შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კუზნეჩიკ, მიყვარხარ !!! (2)


27-03-2016, 00:03
ავტორი ირინა
ნანახია 7 012

გადიოდა დღეები..მე და ვაჩე ერთმანეთის ნახვის საშიშროებას მაინც ვერ ვიცილებდით თავიდან.თუმცა, არც ერთი არ ვიჩენდით საუბრის ინიიატივას, ან რა გასაკვირია, ჩვენ ხომ „მოსისხლე მტრები“ ვიყავით და თან ვთქვით, რომ შემთხვევით შეხვედრის შემთხვევაში, უბრალოდ ისე გაგვეგრძელებინა გზა, თითქოს, არ ვიცნობდით ერთმანეთს. ხან დერეფანში ვხვდებოდით , ხან ბუფეტში, რამდენჯერმე სავაჭრო ცენტრშიც, მაგრამ ყველაზე სასაცილო იყო , როდესაც უნივერსიტეტის მოპირდაპირე ქუჩაზე, ლამაზ, ვარდისფერ შენობასთან შევეჩეხე. ორივეს გაგვეღიმა, ლაპარაკის დაწყება კი ვერ გავბედეთ. გაბრაზებული აღარ ვიყავი, როგორც მზერაზე შევატყვე აღარც ის იყო ჩემზე ნაწყენი, მაგრამ ეს იდიოტი, სულელი სიამაყე, რომელიც წინ ნაბიჯის გადადგმის ყველანაირ შანსს გვისპობდა. ვიდექით ასე რამდენიმე წამით, ვუღიმოდით ერთმანეთს, შემდეგ კი გზან განვაგრძეთ.
არ ვიცი, კონკრეტულად რისი თქმა მინდოდა, სურვილი კი ძალიან დიდი იყო საუბრის. თუნდაც გვეკამათა, არ ქონდა მნიშვნელობა, მაგრამ დრო გადიოდა და არც ერთი ვიღებდით ხმას. იმ ღამით ვაჩე დამესიზმრა... ისევვ საბავშვო ბაღთან....

– ნიაკო.. შეიძლება?? კარზე დააკაკუნა ჩემმა ძმამ და იქამდე, სანამ პასუხს მოისმენდა, გაბურძგნული თავი შემოყო ოთახში. ზოგადად მეუბნებოდნენ, რომ 15 წლის ლაზარე ძალიან მგავდა იერით, მაგრამ მსგავსება მხოლოდ იერით შემოიფარგლებოდა. ჩემი ძმა ასაკთან შედარებით ზედმეტად მაღალი და მხარბეჭიანი იყო. ღია ფერის თმა მამისგან გამოყვა მემკვიდრეობით და რაც შეეხება პატარა, ლამაზ ცხვირს, რომელიც ასე მშურდა, წარმოდგენაც კი არ მაქვს საიდან ქონდა, ტუჩები ლამაზი მოყვანილობის ქონდა, აი კბილები კი პატარა, ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებული, სწორედ კბილების ასეთი წყობა მიგითითებდათ მის ნამდვილ წლოვანებაზე, არასდროს ლაპარაკობდა ბევრს, მაგრამ მისი ერთი სიტყვა საკმარისი იყო, რომ ყველა დამშვიდებულიყო. ყოველთვის მშვიდად მისმენდა და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, კარგ რჩევასაც მაძლევდა ხოლმე. ჩემი ვარაუდით, ჩემი და ჩემი ძმის მსგავსება სწორედ ხასიათიდან გამომდინარეობდა და არა ფიზიკური მონაცემებისგან, რადგან მე ლაზარესგან განსხვავებით, საშუალო სიმაღლის და პატარა მხრების პატრონი გახლდით. სამწუხაროდ, ჭარბი წონისკენ მიდრეკილება გენეტიკურად მერგო და ამიტომ, დაახლოებით 10 წლის ასაკიდან მოყოლებული წონის მკაცრი კონტროლი მიწევდა და ვთვლიდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბევრს ჭამდნენ და არ სუქდებოდნენ, ჯოჯოხეთში ექნებოდათ ადგილი გარანტირებული. თმა , როგორც დედა ამბობდა ბუმბულივით რბული და მსუბუქი მქონდა , ბავშვობიდან მოყოლებული გრძელ თმას ვატარებდი, მაგრამ ბოლო პერიოდში თმის სიგრძემ, წელის ქვემოთ ჩამოინაცვლა, ლაზარესგან განსხვავებით, კბილები ძალიან თეთრი და ერთმანეთზე მძივივით აწყობილი მქონდა და დიდ დროსაც ვახარჯავდი მათ მოვლას, აი ცხვირი კი სამწუხაროდ, არ მომწონდა, პატარა, ლამაზ ცხვირს მოცუცქნული კეხი „მიმშვენებდა“, რომელიც ტრამვის დროს მივიღე, ყველა მეუბენოდა, რომ მიხდებოდა, მაგრამ მე ხომ სრულყოფილებისკენ მივილტვოდი, ამიტომ არანაირად არ მომწონდა. სიმართლე რომ ითქვას, ზედმეტად მომთხოვნი და მკაცრი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ, ყველაფერს ვეჭიდებოდი, რისი შეცვლაც უკეთესობისკენ შემეძლო. ერთადერთი რაც მომწონდა და რისი შეცვლაც არასდროს მდომებია, იყო თვალები. ნუშის ფორმის ჭაობისფერი თვალები მქონდა და ყოველთვის კომპლიმენტს ვისმენდი, როცა ვიღაც 2 წამზე დიდხანსდამაკვირდებოდა ხოლმე მზერაზე.
შეიძლება მე და ლაზარე მართლაც ვგავდით ერთმანეთს რაღაცით, მაგრამ ეს რაღაც, ნამდვილად არ ყოფილა ძილის სიყვარული. მე გვიანობამდე შემეძლო ძილი (ამაში გვიან დანიშნული ლექციების მიწყობდა ხელს), აი ჩემი ძმა კი , არასდროს აცილებდა 8 საათს, თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს სკოლის გამო ხდებოდა, მაგრამ როცა ყოველ უქმეზე არ ეზარებოდა დილა უთენია ხმამაღლა ლაპარაკი, ტელევიზორის ყურება , ან ეზოში კალათბურთის თამაში, დავრწმუნდი, რომ უბრალოდ უყვარდა ადრე ადგომა. არც ეს დილა აღმოჩნდა გამონაკლისი და როცა მისი გაბურძგნული თავი დავინახე ჩემს ოთახში, ხმის ამოღების ნაცვლად, შევუბღვირე.
– აუ ნია, ჩამეძინა..
– ღმერთო ჩემო, გილოცავ ლაზარე, კიდევ ბევრჯერ ჩაგძინებოდეს, სხვანაირად ვერ გაიგებ ცხოვრების სიტკბოს. მე გვერდი ვიცვალე ძილის შესაბრუნებლად, მაგრამ ვინ მაცადა.
– გთხოვ რა, სკოლაში წამიყვანე რა.
– კი , ავდგები ახლავე, მიდი შენ მანამდე ვირები გამოაყენე, ჩოჩორზე მე ვჯდები დაგასწარი.
– ოო.. რას დამცინი, წამიყვან თუ აარა?
– და მე რომ პრავა არ ამეღო რა უნდა გექნა?
– მართვის მოწმობა ქვია ნია მაგას და არა „პრავა“. შემოვიდა ოთახში დედაც.
– შენ აკლდი სრულ ბედნიერებას და აჰა, ახლა თავს სრულიად ბედნიერად ვგრძნობ. არ შეგიძლიათ ერთი დილა მაინც დამაძინოთ?
– არ გესწავლა გუშინ გვიანობამდე და გეყოფოდა ძილი. წაილუღლუღა ჩემმა ძმამ და დედას ამოეფარა, მაგრამ ერთი თავით მაღალი აღმოჩნდა.
– ოჰ, კუმ ფეხი გამოყო რა.. წადი დამანებე თავი.
– მიდი, წაიყვანე ბავშვი სკოლაში მალე, დააგავიანდება. მითხრა დედამ მკაცრი ტონით და ჩვეული სისწრაფით გადამხადა საბანი.
– ერთი ეგაა ბავშვი და მეორე მე ჩინეთის პრინცესა. ვერ ეტავა ჩემს მანქანაში და რა გავაკეთო, უჭერს დედა, უჭერს. ერთი თვეა რაც ავიღე პრავა და ჩემი ინტერესებისთვის არც ერთხელ ვმჯდარვარ საჭესთან. ამან სკოლაო, იმან ბაზარიო, მამაჩემმა ხან რა, ხან რაო... არანორმალურების ოჯახში ვარ რა. ავდგები ახლავე, თუ გახვალთ. ავბუზღუნდი მე და ჩემების ოთახიდან გასვლისთანავე საწოლიდან წამოვხტი. ფანჯარაში გავიხედე, ნაცრისფერი ცა სატირლად იყო მომზადებული, დღითიდღე უკანასნელი იმედიც აკლდებოდა , მზის სხივების სახით. ოქტომბერის ოქროს ხანაც იწურებოდა ნელ-ნელა .... მე ასეთი ამინდის დანახვაზე რატომღაც კარგ განწყობაზე დავდექი, სწაფად გადავიცვი საწოლზე მიგდებული ჯინსი და სვიტერი და ავტოფარეხისკენკენ გავქანდი. ისე მომინდა უცებ უნივერსიტეტში, გადავწყვიტე , რომ ცოტა ადრე წავსულიყავი და მივიყვანე თუ არა ჩემი ძმა სკოლაში მაშინვე სახლში დავბრუნდი, დაახლოებით 1 საათში კი უკვე სასწავლებლისკენ მივქროდი.

თითქმის ერთი თვე გავიდა , მას შემდეგ რაც ვაჩესთან ვიკამათე. ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. თავიდან უხერხულობის გრძნობა მქონდა , რომ გამარჯობასაც კი არ ვებუნებოდი, მაგრამ მერე თანდათან შევეჩვიე ამ სიტუაციას და მალე აღარანაირ დაძაბულობას აღარ ვგრძნობდი მასთან შემთხვევით შეჯახებისას. არაც ეს დილა ყოფილა გამონაკლისი. როდესაც უნივერსიტეტში მივედი და მანქანა გავაჩერე, წვიმაც ზუსტად მაშინ დაიწყო, საათს შევხედე, ლექციამდე თითქმის ერთი საათი იყო დარჩენილი და გად გავწყვიტე წვიმის გადაღებას მანქანაში დავლოდებოდი, მუსიკას ხმა ოდნავ ავუწიე და გადავინაცვლე ფიქრების მტრედისფერ სამყაროში, ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი გარე სამყაროს მოწყვეტილი, მაგრამ მყუდროება მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმამ დამირღვია. უნებურად გავიხედე ფანჯარაში და ჩემ გვერდით ვაჩეს მანქანა იდგა და ფანჯრიდან მიყურებდა, ისეთი სევდიანი თვალები ჰქონდა, ჯერ არასდროს მენახა ისეთი დადარდიანებული ვაჩე.
რამდენიმე წამი მიყურებდა, შემდეგ კი გააღო მანქანის კარი, კაპიუშონი წამოიფარა და უნივერსიტეტის კარს მიღმა გაუჩინარდა. გარეთ გავიხედე, ისე ძალიან აღარ წვიმდა, თუმცა გადავწყვიტე ცოტახნით მაინც დავრჩენილიყავი მანქანაში, მაგრამ ჩემი ასეთი გადაწყვეტილების არსს ბოლომდე მე თვითონაც ვერ ვწვდებოდი.
დაახლოებით ნახევარ საათში მეც გადავწყვიტე უნივერსიტეტში შესვლა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ იქ არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ გამხვევდა შარში. როგორც კი შევედი, მისაღებში საცოდავად აყუდებულ გუკას მოვკარი თვალი რამდენიმე ბიჭის გარემოცვაში. მის წინ მჯდარი მაშინვე ვიცანი, ვაჩე იყო , დანარჩენები კი ფეხზე იდგნენ და სახეზე დამცინავი გამომეტყველება დასთამაშებდათ. ვაჩე ჩემგან ზურგით იჯდა და ვერ დამინახა, როგორ შევედი და შესაბამისად, არც ის იცოდა, რომ მათ საუბარს ვისმენდი.
– მე შენ რა გაგაფრთხილე?-გაისმა მოულოდნელად მისი მკაცრი ხმა და დავინახე, როგორ აუკანკალდა გუკას ნიკაპი. -ხომ გითხარი თუ წამოგცდება ვინმესთან არ გაცოცხლებ მეთქი. რატომ ცდი ჩემს მოთმინებას?
– იცი ვაჩე, შემთხვევით წამომცდა. -წაიბლუყუნა გუკამ და ნერვიულობისგან ამჯერად მხრებიც აუკანკალდა.
– შემთხვევით... გაიგეთ ბიჭებო რა თქვა? და რა მოსდით ისეთ ბიჭებს , რომლებიც ენას ვერ აჩერებენ და იმაზე ლაპარაკობენ რაც არ ეკითხებათ? -გადახედა ვაჩემ ბიჭებს და პასუხის მოლოდინში გაისუსა.
– ჭკუას ასწავლიან , რომ მეორედ აღარ იტლიკინოს. -თქვა ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად ერთ-ერთმა იქ მყოფმა, რომელიც ფიზიკური მონაცემებით აშკარად ყველაზე კარგი იყო.
– გაიგე ჩემო გუკა, რა თქვა ჩვენმა მეგობარმა?- თქვა ვაჩემ, ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და გუკას წინ აისვეტა. რამდენიმე წამი უყურა და შემდეგ კითხვა გაუმეორა. -გაიგეთქო ბიჭო? - კითხვის დამთავრებისთანავე თავში წამოარტყა. მე ვატყობდი როგორ ამევსო მოთმინების ფიალა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ვაჩეზე არ ვბრაზობდი. ნერვები მეშლებოდა გუკაზე, რომელმაც ვერ მოახერხა ენის გაჩერება და ჩემ თავზეც, რომ ვერ შევასრულე დანაპირები.- ვაა... ჩვენი კუზნეჩიკიც მობრძანებულა. ჩაიცინა ვაჩემ და ზიზღიანი მზერა უკვე ჩემზე გადმოიტანა. მე პასუხის დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ტელეფონის ზარმა შემიშალა ხელი.
– გისმენთ.. ვუპასუხე ისე, რომ ვაჩესთვის და გუკასთვის თვალი არ მომიშორებია.
– გამარჯობა, ნია ბრძანდებით? მკითხა ქალის ზედმეტად მზრუნველმა ხმამ და ვიგრძენი, როგორ დაიძაბა ჩემი სხეული.
– დიახ, მე ვარ. რა ხდება?
– საავადმყოფოდან გაწუხებთ, გვინდოდა დაგვეზუსტებინა იცნობთ თუ არა ლელა ილურიძეს? ამჯერად დაძაბულობა კანკალმა შეცვალა და ძლივს გასაგონად ვუპასუხე.
– დიახ, დედაჩემია, რა ხდება აღარ მეტყვით?
– სამწუხაროდ, ნახევარი საათის წინ მოყვა ავარიაში. საჭესთან თვითონ იჯდა, გვერდით მამაკაცი ეჯდა, მაგრამ მას არც საბუთები ჰქონდა და არც ტელეფონი, რომ ვინაობა დაგვედგინა... უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი.
– მამაჩემი იქნება, ზურა ოგბაიძე. ახლა ხომ კარგად არიან? რომელ საავადმყოფოში ხართ?
– თუ შეძლება, პირადად მობრძანდით და აქ დეტალურად აგიხსნით საქმის ვითარებას. მან მისამართი ჩამაწერინა და სანამ კიდევ რამეს ვკითხავდი ტელეფონი გამითიშა.
ვეღარაფერს ვაკეთებდი , ათასი ფიქრი ირეოდა ერთმანეთში და ჭიანჭველებივით დაფუსფუსებდა ჩემს გონებაში. როგორ არ მინდოდა, რომ ცუდზე მეფიქრა... „ყველაფერი კარგად იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“... ვიმეორებდი სულელივით, ნაბიჯის გადადგმას კი მაინც ვერ ვახერხებდი, თითქოს ადგილზე მივიყინე.. ვგრძნობდი, როგორ ტრიალებდა გარშემო ყველაფერი, გულისრევის შეგრძნება და თავის საშინელი ტკივილი ერთდროულად მოსვენაბას აღარ მაძლევდა, „რა გავაკეთო, ღმერთო, როგორ მოვიქცე“...
– კუზნეჩიკ, რა ხდება? რამე ცუდი მოხდა? მომიახლოვდა ვაჩე და ისეთი საცოდავი სახით მიყურებდა თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი კი არა მთელი ხმით ღრიალი ამიტყდა.
– ჩემი მშობლებიი...... ვბღაოდი მე, მაგრამ მეტს ვერაფერს ვამბობდი. ყველა ჩემ გარშემო შემოკრებილიყოდა ინტერესით და თანაგრძნობით სავსე თვალებით მიყურებდნენ, მაგრამ ლაპარაკს ვაჩეს გარდა ვერავინ ბედავდა.
– რა მოხდა, რა მოუვიდათ შენს მშობლებს? მითხარი, იქნებ დაგეხმარო რამით. უცებ ტირილი შევწყვიტე, ჩემი ძმა გამახსენდა და მივხვდი, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყაავი.
– არ მინდა დახმარება, ყველაფერი კარგად იქნება, ვთქვი და სწრაფად გამოვქანდი გარეთ. -ლაზარე სად ხარ? მისმინე, არ ინერვიულო ახლა, დედა და მამა ავარიაში მოყვნენ, მე საავადმყოფოში მივდივარ უკვე და შენ გააჩერე ტაქსი და წამოდი, არ ინერვიულო არაფერზე. მისამართი ჩავაწერინე და მანქანაში ჩავჯექი. თითქოს, ყველანაირი ნერვიულობა მომეხსნა, ვიცოდი, რომ იმ მომენტში ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, ისევ ფიქრებმა წამართვა თავი და გონს რომ მოვედი, მთავარ გზატკეცილზე ვიყავი და მთელი სისწრაფით მივქროდი საავადმყოფოსკენ, იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა..


– გამარჯობა, მე ლელა ილურიძის ქალიშვილი ვარ, დაახლოებით ერთი საათის წინ გადმოიყვანეს საავადმყოფოში, ავარიის გამო, მამასთან ერთად და რომელ პალატაში არიან? მიმღებში მჯდომმა ქალმა სევდიანად შემომხედა , შემდეგ კი ტელეფონის ყურმილი აიღო.
– ალო, ავარიის თაობაზე მოვიდნენ და ამოვიყვანო?.. რამდენი წამი ქალს ყუთან ჰქონდა ტელეფონი, შემდეგ კი დადო და ისევ მე შემომხედა. -აქ მოიცადეთ თუ შეიძლება, პატრულის თანამშრომელი ახლავე ჩამოვა და აგიხსნით ყველაფერს. მას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მაღალი, საპატრულო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი აისვვეტა მიმღებთან.
– აბა ვინ არის ავარიის თაობაზე მოსული?
– მე ვარ, ჩემი მშობლები მოყვნენ ავარიაში.
– აა თქვენ ნია ხართ? თქვენთან ჰქონდა ბოლოს დარეკილი დედათქვენს და მაგიტომაც დაგიკავშირდით. და დარწმუნებული ხართ, რომ მის გვერდზე მჯდომი მამაკაცი მამათქვენი იყო? არც საბუთები ჰქონდა თან, არც ტელეფონი.
– დიახ , დედამ რომ დამირეკა, სოფელში მიდიოდა მამასთან ერთად, უკვე გზაში იყვნენ და გამაფრთხილა გასაღები მეზობელთან დავტოვეო, მამას ალბათ, საბუთები დარჩა სახლში და მაგიტომაც იჯდა დედა საჭესთან.
– თუ შეიძლება, მამათქენის სახელი და გვარიც ჩაგვაწერინეთ.
– ზურაბ ოგბაიძე, რა ხდება აღარ მეტყვით? სად არიან, ნახვა მინდა, ან როგორ არიან, წამიყვანეთ პალატაში.
– გოგონა, სამწუხაროდ თქვენი მშობლები გარდაიცვალნენ, დედა ადგილზე დაიღუპა, მამა კი საავადმყოფოში მოყვანის თანავე. თუ შეიძლება წამომყევით, მიცვალებულები უნდა ამოიცნოთ და საბუთებზე ხელი მოგვიწეროთ, ავარია მოხდა..... მე უკვე აღარ მესმოდა არაფერი, ამჯერად აღარ იყო კარგად აღარაფერი. -თუ შეიძლება გამაგრდით, ძლიერი უნდა იყოთ, ეს სტრესი რომ გადაიტანოთ. მითხარით, თქვენ გარდა შვილი კიდევ ჰყავდათ მიცვალებულებს?? „მიცვალებულებს“... „მიცვალებულებს“... მიტრიალებდა თავში, მაგრამ ფიქრს მაინც ვერ ვახერხებდი.
– კი, ძმა მყავს, მოვა მალე. ჩემდაუნებურად ვთქვი და ისევ შავ ფიქრებს მივეცი თავი.
– ჰოდა, ძმის ხათრით მაინც აიყვანეთ თავი ხელში. თქვენი გვერდში დგომა სჭირდება. მისმა სიტყვებმა თითქოს, გონზე მომიყვანა, სადღაც, ძალიან ძალიან ღრმად ჩავმარხე ჩემში ის წყეული სიმწარე და ტკივილი , რომელსაც განვიცდიდი და პატრულის თანამშრომელს ავხედე.
– თუ შეიძლება, ეგ ბანალური თანაგრძნობის სიტყვები თქვენთვის შეინახეთ და წამიყვანეთ, სადაც მიგყავდით მიცვალებულების ამოსაცნობად ხომ? ისეთი ცინიკური სახით წარმოვთქვი ბოლო სიტყვები, რომ ჩემი თავი შემეზიზღა, მერჩივნა იმ წამს მიწა გამსკდომოდა, მაგრამ ვიცოდი, ერთხელ მაინც რომ დავსევდიანებულიყავი, იქ დამთავრდებოდა ჩემი სიძლიერე , რადგან სევდა და ტკივილი მთლიანად წამლეკავდა, ჩემი ძმა კი სულ მარტო დარჩებოდა. -დიდხანს უნდა მიყუროთ კიდევ პირდაღეებულმა? წამიყვანეთთქო. გაოგნებული თანამშრომელი ხმისამოუღებლად შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ლიფტისკენ, მეც მივყვებოდი და ვგრძნობდი, რომ გულის ცემა ფეხის ნაბიჯებზე უფრო გამაყრუებლად ისმოდა. რამდენიმე წუთში, რაღაც დიდ ოთახში შემიყვანეს და ორ მაგიდასთან გამაჩერეს, რომლებსაც თავზე თეთრი ზეწრები ჰქონდათ გადაფარებული, პატრულის თანამშრომელმა ერთდროულად გადახადა ზეწრები. მე თავი ვეღარ შევიკავე , სიმწრისგან ვკიოდი, ხმა რომ ჩამიწყდა შემდეგ ვხრიალებდი. შემდეგ ნელ-ნელა, ჩემი თვალებიც იმ ოთახივით ჩამობნელდა, ყველაფერი დატრიალდა, ჩემი მშობლების გალურჯებული სახეები ჩემს გარშომო ტრიალებდა, ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ მიწა, მოულოდნელად მწვავე ტკივილი ვიგრძენი საფეთქელთან და გავითიშე.
გონზე საავადმყოფოს პალატაში მოვედი. თავი მისკდებოდა, ისე მტკიოდა, უცებ ყველაფერი გამახსენდა და სწარფად წამოვხტი , მაგრამ ისევ თავბრუ დამეხვა და წავიქცეოდი , ექთანს რომ არ დავეჭირე.
– რა მოხდა? აქ რაატომ ვარ?
– როდესაც თქვენი მშობლების ამოსაცნობად შეგიყვანეს, თავბრუ დაგეხვათ , თავი მაგიდას ჩამოარტყით და ნაკერების დადება მოგვიხდა.
– რამდენი ხანია გათიშული ვარ?
– ალბათ ნახევარი საათი .
– ჩემი ძმა არ მოსულა?
– არა, არ მოსულა. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ექთანს, რომ ტელეფონი აწკრიალდა.
– სად დევს ჩემი ჩანთა? ექთანი ხმისამოუღებლად შებრუნდა და ჩანთა მომიტანა. მე ტელეფონი ამოვიღე. ლაზარე რეკავდა.. უარესად ავნერვიულდი, მაგრამ უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე.
– ლაზარე, მოხვედი?
– ჰო, მისაღებში ვდგავარ, სად ხარ? ხმა უკანკალებდა.
– 2 წამში მანდ ვარ, არსად წახვიდე. რამდენიმე წამში მართლაც მისაღებში ვიყავი უკვე და ჩემს ძმას ვეძებდი. შემოსასვლელთან იდგა და პატრულის თანამშრომელს ესაუბრებოდა, გული ისე ამიჩქარდა, მეგონა მთელ საავადმყოფოს ესმოდა მისი ხმა, ძლივს მივაღწიე ლაზარემდე. როდესაც ჩემთვის უკვე ნაცნობმა თანამშრომელმა დამინახა, თავი დაგვიკრა ორივეს და წავიდა.
– ლაზარე, დედა და მამა... სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი, სულ დამავიწყდა ის ტკივილი , რასაც მე ვგრძნობდი, ოღონდ ჩემი ძმა ყოფილიყო კარგად, ოღონდ როგორმე ისე ამეხსნა, რომ არ ეტირა.. -დედა და მამა....
– ვიცი, მითხრა იმ პატრულმა უკვე.. შენ როგორ ხარ? თავი როგორ გაქვს? შემომხედა და დაბინტულ ჭრილობაზეე მომისვა ხელი. ხმას ვეღარ ვიღებდი, ცრემლებმა თავისით მონახეს გზა და ავტირდი. მე უნდა დამემშვიდებინა და ეს მამშვიდებდა, როდის მოასწრო ასე გაზრდა და გაძლიერება, „ღმერთო, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო“... -ნია, დამშვიდდი, ახლა უნდა გავძლიერდეთ, რომ ერთმანეთი გავიტანოთ. გეხვეწები გამაგრდი რა... მითხრა ლაზარემ და ჩამეხუტა, ვგრძნობდი, ისიც ტიროდა, მაგრამ თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი, უბრალოდ რაც ძალა მქონდა ვეხუტებოდი და მის გულის ცემას ვუსმენდი.
– ნია, შემომხედე, შემპირდი, რომ აღარ იტირებ და ძლიერი იქნები, შენ თუ ინერვიულებ, მეც ვეღარ შევიკავებ თავს და ვერ გადავიტანთ ამ ყველაფერს. მე ლაზარეს შევხედე, ვერ ვიცანი, თითქოს, ცხოვრებისგან მრავალჯერ გაწამებული, წუთისოფლის სისასტიკეს შეჩვეული კაცი მედგა წინ და ის მელაპარაკებოდა, გული მომიკვდა, მაგრამ, ვიცოდი, რომ სხვა გზა მართლა არ გვქონდა და ისიც ვიცოდი, რომ იმ წამს ტირილით ვერაფერს შევცვლიდი, სიძლიერით კი ლაზარესაც გავამხნევებდი.
– გპირდები, რომ აღარ ვიტირებ და ერთად გადავიტანთ ამ საშინელებას.
– კარგი გოგო ხარ, მიდი ახლა შენ მამუკასთან გადარეკე, მე ჩვენებს დავურეკავ, თან ის პატრულის თანამშრომელიც უნდა ვნახო, რაღაცები უნდა გკითხოვო. მითხრა და წავიდა, მაგრამ უცებ მობრუნდა, შუბლზე მაკოცა , გამიღიმა და ისევ გააგრძელა გზა. ძალა მომეცა, მისმა ღიმილმა ფრთები შემასხა, დამაჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.. ვიცოდი, რომ ეს სისულელე იყო, რომ კარგად ააღარაფერი იქნებოდა, მაგრამ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო, ჰოდა მეც მოვეჭიდე, ჩემი ძმის ღიმილი ერთადერთი იმედიღა იყო ჩემთვის და ძლიერად ჩავჭიდე ხელები, იმ იმედით, რომ ოდესმე კიდევ ვნახავდი გულიანად მოცინარს.
ტელეფონს დავხედე და მამუკას ნომრის ძებნა დავიწყე. მამუკა მამას საუკეთესო მეგობარი იყო და ხშირადაც გვსტუმრობდა ხოლმე მეუღლესთან ერთად. როგორც მამა ამბობდა, ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვისიც სჯეროდა და ვისაც გულწრფელად უყვარდა თავის ოჯახთან ერთად. მეც გამორჩეულად მიყვარდა ეს დიდი, კეთილი მზერისა და თბილი ღიმილის მქონე კაცი. სიმთვრალეში კი ხშირად მიყვებოდა, როგორ დაუმეგობრდა მამას და როგორ გადაუტჩსა მამას წყალობით გაუბედურებას და გალოთებას. მეც მამის საქციელით ამაყს, არასდროს მეზარებოდა მათი მოსმენა და ყოველთვის გაბრწყინებული ველოდი, როდის დალევდნენ და დაიწყებდნენ ამ ამბის განხილვას. თურმე ერთმანეთი 26 წლის წინ გაიცნეს ჯარში. მამა მაშინაც თავშეკავებული და სერიოზული ყოფილა, აი , რაც შეეხება მამუკას, ზედმეტად ყვარებია სმა და შემდეგ ფულის სხვადასხვა თამაშებში წაგება, მამა ამის გამო სულ ეჩხუბებოდა, მაგრამ მამუკა მაინც თავისას განაგრძობდა. მას ჯარი მამაზე ნახევარი წლით ადრე დაუმთავრებია და სანამ მამა თბილისში დაბრუნდებოდა დაოჯახებაც მოუსწრია და როგორც წერილებიდან იუწყებოდა, მისი მეუღლე ორსულადაც ყოფილა. როდესაც მამა ჯარიდან დაბრუნდა და მამუკასთან მივიდა სახლში, მასპინძელმა უთხრა, რომ დიდი თანხა წაუგია ვიღაც ქურდთან და სახლის გაყიდვა მოუხდა, ვალი რომ გადაეხადა, თორემ მოკვლით ემუქრებოდნენო. თავისი ორსული ცოლი მშობლებთან დააბრუნა, თვითონ კი დადის ქუჩა-ქუჩა და ლოთობსო. დიდი ხნის ძებნის შემდეგ მამას უპოვნია ჯარის მეგობარი, მაგრამ გულთბილი ჩახუტების ნაცვლად გულთბილი მუშტები უძგერებია სახეში, მხოლოდ ამის შემდეგ წაიყვანა სახლში, მოაწესრიგა, თავისთან დააწყებინა ცხოვრება და მუშაობა . დაახლოებით 2 თვეში კი, როდესაც ცოტა ფეხზე წამოდგა, წაიყვანა თავის ცოლთან უზარმაზარი ვარდების თაიგულით და პატიება სთხოვა, რამდენიმე ვიზიტის შემგომ მეუღლე შერიგებაზე დაიყოლია, ჯობს ბავშვი მამასთან გაიზარდოსო, მაგრამ სახლის უქონლობის გამო თავს იკავებდა, ამ დროს ისევ ჩემმა სერიოზულმა და გულკეთილმა მამიკომ, შესთავაზა საკუთარი სახლი საცხოვრებლად, -ჯერ მაინც მარტო ვცხოვრობ და არ შემიშლით ხელს , თან მირჩევნია, ეს ბედოვლათი გვერდით მყავდეს, რომ ისევ არ წავიდეს ხელიდანო. ასე ცხოვრობდნენ, მალე მამუკას ვაჟი შეეძინა, გამოსწორდა, აღარც სვამდა, საკმაო თანხაც მოაგროვა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო ნელ-ნელა. მამამ კი ამასობაში დედაზე იქორწინა და მამუკამ გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა ჩვენი სახლი, მაგრამ თბილისში დარჩენას, საზღვარგარეთ წასვლა ამჯობინა. მამასაც ბლომად ფული დაუმატებია, რომ პირველ ხანებში თავის გატანა არ გასჭირვებოდა ოჯახთან ერთად.
საბედნიეროდ, მამუკას საქმეები კარგად აეწყო და რამდენიმე წელიწადში ამერიკის ბიზნესში მყარად მოიკიდა ფეხი, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი მისმა ბიზნესმა უფრო წინ წაიწია და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი კაცი გახდა. ხშირად უწევდა საზღვარგარეთ სიარული, მაგრამ სამშობლოში დააბრუნებისთანავე , პირველ რიგში ჩვენთან მოდიოდა და გადმოაბიჯებდა, თუ არა კარის ზღურბლს იქვე სხვა ადამიანად იქცეოდა, უბრალო, მხიარულ, კეთილ მეგობრად, რომელიც მზად იყო მამასთვის სიცოცხლეც კი დაეთმო. ბევრჯერ შეუთავაზებია მშობლებისთვის, რამე ბიზნესს დაგაწყებინებთ, ან ჩემთან იმუშავეთო, მაგრამ მამა არ თანხმდებოდა,- შენ ჩემი მეგობარი იმიტომ არ ხარ, რომ მილიონები გაქვს, მაგრამ როგორც კი ფული ჩაერევა ჩვენს მეგობრობაში, მაშინვე გაჩნდება პრობლემა და თან არაფერი მიჭირს საიმისოდ, ჯერ რომ სამსახური შევიცვალოვო. მართალია, ცოტა ფული მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერი კაცი ვარ, ჩემი ოჯახით და შენნაირი მეგობრითო. ასე ამთავრებდნენ ფულზე საუბარს და იწყებდნენ დაუსრულებელი ისტორიების განხილვას.
მამუკამ ერთხელ წამიყვანა თავისთან, თავი ზღაპარში მეგონა, იმდენად დიდი და ლამაზი სახლი იყო, მაგრამ იშვიათად რჩებოდა იქ. ოჯახი ისევ ამერიკაში ყავდა, თბილისში კი სულ ჩვენთან იყო ხოლმე, მამა ეხუმრებოდა კიდეც, სანამ არ გაგაგდებ ვერ მოგიშორებო. მამუკა კი პასუხობდა , რომ მერეც ვერ მოიშორებდა. სულ მეუბნებოდა, რომ თავისი ვაჟი უნდა გაეცნო ჩემთვის, მხოლოდ 2 წლით იყო ჩემზე დიდი, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა, რადგან ამერიკაში სწავლობდა. მისი ბოლო ვიზიტისას კი გავიგე , რომ ჩამოსულა და თბილისსში დაუწყია სწავლა, თან წყალბურთელიც ყოფილა და ახლო მომავალში აპირებდა ჩვენთან სტუმრობას.
მამუკასი განსაკუთრებით ხმა მომწონდა, ისეთი თბილი და ბუბუნა ხმა ჰქონდა, მაშინვე სითბო მეღვრებოდა ხოლმე მთელს სხეულში. ამჯერადაც ასე მოხდა, მისი ხმის გაგონებისთნავე დავმშვიდდი...
– ალო, მამუკა ბიძია გამარჯობა.
– ვაა.. ნიაკო, შვილო. როგორ ხარ? როგორ მოხდა, რომ გაგახსენდი.
– მამუკა ბიძია, დედა და მამა... ამ დილას ავარიაში მოყვნენ და.. საუბარი ვეღარ გავაგრძელე, ხმა ამიკანკალდა.
– მერეე? როგორ არიან ახლა? სამწუხაროდ მამუკას ჩემზე მეტად აკანკალდა და მისი ბუბუნა ტემბრი , შიშმა და მოუთმენლობამ შეცვალა, დარწმუნებული ვიყავი მალე რომ არ მეპასუხა, ატირდებოდა კიდეც.
– ორივე დაიღუპა.. მიშველეთ, არ ვიცი როგორ მოვიქცე... ტირილი ვეღარ შევიკავე, თან გარშემო ვიხედებოდი, რომ ლაზარეს არ დავენახე... მაგრამ მისი ხმა აღარ მესმოდა და რამდენიმე წამში ტელეფონი გამითიშა. მე გაოგნებულს, აღარ ვიცოდი რა მექნა, წინდა უკან ბოლთს ვცემდი, მაგრამ მამუკამ ისევ დამირეკა. ნამტირალევი ხმა ჰქონდა.
– ნია, სად ხარ მითხარი და 5 წუთში მანდ გავჩნდები. მე ყველაფერი ავუხსენი და ლაზარეს მოსაძებნად წავედი.

ჩემი ძმა ეზოში დამხვდა. დანაღვლიანებულს თავი ჰქონდა ჩაქინდრული და ისეთი საცოდავი სახით ამოიხედებოდა ხოლმე, უცნობიც კი მაშივნე მიხვდებოდა, რომ რაღაც ტრაგედია შეემთხვა. მოულოდნელად მის წინ მანქანა გაჩერდა , ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი ღრიალით გადმოცვივდნენ და ლაზარეს ჩამოეკიდნენ კისერზე. ძნელი გასარჩევი იყო რას ლაპარაკობდნენ, შემდეგ ხელები გაუშვეს და საავადმყოფოსკენ შემობრუნდნენ და მე დამინახეს, ამჯერად ჩემკენ გამოცვივდნენ წივილ-კივილით. სანამ შტურმით მოახერხებდნენ ჩემი უკანასკნელი ნებისყოფის აღებას, ჩემს ძმას მოვკარი თვალი, ისევ ისე გაქვავებული იდგა და მიწას ჩაშტერებოდა. წამიერად ვიფიქრე, რომ მზერით გააპობდა კიდეც.
– მოგიკვდეს შენ ბიცოლაშენიი... როგორ გაგაუბედურათ ამ მუხთალმა წუთისოფელმა. რა გეშველებაათ.. როგორ გადაიტანთ, დაიხოცებით ნერვიულობიით.. ბღაოდა ბიცოლაჩემი და ზურგში გამალებით მიბრახუნებდა ძლიერ მუშტებს.
– ნანა ბიცოლა ასეთი შემართებით თუ გააგრძელებთ ჩემი და ლაზარეს გამხნევებას, დარწმუნებული ვარ , თქვენი ვარაუდი ნამდვილად გამართლდება, ასე რომ უბრალოდ აღარაფერი აღარ გვითხრათ,, მითუმეტეს ლაზარეს.
– კარგი შვილო, მოგიკვდეთ თქვენ უბედური ბიცოლათქვენი.
– ნანა ბიცოლა, მარი და სოფო არ მოვიდნენ?
– შვილო იცი რა არის?? მარის გუშინ ჩამოუვიდა შეყვარებული და დღეს სასეირნოდ მიდიოდნენ და იქიდან პირდაპირ მოვალთო საავადმყოფოშიო და სოფოს გამოცდა ქონდა და ხომ ვერ გავაცდენინებდი, დედა მოუკდეს, ისეთი გადაღლილია, ორი გამოცდა ქონდა უკვე..
– აბა რა, ნანა ბიცოლა, მართალი ხართ, წინაა ყველაფერი კაცო, მეორედ რომ დაიხოცებიან ჩემი მშობლები, მერე მოვლენ. რა პრობლემაა.
– კარგი შვილო, რად გინდა ეგეთი ლაპარაკი, აქ არა ვართ მე და ბიძაშენი? მოგიკვდეთ საცოდავი ბიცოლათქვენი, ყველაფერში გვერდში დაგიდგებით. ოღონდ შვილო, ცუდად კი არ გაგვიგო, მაგრამ ეხლა მართლა ძალიან გვიჭირს, იქ გადასახადებიო, იქ ბავშვების სწავლა-განათლებაო, მერე ხომ იცი ოჯახსაც რამდენი რამე უნდა და აი ქელეხის გაკეთებაში ვერ მოგეხმარებით და წყენას კი ნუ ჩაიდებ გულში. მე გაბრაზების თავიც აღარ მქონდა, არასდროს მიყვარდა ეს გესლიანი ქალი, მაგრამ ახლა რომ ვუსმენდი უბრალოდ მეღიმებოდა, რომ გამოამჟღავნა თავისი ჭეშმარიტი სახე.
– ნანა ბიცოლა, თუ ცოტა პატივს მაინც მცემთ, აღარ ახსენოთ სიტყვა ქელეხი, თორემ ესე მშვიდად ვეღარ დაგელაპარაკებით. წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ამჯერად ბიძაჩემმა გადამიღობა გზა.
– ნია შვილო, ვიზიარებ. ვიცი რა საშინელ ტკივილსაც განიცდი და იცოდე ჩვენი იმედი შეგიძლია გქონდეს ყველაფერში. აი, ეს შენ გამომართვი, ახლა რთული პერიოდი გაქვთ და გამოგადგებათ. მე დავხდე , სამი ათ ლარიანი ეჭირა ხელში და ელოდებოდა, როდის გამოვართმევდი. ვგრძნობდი, რომ მოთმინება მართლა მეწურებოდა და სიმწრისგან ნელ-ნელა ვწითლდებოდი და სანამ მეც რამე საზიზღრობის თქმას მოვასწრებდი, ისევ ბიძაჩემმა განაგრძო. -შვილო, იცი რა არის? მესმის , რომ ახლა მართლა გიჭირთ შენც და შენს ძმასაც, მაგრამ ჩვენ ისედაც ვიწროდ ვცხოვრობთ და სტუმრის მისაღები ადგილიც კი არ გვაქვს, ხომ გესმის რისი თქმაც მინდა. მე ყველანაირად დაგეხმარები, მაგრამ შენ უკვე დიდი გოგო ხარ, სახლიც გაქვს და მუშაობაც შეგიძლია , რომ თავი ირჩინო და ლაზარესაც მიხედო. ობლები კი ხართ, მაგრ.........
– გელაა, ეს ბავშვები ობლები არ არიან, რაც ამათ მშობლებმა 22 წლის განმავლობაში გაუკეთეს, იმას შენ და შენი ფუფალა ცოლი მთელი ცხოვრება ვერ გააკეთებთ. ზურა და ლელა სულ ამათ გულებში იცოცხლებენ, დანარჩენზე კი მე ვიზრუნებ. არ გცხვენია, ამხელა კაცი ეგეთ საზიზღრობებს რომ ლაპარაკობ? ნიაზე და ლაზარეზე დღეიდან მე ვარ პასუხისმგებელი და შენი ერთი თეთრიც კი არ დამანახო თორემ თავზე დაგახევ კაცობას გეფიცები. შენი ოცდაათი ლარით ნია ამიერიდან მხოლოდ ჯოხიან კანფეტს თუ იყიდის.. ეხლა გამეცალე თუ კაცი ხარ და ფეხებში ნუ მებლანდები, თორემ საკმაოდ დიდი ფეხი მაქვს და რომ დაგადგა არ ნერვიულობ? მე თითქოს გულიდან ყველანაირი ლოდი მომეხსნა, მამუკას ბუბუნა ხმამ ყველაფერი თქვა, რისი თქმაც მე არ შემეძლო. -ნია, წამოდი სალაპარაკო მაქვს. მითხრა და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია , ხელი ჩამკიდა და წამიყვანა. როგორც კი ჩემი კეთილისმსურველი ბიძა და ბიცოლა თვალს მოეფარნენ, მამუკამ გულში ჩამიკრა, შემდეგ კი შემომხედა და მითხრა. -შვილო, შემპირდი, რომ ამიერიდან რაც არ უნდა გითხრა ყველაფერს დამიჯერებ. მე დაუფიქრებლად დავთანხმდი. მამუკამ ამჯერად ლაზარეს დაუქნია ხელი და ჩვენკენ მოიხმო. როცა მოვიდა, მანქანაში ჩაგვსხა, თვითონ წინ მოკალათდა, მძღოლი გაუშვა და სერიოზული სახით შემოგვიბრუნდა. პირველად ვხედავდი ასეთს.
– ბავშვებო, ძალიან მიჭირს ახლა ლაპარაკი და თქვენ მოსმენა, მაგრამ ჯობია ახლავე გელაპარაკოთ. პირველ რიგში, იცოდეთ , რომ მამათქვენი ჩემთვის იყო ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ერთგული ადამიანი, რომლის ვალიდან სიცოცხლის ბოლომდე ვერ ამოვალ, რომელსაც ვუყვარდი და მღებულობდა ყველანაირს, რომლისვისაც ჩემი ფული არაფერს არ ნიშნავდა, რომელიც თავში წამომარტყამდა ხოლმე ,თუ რამეს ვაშავებდი და თავზე ხელს მისვამდა, თუ კარგად ვაკეთებდი. ფაქტიურად მამათქვენმა გამზარდა და ახლა იცოდეთ, რომ მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამიერიდან მე ვარ თქვენზე პასუხისმგებელი. მე თუ მშობლად ვერ მიმიღეთ, მაშინ უფროს ძმად მაინც მიმიღეთ, რომლიც ცივ ნიავს არ მოგაკერებთ და თქვენზე იზრუნებს. ახლა მიპასუხეთ, შეძლებთ ისევ ძველ სახლში ცხოვრებას? მე ლაზარეს გადავხედე, ის ისევ თავჩაქინდრული იჯდა , მხოლოდ ბოლო კითხვისას წამოწია თავი და ისეთი სერიოზული სახით შეხედა მამუკას, დამბურძგლა.
– არა, მამუკა ბიძია, აღარ გავჩერდებით იმ სახლში. ყველაფერი რომ ჩაივლის გავყიდით და სხვაგან გადავალთ საცხოვრებლად. ვეღარ გავჩერდებით იქ. თქვა ლაზარემ და მაშინვე ფანჯარაში გაიხედა.
– ბიჭო მე რა გითხარი ვერ გაიგე? ჰოდა , მაგის გაგონება მინდოდა ზუსტად, არსად სხვაგან არ იცხოვრებთ, ამიერიდან იცხოვრებთ ჩემთან. ეხლა არ გამაგონოთ , არ გვინდა და ეგეთი სისულელეები. ჯერ ერთი, მე რომ იგივე დამმართნოდა რაც, თქვენს მშობლებს დაემართათ, მამათქვენი იგივეს გააკეთებდა ჩემი ბიჭისთვის, მერე მეორე მამათქვენმა უკვე გააკეთა საკმარისი სიკეთე იმისთვის, რომ მშვიდად განისვენოს, რადგან თავის შვილებს კარგი მომავალი დაუტოვა და კიდევ, გყავართ მე, რომელიც მამათქვენის წყალობით დგას დღეს ფეხზე, თან მგონი ზედმეტად კარგად მიცნობთ და ახლობლები ვართ იმისთვის , რომ თავი უხერხულად არ იგრძნოთ. იცოდეთ, ამიერიდან ჩემი ბავშვები ხართ და აღარსად გაგიშვებთ. აი, იმ დიდ კაცს ხომ ხედავთ , მაგას ვთხოვ და სადაც არ უნდა იყოთ , იქ გიპოვნით და მაინც ჩემთან მოგიყვანთ, ოღონდ იცოდეთ, რომ იმან ჩემგან განსხვავებით, ამდენი ხვეწნა არ იცის, მაშინვე მუშტების ქნევაზე გადადის და არ გირჩევთ, გამიღიმა მამუკამ და მანქანასთან მდგომი მძღოლისკენ გამახედა, რომელიც მართლაც ავისმომასწავებლად მაღალი და ჩაფრსკვნილი ჩანდა. მე გამეღიმა, მამუკამაც ისევ ისეთი სითბოთი შემომხედა, მე რომ მიყვარდა ხოლმე და ლაზარეს გავხედე.
– ნია, წავიდეთ რა გეხვეწები. არ გვინდა მარტო ცხოვრება, მამუკასთან მართლა ისე ვარ ხოლმე, რომ ოჯახის წევრად ვგრძნობ თავს. ლია დეიდასაც ძალიან ვუყვარვართ. წავიდეთ რა გეხვეწები. ისევ ისეთი ბავშვური გამომეტყველება გაუხდა, დიდი მწვანე თვალებით მიყურებდა და იხვეწებოდა მამუკასთან გადასვლაზე.
– წავიდეთ ლაზარე. სადაც გინდა, სადაც შენ ბედნიერი იქნები, იქ წავიდეთ. არაფერზე აღარ ინერვიულო. შევხედე მე ჩემს ძმას და დავინახე როგორ აუწყლიანდა თვალები, ისევ ფანჯრისკენ გაბრუნდა.
– მამუკა ბიძია, ნამდვილად არ შეგაწუხებთ?
– გოგოო... ეხლა ნერვებს რომ მიშლი თუ ხვდები? ნუ ნერვიულობ ნიაკო, ვიცი მამათქვენისნაირი საზიზღარი ხასიათი რომ გაქვთ ორივეს და არც თქვენ გჭირდებათ ჩემი ფული, მაგრამ მე იქ ფულის გამო ხომ არ მიმყავხართ, უბრალოდ პატარა სახლი არ მაქვს თბილისში , თორემ იქ გაცხოვრებდით. თქვენ სახლსაც ნუ გაყიდით შვილო ჯერ, მერე არ ინანოთ. ჯერ დაანებეთ თავი და მერე , რომ დამშვიდდებით, მოვიფიქროთ რას იზამთ, სინდისის ქენჯნამ რომ არ შეგაწუხოს და ბევრი არ ინერვიულო, სამსახურსაც დაგაწყებინებ, რომ დამოუკიდებლად იგრძნო თავი. მაგრამ მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ეხლა დეიდაშენს უნდა დავურეკო, თქვენთანაა სახლში, რაღაცები დავავალე და იქ დაგვხვდება.
– თქვენს ცოლზე ამბობთ?
– ჰო აბა? სხვა დეიდა გყავთ კიდევ? მიდი ცოტა დაისვენეთ თქვენ, მე რაღააც საქმეებს მოვაგვარებ აქ და მოვალ მალე. მამუკამ გაგვიღიმა და ის იყო მანქანიდან უნდა გადასულიყო, ლაზარემ შეაჩერა.
– მამუკა ბიძია, მადლობა ყველაფრისთვის. გპირდებით, არასდროს დაგივიწყებთ არც მე და არც ჩემი და ამ სიკეთეს.
– ზუსტად ასეთი პირობა მივეცი მეც მამათქვენს თავის დროზე, ამიტომ ჩემი სიკეთის დაფასება ის იქნება, თუ დღეიდან თქვენი ოჯახი გავხდებით მე და ჩემი ცოლ-შვილი. ჩემს ბიჭს არ იცნობთ, მაგრამ ვიცი , აუცილებლად გაუგებთ და მოგეწონებათ. სხვათაშორის ნია, შენს უნივერსიტეტში სწავლობს. მიდი ახლა დაილაპარაკეთ ცოტა, მე აქ საქმეებს მივხედავ , თორემ ბიძათქვენი გადარევდა ყველას. გაგვიღიმა და თვალის დახამხამებაში მაქნინდან გადავიდა.
– ნია, როგორ ფიქრობ, საიქიო მართლა არსებობს? მკითხა ჩემმა ძმამ ისე, რომ ჩემსკენ არც კი გამოუხედავს.
– არ ვიცი, მაგრამ ის მართალი თქვა მამუკამ, რომ ჩვენს გულებში მუდამ ცოცხლები იქნებიან, იცი, ბედნიერები უნდა ვიყოთ ასეთი მშობლები რომ გვყავდა, ვიცი ეხლა რასაც გრძნობ, მაგრამ სანერვიულო კი არა სასიხარულოდ გვაქვს საქმე , ისინი მხოლოდ ფიზიკურად არ იქნებიან ჩვენთან, მაგრამ ის მოგონებები და მათი სიყვარული არასდროს არ გაქრება, ყოველ ღამით დაგვესიზმრებიან და დედა ისევ ყოველ დილით გაგაღვიძებს, წარმოვიდგინოთ, რომ სადღაც შორს წავიდნენ ძალიან დიდხანს და ტელეფონი არ იჭერს,მაგრამ ვიცით, ბედნიერები არიან. ისევ ისე განვაგრძოთ მათი სიყვარული და კარგი საქმეების კეთება, რომ იამაყონ ჩვენით და გავამართლოთ მათი სახელი. იცი რა? მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ დასცალდათ, მაინც ბედნიერები არიან, რადგან ამ პატარა დროში მოახერხეს და ყველას შეაყვარეს თავი, ბევრი ადამიანი დატოვეს ისეთი, ვინც გულწრფელად დაიტირებს, მტერი არ ჰყოლიათ და საამაყო შვილები გაზარდეს, ყველა ჩვენს ოჯახს შენატროდა და ყველას ჩვენთან მოუხაროდა გული, მაგას ადამიანები ას წლიანი ცხოვრების მანძილზეც ვერ ახერხებენ და ჩვენ მართლა საამაყოდ გვაქვს საქმე.
– ჰო.ბედნიერი ვარ ესეთი მშობლები რომ გვყავდა..
– კი არ გვყავდა, გვყავს!!!
– მართალი ხარ, გვყავს.. გვყავს.... ნია, მე მართლა მინდა მამუკასთან გადასვლა, მაგრამ შენ თუ არ გინდა არ გადავიდეთ, უბრალოდ არ მინდა, სახლში რომ მივალთ და იქ არავინ დაგვხვდება და მამუკას გარდა არავინ გვყავს. ლია დეიდასაც ძალიან ვუყვარვართ, შარშან ზაფხულს 1 კვირით რომ დავრჩი იქ მაგარი იყო ძალიან..
– მეც მინდა გადასვლა, ჰოდა წავიდეთ, მეც ძალიანნ მიყვარს მამუკას ოჯახი , მალე შევეჩვევით. ლაზარემ თავი კალთაში ჩამიდო, ვგრძნობდი , რომ ცრემლები მოსდიოდა, მაგრამ არაფერი მითქვამს, საუბარი გავაგრძელე. - თან ბიჭიც ხომ ყავს მამუკას და კარგად გაუგებ, მაინც გიყვარს შენზე დიდ ხალხთან ურთიერთობა.
– ნიაკო... რა იქნება ამის მერე???
– ყველაზე რთული ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში. სახლში მოვა ძალიან ბევრი ხალხი და ჩვენ დანახვაზე ყველა ატირდება, მერე დაკრძალვა იქნება და მაშინ ყველაზე მეტად გაგვიჭირდება, მაგრამ იქიდან პირდაპირ მამუკასთან წავიდეთ. ლაზარე, ცხოვრებაში ამაზე მეტ ტკივილს ალბათ ვერც ერთი ვეღარ ვნახავთ, მაგრამ ზუსტად ჩვენი მშობლების სიყვარული დაგვეხმარება , რომ ისევ ფეხზე წამოვდგეთ და ისევ ვიყოთ ბედნიერები. ერთმანეთი უნდა გავიტანოთ და ერთად უნდა ვზიდოთ ეს ჯვარი ცხოვრების ბოლომდე, როგორც კი რომელიმე ფარხმალს დაყრის და წაიქცევა, მეორესაც დაუმძიმდება ტვირთი და ვეღარც ის მოახერხებს ამ ჯვრის ზიდვას,ასე რომ გაძლიერდი. ლაზარეს ისევ კალთაში ედო თავი, მე კი თმაზე ვეფერებოდი. კიდევ ვილაპარაკე ცოტა, მაგრამ რომ დავხედე ჩასძინებოდა...
არ შევმცდარვარ, ყველაზე რთული მართლაც წინ გველოდა. საღამოს მშობლები უკვე სახლი გადმოასვენეს. მამუკას და მის მეუღლეს ყველაფერი მოეგვარებინათ, სახლში მისულებს ჩვენი ნივთები ადგილზე აღარ დაგვხვდა, მაგრამ ლიამ აგვიხსნა, რომ ყველაფერი თავისთან გადაეტანათ. ზღვა ხალხი დაფუსფუსებდა ჩემს სახლში. ვინ რას აკეთებდა, ვინ რას ეძებდა ვერ გამეგო და არც მაინტერესებდა, ყველა ლია დეიდას ეკითხებოდა რაღაცას. მე და ლაზარე კი ჩემს ოთახში ვისხედით და ვერ გაგვებედა იქ შესვლა, სადაც დედა და მამა იყვნენ.
– ნია, შვილო,ვიცი ძალიან გიჭირთ, მაგრამ მაინც მოგიწევთ ოთახიდან გამოსვლა , ხალხს მოსამძიმრება უნდა და იქნებ შესძლოთ როგორმე.
– დიახ, დიახ ლია დეიდა, ახლავე. გამოვიცვლით და გამოვალთ.
– ჰო შვილო, მე გავალ, ტანსაცმელი საწოლზე დაგიწყეთ, ნახეთ ხომ?
– კი, ვნახეთ მადლობა. ლიამ ერთხელ კიდევ შემოგვხედა, გაიღიმა და ოთახიდან გავიდა. დაწითლებულ თვალებზე ეტყობოდა, რომ ბევრი იტირა. რატომღაც ამ ქალთან თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი. მაგრამ ეს სითბო ახლა უფრო გაძლიერდა, რადგან ამდენ ხალხში მხოლოდ მას და მამუკას მივიჩნევდით ჩვენი ოჯახის წევრებად. ლაზარემ მხოლოდ პერანგი გამოიცვალა და ოთახიდან გავიდა, მეც მალე მოვემზადე და გამოვედი, კართან ლია დამხვდა და იმ ავადსახსენებელ ოთახში შემიძღვა. მაშინვე ცენტრისკენ გავიხედე, ორი ჩასასვენებელი ერთმანეთის გვერდზე იდო და იქ ჩემი მშობლები იწვნენ, თითქოს ეძინათ, აღარც ის საშინელი გამომეტყველება ჰქონდათ, საავადმყოფოში რომ ვნახე. ისევ თავბრუ დამეხვა და ჩავიკეცე, გონს სახეში შემოლაწუნებამ მომიყვანა, ლია დეიდა ჩამუხლულიყო და ზღვა ხალხი შემოკრებილიყო ჩემ გარშემო. თვალი რომ გავახილე წამომაყენეს და სავარძელში ჩამსვეს. ისევ ყველა მიმოიფანტა . ოთახში მხოლოდ ბიცოლაჩემი დარჩა, რომელსაც ვარდისფერი სვიტერი ბრჭყვიალა შავი პერანგით შეეცვალა , მაგრამ ტრადიციას ვერ უღალატა და ვარდისფერის სიყვარულის გამო, ცხვირსახოცი მაიც დაიტოვა ამ ფერი, გადაიფარებდა მთელ სახეზე, წაიბლუყუნებდა რაღაცებს, შემდეგ მოიხსნიდა, გაიხედებოდა, ხომ არავინ მოდისო, როცა დარწმუნდებოდა , გარეთ ფლანგზე სიმშვიდეაო, მოიხსნიდა სახიდან ვარდისფერ ნაჭერს და დაუწყებდა ტელეფონს წვალებას, მაგრამ როგორც კი ოთახში ვინმეს შენიშნავდა , ისევ გადაიფარებდა სახეზე და იწყებდა არანორმალურ კივილს, რაც უფრო ბოლოს მიღებდა.
– ნიაა... მოულოდნელად საშინელმა კივილმა გააყრუა ოთახი, მე ნელა გავიხედე კარისკენ და ჩემი ბიძაშვილები, მარი და სოფო დავინახე, აი ისინი, ერთს შეყვარებული რომ ჩამოუვიდა და მეორეს გამოცდა ჰქონდა. -ეს რა დაგემართათ, მოვკვდი ნერვიულობით. კივილითვე განაგრძო მარიმ.
– ჰოო, მეც ისე ძალიან ვინერვიულე. მხარი აუბა სოფომაც. ნერვები აღარ მქონდა მინდოდა რამე საზიზღრობა მეთქვა, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა.
– გეტყობათ როგორც ნერვიულობდით. ერთი შეყვარებულთან დაეთრეოდა, მეორე საქმეს იწყობდა გამოცდაზე. ბიცოლაჩემის ბრჭყვიალა პერანგმა საერთოდ ფურორი მოახდინა, ნანა ბიცოლა, ვხედავ, როგორი დანაღვლიანებული ხართ, მაგრამ აღარ შეიწუხოთ თავი აღარც თქვენ და აღარც თქვენმა დებილმა შვილებმა კივილით, ყველა მიხვდა უკვე , როგორი მართლებიც ხართ. პატივი გვეცით მეც, ჩემს დასაც და ჩვენი მშობლების ხსოვნასაც, ან ჩუმად ისხედით და ფეხებში ნურავის ებლანდებით, ან არადა მიბრძანდით, დაგინახეს უკვე, როგორი მგლოვიარეებიც ხართ, აღარაა მეტი საჭირო. ლაზარემ სულმოუთქმელად ჩაამთავრა მონოლოგი, ერთხელ კიდევ დაუბრიალა თვალები გაოგნებულ ბიცოლას და ბიძაშვილებს და ოთახიდან გავიდა, მეც ვერ მოვედი კარგა ხანს გონს. ასეთი არასდროს ყოფილა ჩემი ძმა , არასდროს. ლაზარეს გასვილან რამდენიმე წამში , წამოიშალნენ „ჭირისუფლები“ და ოთახიდან ერთმანეთის მიყოლებით გაიპარნენ. თითქოს, ეშინოდათ რამე არ დაგვავალონო. სრულმა სიმშვიდემ დაისადგურა, მე ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა უკანასკნელი ძალაც, რომელსაც ასე ვუფრთხილდებოდი, ვუყურებდი მიცვალებულებს და ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი მშობლები იყვნენ. ხალხი შემოდიოდა და გადიოდა, ზოგი მეხუტებოდა, ზოგი მკოცნიდა, ზოგი მართლა ტიროდა, ზოგი თავს მაჩვენებდა. მაგრამ ვერც სახეებს ვარჩევდი, იმასაც კი ვერ ვხვდებოდი, ვიცნობდი თუ არა. ვეღარც სხეულს ვგრძნობდი. ნელ-ნელა ვეშვებოდი შავ უსასრულობაში, რომელსაც ზამთარში ქუჩაში საბურავებით დანთებული ცეცხლის მახრჩობელა კვამლის საზიზღარი სუნი ჰქონდა, უცებ რომ მოედება ხოლმე მთელს ქუჩას და ყველას ახრჩობს და ახვევს თავის საზიზღარ ფერფლში. ვეღარ ვგრძნობდი სად ვიყავი, ძილ-ბურანში მეგონა თავი. თითქოს, სიზმარს ვხედავდი და ვიცოდი ,რომ მეძინა, მაგრამ გაღვიძებას მაინც ვერ ვახერხებდი. არც ის სიტყვები მესმოდა, ოთახში შემოსული ხალხი რომ მეუბნებოდა. უბრალო საგნის ფუნქცია მქონდა შერჩენილი. უბრალოდ ვიდე იმ ოთახში, არაფრით განვსხვავდებოდი იმ სკამებისგან, რომლებიც ჩემ გარშემო ელაგა, იმათ ფუნქცია მაინც ჰქონდათ, ხალხი სხდებოდა და აი , მე რაც შემეხება, არ ვიცი...
– ეე.. კუზნეჩიკ, შენ აქ რა გინდა?? მესმოდა , რომ მელაპარაკებოდნენ, მაგრამ თავის აწევას ვერ ვახერხებდი. -კუზნეჩიკ, გესმის? ცუდად ხარ? გინდა ვინმეს დავუძახებ? არ ჩუმდებოდა ნაცნობი ხმა, რაც ძალა მქონდა მოვიკრიბე და თავი ავწიე. ვაჩე დამხვდა.
– შენ აქ რას აკეთებ. საიდან გაიგე ჩემს მშობლებზე? კიდევ მინდოდა რაღაცების კითხვა, მაგრამ ვერ ვახერხებდი.
– ესეიგი, შენი მშობლები იყვნენ? დაუსერიოზულდა სახე. -აი ბედის ირონიაც ამას ქვია.
– რაზე ამბობ ? ვერ მივხვდი.
– არაფერზე, მერე აგიხსნი. ვიზიარებ კუზნეჩიკ, წარმოდგენაც არ მაქვს რა ტკივილს განიცდი და არც მინდა ვიცოდე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოახერხებ ამის გადატანას შენი მშობლების ხათრით და ისევ ისეთი კუზნეჩიკი გახდები. მე მესიამოვნა, ასე გულწრფელად რომ მითხრა , წარმოდგენაც არ მაქვს რას გრძობ და არც მინდა ვიცოდეო. სხვები მეუბნებოდნენ, „ზუსტად ვიცით რასაც გრძნობო“, მაგრამ ვაჩე გულწრფელი იყო.
– კარგი შევეცდები. ვუთხარი და ვეცადე გამეღიმა, მაგრამ რამდენად დამაჯერებლად გამომივიდა არ ვიცი. ვაჩემაც საპასუხოდ მხარზე ხელი დამადო და გარეთ გავიდა. მაინც ვერ მივხვდი საიდან გაიგო ჩემი მშობლების შესახებ. ხალხი კი არ ილეოდა, პირიქით, უფროდაუფრო მატულობდა.
სამი დღის განმავლობაში ხალხის რაოდენობა არ მცირდებოდა. მეორე დღეს ჩემი და ლაზარეს მეგობრებიც მოვიდნენ. მამუკა და მისი ცოლი გვერდიდან არ გვშორდებოდნენ. ლია სულ გვაძალებდა, დაგვეძინა, მაგრამ ვერც მე და ვერც ჩემმა ძმამ ამ სამი დღის განმავლობაში თვალი ვერ მოვხუჭეთ. რატომღაც ვაჩეც სულ ჩემს სახლში ტრიალებდა, ოღონდ მიზეზს ვერ ვხვდებოდი.
დაკრძალვის დღეს კი ხალხის რაოდენობამ ყველნაირ მოლოდინს გადააჭარბა. მე მთელიძალით მქონდა ლაზარესთვის ხელი ჩაბღუჯული და ისე მივდიოდი. გზაში რამდენჯერმე ხან მე გამიხდა გული ცუდად, ხან ჩემს ძმას. ერთი სული მქონდა როდის ჩაივლიდა ის წყეული დღე.
როდესაც ყველაფერი ჩამთავრდა, სახლში მიბრუნებას, პირდაპირ მამუკასთან წასვლა ვარჩიეთ. მოლოდინი ამაო არ ყოფილა, ძალიან თბილად დაგვხვდნენ. მიუხედავად ძალის არ ქონისა, ვერც მე და ვერც ლაზარემ ვერ დავმალეთ აღფრთოვანება ამ უზარმაზარი სახლის ნახვისას. რამდენჯერმე სტუმრად ვყოფილვართ, მაგრამ ყოველ სტუმრობაზე რაღაცას ცვლიდნენ.
– ვაა კუზნეჩიკ, მოხვედით უკვე? კიბეზე დაეშვა ვაჩე და ჩემ წინ აისვეტა. მე პირღია ვუყურებდი და ვცდილობდი რამე ახსნა მომეძებნა მისი იქ ყოფნისთვის.
– ნია, გაიცანი ჩვენი შვილი, ვაჩე. იმედი მაქვს დამეგობრდებით. ეგეც რომ არა, ერთ უნივესიტეტში სწავლობთ, შეიძლება იცნობდე კიდეც. -„ბედის ირონია“? ბედის ირონია კი არა, დაცინვა ქვია ამას, რა ჯანდაბა უნდა ამ გონებაჩლუნგს აქ, მეტი სადარდებელი არ მქონდა, ესაც რომ არ დამმატებოდა? რა უბედურებაა. ვფიქრობდი ჩემთვის, ხმის ამოღებას კი ვერ ვახერხებდი.
– შენ ლაზარე ხარ ხომ? მიუბრუნდა ჩემს ძმას. -იმედი მაქვს, შენი დასავით აუტანელი არ იქნები და შენი მოსვლა მაინც გამიხარდება გულწრფელად. მე ცოფიანივით შევუბღვირე. -აჰა, ხომ გეუბნებოდი, უკვე იღრინება და ეს ცოტა რომ გაშინაურდება, შეიძლება პირის აკვრაც მოუწიოს. ყველას სიცილი აუტყდა , ლაზარე ისე გულიანად იცინოდა, გაბრაზებამ წამიერად გადამიარა, მაგრამ ვაჩეს გაკრეჭილ სახეს რომ მოვკარი თვალი, ჩემში ისევ მებრძოლმა სულმა გაიღვიძა, რომლისთვისაც ეს ვაჟბატონი ნომერ პირველ მტერს წარმოადგენდა და მისი განადგურების სურვლილით იყო შეპყრობილი და გადავწყვიტე საბოლოო იერიში მე მიმეტანა.
– ვაჩე, გიყურებ და ვრწმუნდები, რომ მართლაც მაიმუნებისგან წარმოვიშვით. რამდენიმე წამით სიცილი შეწყდა, მაგრამ შემდეგ ისეთ ხარხარში გადაიზარდა, იფიქრებდით ასი ადამიანი ერთდროულად იცინისო. ვაჩეს გაოგნებული სახის დანახვისას კი ლაზარე ჩაიკეცა და იქამდე იცინოდა სანამ ცრემლები არ წამოუვიდა. მე ნიშნისმოგებით შევხედე ახალ „,მეგობარს“ და გამარჯვებულის ღიმილით „დავაჯილდოვე“.
– ვატყობ უკვე იცნობთ ერთმანეთს, უბრალოდ, ვიფიქრე, დამეგობრდებიანთქო და ჯერ-ჯერობით ჩემი ვარაუდი არ მართლდება. ოთახში შემოვიდა მამუკაც.
– ჰო მამუკა ბიძია, ყველაფერს ვიფიქრებდი, იმის გარდა, რომ ეს არანორმალური თქვენი შვილი იქნებოდა.
– , გამოგივლენია ვაჯბატონო უკვე შენი ხასიათი. მიუბრუნდა ვაჩეს, მაგრამ ის გულთბილი სახე, რომლითაც მე მელაპარაკებოდა წამის წინ, სადღაც გაუქრა.
– ჩვენ საქმეს ჩვენ თვითონვე მივხედავთ, შენ ნუ ჩაერევი. უთხრა ვაჩემ ისეთივე მკაცრი ტონით, მე რომ მაშინებდა ხოლმე, შემდეგ ლაზარეს ბარგი აიღო, მეორე ხელი გადახვია და ოთახისკენ გაუძღვა. -ლაზარე, შენ მეორე სართულზე იქნები, მე და შენი და მესამეზე, მაგრამ თუ პრობლემა გაქვს გაგიცვლით და მესამე სართული თქვენ დაიკავეთ.
– არაა, რა სისულელეა, მირჩევნია ჩემი დის დილაობით ნახვის ბედნიერება შენ დაგითმო. მე მშვენივრად ვიგრძნობ თავს. ისევ ყველას გაეცინა და ამჯერად ვაჩემ შემომანათა თავისი 32-ვე კბილი.
– წამოდი კუზნეჩიკ, შენც შებარგდი შენს ოთახში და ეცადე იქიდან იშვიათად გამოხვიდე ხოლმე.
– როგორი გულთბილი მასპინძელი ხარ, გაოცებული ვარ შენი ზრდილობით. მე ჯუჯღუნით ავიარე კიბეები და ბიჭებს დავეწიე.
– ნია, რომ დალაგდები, ჩემს კაბინეტში შემოდი, სალაპარაკო მაქვს. მომაძახა მამუკამ.
– დიახ, მალე ჩამოვალ. ვუპასუხე და ისევ ბიჭებს გავეკიდე.
– ლაზარე , ეს იქნება ამიერიდან შენი ოთახი. იმედია, მოგეწონება. მე ვეხმარებოდი ყველაფრის არჩევაში და მოწყობაში მუშებს, წესით უნდა მოგეწონოს. ოთახი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. მთლიანად ლურჯად იყო შეღებილი. ერთი კედელზე ტალღები იყო გამოსახული, მეორეზე მთელ სიგრძეზე დიდი დაფა იყო ჩამოკიდული , რომლებზეც ძველი დისკები და ათსგვარი წვრილმანი იყო გამოსახული. საკმაოდ დიდი საწოლი ოთახს მეტ მყუდროებას სძენდა, მაგრამ ჩემს ძმას განსაკუთრებით კალათბურთის კუთხე მოეწონა, საწერი მაგიდაც იქვე იდგა, მის თავზე კი ის სიგელები და თასები გამოეჭიმათ, ბავშვობიდან მოყოლებული რომ იგებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. მაგრამ სრული შოკი მიიღო, როდესაც ჩარჩოში ჩასმული საყვარელი კალათბურთელის- კევინ დურანტის უზარმაზარი პლაკატი დაინახა, მისივე ავტოგრაფით დამშვენებული.
– მოგეწონა ხო? ბავშვობაში მეც კალათბურთით ვიყავი გატაცებული და ამერიკაში სულ დავდიოდი თამაშებზე, ჰოდა ერთ-ერთი თამაშის დროს , როდესაც პირველ რიგში ვიჯექი, დურანტმა შემთხვევით ბურთი გამარტყა თავში და ბოდიშის მოსახდელად ამ უზარმაზარ პლაკატზე მომიწერა ხელი და მაჩუქა. შენი თასები და ჟურნალები რომ ვნახე, მივხვდი ერთნაირი გემოვნება გვქონია, ჰოდა გადავწყვიტე მეჩუქებინა, კეთილი იყოს ლაზარე ჩვენს ოჯახში შენი ფეხი. დღეიდან ეს შენი სახლიცაა და თავი უცხოდ არასდროს იგრძნო. ეხლა დაისვენე ცოტა და მერე კალათბურთი ვითამაშოთ, პატარა სტადიონი მოვაწყვე ეზოში. ამის თქმა იყო და ჩემმა ძმამ გააკეთა ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, ვაჩეს გადაეხვია და მთელი ძალით უჭერდა ზურგზე ხელებს, თითქოს უნდოდა,ი ს მადლიერება გამოეხატა, რომელსაც განიცდიდა. ვაჩე თვიდან გაოგნდა, შემდეგ თბილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და საპასუხოდ თვითონაც მოხვია ხელები. იმხელა შვება ვიგრძენი, იმხელა მადლიერების გრძნობა დამეუფლა, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია და არც არაფერი მითქვამს. -კარგი, მიდი დაიძინე შენ ცოტა და მერე გნახავ. გაუღიმა ვაჩემ და ოთახიდან გამომათრია და მესამე სართულზე ამიყვანა.
– როგორც ჩანს, მეზობლები ვიქნებით, თან კარის. მითხრა ისეთი სახით, თითქოს ფრანკენშტეინი ვყოფილიყავი. -ჰო , წინაა სააბაზანო , სამწუხაროდ, ამ სართულზე მხოლოდ ერთია, ამიტომ ორივეს მაგით მოგვიწევს სარგებლობა.
– მართლა? იმედია, კანის კიბო არ გადამედება.
– მე უნდა მეთქვა და დამასწარი.
– რა დამთხვევაა. უი, მადლობა ჩემს ძმას ასე თბილად რომ დახვდი, არასდროს მინახავს ვიღაცასთან ასეთი სითბო გამოეხატა და მითუმეტეს ჩახუტებოდა. ვაჩეს თბილმა ღიმილმა გადაურბინა წამიერად სახეზე, მერე ისევ დასერიოზულდა და ოთახში შემიძღვა.
– შენი ძმა მართლა მომწონს, კარგი ბავშვი ჩანს, თან სულ ვოცნებობდი პატარა ძმაზე, აი , შენ ვისთან ხარ თორე.
– მოგიწევს ჩემი გაძლება. ისე, მე არაფერს მჩუქნი?
– კი, დიდ ძვალს.
– ძვალი რად მინდა? დავიბენი...
– რომ დაღრღნა. მიპასუხა და გადაბჟირდა.
– გონებაჩლუნგო, არანორმალურო, გაეთრიე აქედან.
– ჰო, ჰოო გავდივარ უკვე. მითხრა სიცილისგან აცრემლიანებულმა და ოთახიდან გავიდა, მაგრამ კარი არ ჰქონდა დახურული, უკანვე შემობრუნდა. -კუზნეჩიკ, არ იფიქრო, რომ მართლა არ გამიხარდა შენი აქ მოსვლა, უბრალოდ მინდა ცოტა გაგამხიარულო. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს სახლში. მითხრა და ისეთი სისწრაფით გავარდა ოთახიდან, კედლებზე ჩამოკიდებულმა სურათებმა ზანზარი დაიწყეს.
– „ჩვენს სახლში“.. გავიმეორე ჩემთვის და გამეღიმა. მაგრამ მაინც რა დეგენერატია, ერთუჯრედიანი. დავხოცავთ ალბათ ერთმანეთ, ეგღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის რა. ოთახში მიმოვიხედე. თეთრ კედლებზე შავი ორნამენტები ლამაზად იყო დახატული. რაც მთავარია, ბევრი ავეჯით არ იყო გადატვირთული და სივრცის შეგრძნებას ზრდიდა. დაბალი საწოლის გვერდზე პატარა ტუმბო იდგა, ჩემი მშობლების და ძმის სურათებით გაფორმებული. საწოლზე ჩამოვჯექი და სურათს დავხედე. დაახლოებით ერთი წლის წინ იყო გადაღებული. საირმეში წაგვიყვანა მამამ მთელი ოჯახი დასასვენებლად. ალბათ, ყველაზე კარგი ზაფხული იყო ყველასთვის. სურათიდან მომღიმარი მამა, დედას უკან იდგა და ხელები ჰქონდა შემოხვეული, დედა კი ხელს გვიქნევდა არ გვინდა სურათის გადაღებაო და ზუსტად იმ მომენტში გავაჩხაკუნე ფოტოაპარატი. ჩვენთან ერთად ბიძაჩემის ოჯახიც უნდა წამოსულიყო, მაგრამ წასვლის დღეს გაგვაგებინეს , რომ ზღვაზე მიდიოდნენ და აღარ დავლოდებოდით. როგორ მაღიზიანებდნენ. არასდროს არ მქონია მათთან პირადი კონტაქტი, უბრალოდ მამას ხათრს ვერ ვუტეხავდი და ათსში ერთხელ მივიდოდი ხოლმე სტუმრად, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაბუა დაიღუპა, სტუმრადაც აღარ მივსულვარ, ისე გამომიყვანეს წყობიდან. ბაბუას წნევამ დაახლოებით ორი წლის წინ დაარტყა და მოვლის პასუხისმგებლობა რათქმაუნდა, მამამ აიღო თავის თავზე. იმ პერიოდში მისი საქმე სამსახურში მაინცდამაინც კარგად ვერ მიდიოდა და მატერიალურად საკმაოდ გვიჭირდა, ამიტომ, იფიქრა, რომ ძმაც დაუდგებოდა გვერდში, მაგრამ მხოლოდ იფიქრა, რადგან სახლშიც კი არ მოსულან სანახავად. ჩემი მშობლები არაფერს ამბობდნენ, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ აწუხებდათ ეს ყველაფერი. მათგან განსხვავებით, მე წყენის გულში ჩადება არ შემეძლო და არაფერს არ ვამბობდი ისევ იმ მარტივი მიზეზით, რომ ბიძაჩემი იყო და მამას ეწყინებოდა.
ერთ დღეს, ბაბუას მზრუნველმა შვილმა და მისმა რძალმა გადაწყვიტეს, გაეღოთ მოწყალება და მოსულიყვნენ სანახავად. მამა სახლში არ იყო, მხოლოდ მე და დედა დავხვდით. ბიცოლაჩემს ცრემლების ნაკადულებად ღვრა ალბათ ნამეცადინები ჰქონდა და საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. კივილით და ტირილით შევარდა ბაბუას ოთახში და დაიტირა ჯერ ისევ ცოცხალი კაცი. ბიძაჩემმაც შეიხედა, შემდეგ დედაჩემი გაიყვანა გვერდით ოთახში სალაპარაკოდ.
– ლელა, რა არის, როგორ გამხდარა ეს კაცი, ან ამდენი ხანი როგორ ვერ გამოჯანმრთელდა, არ უვლით როგორც წესი და რიგია ალბათ. ერთი ეგ გევალება და მაგასაც ვერ ართმევ თავს? ბიძაჩემმა მონოლოგი ალილუიასავით ჩაამთავრა და გააფთრებული თვალებით შეხედა დედას, რომელსაც ვერაფერი ეთქვა და თვალებზე მომდგარ ცრემლს ძლივს იკავებდა. აი, მაშინ მივხვდი, რომ საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ იყო ჩემ წინ მდგარი საზიზღარი კაცი, რომლისთვის სამაგიეროს გადახდის არანორმალურმა სურვილმა მოიცვა ჩემი გონება.
– თქვენ საერთოდ ნორმალური ხართ? ჩავუხტი შუაში და გააფთრებული თვალებით მივაშტერდი ბიძაჩემს. -ბაბუას წნევამ ორი თვის წინ დაარტყა, არც საავადმყოფოში მობრძანებულხართ სანახავად, არც სახლში ყოფილხართ. ბევრს ხომ არაფერს გთხოვთ, არც ერთი თეთრი არ გვჭირდება, მამას უბრალოდ მორალურად თქვენი გვერდში დგომა სჭირდებოდა და ეგაც წაართვით. თქვენ რა შვილი არ ხართ? ის მაინც არ გევალებათ , ხანდახან მოხვიდეთ და მოიკითხოთ? ბაბუა როგორ განიცდის წარმოდგენაც არ გაქვთ, მაგრამ არა, თქვენმა სინაგლემ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. მოდიხართ, აქ და დედაჩემს ლანძღავთ, ვინ ხართ საერთოდ. ჩემი მეზობლებიც კი დღეში სამჯერ მოდიან, ხომ არაფერი უჭირს ამ კაცსო და საკუთარი შვილი საერთოდ არ დარდობს. მოაბრწყინეთ თქვენი მგლოვიარე ცოლი და აიკლო კივილით და ცრემლებით ცოცხალი კაცი. ტირილით ვერაფერს უშველით და თუ რამის გაკეთება გინდათ უკეთესის, ისეთის, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, მიდით და გაუკეთეთ. ორი თვის განმავლობაში არც დედას სძინებია , არც მამას, არც ახალი წელი გვიგვრძვნია, არც შობა. მაშინ, როცა ახალ წელს თქვენ თქვენი სანაქებო შვილებიანად ბაკურიანში ისვენებდით. თქვენი ცოლი იქაც იმდენს იტირებდა, ახალ სასრიალო მოედანს თუ არა, გუბეს ნამდვილად გააკეთებდა. მაგრამ ეგ ნიანგის ცრემლები იმასათან აფრქვიეთ, ვისთანაც გინდათ, ჩემს სახლში კი მეორედ არ დავინახო და არ გავიგო, ასეთი ტონით ილაპარაკოთ. ხომ ხედავთ, არც დედაჩემივით თავჩაქინდრული მოვისმენ თქვენს უაზრო რეპლიკებს და არც მამაჩემივით გაგიტარებთ მაგ გესლს. ასე რომ , ნახეთ მამათქვენი და მერე მიბრძანდით, კარი იცით საითაცაა და კიდევ, დარწმუნებული ვარ, მშობლის სიყვარული არ მოგასვენებთ და ალბათ, 2-3 თვეში ისევ მოხვალთ სანახავად. ისეთი დრო დაამთხვიეთ, მე რომ სახლში არ დაგხვდეთ, თორემ ანალოგიურ საუბარს ვერც მერე ავუვლით გვერდს , რაც ძალიან არ მინდა, იმიტომ , რომ მამას ვცემ პატივს. როდესაც საუბარი დავასრულე, ოთახიდან გამოვვარდი და სააბაზანოში ჩავიკეტე. მთელი სხეული მიცახცახებდა, უცებ სარკეში ჩემს გამოსახულებას მოვკარი თვალი და შემეშინდა. შეშლილი სახით ვიყურებოდი, აწითლებულ სახეზე გამძვინვარებული თვალები უფრო საშინლად გამოიყურებოდა. წყალი შევისხი და როდესაც კარის ხმა გავიგე გარეთ გამოვედი. „სტუმრები“ წასულები დამხვდნენ.
– გოგო , შენ სულ გადაირიე? მეცა დედაჩემი.
– აბა ეხლა თავი დამანებე, შენც ზედ არ მიგაყოლო მაგათ. როდემდეღა უნდა გესმინა ბიძაჩემის საზიზრობები?
– ნია, გგონია მე და მამას არ გვინდა ხოლმე რამის თქმა? მაგრამ დაიმახსოვრე, როდესაც სულელის დონეზე დაეშვები და კამათში აყვები, შენც სულელდები. გამიღიმა დედამ და მაგრად ჩამეხუტა.
– უი, მართალი ხარ , მაგის თქმა დამავიწყდა, მეორედ რომ მოვლენ მერე ვეტყვი. აუ დე , ისე ხომ მაგარი ვიყავიი?
– უჰ, არ თქვა, რემბო იყავი დედა დანების გარეშე. კიდევ კარგი, მაგიდაზე არ იდო არც ერთი.
– ჰო, დამცინე, დამცინე. წამო რა ჩაი დავლიოთ, არ გინდა?
– კი მინდა.
– ჰოდა ,მიდი გააკეთე და დავლიოთ.
– ნია რა საზიზღარი ხარ რა.
– მეც მიყვარხარ დე.. მოიცა ერთ წამს მამას უნდა გადავურეკო მოვუყვე რა გმირობაც ჩავიდინე. რამდენიმე წამში უკვე ტელეფონზე ვლაპარაკობდი , მამაჩემი კი სულგანაბული მისმენდა.
– მაა.. არასწორად მოვიქეცი?
– როგორც მამამ აუცილებლად უნდა გითხრა, რომ უზრდელი ხარ, მაგრამ როგორც კაცი, გეუბნები, რომ ყველაზე მაგარი გოგო ხარ და ჩემი გოგო ხარ რა.
– აუ გესმის მა რა, ძმა ხარ რა. დედამ კიდე ლანძღვა დამიწყო.
– ლანძღვა მერე რომ მოვალ, კარგი მაცადე, სამსახურში ვარ, საღმოს გნახავ.
– კაი მა, გელი. სულ ხტუნვა-ხტუნვით შევქანდი სამზარეულოში გახარებული და მომზადებულ ჩაის დავაშტერდი.
სულელივით მეღიმებოდა. ისევ სურათს დავხედე. მერე კი ოთახს მოვავლე თვალი. ფანჯარაში მინდოდა გახედვა, მაგრამ ფანჯრის მაგივრად მაგივრად კარი დამხვდა, რომელიც მთლიანად შუშის იყო. გამოვაღე და უზარმაზარ აივანზე აღმოვჩნდი, ულამაზესიი ხედი იშლებოდა, მინის დაბალი კედლები ეზოს გადაყურებდა. გარშემო მიმოვიხედე, აივანზე გამოსავლელი, ჩემი კარის გარდა, მეორე კარიც შევნიშნე, რომელიც სავარაუდოდ, ვაჩეს ოთახის უნდა ყოფილიყო. ცენტრში ორი სავარძელი იდგა პატარა მაგიდასთან. ერთ-ერთში ჩავჯექი და იქვე მიმოყრილ წიგნებს დავუწყე თვალიერება.
– ოჰ, აივანსაც მოაგენი? გამოვიდა ვაჩე.
– ჰო, რა ლამაზია. ვთქვი მე ისე, რომ მისთვის არც შემიხედავს.
– მართალია, ჩემი საყვარელი ადგილია მთელ სახლში. შენ ღამით უნდა ნახო, ეზოში განათებას რომ რთავენ. ყველა სეზონზე თავისებური ხიბლი აქვს. უი, კუზნეჩიკ, მამუკამ ჩემთან ჩამოვიდეს , თუ სცალიაო.
– კი, კი, ახლავე. სულ გადამავიწყდა. მე აივნიდან გამოვვარდი და მამუკასთან შესახვედრად წავედი.



№1  offline წევრი miyvarxar1992

კარგიაა.ძალიან გამიხარდა ახალი თავიიიი. love

 


№2  offline წევრი ირინა

miyvarxar1992
კარგიაა.ძალიან გამიხადა ახალი თავიიიი. love

love

 


№3  offline წევრი natia-natia

აი ძალიან მაგარიხარ კარგი იყო ძაან!!

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცრად გაქ გადმოცემული ყველა წვრილმანი ყოჩაღ.

 


№5 სტუმარი Gogo e.n

Auu nucas gadaayvare raa vache

 


№6  offline წევრი S.likuna

au dzaaan magaria ra vtqva ar vici :D aseti didi tavebi dade xolme velodebii shemdeeegs.....

 


№7 სტუმარი Black

Uh ra did da gemriel tavebs deb<3kargi iyo dzalian;) veli shemdeg tavs chemo iroo:D<3

 


№8 სტუმარი Lapi

Kuznechiks rato edzaxis ver gavige?!

 


№9 სტუმარი stumari

როგორც ყოველთვის ისევ შეყვარებული ვარ შენს ისტორიაზე love ემოციური თავი იყო, ცრემლები ვერ შევიკავე. მამუკასდა მისი ცოლის გვერდში დგომა საოცარ ემოციებს იწვევს. ნამდვილი მეგობარია! რაც შეეხება ნიას და ვაჩეს, ვგიჟდები მე აო ორ გადარეულზე და მინდა რო ერთმანეთზეც ისევე გაგიჟდნენ, როგორც მე მათზე <3 იმედია იდეაში ამათ წყვილს გვიმზადებ, თორე გავაფრეეენ ისე ძაან მინდა ეს ორი ერთად <3 ერთს ვერ მივხვდი, კუზნეჩიკს რატო ეძახის??!

 


№10 სტუმარი tamuna

Magari Ro xa eg ici albat?! Use kuznechiks rato edzaxis?kargia imedia male dadeb shemdegs

 


№11  offline წევრი ირინა

natia-natia
აი ძალიან მაგარიხარ კარგი იყო ძაან!!

მადლობაა <3

lalita
საოცრად გაქ გადმოცემული ყველა წვრილმანი ყოჩაღ.

უღრმესი მადლობა love

ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3 <3 და რაც შეეხება "კუზნეჩიკის" თემას :) კუზნეჩიკ-ქართულად ნიშნავს "კალიას" და იდეაში ვაჩეს თვალში ნია კაიასავით მოუსვენარია, მითუმეტეს პირველ თავში, და მაგიტომ ეძახის კუზნეჩიკს :)

 


№12  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აი უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა... არაჩვეულებრივი იყო საშინლად მაგარი :დ ძალიან მომეწონა საღოლ მაგარი ხარ ადმინ ^_^ მალე დადე რა გაგრძელებაააა

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

უმაგრესი უძალიანმაგრესი ისტორიააა wink wink love love წინა ისტორიაც ძალიან მომწონდა და ეს რაღაც საოცრებაა თან დიდი თავებია მგონი არც წამიკიტხავს ამხელა მოცულობის ერთი თავი დიდი ხანია , იმედია ასე გააგრძელებ wink ძალიან ძალიან მაგარი ხარ love love მოუთმენლად ველოდები ახალ ტავს და მალე დადე გევედრები ნუ თუ ახლა წერ და პარალელურად დებ ვჩუმდები wink მაგრამ მაინც მალე დადე რააა ვერ მოვითმენ

 


№14  offline წევრი Nini123456

ეს რა იყო სრული შოკი ველოდები შემდეგ თავს ❤❤❤❤

 


№15 სტუმარი სტუმარი

კუზნეჩიკს რატო ეძახის და რას ნიშნავს გამაგებინეთ winked

 


№16  offline წევრი ირინა

კუზნეჩიკი-ნიშნავს კალიას და იმიტომ ეძახის, რომ კალიასავით მოუსვენარია :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent