უთქმელი სიყვარული (თავი 2)
2. მახსენდება ის დღე როცა ყველაფერი დაიწყო... გარეთ მოღრუბლული იყო და მაინც თბილოდა, ყვავილები საამო სურნელს აფრქვევდნენ გარემოს... -როდემდე უნდა გეძინოს? - მარი მაღვიძებს და თავზე მადგას. როგორც კი თვალებს ვახელ, ვხედავ მის გრძელ ყავისფერ თმას და ცისფერ თვალებს. მარი გაბრაზებული სახით მიბღვერს და თან ცდილობს არ გაეცინოს. -შენ გამო კიდევ რომ დავაგვიანოთ მოგკლავ! -ბოროტი ხმით მეუბნება და ოთახიდან გადის. სასწრაფო წესით ვდგები და საპირფარეშოში გავდივარ და თავს ვიწესრიგებ. ოთახში გასვლისას ვხედავ მარი და დედაჩემი როგორ ლაპარაკობენ და მეღიმება. მე ხომ არასდროს ვყოფილვარ მასთან მასე... -მალე იცოდე. -მარი თვალებს მიბრიალებს და მეც ოთახში შევდივარ რომ გამოვიცვალო. მე და მარი საუკეთესო მეგობრები ვართ პირველი კლასიდან, მაგრამ ერთმანეთისგან რადიკალურად გავსხვავდებით. ის მაღალია, ყავისფერ თმიანი და ცისფერ თვალება, გამხდარი და ლამაზი... მე კიდევ მისგან განსხვავებით დაბალი ვარ, ცოტათი ხორცსავსე, შავი თმით და მწვანე თვალებით. ხასიათითაც კი სხვანაირები ვართ. მე უპირატესობას ჯინსებს და მაიკებს ვანიჭებ, როცა ის კაბებზე აბოდებს. მე ბიჭებთან უფრო ვმეგობრობ ვიდრე გოგოებთან, რაზეც მოწმობს ის ფაქტი რომ მარტო ორი მეგობარი გოგო მყავს, დანარჩენები კი ბიჭები არიან, ის კიდევ პირიქითაა, ბიჭებთან ვერ მეგობრობს. -მზად ვარ! -გავყვირივარ და ოთახიდან გამოვდივარ. მარი უკმაყოფილო სახით მაკვირდება და თავს აქნევს. დახეული ჯინსები და შავი ბრეტელებიანი მაიკა მაცვია, რაც მის გემოვნებას ეწინააღმდეგება. თმა აწეული მაქვს. -როდის ისწავლი წესიერად ჩაცმას?! -მიბღვერს გაბრაზებული და კიბეებზე ჩავდივართ. -რაც არის იყოს, მაგრამ იცოდე ანკას... უცებ ჩუდება და გაბრაზებული სახით სადარბაზოს გასასვლელისკენ იყურება. მეც იგივე მიმართულებით ვიხედები და ნიკუშას ვხედავ. მეცინება, მარის ნიკუშა ძალიან დიდი ხანია ეზიზღება. -როგორ ხარ?- ნიკუშა ჩემკენ ტრიალდება და მარის აიგნორებს. -კაი რა, ელე... -თავს აქნევს დანანებით ნიკუშა. -როდის ცაიცმევ გოგოსავით? -მეკითხება სიცილით. -როცა ამის საჭიროება იქნება. -სიცილითვე ვპასუხობ. -ისე შენ დღეს არ მიდიხარ უნივერსიტეტში? - ვეკითხები დაეჭვებით და ეღიმება. -შეიძლება შევიარო. -იცინის და შემდეგ მარის მკაც მზერას აწყდება. -მგონი შენი პატარა მეგობარი გაბრაზებულია. -მიღიმის და მარის თვალს აშორებს. -კაი, გნახავ მოგვიანებით. თავს ვუქნევ და მარის მანქანისკენ მივდივარ. როცა მანქანაში ვჯდები მარი მკაცრი მზერით მაჯილდოებს. -მოგწონს? -მეკითხება პირდაპირ. -არა!-თითქმის ვყვირივარ და ისე ვპასუხობ. -შენ იცი ვინც მომწონს. -ვეუბნები ხმადბლა და ხელებს ვაშტერდები. -ლუკა? -მეკითხება და სიცილს იწყებს. ლუკა... არა ის არ მომწონს, ის მეზიზღება. მასზე ამარზრზენი და ამპარტავანი მეორე არ არსებობს, სულაც სანთლით რომ ეძებო ვერ მონახავ. ის ერთი გატუტუცებული, სიმპატიური მამიკოს ფულებით განებივრებული, ბაბნიკი ბიჭია. მაგრამ უნდა ვაღიარო რომ მართლა ძალიან ლამაზია, თავისი ნახშირივით შავი, აჩეჩილი თმით და ლურჯი, ზღვისფერი თვალებით. -კიიი, ხო იცი როგორ მიყვარს, მის გარეშე ერთ წუთსაც ვერ ვძლებ! -ირონიით გაჟღენთილი ხმით ვამბობ და გვერდში მუჯლუგუნს ვკრავ. -კაი ხო, გეხუმრე რა გჭირს! -წუწუნს იწყებს მარი და მეცინება. მან იცის ჩემი დაუოკებელი სიძულვილის შესახებ ლუკას მიმართ და ისიც ვიცით რომ არც ლუკაა ჩემს მიმართ სიმპათიით გაჟღენთილი. -კაი, კაი როგორც შენ იტყვი, მჯერა რომ არ მოგწონს. -მარი თვალს მიკრავს და გზის ყურებას განაგრძობს. ვერაფრით ვერ ვაჯერებ რომ ლუკა არ მიყვარს, მეუბნება რომ ეს ჩემი „სიძულვილი“ ლუკას მიმართ გადამეტებული სიყვარულია, რომელსაც მე „განვიცდი“. როგორც კი მივდივართ მანქანიდან ვხტები და გარემოს ვათვალიერებ... ის იქ დგას... გოგოები კი მის გარშემო ბუზებივით ირევიან... ის კი მაგათ შუაში დგას და ყველას თავის მომაჯადოებელი ღიმილით აჯოლდოვებს. -მასე მოგწონს რომ დორბლები ჩამოგდის? -ყურში ჩუმად ჩამჩურჩულებს ლუკა და ეღიმება. -ფრთხილად არ შეგამჩნიონ. -ეცინება და მანამ მიდის სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდე. -მოვკლავ ერთ დღეს ამ ბიჭს. -მარის ვეუბნები და ისევ სანდროს ვუყურებ. მისი ქერა თმები მზეში ბრწყინავს და გარემს გასაოცარ ელფერს აძლევს. -რაღაცაში მართალია. -მხრებს იჩეჩს მარი და გაღიმებული სახით მიწყებს ყურებას. -დორბლები ჩამოგდის სანდროს რომ ხედავ! -სიცილს იწყებს და ასე სიცილ-სიცილ მომყვება აუდიტორიისკენ. *** ლექციები საშინლად იწელება, თითქოს ვირაცამ პაუზის ღილაკს დააჭირა. საათის ისრებს ვუყურებ, მაგრამ თითქოს ისინიც ჯიუტად განაგრძობენ ერთ ადგილას ყოფნას. -შეიძლება დავჯდე? -მეკითხება ბოხი და მამაკაცური ხმა. მაღლა ვიხედები და მას ვხედავ, თავისი გასაოცარი ღიმილით. გარშემო ვიხედები, იმდენი ტავისუფალი ადგილია, მან კი ჩემ გვერძე გადაწყვიტა დაჯდომა... მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რამდენი გოგოს გვერდით დამჯდარა და რამდენისთვის გაუღიმია. ზევით მარისკენ ვიყურები, რომელიც ცერას წევს მოლოცვის გამოსახატავად. ჩემდა უნებურად თვალი, მარისთან ახლოს მჯდომ ლუკასკენ გამირბის, რომელიც ძალიან უცნაურად გამოიყურება. კისერზე ძარღვები დაებერა, სახე აუჭარხლდა და გაცოფებულს გავს. შემდეგ ისევ სანდროს ვუყურებ, რომელიც ჩემ პასუხს მომთმენად ელოდება. -კი, რათქმაუნდა. -ვეუბნები მშვიდად და ადგილს ვუთავისუფლებ. ისიც მოწყვეტით ეცემა ჩემ გვერძე მყოფ სკამში და მიღიმის. გვერძე ვიყურები რომ ჩემი აწითლებული სახე არ დაინახოს. ის კიდევ მაშტერდება... ჩემდა უნებურად, ისე რომ ამას ვერ ვაცნობიერებ ხოლმე მას ვაშტერდები და ხანდახან ჩვენი მზერები ერთმანეთს ხვდება. -რამე მოხდა? -მეკითხება ნაზი ხმით. -მოწყენილი მეჩვენები. -რათქმაუნდა მოწყენილი ვეჩვენები, მე ხომ თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობ... ოღონდ ამის შესახებ არავინ გაიგოს, რომ მე ელენე დადიანი, თავს უხერხულად ვგრძნობ ვინმეს გრემოცვაში, ეს ხომ წარმოუდგენელია! -არა, არაფერი. -მეღიმება და ისიც მიღიმის ჩემდა გასაკვირვად. -უბრალოდ დავიღალე. თავს მიქნევს და ლექტორისკენ იყურება, მაგრამ ვამჩნევ ხანდახან როგორ აპარებს თვალებს ჩემკენ.... ----- იმედია მოგეწონებათ ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები თქვენი აზრით ღირს გასაგრძელებად? პ.ს ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ჩემი შეცდომების გამო, შევეცდები გამოვასწორო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.