ბადარები (თავი 1)
და დამბლა დამეცა როცა გავიგე რომ მათხოვებდნენ .. გულმა ლამის საგულედან იფრინა როცა გავიგე რომ იმ ადამიანზე მათხოვებდნენ რომელიც საერთოდ არ იჩენს სიმპატიებს ჩემს მიმართ .. მე? - მე ძალიან ... ალბათ ძალიან კიდევ ცოტაა .. ძალიანზე კიდევ უფრო ძალიან მიყვარს! აი ასე დაიწყო .. დაიწყო რა,დავიწყე ის ცხოვრება რომელმაც ბევრი ბედნიერი,ტკივილიანი,დასამახსოვრებელი წუთები მაჩუქა .. .... -მოდი ფატაც დაგამაგრო და მზად ხარ .. - აცრემლებულ თვალებს რომ კიდა მზერა სწრაფად გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი - აი ასე ... ძალიან ლამაზი ხარ,ძალიან! - აღფრთოვანებას ვერც მარიამი მალავდა,ასეთი დიანა ცხოვრებაში არ ენახა.თეთრ „გედს“ ის ცრემლიანი თვალებიც როგორ ძალიან უხდებოდა .. -არადა ყველაფერი სულ სხვანაირად წარმომედგინა .. - ჩაიჩურჩულა და იქვე ჩამოჯდა - სულ სხვაგვარი ქორწილი მქონდა მომავლისთვის დახაზული .. -დიანა ნუ მოთქვამ რა .. შენ ხომ გიყვარს ირაკლი? შენი სიყვარულით შეძლებ მასაც გაუღვიძო გრძნობები .. აი ნახე,დაიმახსოვრე! - ნიშნისმოგებით დაუქნია თავი ნიამ მეგობარს და ფეხსაცმლის ზონარი შეიკრა - ვსო დროა გავიდეთ .. .... დიანას დანახვისას ირაკლის რეაქცია? - არანაირი. უბრალოდ გადაკოცნა სხვების დასანახად.ჯვრის წერის ცერემონია მალევე დასრულა,ქორწინების სახლში ტრადიციულად შეასრულეს მათი პირველი ცეკვა,იუსტიცისს სახლში ქორწინების მოწმობა აიღეს და რესტორნისაკენ გაემართნენ.იქ მისულებს ტრადიციულად „ხეივანში“ გავლა მოუწიათ,და შემდეგ დამღლელი სადღეგრძელოების ატანა.მათ მაგიდას ოთხი ბიჭი მიუახლოვდა და ირაკლის მკაცრი მზერა შეავლო ყველამ ერთად,მანაც უაზროდ ამოიფრუტუნა და დიანას მიუბრუნდა .. -დიანა - მემგონი მთელი დღის მანძილზე პირველად მიმართა - ესენი ჩემი მეგობრები არიან,თორნიკე წიკლაური,ნიკა მელიავა,თემო მარგიანი და სანდრო ახალაძე .. - ყველამ რიგი-რიგობით ჩამოართვა ხელი .. -ვიცით აქამდეც უნდა გაგვეცანი,მაგრამ ვერ მოხერხდა რა - უხერხულად აიწყო ნიკამ - მე ხო იცი ეხლა მეჯვარე ვარ და პირველ შვილს მე ვნათლავ - ამაყად წამოაყრანტალა და გვერდით მდგომ ძმაკაცს მხარი გაკრა - დაგძვრება თვალები - ეშმაკურად ჩაიცინა და დიანას გვერდით მჯდარ შავგრემანს გაუღიმა.ასე თუ ისე ყველაფერი მშვიდად მიდიოდა და მამაპაპური „ბოქსი“ არ გამართულა ... დარბაზში წყნარი მუსიკის ჰანგები გაჟღერდა,წყვილები საცეკვაოდ წამოიშალნენ. -ბიჭო,თქვენ არ უნდა იცეკვოთ? - დაღლილ მეგობარს გვერდით მიუჯდა თემო და მოცეკვავე წყვილებ გახედა - ადექი და ეცეკვე,ტეხავს მაინც ... -მე რო მარიგებ შენ რატო არ ცეკვავ? - გაუღიმა და პირში გაჩრილი სიგარეტი გადააგდებინა - რამდენჯერ გითხრა ნუ იწამლავ თავსთქო?! -შენი ცოლის მეჯვარე ისე იყურება მაგასთან მისვლა და ცეკვის თხოვნა არც ღირს მემგონი - მარიამს გახედა დიანას რაღაცას რომ ეჩურჩულებოდა. -მე დიანას გავიყვან,შენ მარიამი გაიყვანე .. მოსულა? - ხელი გაუწოდა,თემომაც მალევე შეაგება მისი მაჯვენა - დიანა - მოკისკისე აწ.უკვე ცოლს გადაუჩურჩულა,გოგონას დანში ჟრუანტელმა დაურა მარა რადაუარაა - წამოდი ვიცეკვოთ .. - ფეხზე უპასუხოდ წამოაყენა და წყვილებში შეერივნენ.ახლა თემოს ჯერიც დადგა. -რადგან არავინ შემოგთავაზა ცეკვა .. წამოდი გეცეკვები - დამცინავად გაუღიმა და ხელი გაუწოდა.მარიამმა გამოწვდილ ხელს ამრეეზით დახედა. -და რა დარწმუნებული ხარ რომ არავინ შემომთავაზა? -მაშინ რატომ არ ცეკვავ? -შენ არავინ გეკითხება .. -გოგო ენ .. - სიტყვის დამთავრება უცებ მოვარდნილმა ლიკამ არ აცადა. -მარიამ მოემზადე,შენი სიურპრიზის დროც დადგა - კმაყოფილმა გაუღიმა და საპირფარეშოსკენ წავიდა.მარიამიც წამოდგა,მაგრამ თემოს ხელმა დააკავა. -ბოლო შანსი გაქვს მეცეკვო .. -ბოლო შანსი გაქვს ცოცხალი გადარჩე ხელს თუ გამიშვებ და თავს დამანებებ .. -ოჰ,რა ტლიკინა ყოფილა ქალბატონი - დრამატულად გაშალა ხელები ჰაერში და დამცინავი მზერით დააჩერდა. -აი ეგ ტლიკინა იქნება მაგ დამცინავ სახეს რომ არ დაგიტოვებს - ჯიბრიანად ჩაილამპარაკა და ისიც საპირფარეშოსკენ წავიდა.მშვიდი სიმღერის ჰანკ=გები ჯერ კიდევ იღვრებოდა დარბაზის შუაგულში,უცებ მიკროფონში გამაყრუებელი წრიპინის ხმა გაისმა და სწრაფად აღმოჩნდა მის უკან სანდროც. -უკაცრავად,ნებე-დედოფალს ვთხოვთ კოცნა გვაჩუქონ .. - ჩაყვირა სანდრომ,ხალხმაც იქუხა და ყველა სანდროს ინიციატივას აჰყოლოდა.დიანას ლოყევი სირცხვილისაგან აუხურდა,ახლა რომ მისთვის ირაკლის ეკოცნა ვსო,დამთავრდებოდ ამიხვდებოდა რომ უყვარს,არა. -არ მაკოცო - კატეგორიულად ჩაჩურჩულა ყურში და კიდევ ერთი ბრუნი გააკეთა - არა სავალდებულო .. -იქნებ და არის? -არ მაკოცოთქო - როგორც კი იგრძნო რომ ბიჭი მისკენ იწეოდა სწრაფად წამოიყვირა და ხელები გულზე მიაბჯინა. -ხალხი ითხოვს - აზანზარებულ „ბრბოს“ შიშნარევი მზერა მოავლო და მისი გოგონების ძებნა დაიწყო,ახლა ვერ შეამჩნია ვერავინ მაინც და მაინც რომ როგორმე შველა ეთხოვა.ირაკლიმ ერთი კიდევ დაატრიალა გოგონა და ხელზე გადაიწვინა.სწრაფად დაიხარა მისი ტუჩებისკენ და უკიდხავად „დაეტაკა“ ათრთოლებულ ბაგეებს.ხალხმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა „ცეცხლოვანი“ წყვილი.ფრთხილად მოშორდა ირაკლი,სიანა ტუჩებს.აწითლებული ლოყების დანახვისას ოდნავ გაეღიმა მაგრამ არ შეიმჩნია,მის აწყლიანებულ თვალებს რომ შეავლო მზერა,საშინლად ინანა რომ დიანას სურვილის წინააღმდეგ წავიდა. და მაინც არ იყო ცუდი დღე დიანასთვის. მარიამის სიურპრიზი,ის კოცნა ... .... მზის სხივების უაზრო ხეტიალმა მის სახეზე ნერვები მოუშალა და სწრაფად წამოყო თავი ბალიშიდან.უცხო გარემოს რომ ჰკიდა თვალი ყველაფერი გონებაში აღიდგინა და მის ბედს დასცინა,ასეთი უგანაჩენო რომ იყო.ხელები გაშალა და როგორც კი გვერდით სხეული იგრძნო წამებში დაუარა სირცხვილის გრძნობამ.ოდნავ მიაბრუნა თავი გვერდზე და ჯერ კიდევ მძინარე ირაკლის გახედა.ოთახს მოავლო თვალი,საწოლთან მიგდებულ კაბას რომ ჰკიდა თვალი მანდ მთელი სხეული აუწითლდა,მიუხედვად იმისა რომ გუშინდელი ღამე არ იყო სიყვარულით სავსე მაინც საუკეთესო იყო.მერე რა რომ ირაკლის არ უყვარს? მთავარია მას უყვარს და ყველანაირად შეეცდება მასაც შეაყვაროს თავი .. ჰო ამ დასკვნამდე გუშინ ღამით მივიდა .. კედელზე ჩამოკიდებულ საათს გახედა და მოულოდნელობისგან წამოიკივლა.წამოკივლებას ირაკლის დაფეთებული წამოვარდნა მოყვა. -რა გაყვირებს გოგო ამ დილაუთენია? - გაბრაზებულმა დაუყვირა და ისვე ბალიშებში ჩარგო თავი.ეწყინა,ძალიან ეწყინა.ასეთი სიუხეშე რომ ელოდა წინ იცოდა მაგრამ ამ დოზით? ვერ აიტანდა .. -დაგვაგვიანდა .. - ჩაიჩურჩულა და სეწარ შემოხვეული წამოდგა,თავბრუს ხვევა და მუცლის საშინელი ტკივილი ახლა იგრძნო და ისევ საწოლზე ჩამოჯდა რომ არ წაქცეულიყო. -კარგად ხარ? - შიშველ მკლავზე ირაკლის თითები იგრძნო და სხეულმაც სწრაფად მოახდინა რეაგირება,მთელი სხეული დაეხორკლა. -თავბრუ მეხვევა,მთელი სხეული მტკივა - ჩაიჩურჩულა და თვალები დახუჭა,ცდილობდა თავი დაემშვიდებინა. -ჰო ეგ ყველაფერი მოსალოდნელიც იყო - ირაკლის წამოდგა და იქვე პატარა ყუთში ქექვა დაიწყო,წამალი ამოიღო და წყალთან ერთად გაუწოდა - დალიე,გიშველის .. ახლა წასვლას აღარანაირი აზრი არ აქვს,ისინი მოვლენ დარწმუნებული ვარ .. - უკმაყოფილომ გაიხედა ფანჯრიდან და ისევ დიანას მოუბრუნდა - უკეთ ხარ? -ამას თუ უკეთ ყოფნა ქვია,ჩათვალე უკეთ ვარ - ოდნავ გაუღიმა და ისევ წამოდგა,ამჯერად თავისუფლად,ჩემოდნიდან საჭირო ნივთები და ტანსაცმელი ამოალაგა და სააბაზანოში გაუჩინარდა. ...... გამარჯობათ .. დაბრუნდი,ისვე. ვიცი,შეიძება მოგბეზრდათ ამ თემით ისტორიები მაგრამ მემგონი ყველაზე კარგად „ძალით გათხოვებას“ ვწერ .. მაგრამ ეს ისტორია მხოლოდ ამ თემას არ შეეხება.აქ იქნება რამოდენიმე წყვილის ისტორია ერთად და არა მარტო ირაკლისი და დიანასი ან მარიამისი და თემოსი .. ახალ პერსონაჟებს მალე გამოვაჩენ მაგრამ მთავარი მაინც დიანა და ირაკლი იქნებიან რომელთა წყალობითაც შედგება შემდეგ სხვა წყვილები .. სულ რომ არ დაგაინტერესოთ და არ მოგეწონოთ ამ ისტორიას მაინც მივიყვან ბოლომდე .. მაინტერესებს თქვენი აზრი ..! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.