შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი


27-03-2016, 21:19
ავტორი Stranger
ნანახია 1 545

-სიყვარული ?
-სიგიჟე
-სიყვარული?
-გაფრენა
-სიყვარული?
-გრძნობა რომელიც გამოუსწორებელი შეცდომების საწინდარი ხდება ...
ჩემთვის სიყვარული ყოველთვის ყველაზე წმინდა გრძნობად მიიჩნევოდა .ანდაც 16წლის ახალგაზრდას სიყვარულზე სხვაგვარი წარმოდგენა რატომ უნდა მქონოდა . მე მჯერა რომ ყველა დეპრესიულ თინეიჯერსაცკი სწამს ჭეშმარიტი სიყვარულის. მისი მხურვალების ალით გაგიჟების,გადარევის და სიყვარულის გაფრენების . ჩემს ასაკში თავს მრავალი ფსიქოლოგიური პრობლემა იჩენს. ზოგი დამღუპველია და ზოგიიც კი ჭკუის სასწავლებელი. დეპრესიასთან ომში კი მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ და სუსტებს მომენტალურად ერთმევათ კონტრშეტევის განროციელების უფლება.ისინი ბრძოლის ველზე ეცემიან .,თავს იკლავენ და მიფრინავებ პირდაპირი რეისით ჯოჯოხეთში . იქ სადაც, ეშმაკი მაცდური ღიმილითურთ ჩაიხუტებთ და შემდგომ ზურგში დანას გასჩრით. ზოგიერთს ამგვარი ფაქტი სიამოვნებას გვრის და მზად არიან სამოთხე განისყიდონ სიბინძურეზე,სიმყრალეზე სწორედ ისე როგორც იუდამ გაყიდა იესო 30ვერცხლად და საკუთრივ თვითონ გაითხარა სამარე . სწორედ ამ ბიბლიური სცენის პროტოტიპია დღვანდელი დეპრესიულ თაობის სიტუაცია, როდესაც სამოთხეს ყიდიან და თავისი ხელითვე გამოაქვთ მომავლის განაჩენი .
ბევრი რომ არ გავაგრძელო მე მინდა მოგიყვეთ მარადიულ სიყვარულზე . დარწმუნებული ვარ ამ ფრაზის წაკითხვამ თქვენში ოდნავი ღიმილი გამოიწვია . ღმილის მიზეზი ორგვარია :1. გულწრფელი პოზიტვი ან 2. სიმწრის ღიმილი. ალბათ დაგებადებათ შეკითხვა რა ჯოჯოხეთი ,რა შუაშია თინეიჯერი და ეშმაკი ან საერთოდ სიყვარული. ყველაფერს შემდეგ გაიგბთ . ისტორია ნელნელა ,,გაშიშვლდება " დაარღვევს ორდიანალური ამბების საზღვრებს და სწორედ რომ სულ ბოლოს შიშველი ქალივით დადუმდება,თქვენ მოგანდობთ დანარჩენს .
********
მაღვიძარას ხმამ დაარღვია გაგულისებული სიჩუმე . ირგვლივ სიბნელეა . არაფრის მომცემი სიბნელე .
მაღვიძარა გამოვრთე :
-მიდი ანნაბელ. შენ ამას შეძლებ.
ჩემს თავს მეთვითონ შევუძახე და საწოლიდან წამოვიწიე . მნიშვნელოვანი დღე იყო და არ მივცემდი თავს უფლრბას სულ რამდენიმე წამით მაინც დამეგვიანებინა,მიუხედავად იმისა რომ სკოლის საზოგადოებაში ყველაზე არაპუნქტუალურ ადამიანად მივიჩნეოდი. დღემდე ვერ იჯერებდნენ მასწავლებლები რომ მე ,ადამიანმა სითავხედემ და მოსიარულე ქაჯმა მოვახერხე საფრანგეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში მოვხვედრილიყავი . მათთვისეს ფაქტობრივად უდიდესი შოკი იყო . მე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი ყოველივე ამ ფაქტით ,მაგრამ არა . როგორია საყვარელი ადამიანი დატოვო 2 წლით . ეს ყველაფერი ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო . სიტუაცია თან მაბედნიერებდა და ამავდროულად სამარეს მითხრიდა,მკლავდა .ჩემი და ალექსანდრეს სიყვარულის ისტორია არავინ იცოდა.მათ წინაშე სახეზე იყო მხოლოდ არაჩვეულებრივი წყვილი. მაგრამ რეალურად ამ წყვილის უკან ბევრი რომანტიკული თუ დრამატული ისტორია იმალებოდა . ჩემი ჩანთა უკვე მზად იყო . უჩვეულო გრძნობით განვიმსჭვალე დილიდანვე და ადგილს ვერ ვპოულობდი. დედაჩემმა კვლავ მზრუნველი სახით მიმითითა მანქანისაკენ.
-რაზე ფიქრობ დე?მკითხა მოუთმენლობით შეპყრობილმა .
-რაზე არა დე. ვისზე . ვთქვი და ჩემი ნათქვამი მევე შევიფერე.
-ალექსანდრე .
-ჰომ ჩემი ალექსანდრე
-იქ მოვა. აუცილებლად მოვა არ ინერვიულო.
ბანალური ღიმილი და მეტი არაფერი. აეროპორტში როდესაც შევედით ხომ საერთოდ გამიძნელდა სუნთქვა . ზუსტად 20წუთი ბოლთას ვცდემდი . მალე აფრენა გამოცხადებოდა და მერომ ალექსანდრე არ მენახა მოვკვდებოდი . დიახ ,ნამდვილად მოვკვდებოდი . ჩემი ბავშვობის სიყვარული და არამარტო ბავშვობის ცხოვრების სიყვარული ალექსანდრე .სწორედაც რომ ჩემი ალექსანდრე . როდესაც სანდომიანი ხმა გაისმა რომელიც გვამცნობდა რომ პარიზის რეისზე ჩასხდომა ცხადდებოდა ლამის მუხლები მომეკვეთა . არ ვიცოდი რა მექნა. უკვე ჩანთას მაწვიდა დედაჩემი როდესაც სანატრელი ხმა გავიგონე
-ანნაბელ.
მისკენ გავიქეცი მთელი ინერციით . მივეკარი . ორი სულის,სხეულის ,გონების შეერთება მოხდა . ეს იყოო სიყვარულის რევოლუცია . გადატრიალება რომანტიკაში .ან უბრალოდ ჩემი ცხოვრების გადრამტეხი წამები.
-მიყვარხარ ანნაბელ.
-ჩემში ხარ ალექსანდრ .
-ხომ არ დამივიწყებ ანნაბელ?
-მე სულ შენთან ვიქნები. გულით,გონებით.
-ოჰ ეს სენტიმენტალიზმი. თქვა ალექსანდრემ და ორივეს სიცილი აგვივარდა . ცრემლიანი თვალებით დავტოვე ჩემი ცხოვრების სიყვარული,ჩემი ალექსანდრე . მისი ღიმილი,მისი სურნელი ეს იყოო ერთადერთი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში . ახლა კი ... მოვკვდი . მე მის გარეშე მოვკვდი ! მე მკვდარი ვიყავი ?!
***
დავტოვე ჩემი ალექსანდრე და თვითფრინავში ავედი. არ ამომდიოდა გონებიდან მისი წყლით სავსე კუპრივით შავი თვალები. ყველაფერი ეს კი მთრგუნავდა . თითქოს ჩემს სულს უდიდესი ნაწილი მოსწყდა და უბრალოდ სრულიად უკვალოდ გაქრა. ფანჯრიდან ვუყურებდი ფაფუკ ღრუბლებს და შორს გადამისროლეს ფიქრებმა. რაღაც განსაკუთრებულმა ,უძლიერესმა ძალამ გამახსენა ჩემი და ალექსანდრეს სიყვარულის ისტორია.ჩემს გონებაში ტრიალებდა ჩვენი ურთიერთობის გარდამტეხი წამი. მახსოვს,პოეზიის საღამო ჩავატარე.ჩემს მეგობრებს ვთოხვე პოეზიის მოყვარული ხალხი მოეყვანათ. დარბაზში დავდიოდი და სანთლებს ვანთებდი. ერთგვარი რომანტიკული გარემო შევქმენი. დარბაზში ჩემს მეგობრებთან ერთად ალექსანდრე შემოვიდა ,როდესაც დავინახე რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი . თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება . მთელი საღამო თვალს ვერ ვაშორებდი ,ისე ჩამითრია თავის მორევში . ის კი არცკი იმჩნევდა ჩემს არსებობას . ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე . უიმედო და დეპრესიული ვიყავი . უბრალოდ მიყვარდა ,მართლა მიყვარდა . ყველაზე ძვირფასს გეფიცებით მე თავიდანვე მიყვარდა .როდესაც შემოვიდა მე ის ვიგრძენი. დიახ,ნამდვილად ასე იყო. მისი სიკვდილის დროშასავით ჩამქრალი,დაცემული თვალები ყველაფერს მეუბნებოდა. ვიგრძენი მისი სულიერი ქაოსი . შემდეგ უკეთესად გავიცანი რადგან ერთი სამეგობრო წრე გვქონდა . ნელნელა ვცდილობდი მიმეღწია მისი სულის უკანასკნელ კუნჭულამდე . ხშირად ვსაუბრობდით. მიყვარდა მასთან ლაპარაკი.თუნდაც ხუთი წუთი ყოფილიყო მაინც გულს მიჩქარებდა და მთელი დღეების ბედნიერებად მიმყვებოდა. ალექსანდრე ფეხბურთელი გახლდათ. ნამდვილად არ მიყვარდა ფეხბურთი უბრალოდ მის გასამხნევებლად მივდიოდი . მასთან ერთად თითქოს მეც ვთამაშობდი ხანდახან ისე ვნერვიულობდი .
-ალექსანდრე ნუ ჩამოუშვი ცხვირი ,ხომ იცი რომ მაინც ყველაზე მაგარი ხარ ! მთელი გულით ვცადე მისი გამხნევება ,მაგრამ რეაქცია არ ჰქონია.
-კარგი რა ხომ იცი რომ საუკეთესო ხარ ნუ ანახებ ხალხს შენს მარცხს . ჯიუტად განვაგრძობდი ლექციას .
-ხო. უხალისოდ ჩაილაპარაკა . გაბრაზებული ავდექი და დაველოდე მეორე ტაიმს . ალექსანდრემ სცადა კონცენტრირება და გამოუვიდა კიდევაც . კვლავ საუკეთესო იყო. გაშმაგებული ლომივით იბრძოდა ბურთისთვის. ვუყურებდი ყოველივე ამას და გულში მეამაყებოდა კიდევაც.უეცრად ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ლექსის ამონარიდი გამახსენდა ,,ის იყო ჩემი სამყაროდან,მაგრამ არა ჩემი სამყაროსთვის" გულში რაღაც დიდი ნაწილი ჩამწყდა.მეწყინა კიდევაც .
-მადლობა ანნაბელ.
-რისთვის ? მე რა შუაშივარ?
-რომ არა შენი გამხნევება..ნუ ხომხვდები .
-არაფერს ალექსანდრე. მე სულ შენთან ვარ.ესეც ჩვენ ბანალური დიალოგი.არადა როგორ მინდოდა მივსულიყავი ,ჩავხუტებოდი და აღარ გამეშვა . ფეხბურთის მატჩის შედეგ ერთ თვეში კვლავ გავმართე პოეზიის საღამო ,რათქმაუნდა მასთან შეხვედრის სურვილით. მან თავისი ლექსი წაიკითხა . უბრალოდ ვგიჟდებოდი მის ლექსებზე. მისი ხმა ,პოეზია და მონოტონური მუსიკა ერთად დიდ კლასიკურ შედევრს წარმოაგენდა . უბრალოდ მე მიხაროდა მისი ყურება .პოეზიის საღამოს შემდეგ დავინახე თუ როგორდაუწყო საუბარი ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობმა ქეთამ ალექსანდრეს.თან ყველანაირად ცდილობდა მისი ყურადღება ბოლომდე შეენარჩუნებინა. ყველაფერი ცხადი იყო.
-ალექს მშვენიერი მწერალი ხარ .
-მადლობა .
-კაი რა ცოტა მაინც გამიცინე . უთხრა ქეთამ და ჩაიკისკისა.
-შენ თუ მთხოვ . უპასუხა ალექსანდრემ და გაუღიმა . ამ სანახაობის ხილვისას ლამის გული ყელში ამომდიოდა . სუნთქვა გამიძნელდა დაგარეთ გამოვვარდი.იგრძნო ალექსანდრემ რომ ფერი არ მედო სახეზე და უკან გამომყვა .
-ანნაბელ კარგად ხარ ? მე ძალიან მინდოდა ამ მომენტში სიმშვიდე შემენარჩუნებინა თუმცა ამაოდ . მთელი ერთი წლის ნაგროვებმა ბოღმამ ერთად იწყო ფრქვევა .
-და კიდევ მეკითხები როგორ ვარ?
-ვერ მივხვდი ..
-დავიჯერო ისეთი დებილი ხარ ალექსანდრე ვერ ხვდები რომ მიყვარხარ .ხმამაღლა გავკიოდი ,თავს ვეღარ ვაკონტროლებდი . გაუგონრად წვიმდა. თითქოს შტორმსაც კი აპირებდა.ჩემი გამოსვლა რომ დავამთავრე და გავაანალიზე აფექტურ მდგომარობაში ჩადენილი დანაშაული ძალიან შემრცხვა ,მაგრამ უკვე გვიან იყო.
აღარაფერი მითქვამს გამოვბრუნდი და წამოვედი . მივაბიჯებდი ნელა ,უაზროდ,არაფრისმთქმელად.
-ანნაბელ.
-რა ?!
-მეც მიყვარხარ !
-არ მჭირდება შენი სიბრალული!
-მე მართლა მიყვარხარ !
ამ მომენტის გახსენებაზე უაზრო ჟრუანტელმა დამიარა,დავდუმდი. ცრემლების დასამაალად თვალები მჭიდროდ დავხუჭე და ჩავიძირე მოგონებების ზღვაში.
(გამიზიარეთ შთაბეჭდილებები. იმედია მოგეწონებათ ჩემო კარგებო.დამიჯერეთ მომავალში ისტორია თანდათან შევა საინტერესო ფაზაში.ერთხანს დაგაბნევთ,შემდეგ კი ყველაფერი ცხადი გახდება.სიყვარულით თქვენი თათია.)



№1 სტუმარი ბალუ

ძალიან კარგია გააგრძელე და უფრო დიდი თავი დადე რააა დამაინტრიგებელია რა მოხდება მომავალში ასე რომ აბა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent