შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა თუ...(6 თავი)


27-03-2016, 15:48
ავტორი nasia
ნანახია 2 783

სიყვარული ოცნებაა,რომელიც მაშინ ასრულდება,როდესაც ერთმანეთს შევხვდებით.ჩვენი გზები კი უკვე სამუდამოთ გადაიკვეთა.როდესაც გიყვარს არ გსურს დაიძინო,რადგან რეალობა სიზმარზე უკეთესია.
დილას კვლავ მზის სხივებმა გამაღვიძეს.მთელი სხეული და თავი საშინლად მტკიოდა.თავიდან ვერ გავიაზრე რა ხდებოდა ან სად ვიყავი,მაგრამ მალევე გონება გამინათდა,გუშინდელი საღამო თვალწინ დამიდგა და ჩამეღიმა.გუშინ ღვინო,რომ არ დაემლია ალბათ ამდენს ვერც ვერასდროს გავბედავდი,ახლა შემეძლო იმის აღიარება,რომ მე ლექსო თავდავიწყებით და სამუდამოს შემიყვარდა.შემიძლია ხმამაღლა გითხრა ლექსო-„მიყვარხარ,იმიტომ რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა,შენ რომ მეპოვნე.თითქოს ცხოვრების ეს მეტად მტკივნეული თვრამეტიოდე წელი შენთვის ლოდინში გავატარე.ახლა გიპოვე,როგორც მთის მწვერვალზე ამოსული ერთადერთი ყვავილი და ვფიცავ სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები“
ვუყურებდი მის ლამაზ თვალებს,ოდნავ შავგვრემან თმას და გაუპარსავ პირ-სახეს.არ ვიცი ეს ყველაფერი ასე მოკლე ხანში როდის მოვასწარი,მაგრამ ხომ ამბობენ ერთი ნახვით სიყვარულიო,ხო და ახლა ვამბობ,რომ მე ამის მჯერა.
მართალია სხეულიც მტკიოდა,მაგრამ დისკომფორტის შეგრძნება არ მალევდა საშუალებას ერთ ადგილას გავჩერებულიყავი.გვერდით ფრთხილად გადავბრუნი,თუმცა უცებ მუცლის არეში სშინელი ტკივილი ვიგრძენი და ხმამაღლა დავიკვნესე,რაც ლექსოს როგორც სჩანს არ გამოპარვია და მაშინვე რეაგირება მოახდინა
-რა მოხდა,კარგათ ხარ? ნამძინარებმა მკითხა და თან თვალები მოისრისა-ლალო რამე ხომ არ გტკივა?არ დამიმალო.-ცოტა შეშინებულმა მითხრა და შემომხედა
-კარგათ ვარ-ძლივსგასაგონათ ვუთხარი და ადგომა ვცადე,როცა მოძრაობისგან ისევ მეტკინა მუცელი და იმავე ადგილას დავრჩი,ლექსო მიხვდა ყველაფერს რაზეც ძალიან შემრცხვა და თავი ჩავმალე-მართლა კარგათ ვარ
-არ ადგე იწექი-მითხრა და წამოდგა
-სად მიდიხარ?-მოულოდნელად ვკითხე და არ გამომპარვია მისი გაოცებული სახე
-ნუ გეშინია,გაქცევას არ ვაპირებ შენსავით,მალე მოვალ-პასუხი დამიბრუნა და გაღიმებული გავიდა ოთახიდან.
მე ისევ წუხანდელზე ვფიქრობდი და თან შიშიც მიპყრობდა,ნეტავ მომავალში რა იქნებოდა?ან მე ხომ ლექსოს შესახებ არაფერი ვიცოდი,ვინ არის,რას წარმოადგენს,იქნებ ცოლი ყავს?ამის გაფიქრებაც კი მზაფრავდა,მისი გრძნობების შესახებაც არაფერი ვიცოდი,მართალია რაც მოხდა იამს არ ვნანობდი,მაგრამ გულში ჩემის თავს ვაკრიტიკებდი დაუფიქრებელი საქციეკლის გამო.
ლექსო მალე დაბრუნდა წვენის ჭიქით და წამლით ხელში დივანზე ჩამოჯდა
-ტკივილგამაყუჩებელია,დალიე და გაგივლის
ჭიქა ნელა გამოვართვი,აბიც და დავლიე,მერე ისვე მას გავუწოდე,ლექსომ ტუმბოზე დადო და მერე მე შემომხედა
-მითხარი გიყვარვარ?-მოულდნელად დაიწყო ლაპარაკი,მე კი დავიბენი,ნამდვილად რა ვიცოდი ამაზე რა პასუხი უნდა გამეცა,მართალია მიყვარდა,მაგრამ მისთვის ამის თქმა ძალიან,ძალიან მერიდებოდა
-გუშინ სასმელი ბევრი მოგივიდა,ვაღიარებ მე უფრო ფხიზელი ვიყავი ვიდრე შენ,მაგრამ ის რაც წუხელ მოხდა ეს,არ უნდა მომხდარიყო ლალო,ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ,მე შენ მოგიტაცე და შენი ძმის მტერი ვარ,დაუშვებელია ჩვენი სიყვარული-სათქმელი დაასრულა და შემომხედა,მივხვდი ახლა ჩემს პასუხს ელოდა,თუმცა მე არც კი ვიცოდი რა მეპასუხა,მისმა ნათქვამმა გული მომიკლა,მაგრამ ვხვდებოდი ის მართალი იყო,ჩვენ ვნებას ავყევით და უპასუხისმგებლოთ მოვიქეცით
-შენ?-უცებ კითხვა შევუბრუნე-შენ გრძნობ რამეს ჩემს მიმართ?მიპასუხე ლექსო,გიყვარვარ?
-არა,მაპატიე ლალო მაგრამ ვერ გეტყვი რომ მიყვარხარ,ეს ასე მარტივი არაა,შენს მიმართ რაღაცას ვგრძნობ,მაგრამ არ ვიცი რას,მომწონხარ როგორც ქალი,პიროვნება,მაგრამ არ მიყვარხარ
-ყველაფერში გეთანხმები,არც მე მიყვარხარ,გუშინდელი ჩემ საქციელს ვერც კი ვხსი,არ ვიცი რა დამემართა,ბოდიში,არ მინდოდა ასე გამოსულიყო
-რას ამბობ,ბოდშს რისთვის მიხდი?შენ ნასვამი იყავი მე კი არც ისე და ჩემი ბრალია,თავი უნდა გამეკონტროლებინა
-გეხვეწები,არ გინდა რაა,რაც მოხდა მოხდა,ჩათვალე არაფერი ყოფილა-ვუთხარი და ძლივს წამოვდექი,ეს საუბარი გულს მტკენდა და თან ნერვებს მიშლიდა,არა ლექსოზეც ვბრაზობდი,მაგრამ საკუთარ თავზე უფრო,ახლა მხოლოდ შხაპის მიღება მინდოდა,მაგრამ ეს საშინელი ტკივილი ნბიჯის გადადგმის საშუალებას არ მაძლევდა,ერთი ნაბიჯი გადავდგი და გავჩერდი,წასლა აღარ შემეძლო,ლექსომ შემამჩნია და ჩემთან მოვიდა
-წამოდი შეგიყვან სააბაზანოში
-არ მინდა,თავადაც შევძლებ
-ლაოლო,კარგი რა,მოდი მოგეხმარები-ზეწარი უფრო მაგრად შემოვიკარი სხეულზე და ლექსოს დავყრდენი-მერე ქვემოთ ჩამოდი ვისაუზმოთ და თან ვილაპარაკოთ
-რამე გვაქვს სალაპარაკო?-ცოტა უხეშად მივმართე და წყალი მოვუშვი
-გვაქვს,გავქსვ,არ ვიცი როგორ შეხვდები,მაგრამ მე რაღაც გადავწყვიტე და შენი აზრიც მაინტერესებს
-კარგი,ჩამოვალ ახლა კი დამტოვე თუ შეიძლება
* * * * * *
ლექსო
დილას ლალოს ხმამ გამაღვიძა,მივხდვდი რაც ჭირდა და ამაზე გუშინდელი დღე გამახსენდა,ორივემ თავი დავკარგეთ,მაგრამ მიუხედავათ ჩვენს შორის გაურკვველი სიტუაციისა მაინც ბედნიერი ვიყავი.არ ვიცი ეს პატარა არსება რას მიშვრება,მაგრამ მისით შეპყრობილი გავხდი,თითქოს სამუდამოთ მივეჯაჭვე,მართალია მას მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც ვიცნობ,მაგრამ თითქოს მასზე დამოკიდებული გავხდი.
გუშინ კი ყველაფერი ერთიანად ამერია თავში.არ მინდა მას ტკივილი მივაყენო ამიტომ ძალიან ვბრაზობ ჩემს თავზე,ვნებების მოთოკვა,რომ ვერ შევძელი.თუმც რაც მოხდა მოდა,წარსულში დაშვებულ შეცდომებს ვეღარ გამოვასწორებთ,ამიტომ მათზე დადრი აღარ ღირს,ახლა მხოლოდ მომავლით უნდა ვიცხოვრო.
ჩვენი დიალოგის შემდეგ ქვემოთ ჩავედი და სამზარეულოში ტოსტების ცხობა დავიწყე,როცა კარი ლევანმა შემოაღო
-ჩქარა ნაბეღლავი ან რამე მსგავსი,თორე გსკდა თავი-საფეთქლებზე ხელს იჭერდა და თან ისე ლაპარაკობდა
-რა გაყვირებს ბიჭო,ნაბახუსევზე ვინ არ ყოფილა-სიცილით ვუთხარი და მაცივრიდან ის გამოვუღე რაც მოითხოვა
-გეფიცები საქმე,რომ არ მქონოდა საწოლიდან ვერ ამაგდებდა ვერავი დღეს რა,ხედავ შენს გამო რამხელა მსხვერპლზე მიწევს წასვლა?
-კარგი რა ლევან,ახლა ხუმრობის ხასიათზე არ ვარ,ლამის თავი გამისკდეს ფიქრისგან,აღარ ვიცი რა ვქნა,გუშინდელის მერე კიდევ განსაკუთრებით
-გუშინელის მერე?-გაიოცა ლევანმა და თან ლექსოს გაკვირვებულმა შეხეხდა
-ხო,გუშინ შეცდომა დავუშვი,არც კი ვიცი როგორ გითხრა ლევან,მე და ლალო...ხომ გესმის...
დაბნეულად ალაპარაკდა და თან თავის ტავზე ბრაზდებოდა ლექსო გუშინდელი რომ ახსენდებდა.
-არა,არა,არ მითხრა რომ...ლექსო შენ რა ჭკუიდან შეიშალე?ეს როგორ გააკეთე,ის ხომ ჯერ ბავშვია თან რამდენიმე დღეა რაც იცნობ,ან ხომ არ დაგავიწყდა ვისი დაა?
-ვიცი,ჩემს თავს მეც არ ვამართლებ,არ უნდა დამელია,მაგრამ რაც მოხდა იმას ვეღარ შევცვლი.ახლა არ ვიცი როგორ მოვიქცე
-და მის მიმართ რას გრძნო?ბიჭო შეგიყვარდა?
-აღარ ვიცი რა გიპასუხო,მის მიმართ რაღაცას ვგრძნობ,მაგრამ სიყვარულით არ მიყვარს.
-ახლა რა უნდა ქნა?ასე ნახმარი ნივთივით მოისვრი და თავის ძმას დაუბრუნებ როცა ყველაფერი გაირკვევა?თუ რას აპირებ?
-რას ამბობ,ხომ არ გაგიჟდი,არ მიცნობდე მაინც,ხომ იცი ასეთი არაკაცი არ ვარ.
-და რას აპირებ?
-ცოლად მოვიყვან,ასე ორივესთვის უკეთესი ინება,დაველოდები სიმართლის გარკვევას და დანარჩენს შემდეგ მივხედავ,მერე კი როცა ყველაფერი მოგვარდება და გვეცოდინება გავეყრებით,არც მე მიყვარს და არც მას ვუყვარვარ
-და შენ გგონია ასე მარტივად დაგთანხმდება?-ჩაეცინა ლევანს და მისაღებში გავიდა,ლექოც უკან მიყვა და სავარძელზე ჩამოჯდნენ ორივე
-მე ვფიქრობ ეს ყველაზე კარგი გამოსავალია ამ სიტუაციიდან,არ ვიცი ის რას ფიქრობს ამზე,მაგრამ მე ჩემს სიტყვას არ შევცვლი და უნდა თუ არა ჩემი ცოლი გახდება
-ამაზე არასდროს დაგთანხმდები ბატონო ალექსნდრე
უცებ ლალოს ხმა მომესმა,რომელიც კართან იდგა და გააფთრებული თვალებით მიმზერდა-გგონია იმის გამო,რომ შენთან დავწექი,ცოლად გამოგყვები?შენ მე ქუჩის ქალი ხომ არ გგონივარ?მე ჩემი თავმოყვარეობა და ღირსება გამაჩნია,არ მჭირდება შენი ცოლობა,აქედან გამიშვი და ჩვენ ჩვენს გზაზე წავალთ.
* * * * *
სააბაზანოან,რომ გამოვედი მოკლე სარაფანი გადავიცვი,ფეხზეკი კედები ამოვიცვი და ისე წავედი პირველი სართულისკენ.მისაღებ ოთახს,რომ მივუახლოვდი ექსოს და ლევანის საუბრს მოვკარი ყური და მაშინვე მოვახდინე რეაგირება
-რის მიღწევას ცდილობ შეენ?რას ნიშნავს ეს სპექტაკლი?ასე მარტივად დაგთანხმდები გგონია?
-გაჩუმდი და მომისმინე გოგო-ფეხზე წამოდგა ლექსო-ასე ორივესთვის უკეთესი იქნება და როცა სიმართლე გაირკვევა გავეყრებით ჩვენ ხომ ერთმანეთი არ გვიყვარს
-და რომ აღმოჩნდეს,რომ მართლა გიომ ესროლა შენს ძმას მერე რას იზამ?
შეკითხვა დავუსვი და პასუხის მოლოდინში სახეე მივაჩერდი
-აი მაგაზე მერე ვიფიქრებ,მანამდე კი გირჩევნია ილოცო,რომ ეგ სიმართლე არ აღმოჩნდეს
-არა!მე შენნაირ ხეპრე ერთუჯრედიან და ცინიკოს ადამიანს ცოლად არგავყვები,შეგიძლია ახლავე მომკლა,მარამ შენი ცოლი არასდროს გავხდები
-მისმინე ლაწირაკო,ჯობია დამთანხმდე თორე შენ კი არა შენს ძმას გავისტუმრებ იმ ქვეყნად,ახლა კი გაჩუმდი და შენს ოთახში ადი
-ვერ გიტან ალექსანდრე ყიფიანო,რომ მაიძულებ ამ ყევაფერს
ბოლო ხმაზე დავუყვირე და ზემოთ ავვარდი
-ლევან მიდი ლიკას დაურეკე მოვიდეს რაა,
-კარგი ეხლავე
მხოლოდ ესღა გავიგონე მათი დიალოგიდან და ოთახის კარი ისე მივკეტე ლამის ჩამოვიღე მთლიანი სახლი.



პ.ს. ვიცი დავაგვიანე,მაგრამ გამოცდები დამეწყო და ვერ ვახერხებდი დადებას,ბოდიშიი.
შემიფასეთ,როგორია???



№1 სტუმარი N. M

კარგია ❣ მალე დადე და ცოთა დიდი თავები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent