შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არადა რა ტკბილად მეძინა მასთან(1)


27-03-2016, 01:43
ავტორი nutsa214
ნანახია 1 912

თვალები რომ გავახილე და ჩემს გვერძე მწოლიარე მამაკაცის დაკუნთული ზურგი რომ დავინახე თავიდან რეაქცია არ მქონდა და თვალების ხელახლა დახუჭვას ვაპირებდი როცა ელვის სისწრაფით წამოვხტი და თვალებდაჭყეტილი მივაშტერდი მას. მწვავე თავის ტკივილი ვიგრძენი საფეთქლებში და კბილები ერთმანეთზე დავაჭირე."რა ჯანდაბაა?" გავიფიქრე. ჩემს საწოლში ვიღაც შავთმიანი ბიჭი იწვა სახე არ უჩანდა ნახევრად ბალიშში ჰქონდა ჩარგული და ხმაურიანად ფშვინავდა. მერე ვიგრძენი სამაჯური და ყელსაბამი ჩემს სხეულზე, ტანზე დავიხედე და ჯერ კიდევ გუშინდელი კოქტეილის კაბა მეცვა და უარესი ის იყო რომ ფეხზეც კი არ გამიხდია და მაღლებდე ავმხედრებულიყავი. აზროვნება ისევ ბიჭზე გადავიტანე.
"ნეტა ვინარის? ღმერთო, რაცუდად ვაარ გუშინ არ უნდა დამელია მაგდენი, საერთოდ რა მოხვდა" ვფიქრობდი და ვცდილობდი ყველაფერში გამოვრკვეულიყავი. კაკუნით შემოვუარე საწოლს ისიც კი არ მომაფიქრდა ფეხსაცმელები გამეხადა, ბიჭის სახის წინ დავდექი და დავიხარე რომ კარგად დავკვირვებოდი. მთელი გონება დავძაბე რომ მისი სახე ან ვინაობა გამხსენებოდა მაგრამ არ გამოვიდა არაფერი მახსოვდა და წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო. მის დათვალიერებას და ფიქრს ვაგრძელებდი თვალები რომ გაახილა. მისი ცისფერი თვალების დანახვამ შემახტუნა და მოულოდნელობისგან წამში დავიხიე უკან, ფეხი კი გადამიბრუნდა და გავმწარდი თუმცა არ შევიმჩნიე და წელში გავიმართე. მან ნელა წამოყო თავი ამათვალოერ-ჩამათვალიერა და გაეცინა
-არ უნდა დაგელია ამდენი-გაღიმებულმა მითხრა მე მისი მიმზიდველი ღიმილი და მომაჯადოებელი ძმა არც კი შემიმჩნევია ეგრევე წარბები შევკარი მის სიტყვებზე. მაღლებიდან ჩამოვედი, არავითარ თავის მოჩვენებას არ ვაპირებდი ამიტომაც წარბებშეკრულმა და გულზე ხელებდაკრეფილმა პირდაპირ ვკითხე.
-ვინ ხარ?
ბიჭის ღიმილი წამიერად გაქრა სახეზე გაკვირვება დაეტყო.
-მოიცა არ გახსოვარ?-ცალი წარბი აწია.
-არა წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ!
-არა მეც ნასვამი ვიყავი...ნუ შეიძლება ითქვას მთვრალი-დაიწყო ბიჭმა და თან საწოლზე წამოჯდა ჯინსები ეცვა. -...მაგრამ ის მაინც მახსოვს რომ პოკაჰონტასი გქვია.
"მეღადავება"- ეგრევე ნერვები მომეშალა
-რაა?-ცინიკური სახე მივიღე-რა ჯანდაბაა რეებს ბოდავ?
-არ ვბოდავ როგორც მახსოვს გუშინ ეგრე მითხარი.
-ჰოო? არ გქონია კარგი მეხსიერება.-ცინიკურ სახეს არ ვიშორებდი მე უბრალოდ საშინლად ვბრაზდებოდი რომ ვიღაც უცხო ბიჭთან ერთად გავიღვიძე და თან არც კი მახსოვდა ერთად როგორ აღმოვჩნდით.
-ჰოო აბა რა შენგან განსხვავებით-ირონიულად ჩაილაპარაკა. ვსო მე უკვე ვფეთქდებოდი სულ რამოდენიმე წამიღა იყო დარჩენილი.
-ვინ ხართქო მგონი გკითხე უკვე?
-კაი რა მართლა აღარ გაძსოვს?-ირონიულობა მოიშორა მან.
-არა... ღმერთო გათიშული ვიყავი ალბად-სახეზე ხელები გადავისვი და ღრმად ამოვისუნთქე.
-ნუუ... სხვათაშორის, გათიშული არ ყოფილხარ კარგად იცინოდი... ლამის სიცილისგან გაითიშე-ღიმილი მოერია ბიჭს.
-კაი მოდი იცი რაა ნუ მეტყვი ვაფშე ვინხარ უბრალოდ აიღე ეს-ხელში მივაჩეჩე სკამზეგადაკიდებული მისი პერანგი -... და გაქრი აქედან-ძალით შევატრიალე და ჰოლისკენ დავუწყე წაყვანა.
-მოიცა რა გჭირს მე დათი ვარ.-შემომიტრიალდა ბიჭი და ხელი გამომიწოდა მე ჯერ მის გამოწვდილ ხელს შევხედეცინიკურად და უკან რომ წაიღო სახეში მივაშტერდი.
-შენი მეზობლები რომ არიან ხომ იცი ეკა და ზურა.-დაიწყო მან. ცოტა გამიკვირდა ეკას და ზურას სახელები რომ იცოდა ნეტა საიდან იცნობს? ისინი საკმაოდ დიდები არიან და მათთან კარგი ურთიერთობაც კი მაქვს როგორც მეზობლებთან.
-კი-თვალები მოვჭუტე და გამომცდელად შევხედე.
-ჰოო მე დათი ვარ მაგათი შვილი.-რაღაცნაირად გამეცინა ეს სიცილიც რათქმაუნდა ცინიკური.
-მაგათი შვილი გერმანიაშიცხოვრობს იქაა რამდენიხანია!-ნიშნისმოგებით ცალი წარბი ავწიე.
- ზაფხული არდადეგებია და მგონი არც ისე უცნაურად უნდა მოგეჩვენოს რომ მათი შვილი ჩამოსულია და შენს წინ დგას.-ახლა მანდაიკრიბა ხელები და მე შემომხედა ნიშნისმოგებით.
-ჰოო და ხომ ვერ მეტყვი რატომ გეძინა ჩემს სახლში როცა შენი სახლი აქედან ხუთი ნაბიჯის მოშორებით არის?-უკვე ხმას ავუწიე და ყველაფერი დამეჭიმა.
-იმიტომ რომ ჩემი მშობლები სვანეთში არიან და მე ჩემი გასაღები დავკარგე ვაა.-სწრაფად მიაყარა იმის შიშით რომ არ შემეწყვეტინებინა.
-მერე?-ვკითხე შეშლილი სახით
-რაღა მერე მოხვედი შუაღამისას სახლში მთვრალი და შემომიყოლე სახლში.
-და შენც შემომყევი?
-ჰო
-ასე უბრალოდ?
-ჰო-მხრები ისე აიჩეჩა თითქოს აქარაფერი.
-მთვრალი ვიყავი!-თვალები გავაფართოვე.
-მერე რაა მეც. ჩვენ ხომ უბრალოდ გვეძინა არა სხვა არაფერი!
-ჯანდაბა!-მაინც ჩავილაპარაკე ჩემთვის და კედელს მივეყრდენი რადგან უკვე თავი მისკდებოდა.
-უბრალოდ არ გავდი ფანატიკოსს და ვიფიქრე რომ საკმაოდ თავისუფალი ტიპი იყავი.
"რაებს ბოდიალობს"-უარესი დამემართა სახე კიდევ ერთხელ დავმანჭე ცნაურად.
-ფანატიკოსი? რაა?
-ჰოო აი ის ფანატიკოსი ქართველი გოგო რომელსაც ბიჭთან ძილი ქალიშვილობის დაკარგვად მიაჩნია.
აი ამაზე კი უკვე ძაან გამეცინა, ისტერიკული სიცილი ამიტყდა.
-რაა? რეებს ბოდავ?
-უბრალოდ გვეძინა-მობეზრებით ჩაილაპარაკა ისე რომ ჩემს კითხვას ყურადღებაც არ მიაქცია.
-ეგეთები აღარ არსებობენ-ვუთხარი სიცილის დასრულების შემდეგ.
-არა არ მითქვამს რომ ქალიშვილი ხარ... ანდა მე რავიცი-ბოდიალს აგრძელებდა და ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა მერეჩემს სახეს რომ წააწყდა ისევ ახლიდან დაიწყო-არა არც ის მითქვამს რომ ქალიშვილი არ ხარ უბრალოდ...
-უბრალოდ შეგიძლია წახვიდე- შევაწყვეტინე იდიოტური საუბარი რადგან აშკარად მივხვდი რომ საკუთარი თავდაჯერებულობის მიუხედავად რაც ერთი შეხედვით ეტყობა საკმაოდ დააბნია ჩემმა ისტერიკებმა.
-ღმერთო რა უტაქტო ხარ!
-კაი მოდი წავალ-ხელით თმა გაისწორა და მხრებში გაიმართა.
-ჰო აშკარად კარგი იდეაა.-კარისკენ გავუძეხი.
-რათქვი წეღან რაარარსებობსო.-ღია კარში სანამ გავიდოდა გაჩერდა და ისევ შემომხედა
-ისეთი გოგოები შენ რომ დაახასიათე.
-არა? ადრე არსებობდნენ
-ხო ასი წლის წინ შენ რომ სკოლა დაამთავრე და აქედან რომ წახვედი.
-საერთოდ შენ რაიცი მე როდის წავედი?
-მინიმუმ სამიწელია რადგან რაც ცალკე ვცხოვრობ შენ სულ წასული ხარ.
-საერთოდაც ხუთი წელია უკვე-თვალებმოჭუტულმა შემისწორა და სადარბაზოში გავიდა.
-ანუ პპკაჰონტასი დაგიძახო ხოლმე?-შემობრუნდა ჩემსკენ და გაღიმებულმა მკითხა. ჰო ჯერ ხომ მშვენიერი შეხვედრა გვქონდა დილით მერე ჩემი სახელიც მოინდომა ბიჭმა. და საერთოდ მაშინღა დავაკვირდი ამ ბიჭს თითქოს პორველად შევხედე ავათვარიელ ჩავათვარიელე. იქამდე არ დავკვირვებულვარ მარტო ომაზე ვიმტვრიე ტვინი რომ უცხო იყო და სულ არ დამინახავს როგორი იყო. ჩემზე საკმაოდ მაღალი ნავარჯიშები სხეულით ხორბლისფერი კანით შავი თმით და ცისფერი არა მწვანე თვალებით იდგა ჩემს წინ ბიჭი. არადა თითქოს დილით ცისფერი ჰქონდა ახლა კი მწვანე აქვს. თვალიერებას რომ მოვრჩი და მის მიმზიდველ ღიმილს რომ მოვკარი თვალი წარბები ახლიდან შევკარი.
-არაფრის დაძახება დაგჭირდება რადგან დღეს ბათუმში მივდივარ და მთელ ზაფხულს იქ გავატარებ!-ნიშნის მოგებით ვუთხარი ბოლოში სწერვულად გავუღიმე და კარები ელვის სისწრაფით დავკეტე.
-იდიოტი!-ახლიდან დავიწყე გაბრაზება.-არა უცხო როგორ შემოვუშვი სახლში უტვინო ვარ რა რამ დამალევინა ამდენი.-ვლანძღავდი ჩემს თავს და კედელს ავეყუდე და უცებ დავფიქრდი და წარმოვიდგინე როგორი გათიშული ვიყავი და ალბად როგორ სრულად მივენდე ამ ბიჭს მიუხედავად იმისა რომ თვითონაც ნასვამი იყო უბრალოდ გვეძინა და არაფერი მომხდარა.
"კაი ბიჭი იყო" გავიფიქრე თუ არა ეგრევე თავიდან ამოვიგდე და ჩემს მეგობრებიდან ერთ-ერთს ვისთან ერთადაც ვაპირებდი ბათუმში წასვლას, გადავურეკე.
ბათუმში იმ დღესვე წავედით. ზაფხული რათქმაუნდა გიჟურად და ბედნიერად გავატარე ჩემს მეგობრებთან ერთად რათქმაუნდა მთელი ზაფხული ტრადიციულ თამაშს ვთამაშობდით. ეს ტრადიციული თამაში კი უკვე დიდიხანია ჩვენს სამეგობრო წრეში ტრიალებს. თამაშის წესები კი მარტივია: ჩვენ გვაქვს ერთი პატარა კაუჩუკის ბურთი. ეს კაუჩუკის ბურთი კი რიგ რიგობით ხვდება ყველა მეგობარს და ვისაც შეხვდება იმან სხვას უნდა მისცეს და რაიმეს გაკეთება დაავალოს იმ სხვამაც აუცილებლად უნდა შეასრულოს და შემდგომში თვითონაც ექნება შესაძლებლობა ბურთი ნებისმიერს გადასცეს და თან სურვილიც მიაყოლოს. ამ თამაშს ლამისაა წლები ვთამაშობთ და ეს კაუჩუკის ბურთი ხან ვის ხელშია ხან ვის. ვერც წარმოიდგენთ ზოგჯერ ისეთი რაღაცეების მოფიქრება შეუძლიათ ჩემს მეგობრებს. მაგალითად ბათუმიდან დაბრუნებისას ერთ ერთმა მეგობარმა ირაკლიმ მაიძულა მაისურის ზემოდან ბიუსჰალტერი ჩამეცვა და ისე მევლო. რათქმაუნდა გზაში ბევრგან გავჩერდით. ბენზინგასამართ სადგურებზე, მაღაზიებში და მე ყველგან დავდიოდი მაიკაზე ჩაცმული ბიუსჰალტერით. ყველაზე უარესი კი ქუთაისის მაკდონალდსი და ჩემს უბანში მანქანიდან გადმოსვლა იყო. რათქმაუნდა მე ჰომ ბედი არ მაქვს მაშინ დამხვდა მაინცდამაინც მთელი უბნის სასტავი ჩემს სადარბაზოსთან შეყრილი მეც უდარდელად მივესალმე და ყურადღება არ მივაქციე არც მათ გაშტერებულ სახეს და არც ჩემი მეგობრების სიცილის შეკავების მცდელობისგან გამწვანებულ სახეებს. ზაფხულმა კი სიცილ კისკისით ჩაიარა მაგრამ ახალი კურსი მეწყება ხოდა წინასწარ მეზარება უკვე.
სწავლა ახალი დაწყებული იყო მარიამი რომ მირეკავს. .
-რასშვრები?
-რავი-ჩავიბუტბუტე. ისეთ ხასიათზე ვარ ყველაფერი რომ მეზარება და არაფერი რომ არ მადარდებს ამქვეყანაზე.
-საღამოს ბარში...-დაიწყო უცებ.
-მარი... ჯერ მხოლოდ სამშაბათია.
-მერე რა წამო რა გავერთობით.
-ხვალ ლექცია მაქვს.
-კაი რა იყო ცოტას დალევ ან ვაფშე თუ არ გინდა ნუ დალევ არასდროს არ გაძალებთ პროსტა შენ რო გაუბერავ ვიღა გაგაჩერებს.-საუბარში ჩაერთო გიგა რომელსაც ჩემი ლაპარაკი ესმოდა რადგან რათქმაუნდა მარიამს ხმამაღალზე ჰქონდა ჩართული და დარწმუნებული ვარ მის გარშემო მსხდომი კიდევ ერთი ხუთი კაცი ჩემს პასუხს ელოდა.
-კაი ჰოო ოღონდ შენ არ დაიწყო და ყველაფერს ვიზამ.-გავიღიმე ეშმაკურად.-ჰოო მართლა ბურთი ვის ააქვს?
-ნინის აქვს.-თქვა ირაკლიმ.
-ჰოო და ჩემს სურვილს საღამოსთვის ვინახავ.-ჩაერთო ნინიც. ჰომ ვთქვი ხუთი კაციც იყო და შეიძლება მეტიც:)
ბარში წასვლამდე, უბრალოდ გამოვეწყვე ჩვეულებრივი შავი კოქტეილის კაბაჩავიცვი მაკიაჟიც კი არ გამიკეთებია, მაგრად დამეზარა. თმები ლამაზად გავიშალე და მომაკითხეს თუ არა ეგრევე გავიქეცი მათთან.
-მოიფიქრე სურვილი-მკლავი გავკარი ჩემს გვერძე მდგარ ნინის.
-ჯერ ვერა შევალთ კლუბში და მომაფიქრდება რამე.-ეშმაკურად გაიღიმა ნინიმ ხელმკლავი გამომდო და ბარშიც შევედით. მაგიდას შემოვისხედით და ცოტა სასმელიც შევუკვეთეთ. მერე მობილურმა დაიწყო რეკვა გამიკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო თითქმის ყველა მეგობარი აქ ვიყავით. საპირფარეშოში შევედი და ნომერს რომ დავხედე თვალები უკმაუოფილოდ გადავატრიალე. ეს ჩემი ყოფილი იყო და დაიწყებდა ისევ თავისებურად რაღაც სისულელეებს მითუმეტეს საღამო იყო და მივხვდი რომ ნასვამიც იქნებოდა ამიტომაც ვამჯობინე არ მეპასუხა მაგრამ მაინც ცუდ ხასიათზე დავდექი. "არა არ უნდა მისცე უფლებს ამ კრეტინს ცუდ ხასიათზე დაგაყენოს!" შთავაგონე საკუთარი თავი და განახლებული შემართებით დავბრუნდი ბარში. ამჯერად პირდაპირ ბართან მივედი და ჩამოვჯექი. მარჯვენამხარეს ვიღაც მეჯდა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
-სამი ვისკი!-შევუკვეთე მე და თვალი მივადევნე როგორ დაასხა ბარმენმა ვისკი. ღრმად ამოვისუნთქე სახეზე ირონიული ღიმილი მომერია და ვისკის ჭიქებუ ერთი მეორეს მიყოლებით სულმოუთქმელად გადავცალე.
-კიდევ სამი!-ამჯერად უკვე ღიმილით ვუთხარი ბარმენს და მანაც დაიწყო ჩამოსხმა. ჩემი მეგობრებისკენ გავიხედე რომლებიც უკმაყოფილო სახეებით მიყურებდნენ და მე ისე გავუღიმე თითქოს სულ ახლახანს თამაშში გავიმარჯვე დარწმუნებული ვარ ჩემზე ამბობდნენ ამას არაფერი ეშველებაო
-რას აკეთებ?-გვერძე ამომიდგა მარიამი.
-ვსვავ-მხრები ავიჩეჩე და ერთი ვისკი გადავცალე. მარის ხმა აღარ ამოუღია თვითონაც შეუკვეთა სასმელი.
-გამარჯობა ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ.-მომესმა მარჯვნიდან მამაკაცის სასიამოვნო და თითქოს ნაცნობი ხმა.
-არა არ ვიცნობთ, გეშლებით.-ისე ვუთხარი მისთვის არც შემიხედავს ისე გადავკარი მომდევნო ჭიქა ვისკი. "ვიღაცას გაცნობა უნდა ეხლა და თავს იდებილებს ვითომ ვიცნობთ კიდევაც ერთმანეთს."-წამოვიდა ჩემი ცინიკური ფიქრები.
-მართალია-ჩაილაპარაკა ბიჭმა მისი პასუხი საკმაოდ უცნაურად მეჩვენა და ჩამეცინა თუმცა მისთვის მაინც არ შემიხედავს. ჩემს სტიქიაში ვიყავი და ბოლო ჭიქაც გადავკარი.
-არ გიცნობთ მე თქვენი სახელიც კი არ ვიცი.
"შესანიშნავია ეხლა მკითხავს რა გქვიაო" ფიქრს ვაგრძელებდი.
-ხვალ შეიძლება დღევანდელი საღამო აღარ გახსოვდეთ-თქვა ბიჭმა თან ვგრძნობდი როგორ მათვარიელებდა.მე მისი ნათქვამი ახლაუკვე მეუცნაურა და შევხედე. მეცნო და გამახსენდა.
-უი მგონი რაღაც გამახსენდა...-თქვა ღიმილმორეულმა. ისეთი მიმზიდველი ღიმილი ჰქონდა მეც გამეღიმა ჩემდაუნებურად ოღონდ არ ვიცი რატომ. ნუთუ ამ ღიმილის კიდევ ერთხელ ნახვა გამიხარდა?
-მე თქვენი სახელი ვიცი-უფრო მეტად გაიღიმა და მარჯვენა ლოყაზე ფოსო დაეტყო ისე საყვარლად მომეჩვენა ლამის პირდაპირ ვუთხარი რომ მისით მოვიხიბლე, სიმპატიურიც ყოფილა
-პოკაჰონტასი ხომ?-თვალებში მიყურებდა თავისი მწვანე თვალებით და ამ სახელის გაგონებაზე უკვე გამეცინა.
-რა პოკაჰონტასი?-მოისმა მარიამის ცინიკური ხმა რომელსაც ჩვენი საუბარი არ გამოპარვია და სიცილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა და აშკარად ვიგრძენი რომ ჩემზე ალკოჰოლი მოქმედებდა შეიძლება მთვრალიც ვიყავი.: ღმერთო იმედია ესეც არ დამავიწყდება, თუ დამავიწყდა ბედი არ მქონია" ვფიქრობდი და ხმას არ ვიღებდი.
-გამახსენდი-ცალწარბაწეულმა შევხედე.
-ჰო ჩემთავს რა დაგავიწყებდა-ეშმაკურმა ღიმილმა გადაუარა სახეზე.
-ჰო სტუმართმოყვარეობა გამოვავლინე შენ კი რაგააკეთე აქეთ გამლანძღე და რაღაც ფანატიკოსი მიწოდე-თვალებმოჭუტულმა წარმოვთქვი და ცხვირი ავიბზუე.-და საერთოდ შენ ახლა გერმანიაში არ უნდა იყო?
-სწავლა მოვრჩი.
-და სამუშაოს აქ იწყებ?
-არ მომიწევდა მამაჩემის ერთადერთი ვაჟი რომ არ ვიყო და თავის ბიზნესს მე რომ არ მაბარებდეს-საკმაოდ უკმაყოფილოდ წარმითქვა მან და ერთი ჭიქა თვითონაც გადაკრა.-საერთოდ რაღა აზრი ქონდა რას გამაგზავნა სასწავლებლად?-განაგრძობდა ბუზღუნს.
-მთავარია თავი გაგეზარდოს-მე უკვე მთვრალმა წამოვაყრანტალე რაღაც სისულელე.
-თავ?
-ჰო ანუ ტვინი გონება და რაღაც ეგეთები რა-დავიწყე ბოდიალი თან ჩემს თავზე მეთვითონაც მეცინებოდა.-მისმინე საშინლად საინტერესოა შენი ამბების მოსმენა მაგრამ მეგობრებს უნდა დავუბრუნდე.-დავიწყე და სკამიდან ავდექი.მერე ვიფიქრე უხერხული ხომ არარისთქო-ხომ არ შემოგვიერთდები?-შევთავაზე
-არა საერთოდ მე მეგობართან ერთად ვარ სასწრაფო საქმეზე დასარეკად გავიდა წეღან და აი მოდის-მიმანიშნა გრძელფეხება ლამაზმანზე რომლისდანახვაზე ლამის ყბა ჩამომვარდა.
-მეგობარი აბა რა-ჩავიბუტბუტე ჩემთვის.
-მითხარი რამე?
-არა არაფერი წავედი აბა.-ხელი ავწიე(შეგახსენებთ რომ მთვრალი ვიყავი)
-მოიცა გაგაცნობ. ეს ნატალია- გვერძე ამოუდგა დათი ნატალის.-ნატალი ეს კი...-გაჩერდა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა ელოდა სახელს როდის ვიტყოდი მე ეშმაკური ღიმილი მომერია ცალი წარბი ზემოთ ავწიე.
-პოკაჰონტასი-გავუღიმე და ხელი გავუწოდე მანაც ცოტა არ იყოს გაკვირვებული სახით ჩამომართვა ხელი-დათის მეზობელი, მეგობრები პოკას მეძახიან მაგრამ შენ პოკაჰონტასი დამიძახე.-ვუთხარი ოდნავთავი დავუკარი და სანამ ზურგს შევაქცევდი დათის ოდნავღიმილს მოვკარი თვალი მეც კმაყოფილად გამეღიმა და უკანალუს ქნევით თავდაჯერებული გავუყევი გზას მეგობრებისკენ.



№1  offline წევრი Reny

sakvarelia :DD <3

 


№2  offline წევრი natia-natia

აუ კარგია:დ

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

დასაწყისი კარგია წინა ისტორიას აღარ დებ? ვერ ვიტან დაუმთავრებელს.

 


№4  offline წევრი nutsa214

წინა ისტორიას მალე დავდებ სრულად. მადლობა კარგი შეფასებებისთვის მაგრამ ჯერ ჯერობით ერთი ისტორია მაქვს დასამთავრებელი იმას დავამთავრებ სულ მალე და ამასაც გავაგრძელებ

 


№5 სტუმარი Ana

გააგრძელე საყვარლობა *_______*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent