი, უცნობის ბუბუნა ხმა გავიგე.
– შენ ვინ ხარ საერთოდ? რა უფლება გაქვს, რომ მოდიხარ და უცნობების საუბარში ერევი? - მითხრა გააფთრებულმა და ისეთი თვალებით შემომხედა, გონებაში ალბათ, რამდენჯერმე ტყვია დამახალა შუბლში. მე მაშინღა შევამჩნიე, რომ ძალიან სიმპატიური იყო, საშუალოზე მაღალი , განიერი მხრებით, ტანზე მჭიდროდ მოტკეცილი მაისური ხაზს უსვამდა მის ნავარჯიშებ სხეულს და ალბათ, იცოდა მისი ეს დადებითი მხარე და კარგადაც უკეთბდა „რეკლამას“. შავგვრემანი იყო და ჯერ ისედაც ავისმომასწავებელ მზერას საოცრად შავი თვალები უფრო მკაცრს და საშიშს ხდიდა. თმა მოკლედ ქონდა შეჭრილი, რაც მის პატარა შუბლს ძალიან უხდებოდა და როცა დაილაპარაკა და გარუჯულ სახეზე თეთრი არანორმალურად ლამაზი კბილები გამოუჩნდა მე პასუხის მაგივრად, რამდენიმე წამი გავირიდნე და გაოგნებული მივაშტერდი მას, მაგრამ არა იმიტომ , რომ მისით მოვინუსხე, არამედ დარწმუნებული ვიყავი, რომ საიდანღაც ვიცნობდი, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე საიდან. ამიტომ უფრო კარგად დავაკვირდი მის სახეს, რომ როგორმე გამეხსენებინა. სათითაოდ ვაკვირდებოდი სახის ყველა დეტალს. პატარა წვერს ატარებდა, აი ცხვირი კი სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, არ ქონდა ლამაზი. საშუალო ზომის ოდნავ კეხიანი ცხვირი იყო ზუსტად ის, რაც მის გარეგნობას უფრო სიმპატიურს ხდიდა და ვიდრე ლამაზს. უცებ გონებაში წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ლამაზი, სწორი ცხვირით და არ მომეწონა, ასე უფრო მკარცი გამომეტყველება ქონდა და უხდებოდა კიდეც.... ის იყო ტუჩებზე გადავედი, მაგრამ ისევ ბუბუნა ხმამ გამაწყვეტინა ფიქრი..
– მიპასუხებ? ვინ ხარ და რატომ ყოფ ცხვირს იქ, სადადც არ გეკითხებიან. - თვალებში შევხედე, ისევ ისე ავისმომასწავებლად მიყურებდა. ღმერთო, როგორ მეცნობა, საიდან ვიცნობ საიდან... გავიფიქრე ჩემთვის და ნაცვლად იმისა , რომ კითხვაზე მეპასუხა, ცოტა ალოგიკურად გავაგრძელე თემა.
– უკაცრაავად, ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ? - ვკითხე და ისევ გამომცდელი სახით შევხედე , რომ როგორმე გამეხსენებინა. ამჯერად უცნობის თვალებში, ბრაზი კი არა, იმხელა გაოცება ამოვიკითხე, რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
– ნორმალური რომ არ იყავი მაშინვე მივხვდი, როგორც კი ოთახში შემოხვედი, მაგრამ ესეთიც არ მეგონე. მე პირადად არ გიცნობ და აი შენ, აუცილებლად გეცოდინება რამე ჩემ შესახებ, მითხრა თვითკმაყოფილმა და ამჯერად თვითონ გაეღიმა.
– არაა.. ეჭვი მეპარება, თუ შენ არ მიცნობ, მაშინ მეც არ დავინტერესდებოდი შენით, ასე , რომ დიდ წარმოდგენას ნუ შეიქმნი. ჰოდა, ძალიანაც კარგი თუ არ ვიცნობთ ერთმანეთს, ესე იგი სინდისი არ შემაწუხებს რომ გაგლანძღავ.
– რას იზამ? შენ მე გამლანძღავ, შენ მე გამ.... - და უცებ ისეთი სიცილი აუტყდა , გუკა უარესად აკანკალდა, მე კი ისევ ისეთი მშვიდი სახით ვუყურებდი და ველოდებოდი, როდის დამშვიდდებოდა. - შენ საერთოდ იცი მე ვინ ვარ?
– ხომ გითხარი არ ვიცი ვინხართქო, მაგრამ რომც ვიცოდე აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა, რა უფლება გაქვს, რომ მოდიხარ და შეურაცხყოფას აყენებ გუკას, ვინ ხარ საერთოდ.
– და შენ ვინ ხარ, რომ ჩემს საქმეში ერევი?
– ჯერ ერთი, შენს საქმეში არ ვერევი, გუკას დაცვას ვცდილობ და მეორე - მე მისი მეგობარი ვარ და შენთან კი არა, საკუთარ მშობლებთანაც რომ მომიწიოს მისი გამართლება, მაინც მის მხარეს ვიქნები და მეორედ აღარ გაბედო მისი შეწუხება.
– რა მემუქრები? და შენთვის მშობლებს არ უსწავლებიათ , რომ უცხოების საუბარში არ უნდა ჩაერიო?
– აი მე მშობლებმა რა მასწავლეს , ეგ შენი საქმე არაა. გიმეორებ, რომ გუკა ჩემი მეგობარია და ყველასთან ვეცდები მის დაცვას, შენს მეგობარს, რომ შექმნოდა ვინმესთან პრობლემა არ დაეხმარებოდი?
– კი, მაგრამ, ... შენ ხომ..... შენ ხომ გოგო ხარ და .... - რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სახეზე დაბნეულობა შევატყვე და უპირატესობის გამყარების სურვილით, ისევ მე გავაგრძელე საუბარი.
– იცი რა? არ აქვს მნიშვნელობა , გოგო ვარ თუ არა, უბრალოდ არავის მივცემ უფლებას, რომ მეგობარი დამიჩაგროს, მართალია მუშტი-კრივს ვერ გაგიმართავ, მაგრამ როგორც შემეძლება ისე ვეცდები, წინააღმდეგობა გაგიწიო. არ ხარ შენ ამ შემთხვევაში მართალი. რა უფლება გაქვს, რომ ორიენტაციის გამო უცნობს პატივს არ ცემ და უფრო უარესი, მის პირადს ასე ხელაღებით ეხები..
– და საიდან მოიტანე, რომ მე გუკასთან ორიენტაციის გამო მქონდა ჩხუბი? - მე დავიბენი, მაგრამ ვეცადე სიტუაცია ისევ ჩემს სასარგებლოდ შემომებრუნებინა.
– და აბა კიდევ რა შეიძლება მისნაირ უწყინარ ადამიანთან დაპირისპირების მიზეზი გახდეს?
– ხოდა მაგას გეუბნები ზუსტად, რომ არ იცი რა ხდება და ამიტომ ნუ ერევი ჩემს საქმეში. მაგრამ თუ ძალიან გაინტერესებს, მე მისი ორიენტაცია საერთოდ არ მანაღვლებს, მასთან სხვა საქმე მაქვს.
– მე კი არ მაინტერესებს რა საქმე გაქვს, უბრალოდ არ მოგცემ უფლებას, რომ ეგეთი ტონით ელაპარაკო.
– მართლა ასეთი მნიშვნელოვანია ეგ ბიჭი შენთვის? მართლა ასეთი ახლო მეგობარია? - მე საუბრის ასეთ გაგრძელებას არ ველოდი და ამჯერად მე დავიბენი.
– კი , მნიშვნელოვიანია და ახლო მეგობარია ჩემი.
– როგორც ჩანს მხოლოდ შენ ფიქრობ ასე, მისთვის კი არც ისეთი ახლო ყოფილხარ - მითხრა და ისეთი ცინიკური სახით შემომხედა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ინსტიქტურად უკან მივიხედე, მაგრამ გუკა იქ აღარ დამხვდა.
– რაო, მიგატოვა შენმა „ერთგულმა“ მეგობარმა? ხომ გითხარი, რომ ცხვირს ნუ ყოფ იქ, სადაც არ გეკითხებიანთქო, ასე ხომ არ გეტკინებოდა ახლა გული, შენ მისთვის ფაქტიურად ლომის გალიაში შეყავი თავი და მან კი დაგტოვა და გაიპარა... ჩემი რჩევა იქნება, აღარასდროს აღარავის გამო აღარ ჩაიგდო თავი საფრთხეში და უბრალოდ შენი ცხოვრებით იცხოვრე. ამით თავსაც დაიცავ და აღარც გული გეტკინება, როცა მიხვდები, რომ სხვების გრძნობა გაცილებით ნაკლებია შენდამი, ვიდრე შენი. მე თვალებში ვეღარ ვუყურებდი , რადგან გუკას საქციელმა მართლა გამაოგნა და გული დამწყვიტა, მაგრამ წაგებას მაინც ვერ შევეგუებოდი.
– აი მე კი გირჩევ, რომ სიკეთე უანგაროდ აკეთო, რადგან ოდესმე აუცილებლად დაგიფასდება, მე გუკა იმიტომ არ დამიცავს, რომ შედეგად რამეს მოველოდი. უფრო მეტიც, ვიცოდი, რომ შეიძლება ასეც მომხდარიყო და მარტო დავეტოვებინე, მაგრამ ამისდამიუხედავად, არ შემეძლო, არ დავხმარებოდი. გუკა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, თუნდაც უცნობი, ყოველთვის გავუწვდი დახმარების ხელს იმას, ვისაც უჭირს და არასდროს დავფიქრდები მოსალოდნელ შედეგებზე - ამჯერად მე ვუყურებდი უცნობს ავისმომასწავებელი მზედით და ვგრძნობდი როგორ ეძლეოდა ჩემს სიტყვებს ძალა და როგორ ვივსებოდი საკუთარი თავის რწმენით. ვხედავდი იმასაც თუ როგორ შეიცვალა უცნობის ცინიკური გამომეტყველება - გაოგნებით. ამჯერად კი არ დაიბნა, საერთოდ ვეღარ მოახრხა სიტყვის ამოღება.
– შენ საერთოდ იცი მე ვინ ვარ?
– უი, საკუთარი თავი დამოუკიდებლად ვერ გაიმართლე და ახლა სოციალურ სტატუსს და ოჯახს გამოიყენებ მაგისთვის? არა, ხომ გითხარი. არ ვიცი ვინ ხარ და სიმართლე თუ გინდა, დიდად არც მაინტერესებს. უბრალოდ გაფრთხილებ, აღარ გაბედო და მეორედ გუკას ეგეთი ტონით აღარ ელაპარაკო, თორემ მერე ნახავ, რომ ახლა ძალიან მშვიდი ვარ და შემიძლია, ამაზე გაცილებით უარესიც ვიყო. - ბიჭი მთლიანად გაფითრდა, ტუჩები გაულურჯდა და ჩემსკენ ინსტიქტურად გადმოდგა ერთი ნაბიჯი. მე ჯიუტად არა ვიძვროდი ადგილიდან, რა საოცარიც არ უნდა იყოს, საერთოდ არ შემშინებია იმ მომენტში მისი, არადა ჯობდა შემშინებოდა, საშინლად იყო გამწარებული.
– შენ მართლა არ იცი ვინ ვარ?! - გამიმეორა კითხვა და თვალებში ისეთი ზიზღი შევატყვე, შემაჟრჟოლალა. პასუხის გაცემას არ ვჩქარობდი, არც ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, ამ დროს ხმაური გავიგე და კარისკენ გავიხედე, იქ გუკა დავინახე დაცვასთან ერთად. როგორც ჩანს, სანამ მე „საქმეების გარჩევით“ ვიყავი დაკავებული, გუკა სიტუაციის განმუხტვის და ძალზე საშიში „მტრის“ თავიდან მოშორების მიზნით, დაცვა ამოიყვანა, რამას საერთოდ გამოიყვანა წყობიდან უცნობი და თვალის დახამხამებაში გუკას წინ აისვეტა, რომ არა დაცვის სწრაფი რეაქცია, ალბათ მოასწრებდა კიდეც მისთვის დარტყმას, მაგრამ დაცვამ ორივე ხელი გაუკავა და სცადა გარეთ გაეთრია, თუმცა უცნობი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა და და ეს საქმე ცოტა გართულდა, სანამ ოთახიდან გაიყვანდნენ მე შემომხედა და კბილებში გამოსცრა.
– მე შენ კიდევ გნახავ და აი მერე მიხვდები ვინც ვარ! პასუხის გაცემა მინდოდა მაგრამ დაცვამ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ოთხიდან გაიყვანა. ამჯერად გუკას მივუბრუნდი.
– არ გინდა მითხრა რა ხდება?
– აუ ნიაკო, ახლა არა რა.. ძალან ცუდად ვარ, გოგო როგორ შემეშინდა იცი?? აი დედას გეფიცები ფეხები სულ მიკანკალებდა, აი შოკში ვარ, შენ როგორი მაგარი გოგო ხარ.. მადლობა, უი გოგო კიდე უმაკიაჟოდ მოხვედი?
– გუკა ეხლა მეხუმრები? თუ მართლა ისე გაქვს საქმე , რომ ჩემს მაკიაჟზე იფიქრო? რა მოხდათქო? მგონი, ახსნას ვიმსახურებ.
– ოო.. აი ძალით უნდა მათქმევინო რა, მართლა არ იცი ეგ ვინ იყო?
– თქვენ მე გამაგიჟებთ, ეგ ბიჭიც ყოველ წამს მაგას მეკითხებოდა, ახლა კიდევ შენ, არ ვიცი ვინაა, საიდან მეცოდინება, პრეზიდენტს არ გავდა, არც იმ ქართველ ვარსკვლავებს , რომელიც მე ვიცი, ნუ მართალია სულ რამდენიმე ვიცი, მაგრამ არც ერთს არ გავდა, მისი სახე კი მეცნო საიდანღაც, მაგრამ ალბათ ქუჩაში შევხვედრილვარ შემთხვევით, ან რამე ეგეთი.
– გოგოო, შენ რანაირი გოგო ხარ?? ეგ არის ვაჩე აბაშიძე, უნივერსიტეტის ყველაზე სიმპატიური და ზოგადად, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭი, აი მე რომ გოგო ვიყო, კისერზე ჩამოვეკიდებოდი, ბიჭები არ მოსწონს, თორემ დიდი სიამოვნებით... მე სიტყვის თქმა აღარ დავაცადე.
– აი თურმე რა, ანუ უნივერსიტეტში დამინახავს და მაგიტომ მეცნო.
– და მართლა არ იცოდი ვინ იყო?? გუკას ისეთი გაოცება გამოეხატა სახეზე, თითქოს, მაიკლ ჯექსონი მედგა წინ და ვერ ვიცანი.
– ჰო, გუკა, მართლა ვერ ვიცანი, ან რატომ უნდა ვიცნობდე, თავის თავზე შეყვარებულ მამიკოს ბიჭს? ეგ გვერდზე იყოს და შენ რატომ გეჩხუბებოდა? გულგრილი რომ არ ხარ მისდამი, უკვე მივხვდი.
– რატომ და.. გოგოებმა მთხოვეს გაგვიგე ვაჩეზე ყველაფერიო, მამაჩემი მამამისის იურისტია უკვე 10 წელია და კარგად იცნობს მაგ ოჯახს, მე კიდე ისეთი რაღაც გავარკვიე, რისი საიდუმლოდ შენახვაც უნდოდა ვაჩეს და მემუქრებოდა არავის უთხრაო.. გოგო რომ გითხრა, რა გავიგე, შოკში ჩავარდები.
– შენ ნორმალური არ ხარ?? სამართლიანად გეჩხუბა თურმე ის ბიჭი, რას ერევი უცხოს ცხოვრებაში, ან ვისი დავალებით, არ გავიგო, რომ ვინმესთან სიტყვაც კი დაგცდეს მაგის შესახებ რაც გაიგე, თორემ იმ ბიჭამდე აღარ მივიყვან საქმეს, მე თვითონ მოგკლავ. გუკა გაფრთხილებ, ზედმეტად ხმას ამოიღებ და არ ვიცი რას გიზამ.
– კარგი ჰოო.. არავისთან ვიტყვი, მაგრამ აუ შენ რომ გითხრა? არ გაინტერესებს?
– ვაიმეეე,... არა , არ მაინტერესებს და გამასწარი აქედან , სანამ კარგ ხასიათზე ვარ.

მთელი დღე ლექციები მქონდა, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ მომისმენია, ისევ დილანდელზე ვფიქრობდი, მართალია, გუკა დავიცავი, მაგრამ იმ ბიჭთან სინდისი მქენჯნიდა, ის ხომ მხოლოდ საკუთარი თავის დაცვას ცდილობდა თბილისის აუტანელი ჭორებისგან და გუკას კი სხვანაირად მართლა ვერ გააჩუმებდა..
– ნია, წამოდი ბუფეტში ჩავიდეთ, ერთი ლექცია კიდევ გვაქვს და დავისვენებდით ცოტას. მითხრა ნინომ და ისე, რომ ჩემს პასუხს არ დალოდებია, ოთახიდან გამიყვანა. ბუფეტის დიდი ფანჯრები უნივერსიტეტის ეზოს გადაყურეებდა, მე ფანჯარასთან მივედი, სანამ ნინო შეკვეთას აძლევდა, მაგრამ ჩემგვედდზე მდგარმა გოგოებმა, არ მომცეს საშუალება წყნარად მეყურებინა „ეზოსთვის“.
– მოვიდა, მოვიდაა.... აუუ ახალი მანქანა ყავს?? რა ლამაზია, ღმერთო ნეტა ერთხელ შემომხედოს და თუნდაც მაშინვე მოვკვდე.-გოგო რა უნდა შემოგხედოს, თბილისში ყველაზე ლამაზი გოგო დასდევს უკან და ყურადღებას არ აქცევს და ჩვერ რა პონტში შემოგვხედავს
– ხო მაგრამ, მამაჩემიც ხო მდიდარია?? და...
– აუ ტიპს მაგრად არ აინტერესებს რა შენი ფულიანი მამიკო, თვითონ იმდენი აქვს, სად წაიღოს აღარ იცის.. ასეთი დიალოგი გრძელდებოდა ჩემ მეზობლად მყოფ გოგონებს შორის, მე კი ვცდილობდი დამენახა, ვინ იყო მათი ჭორაობის ობიქეტი.
– ნი, ჩაი მოგიტანე. მითხრა ნინომ და ჩემთან მოვიდა, აუ, ესენი ისევ ვაჩეს ჭორავენ? იკითხა საკმაოდ ხმამაღლა, ისე რომ „მეზობლებმაც „ გაიგეს და მაშინვე გაჩუმდნენ.
– ვინაა ვაჩეე? მე სახელზე კი ვიცანი, მაგრამ ვცდილობდი ეზოში მყოფი უამრავი ბიჭიდან ამომერჩია ის ერთი.... მაგრამ დამოუკიდებლად რა თქმა უნდა ვერ მოვახერხე. აუ ნინ, რომელია ვაჩე?
– ლურჯი ჟაკეტი აცვია და კაპიუშონი აქვს წამოფარებული, მითხრა ნინომ ისე, რომ ფანჯრისჯენ აღარ გაუხედავს. მე ძლივს დავინახე, თუმცა სახე მაინც ვერ გავარჩიე, ქუდი უფარავდა. ჩემდაუნებურად სხეულში ისევ ჟრუანტელმა დამიარა მის დანახვაზე და დილანდელი დამუქრება გამახსენდა : „მე შენ კიდევ გნახავ და აი მერე მიხვდები ვინც ვარ!“..
– და ყველა მაგ ბიჭზე რატომ ლაპარაკობს ვერ მეტყვი? ვინაა მაგისთანა?
– ნიაკოო, ერთადერთი გოგო ხარ მთელ თბილისში, ვინც არ იცის ვინ არის ვაჩე აბაშიძე. წყალბურთელია, მამამისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია, სასტუმროების ქსელის მეპატრონეა და ერთადერთ შვილს ხელისგულზე ატარებს, ესაც არ იკლებს არაფერს, საბედნიეროდ, ფიზიკური მონაცემებიც ხელს უწყობს და ამიტომ , ყველაზე პოპულარული ბიჭია, დიდი ხანი არაა, რაც ამერიკიდან დაბრუნდა და რადგან ჩვენი უნივერსიტეტი, ორმაგ დიპლომს იძლევა, ერთს საქართველოსას და მეორეს ამერიკისას, ჩვენთან გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება და თან თუ არ ვცდები, მამამისი ერთ-ერთი მსხვილი მეწილე ყოფილა და რაღა სხვაგან წაეყვანა, პირდაპირ აქ მოაწყო შვილი. ბევრი მეგობრები ყავს, ნუ უფრო ზუსტად შენ სიტუაციაშია რა, შენ ხომ ყველა გემეგობრება, რომ დაეხმარო, შენი აზრი ყველას აინტერესებს, ჰოდა მაგას ემეგობრებიან , რადგან ვაჩესთან ახლობლობა ყველა დაწესებულების კარს უხსნით. ეგ კი მხოლოდ ერთს ეძმაკაცება-ნოდო დევდარიძეს/ ეგაც ჩვენთან სწავლობს, ხომ გეუბნები შენსავით არისთქო, შენც მხოლოდ მე გყავარ რეალუად ვისაც გულს უშლი..
– ტყუპი ძმა მყოლია და არ ვიცოდი. საიდან მოიტან ხოლმე ეგეთ სისულელებს, რომ ვგავართ ერთმანეთს, ისე შენ საიდან გაქვს ამხელა ინფორმაცია მაგ ბიჭზე?? შენმა ქმარმა იცის , რომ უცხოებს ესეთ ყურადღებას აქცევ? თუ მე გავაგებინო? ვკითხე ნინოს სიცილით და აუდიტორიისკენ გავაგრძელეთ გზა.
საკმაოდ გვიან დამიმთავრდა იმ დღს სასწავლო საათები, გარეთ რომ გავიხედე უკვე ბნელოდა. ბოლო ლექცია ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი იყო, ამიტომ მაქსიმალური ყურადღებით ვუსმენდი ლექტორს და დილანდელი ამბავი აღარც გამხსენებია, ლექციის შემდეგ ბიბლიოთკაში დავრჩი ცოტახანს და გარეთ როცა გავედი აღარავინ დამხვდა, ნელა გავუყევი უნივერსიტეტის ეზოს, მაგრამ სანამ გაჩერებამდე მივიდოდი პატარა ჩიხი უნდა გამევლო, რომელიც მაინცდამაინც უსაფრთხოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ მე ვინ შემაშინებდა, საკუთარ თავში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, სერიული მკვლელიც რომ დამხვედროდა , იმასთან გამკლავებასაც ადვილად ვფიქრობდი. მივდიოდი უდარდელად, მაგრამ ალბათ, უფრო მოჩვენებითი იყო ეს უდარდელობა, რეალურად მაინც ვნერვიულობდი, მაგრამ წამებითაც ვერავინ მათქმევინებდა, რომ მეშინოდა. ფიქრი დიდხანს არ დამცალდა , ნაცნობმა ბუბუნა ხმამ დამიძახა.
– ეე, შენ, რამდენი ხანია გელოდები, რა იყო შეგეშინდა და მაგიტომ დაიგვიანე ესე? მე უკანმიუხედავად მივხვდი, ვინც მელაპარაკებოდა, ძალიან ნელა და მშვიდად შემოვბრუნდი და უცნობს გავუღიმე.
– აი მე კი ვფიქრობდი, გვარიანად ვესაუბრე უკვეთქო და აღარ მეგონა აქ თუ დამხვდებოდი. ამის თქმაზე კაპიუშონი მოიხადა და მომიახლოვდა, სახეს ვერ ვარჩევდი, ძალიან ბნელოდა, მხოლოდ იმას ვხედავდი, რომ ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო და ძალიან მძიმედ სუნთქავდა, ვგრძნობდი, რომ ასე სუნთქვა კარგის მომასწავებელი არ იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც არ ავღელვებულვარ.
– როგორი თავდაჯერებული ხარ, ნია, დარწმუნებული ხარ, რომ ეგეთი ხასიათი ჩემთანაც გაგივა?
– ოჰ, ვხედავ გაგირკვევია უკვე ჩემი სახელი, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ სახელით არ შემოიფარგლებოდი.
– მართალი ხარ, სახელი , გვარი, მამის სახელი, ოჯახის სხვა წევრების ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი, ნათესავები, ყველაფერი ალილუიასავით ვისწავლე 2 წუთში. საკმაოდ პოპულარული გოგო ყოფილხარ, წამროდგენაც კი არ მაქვს შენნაირმა რითი დაიმსახურა ეგეთი პატივი, მაგრამ ჩემმა უახლოესმა ძმაკაცმაც კი მითხრა, რომ ძალიან უყვარხარ და რომ არა ბავშვობის ძმაკაცობა, ალბათ, ჩემზე მეტადაც კი ეყვარებოდი.
– სასიამოვნო მოსასმენია, დიდი მადლობა, მაგრამ თუ ასეთი საუბრით ჩემს მოხიბვლას ცდილობ, დიდად თავს ნუ შეიწუხებ, ატანა არ მაქვს საკუთარ თავზე შეყვარებული ფულიანი ტიპების.
– მე, მე, ... მე ვცდილობ შენ მოხიბვლას..... ძლივს დაამთვრა წინადადება და ისეთი სიცილი აუტყდა, უცებ ვიფიქრე, ჭკუიდან ხომ არ შეიშალათქო და გაოცებული ვუყურებდი.
– იხუმრე? ახლა კარგად მომისმინე გოგო, მითხრა და ხმა ისევ ისეთივე მკაცრი გაუხდა, როგორიც დილით ქონდა, წარმოდგენა არ გაქვს , ვინ ვარ და რა შემიძლია, ხელის ერთი მოსმით, შემიძლია გაგანადგუროთ შენც, შენი სამეგობროც და შენი ოჯახიც , ამჯერად გპატიობ, მაგრამ მეორეჯერ უბრალოდ რომ გამომელაპარაკო კი არა, თვალიც რომ მოგკრა სადმე გპირდები , სანანებლად გაგიხდი საქმეს.
– დაამთვრე? მაშინ ჩემი ჯერია და შენც კარგად დაიმახსოვრე! წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ და რა შეგიძლია, მაგრამ ერთი იცოდე, ვინც არ უნდა იყო, ჩემთან ეგრე ლაპარაკის უფლებას არ მოგცემ, სულ არ მაინტერესებს რისი გამკეთებელი ხარ, რადგან ჩემთან მაინც არ გაგივა და მეტჯერ აღარ გაბედო და ჩემს ოჯახზე და მეგობრებზე აღარაფერი თქვა , თორემ სანანებლად მე გაგიხდი საქმეს და რაც შეეხება ჩვენ შემთხვევით შეხვედრას, მე თვითონ არ მინდა დაგინახო გასაგებია? და ესე ილაპარაკე იმასთნ , ვისთანაც გაგდის, ჩემთან მეორედ არა, ახლა გამატარე ,მაგვიანდება.
– გაგვიანდება? გოგო , შენ ეტყობა ვერ გაიგე რა გითხარი , მითხრა და მკავში წამავლო მთელი ძალით ხელი. თბილისში ბიჭი არ დადის, ვინც ჩემს სახელს პატივს არ სცემს და ვინც ჩემს ინტერესებს გადააბიჯებს, შენ ვინ ხარ, რომ ასე მელაპარაკები? ვერც ერთი ბიჭი ვერ გაბედავს ჩემთან დაპირსპირებას.
– ჰოდა, ეგენი არ ყოფილან კაცები და არ ვცემ მე ეგეთ ხალს პატივს, რომელთაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და შენნაირ თვითკმაყოფილ იდიოტებს ისვამენ თავზე, სხვა ბიჭებთან, კაცებთან, ან თუნდაც ქალებთან რა ურთიერთობა გაქვს მართლა არ მაინტერესებს, მაგრამ გიმეორებ, რომ ჩემთან ეგრე არ გაგივა, ახლა კი ხელი გამიშვი, მაგვიანდება და თუ კიდევ რამე გაქვს სათქმელი, იცი სადაც უნდა მნახო, თუ მაგას არ დაკმაყოფილდები, ტელეფონის ნომერსაც დაგიტოვებ, მაგრამ ალბათ ეგაც გაარკვიე უკვე.
– ჭკუიდან ხარ შეშლილი. ვერაფერი ვერ გაგაგებინე.
– უი, მეც ეგ ვიფიქრე რამდენიმე წამის წინ, რა დამთხვევაა არა? ხელი გამიშვითქო, გასაგებად არ ვთქვი?
– შენისთანა გოგოს ცხოვრებაში არ შევხვედრივარ, აღარ ვიცი როგორ დაგელაპარაკო, მაშინ ვეცდები წყნარად აგიხსნა, გუკასთნ იმიტომ არ მიჩხუბია, რომ გეია, თავისი ცხოვრებაა და რაც უნდა ის უქნია, უბრალოდ არ მიყვარს ხალხი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში დაუკითხავად ერევა და მაგან ზუსტად ეგ გააკეთა და შენ გაფრთხილებ , როგორც მის გულითად დამცველს, კრინტი არ დაძრას არავისთან, თორემ არც ერთს არ დაგაყენებთ კარგ დღეს. თუმცა შენ გეტყოდა უკვე. ხმა აუკანკალდა და ამის დასამალად მაშინვე გაჩუმდა.
– არა, არ უთქვამს.
– რატომ? შეეშინდა?
– არა, მე არ დავინტერესებულვარ, არ ვინტერესდები უცხო ადამიანების პირადით.
– მართლა არ გიკითხავს?
– არა, დედა დაგიფიცო? გითხარი არათქო და მორჩა, ახლა ხელი გამიშვი.
– კარგი, ასე იყოს, მაგრამ იცოდე სიტყვა, რომ დაგცდეთ ვინმესთან დღევანდელზე, არც ერთს არ გაცოცხლებთ. მაგრამ ხელს მაინც არ მიშვებდა, მისი მოშორება ვცადე, მოულოდნელად ვაჩემაც გამიშვა ხელი , მე წონასწორობა ვეღარ შევიკავე , ფეხი გადამიბრუნდა, წავიქეცი და ბორდიულს ჩამოვარტყი სახე. რამდენიმე წამი ვერ მივხვდი რა ხდებოდა, თვალები დამიმძიმდა, წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი.
– როგორ ხარ? მაპატიე, შემთხვევით მოხდა, მართლა გეუბნები ძალით არ მინდოდა. მომვარდა ვაჩე და წამოდგომაში დამეხმარა, მე წინააღმდეგობის გაწევის თავიც არ მქონდა და დახმარება ხმისამოუღბლად მივიღე, -როგორ ხარ? წამოდი საავადმყოფოში წაგიყვან, შეძლებ მანქანამდე წამოსვლას?
– არ მინდა, თავი დამანებე, ძლივს ამოვილუღლუღე და მისი ძლიერი მკლავებისგან გათავისუფლება ვცადე, მიუხედავად იმისა, რომ მეორედ წაქცევისგან ზუსტად ის მიცავდა.
– ვაიმე სისხლი მოგდის ცხვირიდან, დროზე საავადმყოფოში მივდივართ.
– სისხლი?? მე ცხვირისკენს წავიღე ხელი და როცა დავრწმუნდი, რომ მართლა სისხლი იყო, ლამის მეორედ წავიქეცი, მაგრამ ვაჩემ დამიჭირა.
– საკვირველია, გოგო, რომელსაც არაფრის წინაშე არ იხევს უკან, სისხლის ეშინია, მითხრა და ვიგრძენი, როგორ შეეცვალა ხმის ტემბრი, წეღანდელი ცივი და მუქარით სავსე კილო სადღაც გამქრალიყო და ამჯერად თბილი და მგრძნობიარე ხმით მესაუბრებოდა.
– ხელი გამიშვი, ვუთხარი მე როცა ვიგრძენი, რომ მიწაზე დამოუკიდებლადაც მყარად შევძლებდი დგომას, -არ მჭირდება შენი დახმარება, ნურც თავს დაიდანაშაულებ, შენი ბრალი არ იყო , რომ წავიქეცი, მე გადამიბრუნდა ფეხი. როგორც დილით ნახე, პრობლემებს ანდამატივით ვიზიდავ, ამაში ეხლაც დარწმუნდი. მე ჩემი გზით წავალ, შენ შენი გზით გააგრძელე სიარული, დარდი ნუ გექნება, გპირდები გუკას სიტყვა არ დასცდება, ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი, იმედია, აღარასდროს მოგვიწევს ერთმანეთთან შეხვედრა და თუ ეს მაინც მოხდა, უბრალოდ ისე ჩავუაროთ ერთმანეთს, როგორც აქამდე, თითქოს არ ვიცნობდით. კარგად იყავი. დავამთავრე საუბარი, ბოლოჯერ შევხედე ვაჩეს, რომელსაც თავი მარცხნივ გადაეხარა, გაოგნებული მისმენდა და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. მე ნელა შევბრუნდი და გაჩერებისკენ გავაგრძელე გზა, თუმცა ვაჩეს დაჟინებულ მზერას იქამდე ვგრძნობდი, ვიდრე ტაქსში არ ჩავჯექი.
უნივერსიტეტში ერთი კვირა ვეღარ მოვახერხე წასვლა, დალურჯებული სახის გამო, ოჯახთან კი ვთქვი, რომ უბრალოდ წავიქეცი, ისინიც ამას ძალიან მიჩვეულები, ხმის ამოუღბლად დამტრიალებდნენ თავზე, ვიდრე ერთ დილასაც დედა არ დამადგა თავზე.
– ნია, ადექი, აღარ გაქვს სახე დაურჯებული, ცოტა მაკიაჟს გაიკეტებ და აღარაფერი შეგეტყობა.
– კარგი დედა რა, ისევ დაიწყე ხო? არ მინდა მაკიჟი, თან არც ვიცი გაკეთება.
– შენ არ ინერვიულო, მე გაგიკეთებ, თაავი შემოყო ოთახში ჩემი ბავშვობის მეგობარმა, ადექი დროზე გადაივლე წყალი და მერე მე მოგხედავ.
– შენღა მაკლდი რა სრული ბედნიერებისთვის, ავბუზღუნდი მე, მაგრამ მაინც ანის ნებას დავყევი. დაახლოებით ერთ საათს მოუნდა ანი ჩემ მორთვა-მოკაზმვას.
– ანიი, იცოდე ისევ ნაძვის ხესავით რომ მომრთო, აღარ წავალ უნივერსიტეტში.
– ნუ ბურდღუნებ დაჭრილი დათვივით და ჩახედე სარკეში. მე ხმისამოუღებლად მივტრიალდი სარკისკენ და გაოცებულმა შევყვირე.
– ეე, რა მაგარია, არ მეტყობა ძალიან, რომ მაკიაჟი მაქვს, როგორი ბუნებრივი გამოვიდა ანი, მაგარი ხარ რაა.
– ეგ ვიცი, მაგრამ იმედია ისევ კედებით არ წახვალ, ერთი დღე მაინც ჩაიცვი გოგოსავით.
– კარგი, დღეს რასაც გინდა იმას ვიზამ, ვუთხარი მეგობარს ისე, რომ აღფრთოვანებული თვალები არ მომიშორებია სარკისთვის. გახარებული ანი ჩემს კარადას ეცა და გადამოქოთა ყველაფერი, ვიდრე ღია კრემისფერი მაქმანებიანი კაბა არ იპოვა.
– აი ამას ჩაიცვამ.
– უი, ეს კაბა სულ აღარ მახსოვდა, ნინომ ჩამომიტანა საფრანგეთიდან, კი ბატონო ჩავიცვამ.
– მაგრამ ფეხსაცმელზე და მოსაცმელზე რას იზამ? მითხრა დაღონებულმა ანიმ და კარადას კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი.
– ეგ მე ვიცი, ბოლომდე ხომ არ დავკარგავ ჩემს სტილს. გაბრძანდი ეხლა ჩემი ოთახიდან და დაგიძახებ. დიდხანს არ მიფიქრია რა უნდა ჩამეცვა, კაბა სწრაფად გადავიცვი , მოსაცლმელად ჯინსის ქურთუკი ავიღჩიე, ფეხზე კი დაბალქუსლიანი შუზი.
– დავამთავრე მე , შემოდი. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ ანი და დედაჩემი ერთად შემოცვივდნენ ოთახში და გაოგნებულები მიყურებდნენ. - რა იყო? არ მიხდება? გამოვიცვალო?
– ვაიმე, რა ლამაზი ხარ ნია, მითხრა დედამ თვალმოუშორებლად.
– მართლა ძალიან მოგიხდა, ქურთუკზეც კი აღარაფერს ვაბობ, შენი სტილია რა, არც მაკიაჟი გეტყობა.
– ხოდა დიდი მადლობა თქვენ, მაგრამ წავედი მე თორემ ჩემი სილამაზით ლექტორებს ვერ დავარწმუნებ, რომ ლექციაზე დაგვიენებით შემიშვან, ვთქვი და ოთახიდან ქარიშხალივით გამოვვარდი.
ვერ ვიტყვი, რომ იმ ერთი კვირის მანძილზე, რომელიც გავაცდინე, ვაჩეზე არ მიფიქრია. ხანდახან , ჩემდაუნებურად, გამიტაცედა ხოლმე მაასზე ფიქრი, ზუსტად მე თვითონაც არ ვიცი რას ვფიქრობდი, მგონი უფრო ვიხსენებდი და ვაანალიზებდი მომხდარს, ვიდრე ვფიქრობდი, თუმცა გონს როგორც კი მოვდიოდი, მაშინვე სხვა თემაზე ვიწყებდი ფიქრს.
საბედნიეროდ, უნივერსიტეტში აღარ დამგვიანებია, პირიქით, ადრეც მივედი და სეირნობით გავუყევი ეზოს. არავინ იყო, გარდა ერთი ბიჭისა, რომელიც ჩემკენ ზურგით იჯდა სკამზე და სავარაუდოდ წიგნს კითხულობდა, როდესაც გავუსწორდი, ცნოვისმოყვარეობამ მძლია და შევხედე, მართლაც კითხულობდა, მზერა წიგნიდან ნელ-ნელა მის სახეზე გადავიტანე და ლამის წავიქეცი , როცა ხელში ვაჩე შემრჩა. მას ჩემთვის არ შემოუხედავს, ვიფიქრე, ვერც დამინახათქო და სიარული განვაგრძე, რამდენიმე ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, რომ სტვენა მომესმა, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ვაჩეს გარდა არავინ იყო, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სწორედ ის უსტვენდა და მისი სტვენის ობიექტი მე ვიყავი. დიდხანს უსტვინა, მე კი შეგნებულად არ გავჩერებულვარ და დასახული მიმართულებით ვაგრძელებდი გზას.
– ეე.. იქნებ შემობრუნდე და ყურადღება მომაქციო. გავიგე მისი ბუბუნა ხმა. თუმცა ისევ არ შევტრიალებულვარ. -ეე.. გაჩერდი მეთქი არ გესმის? გაიმეორა მანც, ამჯერად უფრო მკაცრად, მე გზას განვაგრძობდი. -ნია , გაჩერდი ერთი წამით, გთხოვ. ამის გაგონებაზე, გავჩერდი და ნელა შევბრუნდი მისკენ, სკამიდან წამომდგარიყო და ჩემსკენ მოდიოდა, რამდენიმე წამში კი ჩემს წინ აისვეტა.
– რომ გეძახი , რატომ არ ჩერდები?
– როგორ არა, როგორც კი დამიძახე გავჩერდი.
– არა, რამდენჯერმე დაგიძახე და არ გაჩერდი.
– როგორც კი სახელით მომმართე გავჩერდი და მე შენი „ეე“ არ ვარ, ამასაც რომ თავი დავანებოთ, უცნობებს არ ველაპარაკები ხოლმე და მითუმეტეს , როდესაც ქუჩაში უსტვენენ , უკან არ ვიხედები. თუ დაგაკმაყოფილა პასუხმა, გზას განვაგრძობ. მე წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ვაჩემ მკლავში წამავლო ხელი.
– ერთ წამს რომ მომისმინო არ შეგიძლია? მითხრა მუდარის ტონით და ისეთი თვალებით შემომხედა რაღაცნაირად შემეცოდა, ეს დიდი შავი თვალები აღარ იყო მკაცრი, პირიქით, იმდენად თბილი გამოხედვა ჰქონდა, იმ წამს რომ გეკითხათ, გეტყოდით, ამაზე თბილი მზერა ცხოვრებაში არ მინახავსთქო.
– ისევ იმას იმეორებ? არ გინდა ხელი გამიშვა?
– უი, უკაცრავად. მან ხელი გამიშვა და სახეზე დამაკვირდა. -ვა, წინაზე რომ გნახე ბუნებრივად იყავი და რატომღაც გადავწყვიტე, რომ მაკიაჟს არ ხმარობდი.
– არც შემცდარხარ, არ ვხმარობ, მაგრამ ახლა დალურჯებული თვალი უნდა დამემალა როგორმე, მეტს ვეღარ გავაცდენდი უნივერსიტეტს. ვაჩე უხერხულად შეიშმუშნა და ხმა ვეღარ ამოიღო. -ნუ ნერვიულობ, უკვე გითხარი, რომ შენი ბრალი არაა და თავი არ დაიდანაშაულო.
– და ვინ გითხრა რომ ვიდანაშაულებ, საერთოდ არ მაინტერესებს თვალდალურჯებული ივლი , თუ თავგატეხილი, ჩემი საქმე არაა. მითხრა და ისევ ისეთი მკაცრი სახე გაუხდა, როგორითაც მე ვიცნობდი.
– დაგვიბრუნდა თვითკმაყოფილი ბიჭი, მე რამდენიმე წამი ისიც კი გავიფიქრე, იქრებ რეალურად სულაც არაა ცუდი ბიჭი და პირველი შთაბეჭდილება მცდარი იყოთქო, მაგრამ საბედნიეროდ არ შევმცდარვარ, ნამდვილად დამსახურებული იდიოტი ბრძანდები.
– და აბა რა გეგონა? სახლში მოგაკითხავდი დიდი თაიგულით ხელში, რომ პატიება მეთხოვნა? დიდი ბოდიში, მაგრამ გარეუბნებში არ დავდივარ.
– ღმერთმა დამიფაროს, შენნაირი სახლში შევუშვა, მაგაზე ფიქრიც კი არ გაბედო, ასე რომ ბარი-ბარში ვართ. მე ისევ წამოსვლა დავაპირე.
– არ გეშინია? მკითხა ვაჩემ მოულოდნელად.
– და შენ არ გეშინია?
– მე რისი უნდა მეშინოდეს? ცოტა დაიბნა, მაგრამ სწრაფად გამცა პასუხი.
– რავიცი, იმის რისიც მე უნდა მეშინოდეს.
– შენ ჩემი უნდა გეშინოდეს. მითხრა ამაყად და იმის იმედით, რომ ლაპარაკში მაჯობა თვალები გაუბრწყინდა.
– მართლა? აი შენ კი ჩემი უნდა გეშინოდეს.
– მე შენი რატომ უნდა მეშინოდეს? უარესად დაიბნა, მაგრამ მაინც არ ჩუმდებოდა.
– რატომაც მე უნდა მეშინოდეს შენი.
– მეხუმრები? ისეთი დაბნეული სახე ქონდა, ლამის სიცილი ამიტყდა , თავი ძლივს შევიკავე და იმავე ტონით ვუპასუხე.
– რამეზე მეტყობა , რომ ვხუმრობ? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ლექციაზე მაგვიანდება და თუ მაინცდამაინც საუბარი გინდა მოპირდაპირე ქუჩაზე ლამაზი ვარდისფერი შენობაა და იქ მიდი, გულთბილად მიგიღებენ და საერთო ნაცნობებსაც გამოგინახავენ.
– რა შენობაა? მკითხა უკვე იმდენად დაბნეულმა, რომ საუბრის ყველანაირი სურვილი ჰქონდა დაკარგული.
– საბავშვო ბაღი. ვუპასუხე მე და უნივერსიტეტში შევედი. ფანჯრიდან მაინც მოვკარი მის გამოსახულებას თვალი , ისევ იმავე პოზაში იდგა და როგორც ეტყობოდა, ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებდა. მე ნელა გავუყევი დერეფანს და ლიფტთან გავჩერდი.
– ნიაკო, დამელოდე რაა.. დამიძახა ნინომ და სირბილით მოქანდა ჩემთან. -რაზე ელაპარაკებოდი?
– ვის რაზე ველაპარაკებოდი?
– ვის და ვაჩეს, დაგინახეთ, რომ ლაპარაკობდით და მერე შენ უნივერსიტეტში შემოხვედი, ბიჭს ისეთი სახე ქონდა, ვიფიქრე მოჩვენება დაინახათქო.
– არა, უბრალოდ საათი მკითხა და ვუთხარი, არ ვიცითქო და ალბათ, მაგიტომ იდგა ისე გაოგნებული.
– ჰოო.. მართალი ხარ, გაუკვირდებოდა რომ არ უპასუხე, ყველა გოგო ხომ მაგისთვის გადადის ჭკუიდან.
– მაგრამ მე ყველა არ ვარ. ვუთხარი ნინოს სიცილით და ლიფტში შევედით.



...........
დაგიბრუნდით ახალი ისტორიით, დიდი იმედი მაქვს, ამასაც ისე შეიყვარებთ, როგორც წინა ისტორიებს, დიდი მადლობა თქვენ, იმ სითბოსთვის, რომელსაც იჩენთ ჩემს მიმართ



№1  offline წევრი miyvarxar1992

მაგარიაა. ძალიან მომეწონაა. ველი უკვე მოუთმენლად შემდეგ თავს. წარმატებებიი

 


№2  offline წევრი ჩუმა

ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე! შეუდარებელი ხარ <3

 


№3 სტუმარი tamuna

Magariaaaa

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აი ძალიან ძალიან მაგარია ძალიან მომეწონა... მალე დადე რა

 


№5 სტუმარი An

Dzaan magariii iyooo ^_^

 


№6  offline მოდერი bibo

Uf ra vafren shenze marwyvo alubalooo shokoado vashatamav

 


№7  offline წევრი Nini123456

ვგიჟდები შენზე და შენ ისტორიებზე შოკოლადო ძალიან მაგარია ველოდები შემდეგ თავს❤❤❤❤❤♥️♥️♥️❤️

 


№8  offline წევრი natia-natia

აუ უკვე ძაან მომწონს მალე დადე რა

ძაან მაგარი გოგოხარ ვგიჟდები შენს ისტოტიებზე ♥♥♥

 


№9 სტუმარი Ekusia

Vaimee ra magaria dzaan momewona male dade raa maviwydeba xolme ras vkitxulob

 


№10  offline წევრი S.likuna

ai dzaaand dzaaan magariaaa male dade shendegitavii :*

 


№11 სტუმარი Black

Iroo,momenatre<3magari ixo dzaan

 


№12  offline წევრი ირინა

miyvarxar1992
მაგარიაა. ძალიან მომეწონაა. ველი უკვე მოუთმენლად შემდეგ თავს. წარმატებებიი


didi madloba❤️❤️ davde ukve momdevno dzalian didi tavi da imedia aitcirteba male❤️

ჩუმა
ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე! შეუდარებელი ხარ <3


shen kidev dzalian pozitiuri da sul mixaria xolme sheni komentaris naxva❤️❤️

tamuna
Magariaaaa

❤️❤️❤️ didi madlobaa

ანი ანი
აი ძალიან ძალიან მაგარია ძალიან მომეწონა... მალე დადე რა


ani didi maxloba❤️ davde ukve da atvirtaven albat male

Black
Iroo,momenatre<3magari ixo dzaan


❤️❤️ mec momenatre))

natia-natia
აუ უკვე ძაან მომწონს მალე დადე რა

ძაან მაგარი გოგოხარ ვგიჟდები შენს ისტოტიებზე ♥♥♥


didi madloba ❤️❤️

Ekusia
Vaimee ra magaria dzaan momewona male dade raa maviwydeba xolme ras vkitxulob



davde ukve))

Nini123456
ვგიჟდები შენზე და შენ ისტორიებზე შოკოლადო ძალიან მაგარია ველოდები შემდეგ თავს❤❤❤❤❤♥️♥️♥️❤️



❤️❤️❤️❤️❤️❤️ uuuuuuuudidesi madloba

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

შთამბეჭდავი დასაწყისია ეგრევე რომ ჩაგითრევს თან რამხელა იყო უუჰჰ მალე დადე ახალი .

 


№14 სტუმარი Მირანდა

ძᲐლიან მომეწონა გთხოვ მალე დადეთ მეორე ნაწილ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent